გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ამაზონზე დაკვეთის მანუალი, პა პროსბე რაბოჩიხ ი ტრუდიაშიხსია :D :D :D
ja_ja
პოსტი Apr 20 2010, 11:16 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ სადღაც ერთხელ დავდე ასეთივე მანუალი მაგრამ ფორუმის რომელ სიღრმეშია კაცმა არ იცის, ამიტომაც ცალკე ტემად ვხსნი და მერე თუ რამე აქ განვიხილოთ ხოლმე ეს საკითხები.

მე შემოგთავაზებთ ჩემებურ ვარიანტს, თუმცა აქვე დავძენ სხვამ შეიძლება სხვა მიმდევრობით გააკეთოს იგივე საქმე, მოკლედ მესმის ყველასი, მაგრამ ამ ტემაში ნუ იქნება მე ეგრე არ გავაკეთებდი აი ასე უფრო მოხერხებულიაო, ძალიან კაი თუ მოხერხებულია, უბრალოდ მე ვდებ ჩემებურ მიდგომას, თქვენებურ მიდგომაში, მაქსიმუმ ჩემი მიმდოვრობითი ნაბიჯები იქნება გადანაცვლებული, შინაარსი და საბოლოო შედეგი მაინც იგივე იქნება.

მოკლედ ვსწავლობთ Amazon.com-ზე საქონლის შეძენას. რა გვჭირდება ამისათვის

a) აქტიური პლასტიკური ბარათი, მე პირადად ვიყენებ "საქართველოს ბანკის" Visa Electron-ს, საერთოდ Georgian Card-ის სისტემაში ჩართული ბანკების ყელა ბარათი მუშაობს, მიუხედავად კლასისა და წონისა. პრობლემა აქვს მაგალითად TBC-ს, ზოგიერთს უმართლებს, მაგრამ უმეტესობას მინიმუმ Visa Classic-ის სჭირდება და ხშირად ეგეც არ შველით, არ ვიცი რატომ, მე მაგათ ავტორიზაციის სისტემას UFC-ს ვაბრალებ, მაგრამ ხრენ ივო ზნაიტ რეალში რა ხდება...

b) სურვილი რაიმე შეიძინო და პირველადი შიშის გადალახვის თუ სარისკო გადაწყვეტლების მიღება. რეალობაში სარისკო არაფერია, უბრალოდ პირველად ძნელია კაცს რომ არ გაგიკეთებია, მე ჩემი მეგობრები ვინს ასე ვთქვათ ონლაინ შოპინგზე შევსვი ვეღარ ჩამოვსვი biggrin.gif შოპოგოლიკები გახდნენ, მაგრამ პირველი დაკვეთისას ყველას აკანკალებდა რაღაც ქვეცნობიერად ელიან რო ფული დაიკარგება biggrin.gif

g) საქართველოში ჩამომტანი გადამზიდავი კომპანიის ამორჩევა, მოკლედ ოხრად არიან, მე პირადად ვიყენებ Barami.us-ს 95% შემთხვევაში, იმიტომ რომ ვეჩნა ისეთ საქონელს უკვეთავ რომ სხვა კომპანიები ხელებს ასავსავებენ

დ) ელექტრონული ფოსტა, ნუ წერილები შიპინგზე და ასე შემდეგ ამ მისამართზე მოვა.

ახლა კი დავიწყეთ მინი მანუალი

1) შევდივართ მისამართზე Amazon.com და ვხედავთ შესაბამის სურათს



ვაჭერთ მითითებულ მისამართზე და ვიწყებთ რეგისტარციას

2) გადავდივართ გვერდზე სადაც უნდა ჩავწეროთ და ავირჩიოთ შემდეგი პუნქტები



და დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს (იმედია ახსნა საჭირო არაა თქვენ თქვენი ელ ფოსტის მისამართი უნდა ჩაწეროთ)

3) გამოსულ ფანჯარაში შეავსეთ ველები ამდაგვარად



ძირს მიუთითეთ პაროლი და გაიმეორეთ, მერე კი დააჭირეთ ისრით მითითებულ ყვითელ ღილაკს

4) მორჩა რეგისტრაცია გავლილია, გადახვალთ შემდეგ გვერდზე სადაც უკვე თქვენი სახელი და გვარი ეწერება, ან ის სახელი და გვარი რაც მიუთითეთ



