![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
გუშინ დავდე პატარა მიმოხილვა იმის შესახებ თუ შაბათს როგორ მოვახერხეთ მე ჯორჯიკამ და დავითმა გასვლა და გარკვეული ტესტირებების ჩატარება. შეგპირდით რომ კროსმანის 1377-ის სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებდით შესაბამისი აირგან რეპორტერის ვიდეოებით. ვაღიაროთ დრო დადგა დავწეროთ ამ ფიშტოს მიმოხილვა. თავიდანვე უნდა ვთქვათ ამ დატუნინგებული იარაღის მფლობელი არის JAH-ი ანუ ჩვენი ფორუმის ადმინისტრატორი, ფიშტო სადღაც ღირს 50$ - 60$, მაგრამ აურაცხელი ფულის დახარჯვის შედმეგ ვიღებთ ფანტასტიურ იარაღს, რომელიც თავისი ვიზუალური ფორმებით ნებისმიერ აირგანერს დორბლებს გადმოაყრევინებს. ![]() ცოტა წინ გაუსწრებ მიმოხილვას და აქვე დავძენ, სილამაზესთან ერთად საკმაოდ მოსახერხებელი რაღაცაა, მშვენივრად ზის ხელში, არ დარბის სამიზნე ხელში ჭერის დროსაც კი, ასე რომ სიამოვნება გარანტირებული გაქვთ, მთავარია ყველაფერი სწორედ გათვალოთ და ... თუმცა მოდი დავუბრუნდეთ სათავეებს და ყველაფერი ნელნელა განვიხილოთ. მოკლედ თითონ , სურათებით რომ არ გადავტვირთოთ აქაურობა ლინკს დავდებ სადაც მისი ფასიც და სხვა პარამეტრებიც არის ნახსენები. როგორც ზემოთ მოყვანილი ლინკიდან ირკვევა იარაღი შედარიბით იაფი ღირს, ზოგიერთ ჩვენს იარაღთან შედარებით კაპიკები გამოდის, მაგრამ იმისათვის რომ პირველ სურათში მოყვანილი ფიშტო მივიღოთ საჭიროა საკმაოდ სერიოზული ფინანსური გადასხმები. თავდაპირველად იარაღი არის მულტი კომპრესიული, ანუ იმისათვის რომ ერთი გასროლა გააკეთოთ საჭიროა რამდენჯერმე გადატენოთ ლულის ქვეშ მოქცეული ხელის მოსაკიდი. ნორმალური გასროლისთვის მინიმუმ 5-6 გადატენვაა საჭირო, ხოლო მართლაც კარგი გასროლისთვის სადღაც 15-20 გადატენვაა საჭირო. იდეაში პომპა არის პატარა ნასოსი რომელიც თითო გადატენვაზე პატარა რეზერვუარში ჰაერს ჭირხნავს, შემდეგ გასროლისას ერთიანად ანთავისუფლებს რეზერვუარს და.... ![]() ჯორჯიკა საბრძოლოდ ემზადება რა თქმა უნდა ეს მეთოდი საკმაოდ მოუხერხებელია, მაგრამ იარაღი იძლევა გადაკეთების აურაცხელ ვარიანტს. ასე მაგალითად შეიძლება დაუყენო რეზერვუარი, რითაც მულტიკოპრესიული უცებ გადადის PCP კლასში, კიდევ ფულის დახარჯვა და შეიძლება უკეთესი ლულის კოლოფის შეძენა რომელსაც კლიპის ჩადგმის საშუალება აქვს (ანუ მჭიდზე ვსაუბროდ, თუ ტანკში ზიხართ, რკინის ჩაფხუტი გახურავთ და ვერ მოხვდით რაზეა საუბარი... აბოიმა იცით რა არის?? ჰოდა მაგას ვამბობ მეც ზუსტად), ასევე საჭიროა მოდერი, რადგან მოკლელულიანი ძლიერი PCP, საშინელ ხმას გამოსცემს, და ყველაფერ ამას სჭირდება ნორმალური ბეჭზე მისაბრჯენი კონდახი. ყველაფერი ეს სიამოვნება კი მგონი 500-600$-ს უკაკუნებს. ზუსტ ციფრებს ალბათ JAH -ი გვეტყვის თუ საჭიროს ჩათვლის. კონკრეტულად ამ მოდელს გადაკეთებული აქვს ბევრი საინტერესო დეტალი, შედეგად ერთდამტენიანი პისტოლეტი გახდა 16 ტყვიანი მრავალ დამტენიანი პისტოლეტი. ბევრს სწორედ ეს შესაძლებლობა მოსვენებას არ აძლევს, მაგალითად მე და ჯორჯიკას. ჩვენი დისკოს გადაკეთება გვინდა ისე, რომ ჩვენც გვქონდეს შესაძლებლობა კლიპი