გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> 17.06.2010 იმპროვიზირებული გასვლა, ვამოწმებთ დისკოებს
ja_ja
პოსტი Jun 18 2010, 07:39 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ დისკოს თემაში აიწია არნახული საკითხი! დისკო ცუდად ისვრის, ლამის 4 სანტიმეტრიანი ჯგუფია 30 მეტრზე. მაშინ როდესაც მე ვამტკიცებ, რომ დისკო იდეალური თოდია და ეგეთი შედეგი უბრალოდ წამოუდგენელია.

საქმე დაიწყო Tengo-ს დისკოთი, რომელსაც არაფრის დიდებით ნორმალური ჯგუფების გაკეთება არ უნდოდა. დაემატა კიდევ ერთი გარემოება - რუსთავის გასვლისას აღმოჩნდა რამდენიმე დისკო, რომელიც დაბალი სიჩქარით ისროდა. მოკლედ წამოვიდა ყველანაირი თეორიები, მითუმეტეს, რომ Tengo ამბობდა, რომ მსუბუქი ტყვიებით უკეთესი შედეგი მიიღო და .....

მოკლედ ლეგენდების სფეროში ვიყავით, თენგო ტყვიებს აბრალებს ბაზუკა ლულას მე სროლის პოზიციას და შესაძლო დაბალ სიჩქარეს, პლიუს Power_Vano-საც ავკიდეთ იზმენა, რა სიჩქარით ისვრის მისი პოლონელი დისკო და.... მოკლედ შუადღისთვის გარანტირებული დომფხალი იყო. კიდევ კაი თენგომ მომწერა თუ გცალია სიჩქარე რომ გავზომოთო, მეც ოღონდ და რაიმე გამაზომინე - ამაწონინე და... biggrin.gif, პლიუს ჯორჯიკამ გამოთქვა სურვილი შემოერთებაზე....

მოკლედ სამსახურის შემდეგ ჩემს სალთან შევიკრიბეთ მე თენგო ჯორჯიკა და ვანო, მე და ჯორჯიკა თოფების გარეშე, ვანო და თენგო თოფებით. წავიღეთ გრეჩიხის ტომრები და იალაააა ვერის მთაზე biggrin.gif

რავარც იქნა ავედით და ავფოფხდით, ჩამოვჯექით ცნობილ აირგან რეპორტერის მაგიდასთან და....







პატარა მილაგ მოლაგება და ...

აქ ჯორჯიკა ამბობს: - იუ, რას ამბობ, ეი ის გემრიელი კამფეტებია??? biggrin.gif


დავაძრეთ ქრონი და დავიწყეთ პირველი ტესტები, ანუ სიჩქარე რამდენი აქვს დისკოს



რაც ჩვენ დისკოთი ქრონს ვსდიეთ biggrin.gif საქმე იმაშია რომ ქრონს განათება უნდა, რომ ფოტოელემენტმა ტყვია დაადეტექტიროს, მაგრამ როდესაც მთაზე ავედით მოიღრუბლა და მზე დაიმალა, შედეგად ქრონი უარზე იყო რაიმე გამოეანგარიშებინა. რამდენიმე ცდის მერე ლამის იყო ხელი ჩავიქნიე აღარაფერი გამოვა მეთქი და... რას ხედავს ჩემი თვალები, მზის ერთმა სხივმა ღრუბლებიდან მოასწრო გამოჭყეტვა!!!



ვეცით ქრონს სასწრაფოდ მივიტანეთ განათებულ ადგილზე და... Tengo-ს დისკომ ეგრევე ჩაგვახუტა 265.4 მეტრ წამი. დისკო ამ დროს დატენილი იყო 2000PSI-ზე. სანამ დრო იყო ვსინჯეთ Power_Vano-ს დისკოც და იმანაც ეგრევე 265.5 მეტრ წამი გვიჩვენა.

მინდოდა ამ შედეგის გადაღება, მაგრამ მოღრუბლულში, განათებით სურათის გადაღებამ გამოიწვია ის, რომ ფოტოელემენტები ქრონზე გაგიჟდნენ და ფოტოაპარატის განათება ტყვიის გასროლად ჩათვალეს biggrin.gif. იმისათვის, რომ გადაგვეღო ტყვიის სიჩქარე კიდევ რამდენჯერმე ვისროლეთ ვანოს დისკოდან და ბევრი ცდის მერე რავარც იქნა დაიწერა 273.3.

სურათი ცოტა ბანძი გამოვიდა, მაგრამ შედეგი ჩანს



ამ მომენტისთვის ვანოს დისკო იყო სადღაც 1800PSI-ზე ანუ ოპტიმუმზე იყო გასული. სავარაუდოდ Tengo-ს დისკოც იგივეს იზამდა. შედეგად ფაქტი სახეზეა ორივე დისკო მშვენივრად ისვრის, ანუ ისევე კარგად რავარც ჩემი პირველი დისკო. 265-273 არის იდეალური კალიდორი და იდეალური სიჩქარე. მაგრამ ეს მეორე კითხვას ბადებს... კიმაგრამ რაღაზე იძახის Tengo ჩემი დისკო CUM-ებს ცუდად ისვრისო???

სხვა რა გზა გვქონდა, დავაძრეთ სამიზნეები და დავაპირეთ 25 მეტრიან დისტანციაზე მიკრობა, მაგრამ ამ დროს გამახსენდა რომ მუყაოს კოლოფი სახლში დამრჩა და რაზე უნდა მიგვემაგრებინა სამიზნეები??? როგორც ყოველთვის იმპროვიზაცია გადაარჩენს სამყაროს biggrin.gif









ბრიგადირი... უკაცრავად პრეზიდენტი! მკაცრად აკონტროლებს სამიზნეების მიმაგრების პროცესს, შემთხვევით წინასწარ დახვრეტილი სამიზნე, რომ არ იყოს გაკრული biggrin.gif





დააჰა არის სამიზნეები biggrin.gif



სანამ მე ვანო და ჯორჯიკა ამ სამიზნეებს ვაკრავდით თენგომ იქვე მოკლე მანძილზე ხეზე მიაკრა პატარა ქაღალდი (ზომებით ასე 5x5 სანტიმეტრზე) და აპირებდა სროლას (სადღაც 10 მეტრიან დისტანციაზე), რომ გაეგო რატომ არ ისროდა მისი თოფი. მაგრამ როდესაც მოვტრიალდით შემომთავაზე მე გამესროლა.

დავიჭირე თოფი და 5 ცალი ჩემი CP გავუშვი სამიზნეში, ყველა ტყვია ქაღალდს ასცდა და ერთად დაჯდნენ ცოოტათი ძირს და მარჯვნივ. მივედით ვნახეთ ჯგუფი აშკარად არის, მაგრამ ცუდად ჩანს ხის მერქანზე, ამიტომ მივაკარით იგივე ხეს ცოტა დიდი ქაღალდი და tengo-ს თხოვნით ამჯერად გავუშვი 5 ცალი CUM-ი. აქვე დავძენ CUM-ები ჩემი არ იყო, ანუ Tengo-ს რომელ ტყვიებზეც ჰქონდა პრობლემა იმ კოლოფიდან ვისროლეთ.

შედეგი შემაძრწუნებელია, ამას არ დავიჯერებდი, რადგან შედეგი იყო 31.6 მილიმეტრი 10 მეტრიან დისტანციაზე!!!!

იმავე დისტანციაზე ცოტა გვერდით გავუშვი ჩემი კოლექციიდან CP-ები და მივიღეთ ჯგუფი 13.5 მილიმეტრი.



რაღაც დაუჯერებელი შედეგია, დავიადეთ BHP და ისევ 5 ცალი გავუშვი სამიზნეში, პლიუს ამჯერად სამიზნე გავასწორე, რომ გვერდზე არ წაეღო ტყვიები, მივიღე აი ასეთი შედეგი:



ჯგუფი გამოვიდა 8.6 მილიმეტრი, მართალია სულ რაღაც 10 მეტრია, მაგრამ მაინც სასიამოვნო ციფრი გამოვიდა თან BHP-ით

სამივე ტყვია მე რომ არ მესროლა... ვერ დავიჯერებდი. ვერავინ დამაჯერებდა, რომ CUM-ი ცუდათ მიფრინავს დისკოდან, არ ვიცი ცუდი პარტიაა, ცუდი კოლოფია... ახსნა არ მაქვს, პირადად არაერთი კოლოფი დავცალე და ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ამ ჯერზე....

