![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
გუშინ დავდე პატარა მიმოხილვა იმის შესახებ თუ შაბათს როგორ მოვახერხეთ მე ჯორჯიკამ და დავითმა გასვლა და გარკვეული ტესტირებების ჩატარება. შეგპირდით რომ კროსმანის 1377-ის სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებდით შესაბამისი აირგან რეპორტერის ვიდეოებით. ვაღიაროთ დრო დადგა დავწეროთ ამ ფიშტოს მიმოხილვა. თავიდანვე უნდა ვთქვათ ამ დატუნინგებული იარაღის მფლობელი არის JAH-ი ანუ ჩვენი ფორუმის ადმინისტრატორი, ფიშტო სადღაც ღირს 50$ - 60$, მაგრამ აურაცხელი ფულის დახარჯვის შედმეგ ვიღებთ ფანტასტიურ იარაღს, რომელიც თავისი ვიზუალური ფორმებით ნებისმიერ აირგანერს დორბლებს გადმოაყრევინებს. ![]() ცოტა წინ გაუსწრებ მიმოხილვას და აქვე დავძენ, სილამაზესთან ერთად საკმაოდ მოსახერხებელი რაღაცაა, მშვენივრად ზის ხელში, არ დარბის სამიზნე ხელში ჭერის დროსაც კი, ასე რომ სიამოვნება გარანტირებული გაქვთ, მთავარია ყველაფერი სწორედ გათვალოთ და ... თუმცა მოდი დავუბრუნდეთ სათავეებს და ყველაფერი ნელნელა განვიხილოთ. მოკლედ თითონ , სურათებით რომ არ გადავტვირთოთ აქაურობა ლინკს დავდებ სადაც მისი ფასიც და სხვა პარამეტრებიც არის ნახსენები. როგორც ზემოთ მოყვანილი ლინკიდან ირკვევა იარაღი შედარიბით იაფი ღირს, ზოგიერთ ჩვენს იარაღთან შედარებით კაპიკები გამოდის, მაგრამ იმისათვის რომ პირველ სურათში მოყვანილი ფიშტო მივიღოთ საჭიროა საკმაოდ სერიოზული ფინანსური გადასხმები. თავდაპირველად იარაღი არის მულტი კომპრესიული, ანუ იმისათვის რომ ერთი გასროლა გააკეთოთ საჭიროა რამდენჯერმე გადატენოთ ლულის ქვეშ მოქცეული ხელის მოსაკიდი. ნორმალური გასროლისთვის მინიმუმ 5-6 გადატენვაა საჭირო, ხოლო მართლაც კარგი გასროლისთვის სადღაც 15-20 გადატენვაა საჭირო. იდეაში პომპა არის პატარა ნასოსი რომელიც თითო გადატენვაზე პატარა რეზერვუარში ჰაერს ჭირხნავს, შემდეგ გასროლისას ერთიანად ანთავისუფლებს რეზერვუარს და.... ![]() ჯორჯიკა საბრძოლოდ ემზადება რა თქმა უნდა ეს მეთოდი საკმაოდ მოუხერხებელია, მაგრამ იარაღი იძლევა გადაკეთების აურაცხელ ვარიანტს. ასე მაგალითად შეიძლება დაუყენო რეზერვუარი, რითაც მულტიკოპრესიული უცებ გადადის PCP კლასში, კიდევ ფულის დახარჯვა და შეიძლება უკეთესი ლულის კოლოფის შეძენა რომელსაც კლიპის ჩადგმის საშუალება აქვს (ანუ მჭიდზე ვსაუბროდ, თუ ტანკში ზიხართ, რკინის ჩაფხუტი გახურავთ და ვერ მოხვდით რაზეა საუბარი... აბოიმა იცით რა არის?? ჰოდა მაგას ვამბობ მეც ზუსტად), ასევე საჭიროა მოდერი, რადგან მოკლელულიანი ძლიერი PCP, საშინელ ხმას გამოსცემს, და ყველაფერ ამას სჭირდება ნორმალური ბეჭზე მისაბრჯენი კონდახი. ყველაფერი ეს სიამოვნება კი მგონი 500-600$-ს უკაკუნებს. ზუსტ ციფრებს ალბათ JAH -ი გვეტყვის თუ საჭიროს ჩათვლის. კონკრეტულად ამ მოდელს გადაკეთებული აქვს ბევრი საინტერესო დეტალი, შედეგად ერთდამტენიანი პისტოლეტი გახდა 16 ტყვიანი მრავალ დამტენიანი პისტოლეტი. ბევრს სწორედ ეს შესაძლებლობა მოსვენებას არ აძლევს, მაგალითად მე და ჯორჯიკას. ჩვენი