![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ სადღაც ერთხელ დავდე ასეთივე მანუალი მაგრამ ფორუმის რომელ სიღრმეშია კაცმა არ იცის, ამიტომაც ცალკე ტემად ვხსნი და მერე თუ რამე აქ განვიხილოთ ხოლმე ეს საკითხები. მე შემოგთავაზებთ ჩემებურ ვარიანტს, თუმცა აქვე დავძენ სხვამ შეიძლება სხვა მიმდევრობით გააკეთოს იგივე საქმე, მოკლედ მესმის ყველასი, მაგრამ ამ ტემაში ნუ იქნება მე ეგრე არ გავაკეთებდი აი ასე უფრო მოხერხებულიაო, ძალიან კაი თუ მოხერხებულია, უბრალოდ მე ვდებ ჩემებურ მიდგომას, თქვენებურ მიდგომაში, მაქსიმუმ ჩემი მიმდოვრობითი ნაბიჯები იქნება გადანაცვლებული, შინაარსი და საბოლოო შედეგი მაინც იგივე იქნება. მოკლედ ვსწავლობთ Amazon.com-ზე საქონლის შეძენას. რა გვჭირდება ამისათვის a) აქტიური პლასტიკური ბარათი, მე პირადად ვიყენებ "საქართველოს ბანკის" Visa Electron-ს, საერთოდ Georgian Card-ის სისტემაში ჩართული ბანკების ყელა ბარათი მუშაობს, მიუხედავად კლასისა და წონისა. პრობლემა აქვს მაგალითად TBC-ს, ზოგიერთს უმართლებს, მაგრამ უმეტესობას მინიმუმ Visa Classic-ის სჭირდება და ხშირად ეგეც არ შველით, არ ვიცი რატომ, მე მაგათ ავტორიზაციის სისტემას UFC-ს ვაბრალებ, მაგრამ ხრენ ივო ზნაიტ რეალში რა ხდება... b) სურვილი რაიმე შეიძინო და პირველადი შიშის გადალახვის თუ სარისკო გადაწყვეტლების მიღება. რეალობაში სარისკო არაფერია, უბრალოდ პირველად ძნელია კაცს რომ არ გაგიკეთებია, მე ჩემი მეგობრები ვინს ასე ვთქვათ ონლაინ შოპინგზე შევსვი ვეღარ ჩამოვსვი ![]() ![]() g) საქართველოში ჩამომტანი გადამზიდავი კომპანიის ამორჩევა, მოკლედ ოხრად არიან, მე პირადად ვიყენებ Barami.us-ს 95% შემთხვევაში, იმიტომ რომ ვეჩნა ისეთ საქონელს უკვეთავ რომ სხვა კომპანიები ხელებს ასავსავებენ დ) ელექტრონული ფოსტა, ნუ წერილები შიპინგზე და ასე შემდეგ ამ მისამართზე მოვა. ახლა კი დავიწყეთ მინი მანუალი 1) შევდივართ მისამართზე Amazon.com და ვხედავთ შესაბამის სურათს ![]() ვაჭერთ მითითებულ მისამართზე და ვიწყებთ რეგისტარციას 2) გადავდივართ გვერდზე სადაც უნდა ჩავწეროთ და ავირჩიოთ შემდეგი პუნქტები ![]() და დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს (იმედია ახსნა საჭირო არაა თქვენ თქვენი ელ ფოსტის მისამართი უნდა ჩაწეროთ) 3) გამოსულ ფანჯარაში შეავსეთ ველები ამდაგვარად ![]() ძირს მიუთითეთ პაროლი და გაიმეორეთ, მერე კი დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს 4) მორჩა რეგისტრაცია გავლილია, გადახვალთ შემდეგ გვერდზე სადაც უკვე თქვენი სახელი და გვარი ეწერება, ან ის სახელი და გვარი რაც მიუთითეთ ![]() 5) ვიწყებთ დაკვეთას, მაგალითად დავუკვეთოთ პარკერის ტაოტი ნასოსისთვის ![]() აკრიფეთ საძიებო ველში რაც გინდათ, ან რავი კატალოგით დაიწყეთ არჩევა, მოკლედ როგორც გინდათ მთავარია სასურველი საქონელი იპოვოთ 6) ვიპოვეთ ჩვენი საქონელი ![]() 7) ვაჭერ პირველს და გადავდივარ კონკრეტული