![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ადრე თუ გვიან ყველა მაღალი წნევის ნასოსს დასჭირდება დაშლა და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება. ბევრ ახალბედას ეშინია ასე ვთქვათ მაღალტექნოლოგიური ნასოსის დაშლა, ზოგს დაეზარება, ზოგი კი უბრალოდ დაიწყებს უმოწყალოდ დაზეთვას და ჩათვლის, რომ მთელი პრობლემა მოეხსნა. აქვე დავძენ რომ დაშლა დასჭირდება ნებისმიერ ნასოს, გინდ იყოს სუპერ ძვირიანი გინდ იყოს ჩინური გაუგებრობა. მოდით სანამ დაშლას და გაწმენდას განვიხილავთ ვახსენოთ ყველაზე ხშირი მიზეზი რატომ შეიძლება გახდეს ნასოსი დასაშლელი: 1) მესამე საფეხურის რეზინის დაზიანება. ხშირად მესამე საფეხურის რეზინა ფუჭდება, ამის მანიშნებელი არის შემდეგი ფაქტორი, ნასოსის მუშაობისას სადღაც 1000 PSI-ს შემდეგ ძალიან, ძალიან ძნელი ხდება ნასოსის სახელურის ზემოთ ამოქაჩვა, და რაც უფრო იზრდება წნევა, მით უფრო ძნელი ხდება ამოწევა. თუ ასეთ რამეს შეამჩნევთ თქვენს ნასოსს აზრი არა აქვს ძალისმიერი მეთოდით გააგრძელოთ მუშაობა, უბრალოდ გაჩერდით, გამოუშვით ჰაერი და იფიქრეთ მესამე საფეხურის რეზინის შეცვლაზე 2) უნაკა კლაპნის რეზინის გაფუჭება. ამ შემთხვევაში ტენით ტენით ნასოსით და წნევა გარკვეულ ზღვარზე ზემოთ არ მიდის, თავიდან კი ჭირს წნევის აწევა. ეს იმის ბრალია, რომ ჰაერი ნასოსიდან გადადის შლანგში წნევით. შლანგში გადასვლისთანავე პატარა დეტალი რომელსაც რეზინა აქვს თავზე, პაწია ზამბარის ზემოქმედებით კეტავს გადამსვლელ კლაპანს, შედეგად ნასოსიდან შლანგში გადასული ჰაერი უკან ნასოსში ვეღარ ბრუნდება. თუ ეს რეზინა დაზიანებულია, უსასრულო იქნება თქვენი ბუქნაობა. 3) წყლის კონდენსატი, მნიშვნელობა არა აქვს ნასოსის ხარისხს, ცნობილ HILL-ის ნასოსშიც გროვდება კონდენსატი. საქმე იმაშია, რომ ჰაერში არსებული ნესტი შეწოვისას ბოლომდე არ გამოიდევნება ჰაერიდან რაც არ უნდა ფილტრი დააყენოთ, შედეგად დაწნეხვისას ჰაერში დარჩენილი წყლის ორთქლის კონდენსირება ხდება, ნელნელა ეს კონდენსატი გროვდება და ჟანგავს ნასოსს. 4) სხვა ტექნიკური მიზეზები, მაგალითად რანდემიმე სხვა რეზინის გაცვეთა, საპოხი მასალის გამოშრობა, უბრალოდ დაჭუჭყიანება (მუშაობისას რეზინა ცვდება და ტაოტთან ერთად იზილება მისი ნარჩენები, შედეგად გაუგებარი ყავისფერ-შავში გარდამავალი ბლანტი ტალახი მიიღება), მოკლედ სამი ძირითადი და რამდენიმე დამატებითი მომენტი არსებობს, ძირითადად ნასოსში არ ფუჭდება ლითონის დეტალები, ყოველთვის გვაქვს რეზინებთან საქმე. ![]() ჩემს ხელში მოხვდა ერთერთი ჩვენი ცნობილი ფორუმელის და მშვენიერი მონადირის ნასოსი, რომელიც კაიხანია ბუქსაობს, ადრე ვსინჯეთ El-Java-ზე ნაყიდი რეზინების მეშვეობით შეგვეცვალა მესამე საფეხურის და უკანა წნევის სარქველის რეზინები, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. ნასოსი თან მუშაობდა, თან წნევის აღება უჭირდა, ხშირად ფუჭი ბუქნები ჩნდებოდა. მოკლედ ზედაპირული შეხედვით არაფერი ნასოს არ სჭირდა, ლითონის დეტალები მთელი იყო, ესეიგი საქმე რეზინებთან და საპოხ მასალასთან გვქონდა. ამასწინათ ერთობლივი ძალით დავუკვეთეთ ფორუმელებმა კომპანია Crosman-ის მიერ რეკომენდირებული სილიკონის საპოხი ტაოტი Parker O-lube. ტაოტი იაფი არ დაჯდა, მგონი 14$ დაჯდა თითო ტუბი, მაგრამ ღირს. ![]() პირადად გირჩევთ არასდროს არ გამოიყენოთ მაღალი წნევის ნასოსებში ზეთი, არც სინთეთიკური, არც სილიკონის არც მანქანის ნამუშევაში დამწვარი ზეთი... მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით გეგონებათ ნასოსმა ზეციურად მსუბუქად დაიწყო მუშაობა სინამდვილეში ეფექტი დროებითია, დამიჯერეთ პირადად გამოვცადე Crosman Silicone Chamber Oil შედეგი იყო არაადეკვატურად მომხიბვლელი, ნასოსმა მსუბუქად დაიწყო მუშაობა, მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ ზეთი მალე ამოშრა ხოლო რეზინების ნაცვეთი ლექად დაჯდა ლითონის დეტალებზე, შედეგად ერთხელაც 3 კვირიანი გამოუყენებლობის შემდეგ აღმოვაჩინე რაღაც ნადები პირველი საფეხურის ღერძზე, ვცადე დრემელით მოცილება და პოლირება, მაგრამ ჩემს და გასაოცად აღმოჩნდა, რომ ლითონის ზედაპირი ამოჭმული იყო ამ ნადებთან ერთად შემოპარული კონდენსატის მიერ. მოკლედ ტაოტი ჩქარა არ შრება