დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 300 BAR 6.8 L კარბონის ახალი ბალონი სადგურით და სადგამით
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > გავყიდი
gregory
როგორც იქნა მივიღე მაღალი წნევის ბალონები.
ბალონის ტიპი: 300 ბარიანი კარბონის ბალონი
ტევადობა 6.8 ლიტრი
მდგომარეობა : სალ ახალი
დამატებით: ონკანი + დამტენი სადგური + სადგამი

თავად ბალონი შეფუთულია მუყაოს ყუთში:


ხსნი ყუთს და ბალონი კიდევ პარალონშია შეფუთული:


ვაშორებთ პარალონს და აი თავად ბალონიც:


ბალონზე დატანილია მთელი რიგი ინფორმაცია.
პირველ რიგში ვნახულობთ, რომ სატესტო წნევა არის 500 ატმოსფერო, საექსპლუატაციო(მუშა) წნევა 300 ატმოსფერო, ექსპლუატაციის ვადა 15 წელი( როგორც ყველა კარბონის ბალონის):


შემდეგ ველებში ვნახულობთ, რომ ბალონის მოცულობა 6.8 ლიტრია, გამოშვებულია 2016 წლის მაისში( ანუ სულ-სულ ახალია) და განკუთვნილია დაჭირხნული ჰაერისათვის:


შემდეგ ვნახულობთ, რომ ბალონის ინსპექტირების(ტესტირების) ვადა 3 წელია(როგორც ყველა კარბონის ბალონის), დამზადებულია ბრიტანული სტანდარტით და მისი წონაა 3.9 კგ!


აქვე, ბალონს შემოცმულ ბადეში დევს ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტი :


გადავიდეთ ბალონის ონკანზე. ონკანს აქვს ჭარბი წნევის შემთხვევაში აირის ავტომატურად, უსაფრთხოდ გამოშვების სარქველი. ასევე აქვს მილაკი, რომელიც ონკანის გატეხვის შემთხვევაში ბალონის ფრენას გამორიცხავს!


ასევე ონკანს აქვს მანომეტრი, რომელიც მუდმივად გიჩვენებთ ბალონში არსებულ წნევას! დამერწმუნეთ ეს ბევრ ონკანს არ აქვს, არადა ძალზე საჭირო ოფციაა:


გადავიდეთ დამტენ სადგურზე. სადგური ბალონთან ისე მაგრდება, რომ არ გჭირდებათ არანაირი ინსტრუნენტის გამოყენება. თავისთავად, დამტენ სადგურს აქვს წნევის დამგდები სარქველი, მანომეტრი და „შლანგის“ მისაერთებელი პორტი. აქაც ძალზე სასიამოვნო სიურპრიზი გვხვდება. შლანგი დამტენ სადგურზე არა „რეზბით“ ეხრახნება( როგორც ყველა დანარჩენ სადგურზე), არამედ სწრაფად ხსნადი გადამყვანით (Quick connector). ასე რომ შლანგის მოხსნა-მიყენება წამის საქმეა.


მანომერტი ძალზე ინფორმატიული და ზუსტია. შევსებულია გლიცერინთ:


თავად „ შლანგი“ მაღალი ხარისხისაა. ორივე მხრიდან აქვს სწრაფად ხსნადი გადამყვანი( ერთი სადგურზე, მეორე იარაღზე). ასევე სადგურს მოყვება სათადარიგო კომპლექტი. ბალონს მოყვება სადგამი ძირი!


აწყობილი ბალონი ასე გამოიყურება:




ასე რომ მგონი ძალიან კარგი რამეა და თუ შეძენა გსურთ , არ მოგერიდოთ, მომმართეთ
geojorjika
ვახ ვახ , ძვირფასი, ბარემ ფასებიც გრიგოლ
gregory
ციტატა(giorgi @ 7th August 2016 - 12:16 PM) *
ვახ ვახ , ძვირფასი, ბარემ ფასებიც გრიგოლ

geojorjika
ფასს რაც შეეხება:
პირველ ბალონს(ყველაფრიანად) პრომო ფასად გავყიდი: 300$
ეს ფასი იმიტომ, რომ კომპრესორის მე-4 საფეხურია სასწრაფოდ საყიდელი( გუშინ ვესაუბრა ჯაჯას) და ტანხაა საჭირო.
სტანდარტულად ფასი 330$ იქნება
ცალ-ცალკე არაფერი გაიყიდება ამ კომპლექტიდან


gregory
როგორც ჩანს კომპრესორი მალე აგუგუნდება და არ გაუშვათ ხელიდან შანსი. 290$ ამ კომპლექტს ეხლა ვყიდი! თანხაა საჭირო კომპრესორის შესაკეთებლად. ასე რომ იჩქარეთ
pilotina
მაგარია good.gif
ჩემი ბალონიც ზუსტად ეგეთია ძალიან კმაყოფილი ვარ.



ვისაც PCP იარაღი აქვთ მისწრებაა იმათთვის. ფასიც მშვენიერია. პირამიდაზე 600 თუ 700 $ ღირს, რომ არაფერი ფთქვათ ჩამოტანა-განბაჟებაზე.
gregory
pilotina
ეგ შალითა საიდან? კარენასი ხომ არაა და რა დაჯდა?

pilotina
gregory
ციტატა(gregory @ 17th August 2016 - 05:27 PM) *
ეგ შალითა საიდან? კარენასი ხომ არაა და რა დაჯდა?


არა, კარენასი არაა, მოჰყვა კომპლექტში. მე მოსკოვში ვიყიდე ბალონი.
gregory
ვინაიდან კომპრესორი ამუშავდა, პრომო აქცია შეწყდა.
ბალონის ფასი(სადგურით და სადგამით) - 330$
შალითა (სურათს მოგვიანებით დავდებ) - 20$
ბალონის დატენვა - 20 ლარი
igori
გამარჯობა! სად შეიძლება შევიძინო ბალონის კომპლეკტი და დატენვა ?
gregory
igori
პმ-ში მოგწერეთ

gregory
კომპრესორი საათივით მუშაობს( თფუ-თფუ) და ბალონებიც იტენება.
დაპირებისამებრ შალითის ფოტოებიც:









შეკერვის ხარისხი, "ზმეიკა", მასალა ძალიან მაღალი ხარისხისაა. სარჩულის ქვეშ დატანებულია სქელი და მკვრივი პარალონი, რაც ბალონს მექანიკური დაზიანებებისგან იცავს.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.