გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მონადირის მიზანი, სრული ფლუდი და ნანადირევზე ტრაბაზის თემა
ja_ja
პოსტი Feb 7 2010, 10:59 AM
პოსტი #301


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



არა რით არის ნადირობა დილის და რამის მიზანზე ნაკლები? აიტ!!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მოკლედ ვხსნი ამ ტემას სადაც ასევთქვათ სლუჩაინი ნანადირევი გვექნება, ანუ იქ ფანჯრიდან ამო ჩამოაგდეთ, პახმელიაზე იყავი ხელები გიკანკალებდა და ვერ ისროლე, ვერ ესრომე მარა მაინც ჩამოვარდა. ჩამოვარდა მარა რამოდენა ჩემოვარდა biggrin.gif ვესროლე დისკოდან და გველეშაპი მოვხსენი და ასე შედმეგ, ანუ ამ ტემაში ასევტქვათ მიღებულია ყველა თქვენთაგანისთვის საყვარელი ფლუდი, ტრაბახი, სინანული, ვესროლე და ვერ გავარტყი, სურვილები და ასე შემდეგ.

ნუ ამ თემის გახსნა მომაფიქრდა იმის გამო რომ სლუჩაინი ნანადირევის პოსტება უაზროდ აქა იქ იჩითება ხოლმე და ჯობია ერთ ადგილზე იყოს ყველა მათგანი, თან დღეს დილიდან არ მოამსვენა ხმამ კარრრ-კარრრრრ. ჯანდაბას გამოგხედავთ მეთქი და.... ზის რუხი ამო. უშინდელი ტყეში ბოლიალისას მიზანი გასწორებული იყო, ვიცოდი სად უკაკუნებდა ასე რომ ბევრი ფიქრის გარეშე აივნის კარების შეღება და პფფფფ, მიფრინდა მიზნამდე ჩემი ლაზერული ტყვია , მოხვდა გოგრაში და ხმით კ (ვაბშე ეგეც როგორ თქვა მიკვირს) მომენტალურად ჩაერჭი მეზობელი სახურავის თოვლის სქელ საფარში.

გასწორებული შემოვედი, ჩავიცვი შარვალი და ჯემპრი რადგან ვიცი ახლა პანაშვიდის პროცესია მოვა. მოვიდნენ, დოხრენა მოვიდნენ biggrin.gif. როგორც გაირკვა ამ ამო-ს დიიიდი ნათესაობა ყოლია. თან ერთი ოტი სპეც დნიშნულებაში იყო მგონი ნამუშევარი, იმიტომ რომ ლამის 20-30 წამის განმავლობაში ვერტმფრენივით ერთ ადგილზე იტვნენ გაჩერებული ჰაერში და თან ჩხაოდნენ. ერთი კი ვიფიქრე ეგეთ მოზაშია საცემი მეთქი, მარა....

მოკლედ ჩამოჯდა ნათესავი იგივე ანტენაზე, იგივე ლაზერული ტყვია ზუუუსტად გოგრაში და იგივე პოზით სახურავზე ჩარჭობა (სამწუხაროდ ის სახურავი ცოტა ზემოთაა ვდა ვერ ვცედავ ჩარჭობილ ამოებს)

გაგეცინებათ და მესამე ზუუსტად იმავე ანტენაზე ჯდება, ოღონდ ხმას არ იღებს. გავზედე ოპტიკით პირში რაღაც უჭირავს და თავს იქნევს. ამ თავის ქნევის გამო თავში ვერ დავუმიზნე, მარა ცოოტა ქვევით მოხვდა, ეს კკკრრ-ს ძახილით არ შეელია ამ სამყაროს, პური გააგდო, ფეხებით სცადა აკრობატული ილეთების ჩატარება, მარა ესეც იმაცე სახურავზე და იმავე ძმათა სასაფლაოზე ნისკარტით ჩაერჭო.

გარეთ რა ხდება ამასობაში ენით ვერ ავღწერ, 1 ამო-ზე ამდენი ნათესავი ტრიალებდა და 2-3-ზე აზრზე მოდით რა ხდება, მთელი მეზობლობა გარეთ იყურება ვერ ხვდებიან რამ გადარია ეს ნაცრისფერები, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც რაც იყო არის სოციალური წყობა. ანუ ხშირად მაქვს შემჩნეული რომ ყვავთან ახლოსაა კაჭკაჭი. აი რას წერს ვიკიპედია ამ ფრინველზე:

კაჭკაჭი (Pica pica), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა ყორნისებრთა ოჯახისა.

