დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Benjamin Discoveri-ს გადიდებული რეზერვუარი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
ja_ja
მოკლედ მოგეხსენებათ მე დაჩაგრული კაცი გავხდი და დისკო აღარ მაქვს, მაქვს რაღაც დეტალების ნაკრები, მაგრამ სანამ მაგ დეტალებისგან დისკო აეწყობა.....

მაგრამ მიუხედავად მაგისა მაწუხებს ერთი უსასრულო პრობლემა, რომელიც ალბათ ბევრ სხვა მომხმარებელსაც აწუხებს, ეს არის რეზერვუარის მოცულობა, სულ რაღაც 105 კუბური სანტიმეტრი, მაშინ როდესაც უმრავლესობა თოფებს აქვთ 160 და მეტი მოცულობის რეზერვუარი, ნორმალურად ითვლება 190-210 კუბი თუმცა შემხვედრია გიგანტური გადაკეთებებიც 260 კუბი და მეტი.

მოკლედ მთავარი აზრი არის შემდეგი, გაიზარდოს რეზერვუარის მოცულობა და წნევის დიაპაზონი 250 ბარზე თუ არა 3000PSI-მდე მაინც ავიდეს. თეორიულად ასეთ შემთხვევაში დისკოს ექნება აურაცხელი აგსროლის შესაძლებლობა.

ნუ აქვე დავძენ რომ ჯერ რათქმაუნდა თეორიებზე ვისაუბროთ, სამწუხაროდ მასალა გასაკეთებლად არ არსებობს, არ არსებობს ასევე გამოცდილი ხარატი, თუმცა ალაგ ალაგ არის უკვე იდეები ხარატებტან დაკავშირებით, მაგრამ მასალა მაინც ყველაზე მტკივნეული თემა რჩება.

ალბათ ბევრი მეტყვით რაღაც ავადმყოფური იდეები გაწუხებსო, მაგრამ შეგახსენებთ JAH-ის ვირთხმინატორს, ხომ აქვს დიდი რეზერვუარი (თუმცა ცოტა მოუხერხებელი იქნება ეგეთი რეზერვუარი დისკოზე). შესაბამისად თუ 1377-ზე შეიძლება მაგისთანაც მიმაგრება, ესეიგი დისკოზეც შეიძლება, ოღონდ შემდეგ საჭირო იქნება კონდახის გადაკეთება, ან რეზერვუარის ახალი ზომებიდან გამომდინარე ახალი კონდახის გაკეთება.

გავიხსენოთ როგორ გამოიყურება 1377-ის კიტი



იდეაში რეზერვუარი ექსცენტრულად არის განთავსებული, ანუ დამრტყმელი მექანიზმის მიმართ ცემტრში არ გადის, მაგრამ იძლევა მშვენიერ გამოსავალს. მიუხედავად იმისა რომ იეა წესით წინდახედულმა კაცმა უკვე უნდა დაინახოს, მე ეს ვერ მოვახერხე, არდგან იმ დროს როდესაც JAH-მა ეს სურათი დადო მე ჯერ დისკო არ მქონდა და მიუხედავად 1000-ნაირი დაშლილი სურათებისა, პარალელები დისკოსთან მიმართებაში ვერ გავატარე.

ტვინი განათდა მაშინ როდესაც დავინახე QB78-ის მოდიფიკაცია, გადაყვანილი PCP-ში და გახრდილი რეზერვუარი. მოგეხსენებათ დისკო და QB78 ბევრი რანმით გავს ერთმანეთს, შედეგად ის რაც ერთზე მოსულა.....

მოკლედ დააკვირდით აბა ამ სურათს:



რა მოგდით თავში??? მე მომდის თავში შემდეგი:

ვაკეთებთ ასეთ რეზერვუარს (ჩემის აზრით რედუქტორის ჩაყოლება ურიგო არ იქნებოდა), რეზერვუარი დამთავრდება იმ ადგილზე სადაც ჩვეულებრივ დისკოში გამხსნელი კლაპანია განთავსებული.

