|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Apr 3 2010, 09:48 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ადრე თუ გვიან ყველა მაღალი წნევის ნასოსს დასჭირდება დაშლა და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება. ბევრ ახალბედას ეშინია ასე ვთქვათ მაღალტექნოლოგიური ნასოსის დაშლა, ზოგს დაეზარება, ზოგი კი უბრალოდ დაიწყებს უმოწყალოდ დაზეთვას და ჩათვლის, რომ მთელი პრობლემა მოეხსნა. აქვე დავძენ რომ დაშლა დასჭირდება ნებისმიერ ნასოს, გინდ იყოს სუპერ ძვირიანი გინდ იყოს ჩინური გაუგებრობა. მოდით სანამ დაშლას და გაწმენდას განვიხილავთ ვახსენოთ ყველაზე ხშირი მიზეზი რატომ შეიძლება გახდეს ნასოსი დასაშლელი: 1) მესამე საფეხურის რეზინის დაზიანება. ხშირად მესამე საფეხურის რეზინა ფუჭდება, ამის მანიშნებელი არის შემდეგი ფაქტორი, ნასოსის მუშაობისას სადღაც 1000 PSI-ს შემდეგ ძალიან, ძალიან ძნელი ხდება ნასოსის სახელურის ზემოთ ამოქაჩვა, და რაც უფრო იზრდება წნევა, მით უფრო ძნელი ხდება ამოწევა. თუ ასეთ რამეს შეამჩნევთ თქვენს ნასოსს აზრი არა აქვს ძალისმიერი მეთოდით გააგრძელოთ მუშაობა, უბრალოდ გაჩერდით, გამოუშვით ჰაერი და იფიქრეთ მესამე საფეხურის რეზინის შეცვლაზე 2) უნაკა კლაპნის რეზინის გაფუჭება. ამ შემთხვევაში ტენით ტენით ნასოსით და წნევა გარკვეულ ზღვარზე ზემოთ არ მიდის, თავიდან კი ჭირს წნევის აწევა. ეს იმის ბრალია, რომ ჰაერი ნასოსიდან გადადის შლანგში წნევით. შლანგში გადასვლისთანავე პატარა დეტალი რომელსაც რეზინა აქვს თავზე, პაწია ზამბარის ზემოქმედებით კეტავს გადამსვლელ კლაპანს, შედეგად ნასოსიდან შლანგში გადასული ჰაერი უკან ნასოსში ვეღარ ბრუნდება. თუ ეს რეზინა დაზიანებულია, უსასრულო იქნება თქვენი ბუქნაობა. 3) წყლის კონდენსატი, მნიშვნელობა არა აქვს ნასოსის ხარისხს, ცნობილ HILL-ის ნასოსშიც გროვდება კონდენსატი. საქმე იმაშია, რომ ჰაერში არსებული ნესტი შეწოვისას ბოლომდე არ გამოიდევნება ჰაერიდან რაც არ უნდა ფილტრი დააყენოთ, შედეგად დაწნეხვისას ჰაერში დარჩენილი წყლის ორთქლის კონდენსირება ხდება, ნელნელა ეს კონდენსატი გროვდება და ჟანგავს ნასოსს. 4) სხვა ტექნიკური მიზეზები, მაგალითად რანდემიმე სხვა რეზინის გაცვეთა, საპოხი მასალის გამოშრობა, უბრალოდ დაჭუჭყიანება (მუშაობისას რეზინა ცვდება და ტაოტთან ერთად იზილება მისი ნარჩენები, შედეგად გაუგებარი ყავისფერ-შავში გარდამავალი ბლანტი ტალახი მიიღება), მოკლედ სამი ძირითადი და რამდენიმე დამატებითი მომენტი არსებობს, ძირითადად ნასოსში არ ფუჭდება ლითონის დეტალები, ყოველთვის გვაქვს რეზინებთან საქმე. ![]() ჩემს ხელში მოხვდა ერთერთი ჩვენი ცნობილი ფორუმელის და მშვენიერი მონადირის ნასოსი, რომელიც კაიხანია ბუქსაობს, ადრე ვსინჯეთ El-Java-ზე ნაყიდი რეზინების მეშვეობით შეგვეცვალა მესამე საფეხურის და უკანა წნევის სარქველის რეზინები, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. ნასოსი თან მუშაობდა, თან წნევის აღება უჭირდა, ხშირად ფუჭი ბუქნები ჩნდებოდა. მოკლედ ზედაპირული შეხედვით არაფერი ნასოს არ სჭირდა, ლითონის დეტალები მთელი იყო, ესეიგი საქმე რეზინებთან და საპოხ მასალასთან გვქონდა. ამასწინათ ერთობლივი ძალით დავუკვეთეთ ფორუმელებმა კომპანია Crosman-ის მიერ რეკომენდირებული სილიკონის საპოხი ტაოტი Parker O-lube. ტაოტი იაფი არ დაჯდა, მგონი 14$ დაჯდა თითო ტუბი, მაგრამ ღირს. ![]() პირადად გირჩევთ არასდროს არ გამოიყენოთ მაღალი წნევის ნასოსებში ზეთი, არც სინთეთიკური, არც სილიკონის არც მანქანის ნამუშევაში დამწვარი ზეთი... მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით გეგონებათ ნასოსმა ზეციურად მსუბუქად დაიწყო მუშაობა