5) ვიწყებთ დაკვეთას, მაგალითად დავუკვეთოთ პარკერის ტაოტი ნასოსისთვის



აკრიფეთ საძიებო ველში რაც გინდათ, ან რავი კატალოგით დაიწყეთ არჩევა, მოკლედ როგორც გინდათ მთავარია სასურველი საქონელი იპოვოთ

6) ვიპოვეთ ჩვენი საქონელი



7) ვაჭერ პირველს და გადავდივარ კონკრეტული პროდუქტის შეძენის მენიუში



მოკლედ აქ პატარა ახსნაა საჭირო, ციფრი პირველი აღნიშნავს გამყიდველ ორგანიზაციას, ამაზონი არის დიდი მარკეტი, სადაც თვითონაც ყიდის თავის საქონელსაც და სხვა გამყიდველებსაც აძლევს საშუალებას, ამჯერად ყიდის რაღაც სხვა კომპანია

ციფრი 2 აღნიშნავს საქონლის სუფთა ფასს, მაგრამ როგორც წესი ამაზონის გარდა სხვა მაღაზიები ასევე ტავის ტრანსპორტირების საფასურსაც ამატებენ, ეს ფასი უკვე ჩანს ციფრთან 3, ანუ ჩვენიო ტაოტი ღირს 11.05$, მაგრამ ერთი ცალის გამოგზავნა ჯდება 6.72$, თუ რამდენიმეს უკვეთავთ ტრანსპორტირების, ანუ შიპინგის ფასი იმდენჯერ არ იზრდება, სხვა ალგორითმები მუშაობს, წონა მოცულობა და ფასდაკლება, ხან ცალ-ცალკე ხან ყველა პარამეტრი ერთად, ამიტომაცაა რომ ბევრი ნივთის ერთად დაკვეთა ამცირებს ხარჯებს, ვიდრე ერთი ნივთიც ცალკე დაკვეთა, თუმცა გაითვალისწინეთ თუ ერთი ნივთი ერთი გამყიდველისგანაა და მეორე მეორესგან, მაშინ ორივე მაღაზია თავის შიპინგის ფასებს დაამატებს.

ნომერი 4 არის ველი სადაც ირჩევთ რაოდენობას, თუმცა არააქტუალურია, კალათაშიც ნებისმიერ დროს შეცვლით რაოდენობას და ბოლოს ისრით მითითებული ყვითელი ღილაკი რომლითაც საქონელს თქვენს კალათაში აგდებთ.

8) მე ამოვირჩიე 4 ცალი ტაოტი და დავაჭირე ADD to cart საქონელი ჯდება კალათაში და ვიღებთ შემდეგ სურათს



კალათაში შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობა ჩავამატოთ, მერე ამოშალოთ, მოკლედ ითამაშეთ, ეს ჯერ შეძენა არაა, ანუ მაღაზიაში ხართ აირეთ რაღაც თაროდან, არ მოგეწონათ დადეთ და ასე შემდეგ.

9) გადავდივართ შეძენაზე, შეძენის წინ მე ყოველთვის კალათაში შევდივარ დააკვირდით სურათს



ნომერი 1 აღნიშნავს კალათაში გადასასვლელ ღილაკს
ნომერი 2 პირდაპირ დაკვეთის პროცესზე გადასვლა კალათის გვერდის ავლით
ნომერი 3 დაკვეთის დეტალები, ანუ რა ჯდება ეს 4 ტაოტი შიპინგის და სხვა ხარჯების გარეშე

ნუ როგორც ვთქვი მე ვაჭერ პირველ ნომერს და კალათისკენ ჰერი, ჰერი.

10) კალათაში გვაქვს შემდეგი სიტუაცია



ნომერი 1 - კალათაში ჩაგდებული საქონლის წაშლა ან დროებით შესანახად გადადება ისე რომ კალათიდან არ ამოვშალოთ
ნომერი 2 - თანხა შიპინგის გარეშე
ნომერი 3 - ცალის ფასი და რაოდენობა შიპინგის გარეშე
ნომერი 4 - დაკვეთის დაწყება