და ლითონის დეტალებს ყოველთვის თხელ ფენად ადევს, ასე რომ ზედაპირი ყოველთვის დაცულია. ![]() კარგი გადავიდეთ კონკრეტულად ნასოსი დამუშავებაზე. რადგან El-Java-ს რეზინებმა არ გაამართლე,ს ვცადე ინტერნეტში მომეძებნა რაიმე გზა, სადმე მეშოვა და დამეკვეთა რეზინების კომპლექტი, სამწუხაროდ ნასოსის მწარმოებელს საიტი და ონლაინ დაკვეთა არ გააჩნია, ასე რომ მომიწია სხვა გზების მოძიება. ამასობაში ერთი გზა რეზერვში მქონდა, ერთერთი ჩვენი ძველი ფორუმელის ნასოსი რომელიც Airforce-ს ლოგოთია აღჭურვილი, ასევე გაფუჭდა და აღდგენა ვერ შევძელით ლოკალური ძალებით, ბოლოს შესაბამისმა პიროვნებამ აირფორსს მიმართა ელ-ფოსტით და სთხოვა დახმარება, მათ თავის მხრივ არ დაიზარეს და გამოუგზავნეს რეზინების კომპლექტი. ანუ იდეაში შეიძლება ამ მწარმოებელთან დაკავშირება და თავის მოკატუნება ვითომ და Airforce-ს ნასოსი გაქვს, ისინიც გამოგიგზავნიან რეზინებს (მითუმეტეს რომ Airforce-ს, HILL-ის და Benjamin-ის ნასოსები ერთნაირია). მოკლედ ასე თუ ისე რავარც იქნა ერთერთ ამერიკულ ფორუმზე ვნახე პიროვნება, რომელმაც მიიღო ჩემი საკრედიტო ბარათი და გამოაგზავნა 5 კომპლექტი რეზინები. რომელიდანაც ერთერთი ამ ნასოს აღსადგენად იყო გამოყენებული. კაი ბატონო დავიწყოთ დაშლა: ასე გამოიყურება ნასოსი მეორე საფეხურის ღერძი, რომელიც შარშან შეძენის შემდეგ არ გაწმენდილა. ეს არის ძირა ნაწილი ![]() ![]() ეს კი იმავე ღერძის ზედა ნაწილი, აშკარაა რომ მფლობელი ნასოსს ბოლომდე ზემოთ არ წევს ხოლმე. ![]() ეს კი არის კლაპანი, რომელიც უზრუნველყოფს მეორე საფეხურიდან ჰაერის მესამე საფეხურში გადასვლას. დაზიანება არ არის, უბრალოდ აურაცხელი ჭუჭყი და ნახმარი ტაოტია. ![]() ![]() ეს კი ძირა დეტალი რომელშიც შიგნიდან მოთავსებულია უკანა წნევის კლაპანი, ანუ აი ის რეზინა ყველაზე ხშირად რომ იხევა ხოლმე. ერთი შეხედვით სუფთაა ![]() თუმცა მეორე მხრიდან შეხედვისას.... ![]() ძირა ბოლტის დეტალში არის ხვრელი რომლიდანაც გამოდის მაღალი წნევის ჰაერი და ასევე დიდი სიამოვნებით გამოაქვს გადამუშავებული ტაოტი და ტალახი. ეს კი მესამე საფეხურის ღერძის სარქველი... როგორც ხედავთ აღინიშნება ჟანგის კვალი, რეზბა ნამუშავარ ტალახშია ამოსვრილი და წყლის წვეთებითაა უხვად დახუნძლული. სხვათაშორის დამავიწყდა გადამეღო მეორე საფეხურის ცილინდრის ზედაპირი, მშვენივრად ჩანდა წყლის აურაცხელი რაოდენობა. ![]() ეს კი მეორე საფეხურის მილის ძირა რეზბა, ისევ წყალი და ტალახი, დანარჩენი ყველაფერი მთელია. ![]() აი ეს კი უკვე იმავე მილის ზედა მხარე. ჟანგმა უკვე ბუდე ნახა. ასეთი ჟანგი ნასოსში ბუდობს მაშინ როდესაც ნასოსის მოხმარებისას ნასოს ბოლომდე არ წევთ ზემოთ და ქვემოთ. როგორც ჩანს ძირს ბოლომდე აწვება ხოლმე მფლობელი, მაგრამ ზემოთ ბოლომდე ამოწევა არ უყვარს, შედეგად სადაც არ ხდება მოძრაობა ჩნდება მშვენიერი შესაძლებლობა ჟანგმა კონდენსატის ხარჯზე ფეხი მოიკიდოს. ![]() ![]() ეს კი მესამე საფეხურის დგუში, ანუ იგივე ღერძი. ძირითადად ისევ ტალახი, წყალი და გაცვეთილი რეზინა. ![]() სულ ნასოსის დაშლა გაწმენდისას დაიხარჯა 3 კომპლექტი არაჰიგიენური რეზინის ხელთათნამები, იდეაში შეიძლებოდა 1-ით გაკეთება, მაგრამ პირველი კომპლექტი მომიყვა რეზბაში და დაიხა, მეორე კომპლექტი საშინლად გაჭუჭყიანდა. მომიწია მესამე კომპლექტის აღება ![]() ![]() ![]() კაი ბატონო დავიწყეთ გაწმენდა, გავაპრიალე შეძლებისდაგვარად ყველაფერი, თუმცა გამოგიტყდებით გვიანი საღამო იყო და ცოტა ”ვისაჩკავე”, შეიძლებოდა უკეთესად გამოსუფთავება. ![]() ესეც გაწმენდილი ჟანგიანი მილი. ![]() ნასოსი სახელური, ალუმინს მოვაშორე რკინის ჟანგი, მაგრამ კვალი მაინც ემჩნევა ![]() ესეც ნასოსის ის ადგილი სადაც ჟანგი ბუდობდა ![]() ![]() და ნასოსის გაპრიალებული მეორე საფეხურის ღერძი ![]() ესეც გაწმენდის შემდეგ დანასოსების შედეგი, ადრე თუ 2000- PSI-ზე აყვანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ახლა ნასოსმა ერთი მიდგომით უპრობლემოდ ამიყვანა 3200 PSI-ზე. ეგაა რომ ერთ ჯერზე დანასოსებას თავისი მინუსი აქვს - დავიღალე, თან ტაოტისა და ახალი რეზინების ჩასმის შემდეგ ნასოსი ისე თავისუფლად აღარ დატასაობს როგორც ნამუშევარ რეზინებზე. ასე რომ ძალის დატანებაც დამჭირდა