გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

10 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > »   
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
> მაიტა ნასოსი!, კიდევ ერთი მაღალი წნევის ნასოსის დაშლა
ja_ja
პოსტი Jul 31 2010, 08:06 PM
პოსტი #81


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ მაინც სრული შტილია, ამიტომ მოდით პაწა გადავახალისებ ფორუმს...

დღეს მთელი დღე სახლში ვარ, რაცხა მაცემინებს გაუჩერებლივ, წუთში ორი ვეებერთელა აფჩხის რითმით. სად და რა ავიკიდე არ ვიცი. ამის გამო ვერსად ვერ გავედი, საყვარელ დაზგასაც ვერ მივუჯექი. SC II-ის ვერ ვითამაშე, ვერანაირად ვერ მოვიგე, მიუხედავად 5 მცდელობისას (ექსპერტის დონე ნამეტანი რთულია biggrin.gif), ჰოდა მეთქი მოდი გავერთობითქვა, მარა ვაი მაგ გართობას, გავსკდი ფჩხიკინით biggrin.gif

მოკლედ Allstar-ის ნასოსის ამბები ყველამ იცით. ჰოდა დევს რა ეგ უბედური ჩემთან სახლში და ....

მოვკიდე ხელი კიდევ ერთხელ დავშალე, მოვაძრე რეზინები და ბამბით და ქაღალდის ხელსახოცით ამოვწმინდე რეზინის ჩასადები ადგილები.. არ უშველა! ამიტომაც დავაძრე ზუმფარის ქაღალდი (ვინც ტანკში ზის და ვერ გაიგო "შკურკას" ჰქვია ქართულად ზუმფარის ქაღალდი), დავიადე ყველაზე პატარა დეტალი რომელიც აი ასე გამოიყურებოდა...



ეს დეტალი პირველი საფეხურის ცილინდრზეა ჩამოცმული და ძველი Benjamin-ის ნასოსებში არსებული ჰაერის ფილტრის დეტალის სიმაღლეს იპარავს. ანუ შიგნეულობა ყველაფერი იგივეა რაც ძველი სტანდარტის ნასოსში (რომელიც HILL-ის სუფთა ასლია), ეტყობა HILL-მა გაუტრაკა იგივე კონსტრუქციაზე პატენტის პონტში და ამის გამო ცოტა შეცვალეს ახალი ნასოსები, შლანგი ბლოკში ჰორიზონტალზეა, ასევე ჰაერის შემწოვიც ბლოკზე აგადატანილი, ამის გამო შეცვლილია ბლოკში ჩასასმელი გადამყვანიც, მაგრამ სხვა დეტალები იგივე ზომისაა დატოვებული, შედეგად იგივე სიგრძეზე რომ დადიოდეს, და გადაკეთება არაფრის დასჭირდეთ, მაგის გამო ჩააყოლეს ნასოსში ეს ალუმინის დეტალი, რომელიც ძველი ნასოსის ჰაერის შემწოვის სიმაღლეს იპარავს.

მოკლედ რადგან ეს არის ალუმინის დეტალი, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ოხრად რკინის ჟანგია... ანუ სიტყვებიდან იმედია ხვდებით, ალუმინზე რკინის ჟანგი თავს ვერ დაიჭერს, ამიტომაც ვეცი, ვფხიკე და....



მომეწონა smile.gif

ამიტომაც მივყევი და შემდეგი დეტალი სიაში აღმოჩნდა მესამე საფეხურის ღერძი. აქ უკვე ზუმფარის ქაღალდი საკმარისი აღარ აღმოჩნდა, 1000-იანი ვერ იღებდა, ისევე როგორც 500-იანი, უფრო დიდი მარცვლების მქონეთი გაწმენდა არ მინდოდა რადგან დაჩხაპნიდა ზედაპირს... კიდევ კარგი მაქვს Dremel-ი biggrin.gif არა რა მიუხედავად იმისა პაწუა რაღაცაა და დიდი სიმძლავრით არ გამოირჩევა, ოჯახში საჭირო ნივთია biggrin.gif, წამოვაცვი ყველაზე წვრილი ზუმფარის რგოლი 360-იანი და 33 000 ბრუნზე...



