|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Apr 20 2010, 11:16 PM
პოსტი
#201
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ სადღაც ერთხელ დავდე ასეთივე მანუალი მაგრამ ფორუმის რომელ სიღრმეშია კაცმა არ იცის, ამიტომაც ცალკე ტემად ვხსნი და მერე თუ რამე აქ განვიხილოთ ხოლმე ეს საკითხები. მე შემოგთავაზებთ ჩემებურ ვარიანტს, თუმცა აქვე დავძენ სხვამ შეიძლება სხვა მიმდევრობით გააკეთოს იგივე საქმე, მოკლედ მესმის ყველასი, მაგრამ ამ ტემაში ნუ იქნება მე ეგრე არ გავაკეთებდი აი ასე უფრო მოხერხებულიაო, ძალიან კაი თუ მოხერხებულია, უბრალოდ მე ვდებ ჩემებურ მიდგომას, თქვენებურ მიდგომაში, მაქსიმუმ ჩემი მიმდოვრობითი ნაბიჯები იქნება გადანაცვლებული, შინაარსი და საბოლოო შედეგი მაინც იგივე იქნება. მოკლედ ვსწავლობთ Amazon.com-ზე საქონლის შეძენას. რა გვჭირდება ამისათვის a) აქტიური პლასტიკური ბარათი, მე პირადად ვიყენებ "საქართველოს ბანკის" Visa Electron-ს, საერთოდ Georgian Card-ის სისტემაში ჩართული ბანკების ყელა ბარათი მუშაობს, მიუხედავად კლასისა და წონისა. პრობლემა აქვს მაგალითად TBC-ს, ზოგიერთს უმართლებს, მაგრამ უმეტესობას მინიმუმ Visa Classic-ის სჭირდება და ხშირად ეგეც არ შველით, არ ვიცი რატომ, მე მაგათ ავტორიზაციის სისტემას UFC-ს ვაბრალებ, მაგრამ ხრენ ივო ზნაიტ რეალში რა ხდება... b) სურვილი რაიმე შეიძინო და პირველადი შიშის გადალახვის თუ სარისკო გადაწყვეტლების მიღება. რეალობაში სარისკო არაფერია, უბრალოდ პირველად ძნელია კაცს რომ არ გაგიკეთებია, მე ჩემი მეგობრები ვინს ასე ვთქვათ ონლაინ შოპინგზე შევსვი ვეღარ ჩამოვსვი g) საქართველოში ჩამომტანი გადამზიდავი კომპანიის ამორჩევა, მოკლედ ოხრად არიან, მე პირადად ვიყენებ Barami.us-ს 95% შემთხვევაში, იმიტომ რომ ვეჩნა ისეთ საქონელს უკვეთავ რომ სხვა კომპანიები ხელებს ასავსავებენ დ) ელექტრონული ფოსტა, ნუ წერილები შიპინგზე და ასე შემდეგ ამ მისამართზე მოვა. ახლა კი დავიწყეთ მინი მანუალი 1) შევდივართ მისამართზე Amazon.com და ვხედავთ შესაბამის სურათს ![]() ვაჭერთ მითითებულ მისამართზე და ვიწყებთ რეგისტარციას 2) გადავდივართ გვერდზე სადაც უნდა ჩავწეროთ და ავირჩიოთ შემდეგი პუნქტები ![]() და დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს (იმედია ახსნა საჭირო არაა თქვენ თქვენი ელ ფოსტის მისამართი უნდა ჩაწეროთ) 3) გამოსულ ფანჯარაში შეავსეთ ველები ამდაგვარად ![]() ძირს მიუთითეთ პაროლი და გაიმეორეთ, მერე კი დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს 4) მორჩა რეგისტრაცია გავლილია, გადახვალთ შემდეგ გვერდზე სადაც უკვე თქვენი სახელი და გვარი ეწერება, ან ის სახელი და გვარი რაც მიუთითეთ ![]() 5) ვიწყებთ დაკვეთას, მაგალითად დავუკვეთოთ პარკერის