![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
გუშინ დავდე პატარა მიმოხილვა იმის შესახებ თუ შაბათს როგორ მოვახერხეთ მე ჯორჯიკამ და დავითმა გასვლა და გარკვეული ტესტირებების ჩატარება. შეგპირდით რომ კროსმანის 1377-ის სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებდით შესაბამისი აირგან რეპორტერის ვიდეოებით. ვაღიაროთ დრო დადგა დავწეროთ ამ ფიშტოს მიმოხილვა. თავიდანვე უნდა ვთქვათ ამ დატუნინგებული იარაღის მფლობელი არის JAH-ი ანუ ჩვენი ფორუმის ადმინისტრატორი, ფიშტო სადღაც ღირს 50$ - 60$, მაგრამ აურაცხელი ფულის დახარჯვის შედმეგ ვიღებთ ფანტასტიურ იარაღს, რომელიც თავისი ვიზუალური ფორმებით ნებისმიერ აირგანერს დორბლებს გადმოაყრევინებს. ![]() ცოტა წინ გაუსწრებ მიმოხილვას და აქვე დავძენ, სილამაზესთან ერთად საკმაოდ მოსახერხებელი რაღაცაა, მშვენივრად ზის ხელში, არ დარბის სამიზნე ხელში ჭერის დროსაც კი, ასე რომ სიამოვნება გარანტირებული გაქვთ, მთავარია ყველაფერი სწორედ გათვალოთ და ... თუმცა მოდი დავუბრუნდეთ სათავეებს და ყველაფერი ნელნელა განვიხილოთ. მოკლედ თითონ , სურათებით რომ არ გადავტვირთოთ აქაურობა ლინკს დავდებ სადაც მისი ფასიც და სხვა პარამეტრებიც არის ნახსენები. როგორც ზემოთ მოყვანილი ლინკიდან ირკვევა იარაღი შედარიბით იაფი ღირს, ზოგიერთ ჩვენს იარაღთან შედარებით კაპიკები გამოდის, მაგრამ იმისათვის რომ პირველ სურათში მოყვანილი ფიშტო მივიღოთ საჭიროა საკმაოდ სერიოზული ფინანსური გადასხმები. თავდაპირველად იარაღი არის მულტი კომპრესიული, ანუ იმისათვის რომ ერთი გასროლა გააკეთოთ საჭიროა რამდენჯერმე გადატენოთ ლულის ქვეშ მოქცეული ხელის მოსაკიდი. ნორმალური გასროლისთვის მინიმუმ 5-6 გადატენვაა საჭირო, ხოლო მართლაც კარგი გასროლისთვის სადღაც 15-20 გადატენვაა საჭირო. იდეაში პომპა არის პატარა ნასოსი რომელიც თითო გადატენვაზე პატარა რეზერვუარში ჰაერს ჭირხნავს, შემდეგ გასროლისას ერთიანად ანთავისუფლებს რეზერვუარს და.... ![]() ჯორჯიკა საბრძოლოდ ემზადება რა თქმა უნდა ეს მეთოდი საკმაოდ მოუხერხებელია, მაგრამ იარაღი იძლევა გადაკეთების აურაცხელ ვარიანტს. ასე მაგალითად შეიძლება დაუყენო რეზერვუარი, რითაც მულტიკოპრესიული უცებ გადადის PCP კლასში, კიდევ ფულის დახარჯვა და შეიძლება უკეთესი ლულის კოლოფის შეძენა რომელსაც კლიპის ჩადგმის საშუალება აქვს (ანუ მჭიდზე ვსაუბროდ, თუ ტანკში ზიხართ, რკინის ჩაფხუტი გახურავთ და ვერ მოხვდით რაზეა საუბარი... აბოიმა იცით რა არის?? ჰოდა მაგას ვამბობ მეც ზუსტად), ასევე საჭიროა მოდერი, რადგან მოკლელულიანი ძლიერი PCP, საშინელ ხმას გამოსცემს, და ყველაფერ ამას სჭირდება ნორმალური ბეჭზე მისაბრჯენი კონდახი. ყველაფერი ეს სიამოვნება კი მგონი 500-600$-ს უკაკუნებს. ზუსტ ციფრებს ალბათ JAH -ი გვეტყვის თუ საჭიროს ჩათვლის. კონკრეტულად ამ მოდელს გადაკეთებული აქვს ბევრი საინტერესო დეტალი, შედეგად ერთდამტენიანი პისტოლეტი გახდა 16 ტყვიანი მრავალ დამტენიანი პისტოლეტი. ბევრს სწორედ ეს შესაძლებლობა მოსვენებას არ აძლევს, მაგალითად მე და ჯორჯიკას. ჩვენი დისკოს გადაკეთება