თუ გახსოვთ წინა გვერდზე რა სურათი იყო და ამას თუ შეხედავთ... თუმცა მარტო 360-იანი ზუმფარის ქაღალდი არ ვაკმარე, მერე ხელით 500-იანით და ბოლოს 1000-იანით დავამუშავე. მომიტევეთ, მაგრამ დამეზარა 1500-იანით და 2000-იანით დამუშავება, რადგან ისევ დრემელის მეშვეობით დავამუშავე ბოლოს, ოღონდ ამჯერად "პალიროვკის" თავაკი დავაცვი, წავუსვი აბრაზივი და... ქე პრიალებს არა biggrin.gif



ოკ მესამე საფეხური ასე თუ ისე გამოცოცხლებულია, ახლა რაიმე სხვაც არის გასასწორებელი, ისევ დრემელი და...





ნუ მართალია აქ ბევრი საწმენდი არაფერი იყო, მაგრამ დროც წავიდა და დრემელიც კარგად ვაღმუილე.

შემდეგ ჯერზე ვეცი პირველი საფეხურის ტრუბას... გახსოვთ, რომ ვეებერთელა ჟანგები ჰქონდა ზემოთ და ქვემოთ, თუმცა ქვემოთ გაცილებით ნაკლები იყო. აი აქ კი ვიწვალე... სადღაც 6 ცალი დრემელის თავი გავაფუჭე, აშკარად არ ეყო 360-იანი ზუმფარა, ამიტომაც გავჩერდი ავიღე 180-იანი ზუმფარის ქაღალდი და დავიწყე Hand Made biggrin.gif... ჰოო დიდხანს ვეჩალიჩე, იდეაში ამ საქმისთვის გამოცდილი ხალხია საჭირო, მე ხელები დამძვრა ერთგვაროვანი მოძრაობებით. ერთი პერიოდი გავიფიქრე პროფესიონალი ანანისტი ამას უცებ და დაუღლელად გააკეთებდა მეთქი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მოკლედ 180-იანი ზუმფარა, მერე 300-იანი, მერე დრემელზე 360-იანი, მერე ხელით 500-იანი და ბოლოს 1000-იანი ზუმფარით, ბოლოს კი ისევ "პალიროვკა"... შემდეგში გაპრიალებას დავუძახებ მაგ პროცესს და ნუ გაიკვირვებთ.

მაგრამ ერთი ცუდი ამბავი მაინც არის, ვერ ამოვიღე ყველა ამოჭმული ზედაპირი, ძალიან ღრმადაა ჟანგები... ამას აუცილებლად უნდა ჟანგის ამომღები რაიმე სითხე. ფაქტები სურათებზეა



ესეც ახლოდან ზედა ნაწლი



იდეაში წრეზე, რომ ემჩნევა გამყოფი ხაზი, მანდ ჩერდება ის ალუმინის დეტალი, და ეტყობა მაგის გამო მანდ აიკიდა ყველაზე ღრმად ჟანგი, მითუმეტეს ბოლოს მანდ იყო შემხმარი და ალბათ ნესტიც მანდ გაჩერდა. გაპრიალების ტალღები კი ემჩნევა smile.gif

თეორიულად აქ პირველ საფეხურთან გვაქვს საქმე და მაღალი წნევა აქ არ წარმოიქმნება, ასე რომ ამ დონის ღრმულებმა ჰაერის გამოპარება არ უნდა გამოიწვიოს, მაგრამ აი რეზინებს ალბათ მაინც გამოიყვანს გაცილებით ადრე მწყობრიდან.