დისკოს გადაკეთება გვინდა ისე, რომ ჩვენც გვქონდეს შესაძლებლობა კლიპი გამოვიყენოთ, მაგრამ მხოლოდ JAH-ის მიერ დადებული სურათებით ვერაფერს ვიგებდით. ![]() ![]() საქმე იმაშია რომ ჩახმახის უკან დაწევისას ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება ლულაში და ჩახმახის ჩაკეტვისას ხდება ლულაში ტყვიის მოთავსება, შედეგად მარტივი მოძრაობის ხარჯზე რომელსაც ჩახმახი აკეთებს (გაწიე უკან და ისევ გაწიე წინ) შეგილძლია ახალი გასროლისთვის იყო მზად. უნდა ვაღიაროთ საკმაოდ მოსახერხებელია. მოდი ვნახოთ აირგან რეპორტერის მეშვეობით როგორ მუშაობს ჩახმახი რომ ჩავწვდეთ მუშაობის პირველ პრინციპს. ჰო მართლა აირგანერს ალბათ იცნობთ ასე რომ მოვემზადეთ და.... იცანით ქართველი პოლ კაპელო ხომ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() კლიპში ალბათ დააფიქსირეთ თოფის ხმაც, მოდერი თავის საქმეს აკეთებს, გახსოვთ ალბათ პირველი გასვლისას როგორ ღმუოდა ეს თოფი, ყველას გვეგონა ზედმეტ გჰაერს უშვებდა ლულაში, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მთელს სიგრძეზე ჩამოცმულმა მოდერმა, ეგრეთწოდებულმა შრაუდერმა, თავისი საქმე ხუთიანზე გააკეთა. სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, მიუხედავად სიჩუმისა ამ მოდერის მუშაობა ახლოს ვერ მიდის ჩემი დისკოს მოდერთან, რომელიც ბაზუკამ ჩამოიტანა. რაც არ უნდა საოცარი იყოს უფრო დიდი თოფის პატარა მოდერი უფრო კარგად მუშოაბს, ვიდრე პატარა თოფის დიდი მოდერი. ![]() ![]() ![]() კაი დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, გავიგეთ როგორც მუშაობს ჩახმახი, ცოტა ძნელი დასანახი იყო მაგრამ ალბათ შესძელით დაგეფიქსირებინათ თუ როგორ ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება დასატენად, მართლა მაგარი იდეაა, მაგრამ მისი მუშაობის პრინციპი მაინც გაუგებარია, გარეგნულად არც კლიპს და არც თოფს არ აღენიშნებათ რაიმე მექანიზმი რომელიც კლიპში არსებული ბარაბნის მოტრიალებას უზრუნველყოფდა. იმისათვის რომ გავიგოთ როგორ ხდება ტყვიის მიწოდება ჩახმახის მოძრაობისას ჯობია კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს აირგან რეპორტერს ვიდეოს მეშვეობით გვიჩვენოს რა როგორ მუშაობს როგორც ვიდეომასალიდან ირკვევა ტყვიის მიწოდების მექანიზმი ძალიან მარტივად და ამასობაში გენიალურად არის მოფიქრებული. თვითონ კლიპში არის პატარა ზამბარა, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიის მიწოდებას. პირველი ტყვია რომელიც ლულაში მისაწოდებლადაა გამზადებული, ცალი კედლით ეჯახება კლიპის კედელს და აჩერებს მის უკან მდგომ ტყვიებს რიგში. ჩახმახს თუ დააკვირდით აქვს ორი საფეხური, პირველი წვრილი და მეორე ცოტა სქელი სადღაც 4.5 მილიმეტრი. პირველი წვრილი ნაწილი აწვება ტყვიას და მიათრევს ლულაში, შემდეგ მას მიყვება ცოტა სქელი ნაწილი რომელიც კლიპში გადის დაიკავებს ტყვიის ადგილს, ამით იგი არ აძლევს საშუალებას დანარჩენ ტყვიებს ჩამოვიდნენ ძირს. ამასობაში თუ დააკვირდით ჩახმახს არ გააჩნის რეზინის რგოლი რომლითაც მოხდებოდა ლულიდან ჰაერის