გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ამაზონზე დაკვეთის მანუალი, პა პროსბე რაბოჩიხ ი ტრუდიაშიხსია :D :D :D
ja_ja
პოსტი Apr 20 2010, 11:16 PM
პოსტი #201


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ სადღაც ერთხელ დავდე ასეთივე მანუალი მაგრამ ფორუმის რომელ სიღრმეშია კაცმა არ იცის, ამიტომაც ცალკე ტემად ვხსნი და მერე თუ რამე აქ განვიხილოთ ხოლმე ეს საკითხები.

მე შემოგთავაზებთ ჩემებურ ვარიანტს, თუმცა აქვე დავძენ სხვამ შეიძლება სხვა მიმდევრობით გააკეთოს იგივე საქმე, მოკლედ მესმის ყველასი, მაგრამ ამ ტემაში ნუ იქნება მე ეგრე არ გავაკეთებდი აი ასე უფრო მოხერხებულიაო, ძალიან კაი თუ მოხერხებულია, უბრალოდ მე ვდებ ჩემებურ მიდგომას, თქვენებურ მიდგომაში, მაქსიმუმ ჩემი მიმდოვრობითი ნაბიჯები იქნება გადანაცვლებული, შინაარსი და საბოლოო შედეგი მაინც იგივე იქნება.

მოკლედ ვსწავლობთ Amazon.com-ზე საქონლის შეძენას. რა გვჭირდება ამისათვის

a) აქტიური პლასტიკური ბარათი, მე პირადად ვიყენებ "საქართველოს ბანკის" Visa Electron-ს, საერთოდ Georgian Card-ის სისტემაში ჩართული ბანკების ყელა ბარათი მუშაობს, მიუხედავად კლასისა და წონისა. პრობლემა აქვს მაგალითად TBC-ს, ზოგიერთს უმართლებს, მაგრამ უმეტესობას მინიმუმ Visa Classic-ის სჭირდება და ხშირად ეგეც არ შველით, არ ვიცი რატომ, მე მაგათ ავტორიზაციის სისტემას UFC-ს ვაბრალებ, მაგრამ ხრენ ივო ზნაიტ რეალში რა ხდება...

b) სურვილი რაიმე შეიძინო და პირველადი შიშის გადალახვის თუ სარისკო გადაწყვეტლების მიღება. რეალობაში სარისკო არაფერია, უბრალოდ პირველად ძნელია კაცს რომ არ გაგიკეთებია, მე ჩემი მეგობრები ვინს ასე ვთქვათ ონლაინ შოპინგზე შევსვი ვეღარ ჩამოვსვი biggrin.gif შოპოგოლიკები გახდნენ, მაგრამ პირველი დაკვეთისას ყველას აკანკალებდა რაღაც ქვეცნობიერად ელიან რო ფული დაიკარგება biggrin.gif

g) საქართველოში ჩამომტანი გადამზიდავი კომპანიის ამორჩევა, მოკლედ ოხრად არიან, მე პირადად ვიყენებ Barami.us-ს 95% შემთხვევაში, იმიტომ რომ ვეჩნა ისეთ საქონელს უკვეთავ რომ სხვა კომპანიები ხელებს ასავსავებენ

დ) ელექტრონული ფოსტა, ნუ წერილები შიპინგზე და ასე შემდეგ ამ მისამართზე მოვა.

ახლა კი დავიწყეთ მინი მანუალი

1) შევდივართ მისამართზე Amazon.com და ვხედავთ შესაბამის სურათს



ვაჭერთ მითითებულ მისამართზე და ვიწყებთ რეგისტარციას

2) გადავდივართ გვერდზე სადაც უნდა ჩავწეროთ და ავირჩიოთ შემდეგი პუნქტები



და დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს (იმედია ახსნა საჭირო არაა თქვენ თქვენი ელ ფოსტის მისამართი უნდა ჩაწეროთ)

3) გამოსულ ფანჯარაში შეავსეთ ველები ამდაგვარად



ძირს მიუთითეთ პაროლი და გაიმეორეთ, მერე კი დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს

4) მორჩა რეგისტრაცია გავლილია, გადახვალთ შემდეგ გვერდზე სადაც უკვე თქვენი სახელი და გვარი ეწერება, ან ის სახელი და გვარი რაც მიუთითეთ