და 3000-ის ზემოთ გამოგიტყდებით საკმაოდ გამიჭირდა დანასოსება (წონის გამო, მოგეხსენებათ დიდი წონით ნა მასით არ გამოვრჩევი) ![]() აქვე წარმოგიდგენთ ცინცხალ რეზინების ნაკრებს, რომელიც გამოყენბული იყო ნასოსს აღსადგენად. ![]() ეს კი დაცვეთილი და დაღეჭილი რეზინები ![]() ![]() რავი მგონი სულ ესაა, მფლობელს შეუძლია თამამად მოვიდეს და წააცუნცულოს თავისი მუშა ნასოსი, ჯანმრთელია და იმუშავებს კაიხანს. ახლა რაც შეეხება ტაოტს და რეზინებს ტაოტი ბევრი არ დახარჯულა, ან მე წავუსვი ნამეტანი ეკნომიურად, თუ მეტს ჩათვლის საჭიროდ მფლობელი თვითონ დაამატებს. სხვათაშორის ტაოტი საკმაოდ შედედებული კონსისტენცისაა და მხოლოდ ტაოტის გამოცვლა რეზინების გარეშე, უკვე იწვევს ნასოსის ცოტაოდენ მძიმედ სვლას. რაც შეეხება რეზინებს, გადაყრა არ ღირს, მითუმეტეს, რომ ამ ნახმარი რეზინებიდან მინიმუმ ერთი რეზინა, ანუ მესამე საფეხურის ნამუშევარი რეზინა თავისუფლად გამოდგება უკანა სარქველის რეზინად (ერთი ზომისაა ეს ორი რეზინა), რომელიც ამ ნასოსში ადრე თუ გვიან დაიბრიდება, ჩემს ნასოსში სადღაც 1 თვე აქტიური მუშაობისას დაეტყო რომ რეზინა გამოსაცვლელი იყო, არაა გამორიცხული აქაც იგივე იყოს. ძველი რეზინა კი რომელსაც მხოლოდ გარედან ჰქონდა დეფორმაცია, უპრობლემოდ იმუშავებს ზემოთა ან ქვემოთა მხრიდან კლაპანში. რჩევა მომავალი ნასისს დამშლელებისთვის, ნუ დაფრთხებით, ყველაფერი საკმაოდ იოლადაა ნასოსში მოწყობილი, ბოლო ბოლო ქაღალდზე ჩაიწერეთ რა დეტალი სად იყო. ასევე გირჩევთ ეტაპობრივად ცვალოთ რეზინები, ანუ ერთი დეტალი ამოიღეთ, მოაძრეთ ძველი რეზინები, გაწმინდეთ ძველი ტაოტისგან, აიღეთ ახალი რეზინები დაატოლეთ რომელი ედრება და შეცვალეთ. შეცვლილი დეტალი გადადეთ გვერდზე და შეუდექით მეორე დეტალს და ასე შემდეგ. როდესაც ყველა დეტალი გასუფთავებული და რეზინებ დაცვლილი იქნება შეუდექით ნასოსის დეტალების ტაოდით დამუშავებას და აწყობას. დამიჯერეთ არაფერი რთული არაა. ასევე კიდევ ერთი რჩევა, დრო და დრო დაშალეთ თქვენი ნასოსი და არსებული კონდენსატი ამოწმინდეთ ან უბრალოდ ჰაერზე დატოვეთ დაშლილი მდგომარეობაშუ ნასოსის დეტალები, ტაოტი დარჩება ხოლო წყალი აორთქლდება (მირუმეტეს ახლა ზაფხული მოდის და სიცხე მშვენივრად დაგეხმარებად), შემდგომ ნასოსი ააწყვეთ. თუ ამას პერიოდულად არ გააკეთებთ მაშინ გაქვთ ყველა შანსი ნასოსში დაგროვებული კონდენსატი თოფის რეზერვუარში გადაიტანოთ და უკვე თოფის რეზერვუარი დაჟანგოთ, ან კლაპნები დააჭუჭყიანოთ.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#101
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 508 რეგისტრ.: 9-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: T.N. წევრი №: 247 ![]() |
ის მესამე საფეხურის რეზინა სულ სხვა ადგილასაა და პატარა რეზინაა აქ არამგონია მაგის გამო იყოს რამე პრობლემა...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#102
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 63 რეგისტრ.: 9-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 437 ![]() |
ჰაერს რო გამოუშვებ ანუ მაგ სარქველს რო მოხსნი და ისევ ააწყობ მერე ტენის ჩვეულებრივ და ისევ შეიძლება გაიჭედოს. ოღონდ იჭედება როცა ნასოსიდან გამოუშვებ ჰაერს სტანდარტული ჰაერის გამოსაშვებიდან და მერე თუ რამდენიმე ბუქნს გააკეთებ. ისე ის რეზინა რო ვნახე გაცვეთილი მომეჩვენა. ნუ ახალი ეგ არ მინახია მარა იმ ღერძის სისქისაა. ანუ რეზინის გარე კედლის დიამეტრი და სადაც არის წამოცმული იმ ლატუნის ყველაზე განიერი ადგილის დიამეტრი ერთნაირია.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#103
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
dole რაღაც სტრანნად აღწერე. რა მოუშვი ვერ გავიგე.... მაგ დეტალს რატომ ხსნიდი?? ჯერ ბოლო ბოლო ქვემოთ რომ პატარა ექვსკუთხედია ის მოგეხსნა. თუ მაგის მერე გამოუშვებდა ჰაერს ესეიგი უკუკლაპანი ატრაკებდა. შენს მიერ აღწერილ მიზეზებს ვერანაირად ვერ ვუკავშირებ ამ ეტაპზე მესამე საფეხურს. რაც შეეხება რეზინის გამოცვლას, რავიცი რა გითხრა ლამის 1 წელი იმუშავა ჩემთან მესამე საფეხურმა, არადა უმოწყალოდ მუშაობდა ყველა გასვლაზე, ყველა გასვლაზე ჩემი თოფი დამქონდა და სახლშიც 3 თოფს ტენიდა....