ძირა ნაწილი გაცილებით უმტკივნეულოდ გაიწმინდა, თუმცა ეგრეთწოდებული "რაკუშკები" აქაც ემჩნევა, მაგრამ სიღრმე რა თქმა უნდა აქ გაცილებით, გაცილებით ნაკლებია.



ისე კი დამუშავება და გაპრიალების მერე ხელს, რომ გადაუსვავ ზედაპირს, არანაირი ხაოები და ღრმულები არ ირგძნობა, პრიალა სასიამოვნო ზედაპირია, მაგრამ მიკროსკოპში გასაგებია რომ გრანდ კანიონები გამოჩნდება...

ჰო მართლა ვერ გადავიღე შიგნითა ზედაპირი, გადარჩა,, ცოტაოდენ ჩალიჩი, გაპრიალება და აქტიური ზეთი... ბზინავს ისე თითქოს და ქარხნიდან გამოსულია, ერთი ნაკაწრი და "რაკუშკაც" კი არ ემჩნევა.

ჰოო მოკლედ დარჩა მეორე საფეხურის ტრუბა. აი აქ კი დემერხა... გარედან იდეალური სისუფთავე მივიღე თითქოსდა არც არაფერი არ ჰქონია, მაგრამ შიგნით ბლინ.... შიგნით ვერაფერს ვუშვები, ძირა ნაწილი სადაც საბოლოოდ იჭირხნება ჰაერი ბოლო 3-4 სანტიმეტრი კოშმარულ დღეშია, იმის გამო რომ ხვრელი სულ რაღაც 6.5 მილიმეტრია, ნორმალურად დამუშავება პრაქტიკულად შეუძლებელია. რა არ ვცადე მაგრა არაო. ქლიბით აღარ ჩავძვერი შიგნით რადგან ზედაპირს მოვსპობდი. მოკლედ მეორე საფეხურის შიდა მხარე, რომელიც მესამე საფეხურის კედლებს წარმოადგენს აი ასე გამოიყურება sad.gif





რეზბის დასაწყისის დამუშავებაც კი ვერ მოხერხდა ნორმალურად, ისეთ სიღრმეზეა ჟანგი რომ.... ვცადე გაპრიალება, მაგრამ... არვიცი აბა, თუ მერე რაიმეს მოვიფიქრებ არ ვიცი, თუ არა და ეს იქნება ერთერთი სუსტი ადგილი ამ გამოცოცხლებულ ნასოსში, ამ ბოლო 3-4 სანტიმეტრზე ხშირად მოკვდება მესამე საფეხურის რეზინა sad.gif იზვინი ოთო მარა აქ ჯერ უძლური ვარ...

ბოლოს მივადექი ძირა ბლოკს, გახსოვთ ალბათ, რომ მანდაც ჟანგები ჩანდა, რადგან ეს დეტალი გარედან იყო დაჟანგული არ დავინანე და გემრიელად გავაპრიალე მთლიანად ავიღე ყველანაირი ჟანგის კვალი, მაგრამ ამის გამო საღებავი ზედა ადგილზე საერთოდ გადავიდა, ეგრე ხომ არ დავტოვებდი.. ამიტომაც სამონტაჟო სკოჩი და ქაღალდი ერთ ხელში, მეორე ხელში ნიტრო საღებავი და...





ბოლოს გამოვიდა რაღაც ამდაგვარი



ანუ ბლოკი ყველაზე კარგად გამოიყურება smile.gif

ავაწყვე დანარჩენი დეტალებიც, ჩავსვი ჩემი ძველი დაგლეჯილი რეზინები, ნუ ამას რაც ჰქონდა იმას მაინც ჯობდა



ერთი ორი ამოვწიე ჩავწიე სასინჯად მშრალზე, ანუ ტაოტის გარეშე... იცით რაა... მუშაობს, ცოცხალია ეს შობელძაღლი smile.gif, აშკარად იგრძნობა რომ რეზინები ედება კედლებს და ჰაერიც სტაბილურად გამოდის, წინააღმდეგობასაც გიწევს კლაპანზე ხელის დაჭერისას...