ტაოტი ნასოსისთვის ![]() აკრიფეთ საძიებო ველში რაც გინდათ, ან რავი კატალოგით დაიწყეთ არჩევა, მოკლედ როგორც გინდათ მთავარია სასურველი საქონელი იპოვოთ 6) ვიპოვეთ ჩვენი საქონელი ![]() 7) ვაჭერ პირველს და გადავდივარ კონკრეტული პროდუქტის შეძენის მენიუში ![]() მოკლედ აქ პატარა ახსნაა საჭირო, ციფრი პირველი აღნიშნავს გამყიდველ ორგანიზაციას, ამაზონი არის დიდი მარკეტი, სადაც თვითონაც ყიდის თავის საქონელსაც და სხვა გამყიდველებსაც აძლევს საშუალებას, ამჯერად ყიდის რაღაც სხვა კომპანია ციფრი 2 აღნიშნავს საქონლის სუფთა ფასს, მაგრამ როგორც წესი ამაზონის გარდა სხვა მაღაზიები ასევე ტავის ტრანსპორტირების საფასურსაც ამატებენ, ეს ფასი უკვე ჩანს ციფრთან 3, ანუ ჩვენიო ტაოტი ღირს 11.05$, მაგრამ ერთი ცალის გამოგზავნა ჯდება 6.72$, თუ რამდენიმეს უკვეთავთ ტრანსპორტირების, ანუ შიპინგის ფასი იმდენჯერ არ იზრდება, სხვა ალგორითმები მუშაობს, წონა მოცულობა და ფასდაკლება, ხან ცალ-ცალკე ხან ყველა პარამეტრი ერთად, ამიტომაცაა რომ ბევრი ნივთის ერთად დაკვეთა ამცირებს ხარჯებს, ვიდრე ერთი ნივთიც ცალკე დაკვეთა, თუმცა გაითვალისწინეთ თუ ერთი ნივთი ერთი გამყიდველისგანაა და მეორე მეორესგან, მაშინ ორივე მაღაზია თავის შიპინგის ფასებს დაამატებს. ნომერი 4 არის ველი სადაც ირჩევთ რაოდენობას, თუმცა არააქტუალურია, კალათაშიც ნებისმიერ დროს შეცვლით რაოდენობას და ბოლოს ისრით მითითებული ყვითელი ღილაკი რომლითაც საქონელს თქვენს კალათაში აგდებთ. 8) მე ამოვირჩიე 4 ცალი ტაოტი და დავაჭირე ADD to cart საქონელი ჯდება კალათაში და ვიღებთ შემდეგ სურათს ![]() კალათაში შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობა ჩავამატოთ, მერე ამოშალოთ, მოკლედ ითამაშეთ, ეს ჯერ შეძენა არაა, ანუ მაღაზიაში ხართ აირეთ რაღაც თაროდან, არ მოგეწონათ დადეთ და ასე შემდეგ. 9) გადავდივართ შეძენაზე, შეძენის წინ მე ყოველთვის კალათაში შევდივარ დააკვირდით სურათს ![]() ნომერი 1 აღნიშნავს კალათაში გადასასვლელ ღილაკს ნომერი 2 პირდაპირ დაკვეთის პროცესზე გადასვლა კალათის გვერდის ავლით ნომერი 3 დაკვეთის დეტალები, ანუ რა ჯდება ეს 4 ტაოტი შიპინგის და სხვა ხარჯების გარეშე ნუ როგორც ვთქვი მე ვაჭერ პირველ ნომერს და კალათისკენ ჰერი, ჰერი. 10) კალათაში გვაქვს შემდეგი სიტუაცია ![]() ნომერი 1 - კალათაში ჩაგდებული საქონლის წაშლა ან დროებით შესანახად გადადება ისე რომ კალათიდან არ ამოვშალოთ ნომერი 2 - თანხა შიპინგის გარეშე ნომერი 3 - ცალის ფასი და რაოდენობა შიპინგის გარეშე ნომერი 4 - დაკვეთის დაწყება დავაჭირეთ მე 4 ნომერს და დავიწყეთ ყიდვის პროცესი, ანუ მივდივართ მოლარესთან 11) ჯერ მოთხოვნილი იქნება პაროლი ![]() კიდევ ერთხელ მოწმდებით თქვენ ხართ თუ არა 12) ვავსებთ მისამართს ![]() თქვენ თქვენი სახელი გვარი ჩაწერეთ დანარჩენი მისამართი შტატი ინდექსი და ნომერი იგივე, და დააკვირდით ბოლოში მითითებულ გადამრთველს, სწორედ ეგრე დატოვეთ თუ ამოირჩევთ NO მაშინ საცხოვრებელი მისამართი სხვა გაქვთ და მისაწოდებელი მისამართი სხვა, მოკლედ 2-ჯერ რომ არ ვავსოთ ინფო, ჩავთვალოთ რომ ერთი და იგივე მისამართზე ვცხოვრობთ და ვაგზავნით ტავარს. ვაჭერთ ღილაკს Continue 13) ვირჩევთ მიწოდების ვადებს და მეთოდებს, გაითვალისწინეთ რაც უფრო ჩქარა მოინდომებთ მიღებას, მით უფრო მეტი ჯდება ტრანსპორტირების ანუ შიპინგის ხარჯები. თუ საქონელს პირდაპირ ამაზონი ყიდის, აქ გექნებათ უფასო მიწოდების ამორჩევის საშუალებაც. ![]() ნუ ჩვენს შემთხვევაში ეს ფირმა უფასო შიპინგს არ გვთავაზობს 14) გადავდივართ ბარათის მითითების ფანჯარაზე, დააჭირეთ ღილაკს ADD ![]() 15) ბარათის პარამეტრები სწორედ შეავსეთ, ანუ სახელი გვარი ბარათზე, ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა ![]() ბოლოს დააჭირეთ ისრით მითითებულ ღილაკს 16) როდესაც მიიღებთ ასეთ ფანჯარას ![]() 17) მორჩა ბოლო ფანჯარაზე ვართ ![]() აქ უკვე ხედავთ სად აირჩიეთ საქონლის გაგზავნა, მიწოდების მეთოდი, რა ჯდება თითო, მარჯვენა მხარეს გვაქვს მთელი ხარჯების ჩამონათვალი საქონელი ჯდება 44,20 შიპინგი 7,40 სულ დასაბეგრ თანხამდე 51,60 პლიუს დაბეგვრა 3,60 სულ ხარჯი 55,20 სხვათაშორის ამაზონზე რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ეს პირველი კომპანია შემხვდა რომელიც ბეგარას მახდევინებს, ყველა სხვა მაღაზია დასაბეგრ თანხას არ მაწერს. მოკლედ ვაჭერთ ისრით მითითებულ ღილაკს 18) მორჩა დაკვეთა მიღებულია და ვხედავთ ეკრანს ![]() შეგიძლიათ ლოგოს დააჭიროთ და საწყისზე დაბრუნდეთ ან თქვენს ექაუნთში შეხვიდეთ 19) ამასობაში რეგისტარციის დროს მითითებულ ფოსტაზე მოდის წერილი ![]() წერილში გექნებათ იგივე ინფო, პლიუს დაკვეთის ნომერი, არ აგერიოთ ეს არ არის ტრეკინგის ნომერი, ეს არის მაღაზიის ჩეკის ნომერი. მოგვიანებით მოვა მეორე წერილი რომელშიც იქნება ნახსენები რომ ტვირთი გამოგზავნილია და თქვენი საფოსტო გზავნილის ტრეკინგის ნომერი ესა და ესაა. 20) ვბრუნდებით ამაზონზე და შევიჭყიტოთ ექაუნთში ![]() ვაჭერთ ორდერს 21) გავდივართ ავტორიზაციას ![]() 22) ვნახულობთ ჩვენს დაკვეთებს ![]() ამჯერად ერთი დაკვეთა მაქვს, შემიძლია ვნახო სტატუსი, ან ამოვბეჭდო ინვოისი და ასე შედმეგ, დააკვირდით ისრით მითითებულ ღილაკს, მისი მეშვეობით შეიძება გამყიდველთან დაკავშირება, მაგალითად თუ დიდხანს არ გამოიგზავნება საქონელი, ან ტრეკინგის ნომერი არ მოვა. ზემოთ დააკვირდით შემოხაზულს, მანდ გამოჩნდება ტრეკინგის ნომერი იმის მერე რაც საქონელი გამოიგზავნება ------------------------------------------------ ახლა