დისკოზე რეზერვუარი უნდა გადაიჭრას (მესმის ცოტა საშინლად ჟღერს, მაგრამ ვისაც დამატებითი ნაწილები აქვს, იმათთვის შედარებით იოლი მისაღები იქნება აღნიშNული გადაწყვეტილება), რეზერვუარის გადაჭრა უნდა მოხდეს სადრაც იმ ადგილთან ან ცოტა უფრო წინ სადაც მანომეტრი გამოდის. ანუ კაი ნაწილი უნდა დარჩეს, იმისათვის რომ ახალი რეზერვუარის ცილინდრული ნაწილი შესრიალდეს და დაფიქსირდეს. ძველ რეზერვუარს წნევაზე მუშაობა აღარ ევალება, ექნება მხოლოდ ახალი რეზერვუარის დაფიქსირების დავალება.

ახალ რეზერვუარზე პლაპნის ადგილთან 1 ან 2 o-Ring-ი იქნება საჭირო რომ გასროლის დროს გამოშვებული ჰაერი ძველ და ახალ რეზერვუარს შორის არ გამოიპაროს.

და ბნოლოს რა თქმა უნდა გადასაკეთებელი იქნება კონდახი და რვიანი.

ჩემის აზრით რეზერვუარი შეიძლება სიგანეში გაისზარდოს 30-32 მილიმეტრამდე, ხოლო სიგრძე დამოკლდეს რათა იგივე მოდერის გაკეთება მოხსნა პრობლემას აღარ წარმოადგენდეს.

ახლა ვჩალიჩობ ნახაზებზე, რაღაც სავარაუდო ვარიანტამდე რომ დავიყვანო და იდოს ფორუმზე კარგ და გემრიელ დრომდე, ანუ როდესაც მასალაც და ხარატიც გაჩნდება და მსურველიც იქნება შესაძლებლი გახდეს შესაბამისი აბგრეიდის გაკეთება.

აბა ახლა გამოთქვით თქვენი სურვილები, ვის რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ აღნიშნულ იდეაში?
geojorjika
ja_ja
ადრე ვფიქრობდი მაგაზე, ოღOნდ მთლიანი ტრუბის გამოცვლაა მინდოდა და არა რეზერვუარის გადაჭრა , მაგრამ რომ დავთვალე მეგონი საკმაოდ ძვირი გამოდის , მაგ ფასად წესით AA S400 უნდა მოვიდეს , თვითონ ნაწილები კაკ მინიმუმ 200$ მდე დაგიჯდება + ეს კიტი ერთი 150$ მაინც (სავარაუდოდ) + ხარატის სამუშაოები (ახალი რვიანი, დამრტყმელი და ა.შ) ერთი 50-70 ლარი მაინც , + კონდახი ერთი 100 ლარი და კი გამოვიდა 500$ smile.gif თუ რედუქტორს დააყენებ დამატებით 100$ smile.gif იაფი არ არის ნამდვილად , მაგრამ მუღამისთვის ჩალიჩი შეიძლება smile.gif
nihontoman
მომოწონს იდეა, მასალას რაც შეეხება ეს საიტი http://www.mcmaster.com/#titanium/=4629ii ?
მესმის ტიტანი ძვირია, მარა ალუმინითაც შეიძლება. მოაქვთ ოღონდ საქართVელოშუი?
ja_ja
geojorjika
კაცოუ ყვავებს ყველა დავსდევთ და არ შეეშვები კარ-კარ-ის ძახილს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჯერესერთი, კონახის გამოთლის ერთი შემთხვევა გვაქვს, დავითუსმა გამოთალა და არაფერიც არ დაჯდომია, ახლა მე ვაპირებ ხელის გაწაფვას და ჯერ ფიჭვს ან რაღაც ეგეთ რბილ ხეს დავითრევ რომ წავივარჯიშო, ასე რომ კონდახის საკითხი მოვხსენით.

რაც შეეხება დამრტყმელს და რვიანს, დამრტყმელს და ზამბარას არ ვეხებით. ასე რომ ეგ ამოგდე შენი ანგარიშიდან. რაც შეეხება რვიანს მაგაზე ბევრი ვიქიფრე და მარტივი გამოსავალი ვნახე, იღებ ვთქვათ ფოლადს ან ალუმინს ან რავი რაც იქნება, იღებ და ზედ ორ ხვრელს ხვრიტავ, მერე ნელნელა მიყვები და..... აბა დააკვირდი ამ იდეას, თუმცა არსებობს უფრო უკეთესი გამოსავლებიც.



რაც შეეხება რედუქტორს, მაგ საკითხს მე და ბექა იმედია გავჭურავთ როგორც კი დაკვეთილი რედუქტორი ჩამოვა აქამდე, მისი გამოჩარხვა არანაირად არ დაჯდება გადამყიდველების ვარიანტში 100 დოლარი და 100 ევრო, საუბარი ქინება 10-20$-ის ფაქგლებში ალბათ თუმცა წინასწარ ჯერ ვერ ვიტყვი რა და როგრო იქნება.