გამოპარვის თავის არიდება. ეს იმიტომ არის ასე რომ რეზინის სქელი რგოლი კლიპში ვერ გაივლიდა და გზაში გაეჭედებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ლულის ჰერმეტიზაცია ხომ უნდა ხდებოდეს? ჰოო ჰერმეტიზაციაც მშვენივრადაა მოფიქრებული თვითონ ლულაშია ჩაშენებული რეზინის რგოლი, რომელიც გარეთ არ გამოდის და ჩახმახის სქელი ნაწილი ლულაში შესვლისას ზუსტად ამ რგოლს ედება შედეგად ჰერმეტიზაცია მიიღება და გასროლისას ჰაერი უკან არ იპარება. როგორც იტყვიან ხოლმე ყველაფერი გენიალური მარტივია. ![]() ახლა განვიხილოთ თუ როგორ შედეგებს გვაძლევს აღნიშნული თოფი. ამდენი ფული ჩაყარა მფლობელმა და საინტერესოა რისი მიღება შეიძლება. მიუხედავად იმისა რომ გასვლისას თან გვქონდა დისკოს ნასოსი, თან არ გვქონდა 1377-ის რეზერვუარის დასატენი პორტი, შედეგად JAH-ის მიერ წინასწარ დატენილი რეზერვუარით მოგვიწია სარგებლობა. JAH-ის თქმით ეს რეზერვუარი უნდა გვყოფნოდა 5-6 კლიპზე რაც საკმარისზე მეტია. რადგან თან გვქონდა რამდენიმე ტიპის ტყვია არ დავიზარეთ და ყველა შესაძლო ტყვია გავისროლეთ, ვნახოთ ეს ყველაფერი ვიდეო რეპორტში: ჰო პატარა შეცდომა მოგვივიდა, დაგვეზარა ქრონის ბოლომდე აწყობა და შედეგად ქრონმა ჩვენ დაგვიკიდა ![]() ჰოო ჩვენი აირგანერის ბოლო სიტყვები სახარბიელო არაა ![]() ბოლოს განვიხილოთ კონდახი. , მაგრამ ის კონდახი ისეთი ლამაზი არაა როგორიც ამ კონკრეტულ მოდელს აქვს. საქმე იმაშაი რომ ეს არის სპეციალურად ამ მოდელის იარაღისთვის ჩამოსხმული კონდახი, რეგულირებადი ლოყით. კონდახი ჩამოსხმულია რუსეთში, მაგრამ ჩამოსხმის ხარისხი შესაშური არ არის. მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად კარგად გამოიყურება (ვერანაირად ვერ მოედავები), ვინტის მოსაჭერ ადგილში ემჩნევა რომ ზემოდან კონდახი უბრალოდ გადაღებილია, შიგნით კი რაღაც საბჭოთა რადიო პლატების დამზადებისთვის რომ გამოიყენებოდა ისეთი მასალა ჩანს. ![]() ![]() დასკვნები იარაღი თავისებურობით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენმა აირგან რეპორტერმა თავისი დიაგნოზი დასვა, ვიტყოდი რომ იარაღი საოცრად ლამაზია. იმ დღეს კიდევ რამდენიმე მეგობართან გვქონდა შეხვედრა, მათშორის ისეთებთანაც ვისაც პნევმატიკა დღემდე \\\\\\\"კისტის\\\\\\\" თოფად მიაჩნიათ, მაგრამ ამ ვირთხმინატორის დანახვის და ხელში დაჭერის შემდეგ სადღაც 2-3 წუთში სერიოზულად ეცვლებოდათ წარმოდგენა პნევმატიკაზე. ასე რომ იარაღი ახალბედებზე მომენტალურ ეფექტს ახდენს. ეფექტი ეფექტად, ზოგოერთს უჩნდებოდა პრაქტიკული კითხვები, რამდენ გასროლაზე ყოფნის რეზერვუარი, შეიძლება თუ არა შოვნა, რა ტყვიებს ისვრის და ასე შემდეგ. რაც შეეხება მიზანში მორტყმას, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა მიზანში მორტყმა, ეს საუბარია სადღაც 15-20 მეტრიან დისტანციაზე. ტყვია ხან ზევით ხან ქვევით მიდიოდა, მაგრამ როდესაც რეპორტაჟის ჩაწერა მოვრჩით და ხელში იარაღი დავიჭირე, დავიწყე 40-60 მეტრზე სროლა. იცით საინტერესო რა იყო? ამ დისტანციაზე მაქსიმუმ 3-4 სანტიმეტრის რგოლში