ჯანდაბას იმავე სამიზნეში კიდევ 5 ტყვია გავუშვი, ოღონდ ამჯერად VANO-ს მოტანილი გერმანული ტყვიები H&N Field Target Troppy. ამჯერად მარჯვენა მხარეს არსებულ 4-იანს ვუმიზნებდი, რომ BHP-ის შედეგში არ აგვრეოდა, შედეგად მივიღე 10.3 მილიმეტრი



მოკლედ არ ვიცი ნიხტ კომენტუს, ყველა ტყვია მიფრინავს Tengo-ს დისკოდან გარდა CUM-ისა.

აგერ ვანიჩკა სწავლობს ნატყვიარებს, რომ დასკვნები დადოს ევრო კომისიის წინაშე smile.gif


შემდგომ გავერთეთ საუბარში და უაზრო სროლაში











მოვახერხეთ ოპტიკიდან ხედების გადაღებაც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif





ბოლოს 25 მეტრიან დისტანციაზე გაკრული 3 ცალი სამიზნეც მოვხსენით, თუმცა უკვე გემრიელად შებინდებული იყო და ძალიან ცუდად ჩანდა სამიზნეები. ამიტომაც ასეთ პირობებში სროლაზე ჯორჯიკამ უარი თქვა smile.gif







ისე თუ აკვირდებით Tengo-ს დისკოს, მოდერს ხედავთ??? საკმაოდ პაწუა და ამასობაში საკმაოდ ეფექტური მოდერია, მშვენივრად მუშაობს, ერთი ეგაა რომ Tengo-მ მოდერის ის ადგილი რომელიც ლულაზე მაგრდება რეზბისთვის გაამზადა და ამის გამო მოდერი მყარად არ ჯდება ლულაზე (მოდერის სამაგრშია რეზბა მოჭრილი და არა ლულაზე!!!), წამოსვლის წინ ბოლო გასროლა რომ გააკეთა თენგომ, მე რაცხა ხმით არ მომეწონა გასროლა, ისეთი ხმა იყო თითქოს და მოდერს გაედო ტყვია.

მოკელდ მოდერი ეფექტურია, პროსტა დამაგრების სისტემაა შესაცვლელი.

ესეც ექსტრემალური სროლა ბინდში (CP 10.5-იანებით) biggrin.gif



შედეგები შემდეგია:

Power_Vano - 18.3
Ja_Ja - 17.8
Tengo - 26.2

მერხევა ხალხნოუ biggrin.gif ვანო მჩაგრავს, აი რას ნიშნავს დიდიხანია მიზანში რომ არ მისვრია, სულ რაღაც ნახევარი მილიმეტირით გადავრჩი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მოკლედ აქედან მორალი სროლაში ვარჯიში მუდმივი პროცესია და არ არსებობს მიღწეულზე დაკმაყოფილება.

მოკლედ ვიტყოდი ჭირი იქა ლხინი აქა მეთქი, მაგრამ... რა ვთქვა CUM-ზე არ ვიცი, ყველა წაღებული ტყვია იდეალურად მიფრინავდა, მაგრამ აი Tengo-ს CUM-ები კი... 25 მეტრიან დისტანციაზე ეგ CUM-ები არ გვისვრია, მაგრამ სადაც 10 მეტრიანზე 3 სანტიმეტრზე იფანტება, 25 მეტრზე ალბათ არანაკლებ 7-8 სანტიმეტრზე გაიშლებიან....

მოკლედ მთავარი შედეგი ერთია, ვანოც და თენგოც წყნარად არიან, თოფები იდეალური სიჩქარით ისვრიან, ასევე იდეალურად ისვრიან მიზანშიც, უბრალოდ შესაბამისი ტყვიაა საჭირო. biggrin.gif

P.S. თენგოს ალბათ ზურგიდან ვეებერთელა ლოდი მოსძვრა როდესაც თვითონაც და ჩვენც დავრწმუნდით რომ ტყვიები ურევს და არა თოფი smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
5 გვერდი V  « < 2 3 4 5 >  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (60 - 79)
gregory
პოსტი Jun 20 2010, 09:11 PM
პოსტი #61


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



cz80
ე ბიჭო ტექსტი მაინც მოაშორე ფოტოშოფში, შორე თავს ვდებთ პნევმატიკისთვისო (magnum 357) lol2.gif lol2.gif
tengo
მე მეგონა შენი ნოუ ჰაუ იყო და ამაზე იყო აყალმაყალი? მაგაზე ვერავინ ვერაფერს გეტყვის, დაიკიდე smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Jah
პოსტი Jun 20 2010, 09:14 PM
პოსტი #62


