გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Benjamin Discoveri-ს გადიდებული რეზერვუარი, აბა ხელ ფეხი ვის გეფხანებათ?
ja_ja
პოსტი Oct 22 2009, 12:00 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ მოგეხსენებათ მე დაჩაგრული კაცი გავხდი და დისკო აღარ მაქვს, მაქვს რაღაც დეტალების ნაკრები, მაგრამ სანამ მაგ დეტალებისგან დისკო აეწყობა.....

მაგრამ მიუხედავად მაგისა მაწუხებს ერთი უსასრულო პრობლემა, რომელიც ალბათ ბევრ სხვა მომხმარებელსაც აწუხებს, ეს არის რეზერვუარის მოცულობა, სულ რაღაც 105 კუბური სანტიმეტრი, მაშინ როდესაც უმრავლესობა თოფებს აქვთ 160 და მეტი მოცულობის რეზერვუარი, ნორმალურად ითვლება 190-210 კუბი თუმცა შემხვედრია გიგანტური გადაკეთებებიც 260 კუბი და მეტი.

მოკლედ მთავარი აზრი არის შემდეგი, გაიზარდოს რეზერვუარის მოცულობა და წნევის დიაპაზონი 250 ბარზე თუ არა 3000PSI-მდე მაინც ავიდეს. თეორიულად ასეთ შემთხვევაში დისკოს ექნება აურაცხელი აგსროლის შესაძლებლობა.

ნუ აქვე დავძენ რომ ჯერ რათქმაუნდა თეორიებზე ვისაუბროთ, სამწუხაროდ მასალა გასაკეთებლად არ არსებობს, არ არსებობს ასევე გამოცდილი ხარატი, თუმცა ალაგ ალაგ არის უკვე იდეები ხარატებტან დაკავშირებით, მაგრამ მასალა მაინც ყველაზე მტკივნეული თემა რჩება.

ალბათ ბევრი მეტყვით რაღაც ავადმყოფური იდეები გაწუხებსო, მაგრამ შეგახსენებთ JAH-ის ვირთხმინატორს, ხომ აქვს დიდი რეზერვუარი (თუმცა ცოტა მოუხერხებელი იქნება ეგეთი რეზერვუარი დისკოზე). შესაბამისად თუ 1377-ზე შეიძლება მაგისთანაც მიმაგრება, ესეიგი დისკოზეც შეიძლება, ოღონდ შემდეგ საჭირო იქნება კონდახის გადაკეთება, ან რეზერვუარის ახალი ზომებიდან გამომდინარე ახალი კონდახის გაკეთება.

გავიხსენოთ როგორ გამოიყურება 1377-ის კიტი



იდეაში რეზერვუარი ექსცენტრულად არის განთავსებული, ანუ დამრტყმელი მექანიზმის მიმართ ცემტრში არ გადის, მაგრამ იძლევა მშვენიერ გამოსავალს. მიუხედავად იმისა რომ იეა წესით წინდახედულმა კაცმა უკვე უნდა დაინახოს, მე ეს ვერ მოვახერხე, არდგან იმ დროს როდესაც JAH-მა ეს სურათი დადო მე ჯერ დისკო არ მქონდა და მიუხედავად 1000-ნაირი დაშლილი სურათებისა, პარალელები დისკოსთან მიმართებაში ვერ გავატარე.

ტვინი განათდა მაშინ როდესაც დავინახე QB78-ის მოდიფიკაცია, გადაყვანილი PCP-ში და გახრდილი რეზერვუარი. მოგეხსენებათ დისკო და QB78 ბევრი რანმით გავს ერთმანეთს, შედეგად ის რაც ერთზე მოსულა.....

მოკლედ დააკვირდით აბა ამ სურათს:



რა მოგდით თავში??? მე მომდის თავში შემდეგი:

ვაკეთებთ ასეთ რეზერვუარს (ჩემის აზრით რედუქტორის ჩაყოლება ურიგო არ იქნებოდა), რეზერვუარი დამთავრდება იმ ადგილზე სადაც ჩვეულებრივ დისკოში გამხსნელი კლაპანია განთავსებული.