სინამდვილეში ეფექტი დროებითია, დამიჯერეთ პირადად გამოვცადე Crosman Silicone Chamber Oil შედეგი იყო არაადეკვატურად მომხიბვლელი, ნასოსმა მსუბუქად დაიწყო მუშაობა, მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ ზეთი მალე ამოშრა ხოლო რეზინების ნაცვეთი ლექად დაჯდა ლითონის დეტალებზე, შედეგად ერთხელაც 3 კვირიანი გამოუყენებლობის შემდეგ აღმოვაჩინე რაღაც ნადები პირველი საფეხურის ღერძზე, ვცადე დრემელით მოცილება და პოლირება, მაგრამ ჩემს და გასაოცად აღმოჩნდა, რომ ლითონის ზედაპირი ამოჭმული იყო ამ ნადებთან ერთად შემოპარული კონდენსატის მიერ. მოკლედ ტაოტი ჩქარა არ შრება და ლითონის დეტალებს ყოველთვის თხელ ფენად ადევს, ასე რომ ზედაპირი ყოველთვის დაცულია. ![]() კარგი გადავიდეთ კონკრეტულად ნასოსი დამუშავებაზე. რადგან El-Java-ს რეზინებმა არ გაამართლე,ს ვცადე ინტერნეტში მომეძებნა რაიმე გზა, სადმე მეშოვა და დამეკვეთა რეზინების კომპლექტი, სამწუხაროდ ნასოსის მწარმოებელს საიტი და ონლაინ დაკვეთა არ გააჩნია, ასე რომ მომიწია სხვა გზების მოძიება. ამასობაში ერთი გზა რეზერვში მქონდა, ერთერთი ჩვენი ძველი ფორუმელის ნასოსი რომელიც Airforce-ს ლოგოთია აღჭურვილი, ასევე გაფუჭდა და აღდგენა ვერ შევძელით ლოკალური ძალებით, ბოლოს შესაბამისმა პიროვნებამ აირფორსს მიმართა ელ-ფოსტით და სთხოვა დახმარება, მათ თავის მხრივ არ დაიზარეს და გამოუგზავნეს რეზინების კომპლექტი. ანუ იდეაში შეიძლება ამ მწარმოებელთან დაკავშირება და თავის მოკატუნება ვითომ და Airforce-ს ნასოსი გაქვს, ისინიც გამოგიგზავნიან რეზინებს (მითუმეტეს რომ Airforce-ს, HILL-ის და Benjamin-ის ნასოსები ერთნაირია). მოკლედ ასე თუ ისე რავარც იქნა ერთერთ ამერიკულ ფორუმზე ვნახე პიროვნება, რომელმაც მიიღო ჩემი საკრედიტო ბარათი და გამოაგზავნა 5 კომპლექტი რეზინები. რომელიდანაც ერთერთი ამ ნასოს აღსადგენად იყო გამოყენებული. კაი ბატონო დავიწყოთ დაშლა: ასე გამოიყურება ნასოსი მეორე საფეხურის ღერძი, რომელიც შარშან შეძენის შემდეგ არ გაწმენდილა. ეს არის ძირა ნაწილი ![]() ![]() ეს კი იმავე ღერძის ზედა ნაწილი, აშკარაა რომ მფლობელი ნასოსს ბოლომდე ზემოთ არ წევს ხოლმე. ![]() ეს კი არის კლაპანი, რომელიც უზრუნველყოფს მეორე საფეხურიდან ჰაერის მესამე საფეხურში გადასვლას. დაზიანება არ არის, უბრალოდ აურაცხელი ჭუჭყი და ნახმარი ტაოტია. ![]() ![]() ეს კი ძირა დეტალი რომელშიც შიგნიდან მოთავსებულია უკანა წნევის კლაპანი, ანუ აი ის რეზინა ყველაზე ხშირად რომ იხევა ხოლმე. ერთი შეხედვით სუფთაა ![]() თუმცა მეორე მხრიდან შეხედვისას.... ![]() ძირა ბოლტის დეტალში არის ხვრელი რომლიდანაც გამოდის მაღალი წნევის ჰაერი და ასევე დიდი სიამოვნებით გამოაქვს გადამუშავებული ტაოტი და ტალახი. ეს კი მესამე საფეხურის ღერძის სარქველი... როგორც ხედავთ აღინიშნება ჟანგის კვალი, რეზბა ნამუშავარ ტალახშია ამოსვრილი და წყლის წვეთებითაა უხვად დახუნძლული. სხვათაშორის დამავიწყდა გადამეღო მეორე საფეხურის ცილინდრის ზედაპირი, მშვენივრად ჩანდა წყლის აურაცხელი რაოდენობა. ![]() ეს კი მეორე საფეხურის მილის ძირა რეზბა, ისევ წყალი და ტალახი, დანარჩენი ყველაფერი მთელია. ![]() აი ეს კი უკვე იმავე მილის ზედა მხარე. ჟანგმა უკვე ბუდე ნახა. ასეთი ჟანგი ნასოსში ბუდობს მაშინ როდესაც ნასოსის მოხმარებისას ნასოს ბოლომდე არ წევთ ზემოთ და ქვემოთ. როგორც ჩანს ძირს ბოლომდე აწვება ხოლმე მფლობელი, მაგრამ ზემოთ ბოლომდე ამოწევა არ უყვარს, შედეგად სადაც არ ხდება მოძრაობა ჩნდება მშვენიერი შესაძლებლობა ჟანგმა კონდენსატის ხარჯზე ფეხი მოიკიდოს. ![]() ![]() ეს კი მესამე საფეხურის დგუში, ანუ იგივე ღერძი. ძირითადად ისევ ტალახი, წყალი და გაცვეთილი