გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Bushnell Yardage Pro Sport 450 Laser Rangefinder, ლაზერული ძაფები კორპუსებს შორის
ja_ja
პოსტი Aug 17 2009, 05:19 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ალბათ გახსოვთ სულ ვუტრიალებდი მანძილმზომებს, ნახ ის მინდოდა ხან ეს, მინდოდა იაფად და შორ მანძილზე მომუშავე,
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


მე ეს შტუკა დამიჯდა150$ პლიუს 8.75 ლარი ჩამოტანა, მაგრამ ამჯერად ფასი ამაზონზე კოშმარულად გაზრდილია 169$ ღირს, არადა როცა 150$-ად ვყიდულობდი მაშინ მეჩვენებოდა ამ მანძილმზომის ფასი ძვირი, იმიტომ რომ იგივე მანძილმზომი იბეიზე იყიდებოდა 119.99$-ად + 10$ შიპინგი (ოღონდ იყიდებოდა დემო ვერსია, ანუ სრულიად მუსა ვერსიაა, პროსტა კოლოფი ჰქონდა თეთი, წარწერების გარეშე. ყოდოდა მაღაზია opticplanet-ი იყო 10ცალი, ახლა კი არცერთი აღარაა დარჩენილი), ანუ სულ 130$, მარა მაინცა და მაინც PayPal-ით გვინდა ფულიო. ეჰჰჰჰჰ

თუმცა ახლა თუ ყიდვა ვინმეს გინდათ ისევ შეგიძლიათ იაფად დაითრიოთ, უფასო შიპინგით, ანუ 130$-ად
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მე ამ მაღაზიაში არასდროს ამ შემიძენია არაფერი, ასე რომ ვერ გირჩევთ რა და როგორაა, მოგიწევთ გარისკვა, უბარლოდ ბევრი ამერიკული საიტი ჩვენს ბარათებს არ იღებენ. ასე მაგალიტად კაბელას-ზე ჯორჯიკასთვის შარვალს ვყიდულობდით, თითქოს ბარათი მიიღო, მაგრამ ბოლოს უარი გტკიცეს sad.gif

ჯანდაბას მივეცი 20$-ით მეტი და კმაყოფილი ვარ. ახლა რომ მეყოდა კიდევ 20$-ით მეტი დამიჯდებოდა smile.gif

ასე თუ ისე ეს ლაზერული მანძილმზომი გუშინ მე-13 გასვლისას ყველა მონაწილემ ვიხილეთ. მოგვცა მშვენიერი შედეგები ცდომილება პლიუს მინუს 1 მეტრია, ანუ 50 მეტრიან მანძილზე დაწერს, ან 49 მეტრს ან 50 მეტრსან 51 მეტრს, რაც სავსებით მისაღებია.

რატომ ავარჩიე ეს მოდელი და არა სხვა? უბრალოდ საიტების დათვალიერებისას გაირკვა რომ ამ მოდელს ყველაზე ნაკლებად ემდუროდნენ, პლიუს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაზომის დისტანცია 5 იარდიდან 1000 იარდამდე, მეტრებში ეს არის 5 მეტრიდან 913 მეტრამდე.

ამ მანძილმზომს აქვს 4x ჯერადობა, რაც დამატებით კომფორტს იძლება, მაგრამ იმის გამო რომ ჯერადობა მხოლოდ 4x-ია, აქვს გარკვეული შეზღუდვები საზომ დისტანციებზე, ანუ:

1) პატარა ობიექტები - ანუ ცხოველები, მიყუდებული ბორბალი და სხვა ამდაგვარი იზომება 5 მეტრიდან 183 მეტრამდე.
2) საშუალო ობიექტები - მაგალითად ხეები იზომება 411 მეტრამდე, ორიენტირის ასაღებად მშვენიერი გამოსავალია, მაგრამ თუ ცხოველი ტრიალ მინდორზეა და 400 მეტრზე შორს, მაშინ დისტანციას ვეღარ გაზომავთ. თუმცა მოდი რეალობას შევხედოთ თვალებში - რაფრა გინდათ თუნდაც 200 მეტრზე პნევმატიკით რაიმე ცხოველს გაარტყათ??? biggrin.gif biggrin.gif
3) დიდი ობიექტები - საუბარია შენობებზე, სახლი ეკლესია და სხვა ასეთი, ასეთ ობიექტებამდე მანძილი მაქსიმალურ შესაძლებლამდე იზომება და შეადგებს 913 მეტრს.