დავაჭირეთ მე 4 ნომერს და დავიწყეთ ყიდვის პროცესი, ანუ მივდივართ მოლარესთან

11) ჯერ მოთხოვნილი იქნება პაროლი



კიდევ ერთხელ მოწმდებით თქვენ ხართ თუ არა biggrin.gif

12) ვავსებთ მისამართს



თქვენ თქვენი სახელი გვარი ჩაწერეთ დანარჩენი მისამართი შტატი ინდექსი და ნომერი იგივე, და დააკვირდით ბოლოში მითითებულ გადამრთველს, სწორედ ეგრე დატოვეთ თუ ამოირჩევთ NO მაშინ საცხოვრებელი მისამართი სხვა გაქვთ და მისაწოდებელი მისამართი სხვა, მოკლედ 2-ჯერ რომ არ ვავსოთ ინფო, ჩავთვალოთ რომ ერთი და იგივე მისამართზე ვცხოვრობთ და ვაგზავნით ტავარს. ვაჭერთ ღილაკს Continue

13) ვირჩევთ მიწოდების ვადებს და მეთოდებს, გაითვალისწინეთ რაც უფრო ჩქარა მოინდომებთ მიღებას, მით უფრო მეტი ჯდება ტრანსპორტირების ანუ შიპინგის ხარჯები. თუ საქონელს პირდაპირ ამაზონი ყიდის, აქ გექნებათ უფასო მიწოდების ამორჩევის საშუალებაც.



ნუ ჩვენს შემთხვევაში ეს ფირმა უფასო შიპინგს არ გვთავაზობს

14) გადავდივართ ბარათის მითითების ფანჯარაზე, დააჭირეთ ღილაკს ADD



15) ბარათის პარამეტრები სწორედ შეავსეთ, ანუ სახელი გვარი ბარათზე, ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა



ბოლოს დააჭირეთ ისრით მითითებულ ღილაკს

16) როდესაც მიიღებთ ასეთ ფანჯარას



17) მორჩა ბოლო ფანჯარაზე ვართ



აქ უკვე ხედავთ სად აირჩიეთ საქონლის გაგზავნა, მიწოდების მეთოდი, რა ჯდება თითო, მარჯვენა მხარეს გვაქვს მთელი ხარჯების ჩამონათვალი

საქონელი ჯდება 44,20
შიპინგი 7,40
სულ დასაბეგრ თანხამდე 51,60
პლიუს დაბეგვრა 3,60
სულ ხარჯი 55,20

სხვათაშორის ამაზონზე რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ეს პირველი კომპანია შემხვდა რომელიც ბეგარას მახდევინებს, ყველა სხვა მაღაზია დასაბეგრ თანხას არ მაწერს.

მოკლედ ვაჭერთ ისრით მითითებულ ღილაკს

18) მორჩა დაკვეთა მიღებულია და ვხედავთ ეკრანს



შეგიძლიათ ლოგოს დააჭიროთ და საწყისზე დაბრუნდეთ ან თქვენს ექაუნთში შეხვიდეთ

19) ამასობაში რეგისტარციის დროს მითითებულ ფოსტაზე მოდის წერილი



წერილში გექნებათ იგივე ინფო, პლიუს დაკვეთის ნომერი, არ აგერიოთ ეს არ არის ტრეკინგის ნომერი, ეს არის მაღაზიის ჩეკის ნომერი. მოგვიანებით მოვა მეორე წერილი რომელშიც იქნება ნახსენები რომ ტვირთი გამოგზავნილია და თქვენი საფოსტო გზავნილის ტრეკინგის ნომერი ესა და ესაა.

20) ვბრუნდებით ამაზონზე და შევიჭყიტოთ ექაუნთში



ვაჭერთ ორდერს

21) გავდივართ ავტორიზაციას



22) ვნახულობთ ჩვენს დაკვეთებს



ამჯერად ერთი დაკვეთა მაქვს, შემიძლია ვნახო სტატუსი, ან ამოვბეჭდო ინვოისი და ასე შედმეგ, დააკვირდით ისრით მითითებულ ღილაკს, მისი მეშვეობით შეიძება გამყიდველთან დაკავშირება, მაგალითად თუ დიდხანს არ გამოიგზავნება საქონელი, ან ტრეკინგის ნომერი არ მოვა. ზემოთ დააკვირდით შემოხაზულს, მანდ გამოჩნდება ტრეკინგის ნომერი იმის მერე რაც საქონელი გამოიგზავნება

------------------------------------------------
ახლა დანარჩენი ინსტრუქცია რომელიც ამაზონზე აღარ გამოჩნდება, ამაზონმა მოგვყიდა საქონელი და ვსიო.