ჯდებოდა ტყვიები. აქედან დასკვნა, იარაღს დაბალი ტყვიის სიჩქარის გამო აქვს ძალიან მოხრილი ტყვიის ტრაექტორია (ეგრეთწოდებული ნაღმტყორცნის ”ნავესნოი” ტრაექტორია), რის გამოც 15-25 მეტრი ხვდება მკვდარ ზონაში, სასროლი ზონა კი გამოდის ორი 10 მეტრთან და 30 -50 მეტრთან ამას მოგვიანებით სქემატურად გამოვსახავ და უფრო იოლი აღსაქმელი იქნება. არის მინუსებიც. მაგალითად ფასი, ფასი ძალიან მაღალია ამ ტიპის იარაღისთვის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ აქ არ კეთდება არცერთი დეტალი, საზღვარგარეთ დაკვეთა და ტრანსპორტირება კი იაფი არ ჯდება. საეჭვოა გამოყენების სფერო. თავდაპირველად შექმნილია იარაღი ყვავებზე სანადიროდ, მაგრამ ჩვენთან ყვავები ისედაც იშვიათობაა, პლიუს საკმაოდ მფრთხალი ცხოველია, მაგალითად იმავე დღეს ლისზე ასვლისას დავაფიქსირეთ 5-6 ყვავი, მაგრამ სანამ ჯორჯიკა 50 მეტრზე მიუახლოვდა, ყვავებმა რაღაც არასასიამოვნო იგრძნეს და.... მოკლედ მოვრჩეთ დღევანდელ მიმოხილვას. მაგრამ რაღაც უნდა ვთქვათ ღირს თუ არ ღირს ამდენ წვალებად ეს იარაღი? როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და არა ბილ გეიცის შივილი, შემიძლია ვთქვა რომ არ ღირს, მთელი შიგნეულობა იძახის ძვირია, ძვირია, მაგრამ როგორც სუფთა აირგანერი, ალბათ მაინც ვიტყვი ღირს. კაი რაღაცაა ეს მამაძაღლი. თან თუ ხარჯებს დროში გაჭიმავ და დიდ დარტყმად არ მოგხვდება ხომ საერთოდ გადასარევი იქნება. მოკლედ მიუხედავად ჩემი აზრებისა დასკვნები იმის შესახებ გჭირდებათ თუ არა ასეთი ფიშტო მაინც თქვენ უნდა გააკეთოთ, მე პირადად მშურს JAh-ის შემართებისა რომ 56$-იანი ფინტიკლუშკა ამ დონის PCP იარაღამდე აიყვანა. მე ჩემი დისკოსთვის დღემდე ლულის კოლოფი ვერ შევარჩიე ვის და სად გავაკეთებინო JAH-მა კი გარისკა და.... P.S. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა JAH-ს რომ მოგვცა საშაულება ხელში დაგვეჭირა ეს იარაღი, ვისიამოვნეთ ინფორმაციაც მივიღეთ გამოცდილებაც და რაც მთავარია ეს სტატიაც დაიწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად იქნებოდა და ვერავინ ვერაფერს ვერ გავიგებდით კიდევ დიდიხნის მანძილზე. P.S. p.s. ჰო მართლა რეპორტმა დაიგვიანა ვიდეოების გამო, სადღაც 1,5 გიგა იყო ასატვირთი, არ დავიწყე კომპრესიები და უაზრობები, მინდოდა რომ HD ხარისხითაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მგონი გამოვიდა ჩანაფიქრი, დანარჩენ კომენატრებს კი თქვენგან ველი. ______________________________________________________________________________ ბონუსი ვანმატებ ბონუსსსახით ვიდეო ფაილს სადაც ჩანს თუ რა ძალა აქვს დისკოს და ვირთხმინატორს. რათქმაუნდა აქ საქმე სიჩქარეშაია და არა იარაღის ფორმაში, დისკოც დავირთხაც ისვრიან CUM 10.5 გრანიანს, ოღონდ დისკოს აქვს სიჩქარე 265 მეტრი წამში, ხოლო ვირთხას 150 მეტრი წამში.შედეგებს ვიდეოზე თქვენთვითონ ნახავთ. ამჯერად მართლა დამთავრდა ყველა მასალა ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#141
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 ![]() |