გუშინდელი გასვლისას ვნახეთ რომ 300 და 400 მეტრზე არსებულ ხეებსა თუ ბუჩქებს მშვენივრად აფიქსირებდა, ისევე როგორც 20-60 მეტრზე არსებულ სამიზნეებს.

მოკლედ ვთვლი რომ კაი შენაძენია, მაგრამ სანამ თქვენც გადაწყვიტავთ კარგად შეისწავლეთ ბაზარი, ფაქტია რომ ამ მოწყობილობის ფასდაკლების შემთხვევაში შესაძლებელია 130$-ად დათრევა, თუმცა იგივე ebay-ზე შეიძლება 250$-ად ამაზონზე ზოგიერთი ქაჯი მაღაზია საერთო 380$ აფასებს. თან არ დაგავიწყდეთ ჩვენთან 300 ლარზე მეტის შემოტანა განბაჟების გარეშე არ შეიძლება, ასე რომ მაქსიმალური ზღვარი თავისი შიფინფიანად არ უნდა გამოგივიდეთ 170$-ზე მეტი.

ახლა დავუბრუნდეთ თვითონ მანძილმზომის მიმოხილვას.

ასე გამოიყურება კოლოფი გარედან, ეს არის წინა ხედი.


რა თქმა უნდა, ეს კოლოფი ტრანსპორტირებისას ცალკე დამცავ ტრანსპორტირების კოლოფში იყო შეფუთული, ყურადღებას ამ წვრილმან დეტალზე ვამახვილებ იმიტომ რომ კოლოფზე გარედან ეწერა ფრიან სახალისო წარწერა. წარწერა იყო ასეთი - აუდიო. მგონი საბაჟოზე გახსნეს, ატრიალეს ატრიალებს, ვერაფერი გაიგეს და ბოლოს წარეწრას მიადგნენ bu-bu bla. bli, blu... blutus.. (ნუ ახლა Bushnell-ი ვერ წაიკითხეს და ვერ მიხვდნენ), ბლუთუსია მაგის დედაცო და მიაწერეს აუდიო პლეერიაო biggrin.gif (სამწუხაროდ ვერ მოვიფიქრე რომ ფაქტი შემენახა და აქ დამედო, კოლოფი სიხარულით გზაშივე გავხსენი და გარე მუყაო იქვეარსებულ ნაგვის ურნაში)

უკანა მხარე შესაბამისი წარწერებით და ინფორმაციით


გახსნის პირველი ეტაპი


გახსნილი კოლოფი და შიგთავსი


წინა და უკანა ხედები




ხელში როგორ გამოიყურება რომ ზომებიგასაგები იყოს




ესეც პატარა ვიდეოიმისათვის რომ წარმოვიდგინოთ რამხელაა, თუმცა ამ მოწყობილობის ზომა ალბათ უკვე დაინახეთ მე-13 გასვლის ვიდეო რეპორტის ნახვისას.


ეს ის ადგილია სადაც აკუმულატორი იდება


როგროც ხედავთ მუშაობს 9 ვოლტიან ენერჯაიზერის ელემენტზე, ნიკელ კადმიუმიანი ელემენტები არ გამოიყენოთო ასე უწერია, მხოლოდ ალკალინის ელემენტებიო.

ჰო სხვათაშორის სწორედ ამ ელემენტის ჩასადებ ადგილზე აქვს პატარა გადამრთველი, რომელიც განსაზღვრავს მეტრებში თუ იარდებში გამოჩნდეს ეკრანზე ინფორმაცია.