პროდუქტის შეძენის მენიუში ![]() მოკლედ აქ პატარა ახსნაა საჭირო, ციფრი პირველი აღნიშნავს გამყიდველ ორგანიზაციას, ამაზონი არის დიდი მარკეტი, სადაც თვითონაც ყიდის თავის საქონელსაც და სხვა გამყიდველებსაც აძლევს საშუალებას, ამჯერად ყიდის რაღაც სხვა კომპანია ციფრი 2 აღნიშნავს საქონლის სუფთა ფასს, მაგრამ როგორც წესი ამაზონის გარდა სხვა მაღაზიები ასევე ტავის ტრანსპორტირების საფასურსაც ამატებენ, ეს ფასი უკვე ჩანს ციფრთან 3, ანუ ჩვენიო ტაოტი ღირს 11.05$, მაგრამ ერთი ცალის გამოგზავნა ჯდება 6.72$, თუ რამდენიმეს უკვეთავთ ტრანსპორტირების, ანუ შიპინგის ფასი იმდენჯერ არ იზრდება, სხვა ალგორითმები მუშაობს, წონა მოცულობა და ფასდაკლება, ხან ცალ-ცალკე ხან ყველა პარამეტრი ერთად, ამიტომაცაა რომ ბევრი ნივთის ერთად დაკვეთა ამცირებს ხარჯებს, ვიდრე ერთი ნივთიც ცალკე დაკვეთა, თუმცა გაითვალისწინეთ თუ ერთი ნივთი ერთი გამყიდველისგანაა და მეორე მეორესგან, მაშინ ორივე მაღაზია თავის შიპინგის ფასებს დაამატებს. ნომერი 4 არის ველი სადაც ირჩევთ რაოდენობას, თუმცა არააქტუალურია, კალათაშიც ნებისმიერ დროს შეცვლით რაოდენობას და ბოლოს ისრით მითითებული ყვითელი ღილაკი რომლითაც საქონელს თქვენს კალათაში აგდებთ. 8) მე ამოვირჩიე 4 ცალი ტაოტი და დავაჭირე ADD to cart საქონელი ჯდება კალათაში და ვიღებთ შემდეგ სურათს ![]() კალათაში შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობა ჩავამატოთ, მერე ამოშალოთ, მოკლედ ითამაშეთ, ეს ჯერ შეძენა არაა, ანუ მაღაზიაში ხართ აირეთ რაღაც თაროდან, არ მოგეწონათ დადეთ და ასე შემდეგ. 9) გადავდივართ შეძენაზე, შეძენის წინ მე ყოველთვის კალათაში შევდივარ დააკვირდით სურათს ![]() ნომერი 1 აღნიშნავს კალათაში გადასასვლელ ღილაკს ნომერი 2 პირდაპირ დაკვეთის პროცესზე გადასვლა კალათის გვერდის ავლით ნომერი 3 დაკვეთის დეტალები, ანუ რა ჯდება ეს 4 ტაოტი შიპინგის და სხვა ხარჯების გარეშე ნუ როგორც ვთქვი მე ვაჭერ პირველ ნომერს და კალათისკენ ჰერი, ჰერი. 10) კალათაში გვაქვს შემდეგი სიტუაცია ![]() ნომერი 1 - კალათაში ჩაგდებული საქონლის წაშლა ან დროებით შესანახად გადადება ისე რომ კალათიდან არ ამოვშალოთ ნომერი 2 - თანხა შიპინგის გარეშე ნომერი 3 - ცალის ფასი და რაოდენობა შიპინგის გარეშე ნომერი 4 - დაკვეთის დაწყება დავაჭირეთ მე 4 ნომერს და დავიწყეთ ყიდვის პროცესი, ანუ მივდივართ მოლარესთან 11) ჯერ მოთხოვნილი იქნება პაროლი ![]() კიდევ ერთხელ მოწმდებით თქვენ ხართ თუ არა ![]() 12) ვავსებთ მისამართს ![]() თქვენ თქვენი სახელი გვარი ჩაწერეთ დანარჩენი მისამართი შტატი ინდექსი და ნომერი იგივე, და დააკვირდით ბოლოში მითითებულ გადამრთველს, სწორედ ეგრე დატოვეთ თუ ამოირჩევთ NO მაშინ საცხოვრებელი მისამართი სხვა გაქვთ და მისაწოდებელი მისამართი სხვა, მოკლედ 2-ჯერ რომ არ ვავსოთ ინფო, ჩავთვალოთ რომ ერთი და იგივე მისამართზე ვცხოვრობთ და ვაგზავნით ტავარს. ვაჭერთ ღილაკს Continue 