დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ახალი თაობის ტყვიები 0.177 კალიბრის პნევმატიკისთვის
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
ja_ja
ესეიგი მოვიძიე საიდუმლო ინფორმაციები, თურმე უკრაინლები კაიხანია მუშაობენ ახალი თაობის ტყვიების გამოშვებაზე, ნუ მაგენი რომ უკვე უშვებენ პრაქტიკულად JSB-ს კოპიო ტყვიებს ყველამ იცის მგონი.

მოკლედ კაიხანია გამოდის Luman-ის სახელით უკრაინული ტყვიები, რომლებიც სადღაც 95%-ით JSB-ს 10.2 გრანიანი ტყვიის ასლი კვალია, მაგრამ როგორც ჩანს ერთ ადგილზე არ დგანან და აგრძელებენ ექსპერიმენტებს.

ამასთან ერთად გამოუშვეს ახალი ჰოლოვპოინტიც, აგერ ორივეს სურათი:





ასე თუ ისე უკრაინლები ადგილზე არ დგანან და საიდუმლოდ მუშაობენ, მაგრამ ხომ იცით Microsoft-ს ეპარება ხოლმე თავისი საიდუმლო "რაზრაბოდკები" , შესაბამისად უკრაინლებთან რომ ინფორმაციის გამოჟონვა გარანტირებულად მოხვდება ხომ იცით.

მოკლედ მძიმე ტყვიების მოყვარულებს მოეწონებათ ალბათ, მაგრამ როგორ უნდა დავიადოთ ჯერ არ ვიცი, ალბათ მოგვიწევს დაცდა სანამ სერიულ წარმოებაში არ წავა ეგ ტყვიები, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ საცალო გამოშვებაზეა საუბარი და სერიული წარმოება წლის ბოლომდე არ იგეგმება.

მოკლედ დავიწყეთ აბა, ნუ აქვე გაფრთხილებთ ოღონდ სურათების ხარისხი... მოკლედ საიდუმლოდ მოპარული ინფოა და საჩქაროდ გადაღებული სურათებია, ასე რომ რიმე ხარისხზე საუბარი არაა.



ექსპერიმენტული ტყვია # 1


ტყვიის წონა არის 0.78 გრამი ანუ 12.03 გრანი

ეს არის სუპერ ექსპანსიური ტყვია, გამოყენებულია Hollow Point-ის ტექნოლოგია, მაგრამ უფრო დახვეწილი ტექნოლოგიით
ტყვიის დეფორმირება 100%-იანად ხდება ბალისტიკურ ჟელეში სროლისას (ხორცის ანალოგია ტესტირების დროს იმითაა კარგი რომ გამჭირვალეა)
ჟელეში მოხვედრისას იწყებს დეფორმირებას და სხეულში იხსნება 12-14 მილიმეტრამდე, შედეგად დამანგრეველი ეფექტი მიიღება



ექსპერიმენტული ტყვია # 2


ტყვიის წონა არის 0.71 გრამი ანუ 10.95 გრანი

სურათზე მარცხენა მხარეს არის CP 10.5-იანი ეს შედარება რომ შესძლოთ

მოკლედ ეს ტყვია არის ასე ვთქვათ ბრონგამტანი, ტყვიის თავად გამოყენებული ლეგირებული უჟანგავი ფოლადის თავი.
ტესტირებისას საწყისი 270 მ/წ სიჩქარისას 30 მეტრიან დისტანციაზე 100%-იანად ხვრეტს 3 მილიმეტრიან ფოლადის ფურცელს.



ექსპერიმენტული ტყვია # 3

ნუ ეს ტყვია 3 ვარიანტში გადის ტესტირებას, სურათზეც სამივე ფორმა ჩანს პროფილით და უკანა მხარით


ტყვიის წონა იცვლება 1.55 გრამიდან 1.95 გრამამდე, ანუ 23.91 გრანიდან 30.09 გრანამდე

წონიდან გამომდინარე გასაგებია რომ ეს არის სუპერ მძიმე ტყვიები, მაგრამ ამავე დროს სამივე ტიპი არის ექსპანსიური.
სამწუხაროდ ამ ტყვიებზე მეტი ინფორმაცია არ არსებობს, ჯერ მიმდინარეობს ჩამოსასხმელ დანადგარებზე ჩალიჩი რომ ერთნაირი ტყვიები გამოდიოდეს და პარალელურად მიმდინარეობს ტესტირება, მაგრამ რატომღაც შედეგები ჯერ უცნობია, თუმცა გასაგებიც არის, ასეთი მძიმე ტყვია ალბათ ლულიდან ძალიან დაბალი სიჩქარით გადის და შედეგები სახარბიელო არც არის.