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#104
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 63 რეგისტრ.: 9-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 437 ![]() |
რა დეტალს ეს შენს მიერ დაგდებული სურათი გამოვიყენე უბრალოდ და სწორედ ეგ მოვუშვი და გამოვიდა ჰაერი ანუ ეგ რას ნიშნავს ? ![]() არა და ჰა ჰა მაქსიმუმ 15 ჯერ დავტენე დავუშვათ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#105
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
სულ ვიძახი: ჩაატაროს რა ჯაჯამ სემინარი და მასტერკლასი ერთხელ! ამის მერე ხომ დამთავრდება ამდენი პრობლემები!
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#106
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
gregory ციტატა(gregory @ 9th August 2010 - 07:54 PM) სულ ვიძახი: ჩაატაროს რა ჯაჯამ სემინარი და მასტერკლასი ერთხელ! ამის მერე ხომ დამთავრდება ამდენი პრობლემები! +1 ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#107
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 63 რეგისტრ.: 9-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 437 ![]() |
ისე ამ მომენტში ნასოსის დაშლა აწყობა არ მიმაჩნია პრობლემად , უბრალოდ მიზეზი არ ვიცი რატო გაიჭედა ნასოსი და რატო დაგროვდა შიგნით ჰაერი, რომელიც სარქველის მოხსნის გარეშე არ გამოდიოდა და სარქველს როგორ უნდა გაეჭედა ვერ ვხვდები . ისე ნასოსი სულ დავშალე და ტაოტიც წავუსვი და ისევ ავაწყე . მე ვფიქრობ რო ჰაერის გამოშვების დროს მოუვიდა რაგაც ანუ გარეთ ხელით მოსაშვები სარქველი რო არის , რომელსაც სანამ შლანგს ჩახსნი მანამდე უშვებ, დატენვის დამთავრების შემდეგ ეგ გავხსენი ჰაერის გამოშვების მიზნით და მაშინ გაიჭედა ნასოსიც და ეს მოხდა 3 ჯერ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#108
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
dole ციტატა(DOLENJA @ 9th August 2010 - 07:27 PM) და სწორედ ეგ მოვუშვი და გამოვიდა ჰაერი ანუ ეგ რას ნიშნავს ? დისტანციაზე თქმა ძნელია, მაგრამ თუ ეგ მოუშვი და მაგის მერე გამოვიდა ჰაერი, ანუ წითელი ისრით რომ გაქვს მინიშნებული, მანს არის აბრატნი კლაპანი, ანუ ნასოსში რომ გროვდება ჰაერი, წნევა მაგას ხსნის და ჰაერს შლანგში უშვებს, მერე ზამბარის ზემოქმედებით ეგ კლაპანი ისევ იკეტება რომ შლანგშI გადასული ჰაერი ნასოსში არ დაბრუნდეს. შენ თუ მაგიანად ამოიღე რადიოტაროანი ბუდიდან ნასოსი და ჰაერი მაინც შიგნით იყო ჩაკეტილი და მხოლოდ მაგ ვინტის მოხსნის მერე გამოვიდა ჰაერი, 99%-ით აბრატნი, ანუ უკუწნევის კლაპანი ატრაკებს... თუმცა რავი აქამდე არ მსმენია რომ მაგას გაეტრაკოს და ვერც წარმომიდგენია როგორ უნდა გაატრაკოს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#109
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 63 რეგისტრ.: 9-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 437 ![]() |
ja_ja კი ზუსტად ეგ პრობლემა მქონდა და როგორ კეტავდა ეგ ჰაერს შიგნით ვერ მივხვდი , შიგნით რამე წნევა შეიქმნა რამაც სარქველის ბოლოთი უკანა ხვრელი დაკეტა აბა სხვა რას უნდა დაეგროვებინა ჰაერი ? ისე მაგ სარქველზე რო რეზინაა და იმ რაგაც მესამე საფეხურზე რო არის რეზინა ერთნაირია ეგენი ?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#110
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