ამაზონის დაკვეთის გაკეთებისას ამაზონი 1$-ს დაგიბლოკავთ ბარათზე, ამით ამოწმებს შეუძლია თუ არა თანხის აღება, ეს 1$ განიბლოკება 30 დრეში და ანგარიშზე დაგიბრუნდებათ.

ძირითადი გადასახდელი თანხა ჩამოიჭრება, ან დაკვეთიდან რამდენიმე წუთში, ან რამდენიმე საათში, ან დრეში, დამოკიდებულია იმაზე თუ როდის გამოიგზავნება დაკვეთა, მაგალითად წინაზე ტაოტების დაკვეთისას თანხა ჩამომაჭრა ამაზონმა 3-4 დღის მერე, და შესაბამისად 4 დღის მერე გამოაგზავნა საქონელი, დღევანდელ დაკვეთის დროს თანხა დაკვეთიდან 15 წუთში ჩამომაჭრა. მოკლედ მანდ ლოგიკა ცოტა არ იყოს გაუგებარია

კაი მოკლედ ტრეკინგის ნომერი მოვა მოგვიანებით, ვნახათ ფოსტაში, ან მითითებულ გვერდზე, ან თუ ვერ მიიღებთ მიწერთ მაღაზიას და ის მოგწერთ რომ თქვენი ტრეკინგის ნომერი არის ესა და ეს.

ახლა ელოდებით როდის ჩავა თქვენი ამანათი გადამზიდავთან, ჩემს შემთხვევაში ბარამში, ტრეკინგის ნომრით შეგიძლიათ გადამზიდავის საიტზე ადევნოთ თვალი როდის ჩავა ბარამში საქონელი, ბარამში როდესაც ჩავა და UPS-ის ან USPS-ის საიტზე დაიწერება Delivered ეს ნიშნავს რომ ბარამის წარმოამდგენელმა ტავარი ჩაიბარა.

სემდეგ ქართული კომპანიაა და განახლება ეგრე უცებ აღარ მოხდება biggrin.gif

მოკლედ მეორე ან მესამე დღეს
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
-ზე, ვწერთ ჩვენს სახელ ან ტრეკინგ შესაბამის ველებში და ვნახულობთ რა სტატუსები იწერება და რა თანხებია გადასახდელი.



მაგალითად აქ ჩანს რომ ჩემი მიმდინარე დაკვეთა გზაშია (Transit მაგას ნიშნავს), წონა არის ჩემი ამანათის 2 კილო და გადასახდელი მაქვს 18$

როდესაც საქართველოში ჩამოვა საბაჟოს გაივლის და მზად იქნება ასაღებად, მაშინ დაეწერება Tbilisi ამ დროისთვის საქართველოს ბანკში უნდა ვიყო უკვე მისული და უნდა მქონდეს გადახდილი 18$-ის ექვივალენტი ლარებში, კურსი ყოველდღე წერია თუ რა კურსით იღებს ბარამი თანხას, თუ თქვენ გარე ბუტკების კურსით გადაიხდით, საქონლის აღებისას შეიძლება კამათი მოგიწიოთ რომ 5-10 თეთრი კიდევ გადასახდელი გაქვთ, ამიტომაც თვალყური ადევნეთ ბარამის კურსებს, რომ მიმდინარე თარიღი ეწეროს და რა კურსიც იქნება იმ კურსით უნდა გადაიხადოთ შესაბამისი თანხა.

გადახდისთვის მიდიხართ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და ანგარიშზე 274406902 რომელიც ეკუთვნის Baramidze Corp-ს (შეიძლება გადასამოწმებლად დაგჭირდეთ ეს ინფო), რიცხავთ საჭირო თანხის რაოდენობას ხოლო დანიშნულებაში კი ოპერატორს აწერინებთ:
ამანათის ტრანსპორტირება xxxxxx

x-ებს ჩაანაცვლებთ თქვენი ამანათს ტრეკინგის ბოლო 6 ციფრით, მეტი საჭირო არ არის, ოპერატორი აიბნევა და თან ბარამი მაინც ბოლო 6 ციფრს იყენებს, ასე რომ ნურც იწვალებთ და ნურც ოპერატორს აწვალებთ