ექსპერიმენტული ტყვია # 4


ტყვიის წონა 4.68 გრამი, ანუ 72.22 გრანი

ტყვიაში გამოიყენება ვოლფრამის გულაბი, უკან არსებული წითელი სტაბილიზატორი გაკეთებულია პლასტიკატისგან, რომ ტყვიის წინა ნაწილი იყოს მძიმე.
ტყვია ყველანაირ რეკორდს ხსნის ბრონგამტანობაში, ლაბორატორიული ტესტებისას ტყვიამ 230 მ/წ საწყისი სიჩქარისას მოახერხა 8 მილიმეტრიანი ფოლადის ფურცლის გახვრეტა 30 მეტრიან დისტანციაზე. მოკლედ ამ ტყვიას წინ ვერაფერი დაუდგება.
გამოყენების სფერო ალბათ იქნება ყვავებზე ნადირობა, განსაკუთრებით იმ ეგზემპლარებზე ნადირობა რომლებიც ხეს ეფარებიან და პირდაპირი ხედვის ზონაში არ არიან, ხეს გახვრიტავთ და მას ამოფარებულ ყვავს ჩამოხსნით.
თუმცა შეიძლება სხვა გამოყენებაც მოუძებნოთ



ექსპერიმენტული ტყვია # 5
სურათზე შედარებისთვის ისევ CP10.5-ია მოყვანილი


ტყვიის წონა 1.86 გრამი, ანუ 28.70 გრანი

ნუ ეს არ ვიცი, რაღაც საშინელი ტყვიაა biggrin.gif ტრასირებული ფეთქებადი ტყვია.
სროლისთვის საჭიროა ეს ტყვია სპეციალურ პლასტმასის კონტეინერში იყოს ჩადებული (სურათზე ეს კონტეინერი არ არის)
ტყვია 50 მეტრზე სროლისას იძლევა ენით აუღწერელ შედეგს, მაღაზიის გაყინულ ქათმებში სროლისას (გაყინული ქათამი გალღობილი იყო რომ მაქსიმალურად რეალურ პირობებში ჩატარებულიყო ტესტირება), ტყვია სხეულს ხლიჩავს, დაფიქსირებულია მინიმუმ 35%-იანი ნაწილების მოძრობა საწყისი სხეულიდან, ზოგიერთ შემთხვევაში საქმე 50%-იან ნაკუწებთან გვაქვს, ანუ ქათმის სხეული 2 ნაწილად იხლიჩება მომენტალურად.

უკვე გარკვეულწილად ფასების შესახებაც იპარება ინფორმაცია, ფასები ჯერ საორიენტაციოა და შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ:

ექსპერიმენტული ტყვია # 1 - ფასი 9.40$ (300 ცალიანი კოლოფი)
ექსპერიმენტული ტყვია # 2 - ფასი 11.25$ (350 ცალიანი კოლოფი)
ექსპერიმენტული ტყვია # 3 - ფასი 11.25$ (250 ცალიანი კოლოფი)
ექსპერიმენტული ტყვია # 4 - ფასი 3.75$ (10 ცალიანი კოლოფი)
ექსპერიმენტული ტყვია # 5 - ფასი 0.55$ (1 ცალის ფასი)

ნუ რა აზრის ხართ???
foxi
ციტატა(ja_ja @ 14th February 2010 - 12:23 AM) *
მაგრამ როგორ უნდა დავიადოთ ჯერ არ ვიცი