გამოვიყენოთ, მაგრამ მხოლოდ JAH-ის მიერ დადებული სურათებით ვერაფერს ვიგებდით. ![]() ![]() საქმე იმაშია რომ ჩახმახის უკან დაწევისას ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება ლულაში და ჩახმახის ჩაკეტვისას ხდება ლულაში ტყვიის მოთავსება, შედეგად მარტივი მოძრაობის ხარჯზე რომელსაც ჩახმახი აკეთებს (გაწიე უკან და ისევ გაწიე წინ) შეგილძლია ახალი გასროლისთვის იყო მზად. უნდა ვაღიაროთ საკმაოდ მოსახერხებელია. მოდი ვნახოთ აირგან რეპორტერის მეშვეობით როგორ მუშაობს ჩახმახი რომ ჩავწვდეთ მუშაობის პირველ პრინციპს. ჰო მართლა აირგანერს ალბათ იცნობთ ასე რომ მოვემზადეთ და.... იცანით ქართველი პოლ კაპელო ხომ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() კლიპში ალბათ დააფიქსირეთ თოფის ხმაც, მოდერი თავის საქმეს აკეთებს, გახსოვთ ალბათ პირველი გასვლისას როგორ ღმუოდა ეს თოფი, ყველას გვეგონა ზედმეტ გჰაერს უშვებდა ლულაში, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მთელს სიგრძეზე ჩამოცმულმა მოდერმა, ეგრეთწოდებულმა შრაუდერმა, თავისი საქმე ხუთიანზე გააკეთა. სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, მიუხედავად სიჩუმისა ამ მოდერის მუშაობა ახლოს ვერ მიდის ჩემი დისკოს მოდერთან, რომელიც ბაზუკამ ჩამოიტანა. რაც არ უნდა საოცარი იყოს უფრო დიდი თოფის პატარა მოდერი უფრო კარგად მუშოაბს, ვიდრე პატარა თოფის დიდი მოდერი. ![]() ![]() ![]() კაი დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, გავიგეთ როგორც მუშაობს ჩახმახი, ცოტა ძნელი დასანახი იყო მაგრამ ალბათ შესძელით დაგეფიქსირებინათ თუ როგორ ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება დასატენად, მართლა მაგარი იდეაა, მაგრამ მისი მუშაობის პრინციპი მაინც გაუგებარია, გარეგნულად არც კლიპს და არც თოფს არ აღენიშნებათ რაიმე მექანიზმი რომელიც კლიპში არსებული ბარაბნის მოტრიალებას უზრუნველყოფდა. იმისათვის რომ გავიგოთ როგორ ხდება ტყვიის მიწოდება ჩახმახის მოძრაობისას ჯობია კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს აირგან რეპორტერს ვიდეოს მეშვეობით გვიჩვენოს რა როგორ მუშაობს როგორც ვიდეომასალიდან ირკვევა ტყვიის მიწოდების მექანიზმი ძალიან მარტივად და ამასობაში გენიალურად არის მოფიქრებული. თვითონ კლიპში არის პატარა ზამბარა, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიის მიწოდებას. პირველი ტყვია რომელიც ლულაში მისაწოდებლადაა გამზადებული, ცალი კედლით ეჯახება კლიპის კედელს და აჩერებს მის უკან მდგომ ტყვიებს რიგში. ჩახმახს თუ დააკვირდით აქვს ორი საფეხური, პირველი წვრილი და მეორე ცოტა სქელი სადღაც 4.5 მილიმეტრი. პირველი წვრილი ნაწილი აწვება ტყვიას და მიათრევს ლულაში, შემდეგ მას მიყვება ცოტა სქელი ნაწილი რომელიც კლიპში გადის დაიკავებს ტყვიის ადგილს, ამით იგი არ აძლევს საშუალებას დანარჩენ ტყვიებს ჩამოვიდნენ ძირს. ამასობაში თუ დააკვირდით ჩახმახს არ გააჩნის რეზინის რგოლი რომლითაც მოხდებოდა ლულიდან ჰაერის გამოპარვის თავის არიდება. ეს იმიტომ არის ასე რომ რეზინის სქელი რგოლი კლიპში ვერ გაივლიდა და გზაში გაეჭედებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ლულის