მუშაობისთვის გამოიყენება 1 ღილაკი, ანუ თავიდან ვაჭერთ ამ ღილაკს და მოწყობილობა აქტიურდება 30 წამით, ინტეგრირებულ ეკრანზე ჩნდება სამიზნე, ვიღებთ მანძილმზომს და უკანა ოკულარიდან ვიყურებით, ვუმიზნებთ ჯვარს სასურველ ობიექტს და კიდევ ერთხელ ვაჭერთ ღილაკს, ჩნდება მანძილი ობიექტამდე პლიუს/მინუს 1 მეტრის სიზუსტით.

30 წამი უმუშევრობის შემდეგ ენერგიის შენარჩუნების მიზნით ეკრანი ითიშება. სულ ესაა მანძილმზომის მუშაობა. აი პრინციპი კი მუშაობის შემდეგია

წინა მხარეს მარცხნივ არსებული ლინზა გამოიყენება იმისათვის რომ ადამიანმა გამოიხედოს, ხოლო მარჯვენა მხარეს არსებული შეორებული ობიექტივიდან ერთი გამოსცემს ლაზერის სხივს, ხოლო მეორე კი იჭერს არეკვლილ სხივს. შემდეგ მოქმედებს მათემატიკა, სხივის გამოტყორცნიდან არეკვლიდან და უკან დაჭერამდე რა დრო იყო საჭირო? ამ დროს შესაბამისი ფორმულებით ანგარიშობს მოწყობილობა. კონკრეტულად რა ტიპის ლაზერი გამოიყენება და რა სიჩქარე ახასიათებს მას არ ვიცი, სავარაუდოდ სტანდარტულ სინათლის სიჩქარეზეა საუბარი, ერთადერთი ვიცი რომ საუბარის ნანო და მიკროწამებზე.

ესეც ბოლო სურათი თავისი ჩანთით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
2 გვერდი V  < 1 2  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (20 - 33)
maqsimusa
პოსტი Apr 19 2015, 10:31 PM
პოსტი #21


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 217
რეგისტრ.: 23-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური
წევრი №: 1,737
ქალაქი:ხაშური



ja_ja
ბოდიშს ვიხდი, კი მქონდა წაკითხული შენი პირველი პოსტი მაგრამ აღარ მახსოვდა, ხელახლა გადავიკითხე და გადავიყვანე მეტრებზე, ტელეთი ვარ და ციტირებას ვერ ვაკეთებ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
SCORPIONS
პოსტი Apr 19 2015, 10:38 PM
პოსტი #22


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Banned
პოსტები: 1,789
რეგისტრ.: 21-December 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი

წევრი №: 2,024
ქალაქი:დუშეთი



გორგიაში ვნახე ბოშის მანძილმზომი.ზომავდა 80 მეტრამდე,ოღონდ საკმაოდ ძვირი ღირდა...ზუსტად არ მახსოვს ფასი,სადღაც 300-400 ლარის ფარგლებში. იყო კიდევ 30 მეტრამდე,შედარებით იაფი...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
maqsimusa
პოსტი Apr 19 2015, 11:17 PM
პოსტი #23


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 217
რეგისტრ.: 23-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური
წევრი №: 1,737
ქალაქი:ხაშური



SCORPIONS
200 ლარად ვიყიდე ერთი საათის წინ, სულ ახალია ფაქტიურათ , უი როგორ მიხარია biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Apr 20 2015, 12:40 AM
პოსტი #24


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



SCORPIONS
სამშენებლო არ გამოგადგება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
SCORPIONS
პოსტი Apr 20 2015, 07:42 AM
პოსტი #25


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Banned
პოსტები: 1,789
რეგისტრ.: 21-December 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დუშეთი-ჟინვალი

წევრი №: 2,024
ქალაქი:დუშეთი



maqsimusa უი როგორ გილოცავ smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif wink.gif


geojorjika ვერც ვყიდულობ თორე....80 მეტრი,მე მაკმაყოფილებს და ვითომ რათ არ გამომადგება?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
maqsimusa
პოსტი Apr 20 2015, 01:53 PM
პოსტი #26


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 217
რეგისტრ.: 23-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური
წევრი №: 1,737
ქალაქი:ხაშური



SCORPIONS
მადლობა.