მოკლედ როდესაც თბილისი ეწერება თქვენს ამანათს, მიდიხართ გადამზიდავის ოფისში, აძლევთ თქვენი გადახდის ქვითარს სადაც ამანათის ტრეკინგის ბოლო 6 ციფრი წერია, პერსონალი ჩადის საწყობში პოულობს ამანათს, იტოვებს ქვითარს, გაწერინებთ ხელს რომ მიიღეთ ამანათი და მოდიხართ სახლში ბედნიერი. არ დაგავიწყდეთ პირადობის მოწმობის წაღება, ისე ამანატს არ გამოგატანენ

მოკლედ ყველაზე კაი შემთხვევაში დაკვეთის ღილაკის დაჭერიდან საქონელი თბილისში 2.5 კვირაშია, გაჭიმულ შემთხვევაში 3-3.5 კვირაში და ცუდ შემთხვევაში 4-5 კვირაში. ჩვენი საბაჟოს ოპერატიულობის გამო მინიმუმ 1 კვირა ამანათები საბაჟოზე ისვენებენ. ანუ მაგალითად ნაწილი ჩემი ამანათები გუშინ ანუ ორშაბათს ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ საბაჟო გადამზიდავს არ გამოატანს სანამ არ გადაამოწმებს ყველაფერს, ეს ბედნიერება მოხდება პარასკევს ან შაბათს. შესაბამისად სანამ გადამზიდავი ამდენ ამანათს მოიტანს საწყობში დაახარისხებს... მოკლედ გაცემას იწყენებ ორშაბათს. ასე რომ გამოდის, ორშაბათს ჩამოსული საქონელი შემდეგ ორშაბათამდე აქ არის, მაგრამ თქვენთან არ არის smile.gif

ვსიო, იმედია მორჩა ამ თემაზე საუბარი და ჩემს ბარათსაც მოძვრება დამატებითი სამუშაოები biggrin.gif თორემ დამეღალა ამ ბოლო დროს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
19 გვერდი V  « < 11 12 13 14 15 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (240 - 259)
bubusicha
პოსტი May 18 2016, 09:54 PM
პოსტი #241


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 26-January 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,885
ქალაქი:batumi



ბული ჯობია ამას? ფტოროპლასტზეა ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ikaaa
პოსტი May 18 2016, 10:28 PM
პოსტი #242


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 343
რეგისტრ.: 28-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 1,502



კი ფტოროპლასტზეა და თან უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული ანუ ვეჩნია.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
temo-777
პოსტი May 18 2016, 11:00 PM
პოსტი #243


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 419
რეგისტრ.: 7-November 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,006
ქალაქი:tbilisi



წონაში რამდენია ეს ნასოსები?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
temo-777
პოსტი May 18 2016, 11:05 PM
პოსტი #244


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 419
რეგისტრ.: 7-November 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,006
ქალაქი:tbilisi



PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

ამეებზე რას იტყვით,ესენი ჩინური ნაგავია >>>>?
თუ ვარგა რამედ?
პირდაპირ 92$ რომ დაჯდეს ყველაფრიანად
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bubusicha
პოსტი May 19 2016, 09:33 AM
პოსტი #245


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 26-January 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,885
ქალაქი:batumi



ციტატა(temo-777 @ 19th May 2016 - 12:05 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

ამეებზე რას იტყვით,ესენი ჩინური ნაგავია >>>>?
თუ ვარგა რამედ?
პირდაპირ 92$ რომ დაჯდეს ყველაფრიანად


არ ვიცი წესით არ უნდა იყოს ცუდი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
okela84
პოსტი May 21 2016, 09:19 AM
პოსტი #246


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,866
რეგისტრ.: 9-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,256



კანადიდან გამოგიწერიათ ვინმეს ?

ბარათი ვერ მივაბი ერთერთ კანადურ მაღაზიას და მაგიტო გეკითხებით
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
userman
პოსტი May 21 2016, 04:38 PM
პოსტი #247


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: სულებზე მონადირე
პოსტები: 1,104
რეგისტრ.: 5-February 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,043
ქალაქი:თბილისი



temo-777
ციტატა(temo-777 @ 19th May 2016 - 12:05 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

ამეებზე რას იტყვით,ესენი ჩინური ნაგავია >>>>?
თუ ვარგა რამედ?
პირდაპირ 92$ რომ დაჯდეს ყველაფრიანად


თუნდაც 100$ დაჯდეს ღირს , იმიტომ რომ მაგ ფასად აქ ვერ იყიდი ...
თუ არ ვცდები გრიშას აქ ეგენი გასაყიდი და ამბობს საუკეთესოაო.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bubusicha
პოსტი Jun 23 2016, 06:55 PM
პოსტი #248


