გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მრავალჯერაბი co2-ის ბალონები, დატენე ერთხელ, ორჯერ, 20-ჯერ და....
ja_ja
პოსტი Jun 4 2012, 09:34 PM
პოსტი #101


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



წინასწარ ვიცი რომ ჩვენთან ამ პროექტს ასე ვთქვათ კომერციული რენტაბელობა არ ექნება, ასევე წინასწარ ვიცი რომ დიდად თავს ხალხი ამ ბალონებზე არ მოიკლავს, მარა.... რა მიდის ჩვენგან განვიხილოთ ტექნოლოგია და.....

ასე იყო თუ ისე რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა ფორუმელმა Gregory-მ რამდენიმე Co2 თოფი დამაჭერინა ხელში... ნუ ასევე დიდად კი ვუარყოფდი და ფეხებს ვაბაკუნებდი არ მივიღებ მეთქი, მაგრამ ბოლოს ერთი co2 პისტოლეტი საჩუქრად დამიტოვა... ნუ მეც მეტი რა მინდოდა smile.gif 3 წელია სახლში მიყრია 2 შეკვრა BB-ები საერთო მოცულობით 3 ათასი ცალი... და დადგა მათი გამოყენების დრო... მაგრამ პირველი რასაც აწყდები ამ დროს კაცი ეს არის, ბალონები, რომლებიც რავიცი... რაფერ აღვწერო... მოკლედ კატასტროფული სიჩქარით იხარჯება და ძირითადი გასავლის წყარო ყველა Co2-ი პნევმატიკის მოყვარულისთვის სწორედ რომ ეს პუნქტი არის.

რუსები ადრე ჩალიჩობდნენ მრავალჯერად ბალონებზე, მაგრამ მართალი გითხრათ ტექნოლოგია დიდად არ მომწონს, იყენებდნენ მანქანის საბურაფების ნიპელებს, ცუდი ისაა რომ ეს ნიპელები პრაქტიკულად ერთჯერადია, დაიტენა ბალონი დაიხარჯა და გამოსაცვლელია, ვერ უძლებს საბურავის 2 ატმოსფეროსთვის გათვლილი ლაითი კონსტრუქცია 70 ატმოსფეროს, რომელსაც თხევად მდგომარეობაში მყოფი Co2 წარმოქმნის. პლიუს დიდი ხნით დატოვებისას გაპარებას იწყებს და 1 თვის მერე იმის მაგივრად დატენილი ბალონი გქონდეთ, ხელში დაცლილი ბალონი გიჭირავთ.

მოკლედ ისე მოვიფხანე თავი, თუ ასე გადავწყვიტე ცოტა სხვა გზით წავსულიყავი, თუმცა ჯერ ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია და არაა გამორიცხული რომ ჩემმა კონსტრუქციამაც მთლად არ გაამართლოს smile.gif, მაშ ასე დრეს წარმოგიდგენთ პროტოტიპს, რომელსაც ჯერ სამუშაო დეტალები აქვს, და ბევრი მათგანი ისე არ გამოიყურება როგორც საჭიროა, მაგრამ პირველადი ექსპერიმენტებისთვის მისაღებია.

დავიწყეთ....

თავიდან რამდენიმე დაცლილი ბალონი ავიღე და თავი მოვაჭერი






მთლიანი და მოჭრილ თავიანი ბალონები



მოკლედ მაგარი ტვინ საბურღია ამ ბალონებზე თავის მოჭრა... ცუდი ისაა რომ პრესის შემდეგ ცენტრი ყველას არეული აქვს და იმისათვის რომ ბალონს თავის კორექტულად მოაჭრა საჭიროა მისი ცენტრირება, რომელიც დაზგაში და ბაბთაში ინდიკატორით გასწორებას გულისხმობს და თითო ბალონზე 15-29 წუთი მიმდინარეობს.