Rastafari
******

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,795
რეგისტრ.: 3-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1



მოდერი (პნევმატური), ტყვიის სიჩქარეზე არ მოქმედებს.
ცეცხლსასროლ იარაღში სულ სხვა პროცესებია...
თუმცა იქაც არ უნდა იმოქმედოს, იმიტომ რომ ტყვიამ უკვე დატოვა ლულის კვეთა და აჩქარება დამთავრდა...

smile.gif მე პირადად ამ სტატიაში დაწერილის არ მჯერა (იმ მონაკვეთის სადაც სიჩქარის ვარდნაზე არის საუბარი)

არსებობს, ძალიან იშვიათი მოდელები, ეგრეწოდებული "ობტიურაციონნი" მოდერები, სპეც დანიშნუ8ლების, სადაც ბოლო ტიხარი არის კაუჩუკის და ნახვრეტი კალიბრზე ბევრად ვიწროა, ანუ ტყვია ფაქტიურად იწურება მანდ და უმეტესს გაზს ტოვებს მოდერში, შედეგან ძალიან ჩუ,ი გასროლა... აქ თავისთავად მნიშვნელოვნად ვარდება სიჩქარე, და მოდერი ერთჯერადია, ანუ 1 ოპერაციის მერე აგდებენ...
და ამ სურათზე მოცემული მოდერი... ნუ მოკლედ biggrin.gif

ეს კონკრეტული მოდერი, დიდ შედეგს არ მოიტანს პნევმატიკისთვის.
ეს გათვლილია ცხელ გაზებზე სამუშაოდ სადაც ის იმდენად კი არ კვეთავს ჰაერის ნაკადს არამედ მაგის მიზანია გააციოს smile.gif დიახ გააციოს ცხელი "პარახავოი" გაზები.
ჩვენ შემთხვევაში სულ სხვა მოვლენაა, ცივი გაზი... არის გასათვალისწინებელი. "პუჩნოსტები" პირველი მეორე... ნუ მოკლედ ეს სხვა თემაა biggrin.gif
ერთი რამე ვიცი, ცეცხლსასროლი მოდერების სქემები უამრავია ნეტში და ხშირ შემთხვევაში არ ამართლებს პნევმოსთვის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Jun 20 2010, 09:23 PM
პოსტი #63


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ციტატა(gregory @ 20th June 2010 - 09:11 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ე ბიჭო ტექსტი მაინც მოაშორე ფოტოშოფში, შორე თავს ვდებთ პნევმატიკისთვისო (magnum 357)

biggrin.gif

რაც გამომიგზავნა კაცმა,ის დავდე wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Jun 20 2010, 09:29 PM
პოსტი #64


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(cz80 @ 20th June 2010 - 09:23 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რაც გამომიგზავნა კაცმა,ის დავდე

ხო მარა იმ კაცს ფურცლის დადება დაავიწყდა ტექსტზე როცა გადაიღო blush.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jun 20 2010, 09:44 PM
პოსტი #65


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



gregory
ციტატა(gregory @ 20th June 2010 - 10:29 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ხო მარა იმ კაცს ფურცლის დადება დაავიწყდა ტექსტზე როცა გადაიღო

გრიგოლ, ეს თავისი ტექსტით იმიტომ დავდევი ,რომ ყველამ ნახოს ,მემგონი ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს.
, თუ რატომ არ შეიძლება მოდერების დამზადება.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Jun 20 2010, 09:54 PM
პოსტი #66


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



tengo
ხომ ნახე რომ ახალგაზრდა თვალი ულეთ კითხულობს: Power VANO-მ სწორარ აღნიშნა "სროლის დამხშომია" აკრძალული კანონით და მოდერები მიდი და შტამპე biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
nihontoman
პოსტი Jun 20 2010, 10:03 PM
პოსტი #67


გურუ ლამა
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 4,686
რეგისტრ.: 10-March 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 50
ქალაქი:თბილისი



ja_ja
ციტატა
ყველაფერი ნებადართულია, ისიც კი რაც აკრძალულია


ეს საიდან მოიტანე? ფრანგებსაც იგივე შეხედულება აქვთ აკრძალვებზე რაც ყველა სხვა დანარჩენს: ყველაფერი ნებადართულია რაც აკრძალული არაა... ნუ ეხლა ცალკეულ ინდივიდებზე არ მაქ ლაპარაკი...

