გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ახალი თაობის ტყვიები 0.177 კალიბრის პნევმატიკისთვის, ტექნოლოგიები წინ მიდის
ja_ja
პოსტი Feb 13 2010, 11:23 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ესეიგი მოვიძიე საიდუმლო ინფორმაციები, თურმე უკრაინლები კაიხანია მუშაობენ ახალი თაობის ტყვიების გამოშვებაზე, ნუ მაგენი რომ უკვე უშვებენ პრაქტიკულად JSB-ს კოპიო ტყვიებს ყველამ იცის მგონი.

მოკლედ კაიხანია გამოდის Luman-ის სახელით უკრაინული ტყვიები, რომლებიც სადღაც 95%-ით JSB-ს 10.2 გრანიანი ტყვიის ასლი კვალია, მაგრამ როგორც ჩანს ერთ ადგილზე არ დგანან და აგრძელებენ ექსპერიმენტებს.

ამასთან ერთად გამოუშვეს ახალი ჰოლოვპოინტიც, აგერ ორივეს სურათი:





ასე თუ ისე უკრაინლები ადგილზე არ დგანან და საიდუმლოდ მუშაობენ, მაგრამ ხომ იცით Microsoft-ს ეპარება ხოლმე თავისი საიდუმლო "რაზრაბოდკები" , შესაბამისად უკრაინლებთან რომ ინფორმაციის გამოჟონვა გარანტირებულად მოხვდება ხომ იცით.

მოკლედ მძიმე ტყვიების მოყვარულებს მოეწონებათ ალბათ, მაგრამ როგორ უნდა დავიადოთ ჯერ არ ვიცი, ალბათ მოგვიწევს დაცდა სანამ სერიულ წარმოებაში არ წავა ეგ ტყვიები, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ საცალო გამოშვებაზეა საუბარი და სერიული წარმოება წლის ბოლომდე არ იგეგმება.

მოკლედ დავიწყეთ აბა, ნუ აქვე გაფრთხილებთ ოღონდ სურათების ხარისხი... მოკლედ საიდუმლოდ მოპარული ინფოა და საჩქაროდ გადაღებული სურათებია, ასე რომ რიმე ხარისხზე საუბარი არაა.



ექსპერიმენტული ტყვია # 1


ტყვიის წონა არის 0.78 გრამი ანუ 12.03 გრანი

ეს არის სუპერ ექსპანსიური ტყვია, გამოყენებულია Hollow Point-ის ტექნოლოგია, მაგრამ უფრო დახვეწილი ტექნოლოგიით
ტყვიის დეფორმირება 100%-იანად ხდება ბალისტიკურ ჟელეში სროლისას (ხორცის ანალოგია ტესტირების დროს იმითაა კარგი რომ გამჭირვალეა)
ჟელეში მოხვედრისას იწყებს დეფორმირებას და სხეულში იხსნება 12-14 მილიმეტრამდე, შედეგად დამანგრეველი ეფექტი მიიღება



ექსპერიმენტული ტყვია # 2


ტყვიის წონა არის 0.71 გრამი ანუ 10.95 გრანი

სურათზე მარცხენა მხარეს არის CP 10.5-იანი ეს შედარება რომ შესძლოთ

მოკლედ ეს ტყვია არის ასე ვთქვათ ბრონგამტანი, ტყვიის თავად გამოყენებული ლეგირებული უჟანგავი ფოლადის თავი.
ტესტირებისას საწყისი 270 მ/წ სიჩქარისას 30 მეტრიან დისტანციაზე 100%-იანად ხვრეტს 3 მილიმეტრიან ფოლადის ფურცელს.



