ნუ დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ შევერთებოდი თუ არა PCP–ის მოყვარულტა რიგებს , გადავწყვიტე მაინც შემეძინა რომელიმე ხარისხიანი PCP–ი შაშხანა , არჩევანი უნდა გამეკეთებინა ორი მარალი კლასისი შაშხანას შორის ესენი იყო AA S410 და HW 100T. ნუ HW 100T–ის სასარგებლოდ იყო რედუქტორი .... და თითქმის ყველაფერი , მაგრამ მე რატომღაც მაინც AA ავიღე იმიტომ რომ ვაირაუში ლულაზე დაყენებული ხმის მოდერატორით გაცილებით გრძელი და მძიმე აღმოჩნდა და ვფიქრობ არც შევმცდარვარ.
აი ჩემი მშვენიერება


ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები :
კალიბრი - 4,5 მმ
ტყვიის საწყისი სიჩქარე JSB Heavy 0.67 გრამი - 300 მ/წმ
მასა ოპტიკური სამიზნის გარეშე - 3,1კგ
ლულის სიგრძე - 456 მმ
მთლიანი სიგრძე ინტეგრირებული მოდერატორით - 1100 მმ
მანომეტრი – არის
რედუქტორი - არ არის (პირდაპირსადენიანია)
ხმის მოდერატორი –არის ( ინტეგრირებული)
ტყვიის საწყისი სიჩქარის მარეგულირებელი – არის
კონდახის მასალა – კაკალი ( შესანიშნავი ეგზემპლიარები)
მჭიდი – არის 10 ტყვიიანი
გადატენა – ბიატლონური ტიპის
დამცველი - არის (არაავტომატური)
ჰო შაშხანას აწერია რომ ის დამზადებულია ინგლისში , ხოლო რეხინის „ზატილნიკს“ ( არ ვიცი ქართულად რა ქვია ამას



მოდით პარალელს გავავლევ ზ.დ.პ–თან ( ზამბარ დგუშიანი პნევმატიკა) რომ ადვილი გასაგები იყოს თუ რაც ვგრძნობდი და ვფიქრობდი ამ შაშხანის ყიდვისას



მოკლედ ვიწყებთ შაშხანის დათვალიერებას , ვნახოთ ერთი რას წარმოადგენს



შაშხანა აღჭურვილია ტყვიის საწყისი სიჩქარის რეგულატორით , როლითაც შეგვიძლია ვარეგულიროთ ტყვიის საწყისი სიჩქარე 135 მ/წმდან 300 მ/წმ –მე 0,67 გრამიანი JSB Heavy– ტყვიებით და შესაბამისად გასროლების რაოდენობაც, ტყვიის სიჩქარის დაწევა მნიშვნელოვნად ზრდის გასროლების რაოდენობას ერთი დატუმბვით. დაბალი სიჩქარით ნასროლი ტყვიებიც ხვდება მიზანში , მაგრამ მთელი „ კაიფი“ იკარგება ვერ გრძნობ სიმძლავრეს



შაშხანას მოყვება 10 ტყვიიანი მჭიდი , რომელიც იტენება ერთი ნახვრეტიდან თითო–თითო ტყვიის ჩადებთ , დადებთ ერთ დაატრიალებთ ბარანაბს, შემდეგ მეორეს ისევ დაატრიალებტ და ასე შემდეგ , და ამ ნახვრეტიდანვე მიეწოდება ლულაში მიმწოდებლის საშუალებით. ძალიან გამახარა მიმწოდებლის და ლულის შეერტების ადგილის ჰერმეტიზაციამ , რადგამ დამამკვრივებელი რეზინი არის ლულაში ჩამონტაჟებული ისე როგორ ძვირიან და ხარისხიან მოდელებში და არა თვითონ მიმწოდებელზე როგორც ამას ბიუჯეთური მოდელებისტვსი აკეთებენ.