გვინდა ისე, რომ ჩვენც გვქონდეს შესაძლებლობა კლიპი გამოვიყენოთ, მაგრამ მხოლოდ JAH-ის მიერ დადებული სურათებით ვერაფერს ვიგებდით. ![]() ![]() საქმე იმაშია რომ ჩახმახის უკან დაწევისას ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება ლულაში და ჩახმახის ჩაკეტვისას ხდება ლულაში ტყვიის მოთავსება, შედეგად მარტივი მოძრაობის ხარჯზე რომელსაც ჩახმახი აკეთებს (გაწიე უკან და ისევ გაწიე წინ) შეგილძლია ახალი გასროლისთვის იყო მზად. უნდა ვაღიაროთ საკმაოდ მოსახერხებელია. მოდი ვნახოთ აირგან რეპორტერის მეშვეობით როგორ მუშაობს ჩახმახი რომ ჩავწვდეთ მუშაობის პირველ პრინციპს. ჰო მართლა აირგანერს ალბათ იცნობთ ასე რომ მოვემზადეთ და.... იცანით ქართველი პოლ კაპელო ხომ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() კლიპში ალბათ დააფიქსირეთ თოფის ხმაც, მოდერი თავის საქმეს აკეთებს, გახსოვთ ალბათ პირველი გასვლისას როგორ ღმუოდა ეს თოფი, ყველას გვეგონა ზედმეტ გჰაერს უშვებდა ლულაში, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მთელს სიგრძეზე ჩამოცმულმა მოდერმა, ეგრეთწოდებულმა შრაუდერმა, თავისი საქმე ხუთიანზე გააკეთა. სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, მიუხედავად სიჩუმისა ამ მოდერის მუშაობა ახლოს ვერ მიდის ჩემი დისკოს მოდერთან, რომელიც ბაზუკამ ჩამოიტანა. რაც არ უნდა საოცარი იყოს უფრო დიდი თოფის პატარა მოდერი უფრო კარგად მუშოაბს, ვიდრე პატარა თოფის დიდი მოდერი. ![]() ![]() ![]() კაი დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, გავიგეთ როგორც მუშაობს ჩახმახი, ცოტა ძნელი დასანახი იყო მაგრამ ალბათ შესძელით დაგეფიქსირებინათ თუ როგორ ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება დასატენად, მართლა მაგარი იდეაა, მაგრამ მისი მუშაობის პრინციპი მაინც გაუგებარია, გარეგნულად არც კლიპს და არც თოფს არ აღენიშნებათ რაიმე მექანიზმი რომელიც კლიპში არსებული ბარაბნის მოტრიალებას უზრუნველყოფდა. იმისათვის რომ გავიგოთ როგორ ხდება ტყვიის მიწოდება ჩახმახის მოძრაობისას ჯობია კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს აირგან რეპორტერს ვიდეოს მეშვეობით გვიჩვენოს რა როგორ მუშაობს როგორც ვიდეომასალიდან ირკვევა ტყვიის მიწოდების მექანიზმი ძალიან მარტივად და ამასობაში გენიალურად არის მოფიქრებული. თვითონ კლიპში არის პატარა ზამბარა, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიის მიწოდებას. პირველი ტყვია რომელიც ლულაში მისაწოდებლადაა გამზადებული, ცალი კედლით ეჯახება კლიპის კედელს და აჩერებს მის უკან მდგომ ტყვიებს რიგში. ჩახმახს თუ დააკვირდით აქვს ორი საფეხური, პირველი წვრილი და მეორე ცოტა სქელი სადღაც 4.5 მილიმეტრი. პირველი წვრილი ნაწილი აწვება ტყვიას და მიათრევს ლულაში, შემდეგ მას მიყვება ცოტა სქელი ნაწილი რომელიც კლიპში გადის დაიკავებს ტყვიის ადგილს, ამით იგი არ აძლევს საშუალებას დანარჩენ ტყვიებს ჩამოვიდნენ ძირს. ამასობაში თუ დააკვირდით ჩახმახს არ გააჩნის რეზინის რგოლი რომლითაც მოხდებოდა ლულიდან ჰაერის გამოპარვის თავის არიდება. ეს იმიტომ არის ასე რომ რეზინის სქელი რგოლი კლიპში ვერ გაივლიდა და გზაში გაეჭედებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ლულის ჰერმეტიზაცია ხომ უნდა ხდებოდეს? ჰოო ჰერმეტიზაციაც მშვენივრადაა მოფიქრებული თვითონ ლულაშია ჩაშენებული რეზინის რგოლი, რომელიც გარეთ არ გამოდის და ჩახმახის სქელი ნაწილი ლულაში შესვლისას ზუსტად ამ რგოლს ედება შედეგად ჰერმეტიზაცია მიიღება და გასროლისას ჰაერი უკან არ იპარება. როგორც იტყვიან ხოლმე ყველაფერი გენიალური მარტივია. ![]() ახლა განვიხილოთ თუ როგორ შედეგებს გვაძლევს აღნიშნული თოფი. ამდენი ფული ჩაყარა მფლობელმა და საინტერესოა რისი მიღება შეიძლება. მიუხედავად იმისა რომ გასვლისას თან გვქონდა დისკოს ნასოსი, თან არ გვქონდა 1377-ის რეზერვუარის დასატენი პორტი, შედეგად JAH-ის მიერ წინასწარ დატენილი რეზერვუარით მოგვიწია სარგებლობა. JAH-ის თქმით ეს რეზერვუარი უნდა გვყოფნოდა 5-6 კლიპზე რაც საკმარისზე მეტია. რადგან თან გვქონდა რამდენიმე ტიპის ტყვია არ დავიზარეთ და ყველა შესაძლო ტყვია გავისროლეთ, ვნახოთ ეს ყველაფერი ვიდეო რეპორტში: ჰო პატარა შეცდომა მოგვივიდა, დაგვეზარა ქრონის ბოლომდე აწყობა და შედეგად ქრონმა ჩვენ დაგვიკიდა ![]() ჰოო ჩვენი აირგანერის ბოლო სიტყვები სახარბიელო არაა ![]() ბოლოს განვიხილოთ კონდახი. , მაგრამ ის კონდახი ისეთი ლამაზი არაა როგორიც ამ კონკრეტულ მოდელს აქვს. საქმე იმაშაი რომ ეს არის სპეციალურად ამ მოდელის იარაღისთვის ჩამოსხმული კონდახი, რეგულირებადი ლოყით. კონდახი ჩამოსხმულია რუსეთში, მაგრამ ჩამოსხმის ხარისხი შესაშური არ არის. მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად კარგად გამოიყურება (ვერანაირად ვერ მოედავები), ვინტის მოსაჭერ ადგილში ემჩნევა რომ ზემოდან კონდახი უბრალოდ გადაღებილია, შიგნით კი რაღაც საბჭოთა რადიო პლატების დამზადებისთვის რომ გამოიყენებოდა ისეთი მასალა ჩანს. ![]() ![]() დასკვნები იარაღი თავისებურობით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენმა აირგან რეპორტერმა თავისი დიაგნოზი დასვა, ვიტყოდი რომ იარაღი საოცრად ლამაზია. იმ დღეს კიდევ რამდენიმე მეგობართან გვქონდა შეხვედრა, მათშორის ისეთებთანაც ვისაც პნევმატიკა დღემდე \\\\\\\"კისტის\\\\\\\" თოფად მიაჩნიათ, მაგრამ ამ ვირთხმინატორის დანახვის და ხელში დაჭერის შემდეგ სადღაც 2-3 წუთში სერიოზულად ეცვლებოდათ წარმოდგენა პნევმატიკაზე. ასე რომ იარაღი ახალბედებზე მომენტალურ ეფექტს ახდენს. ეფექტი ეფექტად, ზოგოერთს უჩნდებოდა პრაქტიკული კითხვები, რამდენ გასროლაზე ყოფნის რეზერვუარი, შეიძლება თუ არა შოვნა, რა ტყვიებს ისვრის და ასე შემდეგ. რაც შეეხება მიზანში მორტყმას, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა მიზანში მორტყმა, ეს საუბარია სადღაც 15-20 მეტრიან დისტანციაზე. ტყვია ხან ზევით ხან ქვევით მიდიოდა, მაგრამ როდესაც რეპორტაჟის ჩაწერა მოვრჩით და ხელში იარაღი დავიჭირე, დავიწყე 40-60 მეტრზე სროლა. იცით საინტერესო რა იყო? ამ დისტანციაზე მაქსიმუმ 3-4 სანტიმეტრის რგოლში ჯდებოდა ტყვიები. აქედან დასკვნა, იარაღს დაბალი ტყვიის