ექსპერიმენტული ტყვია # 3

ნუ ეს ტყვია 3 ვარიანტში გადის ტესტირებას, სურათზეც სამივე ფორმა ჩანს პროფილით და უკანა მხარით


ტყვიის წონა იცვლება 1.55 გრამიდან 1.95 გრამამდე, ანუ 23.91 გრანიდან 30.09 გრანამდე

წონიდან გამომდინარე გასაგებია რომ ეს არის სუპერ მძიმე ტყვიები, მაგრამ ამავე დროს სამივე ტიპი არის ექსპანსიური.
სამწუხაროდ ამ ტყვიებზე მეტი ინფორმაცია არ არსებობს, ჯერ მიმდინარეობს ჩამოსასხმელ დანადგარებზე ჩალიჩი რომ ერთნაირი ტყვიები გამოდიოდეს და პარალელურად მიმდინარეობს ტესტირება, მაგრამ რატომღაც შედეგები ჯერ უცნობია, თუმცა გასაგებიც არის, ასეთი მძიმე ტყვია ალბათ ლულიდან ძალიან დაბალი სიჩქარით გადის და შედეგები სახარბიელო არც არის.



ექსპერიმენტული ტყვია # 4


ტყვიის წონა 4.68 გრამი, ანუ 72.22 გრანი

ტყვიაში გამოიყენება ვოლფრამის გულაბი, უკან არსებული წითელი სტაბილიზატორი გაკეთებულია პლასტიკატისგან, რომ ტყვიის წინა ნაწილი იყოს მძიმე.
ტყვია ყველანაირ რეკორდს ხსნის ბრონგამტანობაში, ლაბორატორიული ტესტებისას ტყვიამ 230 მ/წ საწყისი სიჩქარისას მოახერხა 8 მილიმეტრიანი ფოლადის ფურცლის გახვრეტა 30 მეტრიან დისტანციაზე. მოკლედ ამ ტყვიას წინ ვერაფერი დაუდგება.
გამოყენების სფერო ალბათ იქნება ყვავებზე ნადირობა, განსაკუთრებით იმ ეგზემპლარებზე ნადირობა რომლებიც ხეს ეფარებიან და პირდაპირი ხედვის ზონაში არ არიან, ხეს გახვრიტავთ და მას ამოფარებულ ყვავს ჩამოხსნით.
თუმცა შეიძლება სხვა გამოყენებაც მოუძებნოთ



ექსპერიმენტული ტყვია # 5
სურათზე შედარებისთვის ისევ CP10.5-ია მოყვანილი


ტყვიის წონა 1.86 გრამი, ანუ 28.70 გრანი

ნუ ეს არ ვიცი, რაღაც საშინელი ტყვიაა biggrin.gif ტრასირებული ფეთქებადი ტყვია.
სროლისთვის საჭიროა ეს ტყვია სპეციალურ პლასტმასის კონტეინერში იყოს ჩადებული (სურათზე ეს კონტეინერი არ არის)
ტყვია 50 მეტრზე სროლისას იძლევა ენით აუღწერელ შედეგს, მაღაზიის გაყინულ ქათმებში სროლისას (გაყინული ქათამი გალღობილი იყო რომ მაქსიმალურად რეალურ პირობებში ჩატარებულიყო ტესტირება), ტყვია სხეულს ხლიჩავს, დაფიქსირებულია მინიმუმ 35%-იანი ნაწილების მოძრობა საწყისი სხეულიდან, ზოგიერთ შემთხვევაში საქმე 50%-იან ნაკუწებთან გვაქვს, ანუ ქათმის სხეული 2 ნაწილად იხლიჩება მომენტალურად.

უკვე გარკვეულწილად ფასების შესახებაც იპარება ინფორმაცია, ფასები ჯერ საორიენტაციოა და შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ:

ექსპერიმენტული ტყვია # 1 - ფასი 9.40$ (300 ცალიანი კოლოფი)
ექსპერიმენტული ტყვია # 2 - ფასი 11.25$ (350 ცალიანი კოლოფი)
ექსპერიმენტული ტყვია # 3 - ფასი 11.25$ (250 ცალიანი კოლოფი)
ექსპერიმენტული ტყვია # 4 - ფასი 3.75$ (10 ცალიანი კოლოფი)
ექსპერიმენტული ტყვია # 5 - ფასი 0.55$ (1 ცალის ფასი)

