|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Apr 20 2010, 11:16 PM
პოსტი
#301
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ სადღაც ერთხელ დავდე ასეთივე მანუალი მაგრამ ფორუმის რომელ სიღრმეშია კაცმა არ იცის, ამიტომაც ცალკე ტემად ვხსნი და მერე თუ რამე აქ განვიხილოთ ხოლმე ეს საკითხები. მე შემოგთავაზებთ ჩემებურ ვარიანტს, თუმცა აქვე დავძენ სხვამ შეიძლება სხვა მიმდევრობით გააკეთოს იგივე საქმე, მოკლედ მესმის ყველასი, მაგრამ ამ ტემაში ნუ იქნება მე ეგრე არ გავაკეთებდი აი ასე უფრო მოხერხებულიაო, ძალიან კაი თუ მოხერხებულია, უბრალოდ მე ვდებ ჩემებურ მიდგომას, თქვენებურ მიდგომაში, მაქსიმუმ ჩემი მიმდოვრობითი ნაბიჯები იქნება გადანაცვლებული, შინაარსი და საბოლოო შედეგი მაინც იგივე იქნება. მოკლედ ვსწავლობთ Amazon.com-ზე საქონლის შეძენას. რა გვჭირდება ამისათვის a) აქტიური პლასტიკური ბარათი, მე პირადად ვიყენებ "საქართველოს ბანკის" Visa Electron-ს, საერთოდ Georgian Card-ის სისტემაში ჩართული ბანკების ყელა ბარათი მუშაობს, მიუხედავად კლასისა და წონისა. პრობლემა აქვს მაგალითად TBC-ს, ზოგიერთს უმართლებს, მაგრამ უმეტესობას მინიმუმ Visa Classic-ის სჭირდება და ხშირად ეგეც არ შველით, არ ვიცი რატომ, მე მაგათ ავტორიზაციის სისტემას UFC-ს ვაბრალებ, მაგრამ ხრენ ივო ზნაიტ რეალში რა ხდება... b) სურვილი რაიმე შეიძინო და პირველადი შიშის გადალახვის თუ სარისკო გადაწყვეტლების მიღება. რეალობაში სარისკო არაფერია, უბრალოდ პირველად ძნელია კაცს რომ არ გაგიკეთებია, მე ჩემი მეგობრები ვინს ასე ვთქვათ ონლაინ შოპინგზე შევსვი ვეღარ ჩამოვსვი g) საქართველოში ჩამომტანი გადამზიდავი კომპანიის ამორჩევა, მოკლედ ოხრად არიან, მე პირადად ვიყენებ Barami.us-ს 95% შემთხვევაში, იმიტომ რომ ვეჩნა ისეთ საქონელს უკვეთავ რომ სხვა კომპანიები ხელებს ასავსავებენ დ) ელექტრონული ფოსტა, ნუ წერილები შიპინგზე და ასე შემდეგ ამ მისამართზე მოვა. ახლა კი დავიწყეთ მინი მანუალი 1) შევდივართ მისამართზე Amazon.com და ვხედავთ შესაბამის სურათს ![]() ვაჭერთ მითითებულ მისამართზე და ვიწყებთ რეგისტარციას 2) გადავდივართ გვერდზე სადაც უნდა ჩავწეროთ და ავირჩიოთ შემდეგი პუნქტები ![]() და დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს (იმედია ახსნა საჭირო არაა თქვენ თქვენი ელ ფოსტის მისამართი უნდა ჩაწეროთ) 3) გამოსულ ფანჯარაში შეავსეთ ველები ამდაგვარად ![]() ძირს მიუთითეთ პაროლი და გაიმეორეთ, მერე კი დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს 4) მორჩა რეგისტრაცია გავლილია, გადახვალთ შემდეგ გვერდზე სადაც უკვე თქვენი სახელი და გვარი ეწერება, ან ის სახელი და გვარი რაც მიუთითეთ ![]() 5) ვიწყებთ დაკვეთას, მაგალითად დავუკვეთოთ პარკერის ტაოტი ნასოსისთვის ![]() აკრიფეთ საძიებო ველში რაც გინდათ, ან რავი კატალოგით დაიწყეთ არჩევა, მოკლედ როგორც გინდათ მთავარია სასურველი საქონელი იპოვოთ 6) ვიპოვეთ ჩვენი საქონელი ![]() 7) ვაჭერ პირველს და გადავდივარ კონკრეტული პროდუქტის შეძენის მენიუში ![]() მოკლედ აქ პატარა ახსნაა საჭირო, ციფრი პირველი აღნიშნავს გამყიდველ ორგანიზაციას, ამაზონი არის დიდი მარკეტი, სადაც თვითონაც ყიდის თავის საქონელსაც და სხვა გამყიდველებსაც აძლევს საშუალებას, ამჯერად ყიდის რაღაც სხვა კომპანია ციფრი 2 აღნიშნავს საქონლის სუფთა ფასს, მაგრამ როგორც წესი ამაზონის გარდა სხვა მაღაზიები ასევე ტავის ტრანსპორტირების საფასურსაც ამატებენ, ეს ფასი უკვე ჩანს ციფრთან 3, ანუ ჩვენიო ტაოტი ღირს 11.05$, მაგრამ ერთი ცალის გამოგზავნა ჯდება 6.72$, თუ რამდენიმეს უკვეთავთ ტრანსპორტირების, ანუ შიპინგის ფასი იმდენჯერ არ იზრდება, სხვა ალგორითმები მუშაობს, წონა მოცულობა და ფასდაკლება, ხან ცალ-ცალკე ხან ყველა პარამეტრი ერთად, ამიტომაცაა რომ ბევრი ნივთის ერთად დაკვეთა ამცირებს ხარჯებს, ვიდრე ერთი ნივთიც ცალკე დაკვეთა, თუმცა გაითვალისწინეთ თუ ერთი ნივთი ერთი გამყიდველისგანაა და მეორე მეორესგან, მაშინ ორივე მაღაზია თავის შიპინგის ფასებს დაამატებს. ნომერი 4 არის ველი სადაც ირჩევთ რაოდენობას, თუმცა არააქტუალურია, კალათაშიც ნებისმიერ დროს შეცვლით რაოდენობას და ბოლოს ისრით მითითებული ყვითელი ღილაკი რომლითაც საქონელს თქვენს კალათაში აგდებთ. 8) მე ამოვირჩიე 4 ცალი ტაოტი და დავაჭირე ADD to cart საქონელი ჯდება კალათაში და ვიღებთ შემდეგ სურათს ![]() კალათაში შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობა ჩავამატოთ, მერე ამოშალოთ, მოკლედ ითამაშეთ, ეს ჯერ შეძენა არაა, ანუ მაღაზიაში ხართ აირეთ რაღაც თაროდან, არ მოგეწონათ დადეთ და ასე შემდეგ. 9) გადავდივართ შეძენაზე, შეძენის წინ მე ყოველთვის კალათაში შევდივარ დააკვირდით სურათს ![]() ნომერი 1 აღნიშნავს კალათაში გადასასვლელ ღილაკს ნომერი 2 პირდაპირ დაკვეთის პროცესზე გადასვლა კალათის გვერდის ავლით ნომერი 3 დაკვეთის დეტალები, ანუ რა ჯდება ეს 4 ტაოტი შიპინგის და სხვა ხარჯების გარეშე ნუ როგორც ვთქვი მე ვაჭერ პირველ ნომერს და კალათისკენ ჰერი, ჰერი. 10) კალათაში გვაქვს შემდეგი სიტუაცია ![]() ნომერი 1 - კალათაში ჩაგდებული საქონლის წაშლა ან დროებით შესანახად გადადება ისე რომ კალათიდან არ ამოვშალოთ ნომერი 2 - თანხა შიპინგის გარეშე ნომერი 3 - ცალის ფასი და რაოდენობა შიპინგის გარეშე ნომერი 4 - დაკვეთის დაწყება დავაჭირეთ მე 4 ნომერს და დავიწყეთ ყიდვის პროცესი, ანუ მივდივართ მოლარესთან 11) ჯერ მოთხოვნილი იქნება პაროლი ![]() კიდევ ერთხელ მოწმდებით თქვენ ხართ თუ არა 12) ვავსებთ მისამართს ![]() თქვენ თქვენი სახელი გვარი ჩაწერეთ დანარჩენი