დანარჩენი ინსტრუქცია რომელიც ამაზონზე აღარ გამოჩნდება, ამაზონმა მოგვყიდა საქონელი და ვსიო. ამაზონის დაკვეთის გაკეთებისას ამაზონი 1$-ს დაგიბლოკავთ ბარათზე, ამით ამოწმებს შეუძლია თუ არა თანხის აღება, ეს 1$ განიბლოკება 30 დრეში და ანგარიშზე დაგიბრუნდებათ. ძირითადი გადასახდელი თანხა ჩამოიჭრება, ან დაკვეთიდან რამდენიმე წუთში, ან რამდენიმე საათში, ან დრეში, დამოკიდებულია იმაზე თუ როდის გამოიგზავნება დაკვეთა, მაგალითად წინაზე ტაოტების დაკვეთისას თანხა ჩამომაჭრა ამაზონმა 3-4 დღის მერე, და შესაბამისად 4 დღის მერე გამოაგზავნა საქონელი, დღევანდელ დაკვეთის დროს თანხა დაკვეთიდან 15 წუთში ჩამომაჭრა. მოკლედ მანდ ლოგიკა ცოტა არ იყოს გაუგებარია კაი მოკლედ ტრეკინგის ნომერი მოვა მოგვიანებით, ვნახათ ფოსტაში, ან მითითებულ გვერდზე, ან თუ ვერ მიიღებთ მიწერთ მაღაზიას და ის მოგწერთ რომ თქვენი ტრეკინგის ნომერი არის ესა და ეს. ახლა ელოდებით როდის ჩავა თქვენი ამანათი გადამზიდავთან, ჩემს შემთხვევაში ბარამში, ტრეკინგის ნომრით შეგიძლიათ გადამზიდავის საიტზე ადევნოთ თვალი როდის ჩავა ბარამში საქონელი, ბარამში როდესაც ჩავა და UPS-ის ან USPS-ის საიტზე დაიწერება Delivered ეს ნიშნავს რომ ბარამის წარმოამდგენელმა ტავარი ჩაიბარა. სემდეგ ქართული კომპანიაა და განახლება ეგრე უცებ აღარ მოხდება მოკლედ მეორე ან მესამე დღეს barami.us-ზე, ვწერთ ჩვენს სახელ ან ტრეკინგ შესაბამის ველებში და ვნახულობთ რა სტატუსები იწერება და რა თანხებია გადასახდელი. ![]() მაგალითად აქ ჩანს რომ ჩემი მიმდინარე დაკვეთა გზაშია (Transit მაგას ნიშნავს), წონა არის ჩემი ამანათის 2 კილო და გადასახდელი მაქვს 18$ როდესაც საქართველოში ჩამოვა საბაჟოს გაივლის და მზად იქნება ასაღებად, მაშინ დაეწერება Tbilisi ამ დროისთვის საქართველოს ბანკში უნდა ვიყო უკვე მისული და უნდა მქონდეს გადახდილი 18$-ის ექვივალენტი ლარებში, კურსი ყოველდღე წერია თუ რა კურსით იღებს ბარამი თანხას, თუ თქვენ გარე ბუტკების კურსით გადაიხდით, საქონლის აღებისას შეიძლება კამათი მოგიწიოთ რომ 5-10 თეთრი კიდევ გადასახდელი გაქვთ, ამიტომაც თვალყური ადევნეთ ბარამის კურსებს, რომ მიმდინარე თარიღი ეწეროს და რა კურსიც იქნება იმ კურსით უნდა გადაიხადოთ შესაბამისი თანხა. გადახდისთვის მიდიხართ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და ანგარიშზე 274406902 რომელიც ეკუთვნის Baramidze Corp-ს (შეიძლება გადასამოწმებლად დაგჭირდეთ ეს ინფო), რიცხავთ საჭირო თანხის რაოდენობას ხოლო დანიშნულებაში კი ოპერატორს აწერინებთ: ამანათის ტრანსპორტირება xxxxxx x-ებს ჩაანაცვლებთ თქვენი ამანათს ტრეკინგის ბოლო 6 ციფრით, მეტი საჭირო არ არის, ოპერატორი აიბნევა და თან ბარამი მაინც ბოლო 6 ციფრს იყენებს, ასე რომ ნურც