|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Oct 22 2009, 12:00 PM
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ მოგეხსენებათ მე დაჩაგრული კაცი გავხდი და დისკო აღარ მაქვს, მაქვს რაღაც დეტალების ნაკრები, მაგრამ სანამ მაგ დეტალებისგან დისკო აეწყობა..... მაგრამ მიუხედავად მაგისა მაწუხებს ერთი უსასრულო პრობლემა, რომელიც ალბათ ბევრ სხვა მომხმარებელსაც აწუხებს, ეს არის რეზერვუარის მოცულობა, სულ რაღაც 105 კუბური სანტიმეტრი, მაშინ როდესაც უმრავლესობა თოფებს აქვთ 160 და მეტი მოცულობის რეზერვუარი, ნორმალურად ითვლება 190-210 კუბი თუმცა შემხვედრია გიგანტური გადაკეთებებიც 260 კუბი და მეტი. მოკლედ მთავარი აზრი არის შემდეგი, გაიზარდოს რეზერვუარის მოცულობა და წნევის დიაპაზონი 250 ბარზე თუ არა 3000PSI-მდე მაინც ავიდეს. თეორიულად ასეთ შემთხვევაში დისკოს ექნება აურაცხელი აგსროლის შესაძლებლობა. ნუ აქვე დავძენ რომ ჯერ რათქმაუნდა თეორიებზე ვისაუბროთ, სამწუხაროდ მასალა გასაკეთებლად არ არსებობს, არ არსებობს ასევე გამოცდილი ხარატი, თუმცა ალაგ ალაგ არის უკვე იდეები ხარატებტან დაკავშირებით, მაგრამ მასალა მაინც ყველაზე მტკივნეული თემა რჩება. ალბათ ბევრი მეტყვით რაღაც ავადმყოფური იდეები გაწუხებსო, მაგრამ შეგახსენებთ JAH-ის ვირთხმინატორს, ხომ აქვს დიდი რეზერვუარი (თუმცა ცოტა მოუხერხებელი იქნება ეგეთი რეზერვუარი დისკოზე). შესაბამისად თუ 1377-ზე შეიძლება მაგისთანაც მიმაგრება, ესეიგი დისკოზეც შეიძლება, ოღონდ შემდეგ საჭირო იქნება კონდახის გადაკეთება, ან რეზერვუარის ახალი ზომებიდან გამომდინარე ახალი კონდახის გაკეთება. გავიხსენოთ როგორ გამოიყურება 1377-ის კიტი ![]() იდეაში რეზერვუარი ექსცენტრულად არის განთავსებული, ანუ დამრტყმელი მექანიზმის მიმართ ცემტრში არ გადის, მაგრამ იძლევა მშვენიერ გამოსავალს. მიუხედავად იმისა რომ იეა წესით წინდახედულმა კაცმა უკვე უნდა დაინახოს, მე ეს ვერ მოვახერხე, არდგან იმ დროს როდესაც JAH-მა ეს სურათი დადო მე ჯერ დისკო არ მქონდა და მიუხედავად 1000-ნაირი დაშლილი სურათებისა, პარალელები დისკოსთან მიმართებაში ვერ გავატარე. ტვინი განათდა მაშინ როდესაც დავინახე QB78-ის მოდიფიკაცია, გადაყვანილი PCP-ში და გახრდილი რეზერვუარი. მოგეხსენებათ დისკო და QB78 ბევრი რანმით გავს ერთმანეთს, შედეგად ის რაც ერთზე მოსულა..... მოკლედ დააკვირდით აბა ამ სურათს: ![]() რა მოგდით თავში??? მე მომდის თავში შემდეგი: ვაკეთებთ ასეთ რეზერვუარს (ჩემის აზრით რედუქტორის ჩაყოლება ურიგო არ იქნებოდა), რეზერვუარი დამთავრდება იმ ადგილზე სადაც ჩვეულებრივ დისკოში გამხსნელი კლაპანია განთავსებული. დისკოზე რეზერვუარი უნდა გადაიჭრას (მესმის ცოტა საშინლად ჟღერს, მაგრამ ვისაც დამატებითი ნაწილები აქვს, იმათთვის შედარებით იოლი მისაღები იქნება აღნიშNული გადაწყვეტილება), რეზერვუარის