gigi30 თუ მაინც და მაინც ბიუჯეტური გინდათ და მაგ სტილის აი ეს შეგიძლიათ ისე საითმარკი ერთერთი საუკეთესოა ბიუჯეტურებში და ცეცხლსასროლებზეც აქტიურად იყენებენ, უფრო ხშირად R15 ებზე. მეც მქონდა ადრე საითმარკი ოღონდ მასეთი არა რომელიც დავლინკე და საკმაოდ ნორმალურად იმუშავა გლუვლულიანზე ერთი სიტყვით მე საითმარკს გირჩევთ და თქვენთვის ბოუჯეტურად ხელსაყრელი მოდელის მოძიებაც არ გაგიჭირდებათ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#142
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 249 რეგისტრ.: 25-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,302 ![]() |
ანუ, ერთხელ რომ გავასწორებ თავისით არ აირევა, ხო? მადლობა რჩევისთვის.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#143
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 ![]() |
gigi30 კი რაც თქვენ გაქვთ იმას შესამჩნევად აჯობებს და უარეს შემთხვევაში თავის ღირებულებასაც გაამართლებს თუ არ გადააჭარბა ფაქიზად მოპყრობის შემთხვევაში.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#144
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
mamukaaa ციტატა(mamukaaa @ 26th September 2016 - 07:10 PM) ანუ საერთო ჯამში რა ჯდება 1377-ის მაგ დონემდე მიყვანა? ნუ ვროდე მიწერია დაანგარიშება: ციტატა(ja_ja @ 21st September 2016 - 01:05 PM) საერთო ჯამი 360 ლარი + საშუალოდ 110$ და პლიუს თვითონ დონორი ესეიგი დღევანდელი კურსით 110$ იქნება 260 ლარი რაც ნიშნავს იმას რომ 360 ლარს დაემატება 260 ლარი. და დაემატება თუ არავცდები ფასში საწყისი 1377-ის ფასი რომელიც 180 ლარს უდრის საერთო ჯამი წესით ჯდება სადღაც 800 ლარში, დალშე ახლა ვინ რა სილამაზეს მოინდომებს და ასე შემდეგ ![]() ![]() userman ციტატა(userman @ 26th September 2016 - 08:36 PM) როგორც ჯაჯამ დაიანგარიშა სადღაც 1000 ლარი გამოდის ნასუსის გარეშე და სავარაუდოდ ჯაჯას ხელფასიც დაემატება . უარზე არ ვარ ზედმეტი 200 ლარი მივიღო თუ რა თქმა უნდა ჩამოდიხარ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#145
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 453 რეგისტრ.: 23-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,563 ქალაქი:თბილისი ![]() |
1377-ზე კითხვა მაქ. 10-ჯერ თუ 15-ჯერ არ მახსოვს დავტენე და დავტოვე მეორე დღეს ვნახე და დაცლილი იყო.ძალიან ცოტაღა იყო ჰაერი? რისი ბრალი იქნება?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#146
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 453 რეგისტრ.: 23-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,563 ქალაქი:თბილისი ![]() |
სად ვიყიდი ამ ნაწილს ან ვინ ამზადებს? ნუ რათქმა უნდა ფასი მაინტერესებს
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#147
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(mamukaaa @ 9th October 2016 - 09:49 PM) სად ვიყიდი ამ ნაწილს ან ვინ ამზადებს? mamukaaa მგონი ვერავინ მიხვდა რა ნაწილს გულისხმობ. კონკრეტული სურათი დადე, თორემ მაგ ბმულზე ყველაფერია ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#148