ნაწილები 200$ რომ დასვი არ იქნება მაგდენი, საუბარი ან დამატებითი რეზერვუარის დათრევაზე (მგონი 18-19$ ღირს და ერთად თუ რამდენიმე დაუკვეთავს დიდი ხარჯიც არ იქნება) ვინც ორიგინალის გაფუჭებას ვერ ბედავს, ან პირდაპირ დისკოს რეზერვუარი რაც იქნება იმის გადაჭრაზეა საუბარი ასე რომ ეს 200$-ის სტატიაც ამოაგდე შენი ხარჯებიდან

რჩება თვითონ რეზერვუარი და მანომეტრი, ეკონომიური პეინტბოლის რეზერვიუარი მაქსიმუმ 15$ ჯდება და გასარკვევი რჩევა ახალი რეზერვუარის მასალის ფასი და ვსიო გაჩარხვა ისევ აქაურ პონტში სიმბოლურ 20-30 ლარზეა მაქსიმუმ საუბარი.

ასე რომ.....

P.S. შეეშვი ყველა შემთხვევაში AA-ს მოყვანას მაგალიტად გინდა ფასში გინდა ტექ მონაცემებში თორემ ჯორჯიკას მაგივრად სხვა ნიკი აგეკიდევა და ქართულად ეგ ნიკი მთლად კარგად არ ჟღერს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
nihontoman
ციტატა
რაც შეეხება დამრტყმელს და რვიანს, დამრტყმელს და ზამბარას არ ვეხებით. ასე რომ ეგ ამოგდე შენი ანგარიშიდან. რაც შეეხება რვიანს მაგაზე ბევრი ვიქიფრე და მარტივი გამოსავალი ვნახე, იღებ ვთქვათ ფოლადს ან ალუმინს ან რავი რაც იქნება, იღებ და ზედ ორ ხვრელს ხვრიტავ, მერე ნელნელა მიყვები და..... აბა დააკვირდი ამ იდეას, თუმცა არსებობს უფრო უკეთესი გამოსავლებიც.

ეკ ყველაზე ნაღდი მეთოდია..
geojorjika
ja_ja
აი შენ გააკეთე ეგ და რა დაგიჯდება ნახავ smile.gif მერე ვილაპარაკოდ მ მაგაზე , სადაც ცუანა რვიანის გაჩარხვაზე ელიავაზე და ლაზერ.გე -ზაე ამდენი მოგთხოვეს რეზერვუარის და პრობკების გაჩარხვაზე რამდენს მოგთხოვენ აზრზე ხარ? smile.gif biggrin.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 22nd October 2009 - 04:15 PM) *
სადაც ცუანა რვიანის გაჩარხვაზე ელიავაზე და ლაზერ.გე -ზაე ამდენი მოგთხოვეს რეზერვუარის და პრობკების გაჩარხვაზე რამდენს მოგთხოვენ აზრზე ხარ?

ეგ პირველი ცდები იყო და პირველი კანალები იყო, კიდევ არაერთი ხარატი იქნება გასასინჯი და აი ბოლო თუ ეს მთელი სიამოვდება მაქსიმუმ 100$-მდე (ხაზს ვუსვავ რომ 100$-მდე და არა 100 დოლარი ან მასზე მეტი იქნება) დაჯდება, მერე ნახე შენ biggrin.gif

კონდახის გამოთლა რომ არაფერი დაჯდება თუ შენ გამოთლი ეგ ხომ 100%-იანია biggrin.gif
geojorjika
ja_ja
მდაა ვნახოთ ვნახოთ smile.gif
Jah
ციტატა(ja_ja @ 22nd October 2009 - 04:30 PM) *
ეგ პირველი ცდები იყო და პირველი კანალები იყო, კიდევ არაერთი ხარატი იქნება გასასინჯი და აი ბოლო თუ ეს მთელი სიამოვდება მაქსიმუმ 100$-მდე (ხაზს ვუსვავ რომ 100$-მდე და არა 100 დოლარი ან მასზე მეტი იქნება) დაჯდება, მერე ნახე შენ