სიჩქარის გამო აქვს ძალიან მოხრილი ტყვიის ტრაექტორია (ეგრეთწოდებული ნაღმტყორცნის ”ნავესნოი” ტრაექტორია), რის გამოც 15-25 მეტრი ხვდება მკვდარ ზონაში, სასროლი ზონა კი გამოდის ორი 10 მეტრთან და 30 -50 მეტრთან ამას მოგვიანებით სქემატურად გამოვსახავ და უფრო იოლი აღსაქმელი იქნება. არის მინუსებიც. მაგალითად ფასი, ფასი ძალიან მაღალია ამ ტიპის იარაღისთვის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ აქ არ კეთდება არცერთი დეტალი, საზღვარგარეთ დაკვეთა და ტრანსპორტირება კი იაფი არ ჯდება. საეჭვოა გამოყენების სფერო. თავდაპირველად შექმნილია იარაღი ყვავებზე სანადიროდ, მაგრამ ჩვენთან ყვავები ისედაც იშვიათობაა, პლიუს საკმაოდ მფრთხალი ცხოველია, მაგალითად იმავე დღეს ლისზე ასვლისას დავაფიქსირეთ 5-6 ყვავი, მაგრამ სანამ ჯორჯიკა 50 მეტრზე მიუახლოვდა, ყვავებმა რაღაც არასასიამოვნო იგრძნეს და.... მოკლედ მოვრჩეთ დღევანდელ მიმოხილვას. მაგრამ რაღაც უნდა ვთქვათ ღირს თუ არ ღირს ამდენ წვალებად ეს იარაღი? როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და არა ბილ გეიცის შივილი, შემიძლია ვთქვა რომ არ ღირს, მთელი შიგნეულობა იძახის ძვირია, ძვირია, მაგრამ როგორც სუფთა აირგანერი, ალბათ მაინც ვიტყვი ღირს. კაი რაღაცაა ეს მამაძაღლი. თან თუ ხარჯებს დროში გაჭიმავ და დიდ დარტყმად არ მოგხვდება ხომ საერთოდ გადასარევი იქნება. მოკლედ მიუხედავად ჩემი აზრებისა დასკვნები იმის შესახებ გჭირდებათ თუ არა ასეთი ფიშტო მაინც თქვენ უნდა გააკეთოთ, მე პირადად მშურს JAh-ის შემართებისა რომ 56$-იანი ფინტიკლუშკა ამ დონის PCP იარაღამდე აიყვანა. მე ჩემი დისკოსთვის დღემდე ლულის კოლოფი ვერ შევარჩიე ვის და სად გავაკეთებინო JAH-მა კი გარისკა და.... P.S. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა JAH-ს რომ მოგვცა საშაულება ხელში დაგვეჭირა ეს იარაღი, ვისიამოვნეთ ინფორმაციაც მივიღეთ გამოცდილებაც და რაც მთავარია ეს სტატიაც დაიწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად იქნებოდა და ვერავინ ვერაფერს ვერ გავიგებდით კიდევ დიდიხნის მანძილზე. P.S. p.s. ჰო მართლა რეპორტმა დაიგვიანა ვიდეოების გამო, სადღაც 1,5 გიგა იყო ასატვირთი, არ დავიწყე კომპრესიები და უაზრობები, მინდოდა რომ HD ხარისხითაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მგონი გამოვიდა ჩანაფიქრი, დანარჩენ კომენატრებს კი თქვენგან ველი. ______________________________________________________________________________ ბონუსი ვანმატებ ბონუსსსახით ვიდეო ფაილს სადაც ჩანს თუ რა ძალა აქვს დისკოს და ვირთხმინატორს. რათქმაუნდა აქ საქმე სიჩქარეშაია და არა იარაღის ფორმაში, დისკოც დავირთხაც ისვრიან CUM 10.5 გრანიანს, ოღონდ დისკოს აქვს სიჩქარე 265 მეტრი წამში, ხოლო ვირთხას 150 მეტრი წამში.შედეგებს ვიდეოზე თქვენთვითონ ნახავთ. ამჯერად მართლა დამთავრდა ყველა მასალა ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#121
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