თავიდან ერთ ბალონზე ვსინჯე ცენტრირების გარეშე თავის მოჭრა... საჭრელმა როგორც კი დაარტყა ბალონს, ეგრევე ამოაგდო ბაბთიდან (თავი ისე მოიღუნა რომ ეს ბალონი ნაგვის ურნაში წავიდა). მეორე ბალონი ბაბთაში ღრმად ჩავსვი და ნელ-ნელა მივეპარე საჭრელით... ნუ ამჯერად ვერ ამოხტა ბაბთიდან, მაგრამ იმის გამო რომ ბალონს კედლები თხელი აქვს, თავი კი სქელია, დანა მოჭრას ეჩალიჩება, თავი ეწინააღმდეგება, მთელი დატვითვა გადადის ბალონის წელზე, და იმ ადგილებზე სადაც ბაბთის კბილებს უჭირავს ბალონი... შედეგად, ერთი წამოკვრა და ბალონი ისე დაიჭეჭყა ბაბთის კბილებში რომ... მოკლედ რაცხა დაღეჭილ მასას დაემსგავსა smile.gif, ამიტომაც მომიწია თითო ბალონის ცენტრირება და ნელ-ნელა თავის მოჭრა. ზემოთ რომ 5 ბალონს ხედავთ მათ გამზადებაზე სადღაც 4 საათი წავიდა smile.gif

შემდეგი ოპერაცია, რეზბების მოჭრა და თავში ჩასახრახნი დეტალი, რომელიც ახალი თავის როლს შეასრულებს





ვსინჯე პაწაწკუნა რეზინით აბტურაცია, მაგრამ არ გაამართლა მაგ საქმემ... ბალონის თავაკში ადგილი აღარ არის, რომ რეზინისთვის ბუდე ამოიჭრას, ისე კი რეზინა გარეთ მოძვრება და აზრი არ აქვს, მის ჩაყოლებას...



ბალონების სხვადასხვა ეტაპები






მერე შიგნეულობის გამზადება, კლაპნის მოფიქრება და ყველაფერის მორგება, მოკლედ 3 დღიანი ჩალიჩის შემდეგ გამოვიდა რაღაც ამდაგვარი შიგნეულობა.... დიდად უხეშ ნამუშევარს ნუ ჩაეძიებით, ეს ჯერ ყველაფერი პროტოტიპია, თუ ამუშავდა ყველაფერი და გაამართლა, შემდეგ, ჩემი საყვარელი იდეალისტური ვარიანტი გამოვა, ყველაფრის წკრიალ ბზინვარებით smile.gif

ქვედა სურათზე ჩანს თუ აწყობილ მდგომარეობაში ბალონში რა დევს




ქვედა სურათზე კი დაშლილად ჩანს თუ რა რის მერეა განთავსებული



მომდევნო სურათებზე დეტალები ახლოდან








ნუ როგროც ვთქვი დაღეჭილ და დაღუნულ დეტალებს არ ვუყურებთ, საჭირო ზომების ძიებისას, ზოგი დეტალი ზედმეტად გაიბურღა, ზოგი დეტალი შეიცვალა, და საბოლოოდ ყველაზე მორგებული ეს ფორმები გამოვიდა, რომელიც ბოლოს დამუშავებული იქნება... ნუ რკინის ღერძი რომელიც ახლა ჩანს კადრში, როგორც მთავარი ღერძი, ... გასაგებია რომ შეიცვლება, თორემ ჯერ ისეა დაჟანგული და Co2-ში რომ იბანავებს რა დღეში იქნება ხომ გასაგები ხდება smile.gif, თუმცა შეიძლება არც არაფერი დაემართოს, დიდი ბალონები ხომ რკინისაა, თითქოს არ წყენს co2 რკინის ბალონებს, ასე რომ შეიძება რკინაც დავტოვო, არ ვიცი მოკლედ ამას ექსპერიმენტები გვიჩვენებს.