გადაჭრა უნდა მოხდეს სადრაც იმ ადგილთან ან ცოტა უფრო წინ სადაც მანომეტრი გამოდის. ანუ კაი ნაწილი უნდა დარჩეს, იმისათვის რომ ახალი რეზერვუარის ცილინდრული ნაწილი შესრიალდეს და დაფიქსირდეს. ძველ რეზერვუარს წნევაზე მუშაობა აღარ ევალება, ექნება მხოლოდ ახალი რეზერვუარის დაფიქსირების დავალება. ახალ რეზერვუარზე პლაპნის ადგილთან 1 ან 2 o-Ring-ი იქნება საჭირო რომ გასროლის დროს გამოშვებული ჰაერი ძველ და ახალ რეზერვუარს შორის არ გამოიპაროს. და ბნოლოს რა თქმა უნდა გადასაკეთებელი იქნება კონდახი და რვიანი. ჩემის აზრით რეზერვუარი შეიძლება სიგანეში გაისზარდოს 30-32 მილიმეტრამდე, ხოლო სიგრძე დამოკლდეს რათა იგივე მოდერის გაკეთება მოხსნა პრობლემას აღარ წარმოადგენდეს. ახლა ვჩალიჩობ ნახაზებზე, რაღაც სავარაუდო ვარიანტამდე რომ დავიყვანო და იდოს ფორუმზე კარგ და გემრიელ დრომდე, ანუ როდესაც მასალაც და ხარატიც გაჩნდება და მსურველიც იქნება შესაძლებლი გახდეს შესაბამისი აბგრეიდის გაკეთება. აბა ახლა გამოთქვით თქვენი სურვილები, ვის რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ აღნიშნულ იდეაში?
| |
| > |
|
|
ja_ja Benjamin Discoveri-ს გადიდებული რეზერვუარი Oct 22 2009, 12:00 PM
geojorjika ja_ja
ადრე ვფიქრობდი ... Oct 22 2009, 12:27 PM
nihontoman მომოწონს იდეა, მას... Oct 22 2009, 12:48 PM
ja_ja geojorjika
კაცოუ ყვავებს ... Oct 22 2009, 12:56 PM
nihontoman ციტატარაც შეეხება ... Oct 22 2009, 12:58 PM
geojorjika ja_ja
აი შენ გააკეთე ე... Oct 22 2009, 03:15 PM
ja_ja geojorjika
ციტატა(giorgi @ 22nd ... Oct 22 2009, 03:30 PM
geojorjika ja_ja
მდაა ვნახოთ ვნა... Oct 22 2009, 04:07 PM
Jah ციტატა(ja_ja @ 22nd October 2009 ... Oct 22 2009, 04:29 PM
geojorjika ციტატა(Jah @ 22nd October 2009 ... Oct 22 2009, 04:38 PM
Davitus მე პირადად რეზერვუ... Oct 22 2009, 05:20 PM
Jah ესეიგი, მუშა წნევა ... Oct 22 2009, 05:37 PM
bazuka Jah
ჯაჯა მგონი რეზერ... Oct 22 2009, 06:02 PM
ja_ja Jah
ნუ აპრესოვკას აქ ... Oct 22 2009, 06:40 PM
Jah ციტატა(ja_ja @ 22nd October 2009 ... Oct 22 2009, 07:28 PM
geojorjika Jah
მე წავიკითხე და ი... Oct 22 2009, 07:35 PM
ja_ja მე არ ვეშვები იდეი... Oct 22 2009, 10:07 PM
ja_ja რაც შეეხება აპრესო... Oct 22 2009, 10:32 PM
geojorjika ja_ja
ეგ წყალს აკაჩავ... Oct 22 2009, 11:11 PM
ja_ja geojorjika
ციტატა(giorgi @ 23rd ... Oct 23 2009, 01:25 PM
ja_ja მტააკ. რეზერვუარის... Oct 29 2009, 09:23 PM
geojorjika ja_ja
ფორმულა სწორია ... Oct 29 2009, 09:52 PM
ja_ja geojorjika
ციტატა(giorgi @ 29th ... Oct 30 2009, 10:28 AM
ja_ja ჰოო ვაგრძელებ მოცუ... Nov 6 2009, 10:41 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd December 2025 - 01:11 PM |
| Hosted by Pro-Service |