შევაერთე ჩემს დისკოზე რომელიც 2000 PSI-ზე იყო დატენილი, გავაკეთე 5-6 ბუქნი, ნასოსში წნევა ეგრევე ავიდა 1500-1600-ზე, ვაცადე ცოტახანი და კიდევ 2 ბუქნიც ენდ... მივედი 1900-2000-მდე. მეტი აღარ მიბუქნავებია, ისედაც ჩემი მკვდარი რეზინები უყენია, პლიუს მშრალზე ვამუშავე... ეგრევე ჩამოვცალე წნევა და მივაყენე კუთხეში.

მორალი ასეთია, მიუხედავად სუპერ პარალიჩისა და სრული შეურაწყოფისა ეს ნასოსი მაინც მუშაობს, ზოგიერთები კი იძახიან რა ვიცოდი 2 თვის რესურსი თუ ჰქონდაო. ამას კაი 20 წლის რესურსიც ექნებოდა თავიდანვე თბილად და ფუმფულად რომ ყოფილიყო შენახული ენდ მოვლილი smile.gif

ჭირი აქა ლხინი იქა.

P.S. ჰო მართლა დამავიწყდა, ამ პროცესის დროს გაისმა 35625 აფჩხი, მაგრამ არცერთი ბაცილა არ მომკვდარა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jul 31 2010, 08:34 PM
პოსტი #82


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



smile.gif საღოლ . ხომ ვამბობ ეს კაცი შეუცვლელიათქო smile.gif

Allstar

ცხვარი უნდა იკისრო smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Allstar
პოსტი Jul 31 2010, 08:38 PM
პოსტი #83


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 508
რეგისტრ.: 9-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: T.N.
წევრი №: 247



აუ გაიხარე ჯაჯა ჯიგარი ხარ :*:* ამდღეებში მოგაწვდი ტაოტსაც და იმ რაღაც ჟანგის მოსაშორებელ სითხესაც და რაქვია ხომარიცით ვინმემ ან სად ვიყიდო? და მიახლოებითი ფასიც მიაწერეთ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Jul 31 2010, 09:16 PM
პოსტი #84


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



ძალიან მაგარია ჯა_ჯა და დრემელიც მაგარია, მაგ დრემელის მადლობელია ჩემი დრემელუკა სიცოცხლის ბოლომდე biggrin.gif

მართლა შეუცვლელი ხელსაწყოა. ამასწინათ მამიდაშვილებმა რაიონში ძველ ველოსიპედზე "ტორმუზების დამჭერი" მუხლი გატეხეს. დავითრიე იქვე "ლატუნის" (თითბერი ქართულად) ნაჭერი, დავხაზე იგივე დეტალი ზედ და 2-3 საათში ახალი პრიალა მუხლი მზად იყო smile.gif ხელით იმის გაკეთებას საუკუნეს მოვანდომებდი და არც მოვკიდებდი თან ხელს.




Allstar
აი, ისევ არ კითხულობ ფორუმს smile.gif

ხომ მოგწერე წინა გვერდზე, გუდვილში იყიდება, ვიურტის სითხეა, ჟანგის მოსაშორებელი. აეროზოლის ბოთლებშია. ღირს 15-20 ლარი.

იგივე სითხე აქვს ლიქვი-მოლისაც, ავლაბარშია მაგათი მაღაზია. იდეაში ლიქვი უკეთესი ხარისხია smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jul 31 2010, 09:30 PM
პოსტი #85


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 31st July 2010 - 10:16 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
უდვილში იყიდება, ვიურტის სითხეა, ჟანგის მოსაშორებელი. აეროზოლის ბოთლებშია. ღირს 15-20 ლარი.