დღეს გადავუღებ სურათს და საღამოს დავაგდებ..... ისე ტელშიც დავძებნი თუ ვიპოვე უფრო ადრე დავაგდებ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#122
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
შეპირებული სურათები პაწა დაგვიანებით ![]() სულ ზომა 67 სანტიმეტრი, დაკეცილი მგონი 38 სანტიმეტრია, რეზიკი 215 კუბიკი 200 ბარზე, წონა თუ ჩემს სასწორს დაეჯერება 1.65 კილოგრამი (მერე ელექტროს დავითრევ და რეალურად რამდენია ვნახავ). წესით შერებვა უნდა და.... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#123
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი ![]() |
ja_ja 1) კოლიმატორი აყენია ? 2) კლიპიანია ? 3) 1377-ის შერჩა რამე დეტალი ? ![]() 4) მაგ მდგომარეობამდე , რომ მივიყვანოთ დაახლოებით რა დაჯდება ? გარდა თავისი ფასისა , რომელიც სადღაც 180 ლარი ღირს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#124
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 703 რეგისტრ.: 14-November 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,830 ქალაქი:თბილისი ![]() |
ja_ja მშვენიერი პრაქტიკული კარაბინჩიკია. თავისი ლულითაა? და საწყისი სიჩქარე რა აქვს, რაოდენობაც მაინტერესებს. კოლოფს წინიდან ხამუტს არ უკეთებ? თუ არა და სხვანაეტად როგორ ამაგრებ, მარტო ტარის უკანა ბოლტზე და შუა პატარე ვინტზე? რა ეღირება ბალონი თავისი კლაპნით, მანომეტრი, კოლოფი, კლიპი და შრაუდერი ერთად? userman კი კლიპზეა, დაუკვირდი ბუდის სიღრმეს და სივიწროვეს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#125
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
userman 1) ნუ პატრონს კოლიმატორი უნდოდა და დააყენა, სხვას ვისაც რა უნდა იმას დააყენებს 2) კლიპიანია ![]() 3) კი დარჩა, ისეთი შტუკები როგორიცაა ლულა (თუმცა ალტერნატივად გრძელ ლულასაც აყენებს პატრონი და 2 ვატიანტი ექნება მოკლედ და გრძელი ვერსია), კიდევ დარჩა სახელური თავისი სასხლეტით და დამრტყმელი თავისი ზამბარით, დანარჩენი არარაფერია მანდ 1377-დან 4) ჰოო, ეგ სადრაც გამოვა შემდეგნაირად, - კოლოფი (თავისი ვინტებით, ლულისთვის გადამშვების ბრინჯაოს ვსტავკით და მიმწოდებლით) 150 ლარი, შრაუდერი (თავის შიგნეულობით) 60 ლარი, კლაპანი ბალონის ცამოსაცმელი რეზბიანად და ყველაფრის ჩასახრახნად (მანომეტრის, დამტენი პორტის და ბალონის გარეშე) 90 ლარი და უკან კონდახის ჩასასმელი ექსცენტრიკი 60 ლარი. რადგან ფასზე კიდევ არის კითხვები აქვე ჩამოვწერ დანარჩენსაც: - კონდახი სადღაც 15$-დან 40$-მდე გააჩნია რომელ გამყიდველს გადააწყდები და რომელ მოდიფიკაციას აირჩევ - ბალონი, უხესად 50-55$ - მანომეტრი 12-15$ - დამტენი პორტი 8-9$ - კლიპი, ნუ ეგ გრისასთან, მაგრამ თუ არავცდები 15-დან 22$-მდეა ფასი, ზეპირად ვამბობ, ნამდვილად აღარ მახსოვს რა ღირს საერთო ჯამი 360 ლარი + საშუალოდ 110$ და პლიუს თვითონ დონორი ![]() Multi-Tool წინიდან ხამუტს არ ვუკეთებ, ვირივით ზის და არაფერი არ მოძრაობს თუ რა თქმა უნდა დღეში 20-ჯერ არ დაშლი ააწყობ და კრივა კოსად მოჭერილი ვინტის გამო რეზბას თუ არ გაფუჭებს იუზერი ![]() თავისი მოკლე ლულით