მისამართი შტატი ინდექსი და ნომერი იგივე, და დააკვირდით ბოლოში მითითებულ გადამრთველს, სწორედ ეგრე დატოვეთ თუ ამოირჩევთ NO მაშინ საცხოვრებელი მისამართი სხვა გაქვთ და მისაწოდებელი მისამართი სხვა, მოკლედ 2-ჯერ რომ არ ვავსოთ ინფო, ჩავთვალოთ რომ ერთი და იგივე მისამართზე ვცხოვრობთ და ვაგზავნით ტავარს. ვაჭერთ ღილაკს Continue 13) ვირჩევთ მიწოდების ვადებს და მეთოდებს, გაითვალისწინეთ რაც უფრო ჩქარა მოინდომებთ მიღებას, მით უფრო მეტი ჯდება ტრანსპორტირების ანუ შიპინგის ხარჯები. თუ საქონელს პირდაპირ ამაზონი ყიდის, აქ გექნებათ უფასო მიწოდების ამორჩევის საშუალებაც. ![]() ნუ ჩვენს შემთხვევაში ეს ფირმა უფასო შიპინგს არ გვთავაზობს 14) გადავდივართ ბარათის მითითების ფანჯარაზე, დააჭირეთ ღილაკს ADD ![]() 15) ბარათის პარამეტრები სწორედ შეავსეთ, ანუ სახელი გვარი ბარათზე, ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა ![]() ბოლოს დააჭირეთ ისრით მითითებულ ღილაკს 16) როდესაც მიიღებთ ასეთ ფანჯარას ![]() 17) მორჩა ბოლო ფანჯარაზე ვართ ![]() აქ უკვე ხედავთ სად აირჩიეთ საქონლის გაგზავნა, მიწოდების მეთოდი, რა ჯდება თითო, მარჯვენა მხარეს გვაქვს მთელი ხარჯების ჩამონათვალი საქონელი ჯდება 44,20 შიპინგი 7,40 სულ დასაბეგრ თანხამდე 51,60 პლიუს დაბეგვრა 3,60 სულ ხარჯი 55,20 სხვათაშორის ამაზონზე რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ეს პირველი კომპანია შემხვდა რომელიც ბეგარას მახდევინებს, ყველა სხვა მაღაზია დასაბეგრ თანხას არ მაწერს. მოკლედ ვაჭერთ ისრით მითითებულ ღილაკს 18) მორჩა დაკვეთა მიღებულია და ვხედავთ ეკრანს ![]() შეგიძლიათ ლოგოს დააჭიროთ და საწყისზე დაბრუნდეთ ან თქვენს ექაუნთში შეხვიდეთ 19) ამასობაში რეგისტარციის დროს მითითებულ ფოსტაზე მოდის წერილი ![]() წერილში გექნებათ იგივე ინფო, პლიუს დაკვეთის ნომერი, არ აგერიოთ ეს არ არის ტრეკინგის ნომერი, ეს არის მაღაზიის ჩეკის ნომერი. მოგვიანებით მოვა მეორე წერილი რომელშიც იქნება ნახსენები რომ ტვირთი გამოგზავნილია და თქვენი საფოსტო გზავნილის ტრეკინგის ნომერი ესა და ესაა. 20) ვბრუნდებით ამაზონზე და შევიჭყიტოთ ექაუნთში ![]() ვაჭერთ ორდერს 21) გავდივართ ავტორიზაციას ![]() 22) ვნახულობთ ჩვენს დაკვეთებს ![]() ამჯერად ერთი დაკვეთა მაქვს, შემიძლია ვნახო სტატუსი, ან ამოვბეჭდო ინვოისი და ასე შედმეგ, დააკვირდით ისრით მითითებულ ღილაკს, მისი მეშვეობით შეიძება გამყიდველთან დაკავშირება, მაგალითად თუ დიდხანს არ გამოიგზავნება საქონელი, ან ტრეკინგის ნომერი არ მოვა. ზემოთ დააკვირდით შემოხაზულს, მანდ გამოჩნდება ტრეკინგის ნომერი იმის მერე რაც საქონელი გამოიგზავნება ------------------------------------------------ ახლა დანარჩენი ინსტრუქცია რომელიც ამაზონზე აღარ გამოჩნდება, ამაზონმა მოგვყიდა