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 26-January 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,885
ქალაქი:batumi



inex.ge-თ გამოვიწერე ბენჯამინ მაქსიმუსი საბაჟომ გამიჩერა ინვოისი მომთხოვა.
არ დავაკვირდი და ბილინგ ედრესში (დეფაულთ ედრესად) არჩეული იყო მამაჩემის მისამართი და შიფ თუ-ში რა თქმაუნდა ჩემი მისამართი.
ამის გამო აპირებენ ნივთის ჩამორთმევას და სახელმწიფოზე გადაცემას.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koknar
პოსტი Jun 23 2016, 07:21 PM
პოსტი #249


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,315
რეგისტრ.: 4-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 321



bubusicha
ბილინფ ადრესს აქამდე არ ქონდა მნიშვნელობა. ბარათი რა მისამართზეც არი რეგისტრირებული ეგ უნდა ეწეროს, მერა რო არ ემთხვევა, ინვოისი ხო ხელზე გაქ ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 23 2016, 07:26 PM
პოსტი #250


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



bubusicha
მაიცა რაიმე კანონი ან დადგენილება არსებობს რაზე დაყრდნობითაც მ,აგას ამბობენ? და ვდრუგ და მე ბარათი არ მაქვს და მეგობარს ვთხოვე ყიდვა ჩემს სახელზე, რა არის მაგაში კრიმინალური? ან რა წესი დავარღვიე ან სად წერია რომ ასეთი გზით მე ვთაღლითობდი და გადასახადების დამალვას ვცდილობდი?

სულ გაგიჟდა ეს საბაჟო!??
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Jun 23 2016, 09:02 PM
პოსტი #251


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



რა შუაშიაამაზონის ბილინგ და შიპპინგ ადრესები ბარათთან?
აქ უბრალოდ მგონი სხვა რამეს გედავებიან:
სხვადასხვაა მისამართები და აქ საიდან გაჩნდა საქართველოში ეგ თოფიო? ანუ სავარაუდოდ ინექსდმა რაღა საქართველოში გამოუშვა და არა შიპპინგ მისამართზეო. ანუ ისევ გადამზიდავმა გაარკვიოს...
ამასწინათ საერთოდ მითხრა ერთმა გადამზიდავმა, რომ თუ ამაზონს უწერია Item can be shipped within U.S" ჩვენი საბაჟო უკვე პრობლემებს ქმნისო. არ ვიცი აშშ-ს ეხმარებიან თუ ჩვენს გადამზიდავებს ძირავენ sad.gif
ხო , კიდევ ერთი: დეკლარაციაში ხომ სწორედ ქონდა ფასი მითითებული და კალიბრიც ხომ ლეგალურია?
.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
temo-777
პოსტი Jun 23 2016, 09:50 PM
პოსტი #252


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 419
რეგისტრ.: 7-November 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,006
ქალაქი:tbilisi



bubusicha
მემ მგონია რომ ინექსს არა აქვს ტრაკი უბრალოდ საკადრისი პასუხი რომ გასცეს მაგათ.
თორე როგორ ძალიან მაინტერესებს რა შუაშია ბილინგ და შიპინგ მისამართები.
სად ერეკლდე და ...
რომელი საიტიდან ჩამოიტანე?
და ბილინგში რომელი ქვეყნის იყო მამაშენის,
აქაური?
ისე კამექსით ჩამოგეტანა შენც,რაღა ინექსი.არც ესენი არიან ანგელოზები,თუმცა ვგონებ რომ უკეთესები მაიინც


ციტატა(gregory @ 23rd June 2016 - 10:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რა შუაშიაამაზონის ბილინგ და შიპპინგ ადრესები ბარათთან?

ბარათთან კი არი შუაში,მაგრამ ნივთის ჩამორთმევასთან რა კავშირშია ეს ვერ გავიგე.
აი მაგრად უქანავებენ რა.