და ბეთხოვენის 22-ე სიმფონიის გამოყენებით მერყეპბს პარამეტრების მიხედვით, მინიმალური 140, მაქსიმალური 220-230, კონკრეტულად ამ მოდელზე ჯერ არ შემომიწნებია, ისე კი 4.5 კალიბრში 170 მ/წ-ის დროს (ოღონდ მარადიორის გრძელი ლულით) გადახარჯვის გარეშე როცა იყო დაყენებული ჩემს და გასაკვირად 190 გასროლა გააკეთა, არ მკითხოთ როგორ , არ ვიცი, მეთვითონ პატრონს ვუმტკიცებდი შეუძლებელია მეთქი (ვაბშეტა თავიდან პატრონი ამტკიცებდა 250-300 გასროლა მაქვსო, კი იყო, მაგრამ უკვე სადრაც 100მ/წ-ით, ეგეც საიდან იყო ვერ გავიგე დღემდე ![]() ![]() ამ ინფოდან გაომომდინარე ნუ დაასკვნით რომ ყველას 200 გასროლა გამოუვა ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#126
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი ![]() |
![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#127
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 703 რეგისტრ.: 14-November 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,830 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(ja_ja @ 21st September 2016 - 01:05 PM) წინიდან ხამუტს არ ვუკეთებ, ვირივით ზის და არაფერი არ მოძრაობს თუ რა თქმა უნდა დღეში 20-ჯერ არ დაშლი ააწყობ და კრივა კოსად მოჭერილი ვინტის გამო რეზბას თუ არ გაფუჭებს იუზერი ეგ კი, როდესაც 2240 ის მილზე ზის, 1377 ზე ნაღდად არ იქნებოდა საკმარისი. ეგ ვინტი, შუა წელში რომ ეხრახნდბა რა დიამეტრისას უკეთებ? ოთხ მილიმეტრიანიც შეიძლება ბრტყელი თავით, რა თქმა უნდა 2240 ისმილზე და კლიპიან კოლოფზე. ხაჩიკას რეზიკის დაყენებაც ხომ შეიძლება? დაიქაც ეგეთი გადამყვანი იქნება, თუ ექსცდნტრიკით პირდაპირ მილში?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#128
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(gabrichidzegocha @ 21st September 2016 - 05:20 PM) ეგ კი, როდესაც 2240 ის მილზე ზის, 1377 ზე ნაღდად არ იქნებოდა საკმარისი. დამიჯერე საკმარისია, სისქე მილის ერთი და იგივეა, დიამეტრია სხვადასხვა. ეგ დიამეტრი მე ან სხვა ხელოსანს ზღუდავს მუშაობაში, კერძოდ 1377-ში ეტევა 15.9 მილიმეტრიანი კლაპანი, შედეგად ხომ ხვდები მაგ 16 მილიმეტრში უნდა ჩაატიო რეზბაც, კლაპნის ბუდეც, თან ადგილიც უნდა დარჩეს რომ კლაპანს გვერდი აუაროს ჰაერმა, ანუ ნამეტანი მესაათის სამუშაო იჩითება... 2240-ში კი უკვე 19 მილიმეტრი ეტევა, თითქოს და დიდი არაფერი სულ რაღაც 3 მილიმეტრია სხვაობა, მაგრამ ეგ სამი მილიმეტირ ან შეგიLძია კედლის სისქეში გაუშვა, ან პირიქით შიდა სამუშაოებზე გამოიყენო... მეტი არაფერი განსხვავება არაა მაგ ტრუბებში, ლითონი ერთი და იგივეა, რეზბა ერთი და იგივეა... მე რუსების ნამუშევარი ნანახი მაქვს როდესაც 4 მილიმეტრიან ვინტს ტენიან მანდ, მე პირადად არ ვარ მაგით აღტაცებული, რადგან ერთი შეხედვით ცოტა სქელია ვინტი და მყარია, მაგრამ რეალში ეგ ვინტის სისქე არაფერს იძლევა, რადგან მილის კედელი მაინც იგივე რჩება, ხოლო 4 მილიმეტრიანის შემთხვევაში რეზვის ძაფების რაოდენობა ნაკლებია, შედეგად მოჭიდულობაც. ასე რომ M3 მშვენიერია ან თავისი რადნოი დუიმების 4-48... თუ იმენნა ქართული მენტალიტეტით არ მოუჭირე ისე რომ შესტიგრანნიკიც გადაიღუნოს.... მოკლედ იმენნა სიკვდილივით აჯდება, დაჟე ფტოროპლასტის გადამშვები რომ ყენდება მაგის 0.5 მილიმეტით მიჭყლეტვას ვაკეტებინებ რომ აბტურაცია იყოს, უჭირავს ვირივით.... თავისი წვრილი ვინტიც ხოშიანია, იმენნა ისეა ხოლმე ჩასიკვდილებული რომ მოხსნისას ტკაპანის გარეშე ვერ მოუშვებ ხოლმე. ას რომ მანდ დიდი რეზბები საჭიორ არაა, მთავარია შემდეგ მოხმარებისას მომხმარებელმა უცნობი რეზბის ვინტები არ გათხაროს, ან გადახრით არ მოუჭიროს და რეზბა არ გააფუჭოს.... ციტატა(gabrichidzegocha @ 21st September 2016 - 05:20 PM) ხაჩიკას რეზიკის დაყენებაც ხომ შეიძლება? შეიძლება, მაგრამ როგორც შენ თქვი ექსცენტრიკი დაგჭირდება (ზემოთ სურათის ვარიანტი მგონი არ გამოდგება, ჰაჩიკას დიამეტრი აქვს დიდი და თუუ მანდაც დიდი ბალაყანა დააყენე ნამეტანი აცდენილი იქნება ვიზუალს) , ნუ მამენტ შეიძლება ექსცენტრიკის გარეშეც (ეგ უფრო მარტივია გასაკეტებლად), მაგრამ მაგ შემთხვევაში შრაუდერში იქნები შეზღუდული ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#129
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 703 რეგისტრ.: 14-November 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,830 ქალაქი:თბილისი ![]() |
ja_ja ოკ, ეგ ყველაფერი გასაგებია. უბრალოდ მაგ ხამუტზე ყურადღება იმიტომ გავამახვილე რომ, გრძელი ლულის ვარიანტში იარაღი დაცემისას ან რაიმეზე გამოდებისას, კოლოფს მოარყევს, ან სულაც ამოაგდებს ვინტიანად. ჩემი აზრით ეგ საკმარისია მხოლოდ საკუთარი პატარა ლულის შემთხვევაში. რეზიკზე გასაგებლარია ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#130
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(gabrichidzegocha @ 21st September 2016 - 08:21 PM) გავამახვილე რომ, გრძელი ლულის ვარიანტში იარაღი დაცემისას ან რაიმეზე გამოდებისას, კოლოფს მოარყევს, ან სულაც ამოაგდებს ვინტიანად. ნუ მაგ შემთხვევაში წინა რვიანი შეიძლება გამოიყენო, ანუ ბალონზე ჩამოცმული და ლულა იქნება თუ შრაუდერი იმის ხვრელზე გათვლილი (ცოტა ფართო რა თქმა უნდა რომ გამოკიდებული იყოს) ი ვსიო.... ახლა მე-10 სართულიდან თუ გადააგდე თოფი და იმაზე იღელვებს პატრონი რომ კოლოფი არ მოინჯღრესო ![]() ![]() ![]() იდეაში მე მიმაჩნია რომ 1377 ან 2240 გრძელ ლულაზე არ უნდა გააკეთო, ან ტავისი ლულა უნდა გამოიყენო ან სხვა ხარისხიანი ლულა მაგრამ იგივე ზომის... მთელი ვიტამილი მაგ თოფში კაკრაზ კომპაქტურობაშია ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#131
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 249 რეგისტრ.: 25-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,302 ![]() |
და კოლიმატორი რამდენად ხელსაყრელია, გამომდგარია 1377-ზე, ვთქვათ ვირთხაზე 15 მეტრში სანადიროდ? თუ დიდად არ განსხვავდება ღია სამიზნისაგან?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#132