dole ნუ რა პონტია იცი, მანდ ძალიან მარტივი მექანიზმია: უხეშად აი ასეთი: ![]() ანუ როდესაც ზემოთა ნაწილში ნაკლები წნევაა ან იმდენივეა რაც ქვემოთაა მაშინ ზამბარა აწვება მაგ ყვითელ შტუკას და რეზინის შავი რგოლი ედება კედელს, დალშე ძირიდან წნევაც აწვება და ჩაკეტილია სარქველი. როდესაც ხელახლა ზემოთ აწევ და წვემოთ ბუქნავ ნასოს მესამე საფეხურშI ისევ იზრდება წნევა, აწვება მაგ კლაპანს და წევს ძირს, ჰაერი მიძვრება გვერდითა სივრცეებით ქვევით იმ რადიატორიან ფეხში. წნევა ისევ გათანაბრდება ისევ იკეტება ეგ კლაპანი და ასე შემდეგ. თუ შენ მთელი ნასოსი ამოიღე და ჰაერი შიგნით იყო, რაღაც უაზრო სიტუაცია იჩითება, ანუ ზემოთ ჰაერის ძნევა მაღალია, ქვევიდან კი მხოლოდ თხელი სიფრიფანა ზამბარა აწვება რომელიც 0.5 ატმოსფეროსაც ვერ ეწინააღმდეგება, წესით გინდა არ გინდა უნდა გახსნილიყო ეგ სარქველი და გამოეშვა ჰაერი, მაგრამ თუ ჰაერი იმის შემდეგ გამოვიდა რაც შენ ძირა დეტალი მოხსენი, მაშIნ გამოდის სარქველი არ მუშაობს ნორმლაურად და მაგის მიზეზი მხოლოდ ერთია, გაჭედილია. არ რატომაა გაჭედილი დაკეტილ მდგომარეობაში ეგ არარ ვიცი. ან ნაგავია მანდ, ან ზამბარა ჩაილეწა და ჭედავს კლაპანს.... მოკლედ მოხსენი იქ დეტალი რომლის მოშვების მერეც წნევა დავარდა და ამოიღე მაქედან ზამბარაც და ის დეტალიც რაც ამ ნახაზზეა, ნახე რომ შიგნით ნაგავი არ იყოს. თუ არის ამოწმინდე.და ააწყვე, წესით უნდა იმუშაოს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#111
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 63 რეგისტრ.: 9-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 437 ![]() |
ja_ja ეგ პროცედურა უკვე გავაკეთე ანუ ამოვიგე ის სარქველი არც ზამბარას ჭირდა არაფერი და არც სარქველს ამიტომაც ჩავვარდი გაუგებრობაში
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#112
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
dole ციტატა(DOLENJA @ 9th August 2010 - 10:29 PM) არც ზამბარას ჭირდა არაფერი და არც სარქველს ამიტომაც ჩავვარდი გაუგებრობაში ნუ ჯერჯერობით მეც გაუგებრობაშI ვარ, როგორც გითხარი, მანდ წესით არაფერია გასაჭედი. მაგ სარქველს ერთადერთი ჭირი სჭIრს, როდესაც რეზინა იბრიდება ვეღარ აკავებს ჰაერს შლანგშI და შესაბამისად უკან ნასოსშI აბრუნებს, მაგ დროს იწყება ნასოსის ხალასტოი პონტში კაჩაობა, ანუ აკაჩავებ აკაჩავებ და წნევას ვერ ზრდი, როდესაც ეგ ხდება გარანტირებულად იცი რომ ეგ უკუწნევის სარქველში რეზინაა დაბრედილი დაშლი ამოიღებ, შეცვლი და მუშაობს გადასარევად. ნასოსის გაჭედვა მაგის გამო არ ხდება ხოლმე, გაჭედვას იწვევს მესამე საფეხურის რეზინის დაბრედვა, როდესაც ჰაერი მესამე საფეხურში შედის, ვერ აწვება რომ სურათზე მოყვანილი კლაპანი გახსნას, ანუ მაგ კლაპნის თავზე წნევას ვერ ქმნის, ამ შემთხვევაში მესამე საფეხურის უკან იზრდება წნევა და პირველი და მეორე საფეხურის რეზინები სივდება წნევის ზეწოლით ის რაც უნდა გადასულიყო მესამეში რჩება მეორე საფეხურში, შედეგად მაქსიმუმ ახვალ 50-70 ატმოსფეროზე, ვსიო ნასოსი გაეჭედება, რეზინები ისე სივდება რომ განძრევის საშულებას არ გაძლევს. შენ უფრო ეს აღწერილი შემთXვევა ხომ არ გჭირს???
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#113
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
dole აი შენ რაც მოუშვი მაგ ვინტის ხვრელია გაჭედილი, აიღე რამე წვრილი ფოლადის მავრთული და გაატარე მაგ ხვრელში. სხვანაირად ცილინდრში ჰაერი ვერ დარჩებოდა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#114
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 63 რეგისტრ.: 9-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 437 ![]() |
bazuka ციტატა(bazuka @ Aug 10 2010, 01:30 AM) dole აი შენ რაც მოუშვი მაგ ვინტის ხვრელია გაჭედილი, აიღე რამე წვრილი ფოლადის მავრთული და გაატარე მაგ ხვრელში. სხვანაირად ცილინდრში ჰაერი ვერ დარჩებოდა. ეგ წვრილი ხვრელიც გავწმინდე და თან შიგნითაც ისეთი არაფერი ქონდა ცოტაოდენ ტაოტი იყო და ტაოტს არა მგონია მაგხელა წნევა შეეკავებინა . ისე ja_ja ამ რაც აღწერა მაგდაგვარი სიტუაცია მოხდა ოღონდ რეზინის გასქელების გამო კი არ გაიჭედა რაგაც გარკვეული წნევა შეიქმნა და ნასოსი ქვემოთ აღარ მიდიოდა ზემოთ კი მოძრაობდა ანუ სარქველის ბრალია მეც მასე მგონია .