რეზინა. ![]() სულ ნასოსის დაშლა გაწმენდისას დაიხარჯა 3 კომპლექტი არაჰიგიენური რეზინის ხელთათნამები, იდეაში შეიძლებოდა 1-ით გაკეთება, მაგრამ პირველი კომპლექტი მომიყვა რეზბაში და დაიხა, მეორე კომპლექტი საშინლად გაჭუჭყიანდა. მომიწია მესამე კომპლექტის აღება ![]() კაი ბატონო დავიწყეთ გაწმენდა, გავაპრიალე შეძლებისდაგვარად ყველაფერი, თუმცა გამოგიტყდებით გვიანი საღამო იყო და ცოტა ”ვისაჩკავე”, შეიძლებოდა უკეთესად გამოსუფთავება. ![]() ესეც გაწმენდილი ჟანგიანი მილი. ![]() ნასოსი სახელური, ალუმინს მოვაშორე რკინის ჟანგი, მაგრამ კვალი მაინც ემჩნევა ![]() ესეც ნასოსის ის ადგილი სადაც ჟანგი ბუდობდა ![]() ![]() და ნასოსის გაპრიალებული მეორე საფეხურის ღერძი ![]() ესეც გაწმენდის შემდეგ დანასოსების შედეგი, ადრე თუ 2000- PSI-ზე აყვანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ახლა ნასოსმა ერთი მიდგომით უპრობლემოდ ამიყვანა 3200 PSI-ზე. ეგაა რომ ერთ ჯერზე დანასოსებას თავისი მინუსი აქვს - დავიღალე, თან ტაოტისა და ახალი რეზინების ჩასმის შემდეგ ნასოსი ისე თავისუფლად აღარ დატასაობს როგორც ნამუშევარ რეზინებზე. ასე რომ ძალის დატანებაც დამჭირდა და 3000-ის ზემოთ გამოგიტყდებით საკმაოდ გამიჭირდა დანასოსება (წონის გამო, მოგეხსენებათ დიდი წონით ნა მასით არ გამოვრჩევი) ![]() აქვე წარმოგიდგენთ ცინცხალ რეზინების ნაკრებს, რომელიც გამოყენბული იყო ნასოსს აღსადგენად. ![]() ეს კი დაცვეთილი და დაღეჭილი რეზინები ![]() რავი მგონი სულ ესაა, მფლობელს შეუძლია თამამად მოვიდეს და წააცუნცულოს თავისი მუშა ნასოსი, ჯანმრთელია და იმუშავებს კაიხანს. ახლა რაც შეეხება ტაოტს და რეზინებს ტაოტი ბევრი არ დახარჯულა, ან მე წავუსვი ნამეტანი ეკნომიურად, თუ მეტს ჩათვლის საჭიროდ მფლობელი თვითონ დაამატებს. სხვათაშორის ტაოტი საკმაოდ შედედებული კონსისტენცისაა და მხოლოდ ტაოტის გამოცვლა რეზინების გარეშე, უკვე იწვევს ნასოსის ცოტაოდენ მძიმედ სვლას. რაც შეეხება რეზინებს, გადაყრა არ ღირს, მითუმეტეს, რომ ამ ნახმარი რეზინებიდან მინიმუმ ერთი რეზინა, ანუ მესამე საფეხურის ნამუშევარი რეზინა თავისუფლად გამოდგება უკანა სარქველის რეზინად (ერთი ზომისაა ეს ორი რეზინა), რომელიც ამ ნასოსში ადრე თუ გვიან დაიბრიდება, ჩემს ნასოსში სადღაც 1 თვე აქტიური მუშაობისას დაეტყო რომ რეზინა გამოსაცვლელი იყო, არაა გამორიცხული აქაც იგივე იყოს. ძველი რეზინა კი რომელსაც მხოლოდ გარედან ჰქონდა დეფორმაცია, უპრობლემოდ იმუშავებს ზემოთა ან ქვემოთა მხრიდან კლაპანში. რჩევა მომავალი ნასისს დამშლელებისთვის, ნუ დაფრთხებით, ყველაფერი საკმაოდ იოლადაა ნასოსში მოწყობილი, ბოლო ბოლო ქაღალდზე ჩაიწერეთ რა დეტალი სად იყო. ასევე გირჩევთ ეტაპობრივად ცვალოთ რეზინები, ანუ ერთი დეტალი ამოიღეთ, მოაძრეთ ძველი რეზინები, გაწმინდეთ ძველი ტაოტისგან, აიღეთ ახალი რეზინები დაატოლეთ რომელი ედრება და შეცვალეთ. შეცვლილი დეტალი გადადეთ გვერდზე და შეუდექით მეორე დეტალს და ასე შემდეგ. როდესაც ყველა დეტალი გასუფთავებული და რეზინებ დაცვლილი იქნება შეუდექით ნასოსის დეტალების ტაოდით დამუშავებას და აწყობას. დამიჯერეთ არაფერი რთული არაა. ასევე კიდევ ერთი რჩევა, დრო და დრო დაშალეთ თქვენი ნასოსი და არსებული კონდენსატი ამოწმინდეთ ან უბრალოდ ჰაერზე დატოვეთ დაშლილი მდგომარეობაშუ ნასოსის დეტალები, ტაოტი დარჩება ხოლო წყალი აორთქლდება (მირუმეტეს ახლა ზაფხული მოდის და სიცხე მშვენივრად დაგეხმარებად), შემდგომ ნასოსი ააწყვეთ. თუ ამას პერიოდულად არ გააკეთებთ მაშინ გაქვთ ყველა შანსი ნასოსში დაგროვებული კონდენსატი თოფის რეზერვუარში გადაიტანოთ და უკვე თოფის რეზერვუარი დაჟანგოთ, ან კლაპნები დააჭუჭყიანოთ.
