|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Oct 13 2019, 06:23 PM
პოსტი
#1
|
||
|
ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 12-October 19 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,446 ქალაქი:თბილისი |
პირველ რიგში ყველას მოგესალმებით. ახალი ვარ ამ ფორუმზე, რამდენიმე კვირაა ყველანაირ ინფორმაციას ვეძებდი პნევმატურ თოფებზე და შემთხვევით გიპოვეთ ამ თოფზე Benjamin Summit NP2 /.177 ცალკე თემას ვერ მივაგენი და იმიტომ ვხსნი ახალს. ეხლა რა მაინტერესებს, მინდა შევიძინო პნევმატური თოფი ჩამოვწერ რა პრიორიტეტებით ვეძებ 1. უნდა იყოს ამ კლასს რაც შეესაბამება "მაქსიმალურად" ზუსტი. საორიენტაციო მანძილი 50 მეტრი. ეს ყველაზე მთავარი პარამეტრია, შესაბამისად არ მინდა ისეთი თოფი რომელიც წარმოუდგენელი ძალით ისვრის ტყვიებს სადღაც 2 გადასატენად უნდა იყოს შედარებით ადვილი კაცმა არ იცის რამდენის გასროლა მომინდება და ყოველ ჯერზე ლულის გადატეხვაზე ჭიდაობა არ მინდა. 3. ზედა ორი პრიორიტეტიდან ვამახვილბ ყურადღებას NP2-ზე ჩემი აზრით უფრო ადვილი გადასატენი იქნება და მიზანში სროლაშიც ნაკლებად შემიშლის ხელს. 4. სასურველია თუ შედარებით მსუბუქი იქნება. 5. ვიზუალს რაც შეეხება ძალიან მომწონს კლასიკური თოფის კონდახის ფორმა. 6. სასურველია თუ ექნება სამიზნეები. ყველა ვარიანტში ოპტიკას დავუყენებ, მაგრამ თავისიც ქონდეს (იყოი რა პურსა მთხოვს თუ წყალსა). 7. ეს შეიძლებოდა ზევითაც დამეწერა NP2 კიდე იმიტომ მინდა როგორც მე ვიცი თავისთვის დამატებით აქ პატარა ამორტიზაცია და შესაბამისად მთლიან ამორტიზაციას კიდე უფრო ამცირებს. კიდე რაც მახსენდება ისე დავწერ. მაინცდამაინც ეს მოდელი იმიტომ ავირჩიე რომ აქვს ასე თუ ისე ის ვიზუალი რაც მე მინდა, სამწუხაროდ სამიზნეები არა აქ. რა მოდელებსაც სამიზნეები აქვთ ან ლულები აქვთ ჩემთვის მიუღებელი ფორმის ან კონდახები. თუ შეგიძლიათ რომ მირჩიოთ როგორი თოფი და მეგობარი იქნება მომავალში. ასევე თქვენ თუ გეგულებათ სხვა ვარიანტები მსგავსი მოთხოვნებით. (ზუსტი, ნპ2, ველური ძალა არ ქონდეს და დატენვა სროლაზე ჭიდაობა არ ჭირდებოდეს, სასურველია სამიზნეები თუ ექნება. არაჩვეულებრივი გამოფენის არ იყოს შესახედავადაც ნუ იქნება მთლად უშნო, კლასიკური თოფის კონდახი და ერთნაირი სისქის ლულა თავიდან ბოლომდე, გაბრტელებების და გამოუცნობი ფორმების გარეშე.) ბევრ თემას გადავხედე ამ ფორუმზე და მაშინვე პირველი კითხვა ჩნდება ბიუჯეტი. რახან ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არა ვარ და ეს თოფი საორენტაციოდ მაქ შერჩეული რაც ღირს გონივრულობის ფარგლებში მისაღები იქნება. კიდე დამავიწყდა პცპ არ მინდა მინდა ზდპ მიახლოებული პცპ-სთან კიდევ აქ რამდენჯერმე ვნახე იარაღი.გე- ზე ურჩევდნენ ნახვას და არ არის საიტზე ბევრი მოდელები. ცოცხალში სად შეიძლება მსგავსი თოფები ვნახო? დღეს ერთ ერთ მაღაზიაში ვიყავი სპეციალურად არ დავწერ საკმაოდ იყო ხალხიც გამყიდველს რომ ვთხოვე თოფი ახლოდან მაჩვენე მეთქი ისე დაიჯღანა თითქოს მთელი ქვეყნის ვალი ქონდა. ნორმალური მაღაზია მინდა სადაც მართლა უნდათ გაყიდვა და არჩევანიც ექნებათ. ინტერნეტში ან ცოტა მოდელებია ან ძველი ვერსიებია.
| |
| > |
|
|
GMT Benjamin Summit NP2 Oct 13 2019, 06:23 PM
userman GMT
ციტატა(tbilisi25 @ 13th Octo... Oct 13 2019, 07:18 PM
GMT ციტატა(userman @ Oct 13 2019, 08... Oct 13 2019, 07:53 PM
giga2010 GMT
მოგესალმებით და ... Oct 13 2019, 07:22 PM
giga2010 GMT
ერთადერთი რაც შ... Oct 13 2019, 08:31 PM
userman GMT
და პცპს , რატომ თვ... Oct 13 2019, 08:55 PM
pilotina ციტატა(giga2010 @ 13th October 20... Oct 13 2019, 09:12 PM
MonSoon GMT
რამოდენიმე ფაქტ... Oct 13 2019, 09:40 PM
GMT მადლობა ყველას
ან... Oct 13 2019, 10:13 PM
aleqsa GMT
მოგესალმები და ... Oct 13 2019, 11:45 PM
vexam ციტატა(aleqsa @ Oct 14 2019, 12... Oct 16 2019, 12:23 PM
ja_ja GMT
მოგესალმები, კეთ... Oct 17 2019, 11:28 AM
aleqsa vexam
ღმერთმა გაგიმა... Oct 17 2019, 07:48 PM
vexam ციტატა(aleqsa @ Oct 17 2019, 08... Oct 19 2019, 11:13 AM
userman ja_ja
ციტატა(ja_ja @ 17th Octobe... Oct 17 2019, 10:46 PM
NRG ნიტროზე ჩემს გამოც... Oct 18 2019, 08:44 AM
vexam ციტატა(NRG @ Oct 18 2019, 09... Oct 19 2019, 11:24 AM
NRG ჰაცანის ნიტროს კი ... Oct 19 2019, 06:34 PM
bubusicha GMT
კეთილი იყოს შენი ... Oct 23 2019, 09:52 PM
Der Rote Baron GMT
Welcome
თუ კარგ ოპტიკ... Oct 24 2019, 12:01 AM
LashaF1 [quote name='GMT' date='Oct 13 2019, 0... Nov 1 2019, 07:03 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th December 2025 - 06:21 PM |
| Hosted by Pro-Service |