აეროზოლია თუ სითხეა?? მე მეგონა სითხე იყო და ჩავაგდებდი შიგნით 1 დღით მაინცა რომ გასძრობოდა მაქსიმალურად ჟანგი... აეროზოლი კი მიასხურებ და რამდენიმე წუთში ამოშრება.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Jul 31 2010, 09:36 PM
პოსტი #86


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ჯაჯინსკიი... ტი სლუში დოქტორ აიბალიტ გრუზინსკავა აირგანა biggrin.gif

მართლა მაგარი და დაუზარელი კაცი ხარ რა... იმენნა საღოლ wink.gif

პ.ს. ჩემ ნასოსსაც ვერ აქვს მთლად ჯანმრთელად საქმე..დარჩა რაკოვინები...
დამჭირდება მაი ჟანგის მოსაცილებელი სპრეი მეც...smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Jul 31 2010, 09:45 PM
პოსტი #87


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



ja_ja
ციტატა(ja_ja @ 31st July 2010 - 10:30 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აეროზოლია თუ სითხეა?? მე მეგონა სითხე იყო და ჩავაგდებდი შიგნით 1 დღით მაინცა რომ გასძრობოდა მაქსიმალურად ჟანგი... აეროზოლი კი მიასხურებ და რამდენიმე წუთში ამოშრება.

აეროზოლის ბოთლში ასხია სითხე. ანუ ბევრს რომ გამოუშვებ, დაგროვდება სითხე, ან გადაჭერი ბოთლის თავი და სავსეა იმ სითხით. სადღაც 500 თუ 700 გრამია. ეგ ეხება ვიურტის სითხეს.

ლიქვის სითხე არ მინახავს ლაივში, რეალში როგორი ხუფი აქვს არ ვიცი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Allstar
პოსტი Jul 31 2010, 09:46 PM
პოსტი #88


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 508
რეგისტრ.: 9-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: T.N.
წევრი №: 247



Power_VANO
ოკ მარა ავლაბარში გასვლა მირჩევნია გუდვილში გასვლა და საკონტაქტო ნომერი როგორ გავიგო მაგ მაღაზიის ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Jul 31 2010, 09:50 PM
პოსტი #89


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



UPDATE:

ვიურტის სითხე სხვა დიდ ჭურჭლებშიც ყოფილა:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


სურათს შეხედეთ. თუმცა პატარაშიც იგივე ასხია smile.gif

Allstar
აი ლიქვი მოლის ნომერი: 774294

კიდევ ერთი UPDATE:

O-რინგებიც ჰქონიათ ოხრად, იქნებ ჩვენც გამოგვადგეს, იდოს ეს ლინკიც:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Allstar
პოსტი Jul 31 2010, 09:56 PM
პოსტი #90


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 508
რეგისტრ.: 9-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: T.N.
წევრი №: 247



Power_VANO
ოკ დიდი მადლობა აბა დანარჩენი ჩემზეა და სადაც ამდენი იწვალეთ და ლინკები დამიყარეთ ბარემ ტაოტიც მირჩიეთ სად ვიყიდო ოღონდ 50 ლარი რო დაჯდეს არმინდა თორე ჯამში ჰატსანის ნასოსის ფასი დამიჯდება მაგის გაკეთება smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Jul 31 2010, 11:03 PM
პოსტი #91


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



Allstar
ტაოტი გრიგოლს უნდა ჰქონდეს დარჩენილი. თუ არ აქვს, ამაზონიდან მოგიწევს ჩამოტანა, Parker O-Lube ჰქვია smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Aug 1 2010, 01:03 AM
პოსტი #92


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



Allstar
ციტატა(Allstar @ 31st July 2010 - 10:56 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ოღონდ 50 ლარი რო დაჯდეს არმინდა თორე ჯამში ჰატსანის ნასოსის ფასი დამიჯდება მაგის გაკეთება

მოგევლო ნორმალურად და არ დაგიჯდებოდა მაგდენი, ჩვენ რა გიჟები ვართ წინასწარ რომ გავითვალისწინეთ ყველაფერი და დამატებითი პრიბამბასები ვიყიდეთ? რა ფული ჯიბეს კი არ გვწვავდა smile.gif მაგრამ ეგრე იყო საჭირო wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Aug 1 2010, 08:42 AM
პოსტი #93