ლუგანსკში, სადაც ეგ კამფეტები მზადდება ახლობელიმყავს. blush.gif
geojorjika
ja_ja
1. ვაფასებ შენ მომდომებას და დდი მადლობა რეპორტსითვის smile.gif
2.ეს თემა სადღაც განს.რუ-ზე ვნახე ერთი წლის წინ მგონი smile.gif
3.ეგ ტყვიები შედარებისთვის ომ დევს CP 10.5-ები არ არის უფრო ბარაკუდა ექსტრა ჰევის გავს smile.gif
4. N3 ,N 4 და N 5 ტყვია როგორც ვიცი მხოლოდ 5.5-ი კალიბრსისთვის არსებობს (უფრო სწორედ როცა წავიკითხე უნდა ეარსება smile.gif )
5. რატომღაც ეს ყველაფერი სისულელე მგონია პრაქტიკაშI გამოყენების კუთხით რაში მჭირდება 3-8 მილიმეტრიანი ფოლადის გახვრეტა? ( ამაზეც ძალიან მეპარება ეჭვი რომ გახრვიტოს 8მმ-ანი ფოლადი) და კიდევ ეგეთი ტყვიების გაყიდვა დაშვებულია? ჰოო კიდევ ქათმის ნახევარის აფეთქებას რაც შეეხბეა დამიჯერე როგორი ასაფეთქები ნივთიერებაც არ უნდა იყოს იმ ტყვიაშI ეგეთი პატარა მოცულობის მქონე მასა ვერ შეძLებს მაგას wink.gif biggrin.gif biggrin.gif სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ ამას ვერ დავიჯერებ biggrin.gif biggrin.gif

და ვერ იზ პირველწყარო smile.gif ?
Der Rote Baron
რა არის უკრიანებელბი პნევმატ ომისთვის ემზადებიან? იმენა ზვერი ტყვიებია diablo.gif
აუ ნეტა მაგათგან თითოდან ერთი 100 ცალი მომცა აუ რას ვიჯერებდი გულს გატესტვით მართლა მაგრად მაინტერესებს ელაურად როგორებია
nihontoman
ვაიმო, აღვშფოთოვანბდი, მომწონს ნამეტანი ამის დედა ვატირე.

ძალიან მაგრებია, აი პირველი მართლა მაგარია, მეორე ჩემი ძმის ოცნებაა, მესამეზე რა მოგახსენო, არის რაა, მძიმე იქნება, მარა მაგას მონსტრი თოფი უნდა,
მეოთხე ტანკის ბრონგამტარ ინერციულ ტყვიას მაგონებს, და თუ ეგ ტყვიები წარმოებული იქნება, მა|შინ ნახე შენ პნევმატიკაზე შეზღუდვები.

აი მეოთხე, ეგ არის რაც არის. წონაც ნორმალური ცანს, ფორმაც კარგი არის და რასაც ესვრი იმასაც მოეწონება ნამეტნავად. რა კარგი დიზაინებია, აქამდე სხვებს რატომ არ მოუვიდათ თავში?

გამოდის და ვყიდულობ მოკლედ, სხვა რა აზრის უნდა ვიყო? ყველას ვიყიდი, აი მესამის გარდა (ნამეტანი მოსაწყენი რამეა ამათთან სედარებით)
dawiti
ძალიან საინტერესო ტყვიებია საქართველოში როდისთვის გვექნება ნეტა რომ ტესტირებაც ჩაუტაროთ smile.gif
geojorjika
dawiti
აი ხვალ ჯაჯა გაარკევევს მაგას უკვე მიმოწერა არის ლუმანის ქარხანასთან , ალბათ ოპტპმ დაკვეტა გახდება საჭირო აბა ვის რა გინდათ ჩამოწერეთ დროზე biggrin.gif biggrin.gif

მე თითო პაჩკას ყველას ავიღებ და 10 ცალი ფეთქებადი მინდა პოპულის გაყინულ ქათმებს უნდა დავერიო biggrin.gif biggrin.gif
Der Rote Baron
ციტატა(geojorjika @ Feb 14 2010, 12:59 AM) *
მე თითო პაჩკას ყველას ავიღებ და 10 ცალი ფეთქებადი მინდა პოპულის გაყინულ ქათმებს უნდა დავერიო biggrin.gif biggrin.gif

lol2.gif biggrin.gif
bazuka
ტფუიიი, თქვენი ნაკაიფარი რავთქვი რააა , მეკიდე რეები ვწერე


24.gif 24.gif 24.gif


edited
dawiti
ციტატა(giorgi @ 14th February 2010 - 12:59 AM) *
მე თითო პაჩკას ყველას ავიღებ და 10 ცალი ფეთქებადი მინდა პოპულის გაყინულ ქათმებს უნდა დავერიო