13) ვირჩევთ მიწოდების ვადებს და მეთოდებს, გაითვალისწინეთ რაც უფრო ჩქარა მოინდომებთ მიღებას, მით უფრო მეტი ჯდება ტრანსპორტირების ანუ შიპინგის ხარჯები. თუ საქონელს პირდაპირ ამაზონი ყიდის, აქ გექნებათ უფასო მიწოდების ამორჩევის საშუალებაც. ![]() ნუ ჩვენს შემთხვევაში ეს ფირმა უფასო შიპინგს არ გვთავაზობს 14) გადავდივართ ბარათის მითითების ფანჯარაზე, დააჭირეთ ღილაკს ADD ![]() 15) ბარათის პარამეტრები სწორედ შეავსეთ, ანუ სახელი გვარი ბარათზე, ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა ![]() ბოლოს დააჭირეთ ისრით მითითებულ ღილაკს 16) როდესაც მიიღებთ ასეთ ფანჯარას ![]() 17) მორჩა ბოლო ფანჯარაზე ვართ ![]() აქ უკვე ხედავთ სად აირჩიეთ საქონლის გაგზავნა, მიწოდების მეთოდი, რა ჯდება თითო, მარჯვენა მხარეს გვაქვს მთელი ხარჯების ჩამონათვალი საქონელი ჯდება 44,20 შიპინგი 7,40 სულ დასაბეგრ თანხამდე 51,60 პლიუს დაბეგვრა 3,60 სულ ხარჯი 55,20 სხვათაშორის ამაზონზე რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ეს პირველი კომპანია შემხვდა რომელიც ბეგარას მახდევინებს, ყველა სხვა მაღაზია დასაბეგრ თანხას არ მაწერს. მოკლედ ვაჭერთ ისრით მითითებულ ღილაკს 18) მორჩა დაკვეთა მიღებულია და ვხედავთ ეკრანს ![]() შეგიძლიათ ლოგოს დააჭიროთ და საწყისზე დაბრუნდეთ ან თქვენს ექაუნთში შეხვიდეთ 19) ამასობაში რეგისტარციის დროს მითითებულ ფოსტაზე მოდის წერილი ![]() წერილში გექნებათ იგივე ინფო, პლიუს დაკვეთის ნომერი, არ აგერიოთ ეს არ არის ტრეკინგის ნომერი, ეს არის მაღაზიის ჩეკის ნომერი. მოგვიანებით მოვა მეორე წერილი რომელშიც იქნება ნახსენები რომ ტვირთი გამოგზავნილია და თქვენი საფოსტო გზავნილის ტრეკინგის ნომერი ესა და ესაა. 20) ვბრუნდებით ამაზონზე და შევიჭყიტოთ ექაუნთში ![]() ვაჭერთ ორდერს 21) გავდივართ ავტორიზაციას ![]() 22) ვნახულობთ ჩვენს დაკვეთებს ![]() ამჯერად ერთი დაკვეთა მაქვს, შემიძლია ვნახო სტატუსი, ან ამოვბეჭდო ინვოისი და ასე შედმეგ, დააკვირდით ისრით მითითებულ ღილაკს, მისი მეშვეობით შეიძება გამყიდველთან დაკავშირება, მაგალითად თუ დიდხანს არ გამოიგზავნება საქონელი, ან ტრეკინგის ნომერი არ მოვა. ზემოთ დააკვირდით შემოხაზულს, მანდ გამოჩნდება ტრეკინგის ნომერი იმის მერე რაც საქონელი გამოიგზავნება ------------------------------------------------ ახლა დანარჩენი ინსტრუქცია რომელიც ამაზონზე აღარ გამოჩნდება, ამაზონმა მოგვყიდა საქონელი და ვსიო. ამაზონის დაკვეთის გაკეთებისას ამაზონი 1$-ს დაგიბლოკავთ ბარათზე, ამით ამოწმებს შეუძლია თუ არა თანხის აღება, ეს 1$ განიბლოკება 30 დრეში და ანგარიშზე დაგიბრუნდებათ. ძირითადი გადასახდელი თანხა ჩამოიჭრება, ან დაკვეთიდან რამდენიმე წუთში, ან რამდენიმე საათში, ან დრეში, დამოკიდებულია იმაზე თუ როდის გამოიგზავნება დაკვეთა, მაგალითად წინაზე ტაოტების დაკვეთისას თანხა ჩამომაჭრა ამაზონმა 3-4 დღის მერე, და შესაბამისად 4 დღის მერე