იწვალებთ და ნურც ოპერატორს აწვალებთ მოკლედ როდესაც თბილისი ეწერება თქვენს ამანათს, მიდიხართ გადამზიდავის ოფისში, აძლევთ თქვენი გადახდის ქვითარს სადაც ამანათის ტრეკინგის ბოლო 6 ციფრი წერია, პერსონალი ჩადის საწყობში პოულობს ამანათს, იტოვებს ქვითარს, გაწერინებთ ხელს რომ მიიღეთ ამანათი და მოდიხართ სახლში ბედნიერი. არ დაგავიწყდეთ პირადობის მოწმობის წაღება, ისე ამანატს არ გამოგატანენ მოკლედ ყველაზე კაი შემთხვევაში დაკვეთის ღილაკის დაჭერიდან საქონელი თბილისში 2.5 კვირაშია, გაჭიმულ შემთხვევაში 3-3.5 კვირაში და ცუდ შემთხვევაში 4-5 კვირაში. ჩვენი საბაჟოს ოპერატიულობის გამო მინიმუმ 1 კვირა ამანათები საბაჟოზე ისვენებენ. ანუ მაგალითად ნაწილი ჩემი ამანათები გუშინ ანუ ორშაბათს ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ საბაჟო გადამზიდავს არ გამოატანს სანამ არ გადაამოწმებს ყველაფერს, ეს ბედნიერება მოხდება პარასკევს ან შაბათს. შესაბამისად სანამ გადამზიდავი ამდენ ამანათს მოიტანს საწყობში დაახარისხებს... მოკლედ გაცემას იწყენებ ორშაბათს. ასე რომ გამოდის, ორშაბათს ჩამოსული საქონელი შემდეგ ორშაბათამდე აქ არის, მაგრამ თქვენთან არ არის ვსიო, იმედია მორჩა ამ თემაზე საუბარი და ჩემს ბარათსაც მოძვრება დამატებითი სამუშაოები
| |
| > |
|
|
ja_ja ამაზონზე დაკვეთის მანუალი Apr 20 2010, 11:16 PM
ReMiNgToN არა არა უფრო მაგარ... Jan 8 2014, 12:31 AM
ja_ja ReMiNgToN
ციტატა(buybuya @ 8th J... Jan 8 2014, 08:19 AM
Lasha1970 გამარჯობათ, ამაზონ... Feb 16 2014, 08:13 PM
gela Lasha1970
რინგებზე იმ ფი... Feb 16 2014, 08:53 PM
Lasha1970 თანხაზე ბევრს გაჭრ... Feb 16 2014, 09:19 PM
gela ამ ოპტიკას რომელი ... Feb 17 2014, 12:10 PM
ja_ja gela
აუ არაფერი ცოდნა... Feb 17 2014, 01:00 PM
iorama ეგ ოპტიკა ჯორჯიკას... Feb 17 2014, 01:14 PM
gela ja_ja
გავაკეტე იმფრა,... Feb 17 2014, 01:39 PM
Lasha1970 camex.ge დან გამოიწერე ... Feb 17 2014, 07:10 PM
gela ციტატა(Lasha1970 @ Feb 17 2014, 0... Feb 17 2014, 07:21 PM
Lasha1970 camex.ge კოლიმატორზე მი... Feb 17 2014, 10:52 PM
Ex3 Lasha1970
აუხსენი რომ ლა... Feb 18 2014, 11:27 AM
ja_ja Lasha1970
ციტატა(Lasha1970 @ 17t... Feb 18 2014, 02:26 PM
Lasha1970 მოკლედ ქამექსსაც ვ... Feb 18 2014, 04:43 PM
DaV1nCh რას არ ჩამოაქვთ ვე... Feb 18 2014, 04:49 PM
ja_ja Lasha1970
ციტატა(Lasha1970 @ 18t... Feb 18 2014, 06:43 PM
Lasha1970 როგორც იქნა რაღაცა... Feb 18 2014, 08:04 PM
ხ.მ.ე.ლ.ო ეს თემა კონკრეტულა... Mar 28 2014, 03:10 PM
ja_ja კი Mar 28 2014, 03:15 PM
piettro მე paypal მაქვს დარეგი... Mar 29 2014, 12:52 AM
ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(piettro @ Mar 29 2014, 01... Mar 29 2014, 04:26 PM
