![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
მწარმოებლის საიტი : www.air-arms.co.uk ნუ დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ შევერთებოდი თუ არა PCP–ის მოყვარულტა რიგებს , გადავწყვიტე მაინც შემეძინა რომელიმე ხარისხიანი PCP–ი შაშხანა , არჩევანი უნდა გამეკეთებინა ორი მარალი კლასისი შაშხანას შორის ესენი იყო AA S410 და HW 100T. ნუ HW 100T–ის სასარგებლოდ იყო რედუქტორი .... და თითქმის ყველაფერი , მაგრამ მე რატომღაც მაინც AA ავიღე იმიტომ რომ ვაირაუში ლულაზე დაყენებული ხმის მოდერატორით გაცილებით გრძელი და მძიმე აღმოჩნდა და ვფიქრობ არც შევმცდარვარ. აი ჩემი მშვენიერება ![]() ![]() ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები : კალიბრი - 4,5 მმ ტყვიის საწყისი სიჩქარე JSB Heavy 0.67 გრამი - 300 მ/წმ მასა ოპტიკური სამიზნის გარეშე - 3,1კგ ლულის სიგრძე - 456 მმ მთლიანი სიგრძე ინტეგრირებული მოდერატორით - 1100 მმ მანომეტრი – არის რედუქტორი - არ არის (პირდაპირსადენიანია) ხმის მოდერატორი –არის ( ინტეგრირებული) ტყვიის საწყისი სიჩქარის მარეგულირებელი – არის კონდახის მასალა – კაკალი ( შესანიშნავი ეგზემპლიარები) მჭიდი – არის 10 ტყვიიანი გადატენა – ბიატლონური ტიპის დამცველი - არის (არაავტომატური) ჰო შაშხანას აწერია რომ ის დამზადებულია ინგლისში , ხოლო რეხინის „ზატილნიკს“ ( არ ვიცი ქართულად რა ქვია ამას ![]() ![]() ![]() მოდით პარალელს გავავლევ ზ.დ.პ–თან ( ზამბარ დგუშიანი პნევმატიკა) რომ ადვილი გასაგები იყოს თუ რაც ვგრძნობდი და ვფიქრობდი ამ შაშხანის ყიდვისას ![]() ![]() ![]() მოკლედ ვიწყებთ შაშხანის დათვალიერებას , ვნახოთ ერთი რას წარმოადგენს ![]() ![]() ![]() შაშხანა აღჭურვილია ტყვიის საწყისი სიჩქარის რეგულატორით , როლითაც შეგვიძლია ვარეგულიროთ ტყვიის საწყისი სიჩქარე 135 მ/წმდან 300 მ/წმ –მე 0,67 გრამიანი JSB Heavy– ტყვიებით და შესაბამისად გასროლების რაოდენობაც, ტყვიის სიჩქარის დაწევა მნიშვნელოვნად ზრდის გასროლების რაოდენობას ერთი დატუმბვით. დაბალი სიჩქარით ნასროლი ტყვიებიც ხვდება მიზანში , მაგრამ მთელი „ კაიფი“ იკარგება ვერ გრძნობ სიმძლავრეს ![]() ![]() ![]() შაშხანას მოყვება 10 ტყვიიანი მჭიდი , რომელიც იტენება ერთი ნახვრეტიდან თითო–თითო ტყვიის ჩადებთ , დადებთ ერთ დაატრიალებთ ბარანაბს, შემდეგ მეორეს ისევ დაატრიალებტ და ასე შემდეგ , და ამ ნახვრეტიდანვე მიეწოდება ლულაში მიმწოდებლის საშუალებით. ძალიან გამახარა მიმწოდებლის და ლულის შეერტების ადგილის ჰერმეტიზაციამ , რადგამ დამამკვრივებელი რეზინი არის ლულაში ჩამონტაჟებული ისე როგორ ძვირიან და ხარისხიან მოდელებში და არა თვითონ მიმწოდებელზე როგორც ამას ბიუჯეთური მოდელებისტვსი აკეთებენ.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 02:18 AM |
Hosted by Pro-Service |