კონდახის გამოთლა რომ არაფერი დაჯდება თუ შენ გამოთლი ეგ ხომ 100%-იანია

ხარათი და დანარჩენი გასაგებია, მაგრამ აი "ოპერესოვკა", ანუ ჰიდროტესტს სად აპირებ???
სადმე თუ ადგილი იცი საქართველოში მიმასწავლე. მხოლოდ მაგიტომ არ გამიკეთებია ჯერ რეზერვუარი აქ, რომ "ოპრესოვკას" ვერ სად გავაკეთებ ვიცი, და ამ ჰიდრო ტესტის გარეშე, უბრალოდ ამოჩარხულ რეზიკში 100 ატმ.-საც არ დავტუმბავ იმიტომ რომ ეს = თვითმკვლელობა...
geojorjika
ციტატა(Jah @ 22nd October 2009 - 05:29 PM) *
უბრალოდ ამოჩარხულ რეზიკში 100 ატმ.-საც არ დავტუმბავ იმიტომ რომ ეს = თვითმკვლელობა...

+1
Davitus
მე პირადად რეზერვუართან ყველანაირი ჩარევისგან ტავს შევიკავებდი, 200 ატმოსფერო უხკვე ხუმრობა აღარაა... ნიახური ხომ არა ვააარ biggrin.gif
Jah
ესეიგი, მუშა წნევა თუ გინდა 250ატმ, რეზერვუარი უნდა იდგეს ჰიდროტესტზე, დატუმბული 400-450 ატმოსფეროზე (როგორც წესია ზეთით ან წყლით კეთდება), 2-3 დღე, და თუ ამის მერე რეზერვუარმა არ განიცადა პლასტიკური დეფორმირება... მხოლოდ ამის შემდეგ უსაფრთხო იქნება მაგის 250 ატმ.-ზე მუშაობა...
მე საერთოდ რისკიანი ადამიანი ვარ... მაგრამ ამ შემთხვევაში, "Славик, чё то я очкую..." biggrin.gif
bazuka
Jah
ჯაჯა მგონი რეზერვუარის გაკეთებაზე არ საუბრობდა, მგონი რიგი მიზეზების გამო ამოაგდო ეგ იდეა. და საუბარი იყო ქუბის მზა რეზერვუარზე
ja_ja
Jah
ნუ აპრესოვკას აქ ვერ გავაკეთებ ეგ ფაქტია, მაგრამ მე ახლა სხვა არღაცამ დამაინტერესა, დავიჯერო რუსები რომ აკეტებენ რეზიკებს ყველას სათითაოდ ტესტავენ 2-3 დღის განმავლობაში 400-450 ატმოსფეროზე? ეჭვი მეპარება. განს.რუ-ზე ვნახე ერთმა საერთოდ მილები დაუკვეთა ქარხნულად გამსზადებული 4 მილიმეტრიანი კედლებით. მგონი სწორედ მაგისთვის დაუკვეთა და სხვებს სთავაზობდა რომ სათითაოდ არ ტესტო.

მე რასაც გგეგმავ ჯერჯერობით ეს იქნება მარადიორის გადაჭრილი რეზერვუარი (მანომეტრის ხვრელთან გადავჭრი, ან უფრო დავამოკლებ), წინიდან რეზბა უკვე აქვს და მხოლოდ უკნიდან იქნება რეზბა მოსაჭრელი, ახლა არ მითხრათ მაგასაც ვერავინ გააკეთებსო!!! biggrin.gif რეზერვუარი 25$-ზე მეტი არ დაჯდება. პრობკების გამოთლა რავიცი ახლა არ მითხრათ მაგასაც აპრესოვკა და ვაი დედა სჭირდება smile.gif
Jah
ციტატა(ja_ja @ 22nd October 2009 - 07:40 PM) *
ნუ აპრესოვკას აქ ვერ გავაკეთებ ეგ ფაქტია, მაგრამ მე ახლა სხვა არღაცამ დამაინტერესა, დავიჯერო რუსები რომ აკეტებენ რეზიკებს ყველას სათითაოდ ტესტავენ 2-3 დღის განმავლობაში 400-450 ატმოსფეროზე?

