|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Aug 7 2016, 10:50 AM
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 4,801 რეგისტრ.: 2-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 237 ქალაქი:თბილისი |
როგორც იქნა მივიღე მაღალი წნევის ბალონები. ბალონის ტიპი: 300 ბარიანი კარბონის ბალონი ტევადობა 6.8 ლიტრი მდგომარეობა : სალ ახალი დამატებით: ონკანი + დამტენი სადგური + სადგამი თავად ბალონი შეფუთულია მუყაოს ყუთში: ![]() ხსნი ყუთს და ბალონი კიდევ პარალონშია შეფუთული: ![]() ვაშორებთ პარალონს და აი თავად ბალონიც: ![]() ბალონზე დატანილია მთელი რიგი ინფორმაცია. პირველ რიგში ვნახულობთ, რომ სატესტო წნევა არის 500 ატმოსფერო, საექსპლუატაციო(მუშა) წნევა 300 ატმოსფერო, ექსპლუატაციის ვადა 15 წელი( როგორც ყველა კარბონის ბალონის): ![]() შემდეგ ველებში ვნახულობთ, რომ ბალონის მოცულობა 6.8 ლიტრია, გამოშვებულია 2016 წლის მაისში( ანუ სულ-სულ ახალია) და განკუთვნილია დაჭირხნული ჰაერისათვის: ![]() შემდეგ ვნახულობთ, რომ ბალონის ინსპექტირების(ტესტირების) ვადა 3 წელია(როგორც ყველა კარბონის ბალონის), დამზადებულია ბრიტანული სტანდარტით და მისი წონაა 3.9 კგ! ![]() აქვე, ბალონს შემოცმულ ბადეში დევს ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტი : ![]() გადავიდეთ ბალონის ონკანზე. ონკანს აქვს ჭარბი წნევის შემთხვევაში აირის ავტომატურად, უსაფრთხოდ გამოშვების სარქველი. ასევე აქვს მილაკი, რომელიც ონკანის გატეხვის შემთხვევაში ბალონის ფრენას გამორიცხავს! ![]() ასევე ონკანს აქვს მანომეტრი, რომელიც მუდმივად გიჩვენებთ ბალონში არსებულ წნევას! დამერწმუნეთ ეს ბევრ ონკანს არ აქვს, არადა ძალზე საჭირო ოფციაა: ![]() გადავიდეთ დამტენ სადგურზე. სადგური ბალონთან ისე მაგრდება, რომ არ გჭირდებათ არანაირი ინსტრუნენტის გამოყენება. თავისთავად, დამტენ სადგურს აქვს წნევის დამგდები სარქველი, მანომეტრი და „შლანგის“ მისაერთებელი პორტი. აქაც ძალზე სასიამოვნო სიურპრიზი გვხვდება. შლანგი დამტენ სადგურზე არა „რეზბით“ ეხრახნება( როგორც ყველა დანარჩენ სადგურზე), არამედ სწრაფად ხსნადი გადამყვანით (Quick connector). ასე რომ შლანგის მოხსნა-მიყენება წამის საქმეა. ![]() მანომერტი ძალზე ინფორმატიული და ზუსტია. შევსებულია გლიცერინთ: ![]() თავად „ შლანგი“ მაღალი ხარისხისაა. ორივე მხრიდან აქვს სწრაფად ხსნადი გადამყვანი( ერთი სადგურზე, მეორე იარაღზე). ასევე სადგურს მოყვება სათადარიგო კომპლექტი. ბალონს მოყვება სადგამი ძირი! ![]() აწყობილი ბალონი ასე გამოიყურება: ![]() ![]() ![]() ასე რომ მგონი ძალიან კარგი რამეა და თუ შეძენა გსურთ , არ მოგერიდოთ, მომმართეთ
| |
| > |
|
|
gregory 300 BAR 6.8 L კარბონის ახალი ბალონი სადგურით და სადგამით Aug 7 2016, 10:50 AM
geojorjika ვახ ვახ , ძვირფასი, ... Aug 7 2016, 11:16 AM
gregory ციტატა(giorgi @ 7th August 2016 ... Aug 7 2016, 11:29 AM
gregory როგორც ჩანს კომპრე... Aug 17 2016, 01:31 PM
pilotina მაგარია
ჩემი ბალო... Aug 17 2016, 04:04 PM
gregory pilotina
ეგ შალითა საიდ... Aug 17 2016, 04:27 PM
pilotina gregory
ციტატა(gregory @ 17th Au... Aug 17 2016, 04:40 PM
gregory ვინაიდან კომპრესო... Aug 31 2016, 08:12 AM
igori გამარჯობა! სად შე... Aug 31 2016, 07:42 PM
gregory igori
პმ-ში მოგწერეთ Sep 1 2016, 07:27 AM
gregory კომპრესორი საათივ... Oct 9 2016, 09:56 AM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 02:11 PM |
| Hosted by Pro-Service |