>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
temo-777
პოსტი Jun 23 2016, 10:01 PM
პოსტი #253


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 419
რეგისტრ.: 7-November 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,006
ქალაქი:tbilisi



ციტატა(gregory @ 23rd June 2016 - 10:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რომ თუ ამაზონს უწერია Item can be shipped within U.S" ჩვენი საბაჟო უკვე პრობლემებს ქმნისო. არ ვიცი აშშ-ს ეხმარებიან თუ ჩვენს გადამზიდავებს ძირავენ

თუ ეგრეა მაშინ ყველა გადამზიდი დახურული უნდა იყოს უკვე,მაგრამ ჯერჯერობით მაინც ჩამოაქვთ და.
ძალიან განუკითხაობაა ყველაფერზე ჩვემს ქვეყანაში,
იმ დღEს საბაჟომ კიდე მოითხოვა ექაუნთის ჩვენება,
და მეც ვრეკაც მაი.ადვოკატ ჯი სკაიპის საშუალებით მაინტერესებს რამდენად ააქვთ მეთქი უფლება ესეთი რაღაცეების,
იმანაც არ დამიბრეხვა აქვთო,
მეთქი რანაირად,მესამე პირისთვის პირადი ინფორმაცისს გადაცემა კანონდარღვევა არაა თქო,?/
და საგადასახადო მესამე პირი არააო/
ასეთI პასუხი მივიღე.
როგორც უნდა ისე ჭრიან და კერავენ რა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bubusicha
პოსტი Jun 23 2016, 11:53 PM
პოსტი #254


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 26-January 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,885
ქალაქი:batumi



ციტატა(koka @ 23rd June 2016 - 08:21 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ბარათი რა მისამართზეც არი რეგისტრირებული ეგ უნდა ეწეროს, მერა რო არ ემთხვევა, ინვოისი ხო ხელზე გაქ ?


ბარათი რომლითაც გადავიხადე ჩემია და შესაბამისად გადახდაც ჩემი სახელით მოხდა.
ციტატა(ja_ja @ 23rd June 2016 - 08:26 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაიცა რაიმე კანონი ან დადგენილება არსებობს რაზე დაყრდნობითაც მ,აგას ამბობენ?



მე ეგეთი კანონი არ ვიცი. ანუ მედავებიან ნივთი ვის სახელზე ჩამოდისო. მე ჩემი სახელი დავაფიქსირე რადგან მე ვიყიდე და შიპ თუ-ში ჩემი მისამართი მივეცი ბილინგ ედრესს საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება. (არ შეიძლება მამაჩემი საერთოდ ამერიკაში ცხოვრობდეს და იყიდოს ნივთი და გამომიგზავნოს? დეკლარაციაში მამაჩემის მონაცამები უნდა მივითითო და მის სახელზე გაფორმდეს? ან მის სახლზე რომ გაფორმდეს როგორ უნდა გამოვიტანო თუ ამერიკაში ცხოვრობს. მოძრავი ნივთია და საკუთრების გადაცემას არანაირი რეგისტრაცია არ სჭირდება რადგან ჩემს სახელზე გამოაგზავნა ესეიგი ნივთი გამოტანის უფლება მე მაქვს.

ციტატა(gregory @ 23rd June 2016 - 10:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ისევ გადამზიდავმა გაარკვიოს...

მე პირველად გამოვიწერე ინექსით ყოველთვის კამექსით ვიწერდი და არასდროს არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ოფისშიც არ ვიყავი ნამყოფი საბაჟომ რომ გააჩერა მერე მივედი ოფისში და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა თითქოს ბანკში მივედი, ფულადი გზავნილების მოლარეები დამხვდნენ არაფერი არ ვიცით, ვერც ვხდებით და არც გვაინტერესებსო. მერე დეკლარანტთან დავრეკე მაგრამ არაფერს არ ამბობს, რამდენსაც დავრეკავ მარტო იმას მეუბნება ჯერ არაფერი არ გარკვეულაო, მე თვითო დაგიკავშირდებიო, აარნაირ ინფორმაციას არ მაწვდის რა ეტაპზეა და რა ხდება.

ციტატა(gregory @ 23rd June 2016 - 10:02 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
დეკლარაციაში ხომ სწორედ ქონდა ფასი მითითებული და კალიბრიც ხომ ლეგალურია?

რათქმა უნდა სწორად მქონდა კალიბრიც 4.5 და ფასში არასწორადაც რომ მქონოდა მაგისთვის საგადასახადოს შეუძლია 1. გაასწოროს დეკლარაცია და დაგარიცხოს გადასახდელი დღგ ან 2. გადასახადელი დღგ და ჯარიმა გადასახდელი დღგ-ს 40 % ჯარიმის სახით, ეს დამოკიდებულია იმაზე რამდენად ტრაკიანია დეკლარანტი გყავს, ან ერთი პირობაა ან მეორე მესამე არ არსებობს, რადგან ნივთის შემოტანის აკრძალვა არ არსებობს.