geojorjika ისე კანონდარღვევა... Mar 29 2014, 07:42 PM
piettro geojorjika
კარგი. :-) და ეს ფ... Mar 29 2014, 07:53 PM
geojorjika piettro
კანონი კრძალავ... Mar 29 2014, 08:05 PM
piettro geojorjika
კანონი კრძალა... Mar 30 2014, 12:53 PM
userman 2 თვის უკან ჩინეთიდ... May 14 2016, 06:06 PM
pilotina userman
ციტატა(userman @ 14th Ma... May 14 2016, 08:13 PM
userman მაღაზიები კი სხვად... May 14 2016, 08:15 PM
ბაიკერი userman
არა. მქონია ეგ შ... May 14 2016, 08:16 PM
temo-777 userman
თანხას თუ არ და... May 15 2016, 07:22 AM
userman temo-777
ციტატა(temo-777 @ ... May 15 2016, 12:14 PM
temo-777 userman
აა შენ გადამზიდ... May 15 2016, 01:34 PM
userman ციტატა(temo-777 @ 15th May 2... May 15 2016, 02:07 PM
temo-777 userman
როგორ არ იკარგე... May 15 2016, 02:28 PM
ja_ja temo-777
ციტატა(temo-777 @ ... May 16 2016, 08:46 AM
temo-777 ja_ja
ციტატა(ja_ja @ 16th May 20... May 16 2016, 09:19 AM
bubusicha http://www.amazon.com/Benjamin-High-Pressu...=A2TC... May 18 2016, 08:58 PM
ikaaa ციტატა(bubusicha @ 18th May 2016 ... May 18 2016, 09:18 PM
pilotina bubusicha
ციტატა(bubusicha @ 18t... May 18 2016, 09:30 PM
bubusicha ბული ჯობია ამას? ფტ... May 18 2016, 09:54 PM
ikaaa კი ფტოროპლასტზეა ... May 18 2016, 10:28 PM
temo-777 წონაში რამდენია ეს... May 18 2016, 11:00 PM
temo-777 http://www.aliexpress.com/item/4500PSI-300...8f-bf... May 18 2016, 11:05 PM
bubusicha ციტატა(temo-777 @ 19th May 2... May 19 2016, 09:33 AM
okela84 კანადიდან გამოგიწ... May 21 2016, 09:19 AM
userman temo-777
ციტატა(temo-777 @ ... May 21 2016, 04:38 PM
bubusicha inex.ge-თ გამოვიწერე ბე... Jun 23 2016, 06:55 PM
koknar bubusicha
ბილინფ ადრესს ... Jun 23 2016, 07:21 PM
ja_ja bubusicha
მაიცა რაიმე კა... Jun 23 2016, 07:26 PM
gregory რა შუაშიაამაზონის ... Jun 23 2016, 09:02 PM
temo-777 bubusicha
მემ მგონია რომ ... Jun 23 2016, 09:50 PM
temo-777 ციტატა(gregory @ 23rd June 2016 ... Jun 23 2016, 10:01 PM
bubusicha ციტატა(koka @ 23rd June 2016 ... Jun 23 2016, 11:53 PM
bubusicha ამდენ ციტირებაში ბ... Jun 24 2016, 12:06 AM
temo-777 bubusicha
ციტატა(bubusicha @ 24t... Jun 24 2016, 07:11 AM
bubusicha ციტატა(temo-777 @ 24th June ... Jun 24 2016, 07:41 AM
temo-777 bubusicha
მსგავსი შემთხ... Jun 24 2016, 08:07 AM
gregory ციტატა(temo-777 @ 23rd June ... Jun 24 2016, 08:40 AM
koknar bubusicha
დეკლარაციას ა... Jun 24 2016, 09:27 AM
bubusicha ციტატა(gregory @ 24th June 2016 ... Jun 24 2016, 09:38 AM
temo-777 gregory