5) ვიწყებთ დაკვეთას, მაგალითად დავუკვეთოთ პარკერის ტაოტი ნასოსისთვის



აკრიფეთ საძიებო ველში რაც გინდათ, ან რავი კატალოგით დაიწყეთ არჩევა, მოკლედ როგორც გინდათ მთავარია სასურველი საქონელი იპოვოთ

6) ვიპოვეთ ჩვენი საქონელი



7) ვაჭერ პირველს და გადავდივარ კონკრეტული პროდუქტის შეძენის მენიუში



მოკლედ აქ პატარა ახსნაა საჭირო, ციფრი პირველი აღნიშნავს გამყიდველ ორგანიზაციას, ამაზონი არის დიდი მარკეტი, სადაც თვითონაც ყიდის თავის საქონელსაც და სხვა გამყიდველებსაც აძლევს საშუალებას, ამჯერად ყიდის რაღაც სხვა კომპანია

ციფრი 2 აღნიშნავს საქონლის სუფთა ფასს, მაგრამ როგორც წესი ამაზონის გარდა სხვა მაღაზიები ასევე ტავის ტრანსპორტირების საფასურსაც ამატებენ, ეს ფასი უკვე ჩანს ციფრთან 3, ანუ ჩვენიო ტაოტი ღირს 11.05$, მაგრამ ერთი ცალის გამოგზავნა ჯდება 6.72$, თუ რამდენიმეს უკვეთავთ ტრანსპორტირების, ანუ შიპინგის ფასი იმდენჯერ არ იზრდება, სხვა ალგორითმები მუშაობს, წონა მოცულობა და ფასდაკლება, ხან ცალ-ცალკე ხან ყველა პარამეტრი ერთად, ამიტომაცაა რომ ბევრი ნივთის ერთად დაკვეთა ამცირებს ხარჯებს, ვიდრე ერთი ნივთიც ცალკე დაკვეთა, თუმცა გაითვალისწინეთ თუ ერთი ნივთი ერთი გამყიდველისგანაა და მეორე მეორესგან, მაშინ ორივე მაღაზია თავის შიპინგის ფასებს დაამატებს.

ნომერი 4 არის ველი სადაც ირჩევთ რაოდენობას, თუმცა არააქტუალურია, კალათაშიც ნებისმიერ დროს შეცვლით რაოდენობას და ბოლოს ისრით მითითებული ყვითელი ღილაკი რომლითაც საქონელს თქვენს კალათაში აგდებთ.

8) მე ამოვირჩიე 4 ცალი ტაოტი და დავაჭირე ADD to cart საქონელი ჯდება კალათაში და ვიღებთ შემდეგ სურათს



კალათაში შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობა ჩავამატოთ, მერე ამოშალოთ, მოკლედ ითამაშეთ, ეს ჯერ შეძენა არაა, ანუ მაღაზიაში ხართ აირეთ რაღაც თაროდან, არ მოგეწონათ დადეთ და ასე შემდეგ.

9) გადავდივართ შეძენაზე, შეძენის წინ მე ყოველთვის კალათაში შევდივარ დააკვირდით სურათს



ნომერი 1 აღნიშნავს კალათაში გადასასვლელ ღილაკს
ნომერი 2 პირდაპირ დაკვეთის პროცესზე გადასვლა კალათის გვერდის ავლით
ნომერი 3 დაკვეთის დეტალები, ანუ რა ჯდება ეს 4 ტაოტი შიპინგის და სხვა ხარჯების გარეშე

ნუ როგორც ვთქვი მე ვაჭერ პირველ ნომერს და კალათისკენ ჰერი, ჰერი.

10) კალათაში გვაქვს შემდეგი სიტუაცია



ნომერი 1 - კალათაში ჩაგდებული საქონლის წაშლა ან დროებით შესანახად გადადება ისე რომ კალათიდან არ ამოვშალოთ
ნომერი 2 - თანხა შიპინგის გარეშე
ნომერი 3 - ცალის ფასი და რაოდენობა შიპინგის გარეშე
ნომერი 4 - დაკვეთის დაწყება

დავაჭირეთ მე 4 ნომერს და დავიწყეთ ყიდვის პროცესი, ანუ მივდივართ მოლარესთან

11) ჯერ მოთხოვნილი იქნება პაროლი



კიდევ ერთხელ მოწმდებით თქვენ ხართ თუ არა biggrin.gif

12) ვავსებთ მისამართს



თქვენ თქვენი სახელი გვარი ჩაწერეთ დანარჩენი მისამართი შტატი ინდექსი და ნომერი იგივე, და დააკვირდით ბოლოში მითითებულ გადამრთველს, სწორედ ეგრე დატოვეთ თუ ამოირჩევთ NO მაშინ საცხოვრებელი მისამართი სხვა გაქვთ და მისაწოდებელი მისამართი სხვა, მოკლედ 2-ჯერ რომ არ ვავსოთ ინფო, ჩავთვალოთ რომ ერთი და იგივე მისამართზე ვცხოვრობთ და ვაგზავნით ტავარს. ვაჭერთ ღილაკს Continue

13) ვირჩევთ მიწოდების ვადებს და მეთოდებს, გაითვალისწინეთ რაც უფრო ჩქარა მოინდომებთ მიღებას, მით უფრო მეტი ჯდება ტრანსპორტირების ანუ შიპინგის ხარჯები. თუ საქონელს პირდაპირ ამაზონი ყიდის, აქ გექნებათ უფასო მიწოდების ამორჩევის საშუალებაც.



ნუ ჩვენს შემთხვევაში ეს ფირმა უფასო შიპინგს არ გვთავაზობს

14) გადავდივართ ბარათის მითითების ფანჯარაზე, დააჭირეთ ღილაკს ADD



15) ბარათის პარამეტრები სწორედ შეავსეთ, ანუ სახელი გვარი ბარათზე, ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა



ბოლოს დააჭირეთ ისრით მითითებულ ღილაკს

16) როდესაც მიიღებთ ასეთ ფანჯარას



17) მორჩა ბოლო ფანჯარაზე ვართ



აქ უკვე ხედავთ სად აირჩიეთ საქონლის გაგზავნა, მიწოდების მეთოდი, რა ჯდება თითო, მარჯვენა მხარეს გვაქვს მთელი ხარჯების ჩამონათვალი

საქონელი ჯდება 44,20
შიპინგი 7,40
სულ დასაბეგრ თანხამდე 51,60
პლიუს დაბეგვრა 3,60
სულ ხარჯი 55,20

სხვათაშორის ამაზონზე რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ეს პირველი კომპანია შემხვდა რომელიც ბეგარას მახდევინებს, ყველა სხვა მაღაზია დასაბეგრ თანხას არ მაწერს.

მოკლედ ვაჭერთ ისრით მითითებულ ღილაკს

18) მორჩა დაკვეთა მიღებულია და ვხედავთ ეკრანს



შეგიძლიათ ლოგოს დააჭიროთ და საწყისზე დაბრუნდეთ ან თქვენს ექაუნთში შეხვიდეთ

19) ამასობაში რეგისტარციის დროს მითითებულ ფოსტაზე მოდის წერილი



წერილში გექნებათ იგივე ინფო, პლიუს დაკვეთის ნომერი, არ აგერიოთ ეს არ არის ტრეკინგის ნომერი, ეს არის მაღაზიის ჩეკის ნომერი. მოგვიანებით მოვა მეორე წერილი რომელშიც იქნება ნახსენები რომ ტვირთი გამოგზავნილია და თქვენი საფოსტო გზავნილის ტრეკინგის ნომერი ესა და ესაა.

20) ვბრუნდებით ამაზონზე და შევიჭყიტოთ ექაუნთში



ვაჭერთ ორდერს

21) გავდივართ ავტორიზაციას



22) ვნახულობთ ჩვენს დაკვეთებს



ამჯერად ერთი დაკვეთა მაქვს, შემიძლია ვნახო სტატუსი, ან ამოვბეჭდო ინვოისი და ასე შედმეგ, დააკვირდით ისრით მითითებულ ღილაკს, მისი მეშვეობით შეიძება გამყიდველთან დაკავშირება, მაგალითად თუ დიდხანს არ გამოიგზავნება საქონელი, ან ტრეკინგის ნომერი არ მოვა. ზემოთ დააკვირდით შემოხაზულს, მანდ გამოჩნდება ტრეკინგის ნომერი იმის მერე რაც საქონელი გამოიგზავნება

------------------------------------------------
ახლა დანარჩენი ინსტრუქცია რომელიც ამაზონზე აღარ გამოჩნდება, ამაზონმა მოგვყიდა საქონელი და ვსიო.