| |
| > |
|
|
![]() |
Jul 29 2010, 10:48 PM
პოსტი
#41
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi |
დიდი ბოდიში მარა ეგ რეზინები მეც მჭირდება , ჩემი ნასოსი 1.5 წელია მუშაობს და ცოდოა რეზინებს მაინც გამოვუცვლი სანამ დაიბრიდება თუ შევიკრიბებით სადმე ჯაჯ წამომიღე რა ეგ და მოგაწვდი იქვე ფულს პროსტა თვის ბოლოა და გადარბენაზე ვარ რა
| |
| > |
|
|
Jul 29 2010, 11:23 PM
პოსტი
#42
|
||
|
ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 5 |
გიო მაგ რეზინები ბევრს გვჭირდება და იქნებ გაგვეშვა დაკვეთა მე ავიღებდი 2 რემ კომპლექტს, მოკლედ თუ გადაწყვიტავ ჩამოტანას მეც მითხარი და მოგაწვდიან ფულს მანდ.
| |
| > |
|
|
Jul 29 2010, 11:48 PM
პოსტი
#43
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
giga_st ციტატა(giga_st @ 30th July 2010 - 12:23 AM) იო მაგ რეზინები ბევრს გვჭირდება და იქნებ გაგვეშვა დაკვეთა მე ავიღებდი 2 რემ კომპლექტს, მოკლედ თუ გადაწყვიტავ ჩამოტანას მეც მითხარი და მოგაწვდიან ფულს მანდ მაგას კაიხანია ვფიქრობ უკვე. ფაქტია საჭიროა... ვნახოთ თუ მოვასწარი ხვალვე გავუშვებ დაკვეთას, იქნებ და მალე მოესწროს ჩამოტანა. geojorjika ციტატა(giorgi @ 29th July 2010 - 11:48 PM) დიდი ბოდიში მარა ეგ რეზინები მეც მჭირდება , ჩემი ნასოსი 1.5 წელია მუშაობს და ცოდოა რეზინებს მაინც გამოვუცვლი სანამ დაიბრიდება მდა დაერხა Allstar-ს ციტატა(giorgi @ 29th July 2010 - 11:48 PM) თუ შევიკრიბებით სადმე ჯაჯ წამომიღე რა ეგ და მოგაწვდი იქვე ფულს პროსტა თვის ბოლოა და გადარბენაზე ვარ რა თუ მოხდა შეკრება კიბატონო.
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 01:19 AM
პოსტი
#44
|
||
|
ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 5 |
ja_ja მივადევნებ თვალს და როცა მოიცლი მაგისთვის მოგაწვდიან თანხას, მე სექტემბერში ჩამოვდივარ და მერე გამოგართმევ. ანუ თუ შესაძლებელია 2 რემ კომპლექტი მინდა და პრინციპში თოფის რეზინებსაც ავიღებდი. ახლაც მადლობა და მერე ხო მადლობა და მადლობა
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 01:45 AM
პოსტი
#45
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
ამის გაცვლას მთავაზობდი უსინდისოდ არა?! ფუი! წყალში გეგდო? თაგვების ბუნკერში თუ ჯართის ჩაბარების პუნქტში?! მაგის გაკეთებას აზრი არ ააქვს. 2 თვეში თუ ასე მოსპო, მაგ ჟანგის გროვას რაც გინდა უცვალეთ ეხლა რეზინები. ჯაჯა როგორც ყოველთვის საღოლ. წლის საუკეთესო რეპორტი შენ გეკუთვნის!!!! სხვათა შორის რეზერვუარიც არა ნაკლებ დღეში იქნება და დროულად უნდა ინახოს სანამ სახეს აახევს ვინმეს.