სიმართლე გითხრათ ყველა ეს პოსტი არ წამიკითხავს მარა ერთს ვიტყვი: იარაღის დამზადებას სჭირდება ნებართვა, ისევე როგორც იარაღის ნაწილის დამზადებას, ხოლო რა დროიდან ჩაითვლება ესა თუ ის ნაწარმი იარაღის ნაწილად ნათელი არაა.

ერთიც უნდა გაითვალისწინოთ: როდესაც კანონში ეგრეთწოდებული ლაზეიკაა, ეგ გურჯისტანულად იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვისაა საფრთხილო და შესაძლოა ჩვენზე იქნას ცუდად გამოყენებული და არა პირიქით....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 20 2010, 10:25 PM
პოსტი #68


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



nihontoman
კიდევ ერთი სასოწარკვეთილი biggrin.gif

tengo
თენგო ეგ რა სურათია??? შენ ის მოიტა შენ რა გააკეთე, ეგ სისულელეა, ეგრე ცალკე გვაქვს განყოფილება სადაც
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
, მაგრამ ვინ რა გააკეთა კონკრეტულ სიტუაციაში ეგ უკვე სხვა საკითხია smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Jun 20 2010, 11:11 PM
პოსტი #69


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ტომ!- პასუხი არ არის.
ტომ!- პასუხი არ არის.
სად დაიკარგა ეს ბიჭი?
( ტომ სოიერის თავგადასავალი, მარკ ტვენი 1894 წელი)
სად დაიკარგა თენგო biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Jun 20 2010, 11:14 PM
პოსტი #70


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



მე ჩემი ხედვა დავწერე, არავის ზომბირებას და თავში ჩაკვეხებას არ ვაპირებ.

უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ ვიცოდეთ რაც შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს.
ეხლა არ მითხრათ შანსი არააო biggrin.gif


კანადაზე მეტყვის ვინმე რამეს ???
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
soxa
პოსტი Jun 21 2010, 12:09 AM
პოსტი #71


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,141
რეგისტრ.: 11-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 286



მე ერთი რამ ვერ გავიგე, თუ იხდი 1530 ლარს ყიდულობ კანონიერად მოდერიან თუ შრაუდერიან თოფს(ამ შემთხვევაში ერთიდაიგივეა) და თუ იხდი 1200 ლარს და 60 ლარად ყიდულობ ცალკე ხაჩიკას მოდერს კრიმინალი ხარ? ეს არასწორი მიდგომაა, მაშინ ოპტიკის დაყენებაც კრიმინალი ყოფილა და მჭიდის დაყენებაც. მაგრამ რატომღაც ეგეთი ცეცხლსასროლი გამიფორმეს უპრობლემოდ. რაც შეეხება მაყუჩს, მაგი მოდერთან თუ პირიქით.... ერთმანეთისგან მაგრად განსხვავდება და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ უფრო მეტი ინფო ინეტში მოიძებნება ვიდრე ამ ფორუმზე. მოდერი თავისუფალ გაყიდვაშია და მით უმეტეს მიდერიანი თოფები და თუ დავითუსა აკეთებს უნიკალურ კონდახებს ამიტომ მაგ კაცს კრიმინალს ნუ დავარქმევთ და ნამუშევარი შევუქოთ, რა შუაშია კონდახი? თავშია. თოფმა თავისი პირვანდელი სახე დაკარგა და ულიცენზიო ნაკეთებია. ნუ ვიქნებით ის თაგვები რომლებიც თხრიან, თხრიან და ბოლოს......მიაუუუუუუუუუუ suicide2.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
cz80
პოსტი Jun 21 2010, 12:48 AM
პოსტი #72


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Super Moderator
პოსტები: 4,125
რეგისტრ.: 10-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 158
ქალაქი:თბილისი



ციტატა(lasha_74 @ 21st June 2010 - 01:09 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ნუ ვიქნებით ის თაგვები რომლებიც თხრიან, თხრიან და ბოლოს......მიაუუუუუუუუუუ

+1000

გაასუფთავეთ ეს თემაააააააა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jun 21 2010, 07:44 AM
პოსტი #73


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



nihontoman
ციტატა(nihontoman @ 20th June 2010 - 11:03 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ეს საიდან მოიტანე? ფრანგებსაც იგივე შეხედულება აქვთ აკრძალვებზე რაც ყველა სხვა დანარჩენს: ყველაფერი ნებადართულია რაც აკრძალული არაა... ნუ ეხლა ცალკეულ ინდივიდებზე არ მაქ ლაპარაკი...