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 453 რეგისტრ.: 23-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,563 ქალაქი:თბილისი ![]() |
პომპას ვგულისხმობ.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#149
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 453 რეგისტრ.: 23-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,563 ქალაქი:თბილისი ![]() |
გამარჯობათ. ჩემი 1377-ი ჰაერს აპარებს და რა შეიძლება იყოს რა უნდა შევამოწმო? ერთი ღამე დავტოვე და მეორე დღეს რო ვნახე ჰაერი თითქმის აღარ იყო.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#150
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 703 რეგისტრ.: 14-November 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,830 ქალაქი:თბილისი ![]() |
mamukaaa კლაპანი დაშალე და ზეთისგან გაწმინდე. თუ არ უშველა, მაშინ ფტოროპლასტის წინა კლაპანი რომ უყენია ჰაერის დამგროვებელში, ეგ გამოცვალე.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#151
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 453 რეგისტრ.: 23-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,563 ქალაქი:თბილისი ![]() |
მადლობა რჩევისთვის.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#152
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 453 რეგისტრ.: 23-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,563 ქალაქი:თბილისი ![]() |
ფტოროპლასტის წინა კლაპანი სად ვიყიდო თუ მაგის ბრალია?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#153
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 703 რეგისტრ.: 14-November 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,830 ქალაქი:თბილისი ![]() |
mamukaaa ფტოროპლასტი არაა აუცილებელი. იგივე დიამეტრის, პოლიურეთანის ან რაიმე მყარი რეზინის ცილინდრიც მშვენივრაგ წავა. მასალა შეგიძლია ნავთლუღში იყიდო, ფეხსაცმლის მასალა სადაც იყიდება. გამოჭრა მოგიწევს ვისეჩკით, რომელიც იქვე იყიდება. ოღონდ დიამეტრი შეურჩიე. უფრო იაფად გამოხვალ, თუ იქვე ამოაჭრევინებ. მე ეგრე მაქ გაკეთებული და მშვენივრად მუშაობს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#154
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 453 რეგისტრ.: 23-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,563 ქალაქი:თბილისი ![]() |
გაიხარე გოჩა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#155
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