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 07:18 AM
პოსტი
#46
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
ხოო, ესეთი პრობლემები 2 თვეში?! უბრალოდ წარმოუდგენელია ეს როგორ მოხდა! კოკისპირულ წვიმაში რომ დაეტენა თოფი კაცს ამდენი უბედურება ნასოსს მაინც არ მოუვიდიდა მგონი
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 08:39 AM
პოსტი
#47
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 508 რეგისტრ.: 9-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: T.N. წევრი №: 247 |
არადა ფაქტია არაფერი ისეთი ნასოსისთვის არ მიქნია სულ თბილიში მედო ძირითადად... ერთხელ ავიტანე სოფელში და ეგ პრობლემაც დაემართა
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 08:45 AM
პოსტი
#48
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 |
ნუ ჯა_ჯას იდეალურად აქვს აღწერილი როგორც ყოველთვის აი ნასოსზე კი... თვალები გადმომცვივდა, საიდან მოხვდა იმდენი ტალახი ნასოსში... ისე, იმ მილების შიგნიდან ჟანგის მოსაშორებლად შეიძლება გამოიყენოს კაცმა მანქანებისთვის განკუთვნილი საშუალება. გუდვილში იყიდება ვიურტის სითხეები, იდეაში გაჭედილი, ჩაჟანგებული ბოლტების მოსახსნელად გამოიყენება, ჟანგს შლის აქტიურად. ჰოდა ერთი ბოთლი რომ იყიდოს ოლსტარმა, კი ეყოფა მგონი იმ მილს. თუმცა ახლა ჟანგისგან შეჭმულ მეტალს აღარაფერი ეშველება. Allstar ციტატა(Allstar @ 30th July 2010 - 09:39 AM) ერთხელ ავიტანე სოფელში და ეგ პრობლემაც დაემართა რომელი სოფელია? ასეთი სინესტეა კი მაგრამ? დისკო როგორ მდგომარეობაშია, შეხედე აბა, მაგასაც ექნება ჟანგი შეპარული. როცა ეგეთ აქტიურად ნესტიან ჰავაში მიდიხარ, აუცილებლად თოფს დაზეთვა უნდა, როგორც ხედავ ნასოსსაც
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 09:07 AM
პოსტი
#49
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 |
ჩემი ნასოსიც გაიჭედა იმ დღეს ,გრიგორისთან ერთად მარადას რომ ვტესტავდით, არადა მაქსიმუმ ათასი ტყვია მექნებოდა გასროლილი. რომ დავშალე ტაოტი არ იყო გამომხმარი ,ნაგავი კი იყო დაგროვილი ცოტა და ალაგ ალაგ ჟანგიც ქონდა მოკიდებული. რეზინები ნორმაში იყო ,გავწმინდე დავსმასკე ავაწყვე და ნორმალურად მუშაობს. გაჭედვის მიზეზი ნასოსის გადახურება იყო ,თანაც დიდი ხანი მზეზე იდო,ამიტომ არ გადაახუროთ ნასოსი და მზეზე არ დადოთ. ისე ჩემი დაკვირვებით წელიწადში ორჯერ აუცილებლად უნდა დაიშალოს და გაიწმინდოს ,მიუხედავად ხმარების სიხშირისა.
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 09:23 AM
პოსტი
#50
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
tengo ციტატა(tengo @ 30th July 2010 - 10:07 AM) გაჭედვის მიზეზი ნასოსის გადახურება იყო ,თანაც დიდი ხანი მზეზე იდო,ამიტომ არ გადაახუროთ ნასოსი და მზეზე არ დადოთ სხვათაშორის ნასოსის გარდა იგივე ითქმის თოფზეც!, რეზერვუარი რომ ხურდება შიგნით დამუხტული ჰაერი სხვანაირად მუშოაბს, უფრო მაღალ წნევას გაძლებს, გაფართოების გამო, გასროლისას კი ეგრევე იწყება გაციება და იკუმშება იმაზე მეტად ვიდრე ასევთქვათ გრულ ადგილში მყოფი რეზერვუარი რომ გაისროდა, შედეგად არასტაბილური აგსროლები აკიდებულია. Allstar ისე მართლა გაითვალისწინე FOXY-ს ნათქვამი. შენს ადგილზე ამ სურათების ნახვის მერე, პირველი რასაც ვეცემოდი რეზერვუარია, ნასოსში თუ ამდენი წყალი იყო და ამოშრა, ფაქტია მაგას რეზერვუარშიც გადააყოლებდა. ოღონდ ჯერ რეზერვუარი დაცალე, ანუ ისროლე მანამდე სანამ რეზერვუარში ჰაერი არ დარჩება და ამის მერე რეზერვუარს წინა მხრიდან მოხსენი პლასტმასის ხუფი, დაინახავ დამტენ პორტს, და მაგას ფოსტერის კლაპნის ქვემოთ აქვს თვითონ პორტის ამოსახრახნი ექვსკუთხედი, მაგაზე მოუჭერე "რაზვადნოი კლუჩI" და მოხსენი. ამოიღე და ნახე რეზერვუარში რა ხდება შიგნით. თუ დაჟანგული არაა და უბრალოდ წყლის წვეთებია, გადარჩენილი ხარ. პროსტა დაყოვე გახსნილად მზეზე, დღეს სვარაუდოდ კაი პაპანაქება იქნება და გამოშრება. თუმცა ჯობია მანამდე ტილოთი ან ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცებით ამოწიმდო წყალი, ოღონდ ისე არ ქნა რომ ზეთის თხელი ზედაპირი ტრაც აქვს რეზერვუარს შიგნიდან ისიც ამოაცალო. თორემ შემდეგშI დამცავი ფენა აღარ ექნება.
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 09:49 AM
პოსტი
#51
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
არ ვიცი, არ ვიცი ეგ ნასოსები წელიწადნახევარია ფოთში და ბატუმში მუშაობს და მაგაზე ნესტიანი ადგილები რაღა გინდა?