სიმართლე გითხრათ ყველა ეს პოსტი არ წამიკითხავს მარა ერთს ვიტყვი: იარაღის დამზადებას სჭირდება ნებართვა, ისევე როგორც იარაღის ნაწილის დამზადებას, ხოლო რა დროიდან ჩაითვლება ესა თუ ის ნაწარმი იარაღის ნაწილად ნათელი არაა.

ერთიც უნდა გაითვალისწინოთ: როდესაც კანონში ეგრეთწოდებული ლაზეიკაა, ეგ გურჯისტანულად იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვისაა საფრთხილო და შესაძლოა ჩვენზე იქნას ცუდად გამოყენებული და არა პირიქით....

სწორი პოზიციაა და ყველაფერში ვეთანხმები. და თუ ვინმეს კიდევ არ ჯერა ,შემიძლია აუხსნა პირად შეხვედრებში.მორჩეს ამ თემაზე ერთდაიგივეს საუბარი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jun 21 2010, 08:09 AM
პოსტი #74


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ja_ja
ციტატა(ja_ja @ 20th June 2010 - 11:25 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თენგო ეგ რა სურათია??? შენ ის მოიტა შენ რა გააკეთე, ეგ სისულელეა, ეგრე ცალკე გვაქვს განყოფილება სადაც მთელი ნახაზების კოლექციაა, მაგრამ ვინ რა გააკეთა კონკრეტულ სიტუაციაში ეგ უკვე სხვა საკითხია

ეს ისაა რაც შენ გაინტერესებდა , ხომ ხედავ როგორ მოქმედებს მოდერი ტყვიის ტრაექტორიაზე და რა თქმა უნდა ჩვენს პვნევმოებზეც იმოქმედებს ალბათ,თუ გახსოვს შენ საწინააღმდეგოს ამბობდი.შენ თქვი რომ სიჩქარეები გაზომეთ ორივე ვარიანტში და სხვაობა თითქმის არ იყოო,მაგრამ გაზომეთ თუ არა სიჩქარეები ლულიდან მოშორებულ სხვადასხვა მანძილებზე, შეიძლება აქ მივიღოთ სიჩქარეების ვარდნა.
ისე მახსოვს ,რომ ჯორჯიკამაც მითხრა,მოდერი ტყვიის ტრაექტორიაზე მოქმედებსო ,ეტყობა გასინჯული აქვს. გამოდი რომ თუ ტრაექტორიაზე მოქმედებს ზნაჩიტ სიჩქარე იცვლება .
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jun 21 2010, 08:18 AM
პოსტი #75


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ja_ja
ციტატა(ja_ja @ 20th June 2010 - 11:25 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
tengo
თენგო ეგ რა სურათია??? შენ ის მოიტა შენ რა გააკეთე, ეგ სისულელეა, ეგრე ცალკე გვაქვს განყოფილება სადაც მთელი ნახაზების კოლექციაა, მაგრამ ვინ რა გააკეთა კონკრეტულ სიტუაციაში ეგ უკვე სხვა საკითხია

ჩემი გაკეტებული შენს გაკეთებულს არ შეედრება ,რადგანაც მე მაგის გასაკეთებელი სტანოკი არა მაქვს და რაღაცის იმიტაციას ვცდილობ შიშველი ხელებით ,შენ კი შეგიძლია შენს დაზგაზე გააკეთო და დაგვატკბო ნამუშევრებით თუ ამას მოისურვებ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 21 2010, 08:37 AM
პოსტი #76


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



tengo
ციტატა(tengo @ 21st June 2010 - 09:18 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჩემი გაკეტებული შენს გაკეთებულს არ შეედრება ,რადგანაც მე მაგის გასაკეთებელი სტანოკი არა მაქვს და რაღაცის იმიტაციას ვცდილობ შიშველი ხელებით ,შენ კი შეგიძლია შენს დაზგაზე გააკეთო და დაგვატკბო ნამუშევრებით თუ ამას მოისურვებ

მე ჯერ საერთოდ არ გამიკეთებია და თუ გავაკეტებ აუცილებლად დავდებ შედეგს.