ამაზონის დაკვეთის გაკეთებისას ამაზონი 1$-ს დაგიბლოკავთ ბარათზე, ამით ამოწმებს შეუძლია თუ არა თანხის აღება, ეს 1$ განიბლოკება 30 დრეში და ანგარიშზე დაგიბრუნდებათ.

ძირითადი გადასახდელი თანხა ჩამოიჭრება, ან დაკვეთიდან რამდენიმე წუთში, ან რამდენიმე საათში, ან დრეში, დამოკიდებულია იმაზე თუ როდის გამოიგზავნება დაკვეთა, მაგალითად წინაზე ტაოტების დაკვეთისას თანხა ჩამომაჭრა ამაზონმა 3-4 დღის მერე, და შესაბამისად 4 დღის მერე გამოაგზავნა საქონელი, დღევანდელ დაკვეთის დროს თანხა დაკვეთიდან 15 წუთში ჩამომაჭრა. მოკლედ მანდ ლოგიკა ცოტა არ იყოს გაუგებარია

კაი მოკლედ ტრეკინგის ნომერი მოვა მოგვიანებით, ვნახათ ფოსტაში, ან მითითებულ გვერდზე, ან თუ ვერ მიიღებთ მიწერთ მაღაზიას და ის მოგწერთ რომ თქვენი ტრეკინგის ნომერი არის ესა და ეს.

ახლა ელოდებით როდის ჩავა თქვენი ამანათი გადამზიდავთან, ჩემს შემთხვევაში ბარამში, ტრეკინგის ნომრით შეგიძლიათ გადამზიდავის საიტზე ადევნოთ თვალი როდის ჩავა ბარამში საქონელი, ბარამში როდესაც ჩავა და UPS-ის ან USPS-ის საიტზე დაიწერება Delivered ეს ნიშნავს რომ ბარამის წარმოამდგენელმა ტავარი ჩაიბარა.

სემდეგ ქართული კომპანიაა და განახლება ეგრე უცებ აღარ მოხდება biggrin.gif

მოკლედ მეორე ან მესამე დღეს barami.us-ზე, ვწერთ ჩვენს სახელ ან ტრეკინგ შესაბამის ველებში და ვნახულობთ რა სტატუსები იწერება და რა თანხებია გადასახდელი.



მაგალითად აქ ჩანს რომ ჩემი მიმდინარე დაკვეთა გზაშია (Transit მაგას ნიშნავს), წონა არის ჩემი ამანათის 2 კილო და გადასახდელი მაქვს 18$

როდესაც საქართველოში ჩამოვა საბაჟოს გაივლის და მზად იქნება ასაღებად, მაშინ დაეწერება Tbilisi ამ დროისთვის საქართველოს ბანკში უნდა ვიყო უკვე მისული და უნდა მქონდეს გადახდილი 18$-ის ექვივალენტი ლარებში, კურსი ყოველდღე წერია თუ რა კურსით იღებს ბარამი თანხას, თუ თქვენ გარე ბუტკების კურსით გადაიხდით, საქონლის აღებისას შეიძლება კამათი მოგიწიოთ რომ 5-10 თეთრი კიდევ გადასახდელი გაქვთ, ამიტომაც თვალყური ადევნეთ ბარამის კურსებს, რომ მიმდინარე თარიღი ეწეროს და რა კურსიც იქნება იმ კურსით უნდა გადაიხადოთ შესაბამისი თანხა.

გადახდისთვის მიდიხართ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და ანგარიშზე 274406902 რომელიც ეკუთვნის Baramidze Corp-ს (შეიძლება გადასამოწმებლად დაგჭირდეთ ეს ინფო), რიცხავთ საჭირო თანხის რაოდენობას ხოლო დანიშნულებაში კი ოპერატორს აწერინებთ:
ამანათის ტრანსპორტირება xxxxxx

x-ებს ჩაანაცვლებთ თქვენი ამანათს ტრეკინგის ბოლო 6 ციფრით, მეტი საჭირო არ არის, ოპერატორი აიბნევა და თან ბარამი მაინც ბოლო 6 ციფრს იყენებს, ასე რომ ნურც იწვალებთ და ნურც ოპერატორს აწვალებთ