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 09:56 AM
პოსტი
#52
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
Allstar ისე ის მაინც მითხარი რას აპირებ, თუ არ აპირებ აღდგენას, მაშინ მოდი დღეს საღამოს და გაგატან უკან. ტყოილა ხომ არ ეგდება ჩემთან. თუ აპირებ აღდგენას და მაშინ საჭიროა შემდეგი რაღაცეები: 1) ჟანგის მოსაძრობი რაიმე სითხე 2) ტაოტი - ნუ მაგას ან იშოვი ან გროსასთან იყიდი 3) რეზინები - ნუ ჯორჯიკა თავისას არ თმობს, ესეიგი სადღაც 2 კვირა ელოდები ახალ კომპლექტს. ფინანსები გაგძვრება აშკარად, ამ მომენტში შემიძლია მხოლოდ რეზინების სავარაუდო ფასი გითხრა 12-დან 13$-მდე, დანარჩენი ორის ფასი ამ მომენტში მე არ ვიცი.
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 10:05 AM
პოსტი
#53
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
ხალხნო, ამ აურზაურში თუ ვინმე ტუმბოს დაშლას გადაწყვიტავთ და იცით როგორც უნდა(კალაშნიკოვის ავტომატივით) არ გამომაპაროთ პლზ. მინდა დავესწრო ამ მასტერკლასს
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 10:07 AM
პოსტი
#54
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 508 რეგისტრ.: 9-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: T.N. წევრი №: 247 |
ხო აღვადგენ როგორმე და crossman-ს აღარ გავეკარები ან საერთოდაც თუარ მოვეშვი ამ თოფებს... 2 თვიან რესურს თუ იძლევა არვიცოდი.. ტალახი არჩამიტენია ძალით და ტყლაპოში არ დამიტენია და დანარჩენი ისევე ჩვეულებრივად ვიხმარე როგორც უნდა გამოიყენო რომ დატენო.... ხო ნუ სხვა ვარიანტი თუარაა მაშინ დაველოდები ამ 2 კვირის მანძილზე იმ რეზინებს და მაშინ ჩამოსვლამდე რამოდენიმე დღით ადრე ვიყიდი იმ ტაოტსაც და ჟანგის მოსაშორებელსაც..
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 10:09 AM
პოსტი
#55
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
gregory ციტატა(gregory @ 30th July 2010 - 11:05 AM) ხალხნო, ამ აურზაურში თუ ვინმე ტუმბოს დაშლას გადაწყვიტავთ და იცით როგორც უნდა(კალაშნიკოვის ავტომატივით) არ გამომაპაროთ პლზ. მინდა დავესწრო ამ მასტერკლასს მგონი ჩემს მეტი აქტიურად სხვა არავინ შლის ნასოსებს, ნუ ბაზუკა შლის ტავისას და ჯორჯიკა, ჰო კიდევ მგონი CZ ეჩალიჩება თავის ნასოს ხოლმე... ჩემი მასტერ კლასი არ გამოვა, სახლში გვიან ვარ ხოლმე, ერთადერთი სადმე გასვლისას თუ გამოვიყოლებ კლუჩებს და ადგილზე გაჩვენებ რა და როგორ, სხვა შემთხვევაში მოგიწევს სხვებისთვის მასტერ კლასების მიღება Allstar ციტატა(Allstar @ 30th July 2010 - 11:07 AM) ხო აღვადგენ როგორმე და crossman-ს აღარ გავეკარები ან საერთოდაც თუარ მოვეშვი ამ თოფებს... 2 თვიან რესურს თუ იძლევა არ ვიცოდი.. ტალახი არ ჩამიტენია ძალით და ტყლაპოში არ დამიტენია და დანარჩენი ისევე ჩვეულებრივად ვიხმარე როგორც უნდა გამოიყენო რომ დატენო.... ხო ნუ სხვა ვარიანტი თუარაა მაშინ დაველოდები ამ 2 კვირის მანძილზე იმ რეზინებს და მაშინ ჩამოსვლამდე რამოდენიმე დღით ადრე ვიყიდი იმ ტაოტსაც და ჟანგის მოსაშორებელსაც.. ოკ ბატონო. მარა რაც შეეხება გულის აცრუებას, მაგას კროსმანს აირ არმს და შტეერს ნუ დააბრალებ, ეგ ყველა ნასოსზე და თოფზე ერთნაირად მოგივიდოდა. ნაგავი სულაც არაა საჭირო რომ ძალით ჩატენო, საკმარისია ტაოტი, ან ნესტი და პლიუს მტვერი, მტვერის იდეალური წყარო კი არის ხალიჩა და რბილი იატაკი, თუ ეგეთზე იყენებდი ნასოს ეგეც შენი ტალახის ბუდე, ნელ-ნელა მიკროსკოპულად შეიპარება, აიზილება წყალში და ტაოტში და ტალახი მზადაა, მაიტა აგური მოკლედ ხალხი იყოფა კატეგორიებად, ერთი არის ჩხირკედელა, მეორე მომხმარებელი, ბევრი ამ ფორუმზე ჩხირკედელაა, არ ეზარება ნასოსის თუ თოფის დაშლა, გამოწმენდა რაღაც ახლის მოფიქრება, უაზრო რაღაცის გამოგონება შემოწმება, არ გამოვიდა გადააგდო მეორეს მიახტა... შენ აშკარად განეკუთვნები მომხმარებლის კატეგორიას, ანუ აიღე ხელში და გინდა რომ უსასრულოდ ისროლოს.... არ გამოვა, ეგ იგივეა რომ მანქანა