ყორანიო?? მდაა, ახლა ვხვდები რაც ხდებოდა ჩემი აივნის წინ. მოკლედ ესენი შავთეთრი ამოები არიან, ისენი რუხ-შავი ამოები, ერთი ოჯახი ყოფილა თურმე, მოკლედ ასე თუ ისე პანაშვიდის პროცესიას შეემატა 5-6 კაჭკაჭი. უბანში ენით აუღწერელი ორომტრიალია, თან ჩვენთან სამი კორპუსი ჩაკეტილ შიდა ეზოს ქმნის და ამათი კაჭ-კაჭ-კარ-კარ-ის ხმები ექოსავით ტრიალებს იქეთ აქეთ.

მოკლედ საოცარი სოციალური წყობა დავინახე, ნუ ყვავების ამბავი გასაგებია და მივეჩვიეთ, მაგრამ პანაშვიდზე კაჭკაჭებიც გაძრობილიყვნწნ და დაეტირად რუხი ამო.... რავი მე პირველად ვნახე ასეთი რამ, ცოტა არ იყოს უცნაური იყო.

ვაცადე ცოტახანი, დაჯდნენ ისევ, ამ დროს ოჯახის წევრები დამადგნენ თავზე და შეესწრნენ კიდევ ერთი ამოს ჩამოვარდნას. მეთქი ასე და ასეა საქმე ერთი ამბავია ნუ მიშლით მეთქი ხელს, შევარდი სახლში მეორე კლიპი წამოვიღე მეთქი რომ გამითავდეს ლაზერული ტყვიები მერე რა გინდა ქნა მეთქი და...

ამ ... ხომ გაგიგიათ ციხე შიგნიდან ტყდებაო... ჰოოდა იმ დროს როდესაც მე მეორე კლიპი მოვიმარაგე ოჯახის წევრები შემოდიან პეტიციით და ლოზუნგებით:
- გადავარჩინოთ ამოები. მოვკვდი სიცილით, მარა ჯანდაბას დავნებდი, რადგან უკვე გართობა აღარ იჩითებოდა, უაზრო სისხლისღვრა მოხდებოდა. ამიტომაც პეტიცია მივიღე, პირობა დავდე რომ დღეს აივნიდან აღარცერთ ამოს არარ ჩამოვაგდებდი, დავდე მარადიორი ადგილზე და ვეცი ფოტოაპარატს.

გამახსენდა რომ აკუმულატორები ჩალაგებული არ მქონდა, ვეცი აკუმულატორებს, ჩავყარე გავარდი პროცესიის გადასაღებად და ეკრანზე წერია რომ მეხსიერება ჩკაო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ახლა გამახსენდა რომ SD ცარტა სადრაც კომპთან აგდია, ვეცი ვიპოვე ჩავდე და... აგერაა დარჩენილი პანაშვიდის პროცესია..


სწორედ ის ანტენა, რომლის ქვეშაც მინიმუმ 4 ამო მარხია biggrin.gif გარანტირებულად მინიმუმ კიდევ ერთი დაემატებოდა მარაააა, ეჰ პეტიცია, პეტიცია...


პანორამა


აი ამ სილამაზეს კაცი გაუშვებდა პეტიცია რომ არ ყოფილიყო?? სურათის გადაღებიდან კიდევ კაი 5 წუთი ასე იჯდა, მანძილი 23-26 მეტრი, მოკლედ გამოჩარხული FT-ს სამიზნეა რა


ესეც ყველაზე შორეული დისტანცია 79 მეტრი, მაგამ ამასაც მივწვდებოდი, ან ბოლო ბოლო მოვსინჯავდი, მარა ისევ და ისევ პეტიცია და ხელში აპარატი რომლითაც ეს ამო იყო ჩაკარტოჩკებული.


მოკლედ დილიდან გავერთე, ვიწუწუნე რომ დისკო ვერ ავამუშავე დაგლეჯილი რეზინების გამო თორემ ამათ ვაჩვენებდი მე როგორ დაფრინავენ ალუბლის კურკები. ეჰ....