გამოაგზავნა საქონელი, დღევანდელ დაკვეთის დროს თანხა დაკვეთიდან 15 წუთში ჩამომაჭრა. მოკლედ მანდ ლოგიკა ცოტა არ იყოს გაუგებარია კაი მოკლედ ტრეკინგის ნომერი მოვა მოგვიანებით, ვნახათ ფოსტაში, ან მითითებულ გვერდზე, ან თუ ვერ მიიღებთ მიწერთ მაღაზიას და ის მოგწერთ რომ თქვენი ტრეკინგის ნომერი არის ესა და ეს. ახლა ელოდებით როდის ჩავა თქვენი ამანათი გადამზიდავთან, ჩემს შემთხვევაში ბარამში, ტრეკინგის ნომრით შეგიძლიათ გადამზიდავის საიტზე ადევნოთ თვალი როდის ჩავა ბარამში საქონელი, ბარამში როდესაც ჩავა და UPS-ის ან USPS-ის საიტზე დაიწერება Delivered ეს ნიშნავს რომ ბარამის წარმოამდგენელმა ტავარი ჩაიბარა. სემდეგ ქართული კომპანიაა და განახლება ეგრე უცებ აღარ მოხდება ![]() მოკლედ მეორე ან მესამე დღეს -ზე, ვწერთ ჩვენს სახელ ან ტრეკინგ შესაბამის ველებში და ვნახულობთ რა სტატუსები იწერება და რა თანხებია გადასახდელი. ![]() მაგალითად აქ ჩანს რომ ჩემი მიმდინარე დაკვეთა გზაშია (Transit მაგას ნიშნავს), წონა არის ჩემი ამანათის 2 კილო და გადასახდელი მაქვს 18$ როდესაც საქართველოში ჩამოვა საბაჟოს გაივლის და მზად იქნება ასაღებად, მაშინ დაეწერება Tbilisi ამ დროისთვის საქართველოს ბანკში უნდა ვიყო უკვე მისული და უნდა მქონდეს გადახდილი 18$-ის ექვივალენტი ლარებში, კურსი ყოველდღე წერია თუ რა კურსით იღებს ბარამი თანხას, თუ თქვენ გარე ბუტკების კურსით გადაიხდით, საქონლის აღებისას შეიძლება კამათი მოგიწიოთ რომ 5-10 თეთრი კიდევ გადასახდელი გაქვთ, ამიტომაც თვალყური ადევნეთ ბარამის კურსებს, რომ მიმდინარე თარიღი ეწეროს და რა კურსიც იქნება იმ კურსით უნდა გადაიხადოთ შესაბამისი თანხა. გადახდისთვის მიდიხართ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და ანგარიშზე 274406902 რომელიც ეკუთვნის Baramidze Corp-ს (შეიძლება გადასამოწმებლად დაგჭირდეთ ეს ინფო), რიცხავთ საჭირო თანხის რაოდენობას ხოლო დანიშნულებაში კი ოპერატორს აწერინებთ: ამანათის ტრანსპორტირება xxxxxx x-ებს ჩაანაცვლებთ თქვენი ამანათს ტრეკინგის ბოლო 6 ციფრით, მეტი საჭირო არ არის, ოპერატორი აიბნევა და თან ბარამი მაინც ბოლო 6 ციფრს იყენებს, ასე რომ ნურც იწვალებთ და ნურც ოპერატორს აწვალებთ მოკლედ როდესაც თბილისი ეწერება თქვენს ამანათს, მიდიხართ გადამზიდავის ოფისში, აძლევთ თქვენი გადახდის ქვითარს სადაც ამანათის ტრეკინგის ბოლო 6 ციფრი წერია, პერსონალი ჩადის საწყობში პოულობს ამანათს, იტოვებს ქვითარს, გაწერინებთ ხელს რომ მიიღეთ ამანათი და მოდიხართ სახლში ბედნიერი. არ დაგავიწყდეთ პირადობის მოწმობის წაღება, ისე ამანატს არ გამოგატანენ მოკლედ ყველაზე კაი შემთხვევაში დაკვეთის ღილაკის დაჭერიდან საქონელი თბილისში 2.5 კვირაშია, გაჭიმულ შემთხვევაში 3-3.5 კვირაში და ცუდ შემთხვევაში 4-5 კვირაში. ჩვენი საბაჟოს ოპერატიულობის გამო მინიმუმ 1 კვირა ამანათები საბაჟოზე ისვენებენ. ანუ მაგალითად ნაწილი ჩემი ამანათები გუშინ ანუ ორშაბათს ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ საბაჟო გადამზიდავს არ გამოატანს სანამ არ გადაამოწმებს ყველაფერს, ეს ბედნიერება მოხდება პარასკევს ან შაბათს. შესაბამისად სანამ გადამზიდავი ამდენ ამანათს მოიტანს საწყობში დაახარისხებს... მოკლედ გაცემას იწყენებ ორშაბათს. ასე რომ გამოდის, ორშაბათს ჩამოსული საქონელი შემდეგ ორშაბათამდე აქ არის, მაგრამ თქვენთან არ არის ![]() ვსიო, იმედია მორჩა ამ თემაზე საუბარი და ჩემს ბარათსაც მოძვრება დამატებითი სამუშაოები ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#101
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,232 რეგისტრ.: 1-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D წევრი №: 33 ![]() |
ციტატა(Kakhaber @ Jun 6 2010, 11:35 PM) ჯაჯა ეს შენ ასწავლე ბარონს დაკვეთა ამაზონიდან მთელ ორი სათი რო ამუღამებდა მერე ოე კობრა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#102
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
bazuka Power_VANO რავი აი ეხლა აი ეს მაილ-ი მომივიდა უსა2გეორგიადან. gmadlobt rom dagvikavshirdit, tu fosta shabat-kviras movida, ratqmaunda ver moxdeboda msgasvi amanatis datoveba radgan ofisi da sackobi amerikashi daketilia. es chveulebrivi movlenaa da xshirad xdeba rom shabats mainc modis fostalioni radgan saxli gonia. aset shemtxvevebshi fostalioni datovebs shetkobinebas da amanats ukan caigebs. shemdeg chveni carmomadgenlebi daukavshirdebian orshabats an maximum samshabats rom amanati kvlav moitanon da ar iqneba problema. rogorc cesi UPS, USPS, Fedex, DHL es fostebi 3 jer mainc ecdebian rom moitanon amanati misamartze. sanerviulo araperia, kvelaperi kargad iqneba. ------------------------- USA2GEORGIA LLC GLS Group 14 Mitskevichi st. www.USA2GEORGIA.com sales@usa2georgia.com Call Centre: 42-18-18 შეკითხვის დეტალები =================== შეკითხვის ნომერი:APA-895979 განყოფილება:USA2Georgia პრიორიტეტულია: Normal სტატუსი: On Hold ------------------------- მგონი სანერვიულო არაფერია ამ შემთხვევაში?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#103
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
თუ დაუკავსირდებიან ეგენი და მიატანინებენ, მაშინ არაფერი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#104
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 8-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia წევრი №: 352 ![]() |
Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 6th June 2010 - 08:17 PM) ხლა მოხვდი საკმაოდ ცუდ ამბავში. ანუ USPS-მა სცადა უსა2გეო-ს მისამართზე მიტანა, მაგრამ როგორც ჩანს, არ დახვდნენ ადგილზე ან ოფისი დაკეტილი იყო ვიკენდზე. ჰოდა წაიღო ამ USPS-მა ეს გზავნილი და დადო თავისთან. როგორც მე ვიცი, ეგეთ დროს USPS-ი გამომგზავნთან უკან არ აბრუნებს გზავნილს და არც ხელმეორედ მიაქვს მისამართზე თავისი ნებით. ანუ გზავნილს თუ არავინ წამოიღებს, იკარგება! ახლა გაქვს შენ 2 ვარიანტი: 1) დარეკო USPS-ში სასწრაფოდ, უთხრა შენი ტრეკინგის კოდი და სთხოვო, რომ ხელმეორედ მიიტანონ უსა2გეო-ს ოფისში. 2) დაურეკო უსა2გეო-ს და სთხოვო რომ შენი ამანათი აიღონ (ამაზე მგონი რომ არ დაგთანხმდებიან, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მაგათზე მხოლოდ ამანათის მიღების შემდეგ გადადის). ასე რომ, დროზე დარეკე USPS-ში თუ არ გინდა რომ დაკარგო საერთოდ ეგ გზავნილი და მაგაში გადახდილი ფული. შაბათ-კვირას ვერ ტოვებენ მარა მერე ორშაბათ მაქსიმუმ სამშაბათს უკვე მიტანილია ხოლმე, პრობლემა არაა... თრექინგს დააკვირდი და ნახავ მალე delivered დაიწერება, usa2georgia-ში შეიძლება ერთი დღით გვიან გამოჩნდეს ამანათი
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#105
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
3 საფოსტო კომპანიიდან (ups, usps და fedex) ერთ-ერთი მუშაობს შაბათობითაც, ფედექსი უეჭველი ვიცი რომ არა, მარა დარჩენილი 2 დან რომელი ეგ არ მახსოვს. შედი usps-ის ბმულზე და ნახე აბა როდის იყო დელივერი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#106
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
bazuka USPS-ს აწუხებს ხოლმე მარტო შაბათობით მიტანის აზრი, სხვა კომპანიებს სამუშაო დღეებში დააქვთ.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#107
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
bazuka შაბათს იყო..... Power_VANO ერთით კაია, სამუშაო დღეებში ვინც მუშაობს სახლშიც შეიძლება არ იყოს, ამიტომ შაბათობით უფრო მოსახერხებელია მათთვის..... ყველას მადლობა, მგონი არაა პრობლემა. ყოველშემთხვევაში, უსა2გეორგია ეგრე მეუბნება და რავი...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#108
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,232 რეგისტრ.: 1-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D წევრი №: 33 ![]() |
ციტატა(nihontoman @ Jun 5 2010, 12:46 PM) Der Rote Baron ისა, რა კარგია მართლა ეს შენი პოსტი... მე ჩამოვიტანე ამაზონიდან რეიბანის ვორიორ მოდელი და ცოტა პატარა მომივიდა, ამიტომ გაყიდვა მინდა და თუ გინდა მოგყიდი, გუშინწინ ჩამომივიდა და იმის მერე დევს თავის ყუთში..... მანახე აბა სურათები (რა სათვალეც ჩამომაქვს ის ჩემთვის არ მინდა მარა მაინც ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#109
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
Der Rote Baron ჩემი გადაღებული სურათები არ მაქვს, მარა ისე აი ესაა: ![]() ძაან სერიოზული სათვალეა, უნისექსია. ლინზები აქვს სერიოზული, პოლარიზებულია და საკაიფო რამეა. თვალს აწყნარებს იმენა. პროსტო ჩემს გასიებულ თავს რა ვუთხარი თორე......