მოკლედ ეს თემა მარაზმს დაემსგავსა. მე პირადი ჩემი გადაწყვეტილება მაქვს და მომავალში რაიმეს თუ დავდებ ჩემი პირადი გადაწყვეტილება იქნება, ეს წყეული კანონი ვიცი და ვიცი როგორც აღიქვავთ, ნუღა შემახსენებთ, დანარჩენებმა ტქვენთვის გადაწყვიტეთ რა და როგორ. ჩემთვის სტრაუსის პოზა მიუღებელია და ერთერთი მიზეზი ამ ფორუმზე გადმობარგების ეგ იყო რომ თავისუფლად შემეძლო ინფოს დადება და გაზიარება და არ ვიყავი განს.გე-სავით შეზღუდული.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jun 21 2010, 08:53 AM
პოსტი #77


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ja_ja
ციტატა(ja_ja @ 21st June 2010 - 09:37 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მე ჯერ საერთოდ არ გამიკეთებია და თუ გავაკეტებ აუცილებლად დავდებ შედეგს.




მოკლედ ეს თემა მარაზმს დაემსგავსა. მე პირადი ჩემი გადაწყვეტილება მაქვს და მომავალში რაიმეს თუ დავდებ ჩემი პირადი გადაწყვეტილება იქნება, ეს წყეული კანონი ვიცი და ვიცი როგორც აღიქვავთ, ნუღა შემახსენებთ, დანარჩენებმა ტქვენთვის გადაწყვიტეთ რა და როგორ. ჩემთვის სტრაუსის პოზა მიუღებელია და ერთერთი მიზეზი ამ ფორუმზე გადმობარგების ეგ იყო რომ თავისუფლად შემეძლო ინფოს დადება და გაზიარება და არ ვიყავი განს.გე-სავით შეზღუდული.

ჯაჯა გაასუფთავე ეს თემა ბევრი სისულელესგან. ყველაფერზე ვისაუბროთ,მოდერებზეც რა პრობლემაა,მხოლოდ ერთადერთი ,მოდერის ნახაზებსა და დამზადებას ნუ დაუწყებთ საქვეყნო რეკლამირებას, ამ საიტში როგორც დიდი ისე ბავშვიც ,როგორც გიჯი ისე ჭკვიანიც შემოდის და შეიზლება ვინმემ ეს ინფორმაცია ცუდ საქმეში გამოიყენოს და საბოლოოდ ეს ფორუმი გახდება ამ საქმის ხელშემწყობი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 21 2010, 09:36 AM
პოსტი #78


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



tengo
ციტატა(tengo @ 21st June 2010 - 09:53 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჯაჯა გაასუფთავე ეს თემა ბევრი სისულელესგან. ყველაფერზე ვისაუბროთ,მოდერებზეც რა პრობლემაა,მხოლოდ ერთადერთი ,მოდერის ნახაზებსა და დამზადებას ნუ დაუწყებთ საქვეყნო რეკლამირებას.

მემგონი რასაც ვამბობ არავის არ ესმის, ამ ტემას კი გავწმინდავ, მაგრამ ის რაც შენ დაწერე სტრაუსოს პოზაა.. ანუ მოდი ჩვენთან ნუ იქნება ბავშვები შემოდიან, მერე რა??

როგორ სხვა საიტი არ არსებობს სადაც ნახასები იშოვება?? როგორ შენ რა ნახაზიც დადე შენი პირადი წიგნიდანაა ამორებული რომელიც პირადად შენ მოიფიქრე?? საერთოდ გამაცოფა ბოლო ფრაზებმა:

ციტატა(tengo @ 21st June 2010 - 09:53 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ამ საიტში როგორც დიდი ისე ბავშვიც ,როგორც გიჯი ისე ჭკვიანიც შემოდის და შეიზლება ვინმემ ეს ინფორმაცია ცუდ საქმეში გამოიყენოს და საბოლოოდ ეს ფორუმი გახდება ამ საქმის ხელშემწყობი.


რავა პარლამენტში დაიწყე მუშაობა??? რა უაზრობა ტექსტია? არ მივცეთ კანონმორჩილ მოქალაქეებს უფლება პისტოლეტი ტირამდე მიიტანონ და საკუთარი იარაღით ივარჯიშონ!, იმიტომ რომ ეს ხელს შეუწყობს კრიმინალს იარაღით იაროს ქუჩაში.

და რას ვიღებთ შედეგად?? კრიმინალი მაინც იარაღით დადის, ხოლო კანონმორჩილი სახლში ზის და იმის მაგივრად რომ თავდასაცავად გასროლა დაამუღამოს, შეიძლება მის სახლში ვიღაცის შეჭრისას საკუთარი იარაღიდან კრიმინალი კი არა საკუთარი თავი დააზარალოს!!!

რა გჭირთ ხალხნო? გავრეკე, თქვენ რეალურად გჯერავთ რომ მხოლოდ ჩვენი ვაი ინფოზე და უჭკუო ახალბედა ნახაზების იმედზეა მთელი კრიმინალი? რა იყო თქვენ აღმოაჩინეთ პირველად მოდერი? დიდი ბოდიში, მაგრამ, ეს ან პანიკური შიშია, ან ....

ვგიჟდები რატომ ხუჭავთ თვალებს იმაზე რომ მზე არსებობს? პროსტა ნივიჟუ დავურტყათ და ეგებ და სირცხვილით ჩაქრეს???? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

თუ პროსტა კაი ბიჭის პონტი გვიჭირავს, ვინმე თუ შემოვიდა, იმის თვალში მე კარგ ტიპად უნდა გამოვჩნდე რომ კაი საქმისკენ მოვუწოდებო.

სხვა კი არაფერი დავწერე ზემოთ, მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და ნუღა მიმითითებთ ამა თუ იმ უაზრო საფუძველს მეთქი. მოყვანილი საფუძველი კი სუპერ უსუსურია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Jun 21 2010, 09:53 AM
პოსტი #79


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ja_ja
ციტატა(ja_ja @ 21st June 2010 - 10:36 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რავა პარლამენტში დაიწყე მუშაობა??? რა უაზრობა ტექსტია? არ მივცეთ კანონმორჩილ მოქალაქეებს უფლება პისტოლეტი ტირამდე მიიტანონ და საკუთარი იარაღით ივარჯიშონ!, იმიტომ რომ ეს ხელს შეუწყობს კრიმინალს იარაღით იაროს ქუჩაში.

და რას ვიღებთ შედეგად?? კრიმინალი მაინც იარაღით დადის, ხოლო კანონმორჩილი სახლში ზის და იმის მაგივრად რომ თავდასაცავად გასროლა დაამუღამოს, შეიძლება მის სახლში ვიღაცის შეჭრისას საკუთარი იარაღიდან კრიმინალი კი არა საკუთარი თავი დააზარალოს!!!

რა გჭირთ ხალხნო? გავრეკე, თქვენ რეალურად გჯერავთ რომ მხოლოდ ჩვენი ვაი ინფოთი და უჭკუო ახალბედა ნახაზების იმედზეა მთელი კრიმინალი? რა იყო თქვენ აღმოაჩინეთ პირბველად მოდერი? დიდი ბოდიში, მაგრამ, ეს ან პანიკური შიშია, ან ....

ვგიჟდები რატომ ხუჭავთ თვალებს იმაზე რომ მზე არსებობს? პროსტა ნივიჟუ დავურტყათ და ეგებ და სირცხვილით ჩაქრეს????

პარლამენტში რომ ვიყო და კანონების შეცვლის შესაზლებლობა მქონდეს,ბევრ რამეს შევცვლიდი ხალხის სასარგებლოდ.არც იურისტი ვარ,რომ ყველა კანონი და ნიუანსები ვიცოდე, მაგრამ ჩვენ რაზედაც ვსაუბრობთ ეს არის უმარტივესი.
მოდი გვეყოფა ამ თემაზე საუბარი და თუ ამ ყველაფერს მიაშლი კარგი იქნება.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Jun 21 2010, 02:47 PM
პოსტი #80


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ნუ გადამრიეთ ეხლა რაა biggrin.gif

მე ვიკითხე, თავი ხომ არ შევიკავოთთქო და უმეტესობამ არაო
ამიტომაც ჩემი მხრიდან პრობლემა მოხსნილია
არ ვეთანხმები, მარა ვემორჩილები უმრავლესობის გადაწყვეტილებას.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

5 გვერდი V  « < 2 3 4 5 >
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th November 2025 - 04:57 PM
Hosted by Pro-Service