ჰერმეტიზაცია ხომ უნდა ხდებოდეს? ჰოო ჰერმეტიზაციაც მშვენივრადაა მოფიქრებული თვითონ ლულაშია ჩაშენებული რეზინის რგოლი, რომელიც გარეთ არ გამოდის და ჩახმახის სქელი ნაწილი ლულაში შესვლისას ზუსტად ამ რგოლს ედება შედეგად ჰერმეტიზაცია მიიღება და გასროლისას ჰაერი უკან არ იპარება. როგორც იტყვიან ხოლმე ყველაფერი გენიალური მარტივია. ![]() ახლა განვიხილოთ თუ როგორ შედეგებს გვაძლევს აღნიშნული თოფი. ამდენი ფული ჩაყარა მფლობელმა და საინტერესოა რისი მიღება შეიძლება. მიუხედავად იმისა რომ გასვლისას თან გვქონდა დისკოს ნასოსი, თან არ გვქონდა 1377-ის რეზერვუარის დასატენი პორტი, შედეგად JAH-ის მიერ წინასწარ დატენილი რეზერვუარით მოგვიწია სარგებლობა. JAH-ის თქმით ეს რეზერვუარი უნდა გვყოფნოდა 5-6 კლიპზე რაც საკმარისზე მეტია. რადგან თან გვქონდა რამდენიმე ტიპის ტყვია არ დავიზარეთ და ყველა შესაძლო ტყვია გავისროლეთ, ვნახოთ ეს ყველაფერი ვიდეო რეპორტში: ჰო პატარა შეცდომა მოგვივიდა, დაგვეზარა ქრონის ბოლომდე აწყობა და შედეგად ქრონმა ჩვენ დაგვიკიდა ![]() ჰოო ჩვენი აირგანერის ბოლო სიტყვები სახარბიელო არაა ![]() ბოლოს განვიხილოთ კონდახი. , მაგრამ ის კონდახი ისეთი ლამაზი არაა როგორიც ამ კონკრეტულ მოდელს აქვს. საქმე იმაშაი რომ ეს არის სპეციალურად ამ მოდელის იარაღისთვის ჩამოსხმული კონდახი, რეგულირებადი ლოყით. კონდახი ჩამოსხმულია რუსეთში, მაგრამ ჩამოსხმის ხარისხი შესაშური არ არის. მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად კარგად გამოიყურება (ვერანაირად ვერ მოედავები), ვინტის მოსაჭერ ადგილში ემჩნევა რომ ზემოდან კონდახი უბრალოდ გადაღებილია, შიგნით კი რაღაც საბჭოთა რადიო პლატების დამზადებისთვის რომ გამოიყენებოდა ისეთი მასალა ჩანს. ![]() ![]() დასკვნები იარაღი თავისებურობით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენმა აირგან რეპორტერმა თავისი დიაგნოზი დასვა, ვიტყოდი რომ იარაღი საოცრად ლამაზია. იმ დღეს კიდევ რამდენიმე მეგობართან გვქონდა შეხვედრა, მათშორის ისეთებთანაც ვისაც პნევმატიკა დღემდე \\\\\\\"კისტის\\\\\\\" თოფად მიაჩნიათ, მაგრამ ამ ვირთხმინატორის დანახვის და ხელში დაჭერის შემდეგ სადღაც 2-3 წუთში სერიოზულად ეცვლებოდათ წარმოდგენა პნევმატიკაზე. ასე რომ იარაღი ახალბედებზე მომენტალურ ეფექტს ახდენს. ეფექტი ეფექტად, ზოგოერთს უჩნდებოდა პრაქტიკული კითხვები, რამდენ გასროლაზე ყოფნის რეზერვუარი, შეიძლება თუ არა შოვნა, რა ტყვიებს ისვრის და ასე შემდეგ. რაც შეეხება მიზანში მორტყმას, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა მიზანში მორტყმა, ეს საუბარია სადღაც 15-20 მეტრიან დისტანციაზე. ტყვია ხან ზევით ხან ქვევით მიდიოდა, მაგრამ როდესაც რეპორტაჟის ჩაწერა მოვრჩით და ხელში იარაღი დავიჭირე, დავიწყე 40-60 მეტრზე სროლა. იცით საინტერესო რა იყო? ამ დისტანციაზე მაქსიმუმ 3-4 სანტიმეტრის რგოლში ჯდებოდა ტყვიები. აქედან დასკვნა, იარაღს დაბალი ტყვიის სიჩქარის გამო აქვს ძალიან მოხრილი ტყვიის ტრაექტორია (ეგრეთწოდებული ნაღმტყორცნის ”ნავესნოი” ტრაექტორია), რის გამოც 15-25 მეტრი ხვდება მკვდარ ზონაში, სასროლი ზონა