მიდი მიდი დაერიე ოღონდ ჯიბიდან არ გაგივარდეს biggrin.gif
geojorjika
dawiti
bazuka
Der Rote Baron
nihontoman
foxi
ნწ ნწ ნწ მოკლედ რა გაუმაზღარია ადამიანი რა სულ უფრო და უფრო მეტს ითხოვს ამ "ცუანა" თოფისგან biggrin.gif ჰა აარჩიეთ ვის რა გინდათ? თორემ წავა შეკვეთა მალე biggrin.gif biggrin.gif :P
dawiti
geojorjika არ გეშინია თოფის ლულაში რომ აგიფეთქდეს ის ტყვია? bomb.gif bomb.gif bomb.gif
bazuka
დროზე დარეკეთ 03-ზე თორე მგონი ისევ ცუდათაა bomb_phone.gif





:lol:
cz80
ja_ja
ბატონო ჯაჯა, გვაცუცურაკებთ არა? biggrin.gif biggrin.gif
განსზე ამის შესახებ უჟე წავიკითხეეე :P
geojorjika
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
cz80
ციტატა(giorgi @ 14th February 2010 - 01:44 AM) *
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი

ვოტ იმენნო biggrin.gif
მეიდ ინ ფოტოშოპ biggrin.gif
bazuka
ტფუუიიი

ჯერ რადროის აპრილია მარტიც კი არაა ახლოს sad.gif


focus.gif
cz80
ჯაჯ ესენი გამოგრჩა სფეშელ ფორ ქროუ biggrin.gif
ja_ja
ესეიგი გუშინ დავდე ეს სურათები და ქე ვიფიქრე ბოლოში რაცხა მისახვედრს მივაწერ მეთქი, მარა მერე ვიფიქრე უინტერესო იქნებათქვა და დავტოვე ისე რაფრაც იყო biggrin.gif

ესეიგი კაციშვილმა რომ არ შეხედეთ სადაა თემა განთავსებული biggrin.gif მე რომ მართლა ტყვიის რეკლამირებას ან აღწერას ვაკეტებდე დავდებდი ახლა მაგას ფლეიმში?? biggrin.gif ან რამ გაფიქრათ რომ ვოლფრამის გულაბიან ტყვიას ვინმე დაამზადებს პნევმოსთვის (ჯერ ძვირი ლიღონია, მერე ძნელი დასამუშავებელია, ამ მინიატურულ ზომებზე ხომ საერთოდ). არა ვთქვათ და დაამზადეს, ვთქვათ და 4.68 გრამიანი ტყვია 230 მეტრ წამით გაფრინდა (თუმცა არ ვიცი როგორ, ალბათ რეაქტიული ამაჩქარებლებია ლულაში საჭირო), ვთქვათ და მართლაც ხვრიტავს 8 მილიმეტრიან ფოლადს და რელსს შუაზე აპობს..... რისთვის გინდათ ასეთი ტყვია??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif დათვებზე სანადიროდ, თუ რუსების თვითმფრინავების ჩამოსაყრელად???? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif არ ვუარყობ ბოლო იდეა გადასარევია, მარა პნევმატიკა მანდ არ გამოდგება.

ეეეხ საპირველაპრილოდ უნდა დამედო აგი შუტკა და ..... მარა უფრო ნაკლები დაიჯერებდა biggrin.gif

არა აი ბოლო ტყვიამ მაინც არ ჩაგაფიქრათ?? biggrin.gif იმენნა ბამბარდიროვშიკის ყუმბარაა biggrin.gif რომელ აეროდინამიკაზეა საუბარი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

bazuka
ციტატა(bazuka @ 14th February 2010 - 01:25 AM) *
ტფუიიი, თქვენი ნაკაიფარი რავთქვი რააა , მეკიდე რეები ვწერე

აღიარე რა დაწერე რომ ჩაასწორე... კაკრაზ მაგ იდეები მაინტერესებდა. არ გეკადრებათ ბატონო სუპერ მოდერატორო საკუთარი პოსტების წაშლა. smile.gif
cz80
ციტატა(ja_ja @ 14th February 2010 - 09:41 AM) *
არ გეკადრებათ ბატონო სუპერ მოდერატორო საკუთარი პოსტების წაშლა