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#115
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
dole თუ ზემოთ მოძრაობას გაძლევს და არ ჩერდება, მაგრამ ქვემოთ არ მიდის ეგ სარქველია, თუ ზემოთ ვერ ექაჩები ისეა გაჩედილი, მაშინ მესამე საფეხურის რეზინაა გაჭედილი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#116
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 63 რეგისტრ.: 9-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 437 ![]() |
ja_ja ციტატა(ja_ja @ Aug 10 2010, 05:19 PM) dole თუ ზემოთ მოძრაობას გაძლევს და არ ჩერდება, მაგრამ ქვემოთ არ მიდის ეგ სარქველია, თუ ზემოთ ვერ ექაჩები ისეა გაჩედილი, მაშინ მესამე საფეხურის რეზინაა გაჭედილი. ხო არა სერთოდ უძრავად გაჭედილი არ იყო
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#117
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
dole კიმარა რა ვერ გავიგე იციი, თუ ის დეტალი, რომელი სურათიც დადე მაგ დონეზე გქონდა დაშლილი, მაშინ ჰერი საიდან გამოვიდა და თუ დანარჩენი (ზემოდან რაცაა) ზედ ეყენა მაშინ მაგ პოსტში არასრული ინფოა, და მაგ რეზინის მრალია რაც ზამბარაზეა (წნევის შემაკავებელი სარქველი), ამიტომა ეგ რეზინი უნდა შეცვალო, მესამე სარქველი მანდ არაფერშუაშია, იმიტო რომ ის წნევას გამოიმუშავებს რადგანაც ბოლომდე დაკეტვას ვერ ახერხებ.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#118
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მაშ ასე 2010 წლის შედევრი, ცხელი ზაფხულის ბლოკბასტერი - მხატრული ფილმი "დელ ნასოსოს, ლოს პანტალონეს" ეკრანებზეა ძველი ფილმის გაგრძელება, როგორც გვახსოვს ფილმის პირველ ნაწილში მთავარი გმირი სახელად "ნასოსიტო" დაჩაგრულ მდგომარეობაში ყავდა დატყვევებული ბოროტ Allstar-ს, მათრახის ზემოქმედებით ამუშავებდა და ზანგზე უარეს დღეში აგდებდა. საწყალი ნასოსიტო, იმდენადა დაჩაგრული იყო, რომ ექიმის საოპერაციო მაგიდაზე მოხვედრისას ექიმმა სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვა "ფილტვების კიბო". პირველი სერია როგორც გვახსოვს აქ დამთავრდა, მეორე სერიაში გვახსოვს, რომ ცნობილმა ექიმმა "დელ პონტოს ლოს პანტალონეს" სცადა ექსპერიმეტალური ტექნოლოგიების გამოყენება და ძალისმიერი მეთოდით ამოკვეთა კიბოს უჯრედები, ამასობაში იარაღით თავზე დაადგა მუჩო ტერორისტე Allstar-ს... შანტაჟით, დაშინებით და ძალის დატანებით მოსთხოვა მომაკვდავი ნასოსიტოსთვის წამლები ეყიდა. დიდხანს ურჩობდა დელ გრანდე Allsotar-ე, მაგრამ ბოლოს დანებდა ძლევამოსილ ექიმ დელ პონტოს ლოს პანტალონეს და წამლები თავისი ხელით მიიტანა კლინიკაში. აქ მორჩა მეორე სერია, ამ ტრაგიკულ სიტუაციას უკვე 1 თვეა მაყურებელი უყურებს და მოლოდინშია თუ რა ბედი ეწევა საცოდავ ზანგ ნასოსიტოს.... მაშ ასე დადგა სანატრელი დღე, წლის პრემიერა, წლის საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მსახიობები და მთავარი გმირი ბატონი ნასოსიტო!!!!! P.S. თუ ფილმის დიდ ეკრანებზე ნახვა გინდათ ამ ცხელ აგვისტოში, თუ შეიძლება ჯერ ფული გადაიხადეთ, რომ ეს ფილმი გადავიღოთ ![]() ![]() ![]() ახლა კი დაჩაგრული ნასოსის მეორე ცხოვრება. მოკლედ დღეს სამსახურიდან ისეთი გაბრაზებული მოვედი, ისეთი..... არადა მინდოდა დღეს სტანოკთან რაღაცეების გაკეთება და აშკარად ხალისი zero-იყო. საყვარელი Star Craft-იც ვერ გავუშვი მუღამი საერთოდ არ არსებობდა, ამიტომაც ვეცი Allstar-ის დაშლილ ნასოს, რომლის ანტიჟანგი და ტაოტი გუშინ მომაწოდა საღამოს 20:00-ზე, მაგრამ გუშინ ვერ გავაკეთე ვერაფერი მარტივი მიზეზით 20:30-ზე ისევ სამსახურში წავედი რაღაც განახლებების გასატარებლად და რომ მოვედი ვავა დედა რომელი საათი იყო. ასე იყო თუ ისე იყო საყვარელი რეზინის ხელთათმანები თათებზე, ეს რაღაც გაუგებარი ანტიჟანგი ცალ ხელში, მეორე ხელში ნასოსის დაჟანგული ღერძი და... ფშიკ, ფშიკ... თუმცა ფშიკ მხოლოდ ერთი გამოვიდა, დანარჩენს არ ფშიკაობდა, როგორც