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#110
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 8-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia წევრი №: 352 ![]() |
u2g-თი ოპტიკა ჩამოუტანია ვინმეს? ან ოპტიკიანი თოფი?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#111
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
დაივიწყე
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#112
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
Hellados ციტატა(Hellados @ 7th June 2010 - 08:52 PM) u2g-თი ოპტიკა ჩამოუტანია ვინმეს? ან ოპტიკიანი თოფი? არც ერთი და არც მეორე არავის ჩამოუტანია. ოპტიკა ცალკე აკრძალული აქვთ, ოპტიკიანი თოფიც აკრძალული აქვთ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#113
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
ეხლა ვნახე და მისულია ამანათი უსა2გეორგიაში. ზნაჩიტ არ მოუუტყუებიათ.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#114
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 13-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 287 ![]() |
ამერიკულ სიატებზე ან ევროპულზე თუ იღებენ სადებეტო ბარათებს, როცა ბარათის მონაცემები სადაც უნდა ჩაწეროთ თავზე საკრედიტო აწერია და აქაურ სადებეტოს წერ?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#115
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
STIG ციტატა(STIG @ 27th September 2010 - 04:41 PM) ამერიკულ სიატებზე ან ევროპულზე თუ იღებენ სადებეტო ბარათებს ა ხრენ ივო ზნაიტ, ეგ დამოკიდებულია საიტზე! მაგას ასე ფართოდ ყველა საიტის მიმართ ვერავინ გეტყვის. ზოგი იღებს, ზოგი ვენებს იჭრის არაო....
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#116
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 13-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 287 ![]() |
ja_ja კაი მადლობთ ![]() ვცდი და თუ არ მიიღებენ, იმედია არც დაბლოკავენ თანხას ეგრევე.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#117
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,315 რეგისტრ.: 4-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 321 ![]() |
shopzila -ს ჩამოაქ ოპტიკა 100%. თოფი არ ვიცი
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#118
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
STIG ციტატა(STIG @ 27th September 2010 - 04:41 PM) სადაც უნდა ჩაწეროთ თავზე საკრედიტო აწერია და აქაურ სადებეტოს წერ მაიცა ეს ახლა დავაკვირდი რა გიწერია... ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#119
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 13-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 287 ![]() |
delivery address-ი და invoice address-ი თუ განსხვავდება ამას აქვს რამე მნიშვნელობა. ან ეს უკანასკნელი რას ნიშნავს?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#120
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
STIG ციტატა(STIG @ 29th September 2010 - 03:25 PM) delivery address-ი და invoice address-ი თუ განსხვავდება ამას აქვს რამე მნიშვნელობა invoice address- ეგ რაღაც ახალია. სად ხარ რას უთითებ??? არის ორი მისამართი billing და shipping ანუ პირველი საცხოვრებელი, და მეორე მისატანი მისამართი, ხანდახან წერია ხომლე უკვე შექმნილ დაკვეთაში ეს მისატანი მისამართი როგორც delivery address. საცხოვრებელ მისამართში წესით იგულისხმობა შენი ქართული მისამართი, სინამდვილეში კი იგულისხმება, ბარათის გამომშვები ქვეყანა და სად არის მაგ ბარათის ავტორიზაციის ცენტრი ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 12:38 AM |
Hosted by Pro-Service |