mamukaaa მაიცა თუ ღმერთი გწამს საერთოდ ამიხსენი რათ გინდა რომ მეორე და მესამე დღეს ჰქონდეს წნევაშენარჩუნებული? ჩემის გადასახედიდან 1377-ისთვის მაგ ამოცანის დასმა სტოკ ნაწილებზე არის საკუთარი თავის წამება, მუდმივი ცვლილების ჩალიჩი და ბოლოს დედის გინებით ყველაფრის გადაყრა ![]() საქმე იმაშია რომ სკოკ ვერსიაში არც ნაწილებია ძალიან რაღაც სუპერ ხარისხის (ნუ მთელი პისტალეტი ღირს იმაზე იაფი რაც ცალკე მარტო კლაპანი ღირს ხოლმე კაი მოდიფიცირებული და რა არის გასაკვირი ![]() 1377-ს ნამდვილად ვერ მოვთხოვ რომ გინდა 1 და გინდაც 2 დღე ჰაერი დაიჭიროს (ნუ კლაპნის სტრანნი თავისებურების გამო), ყველაფერს რომ თავი დავანებოთ PCP ხომ არაა ჩვეულებრივი მულტიპამპია, შედეგად რომც გააპაროს ჰაერი ხელახლა რამდენიმე წამში დააწაჩავებ... მთავარია იმდენად ჩქარა არ გასდიოდეს რომ სანამ გასროლას გააკეთებ ნუ პირობითაც 10-20 წუთის განმავლობაში არ დაკარგოს წნევა ქარხნული კლაპნის გადაკეთება იმენნა დაგღლის. ჯობია მაგით თავი არ შეიწუხო... როგორც ზემოთ ვთქვი მთავარია რამდენიმე წუთი იწერდეს წნევას და საგრძნობ ცვლილებას არ იძლეოდეს, ხოლო 1 და 2 დღის დასახვა ნუ შეიძლება ვიღაცას გაუმართლოს და ჰქონდეს, ქარხნულადვე, მაგრამ უმეტესობას არ აქვს ეგ შესაძლებლობა და მე თუ მკითხავ საჭიროებაც არაა... ეგ რომ PCP იყოს და კლაპნის გაუმართაობის გამო მთელი რეზერვუარი იცლებოდეს, ნუ იასნია მისახედი იქნებოდა, მარა რაცხა 3 კუბიკური სანტიმეტრი იკარგება 1 დღეში... ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#156
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 453 რეგისტრ.: 23-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,563 ქალაქი:თბილისი ![]() |
გაიხარე და მადლობა რჩევისთვის.ერთხელ დამაინტერესდა,ვცადე და არ შეინახა ჰაერი. უბრალოდ მაინც გავწმინდავ.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#157
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 249 რეგისტრ.: 25-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,302 ![]() |
ინტერესის გულისათვის, ჩემს 1377-ს დავტენი 10 დატუმბვაზე და დაახლოებით 36 საათის შემდეგ შევამოწმებ(სამორიგეოდ მივდივარ და ორშაბათს დავბრუნდები, ტრადიციულად შემოვალ და გამახსენდება).
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#158
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
აბა რა ქენი უჭირავს 36 საათის მერე თუ არა ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#159
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 249 რეგისტრ.: 25-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,302 ![]() |
შევამოწმე გასროლის ხმით, შეიმჩნეოდა მცირე სხვაობა. მაგრამ შესამჩნევი იყო ეს სხვაობა. სამწუხაროდ სხვა, ობიექტური შედარების საშუალება არ მქონდა. უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მეტს არც ველოდი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#160
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 166 რეგისტრ.: 1-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 1,247 ქალაქი:თბილისი ![]() |
მეც მაქ 2 1377 ძველიც და ახალიც და ორივეს რო დავტენი 1 კვირაც კი დამიტოვებია მარა ისევ ისეთი ძალით ისვრის ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th August 2025 - 01:46 AM |
Hosted by Pro-Service |