გაირკვა თავაკი იყო უაზროდ ჩავარდნილი და ყოველი დაჭერის მერე საჭირო იყო ხელით ამოწევა ისე სითხეს არ აფრქვევდა. ![]() როგორც ირკვევა იარაღის ანტიჟანგინია, მართალი გითხრათ არ ვიცი რაფერ მუშაობს, ნავთის სუნი აქვს საზიზღარი, მაგრამ დასველებისა და სადღაც 2-3 წუთში ბამბის შეყოფის შემდეგ კაი გემრიელად შავ მოწითალოდ შეღებილი 3-4 ბამბის ტამპონი გამოვიდა. წესით Allstar-მა მითხრა 2 წუთი აცადე და უნდა მოაცილეო, მაგრამ ექსტრემი მოვაწყვე, 3-4 წუთი ვაცადე, ხსენებული ბამბით გამოვწმინდე და ეგრევე მეორე პორცია მივუშვი. შემდეგ რკინის ღეერძზე ბამბა დავახვიე და გემრიელად დავასველე მაგ ანტიჟანგინით, კარგად გამოვხეხე შიგნეულობა და გავაქანე აბაზანაში. აქ მოვუწყვე ამ რკინის დეტალს ადუღებული წყლის აბაზანები. ცხელი წყალი იმითაა კარგი რომ ლითონს აცხელებს და რეაქცია თუ რაიმე ჩასატარებელია უფრო აქტიურად მიდის, როდესაც გარედან ცხელი წყლის გადავლებით ეს რკინა გაცხელდა ავდექი და გემრიელად გამოვრეცხე შიგნიდანაც, გამოვიტანე აბაზანიდან და სანამ აივანზე გავედი ეს გავარვარებული რკინა თვითონ გაშრა ![]() არ ვაცადე გაციება ვეცი 1000-იანი ზუმფარის ქაღალდით და გამოვწმინდე შიგნეულობა, მერე 1500-იანით, ბოლოს დრემელით გაპრიალება და... გაგიკვირდებათ და შუქზე რომ გახედავ პრიალებს ეს შობელძაღლი იმ ადგილზე სადაც რამდენიმე წუთის წინ ვეებერთელა ჟანგის ორმოები იყო. ხრენ ივო ზნაიტ სად წავიდა ჟანგი.... მაგრამ შუაში საკმაოდ ღრმად მაინც არის ერთი საკმაოდ დიდი ამოჭმული, იმას უკვე დიდი ბოდიში არაფერი ეშველება, ეგ ლამის სვერლოთია ამოსაღები იმსიღრმეზეა ამოჭმული. ვცადე გადაღება ამ გაპრიალებული სილამაზის, გადავიღე სადღაც 20 სურათი, მაგრამ ჯინაზე ვერ გადავიღე შიდა მხარე.. ერთდერთი ეს სუართი დავტოვე მარჯვენა მხარეს ოდნავ ჩანს რომ შიდა ზედაპირი სუფთაა. ![]() ნუ ამის მერე გამოწმენდა ბამბის ტამპონებით, ზეთით დამუშავება და საბოლოოდ ძველი რეზინების დახსნა. დავწმინდე ყველა ძველი რეზინის ჩასასმელი ბუდე, გავაკრიალე, დავაძრე ჯორჯიკას მიერ დათმობილი რეზინების კომპლექტი და.... ![]() რას ელოდებით რა უნდა მომხდარიყო, დავჯექი და ყველა რეზინა წამოვაცვი, ისე კაი მაზახიზმია, რომ არ აწერია ამ რეზინებს სად რომელია გასაკეთებელი, ყველაფერი უნდა მიაზომო და ძველს ადარო, რომ ყველა თავის ადგილზე ჩასვა. ჯანდაბას ყველა ასე თუ ისე დაჯდა თავის ადგილზე, მაგრამ დარჩა 2 ცალი რეზინა ზედმეტი. დარჩა ძველი თაობის ნასოსი ღერძზე რომ წამოცმულია შავი მუფტა იმის რეზინები. ნუ რავი ოთოჯან შეინახე ეგებ და გამოგადგეს კიდევ შემდეგში, სულმთლად დაგლეჯილი რეზინები რაც იყო გადავყარე აზრი არ ჰქონდა მაგათ შენახვას. ![]() მოვიდა ტაოტის დროც, დავაძრე ოთოს მიერ მოტანილი ტაოტი. აი ეს: ![]() მემგონი ჩვეულებრივი მანქანის ტაოტია. განსაკუთრებით სუნით. მოკლედ ამ ტაოტში მოგატყუეს ოთოჯან. ამჯერად კი დავატაოტე ამ ტაოტით, მაგრამ ფრთხილად უნდა მოპყრობა გადახურება არარეკომენდირებულია, შეუძლია რეზინები ჩუმათ დაწვას, ან ერთი ბახ დაიძახოს. ![]() უნდა გამოგიტყდეთ ტაოტი ლამის 2-ჯერ მეტი ჩავტენე ვიდრე საჭიროა, მაგრამ Allstar-ის მოპყრობა რომ ვიცი... ჯობია ეგრე იყო ვიდრე ნორმაზე, პლიუს არ დავინანე და ყველა შიდა ზედაპირები რომლებიც რეზინებზე არ დაცურავენ ისინიც კი ტაოტით გავაჯერე. ასე იყო თუ ისე ყველა დეტალი მივატაოტე, ავაწყვე, მოვუჭირე ყველა ვინტი და.... და დადგა სანატრელი დრო, დავაძრე ჩემი მარადიორი, მივაერთე და გავუშვი ბუქნები, ჯერ 50 ბუქნი და დაცლილი მარადიორი ავიყვანე 1700 PSI-ზე, არაუშავს ჰიდრავლიკა მუშაობს, ფრენა ნორმალურად მიმდინარეობს. ვაცადე სადღაც 15 წუთი, კიდევ 50 ბუქნი... ავედი 2000-ზე. მინდოდა გაჩერება, მაგრამ მოდი და ბარემ თავი დავიზღვიოთ, ვნახოთ რომ მეტიც შეუძლია ნასოსიტოს. ამიტომაც კიდევ 15 წუთი შესვენება და კიდევ 30 ბუქნი, შედეგად მივიღე აი ეს სურათი. ![]() ![]() მგონი საკმარისია 170 ბარი, ანუ 2500 PSi. რას იტყვი ოთოჯან??? ხომ არ გინდა ბატკანი იკისრო ![]() ![]() ![]() ![]() ახლა კი ფილმს დავუბრუნდეთ. როგორც იქნა ბატონო ნასოსიტო ადგა ლოგინიდან, ექიმ დელ პონტოს ლოს პანტალონეს ეგონა, რომ ბარბაცით გაივლიდა ნასოსიტო პირველ ნაბიჯებს პალატაში, მაგრამ ექიმი შესცდა, მაინც რას ნიშნავს ესპანური გრანდის ფესვები, ნასოსიტომ მაშინათვე დამაჯერებლად გაიარა, რამდენიმე ათეული ატჟიმანიე გააკეთა, მუსკულები აათამაშა, ექიმს ჩაეხუტა და მწარედ აქვითინდა. გაიხსენა წამების დღეები, როდესაც წელზე მათრახს ურტყავდნენ და ოფლს ადენდნენ, ერთ წვეთ ზეთს არ ასმევდნენ... ტირის ეკრანთან მაყურებელი, აჩუყებული აქვს ყველას გული საოცარი კადრით, ზოგი სიხარულის ცრემლებს ვერ მალავს, ზოგი ემოციებს ვერ იკავებს და ტაშს უკრავს.... ამასობაში ეკრანზე, ხელჩახვეული ექიმი დელ პონტოს ლოს პანტალონეს და ნასოსიტო ჩანანან, ერთმანეთს ტექნიკურ საკითხებზე ელაპარაკებიან და მიემართებიან კამერისგან შორს, კადრში მზე ჩადის და ექიმ-პაციენტის ჩამუქებული ზურგები მოჩანს, ჩუმად ამოდის ქვემოდან წარწერები, ამასობაში ექიმი და პაციენტი ერთმანეთს ხელს ართმევენ და ემშვიდობებიან.... ![]() ![]() ![]() ![]() რაც შეეხება შემდეგში ასეთი საქმის გაკეთებას, ნუ მიწყენთ მაგრამ ასეთ საქმეს მე აწი ხელს აღარ მოვკიდებ. მესმის დახმარება ყველას უნდა, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემი დრო ამაზე ვხარჯო. პლიუს ყველას ვისთვისაც დახმარება შემითავაზებია ეჩქარება და არიქა ახლავე უნდათ .... არაა ეგრე საქმე, მე ჩემი საქმე მაქვს, პნევმო ჩემი ჰობია და არა სამუშაო, და მითუმეტეს თუ დახმარებას გთავაზობთ არანაირად ვალდებული არ ვხდები ჩქარა და თქვენს მიერ დაგეგმილ პერიოდებში გავაკეთო ესა თუ ის საქმე. შეიძლება ცოტა საწყენად ჟღერს, მარა რა ვქნა მეც პირადი ცხოვრება მაქვს.... ერთადერთი შემდეგში თუ ასეთ საქმეს ხელს მოვკიდებ, მხოლოდ გასამჯელოს ხარჯზე და გარწმუნებთ იაფი ჩემი მომსახურება არ იქნება, ეს შექმნის რამდენიმე საქმეს, პირველი თუ მოვკიდებ ხელს ფულს მაინც ვიშოვი დახარჯულ დროში, პლიუს რადგან ძვირი იქნება მომსახურება და ყველა ვერ გადაიხდის, ეგ გაიძულებთ ”ბელარუჩკობას” შეეშვათ და თქვენ თვითონ გააკეთოთ ეს საქმე. ვსიო მორჩა დღეს კინო ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#119
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
დაგავიწყდა , კრომე პრიზიდენტა ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#120
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
დეედა რა ოქროს ხელები ჰქონია ექიმ დელ პონტოს ლოს პანტალონეს! ბრავო ექიმს! ![]() ციტატა(ja_ja @ 12th August 2010 - 10:24 PM) რაც შეეხება შემდეგში ასეთი საქმის გაკეთებას, ნუ მიწყენთ მაგრამ ასეთ საქმეს მე აწი ხელს აღარ მოვკიდებ. მესმის დახმარება ყველას უნდა, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემი დრო ამაზე ვხარჯო. პლიუს ყველას ვისთვისაც დახმარება შემითავაზებია ეჩქარება და არიქა ახლავე უნდათ .... არაა ეგრე საქმე, მე ჩემი საქმე მაქვს, პნევმო ჩემი ჰობია და არა სამუშაო, და მითუმეტეს თუ დახმარებას გთავაზობთ არანაირად ვალდებული არ ვხდები ჩქარა და თქვენს მიერ დაგეგმილ პერიოდებში გავაკეთო ესა თუ ის საქმე. შეიძლება ცოტა საწყენად ჟღერს, მარა რა ვქნა მეც პირადი ცხოვრება მაქვს.... ერთადერთი შემდეგში თუ ასეთ საქმეს ხელს მოვკიდებ, მხოლოდ გასამჯელოს ხარჯზე და გარწმუნებთ იაფი ჩემი მომსახურება არ იქნება, ეს შექმნის რამდენიმე საქმეს, პირველი თუ მოვკიდებ ხელს ფულს მაინც ვიშოვი დახარჯულ დროში, პლიუს რადგან ძვირი იქნება მომსახურება და ყველა ვერ გადაიხდის, ეგ გაიძულებთ ”ბელარუჩკობას” შეეშვათ და თქვენ თვითონ გააკეთოთ ეს საქმე. კარგი იდეაა ძალიან სხვათა შორის ![]() აირსოფტის ამბავში იქაც არის Aknot-ა, რომელიც დაახლოებით ისევეა, როგორც შენ ჩვენთან ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th June 2025 - 08:37 PM |
Hosted by Pro-Service |