|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Jun 4 2012, 09:34 PM
პოსტი
#101
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
წინასწარ ვიცი რომ ჩვენთან ამ პროექტს ასე ვთქვათ კომერციული რენტაბელობა არ ექნება, ასევე წინასწარ ვიცი რომ დიდად თავს ხალხი ამ ბალონებზე არ მოიკლავს, მარა.... რა მიდის ჩვენგან განვიხილოთ ტექნოლოგია და..... ასე იყო თუ ისე რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა ფორუმელმა Gregory-მ რამდენიმე Co2 თოფი დამაჭერინა ხელში... ნუ ასევე დიდად კი ვუარყოფდი და ფეხებს ვაბაკუნებდი არ მივიღებ მეთქი, მაგრამ ბოლოს ერთი co2 პისტოლეტი საჩუქრად დამიტოვა... ნუ მეც მეტი რა მინდოდა რუსები ადრე ჩალიჩობდნენ მრავალჯერად ბალონებზე, მაგრამ მართალი გითხრათ ტექნოლოგია დიდად არ მომწონს, იყენებდნენ მანქანის საბურაფების ნიპელებს, ცუდი ისაა რომ ეს ნიპელები პრაქტიკულად ერთჯერადია, დაიტენა ბალონი დაიხარჯა და გამოსაცვლელია, ვერ უძლებს საბურავის 2 ატმოსფეროსთვის გათვლილი ლაითი კონსტრუქცია 70 ატმოსფეროს, რომელსაც თხევად მდგომარეობაში მყოფი Co2 წარმოქმნის. პლიუს დიდი ხნით დატოვებისას გაპარებას იწყებს და 1 თვის მერე იმის მაგივრად დატენილი ბალონი გქონდეთ, ხელში დაცლილი ბალონი გიჭირავთ. მოკლედ ისე მოვიფხანე თავი, თუ ასე გადავწყვიტე ცოტა სხვა გზით წავსულიყავი, თუმცა ჯერ ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია და არაა გამორიცხული რომ ჩემმა კონსტრუქციამაც მთლად არ გაამართლოს დავიწყეთ.... თავიდან რამდენიმე დაცლილი ბალონი ავიღე და თავი მოვაჭერი ![]() ![]() მთლიანი და მოჭრილ თავიანი ბალონები ![]() მოკლედ მაგარი ტვინ საბურღია ამ ბალონებზე თავის მოჭრა... ცუდი ისაა რომ პრესის შემდეგ ცენტრი ყველას არეული აქვს და იმისათვის რომ ბალონს თავის კორექტულად მოაჭრა საჭიროა მისი ცენტრირება, რომელიც დაზგაში და ბაბთაში ინდიკატორით გასწორებას გულისხმობს და თითო ბალონზე 15-29 წუთი მიმდინარეობს. თავიდან ერთ ბალონზე ვსინჯე ცენტრირების გარეშე თავის მოჭრა... საჭრელმა როგორც კი დაარტყა ბალონს, ეგრევე ამოაგდო ბაბთიდან (თავი ისე მოიღუნა რომ ეს ბალონი ნაგვის ურნაში წავიდა). მეორე ბალონი ბაბთაში ღრმად ჩავსვი და ნელ-ნელა მივეპარე საჭრელით... ნუ ამჯერად ვერ ამოხტა ბაბთიდან, მაგრამ იმის გამო რომ ბალონს კედლები თხელი აქვს, თავი კი სქელია, დანა მოჭრას ეჩალიჩება, თავი ეწინააღმდეგება, მთელი დატვითვა გადადის ბალონის წელზე, და იმ ადგილებზე სადაც ბაბთის კბილებს უჭირავს ბალონი... შედეგად, ერთი წამოკვრა და ბალონი ისე დაიჭეჭყა ბაბთის კბილებში რომ... მოკლედ რაცხა დაღეჭილ მასას დაემსგავსა შემდეგი ოპერაცია, რეზბების მოჭრა და თავში ჩასახრახნი დეტალი, რომელიც ახალი თავის როლს შეასრულებს ![]() ![]() ვსინჯე პაწაწკუნა რეზინით აბტურაცია, მაგრამ არ გაამართლა მაგ საქმემ... ბალონის თავაკში ადგილი აღარ არის, რომ რეზინისთვის ბუდე ამოიჭრას, ისე კი რეზინა გარეთ მოძვრება და აზრი არ აქვს, მის ჩაყოლებას... ![]() ბალონების სხვადასხვა ეტაპები ![]() ![]() მერე შიგნეულობის გამზადება, კლაპნის მოფიქრება და ყველაფერის მორგება, მოკლედ 3 დღიანი ჩალიჩის შემდეგ გამოვიდა რაღაც ამდაგვარი შიგნეულობა.... დიდად უხეშ ნამუშევარს ნუ ჩაეძიებით, ეს ჯერ ყველაფერი პროტოტიპია, თუ ამუშავდა ყველაფერი და გაამართლა, შემდეგ, ჩემი საყვარელი იდეალისტური ვარიანტი გამოვა, ყველაფრის წკრიალ ბზინვარებით ქვედა სურათზე ჩანს თუ აწყობილ მდგომარეობაში ბალონში რა დევს ![]() ქვედა სურათზე კი დაშლილად ჩანს თუ რა რის მერეა განთავსებული ![]() მომდევნო სურათებზე დეტალები ახლოდან ![]() ![]() ![]() ნუ როგროც ვთქვი დაღეჭილ და დაღუნულ დეტალებს არ ვუყურებთ, საჭირო ზომების ძიებისას, ზოგი დეტალი ზედმეტად გაიბურღა, ზოგი დეტალი შეიცვალა, და საბოლოოდ ყველაზე მორგებული ეს ფორმები გამოვიდა, რომელიც ბოლოს დამუშავებული იქნება... ნუ რკინის ღერძი რომელიც ახლა ჩანს კადრში, როგორც მთავარი ღერძი, ... გასაგებია რომ შეიცვლება, თორემ ჯერ ისეა დაჟანგული და Co2-ში რომ იბანავებს რა დღეში იქნება ხომ გასაგები ხდება ესეც ბოლოს პატარა სახალისო ვიდეო ასე ბატონო საქართველოშიც გვაქვს ასე თუ ისე გამზადებული მრავალჯერადი ბალონები მომდევნო შაბათ კვირას დრო თუ მექნება უკვე მუშა ვერსიას გავაკეთებ და დასატენ სადგურზეც წავიმუშავებ, შემდეგ კი გავა ალბათ კიდევ ერთი კვირა და შეიძლება ტესტირების ჩატარებაც
| |
| > |
|
|
ja_ja მრავალჯერაბი co2-ის ბალონები Jun 4 2012, 09:34 PM
gigi30 უკრაინიდან ან რუსე... Jul 4 2014, 08:45 PM
chokho როგორ დასრულდა ეს ... Sep 26 2015, 09:40 PM
ja_ja მოვახერხე, მაგრამ ... Sep 26 2015, 10:42 PM
datka25 ციტატა(ja_ja @ Sep 26 2015, 11... Sep 27 2015, 01:01 PM
chokho ციტატა(ja_ja @ Sep 26 2015, 11... Sep 27 2015, 03:43 PM
SCORPIONS ბოლომდე არ ვიცი რა... Sep 27 2015, 01:06 PM
geojorjika ისე კაი ფერზე კი არ... Sep 30 2015, 07:40 AM
ja_ja SCORPIONS
chokho
პლასტმასის ... Sep 30 2015, 09:19 AM
geojorjika ja_ja
ციტატა(ja_ja @ 30th Septem... Sep 30 2015, 11:00 PM
ja_ja geojorjika
ბიჯო დიდია, აქ ... Oct 1 2015, 08:39 AM
mister_io მოგესალმებით მეგო... Sep 29 2018, 10:12 PM
ja_ja ნუუუ რაღაც წინსვლა... Oct 1 2018, 02:58 PM
geojorjika ja_ja
ხოჩიშ პადსკაჟუ ... Oct 1 2018, 03:22 PM
mister_io გადაცივებისგან თა... Oct 2 2018, 12:46 PM
mister_io ja_ja
ძაან შრომა ტევა... Oct 2 2018, 10:27 PM
ja_ja geojorjika
ციტატა(giorgi @ 1st O... Oct 3 2018, 09:01 AM
mister_io ja_ja
იბეიზე არის რეზ... Oct 3 2018, 12:17 PM
geojorjika ja_ja
წერეთელზე , შინხ... Oct 3 2018, 08:14 PM
ja_ja ო ეგ ახლოს ყოფილა.. ... Oct 4 2018, 08:18 AM
mister_io ციტატა(ja_ja @ 4th October 2018 ... Oct 4 2018, 06:14 PM
gigi30 მგონი ნახშირორჟან... Oct 9 2018, 09:59 PM
ja_ja gigi30
ჰაერით და 60 ატმო... Oct 20 2018, 10:15 PM
mister_io ციტატა(ja_ja @ 20th October 2018 ... Oct 21 2018, 10:23 PM
ja_ja არ ვიცი რეები აყენ... Oct 22 2018, 09:27 AM
mister_io ja_ja
ყოველმხრივ განა... Oct 22 2018, 09:57 PM
ja_ja ნუ საერთოდ სრული კ... Oct 24 2018, 10:14 AM
mister_io როგორც ვხვდები წეს... Oct 26 2018, 12:52 AM
ja_ja mister_io
ციტატა(mister_io @ 26t... Oct 26 2018, 11:32 AM
gigi30 პატარა. კომპაქტური... Oct 26 2018, 01:35 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th November 2025 - 10:02 PM |
| Hosted by Pro-Service |