ეს ენერჯეიზერის ელემენტი იშოვება ჩვენთან გურჯისტანში? ან რამე ალტერნატივა შემომთავაზეთ, თორე იმდენი ვზომე და ვზომე რომ ზაპასი აუცილებლად დამჭირდება
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Apr 20 2015, 04:15 PM
პოსტი #27


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(maqsimusa2 @ 20th April 2015 - 02:53 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ეს ენერჯეიზერის ელემენტი იშოვება ჩვენთან გურჯისტანში?

maqsimusa
მაინცდამაინც ენერჯაიზერი რატო? "კრონაა" რა biggrin.gif
თავისუფლად იშოვი გურჯისტანში wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koknar
პოსტი Apr 20 2015, 04:52 PM
პოსტი #28


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,315
რეგისტრ.: 4-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 321



დურასელები არი, არ ჩამოუვარდება არაფრით
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
maqsimusa
პოსტი Apr 20 2015, 05:07 PM
პოსტი #29


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 217
რეგისტრ.: 23-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური
წევრი №: 1,737
ქალაქი:ხაშური



ციტატა(gregory @ Apr 20 2015, 05:15 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
maqsimusa
მაინცდამაინც ენერჯაიზერი რატო? "კრონაა" რა biggrin.gif
თავისუფლად იშოვი გურჯისტანში wink.gif

კი ვიცი რო კრონაა და ნებისმიერს ჩავდებდი მაგრამ, ჯაჯას უწერია რო ნიკელ კადმიუმიანი ელემენტები არ გამოიყენოთო. მხოლოდ ალკალინის ელემენტები გამოიყენეთო და მაგან დამაბნია. იმიტო ვიკითხე superstition.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
maqsimusa
პოსტი Apr 20 2015, 05:31 PM
პოსტი #30


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 217
რეგისტრ.: 23-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური
წევრი №: 1,737
ქალაქი:ხაშური



ციტატა(koknar @ Apr 20 2015, 05:52 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
დურასელები არი, არ ჩამოუვარდება არაფრით

ეგ დურასელები ალკალინისაა? thank_you2.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 20 2015, 07:03 PM
პოსტი #31


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ციტატა(maqsimusa2 @ 20th April 2015 - 06:07 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჯაჯას უწერია რო ნიკელ კადმიუმიანი ელემენტები არ გამოიყენოთო

იმიტომ რომ მანუალში ეგრე უწერია ჩემსას და აბა შენსას გადახედე smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
maqsimusa
პოსტი Apr 20 2015, 08:43 PM
პოსტი #32


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 217
რეგისტრ.: 23-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური
წევრი №: 1,737
ქალაქი:ხაშური



ციტატა(ja_ja @ Apr 20 2015, 08:03 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
იმიტომ რომ მანუალში ეგრე უწერია ჩემსას და აბა შენსას გადახედე smile.gif

ჩემსას არაფერი მანუალი არ მოყვა, ყუთშიც კი არ იდო, არ მაქო. ზუსტათ ერთი და იგივე მოდელებია, უბრალოდ ჩემი კამუფლირებულია.

smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Power_VANO
პოსტი Apr 29 2015, 07:47 AM
პოსტი #33


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



maqsimusa
ალკალაინი "კრონები" არის ოხრად გუდვილში მაგალითად, ენერჯაიზერისაც და სხვა ბრენდებისაც. ზედ აწერია ბატარეას ალკალაინია და თუ ნიკელ-კადმიუმი/მეტალჰიდრიდი ან ლითიუმი.
კარფურშიც არის ასევე ბატარეები ნაირნაირები.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
maqsimusa
პოსტი Apr 30 2015, 07:41 AM
პოსტი #34


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 217
რეგისტრ.: 23-April 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური
წევრი №: 1,737
ქალაქი:ხაშური



Power_VANO
მადლობა თბში რო ჩამოვალ შევივლი აუცილებლად.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

2 გვერდი V  < 1 2
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2025 - 11:37 AM
Hosted by Pro-Service