საქონელი და ვსიო. ამაზონის დაკვეთის გაკეთებისას ამაზონი 1$-ს დაგიბლოკავთ ბარათზე, ამით ამოწმებს შეუძლია თუ არა თანხის აღება, ეს 1$ განიბლოკება 30 დრეში და ანგარიშზე დაგიბრუნდებათ. ძირითადი გადასახდელი თანხა ჩამოიჭრება, ან დაკვეთიდან რამდენიმე წუთში, ან რამდენიმე საათში, ან დრეში, დამოკიდებულია იმაზე თუ როდის გამოიგზავნება დაკვეთა, მაგალითად წინაზე ტაოტების დაკვეთისას თანხა ჩამომაჭრა ამაზონმა 3-4 დღის მერე, და შესაბამისად 4 დღის მერე გამოაგზავნა საქონელი, დღევანდელ დაკვეთის დროს თანხა დაკვეთიდან 15 წუთში ჩამომაჭრა. მოკლედ მანდ ლოგიკა ცოტა არ იყოს გაუგებარია კაი მოკლედ ტრეკინგის ნომერი მოვა მოგვიანებით, ვნახათ ფოსტაში, ან მითითებულ გვერდზე, ან თუ ვერ მიიღებთ მიწერთ მაღაზიას და ის მოგწერთ რომ თქვენი ტრეკინგის ნომერი არის ესა და ეს. ახლა ელოდებით როდის ჩავა თქვენი ამანათი გადამზიდავთან, ჩემს შემთხვევაში ბარამში, ტრეკინგის ნომრით შეგიძლიათ გადამზიდავის საიტზე ადევნოთ თვალი როდის ჩავა ბარამში საქონელი, ბარამში როდესაც ჩავა და UPS-ის ან USPS-ის საიტზე დაიწერება Delivered ეს ნიშნავს რომ ბარამის წარმოამდგენელმა ტავარი ჩაიბარა. სემდეგ ქართული კომპანიაა და განახლება ეგრე უცებ აღარ მოხდება მოკლედ მეორე ან მესამე დღეს barami.us-ზე, ვწერთ ჩვენს სახელ ან ტრეკინგ შესაბამის ველებში და ვნახულობთ რა სტატუსები იწერება და რა თანხებია გადასახდელი. ![]() მაგალითად აქ ჩანს რომ ჩემი მიმდინარე დაკვეთა გზაშია (Transit მაგას ნიშნავს), წონა არის ჩემი ამანათის 2 კილო და გადასახდელი მაქვს 18$ როდესაც საქართველოში ჩამოვა საბაჟოს გაივლის და მზად იქნება ასაღებად, მაშინ დაეწერება Tbilisi ამ დროისთვის საქართველოს ბანკში უნდა ვიყო უკვე მისული და უნდა მქონდეს გადახდილი 18$-ის ექვივალენტი ლარებში, კურსი ყოველდღე წერია თუ რა კურსით იღებს ბარამი თანხას, თუ თქვენ გარე ბუტკების კურსით გადაიხდით, საქონლის აღებისას შეიძლება კამათი მოგიწიოთ რომ 5-10 თეთრი კიდევ გადასახდელი გაქვთ, ამიტომაც თვალყური ადევნეთ ბარამის კურსებს, რომ მიმდინარე თარიღი ეწეროს და რა კურსიც იქნება იმ კურსით უნდა გადაიხადოთ შესაბამისი თანხა. გადახდისთვის მიდიხართ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და ანგარიშზე 274406902 რომელიც ეკუთვნის Baramidze Corp-ს (შეიძლება გადასამოწმებლად დაგჭირდეთ ეს ინფო), რიცხავთ საჭირო თანხის რაოდენობას ხოლო დანიშნულებაში კი ოპერატორს აწერინებთ: ამანათის ტრანსპორტირება xxxxxx x-ებს ჩაანაცვლებთ თქვენი ამანათს ტრეკინგის ბოლო 6 ციფრით, მეტი საჭირო არ არის, ოპერატორი აიბნევა და თან ბარამი მაინც ბოლო 6 ციფრს იყენებს, ასე რომ ნურც იწვალებთ და ნურც ოპერატორს აწვალებთ მოკლედ როდესაც თბილისი ეწერება თქვენს ამანათს, მიდიხართ გადამზიდავის