იყიდო და მხოლოდ იარო, არ ჩაასხა ბენძინი არ გამოცვალო ზეთი, არ გარეცხო და ასე შედმეგ. თუ მანქანის მხოლოდ მოხმარება გინდა და არ გინდა შიგნით ჩაძრომა, მაშინ სახელოსნოში უნდა იარო და იხადო ფულები. იგივეა იარაღზეც, ნებისმიერზე, გინდა ცეცხლსასროლი იყოს გინდა პნევმატიკა... შენ რა გგონია ცეცხლსასროლს ხალხი ყიდულობს, ვთქვათ REM 700-ს და მორჩა მერე მარტო ტყვიები უნდა ისროლო?? რეალურად შედეგები თუ გინდა, სასტავი იცი რეებს ჩალიჩობენ? თოფის ფასზე 3-4-ჯერ მეტს ხარჯავენ თოფის მოვლის საშუალებებში, იქ კონდახის მოვლა, იქ გაწმენდა, ის ლულის გამოსუფთავება... იდეალურ შემთხვევაში ყოველი 10-20 გასროლის შემდეგ. სასტავი შეჯიბრებაზე მიდის, გაკრიალებული ლულით და შეჯიბრზე რამდენიმე გასროლის მერე დგება და ლულის წმენდას იწყებს. იმიტომ კი არა რომ წიკი აქვს, ან მისი იარაღი ბანძია, ეგრეა მოწყობილი თოფი. ცოლშვილზე მეტად უნდა მოვლა, არანაკლებ სიყვარულს და თავშემოვლებას მოითხოვს, თოფი შენი სხეულის ნაწილია, ხელის დაგრძელებაა, ეს იგივეა რომ ჭუჭყიანი საქმის მორჩენის მერე ხელები არ დაიბანო... ბაზარი არაა შეგიძლია ხელები არ დაიბანო, მაშინ რუს ტრაქტორისტს დაემსგავსები შენც და შენი თოფიც. გლუვ ლულიანი აიღე, წავიდა მონადირე სანადიროდ მორჩა ნადირობას და ეგრევე თოფია გასაწმენდი, ამასობაში მაქსიმუმ გასვლაზე 30-50 გასროლა გააკეთოს, ნუ 100 და მეტი გასროლა მწყერზე ხდება, ხოლო ვთქვათ ღორზე გასვლისას შეიძლება სულ 2-3 ტყვია გაისროლო მარა მაინც უნდა თოფს გაწმენდა, იმიტომ რომ რჩება ის ”ნაგარი” და მტვერი და აფუჭებს თოფს. გაიხსენე M16-ის ისტორია, ვიეტნამში პირველი პარტიები რომ ჩაიტანეს სასტავი აგინებდა, წარამარა ეჭედებაო, საკმარისი იყო დენთის გამოცვლა და ჯარისკაცისთვის წესის ჩამოყალიბება, პატრულირების მერე მოდიხარ და თავს კი არ უვლი, ჯერ იარაღს წმინდავ და მხოლოდ მერე შენს თავსო, რომ ყველამ დაინახა M16-ის პრივილეგია, იდეალური იარაღია, შაშხანაც არის, ავტომატიც, შარპ-შუტერის არჩევანიც და გაჭირვებისას სნაიპერულ ცეცხლსაც გახსნი. მაგრამ არის მისი კონკურენტი კალაშნიკოვი, ყველა საბჭოთა აზროვნების ადამიანი ამაყობს ტალახში ჩააგდე, მიწაში ჩამარხე ამოიღე და მაინც ისვრისო. ბაზარი არაა ისვრის, მაგრამ მიზანი არ არსებობს, ყველაფერი შტამპოვკაა და რუსულ პონტში ვეებერთელა ლუფტებია დატოვებული ყველგან. ეგ არის ასევთქვათ ზარმაცი და ჭუჭყიანი ხალხის არჩევანი, იქ არაბი იქნება, ვიეტნამელი თუ აფრიკელი, იმან არ იცის იარაღის მოვლა, პროსტა უნდა დააჭიროს სასხლეტს და ისროლოს. თუ საველე პირობებში არ ხარ და არაბი ან აფრიკელი ზანგი არ ხარ, მაშინ არ უნდა დაიზარო და იარაღსაც და მის თანმხლებ ინსტრუმენტებსაც უნდა მოუარო! მოუვლი, მოეფერები და გასიამოვნებს. დაიკიდებ და ისიც არც აციებს არც აცხელებს და ეგეც დაგიკიდებს. რეკორდი გაქვს მოხსნილი მსოფლიო მასშტაბით, 22 მეტრა თოკია დასათრევი ფილმი ”რეკორდი”-სა არ იყოს. რა შუაშია კროსმანი? შენ დარწმუნებული ხარ შტეერის ან FX-ის, ან HW100-ის ნასოსი რომ გქონოდა იმას მოვლა დაზეთვა არ დასჭირდებოდა და მუდმივი ძრავასავით ვეჩნა იმუშავებდა??? ზუსტად იგივე დროში იგივე დღეში იქნებოდა. თავს დავდებ რომ ეგრე იქნებოდა. რომ ამბობ 2 თვიან რესურსს თი იძლეოდა არ ვიცოდიო. აგერ მე ჯორჯიკას, ბაზუკას და დავუთუსას 1 წელი რეზინები არ გვქონდა დაცვლილი და მუშაობდა ხოშიანად. ბაზუკას აგერ 1 წელი მგონი ტაოტიც არ დაუმატებია და 2 თოფს ატუმბინებდა მაგ ნასოსს. დავითუსას ნასოსი არც დაზეთილა არც რეზინები დაუცვლია და 10-თვე ექსტრემალურ მდგომარეობაში იმუშავა, პირველ გვერდზე მისი ნასოსის სურათები, დააკვირდი მისი ნასოსის მდგომარეობას და შენი ნასოსის მდგომარეობას. მიუხედავად იმისა რომ ჟანგები დავითას ნასოსზეც იყო, მაშტაბების შედარება შეუძლებელია იმხელა განსხვავებაა. მოკლედ ნუ დააბრალებ ნურცერთ მწარმოებელს, ეგ მხოლოდ შენი დაუდევრობის ბრალია. მინიმუმ ეჭვი უნდა გაგჩემოდა ნასოსი ისე რბილად რომ არარ მუშაობდა როგორც თავიდან.