ციტატა(gregory @ 24th Ju... Jun 24 2016, 10:05 AM
gregory ციტატა(temo-777 @ 24th June ... Jun 24 2016, 10:11 AM
okela84 bubusicha
სახელი, გვარი მ... Jun 24 2016, 10:40 AM
bubusicha okela84
მოგწერე პმ
არა... Jun 24 2016, 11:15 AM
temo-777 ხფთუიიიი
რას შვები... Jun 24 2016, 11:26 AM
okela84 bubusicha
ციტატა(bubusicha @ 24t... Jun 24 2016, 11:29 AM
bubusicha ერთით მეტი პნევმატ... Jun 24 2016, 12:30 PM
bubusicha ციტატა(temo-777 @ 24th June ... Jun 24 2016, 07:25 PM
temo-777 bubusicha
ციტატა(bubusicha @ 24t... Jun 24 2016, 07:28 PM
bubusicha 1.79 ლარით გადარჩი Jun 24 2016, 08:45 PM
temo-777 bubusicha
ამათი დედა ვატ... Jun 27 2016, 05:26 PM
bubusicha ციტატა(temo-777 @ 27th June ... Jun 28 2016, 09:58 AM
temo-777 bubusicha
მთელი რეისი არ ... Jun 28 2016, 10:12 AM
bubusicha ერთადერთი ვინც შეწ... Jun 28 2016, 11:00 AM
ja_ja ამ ყველაფერს ჰქვია... Jun 28 2016, 12:22 PM
bubusicha загрузить картинку
ეს არ... Jun 28 2016, 10:14 PM
bubusicha გამოწერისას მითით... Jun 28 2016, 10:22 PM
temo-777 bubusicha
ჯერ აზრიც არა ა... Jun 28 2016, 11:36 PM
bubusicha koknar
ვერაფერში ვერ დ... Jun 29 2016, 08:28 AM
gregory ციტატა(bubusicha @ 29th June 2016... Jun 29 2016, 08:41 AM
koknar ციტატა(bubusicha @ 29th June 2016... Jun 29 2016, 08:45 AM
bubusicha ეს ფორუმია და ფორუ... Jun 29 2016, 08:48 AM
koknar bubusicha
გეთანხმები, მე ... Jun 29 2016, 08:52 AM
bubusicha ციტატა(koka @ 29th June 2016 ... Jun 29 2016, 09:38 AM
okela84 კაი რა არის საკამა... Jun 29 2016, 10:22 AM
bubusicha 2 დღეა დავდივარ საბ... Jul 2 2016, 08:10 PM
gregory ციტატა(bubusicha @ 2nd July 2016 ... Jul 2 2016, 08:12 PM
Fliegen_Axt fizikur pirs ak upleba gamoiceros pnevmatika? Jul 2 2016, 10:47 PM
bubusicha კი აქვს 4.5 კალიბრის ... Jul 3 2016, 06:12 AM
okela84 gregory
ციტატა(gregory @ 2nd Jul... Jul 3 2016, 10:20 AM
ja_ja მაიცა ანუ თუ სწორე... Jul 4 2016, 09:57 AM
okela84 ja_ja
ციტატა(ja_ja @ 4th July 20... Jul 4 2016, 10:58 AM
ja_ja აა ჰოო, აი თურმე სულ... Jul 4 2016, 03:32 PM
temo-777 ნაღდად არ ვიცი ამ უ... Jul 5 2016, 09:54 AM
ja_ja temo-777
მესმის შენი გუ... Jul 5 2016, 02:05 PM
gregory ციტატა(temo-777 @ 5th July 2... Jul 5 2016, 05:48 PM
ja_ja gregory
ციტატა(gregory @ 5th Jul... Jul 5 2016, 07:34 PM
gregory ციტატა(ja_ja @ 5th July 2016 ... Jul 5 2016, 08:17 PM
ja_ja gregory
ციტატა(gregory @ 5th Jul... Jul 5 2016, 09:37 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th November 2025 - 10:37 PM |
| Hosted by Pro-Service |