ოფისში, აძლევთ თქვენი გადახდის ქვითარს სადაც ამანათის ტრეკინგის ბოლო 6 ციფრი წერია, პერსონალი ჩადის საწყობში პოულობს ამანათს, იტოვებს ქვითარს, გაწერინებთ ხელს რომ მიიღეთ ამანათი და მოდიხართ სახლში ბედნიერი. არ დაგავიწყდეთ პირადობის მოწმობის წაღება, ისე ამანატს არ გამოგატანენ მოკლედ ყველაზე კაი შემთხვევაში დაკვეთის ღილაკის დაჭერიდან საქონელი თბილისში 2.5 კვირაშია, გაჭიმულ შემთხვევაში 3-3.5 კვირაში და ცუდ შემთხვევაში 4-5 კვირაში. ჩვენი საბაჟოს ოპერატიულობის გამო მინიმუმ 1 კვირა ამანათები საბაჟოზე ისვენებენ. ანუ მაგალითად ნაწილი ჩემი ამანათები გუშინ ანუ ორშაბათს ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ საბაჟო გადამზიდავს არ გამოატანს სანამ არ გადაამოწმებს ყველაფერს, ეს ბედნიერება მოხდება პარასკევს ან შაბათს. შესაბამისად სანამ გადამზიდავი ამდენ ამანათს მოიტანს საწყობში დაახარისხებს... მოკლედ გაცემას იწყენებ ორშაბათს. ასე რომ გამოდის, ორშაბათს ჩამოსული საქონელი შემდეგ ორშაბათამდე აქ არის, მაგრამ თქვენთან არ არის ვსიო, იმედია მორჩა ამ თემაზე საუბარი და ჩემს ბარათსაც მოძვრება დამატებითი სამუშაოები
| |
| > |
|
|
ja_ja ამაზონზე დაკვეთის მანუალი Apr 20 2010, 11:16 PM
gregory ციტატა(ja_ja @ 5th July 2016 ... Jul 6 2016, 09:38 AM
temo-777 gregory
ციტატა(gregory @ 5th Jul... Jul 6 2016, 01:03 PM
okela84 temo-777
ციტატა(temo-777 @ ... Jul 6 2016, 02:05 PM
temo-777 okela84
ციტატა(aleqsandre @ 6th ... Jul 6 2016, 03:43 PM
ja_ja okela84
ციტატა(aleqsandre @ 6th ... Jul 7 2016, 08:38 AM
Paatal გამარჯობათ,
ამაზონ... Jul 12 2016, 10:50 AM
pilotina Paatal
აქედან სცადე გა... Jul 12 2016, 11:02 AM
Paatal ციტატა(pilotina @ Jul 12 2016, 12... Jul 12 2016, 11:39 AM
temo-777 გამყიდველზეა დამო... Jul 12 2016, 11:52 AM
Paatal ციტატა(temo-777 @ Jul 12 201... Jul 12 2016, 12:33 PM
ja_ja ამერიკაში რამდენი... Jul 12 2016, 02:30 PM
Paatal ციტატა(ja_ja @ Jul 12 2016, 03... Jul 12 2016, 05:08 PM
ja_ja Paatal
ციტატა(Paatal @ 12th July... Jul 12 2016, 07:45 PM
okela84 4gt.com-დან გამოგიწერი... Mar 24 2017, 10:37 AM
ja_ja okela84
ნუ კონკრეტულად ... Mar 24 2017, 07:56 PM
giga2010 ვერ გამოვიწერე ვივ... Mar 24 2017, 08:04 PM
pilotina giga2010
ციტატა(giga2010 @ 24th ... Mar 24 2017, 08:28 PM
giga2010 pilotina
მადლობა. ალიექს... Mar 24 2017, 08:41 PM
ja_ja giga2010 ამერიკას აქვს ე... Mar 24 2017, 09:51 PM
giga2010 ja_ja
მადლობა ამომწურ... Mar 24 2017, 10:13 PM
pilotina giga2010
ციტატა(giga2010 @ 24th ... Mar 24 2017, 11:18 PM
okela84 ja_ja
OK მაშინ 1-2 დღეს კი... Mar 24 2017, 11:49 PM
okela84 ვახ ესეიგი შარში ვ... Mar 24 2017, 11:56 PM