მოკლედ როდესაც თბილისი ეწერება თქვენს ამანათს, მიდიხართ გადამზიდავის ოფისში, აძლევთ თქვენი გადახდის ქვითარს სადაც ამანათის ტრეკინგის ბოლო 6 ციფრი წერია, პერსონალი ჩადის საწყობში პოულობს ამანათს, იტოვებს ქვითარს, გაწერინებთ ხელს რომ მიიღეთ ამანათი და მოდიხართ სახლში ბედნიერი. არ დაგავიწყდეთ პირადობის მოწმობის წაღება, ისე ამანატს არ გამოგატანენ

მოკლედ ყველაზე კაი შემთხვევაში დაკვეთის ღილაკის დაჭერიდან საქონელი თბილისში 2.5 კვირაშია, გაჭიმულ შემთხვევაში 3-3.5 კვირაში და ცუდ შემთხვევაში 4-5 კვირაში. ჩვენი საბაჟოს ოპერატიულობის გამო მინიმუმ 1 კვირა ამანათები საბაჟოზე ისვენებენ. ანუ მაგალითად ნაწილი ჩემი ამანათები გუშინ ანუ ორშაბათს ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ საბაჟო გადამზიდავს არ გამოატანს სანამ არ გადაამოწმებს ყველაფერს, ეს ბედნიერება მოხდება პარასკევს ან შაბათს. შესაბამისად სანამ გადამზიდავი ამდენ ამანათს მოიტანს საწყობში დაახარისხებს... მოკლედ გაცემას იწყენებ ორშაბათს. ასე რომ გამოდის, ორშაბათს ჩამოსული საქონელი შემდეგ ორშაბათამდე აქ არის, მაგრამ თქვენთან არ არის smile.gif