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 703 რეგისტრ.: 14-November 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,830 ქალაქი:თბილისი ![]() |
gigi30 პრობლემა არაა. პირიქით, ეგეთ მოკლე მანძილებზე უფრო მოსახერხებელიცაა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#133
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 453 რეგისტრ.: 23-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,563 ქალაქი:თბილისი ![]() |
ანუ საერთო ჯამში რა ჯდება 1377-ის მაგ დონემდე მიყვანა? რაც სურათებშია ნაჩვენები?ნასოსიანათ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#134
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი ![]() |
mamukaaa ციტატა(mamukaaa @ 26th September 2016 - 07:10 PM) ანუ საერთო ჯამში რა ჯდება 1377-ის მაგ დონემდე მიყვანა? რაც სურათებშია ნაჩვენები?ნასოსიანათ როგორც ჯაჯამ დაიანგარიშა სადღაც 1000 ლარი გამოდის ნასუსის გარეშე და სავარაუდოდ ჯაჯას ხელფასიც დაემატება .
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#135
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 453 რეგისტრ.: 23-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,563 ქალაქი:თბილისი ![]() |
კაი ძვირია.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#136
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი ![]() |
mamukaaa ციტატა(mamukaaa @ 28th September 2016 - 06:16 PM) კაი ძვირია. ყოველ შემთხვევაში რაუდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#137
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 402 რეგისტრ.: 9-August 16 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,195 ქალაქი:თბილისი ![]() |
შეკითვა მცოდნეებს: პეინტბოლის თოფები ადვილად გადაკეთდება 4,5 პნევმატიკაზე? ბევრი წვალება სჭირდება?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#138
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,866 რეგისტრ.: 9-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,256 ![]() |
ზოგადად კოლიმატორი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩემი აზრით მაგისთვის, თუმცა ეგ კოლიმატორის გარდა ყველაფერია თუ ის არის რომელიც ჩანს სურათზე
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#139
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 453 რეგისტრ.: 23-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,563 ქალაქი:თბილისი ![]() |
ისე ცოტა სილამაზე უნდა ქონდეს იარაღს ხომ? უნდა გსიამოვნებდეს იარაღის ტარება.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#140
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 249 რეგისტრ.: 25-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,302 ![]() |
და რომელ კოლიმატორს მირჩევთ რომ გამოვიწერო ალიექსპრესიდან? უფრო ბიუჯეტურებს ვგულისხმობ, მაქს 15 მეტრში ვირთხა და თაგვია სროლის ობიექტი.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th August 2025 - 01:09 PM |
Hosted by Pro-Service |