ნამდვილად დაიჯერე... ნუ ზოგი 1 დღე-ღამეს ტოვებს ზოგი 3-4 დღე, მაგრამ 100% მხოლოდ ამის შემდეგ ხდება რეზიკის მუშაობასი გაშვება.
ნუ გაბედული ბიჭები ყველგან არიან, ის ტემა თუ წაგიკითხავს, განს.რუ-ზე მიპინულია პცპ-ში, ქვია "пострелял пробкой из свежеприобретенного резервуара"...
აი ერთმა იყიდა თავისი HW100-ისთვის ხელნაკეთი რეზიკი, რომელიც თურმე არ იყო დატესტილი... ხო და კინაღამ ბავშვი დაშავდა, თვითონაც ბედზე გადარჩა... ხო ბავშვს სმენა მხოლოდ მეორე დღეს დაუბრუნდა...
geojorjika
Jah
მე წავიკითხე და ისიც წავიკითხე ერთამ ჭკვიანმა გარაჟში ჰაერით რომ გაააკეთა აპრესოვკა, რომელიც სამწუხაროდ მსხვერპლით დამთავრდა sad.gif
ja_ja
მე არ ვეშვები იდეის განვითარებას და სიტუაციის დაძაბვას biggrin.gif

აგერ კიდევ ერთი საინტერესო ხედი:



სულ რაღაც 160 კუბური სანტიმეტრი. საკმაოდ პატარა რეზერვუარია, კიდევ ადგილი რჩება გასადიდებლად.
ja_ja
რაც შეეხება აპრესოვკის სტანოკს, როდესაც ყუყურებ ასეთ ვიდეოებს, რაღაც ეჭვი მიჩნდება რომ ყველაფერი იოლია, თან კროსმანის 88 გრამიანი ბალონი ვერ გახეთქა კაცმა 1300 ატმოსფეროზე და აქ შიშებია 200 ატმოსფეროზე. არა ამით კი არ ვამცირებ საშიშროებას, უბრალოდ მინდა ვთქვა რომ არც თუ ისე განსაკუთრებული სისქეა საჭირო რეზერვუარისთვის.

სტანოკის ტესტი

88 გრამიანის გახევის ტესტი 1

88 გრამიანის გახევის ტესტი 2

თუმცა როდესაც ვუყუებ ეს ტიპი როგორ აკაჩავებს წნევას ცოტა არ იყოს ტანში ჟუანტელი მივლის, კაი ვთქვათ და ასეთი რაღაც გავაკეთე, არ გინდა მერე მაგას ხელი მოკიდო და წნევა დააგდო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

P.S. მთლიანი თემა შეგიძლია აი აქ ნახოთ, აპარატის ავტორი არის Константин Е, იცნობთ დისკოს დაშლიდან და ტუნინგიდან, პლიუს განს,რუ-ზეც და უკრაინლების ფორუმზეც ცნობილი ხელოსანია.
geojorjika
ja_ja
ეგ წყალს აკაჩავეს , და სითხე არ არის საშიშI უბრალოდ გაჟონავს და მეტი არაფერი smile.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 23rd October 2009 - 12:11 AM) *
ეგ წყალს აკაჩავეს , და სითხე არ არის საშიშI უბრალოდ გაჟონავს და მეტი არაფერი

იასნია რომ წყალს აკაჩავებს? მარა შენ არ გინახია თვითმფრინავის საბურავების ტესტი???

მანდაც წყლით აკაჩავებენ და ამოწმებენ რამდენ წნევაზე გასკდება. ვეებერთელა დარბაზი აქვთ, საბურავს ფოლადის სქელ კარკასში დებენ, თვითონ ყველაფერი 1 მეტრიანი ბეტონის კედლებითაა შემორტყმული და სასტავი ოთახიდან გასვლისას ვეებერთელა ფოლადის კარებს კეტავს. რამხელა ბახანია გაცილებით ნაკლებ წნევაზე რომ ნახო......
ja_ja
მტააკ. რეზერვუარის მოცულობის გამოთვლა ვინმემ თუ იცით? საუბარი მაქვს ცილინდრის ფორმის რეზერვუარის შიდა მოცულობის გამოთვლა?

მე რაცხა ფორმულა მოვძებნესავით:

სადაც V არის მოცულობა
პი - ისედაც ყველამ ვიცით 3.14-ის ტოლია
r - არის რადიუსი, არ აგერიოთ დიამეტრში
h - არის სიმაღლე.



მოკლედ ამ ფორმულით გამოვთვალე დისკოს რეზერვუარის მოცულობა, ახლოს კი არის, მაგრამ ცნობილ 110 კუბურ სანტიმეტრზე მეტი გამომივიდა.