მოკლედ გუშინდელ ტყეში ბოდიალზე უფრო კაი ნადავლი მაქვს აივნიდან, ეგაა რომ ყოველთვის ეგეთი კაი შედეგებით არ თავდება ხოლმე საქმე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   მონადირის მიზანი   Feb 7 2010, 10:59 AM
- - SCORPIONS   მეორესთან მყავდა ბ...   Jun 11 2015, 03:37 PM
- - SVD   ესეიგი ჩემთვის დღე...   Oct 23 2015, 08:07 AM
- - SVD   ვაა ფოტო არ დაემატ...   Oct 23 2015, 08:18 AM
- - SVD   RE: მონადირის მიზანი   Oct 23 2015, 08:24 AM
- - ნიკა   SVD ქალაქშიც საჭირო...   Oct 23 2015, 09:53 AM
- - SCORPIONS   SVD ყოჩაღ! 105 ნაბიჯი ...   Oct 23 2015, 09:59 AM
- - SVD   აი ვიდეო რომ დავდე ...   Oct 23 2015, 10:02 AM
- - ნიკა   SVD თავისი 4x32-ით ისრო...   Oct 23 2015, 10:03 AM
|- - SVD   ციტატა(ნიკა @ Oct 23 2015...   Oct 23 2015, 10:04 AM
- - SCORPIONS   ნიკა ციტატა(ნიკა ...   Oct 23 2015, 10:07 AM
- - ნიკა   SCORPIONS შენ იცი მაგრამ ...   Oct 23 2015, 10:09 AM
- - SVD   აუ ერთი მაღლა რო ვი...   Oct 23 2015, 10:10 AM
|- - ნიკა   ციტატა(SVD @ Oct 23 2015, 11...   Oct 23 2015, 10:12 AM
|- - SVD   ციტატა(ნიკა @ Oct 23 2015...   Oct 23 2015, 10:12 AM
- - ნიკა   მაგ ხეზე აღარ დამჯ...   Oct 23 2015, 10:15 AM
|- - SVD   ციტატა(ნიკა @ Oct 23 2015...   Oct 23 2015, 10:18 AM
|- - ნიკა   ციტატა(SVD @ Oct 23 2015, 11...   Oct 23 2015, 10:21 AM
|- - SVD   ციტატა(ნიკა @ Oct 23 2015...   Oct 23 2015, 10:22 AM
|- - ნიკა   ციტატა(SVD @ Oct 23 2015, 11...   Oct 23 2015, 10:29 AM
- - userman   სათავისო ჭკვა ყველ...   Oct 23 2015, 10:33 AM
|- - SVD   ციტატა(userman @ Oct 23 2015, 11...   Oct 23 2015, 10:40 AM
|- - ნიკა   ციტატა(SVD @ Oct 23 2015, 11...   Oct 23 2015, 10:43 AM
- - Multi-Tool   SVD გილოცავ ყვანჩ...   Oct 23 2015, 02:48 PM
|- - SVD   ციტატა(Multi-Tool @ Oct 23 2...   Oct 23 2015, 06:03 PM
- - pilotina   SVD არ გაუმართლა ყვა...   Oct 23 2015, 03:41 PM
- - gregory   SVD ყოჩაღ, შვენიერია,...   Oct 23 2015, 06:15 PM
|- - SVD   ციტატა(gregory @ Oct 23 2015, 07...   Oct 23 2015, 06:25 PM
- - gregory   SVD 1.გადმოწერე google earth 2....   Oct 23 2015, 06:40 PM
|- - SVD   ციტატა(gregory @ Oct 23 2015, 07...   Oct 23 2015, 06:52 PM
- - Multi-Tool   SVD ცოტა მოგვიანებ...   Oct 23 2015, 06:41 PM
- - Ex3   SVD მთლიანი გზა მონი...   Oct 23 2015, 07:04 PM
- - gregory   ციტატა(SVD @ 23rd October 2015 ...   Oct 23 2015, 07:05 PM
- - Multi-Tool   Ex3 ხო ეგაა. მაგხელა ...   Oct 23 2015, 07:42 PM
- - SVD   იტოკში 75 მეტრი თქვი...   Oct 23 2015, 09:41 PM
- - Multi-Tool   ციტატა(SVD @ 23rd October 2015 ...   Oct 23 2015, 10:43 PM
- - SVD   მინდა შემოგთავაზო...   Oct 24 2015, 01:17 AM
- - Multi-Tool   SVD როდისაა გატანა? ...   Oct 24 2015, 09:42 AM
- - geojorjika   ნადირობას დ პესტ კ...   Oct 24 2015, 12:29 PM
4 გვერდი V  « < 2 3 4


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2025 - 04:10 PM
Hosted by Pro-Service