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 12:39 PM
პოსტი
#56
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 508 რეგისტრ.: 9-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: T.N. წევრი №: 247 |
ოკ გასაგებია ....... მარა ეხლა კიდევ რამდენჯერ უნდა დავწერო რო არაფერი არმიქნია იქ სინესტე იყო თუ ძაან ცხელოდა მაგან თუ მოუღო ბოლო 2-3 დღეში არვიცი დანარჩენი მქონდა თბილიში და ვირთხევთან არ მეგდო fox-ის თქმისა არიყოს და ჩვეულებრივად ვტენიდი ხოლმე. ნუ რავი რაცარუნდა ვთქვა მაინც გაამართლებთ იმ აზრს რომ ბევრად დიდხანს ძლებს benjamin-ის ნასოსი. მანკანას რაც შეეხება ჯაჯა მანქანას რო ყიდულობ და ყველაფერი უმუშავებს ხო იქ ზეთის გამოცვლა უნდა თუ ბენზინის ჩასხმა ხო ეგ მანქანის აუცილებელ პირობებში შედის და მაგის გარეშე ვერც ივლის და დანარჩენი თუ სადმე არ ჩაარტყი ან არ მიარტყი მანქანა უპრობლემოდ ივლის . 2-3 წელიწადში ერთხელ საბურავები და ცოტა მოგვიანებით აკუმლატორიც უნდა ახალი თუ ამას არ ჩავთვლით. foxi პმ ნახე ცუდი შთაბეჭდილება რომარ დაგრჩეს.
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 12:48 PM
პოსტი
#57
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
Allstar ციტატა(Allstar @ 30th July 2010 - 01:39 PM) ნუ რავი რაცარუნდა ვთქვა მაინც გაამართლებთ იმ აზრს რომ ბევრად დიდხანს ძლებს benjamin-ის ნასოსი. ნუ ბაზარი არაა, რწმენა რელიგიასავითაა
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 02:40 PM
პოსტი
#58
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
ja_ja ციტატა(ja_ja @ 30th July 2010 - 12:09 PM) gregory ციტატა(gregory @ 30th July 2010 - 11:05 AM) ხალხნო, ამ აურზაურში თუ ვინმე ტუმბოს დაშლას გადაწყვიტავთ და იცით როგორც უნდა(კალაშნიკოვის ავტომატივით) არ გამომაპაროთ პლზ. მინდა დავესწრო ამ მასტერკლასს მგონი ჩემს მეტი აქტიურად სხვა არავინ შლის ნასოსებს, ნუ ბაზუკა შლის ტავისას და ჯორჯიკა, ჰო კიდევ მგონი CZ ეჩალიჩება თავის ნასოს ხოლმე... ჩემი მასტერ კლასი არ გამოვა, სახლში გვიან ვარ ხოლმე, ერთადერთი სადმე გასვლისას თუ გამოვიყოლებ კლუჩებს და ადგილზე გაჩვენებ რა და როგორ, სხვა შემთხვევაში მოგიწევს სხვებისთვის მასტერ კლასების მიღება დიდი მადლობა, არ გამომაპაროთ !
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 02:48 PM
პოსტი
#59
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
ისე ბატონო ტუმბოს ოსტატებო ჰაცანის დაშლა აწყობა თუ მოგინდეთ არ მოგერიდოთ. მოგირბინოთ ჯაჯას გრიგოლის და მსურველს კიდევ ვინმეს... გავიდეთ ბუნებას ვესტუმროთ.
| |
| > |
|
|
Jul 30 2010, 03:13 PM
პოსტი
#60
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
ციტატა(kakha @ 30th July 2010 - 04:48 PM) ისე ბატონო ტუმბოს ოსტატებო ჰაცანის დაშლა აწყობა თუ მოგინდეთ არ მოგერიდოთ. თუ კვირას ჯაჯა მოიცლის იქნებ მანქანით ჩა მოგირბინოთ ჯაჯას გრიგოლის და მსურველს კიდევ ვინმეს... გავიდეთ ბუნებას ვესტუმროთ. აგაშენა ღმერთმა
| |
| > |
|
|
![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd December 2025 - 01:11 PM |
| Hosted by Pro-Service |