19.gif 19.gif 19.gif 19.gif 19.gif 11.gif 11.gif 11.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
bazuka
ja_ja
ზაკაზები გავაკეთე, ოღონდ პირველი ორის. დანარჩენები ნეინტერესნო
არადა პირველისნაირი ფორმის ტყვია მართლაც არსებობს smile.gif
WARNer brother
იმან როგორ არ დაგაფიქრათ რო 4 სურათზე ჩრდილები არასწორადაა განლაგებული
Leonce
ამ ზღაპრებს ძილის წინ გადავხედავ ღამე ტკბილად დამეძინება yahoo.gif lol2.gif 19.gif 11.gif 11.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
Leonce
ეს ეხლა ნახე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Leonce
ja_ja
აბა ეს ვინ დადო biggrin.gif განსაკუთრებით მეხუთე სურათი მომწონა პნევმატური ყუმაბარაა biggrin.gif
ReMiNgToN
ესენი გასაგებია მარა ამისთანა მძიმე ტყვიები (მაგალითად #4) რიტი უნდა ისროლო , რომელი პნევმატიკა გაქაჩავს მაგას 250 მ/წ მაინც? ან რამდენი ჯოულია მაგისთვის? 30?
Allstar
ესენი ყველა 4.5 კალიბრია????????????????????????
cz80
ReMiNgToN
Allstar
ე ბიჯო რა გჭირთ,კითხვა გეზარებათ? biggrin.gif

კაიფია პროსტო ეგ ტყვიები..
ნაჩალიჩარია ფოტოჟოპში.. biggrin.gif
ja_ja
ReMiNgToN
Allstar
ვაიმე თქვენ მე გადამრევთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ესეიგი 1 წლის წინანდელი პოსტია მემგონი და თან ფლეიმშია biggrin.gif biggrin.gif ხომ უნდა გაგიჩნდეთ ეჭვი რომ რაცხა ნიტოა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

არა რა დასახვრეტი ვარ, ძველი და ახალი თაობაც შეცდომაში შემყავს რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ReMiNgToN
ციტატა(buybuya @ 19th November 2010 - 06:34 PM) *
მარა ამისთანა მძიმე ტყვიები (მაგალითად #4) რიტი უნდა ისროლო , რომელი პნევმატიკა გაქაჩავს მაგას 250 მ/წ მაინც? ან რამდენი ჯოულია მაგისთვის? 30?

smile.gif ტყვიის წონა 4.68 გრამი, ანუ 72.22 გრანი
კაცოუ biggrin.gif ესეიგი 7.9 გრანმიანს თუ სიტყვაზე ვისვრით 305 მ/წ-ით და ამასობაში იგივე თოფი 10.5-იანს უკვე ისვრის 265 მ/წ-ით, მაშინ 72 გრანიანს ალბათ გაისვრის 101.2 მ/წ-ით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ნუ იდეაში ქე უნდა გაისროლოს თოფმა მარა 100 მეტრი წამშI ხომ წარმოგიდგენია რა იქნება biggrin.gif
giorgi-RW1k77X2
ციტატა(ja_ja @ 19th November 2010 - 09:47 PM) *
არა რა დასახვრეტი ვარ, ძველი და ახალი თაობაც შეცდომაში შემყავს რა


biggrin.gif ეგეც საჭიროა ხანდახან, გამოფხიზლება და ყურადღება... რომ არ მოდუნდეს გონება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მაგრამ,
ციტატა(ja_ja @ 14th February 2010 - 12:23 AM) *
იმ ეგზემპლარებზე ნადირობა რომლებიც ხეს ეფარებიან და პირდაპირი ხედვის ზონაში არ არიან, ხეს გახვრიტავთ და მას ამოფარებულ ყვავს ჩამოხსნით.


აი ამან კი იმენნა დახურა რაა!!!
Allstar
ციტატა
მაშინ 72 გრანიანს ალბათ გაისვრის 101.2 მ/წ-ით

კარგი რეაქცია ვისაც აქ ხელით დიაჭერს ტყვიას biggrin.gif
ja_ja
giorgi-RW1k77X2
ციტატა(gioxashuri @ 19th November 2010 - 09:55 PM) *
აი ამან კი იმენნა დახურა რაა!!!

აჰა, მოგინდა ხომ ამბრაზურას ამოფარებული ამოცნობილი მფრინავი ობიექტების (ანუ ჩვენებურად ამო) ჩამოხსნა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
bazuka
ამ ტემას სანამ არ აღვაგვი მიწისა პირიდან მანამდე არ მოისვენებთ რაა biggrin.gif
giorgi-RW1k77X2
ციტატა(bazuka @ 20th November 2010 - 01:58 AM) *
ამ ტემას სანამ არ აღვაგვი მიწისა პირიდან მანამდე არ მოისვენებთ რაა


რას ერჩი, განსატვირთად ხომ უნდა იყოს რაღაც.
ცოტა ხომ უნდა იმაიმუნოს ადამიანმა :biggrin.gif biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.