კი გამოდის ორი 10 მეტრთან და 30 -50 მეტრთან ამას მოგვიანებით სქემატურად გამოვსახავ და უფრო იოლი აღსაქმელი იქნება. არის მინუსებიც. მაგალითად ფასი, ფასი ძალიან მაღალია ამ ტიპის იარაღისთვის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ აქ არ კეთდება არცერთი დეტალი, საზღვარგარეთ დაკვეთა და ტრანსპორტირება კი იაფი არ ჯდება. საეჭვოა გამოყენების სფერო. თავდაპირველად შექმნილია იარაღი ყვავებზე სანადიროდ, მაგრამ ჩვენთან ყვავები ისედაც იშვიათობაა, პლიუს საკმაოდ მფრთხალი ცხოველია, მაგალითად იმავე დღეს ლისზე ასვლისას დავაფიქსირეთ 5-6 ყვავი, მაგრამ სანამ ჯორჯიკა 50 მეტრზე მიუახლოვდა, ყვავებმა რაღაც არასასიამოვნო იგრძნეს და.... მოკლედ მოვრჩეთ დღევანდელ მიმოხილვას. მაგრამ რაღაც უნდა ვთქვათ ღირს თუ არ ღირს ამდენ წვალებად ეს იარაღი? როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და არა ბილ გეიცის შივილი, შემიძლია ვთქვა რომ არ ღირს, მთელი შიგნეულობა იძახის ძვირია, ძვირია, მაგრამ როგორც სუფთა აირგანერი, ალბათ მაინც ვიტყვი ღირს. კაი რაღაცაა ეს მამაძაღლი. თან თუ ხარჯებს დროში გაჭიმავ და დიდ დარტყმად არ მოგხვდება ხომ საერთოდ გადასარევი იქნება. მოკლედ მიუხედავად ჩემი აზრებისა დასკვნები იმის შესახებ გჭირდებათ თუ არა ასეთი ფიშტო მაინც თქვენ უნდა გააკეთოთ, მე პირადად მშურს JAh-ის შემართებისა რომ 56$-იანი ფინტიკლუშკა ამ დონის PCP იარაღამდე აიყვანა. მე ჩემი დისკოსთვის დღემდე ლულის კოლოფი ვერ შევარჩიე ვის და სად გავაკეთებინო JAH-მა კი გარისკა და.... P.S. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა JAH-ს რომ მოგვცა საშაულება ხელში დაგვეჭირა ეს იარაღი, ვისიამოვნეთ ინფორმაციაც მივიღეთ გამოცდილებაც და რაც მთავარია ეს სტატიაც დაიწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად იქნებოდა და ვერავინ ვერაფერს ვერ გავიგებდით კიდევ დიდიხნის მანძილზე. P.S. p.s. ჰო მართლა რეპორტმა დაიგვიანა ვიდეოების გამო, სადღაც 1,5 გიგა იყო ასატვირთი, არ დავიწყე კომპრესიები და უაზრობები, მინდოდა რომ HD ხარისხითაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მგონი გამოვიდა ჩანაფიქრი, დანარჩენ კომენატრებს კი თქვენგან ველი. ______________________________________________________________________________ ბონუსი ვანმატებ ბონუსსსახით ვიდეო ფაილს სადაც ჩანს თუ რა ძალა აქვს დისკოს და ვირთხმინატორს. რათქმაუნდა აქ საქმე სიჩქარეშაია და არა იარაღის ფორმაში, დისკოც დავირთხაც ისვრიან CUM 10.5 გრანიანს, ოღონდ დისკოს აქვს სიჩქარე 265 მეტრი წამში, ხოლო ვირთხას 150 მეტრი წამში.შედეგებს ვიდეოზე თქვენთვითონ ნახავთ. ამჯერად მართლა დამთავრდა ყველა მასალა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
ნუ მოკლედ სიტყვები არ მყოფნის იქ ვიყავი და ეს რომ წავიკითხე დავფიქრდი ნეტა რამე ხომ არ გამომრჩა მეთქი (ანუ იქ ყოფაში რამე ხომ არ გამომეპარათქო) ![]() ![]() რაც შეეხება ჩემს დასკვნას , მე გამოვდივარ იქიდან რომ 800$-ად და მეტად მე მაგ ფიშტოს არ ვიყიდი ჩემი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე , თორემ ისე რაც აუცილებლად აღსანიშნავია ხელშI ჯდება იდეალურად ძალიან გამიკვირდა თუ ესე აწყობის შაშხანას ესეთი კარგი ბალანსი ექნებოდა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Evanix Renegade Take Down Rifle 530$ ![]() ან Air Arms TDR ფასი როგორც ჩვეულებრისვ AA S 400/410-თს ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