მოკლედ რეზერვუარის შიდა დიამეტრი არის 1.95 სანტიმეტრი, ესეიგი რადიუსი არის ამის ნახევარი 0,975 სანტიმეტრი. სიგრძე მანომეტრის პრობკიდან ბოლომდე არის 48.7 მილიმეტრი, წინა პრობკა აქედან იპარავს 3.5 სანტიმეტრს ასეიგი შიგნით, მანომეტირ სპრობკიდან წინა პრობკამდე არის 25.2 სანტიმეტრი, აქედან გამომდინარე:
3.14*(0.957*0.975)*45.2=134.92

გამოდის რომ დისკოს ჰქონია 134 კუბიკი და არა ცნობილი 110 კუბიკი, მართალია 110 კუბიკი უკრაინლებისგან ვიცოდი და არა კროსმანისგან... მარა მაინტერესებს მე შევცდი რამეში თუ უკრაინლები??

ნებისმიერ ვარიანტში დასათვლელი მაქვს მარადიორს რამდენი აქვს ამ ფორმულის მიხედვით.
geojorjika
ja_ja
ფორმულა სწორია ცილინდრის მოცულობა ნამდვილად ეგრე ითვლება , რაიმე ხომ არ გვჩება?
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 29th October 2009 - 10:52 PM) *
ფორმულა სწორია ცილინდრის მოცულობა ნამდვილად ეგრე ითვლება , რაიმე ხომ არ გვჩება?

რაღა უნდა გამომრჩეს??? მანომეტრის პრობკის კედელი სწორია, რაიმე ამოზნექილ ჩაზნექილი არ აქვს. იგივეა წინა პრობკის შიდა მხარეზეც. შესაბამისად ჰაერის დაგროვების ადგილი არის ამ ორ პრობკას შორის, ახლა ნომინალურ რაოდენობას არ ვთვლი რომელიც მანომეტრის პრობკის ხვრელშია და საბრძოლო კლაპანს შორის (წესით ეგ კიდევ გაზრდის მოცულობას). ჰოოოდა რჩება ეგრე რა 135-140 კუბიკი.

მაგრამ ეგრე გამოდის რომ მარადიორს 215 კუბიკი კი არა გაცილებით მეტი უნდა ჰქონდეს. მოკლედ დავცლი ამ დღეებში რეზერვუარს, მოვხსნი წინა პრობკას და მაგასაც გავზომავ.
ja_ja
ჰოო ვაგრძელებ მოცულობოს გაზომვას, მარადიორში არის რეზერვუარი, რომლის მოცულობა კროსმანის განცხადებით არის 210-215 კუბური სანტიმეტრი.

უკვე ცნობილი ფორმულა ავირე გავზომე რეზერვუარი და....

მაშ ასე დიამეტრი 27.2 ანუ რადიუსი არის 13.6მმ სიმაღლე მანომეტრის პრობკიდან წინა პრობკამდე არის 37.6 სმ

უკვე ცნობილი ფორმულით გამოგვდის:

3.14*(1.36*1.36)*37.6=218.37 კუბურ სანტიმეტრს. ნუ მაქსიმუმ შეიძლება დავამატოთ მანომეტრის პრობკაშია რსებული დიდი ხვრელი რომელიც ალბათ რამდენიმე კუბს დაუმატებს და უხეშად გამოვა 220-225 კუბი.

მოკლედ გამოდის ფორმულა სწორია და უკრაინურ რუსულ ფორუმებზე გავრცელებული ჭორი იმის შესახებ რომ დისკოს 105-110 კუბი მოცულობა აქვს ტყუილი ყოფილა. წინა გადაანგარიშებით უხეშად გამოგვივიდა რომ დისკოს ფქონდა 135-140 კუბი, რომელიც როგორც უკვე ვიცით სინამდვილეს შეესაბამება.

აი ასე ბატონო ჯიმშერ, არ უნდა დაუჯერო სხვებს შენთვითონ უნდა გაზომო ხოლმე smile.gif.

P.S. აქვე გამოვთვლი რედუქტორის ჩადების შემთხვევაში რამდენი ადგილი დაიკარგება ან რამდენი დარჩება. მოკლედ რედუქტორის ჩადების შემდეგ რჩება სიგრძეში ადგილი 34.7სმ, ესეიგი გამოგვდის:

3.14*(1.36*1.36)*34.7=201.52 მემგონი არც თუ ისე დიდი დანაკარგია, 15-20 კუბის მოცულობაში თერულობ სტაბლურობას (მთავარია ავამუშავო ეს სტაბილურობა biggrin.gif ).
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.