okela84 ამათი დედა ვატირე ... Mar 26 2017, 09:53 AM
ბაიკერი okela84
რა შეუკვეთე რომ... Mar 26 2017, 04:57 PM
okela84 ბაიკერი
კომპენსატ... Mar 26 2017, 06:32 PM
ბაიკერი პმ მომწერე რა გინდ... Mar 26 2017, 08:59 PM
okela84 ბაიკერი
რეფანდი გ... Mar 26 2017, 11:47 PM
ja_ja okela84
ციტატა(aleqsandre @ 26th... Mar 27 2017, 08:37 AM
momxre pilotina
ციტატაკი, ჩინე... Mar 27 2017, 09:51 AM
okela84 ja_ja
ჰო მაზელ ბრეიქი... Mar 27 2017, 11:55 AM
ja_ja okela84
ციტატა(aleqsandre @ 27th... Mar 28 2017, 08:14 AM
okela84 ja_ja
ერთხელაც ვცდი, ფ... Mar 28 2017, 08:42 AM
okela84 ეს მომწერეს
Apologies, but yo... Mar 28 2017, 09:16 AM
koknar მეც ეგრე დამბლოკეს... Mar 28 2017, 09:40 AM
okela84 Благодарим Вас за интерес к... Mar 28 2017, 04:52 PM
ja_ja და მოიცა რა იყიდე მ... Mar 29 2017, 08:06 AM
koknar ფასი კანადურ დოლარ... Mar 29 2017, 11:16 AM
okela84 ja_ja
არა სულ რაღაც კო... Mar 29 2017, 11:51 AM
koknar ციტატა(aleqsandre @ 29th March 20... Mar 29 2017, 01:21 PM
okela84 koknar
აუ ნეტა მასე მა... Mar 29 2017, 03:07 PM
koknar okela84
არა მე არ გამომ... Mar 29 2017, 04:59 PM
okela84 koknar
ესენი ხო ყაჩაღე... Mar 29 2017, 05:22 PM
ja_ja koknar
ციტატა(koka @ 29th March ... Mar 30 2017, 02:43 PM
okela84 ja_ja
შენ ეგ რო მომწერ... Mar 30 2017, 05:05 PM
ja_ja okela84
თუ სელერი იგივე... Mar 31 2017, 08:55 AM
nihontoman სალამი ხალხო, როგო... Jul 10 2017, 08:10 PM
ja_ja მქონია და 2-3 დღის მე... Jul 11 2017, 04:58 PM
nihontoman ციტატა(ja_ja @ Jul 11 2017, 05... Jul 17 2017, 07:40 PM
giga2010 ხომ არ მოხსნილა შე... Aug 24 2017, 06:37 PM
ja_ja შეზღუდვა ამნერიკი... Aug 24 2017, 08:32 PM
giga2010 ციტატა(ja_ja @ Aug 24 2017, 09... Aug 24 2017, 08:47 PM
okela84 giga2010
ასევე შეგიძლია... Aug 25 2017, 12:19 PM
giga2010 მადლობა. გაიხარე Aug 25 2017, 12:32 PM
ja_ja okela84
ციტატა(aleqsandre @ 25th... Aug 25 2017, 04:32 PM
giga2010 მაპატიეთ აქ რომ ვწ... Aug 25 2017, 09:03 PM
ნიკა ოპტიკის ამერიკაში ... Aug 25 2017, 10:04 PM
giga2010 გაიხარე Aug 25 2017, 10:13 PM
chefo ამაზონი დელავერის ... Nov 8 2017, 04:15 PM
pilotina chefo
ეგრეა კი. რასაც ... Nov 8 2017, 04:22 PM
ja_ja chefo
ჭკუის სწავლებად... Nov 8 2017, 04:40 PM
chefo ja_ja
მადლობა გამოხმა... Nov 8 2017, 04:56 PM
chefo საინტერესოა, airgundepot-ს... Nov 8 2017, 06:01 PM
ja_ja chefo
ტყვიებზე პრობლე... Nov 9 2017, 08:21 AM
gela კამექსისაგან ახალ... Nov 12 2017, 06:31 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th November 2025 - 02:06 AM |
| Hosted by Pro-Service |