საქმე იმაშია რომ წესით და კანონით ეს ყველაფერი, თავისი დონორით ანუ 1337-ით უნდა დამჯდარიყო მაქსიმუმ 550-600$ მაგრამ... იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ...-ში თავისი გადაგზავნა გამოგზავნებით, ყველაფერი დაჯდა ბევრად ძვირი ![]() მარტო 1337, გაგეცინებათ მაგრამ 55$-ის მაგივრად დამიჯდა 150$ დანარჩენ სატიუნინგო ნაწილებზე ხო საერთოდ... მოკლედ ვეცდები გავიხსენო და დავწერო დეტალურად რა და რამდენი დაჯდა. რაც შეეხება ზემოდ ხსენებულ იარაღს... ევანიქსი რომც მაჩუქონ არ მინდა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
დავამატე ბოლო ბონუს ვიდეო. სადაც ნაჩვენების დისკოს და 1377-ის ძალა. თუმცა ეს ტესტი შეიძლება შემდგომ გასამეორებელი იყოს, რადგან 1377-ის ზამბარა პრაქტიკულად დამჯდარია და ახალი ზამბარისშედმეგ ხელახლა იქნება ყველაფერი სანახავი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა საეჭვოა გამოყენების სფერო. თავდაპირველად შექმნილია იარაღი ყვავებზე სანადიროდ, მაგრამ ჩვენთან ყვავები ისედაც იშვიათობაა, პლიუს საკმაოდ მფრთხალი ცხოველია, მაგალითად იმავე დღეს ლისზე ასვლისას დავაფიქსირეთ 5-6 ყვავი, მაგრამ სანამ ჯორჯიკა 50 მეტრზე მიუახლოვდა, ყვავებმა რაღაც არასასიამოვნო იგრძნეს და.... ხო და კანონითაც არ შეიძლება. ციტატა რაც შეეხება ზემოდ ხსენებულ იარაღს... ევანიქსი რომც მაჩუქონ არ მინდა რაც შენ კროსმანს დაახარჯე, იმდენი მაგ ევანიქსს რო დაახარჯო გაცილებით უკეთეს ფიშტოს მიიღებ -_- ჩემი აზრით მაგას მარტო გადიდებული რეზერვუარი და და ჰაერის კარგი ჰერმეტიზაცია საკმაოდ კარგ ვარიანტად აქცევს...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 362 რეგისტრ.: 9-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 108 ![]() |
ძალიან კარგი ნამუშევარია. უფრო ძვირიც რომ დამჯდარიყო ჩემი აზრით მაინც ღირდა. ყიდვის შემთხვევაში შეიძლება ისეთ სიამოვნება ვერ მიიღო რასაც აწყობის პროცესში განიცდი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
nihontoman ციტატა(nihontoman @ 11th August 2009 - 11:39 AM) ხო და კანონითაც არ შეიძლება. ვერ გავიგე რა არის აკრძალული? 4.5-იანი იარაღი?? ციტატა(nihontoman @ 11th August 2009 - 11:39 AM) რაც შენ კროსმანს დაახარჯე, იმდენი მაგ ევანიქსს რო დაახარჯო გაცილებით უკეთეს ფიშტოს მიიღებ მეეჭვება, კროსმანს ერთხელ დაახარჰავ მიიყვან კონდიციამდე და მუშაობს, ერთადერთი ჩემის აზრით დაგჭირდება ზამბარის ცვლა, დანარჩენი კი იმუშავებს და იმუშავებს, აი ევანიქსზე კი ყველა ამბობს, იმ დირკას ამოქოლავ ეს გაიჩითება, ამას ამოქოლავ და იგერ პრობლემაა. მოკლედ ნიხტ ვორკენ რა ![]() beqa ციტატა(beqa @ 11th August 2009 - 11:51 AM) უფრო ძვირიც რომ დამჯდარიყო ჩემი აზრით მაინც ღირდა. ყიდვის შემთხვევაში შეიძლება ისეთ სიამოვნება ვერ მიიღო რასაც აწყობის ოქროს სიტყვებია, აწყობის პროცესი ხშირად უფრო საინტერესო და ჩამთრევია ვიდრე გამოყენება. აზარტი აქვს თავისებური, ტვინს ამოძრავებ მუშაობ რაღაცაზე...