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ja_ja
საღოლ შენ!
კოდევ ერთხელ მტკიცდება შენი დაუღალავი და ოპტიმისტური ბუნება!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 1 2010, 11:35 AM
პოსტი #94


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



geojorjika
ჯორჯიკ რეზინები დაკვეთილი მაქვს და ალბათ 2 კვირაში აქ იქნება (ნუ ეს ყველაზე ოპტიმისტურ პონტში)

რამე რომ იყოს არ დაუთმობ შენს კომპლექტს Allstar-ს?? ბარემ ავაწყობდი საბოლოოდ და მორჩებოდა აი საქმე. 2 კბვირაში კი ახალ კომპლექტს ჩაგახუტებდი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Aug 1 2010, 07:19 PM
პოსტი #95


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ja_ja
თუ უეჭველი ჩამოვა თუნდაც 1 თვეში მაშIN დამითმია smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 1 2010, 09:05 PM
პოსტი #96


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



geojorjika
ციტატა(giorgi @ 1st August 2010 - 08:19 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თუ უეჭველი ჩამოვა თუნდაც 1 თვეში მაშIN დამითმია

ჩამოვა კაცო აბა სად წავა, მე ვფიქრობ სადრაც აგვისტოს 10 რიცხვიდან 15 რიცხვამდე უნდა იყოს აქინე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Aug 1 2010, 10:09 PM
პოსტი #97


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ჟანგის მოსაშორებლად WD-40 არ გამოდგება?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Aug 1 2010, 10:37 PM
პოსტი #98


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



cz80
ციტატა(cz80 @ 1st August 2010 - 11:09 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჟანგის მოსაშორებლად WD-40 არ გამოდგება?

აზრზე არ ვარმ რა ჭირია ეგ უბედურება??
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Aug 1 2010, 10:53 PM
პოსტი #99


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



ციტატა(ja_ja @ 1st August 2010 - 11:37 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
WD-40

Water Displacement - 40th Attempt

მულტიფუნქციური სპრეია. იდეაში ჟანგსაც აშორებს, მაგრამ აქტიურობა ნაკლები ექნება ალბათ ზემოთ ნახსენებ სპეციალიზირებულ სითხეებთან შედარებით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
dole
პოსტი Aug 9 2010, 01:46 PM
პოსტი #100


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 63
რეგისტრ.: 9-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 437



ერთი კითხვა მაქვს , ნასოსში ამ მესამე საფეხურის რეზინა საშუალოდ რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოიცვალოს ანუ დაახლოებით რამდენ დატენვას ეყოფა , ეს კითხვა გამიჩნდა იმიტო რო ჩემ ნასოს, რომელიც ალბათ მაქსიმუმ 1 თვის წინ ვიყიდე ახალი, დაემართა ესეთი რამ , დატენვის მერე და ჰაერის გამოშვების მერე რამდენჯერმე რო ვცადე დგუშის მოძრაობა ზემოთ ქვემოთ გაიჭედა დგუში ანუ ნასოსი გაიჭედა , უფრო სწორედ კი არ გაიჭედა თითქოს შიგნით დაგროვდა ჰერი რაგაც წნევით, რომელიც ნასოსის არც ზემოთ და არც ქვემოთ მოძრაობის საშუალებას არ იძლეოდა . ავდექი და დავშალე ნასოსი . პირველად მოვხსენი ქვედა ძირი რადიატორის ფორმა რასაც აქვს და
აი ამაზე მოვუშვი სარქველი საიდანაც გამოვიდა დაგროვილი ჰაერი და ნასოსიც განთავისუფლდა წნევისგან. ეს რისი ბრალია ხო ვერ მეტყვით მაგ მესამე საფეხურის რეზინის გამო ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

10 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2025 - 09:24 PM
Hosted by Pro-Service