ესეც ბოლოს პატარა სახალისო ვიდეო




ასე ბატონო საქართველოშიც გვაქვს ასე თუ ისე გამზადებული მრავალჯერადი ბალონები smile.gif.

მომდევნო შაბათ კვირას დრო თუ მექნება უკვე მუშა ვერსიას გავაკეთებ და დასატენ სადგურზეც წავიმუშავებ, შემდეგ კი გავა ალბათ კიდევ ერთი კვირა და შეიძლება ტესტირების ჩატარებაც smile.gif რომლის დროსაც რა თქმა უნდა კიდევ პატარა ხარვეზები ამოხტება.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   მრავალჯერაბი co2-ის ბალონები   Jun 4 2012, 09:34 PM
- - gigi30   უკრაინიდან ან რუსე...   Jul 4 2014, 08:45 PM
- - chokho   როგორ დასრულდა ეს ...   Sep 26 2015, 09:40 PM
- - ja_ja   მოვახერხე, მაგრამ ...   Sep 26 2015, 10:42 PM
|- - datka25   ციტატა(ja_ja @ Sep 26 2015, 11...   Sep 27 2015, 01:01 PM
|- - chokho   ციტატა(ja_ja @ Sep 26 2015, 11...   Sep 27 2015, 03:43 PM
- - SCORPIONS   ბოლომდე არ ვიცი რა...   Sep 27 2015, 01:06 PM
- - geojorjika   ისე კაი ფერზე კი არ...   Sep 30 2015, 07:40 AM
- - ja_ja   SCORPIONS chokho პლასტმასის ...   Sep 30 2015, 09:19 AM
- - geojorjika   ja_ja ციტატა(ja_ja @ 30th Septem...   Sep 30 2015, 11:00 PM
- - ja_ja   geojorjika ბიჯო დიდია, აქ ...   Oct 1 2015, 08:39 AM
- - mister_io   მოგესალმებით მეგო...   Sep 29 2018, 10:12 PM
- - ja_ja   ნუუუ რაღაც წინსვლა...   Oct 1 2018, 02:58 PM
- - geojorjika   ja_ja ხოჩიშ პადსკაჟუ ...   Oct 1 2018, 03:22 PM
- - mister_io   გადაცივებისგან თა...   Oct 2 2018, 12:46 PM
- - mister_io   ja_ja ძაან შრომა ტევა...   Oct 2 2018, 10:27 PM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 1st O...   Oct 3 2018, 09:01 AM
- - mister_io   ja_ja იბეიზე არის რეზ...   Oct 3 2018, 12:17 PM
- - geojorjika   ja_ja წერეთელზე , შინხ...   Oct 3 2018, 08:14 PM
- - ja_ja   ო ეგ ახლოს ყოფილა.. ...   Oct 4 2018, 08:18 AM
- - mister_io   ციტატა(ja_ja @ 4th October 2018 ...   Oct 4 2018, 06:14 PM
- - gigi30   მგონი ნახშირორჟან...   Oct 9 2018, 09:59 PM
- - ja_ja   gigi30 ჰაერით და 60 ატმო...   Oct 20 2018, 10:15 PM
- - mister_io   ციტატა(ja_ja @ 20th October 2018 ...   Oct 21 2018, 10:23 PM
- - ja_ja   არ ვიცი რეები აყენ...   Oct 22 2018, 09:27 AM
- - mister_io   ja_ja ყოველმხრივ განა...   Oct 22 2018, 09:57 PM
- - ja_ja   ნუ საერთოდ სრული კ...   Oct 24 2018, 10:14 AM
- - mister_io   როგორც ვხვდები წეს...   Oct 26 2018, 12:52 AM
- - ja_ja   mister_io ციტატა(mister_io @ 26t...   Oct 26 2018, 11:32 AM
- - gigi30   პატარა. კომპაქტური...   Oct 26 2018, 01:35 PM
2 გვერდი V  < 1 2


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2025 - 02:25 AM
Hosted by Pro-Service