ციტატა(temo-777 @ 23rd June 2016 - 10:50 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მემ მგონია რომ ინექსს არა აქვს ტრაკი უბრალოდ საკადრისი პასუხი რომ გასცეს მაგათ.


მეც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება. ჯერ შევხედავ როგორ დამთავრდება ეს ამბავი. აუცილებლად გავასაჩივრებ. ეს ალბათ ჩემი პირველი და ბოლო გამოწერა იქნება ინექსით.

[quote name='temo-777' post='143936' date='23rd June 2016 - 11:01 PM']
მთლად ეგრეც არა არის მათ რომ უნდათ. და თუ მაინც გაიტანეს მათი მაშინ მიმიფურთხებია ამ ქვეყნისთვის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bubusicha
პოსტი Jun 24 2016, 12:06 AM
პოსტი #255


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 26-January 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,885
ქალაქი:batumi



ამდენ ციტირებაში ბოლოს ცოტა აირია და გასწორების დროც გავიდა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
temo-777
პოსტი Jun 24 2016, 07:11 AM
პოსტი #256


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 419
რეგისტრ.: 7-November 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,006
ქალაქი:tbilisi



bubusicha
ციტატა(bubusicha @ 24th June 2016 - 01:06 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
არ შეიძლება მამაჩემი საერთოდ ამერიკაში ცხოვრობდეს და იყიდოს ნივთი და გამომიგზავნოს?

ანუ ამერიკული ბილინგი გქონდა მამაშენის სახელზე.ხო?
მერე დაწერე რა მოხდება აბა.
მაინტერესებს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bubusicha
პოსტი Jun 24 2016, 07:41 AM
პოსტი #257


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 206
რეგისტრ.: 26-January 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,885
ქალაქი:batumi



ციტატა(temo-777 @ 24th June 2016 - 08:11 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ანუ ამერიკული ბილინგი გქონდა მამაშენის სახელზე.ხო?


კი ბილინგ ადრესიც და შიპინგ ედრესიც ამერიკის მისამართია გადამზიდავის ცენტრალური ოფისის მისამართი ამერიკაში, უბრალოდ სახელშია განსხვავება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
temo-777
პოსტი Jun 24 2016, 08:07 AM
პოსტი #258


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 419
რეგისტრ.: 7-November 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 2,006
ქალაქი:tbilisi



bubusicha
მსგავსი შემთხვევა არ მქონია,მაგრამ ხშირად მქონია ორივე ერთ სახელზე ამერიკული შიპინგი და ამერიკული ბილინგი,
ანდა ამერიკული ნებისმიერი სახელი. და ჩემი აქაური ბილინგი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Jun 24 2016, 08:40 AM
პოსტი #259


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(temo-777 @ 23rd June 2016 - 10:50 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ციტატა(gregory @ 23rd June 2016 - 10:02 PM)
რა შუაშიაამაზონის ბილინგ და შიპპინგ ადრესები ბარათთან?
ბარათთან კი არი შუაში,მაგრამ ნივთის ჩამორთმევასთან რა კავშირშია ეს ვერ გავიგე.
აი მაგრად უქანავებენ რა.

temo-777
ამაზონის ექაუნთთან რა კავშირი აქვს მეთქი? მინდა 1000 ბილინგ და შიფფინგ ადრესს შევქმნი ერთიდაიგივე ბარათით ამაზონზე

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koknar
პოსტი Jun 24 2016, 09:27 AM
პოსტი #260


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,315
რეგისტრ.: 4-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 321



bubusicha
დეკლარაციას არავინ არ გაგისწორებს, თუ შენ ფასი შემცირებული გაქ და არ ემთხვევა ინვოისს მაშინ ეგ არის თავის არიდება და ყველაფერის უფლება აქვთ. თუ სწორედ გქონდა მითითებული, მაშინ დღგ უნდა გადაგეხადა შენით, ყოველგვარი დარიცხვის გარეშე.

აქ მისამართები არაფერ შუაშია, ან კიდე მესამეა რაღაცა და არ წერ რაც გაქ ჩადენილი biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

19 გვერდი V  « < 11 12 13 14 15 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 06:48 PM
Hosted by Pro-Service