ვსიო, იმედია მორჩა ამ თემაზე საუბარი და ჩემს ბარათსაც მოძვრება დამატებითი სამუშაოები biggrin.gif თორემ დამეღალა ამ ბოლო დროს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   ამაზონზე დაკვეთის მანუალი   Apr 20 2010, 11:16 PM
- - ReMiNgToN   არა არა უფრო მაგარ...   Jan 8 2014, 12:31 AM
- - ja_ja   ReMiNgToN ციტატა(buybuya @ 8th J...   Jan 8 2014, 08:19 AM
- - Lasha1970   გამარჯობათ, ამაზონ...   Feb 16 2014, 08:13 PM
- - gela   Lasha1970 რინგებზე იმ ფი...   Feb 16 2014, 08:53 PM
- - Lasha1970   თანხაზე ბევრს გაჭრ...   Feb 16 2014, 09:19 PM
- - gela   ამ ოპტიკას რომელი ...   Feb 17 2014, 12:10 PM
- - ja_ja   gela აუ არაფერი ცოდნა...   Feb 17 2014, 01:00 PM
- - iorama   ეგ ოპტიკა ჯორჯიკას...   Feb 17 2014, 01:14 PM
- - gela   ja_ja გავაკეტე იმფრა,...   Feb 17 2014, 01:39 PM
- - Lasha1970   camex.ge დან გამოიწერე ...   Feb 17 2014, 07:10 PM
|- - gela   ციტატა(Lasha1970 @ Feb 17 2014, 0...   Feb 17 2014, 07:21 PM
- - Lasha1970   camex.ge კოლიმატორზე მი...   Feb 17 2014, 10:52 PM
- - Ex3   Lasha1970 აუხსენი რომ ლა...   Feb 18 2014, 11:27 AM
- - ja_ja   Lasha1970 ციტატა(Lasha1970 @ 17t...   Feb 18 2014, 02:26 PM
- - Lasha1970   მოკლედ ქამექსსაც ვ...   Feb 18 2014, 04:43 PM
- - DaV1nCh   რას არ ჩამოაქვთ ვე...   Feb 18 2014, 04:49 PM
- - ja_ja   Lasha1970 ციტატა(Lasha1970 @ 18t...   Feb 18 2014, 06:43 PM
- - Lasha1970   როგორც იქნა რაღაცა...   Feb 18 2014, 08:04 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ეს თემა კონკრეტულა...   Mar 28 2014, 03:10 PM
- - ja_ja   კი   Mar 28 2014, 03:15 PM
- - piettro   მე paypal მაქვს დარეგი...   Mar 29 2014, 12:52 AM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(piettro @ Mar 29 2014, 01...   Mar 29 2014, 04:26 PM
- - geojorjika   ისე კანონდარღვევა...   Mar 29 2014, 07:42 PM
- - piettro   geojorjika კარგი. :-) და ეს ფ...   Mar 29 2014, 07:53 PM
- - geojorjika   piettro კანონი კრძალავ...   Mar 29 2014, 08:05 PM
- - piettro   geojorjika კანონი კრძალა...   Mar 30 2014, 12:53 PM
- - userman   2 თვის უკან ჩინეთიდ...   May 14 2016, 06:06 PM
- - pilotina   userman ციტატა(userman @ 14th Ma...   May 14 2016, 08:13 PM
- - userman   მაღაზიები კი სხვად...   May 14 2016, 08:15 PM
- - ბაიკერი   userman არა. მქონია ეგ შ...   May 14 2016, 08:16 PM
- - temo-777   userman თანხას თუ არ და...   May 15 2016, 07:22 AM
- - userman   temo-777 ციტატა(temo-777 @ ...   May 15 2016, 12:14 PM
- - temo-777   userman აა შენ გადამზიდ...   May 15 2016, 01:34 PM
- - userman   ციტატა(temo-777 @ 15th May 2...   May 15 2016, 02:07 PM
- - temo-777   userman როგორ არ იკარგე...   May 15 2016, 02:28 PM
- - ja_ja   temo-777 ციტატა(temo-777 @ ...   May 16 2016, 08:46 AM
- - temo-777   ja_ja ციტატა(ja_ja @ 16th May 20...   May 16 2016, 09:19 AM
- - bubusicha   http://www.amazon.com/Benjamin-High-Pressu...=A2TC...   May 18 2016, 08:58 PM
- - ikaaa   ციტატა(bubusicha @ 18th May 2016 ...   May 18 2016, 09:18 PM
- - pilotina   bubusicha ციტატა(bubusicha @ 18t...   May 18 2016, 09:30 PM
- - bubusicha   ბული ჯობია ამას? ფტ...   May 18 2016, 09:54 PM
- - ikaaa   კი ფტოროპლასტზეა ...   May 18 2016, 10:28 PM
- - temo-777   წონაში რამდენია ეს...   May 18 2016, 11:00 PM
- - temo-777   http://www.aliexpress.com/item/4500PSI-300...8f-bf...   May 18 2016, 11:05 PM
- - bubusicha   ციტატა(temo-777 @ 19th May 2...   May 19 2016, 09:33 AM
- - okela84   კანადიდან გამოგიწ...   May 21 2016, 09:19 AM
- - userman   temo-777 ციტატა(temo-777 @ ...   May 21 2016, 04:38 PM
- - bubusicha   inex.ge-თ გამოვიწერე ბე...   Jun 23 2016, 06:55 PM
- - koknar   bubusicha ბილინფ ადრესს ...   Jun 23 2016, 07:21 PM