დისკოზე რეზერვუარი უნდა გადაიჭრას (მესმის ცოტა საშინლად ჟღერს, მაგრამ ვისაც დამატებითი ნაწილები აქვს, იმათთვის შედარებით იოლი მისაღები იქნება აღნიშNული გადაწყვეტილება), რეზერვუარის გადაჭრა უნდა მოხდეს სადრაც იმ ადგილთან ან ცოტა უფრო წინ სადაც მანომეტრი გამოდის. ანუ კაი ნაწილი უნდა დარჩეს, იმისათვის რომ ახალი რეზერვუარის ცილინდრული ნაწილი შესრიალდეს და დაფიქსირდეს. ძველ რეზერვუარს წნევაზე მუშაობა აღარ ევალება, ექნება მხოლოდ ახალი რეზერვუარის დაფიქსირების დავალება.

ახალ რეზერვუარზე პლაპნის ადგილთან 1 ან 2 o-Ring-ი იქნება საჭირო რომ გასროლის დროს გამოშვებული ჰაერი ძველ და ახალ რეზერვუარს შორის არ გამოიპაროს.

და ბნოლოს რა თქმა უნდა გადასაკეთებელი იქნება კონდახი და რვიანი.

ჩემის აზრით რეზერვუარი შეიძლება სიგანეში გაისზარდოს 30-32 მილიმეტრამდე, ხოლო სიგრძე დამოკლდეს რათა იგივე მოდერის გაკეთება მოხსნა პრობლემას აღარ წარმოადგენდეს.

ახლა ვჩალიჩობ ნახაზებზე, რაღაც სავარაუდო ვარიანტამდე რომ დავიყვანო და იდოს ფორუმზე კარგ და გემრიელ დრომდე, ანუ როდესაც მასალაც და ხარატიც გაჩნდება და მსურველიც იქნება შესაძლებლი გახდეს შესაბამისი აბგრეიდის გაკეთება.

აბა ახლა გამოთქვით თქვენი სურვილები, ვის რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ აღნიშნულ იდეაში?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   Benjamin Discoveri-ს გადიდებული რეზერვუარი   Oct 22 2009, 12:00 PM
- - geojorjika   ja_ja ადრე ვფიქრობდი ...   Oct 22 2009, 12:27 PM
- - nihontoman   მომოწონს იდეა, მას...   Oct 22 2009, 12:48 PM
- - ja_ja   geojorjika კაცოუ ყვავებს ...   Oct 22 2009, 12:56 PM
- - nihontoman   ციტატარაც შეეხება ...   Oct 22 2009, 12:58 PM
- - geojorjika   ja_ja აი შენ გააკეთე ე...   Oct 22 2009, 03:15 PM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 22nd ...   Oct 22 2009, 03:30 PM
- - geojorjika   ja_ja მდაა ვნახოთ ვნა...   Oct 22 2009, 04:07 PM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 22nd October 2009 ...   Oct 22 2009, 04:29 PM
- - geojorjika   ციტატა(Jah @ 22nd October 2009 ...   Oct 22 2009, 04:38 PM
- - Davitus   მე პირადად რეზერვუ...   Oct 22 2009, 05:20 PM
- - Jah   ესეიგი, მუშა წნევა ...   Oct 22 2009, 05:37 PM
- - bazuka   Jah ჯაჯა მგონი რეზერ...   Oct 22 2009, 06:02 PM
- - ja_ja   Jah ნუ აპრესოვკას აქ ...   Oct 22 2009, 06:40 PM
- - Jah   ციტატა(ja_ja @ 22nd October 2009 ...   Oct 22 2009, 07:28 PM
- - geojorjika   Jah მე წავიკითხე და ი...   Oct 22 2009, 07:35 PM
- - ja_ja   მე არ ვეშვები იდეი...   Oct 22 2009, 10:07 PM
- - ja_ja   რაც შეეხება აპრესო...   Oct 22 2009, 10:32 PM
- - geojorjika   ja_ja ეგ წყალს აკაჩავ...   Oct 22 2009, 11:11 PM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 23rd ...   Oct 23 2009, 01:25 PM
- - ja_ja   მტააკ. რეზერვუარის...   Oct 29 2009, 09:23 PM
- - geojorjika   ja_ja ფორმულა სწორია ...   Oct 29 2009, 09:52 PM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 29th ...   Oct 30 2009, 10:28 AM
- - ja_ja   ჰოო ვაგრძელებ მოცუ...   Nov 6 2009, 10:41 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2025 - 08:02 AM
Hosted by Pro-Service