ნუ რა აზრის ხართ???
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   ახალი თაობის ტყვიები 0.177 კალიბრის პნევმატიკისთვის   Feb 13 2010, 11:23 PM
- - foxi   ციტატა(ja_ja @ 14th February 2010...   Feb 13 2010, 11:28 PM
- - geojorjika   ja_ja 1. ვაფასებ შენ მო...   Feb 13 2010, 11:34 PM
- - Der Rote Baron   რა არის უკრიანებელ...   Feb 13 2010, 11:39 PM
- - nihontoman   ვაიმო, აღვშფოთოვან...   Feb 13 2010, 11:44 PM
- - dawiti   ძალიან საინტერესო ...   Feb 13 2010, 11:54 PM
- - geojorjika   dawiti აი ხვალ ჯაჯა გაა...   Feb 13 2010, 11:59 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(geojorjika @ Feb 14 2010, ...   Feb 14 2010, 12:21 AM
- - bazuka   ტფუიიი, თქვენი ნაკ...   Feb 14 2010, 12:25 AM
- - dawiti   ციტატა(giorgi @ 14th February 201...   Feb 14 2010, 12:30 AM
- - geojorjika   dawiti bazuka Der Rote Baron nihontoman foxi ...   Feb 14 2010, 12:35 AM
- - dawiti   geojorjika არ გეშინია თოფ...   Feb 14 2010, 12:38 AM
- - bazuka   დროზე დარეკეთ 03-ზე ...   Feb 14 2010, 12:42 AM
- - cz80   ja_ja ბატონო ჯაჯა, გვა...   Feb 14 2010, 12:43 AM
- - geojorjika   Georgian Airgunners Portal > საერთო...   Feb 14 2010, 12:44 AM
- - cz80   ციტატა(giorgi @ 14th February 201...   Feb 14 2010, 12:45 AM
- - bazuka   ტფუუიიი ჯერ რადრო...   Feb 14 2010, 12:48 AM
- - cz80   ჯაჯ ესენი გამოგრჩა...   Feb 14 2010, 12:51 AM
- - ja_ja   ესეიგი გუშინ დავდე...   Feb 14 2010, 09:41 AM
- - cz80   ციტატა(ja_ja @ 14th February 2010...   Feb 14 2010, 11:40 AM
- - bazuka   ja_ja ზაკაზები გავაკე...   Feb 14 2010, 01:43 PM
- - jjjjkki   იმან როგორ არ დაგა...   May 31 2010, 07:45 PM
- - Leonce   ამ ზღაპრებს ძილის ...   Nov 19 2010, 04:42 PM
- - ja_ja   Leonce ეს ეხლა ნახე   Nov 19 2010, 04:49 PM
- - Leonce   ja_ja აბა ეს ვინ დადო ...   Nov 19 2010, 05:00 PM
- - ReMiNgToN   ესენი გასაგებია მა...   Nov 19 2010, 05:34 PM
- - Allstar   ესენი ყველა 4.5 კალი...   Nov 19 2010, 05:48 PM
- - cz80   ReMiNgToN Allstar ე ბიჯო რა გჭ...   Nov 19 2010, 05:55 PM
- - ja_ja   ReMiNgToN Allstar ვაიმე თქვე...   Nov 19 2010, 08:52 PM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(ja_ja @ 19th November 2010...   Nov 19 2010, 08:55 PM
- - Allstar   ციტატამაშინ 72 გრან...   Nov 19 2010, 08:57 PM
- - ja_ja   giorgi-RW1k77X2 ციტატა(gioxashuri ...   Nov 19 2010, 10:11 PM
- - bazuka   ამ ტემას სანამ არ ა...   Nov 20 2010, 12:58 AM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(bazuka @ 20th November 201...   Nov 20 2010, 09:45 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th June 2025 - 02:01 AM
Hosted by Pro-Service