- - ja_ja   bubusicha მაიცა რაიმე კა...   Jun 23 2016, 07:26 PM
- - gregory   რა შუაშიაამაზონის ...   Jun 23 2016, 09:02 PM
- - temo-777   bubusicha მემ მგონია რომ ...   Jun 23 2016, 09:50 PM
- - temo-777   ციტატა(gregory @ 23rd June 2016 ...   Jun 23 2016, 10:01 PM
- - bubusicha   ციტატა(koka @ 23rd June 2016 ...   Jun 23 2016, 11:53 PM
- - bubusicha   ამდენ ციტირებაში ბ...   Jun 24 2016, 12:06 AM
- - temo-777   bubusicha ციტატა(bubusicha @ 24t...   Jun 24 2016, 07:11 AM
- - bubusicha   ციტატა(temo-777 @ 24th June ...   Jun 24 2016, 07:41 AM
- - temo-777   bubusicha მსგავსი შემთხ...   Jun 24 2016, 08:07 AM
- - gregory   ციტატა(temo-777 @ 23rd June ...   Jun 24 2016, 08:40 AM
- - koknar   bubusicha დეკლარაციას ა...   Jun 24 2016, 09:27 AM
- - bubusicha   ციტატა(gregory @ 24th June 2016 ...   Jun 24 2016, 09:38 AM
- - temo-777   gregory ციტატა(gregory @ 24th Ju...   Jun 24 2016, 10:05 AM
- - gregory   ციტატა(temo-777 @ 24th June ...   Jun 24 2016, 10:11 AM
- - okela84   bubusicha სახელი, გვარი მ...   Jun 24 2016, 10:40 AM
- - bubusicha   okela84 მოგწერე პმ არა...   Jun 24 2016, 11:15 AM
- - temo-777   ხფთუიიიი რას შვები...   Jun 24 2016, 11:26 AM
- - okela84   bubusicha ციტატა(bubusicha @ 24t...   Jun 24 2016, 11:29 AM
- - bubusicha   ერთით მეტი პნევმატ...   Jun 24 2016, 12:30 PM
- - bubusicha   ციტატა(temo-777 @ 24th June ...   Jun 24 2016, 07:25 PM
- - temo-777   bubusicha ციტატა(bubusicha @ 24t...   Jun 24 2016, 07:28 PM
- - bubusicha   1.79 ლარით გადარჩი   Jun 24 2016, 08:45 PM
- - temo-777   bubusicha ამათი დედა ვატ...   Jun 27 2016, 05:26 PM
- - bubusicha   ციტატა(temo-777 @ 27th June ...   Jun 28 2016, 09:58 AM
- - temo-777   bubusicha მთელი რეისი არ ...   Jun 28 2016, 10:12 AM
- - bubusicha   ერთადერთი ვინც შეწ...   Jun 28 2016, 11:00 AM
- - ja_ja   ამ ყველაფერს ჰქვია...   Jun 28 2016, 12:22 PM
- - bubusicha   загрузить картинку ეს არ...   Jun 28 2016, 10:14 PM
- - bubusicha   გამოწერისას მითით...   Jun 28 2016, 10:22 PM
- - temo-777   bubusicha ჯერ აზრიც არა ა...   Jun 28 2016, 11:36 PM
- - bubusicha   koknar ვერაფერში ვერ დ...   Jun 29 2016, 08:28 AM
- - gregory   ციტატა(bubusicha @ 29th June 2016...   Jun 29 2016, 08:41 AM
- - koknar   ციტატა(bubusicha @ 29th June 2016...   Jun 29 2016, 08:45 AM
- - bubusicha   ეს ფორუმია და ფორუ...   Jun 29 2016, 08:48 AM
- - koknar   bubusicha გეთანხმები, მე ...   Jun 29 2016, 08:52 AM
- - bubusicha   ციტატა(koka @ 29th June 2016 ...   Jun 29 2016, 09:38 AM
- - okela84   კაი რა არის საკამა...   Jun 29 2016, 10:22 AM
- - bubusicha   2 დღეა დავდივარ საბ...   Jul 2 2016, 08:10 PM
- - gregory   ციტატა(bubusicha @ 2nd July 2016 ...   Jul 2 2016, 08:12 PM
- - Fliegen_Axt   fizikur pirs ak upleba gamoiceros pnevmatika?   Jul 2 2016, 10:47 PM
- - bubusicha   კი აქვს 4.5 კალიბრის ...   Jul 3 2016, 06:12 AM
- - okela84   gregory ციტატა(gregory @ 2nd Jul...   Jul 3 2016, 10:20 AM
- - ja_ja   მაიცა ანუ თუ სწორე...   Jul 4 2016, 09:57 AM
- - okela84   ja_ja ციტატა(ja_ja @ 4th July 20...   Jul 4 2016, 10:58 AM
- - ja_ja   აა ჰოო, აი თურმე სულ...   Jul 4 2016, 03:32 PM
- - temo-777   ნაღდად არ ვიცი ამ უ...   Jul 5 2016, 09:54 AM
- - ja_ja   temo-777 მესმის შენი გუ...   Jul 5 2016, 02:05 PM
- - gregory   ციტატა(temo-777 @ 5th July 2...   Jul 5 2016, 05:48 PM
- - ja_ja   gregory ციტატა(gregory @ 5th Jul...   Jul 5 2016, 07:34 PM
- - gregory   ციტატა(ja_ja @ 5th July 2016 ...   Jul 5 2016, 08:17 PM
- - ja_ja   gregory ციტატა(gregory @ 5th Jul...   Jul 5 2016, 09:37 PM
4 გვერდი V  < 1 2 3 4 >


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 11:01 PM
Hosted by Pro-Service