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა ვერ გავიგე რა არის აკრძალული? 4.5-იანი იარაღი?? არა ღმერთმა დაგვიფაროს, ნადირობაა აკრძალული საერთოდ პნევმატური ირაღით.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ! მშვენიერი რეპორტია ![]() Jah-საც ვულოცავ კიდევ ერთხელ, მშვენიერი ფიშტო გამოსულა კროსმან 1377-დან ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
ციტატა(beqa @ 11th August 2009 - 11:51 AM) ყიდვის შემთხვევაში შეიძლება ისეთ სიამოვნება ვერ მიიღო რასაც აწყობის პროცესში განიცდი. +1000
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
ციტატა(nihontoman @ 11th August 2009 - 11:39 AM) ევანიქსს რო დაახარჯო მერცმუნე, რომ არსებობს იარაღი, რომელიც არამარტო უხარისხოა და კონსტრუქციულად ბანზია, რომ ტიუნინგიც არ უშველის...' ბევრი რომ არ ვობაასოთ ტყუილად... ყველა ევანიხებს, როგორც პატარებს ასევე დიდ შაშხანებს აქვს "ტყვიის უდარნი დაყენება ნარეზებზე" ![]() ანუ არ აქვს მიმწოდებელი... და ტყვია კლიპიდან პირდაპირ დარტყმით ერჭობა ლულის კვეთში... ხო და წარმოიდგინე - 1. ტყვიის დეფორმირება, და გამომდინარე უზუსტობა. 2. ბარაბნიდან ლულაში გადასვლისას უამრავი აირის დაკარგვა, აქედან "ზვერსკი" გადახარჯვა, რაც ახასიათებს ყველა ევანიქსს, და რაზეც ფაქტრიურად უშედეგოდ იტანჯებიან მფლობელები და ხელოსნები. + სტატისტიკით 100 დან 98%-ტი ჟონავს ყველა ხვრელიდან, და ზოგჯერ ჟონვა გამოუსწორებელია და მფლობელს უწევს მიმართოს გამყიდველს გარანტიაზე... ეს არ არის ცემი აზრი, ეს სტატისტიკაა ![]() კიდე შემიძლია 5-6 მაგის მინუსი მოვიყვანო მაგრამ მეზარება ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 806 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 147 ![]() |
მშვენიერი ფიშტოა სროლაც მაგრად ასწორებს მაგ იარაღიდან ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,232 რეგისტრ.: 1-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D წევრი №: 33 ![]() |
მმმაგარია ბიჭებო! საღოლ ჯაჯას და პოლ კაპელოს ანუ ჯორჯიკას ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
Jah ციტატა(Jah @ 11th August 2009 - 06:49 PM) ყველა ევანიხებს, როგორც პატარებს ასევე დიდ შაშხანებს აქვს "ტყვიის უდარნი დაყენება ნარეზებზე" მგონი სცდები. ყველას არ აქვს
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
ციტატა(bazuka @ 12th August 2009 - 09:51 PM) მგონი სცდები. ყველას არ აქვს ხო მართალი ხარ, ბლიზარდი დამავიწყდა... ახალი გამოსულია. მაგაზე ჯერ სტატისტიკა არც არის ბევრი, თუმცა რატომრაც მგონია, რომ ასევე როგორც სხვა ევანიქსის მოდელები, ამასაც მხოლოდ უაზროდ დიდი ენერგია ექნება და სხვა არაფერი... მაგათი არც ლულები ვარგა, ნუ მოკლედ... ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#16
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა მაგაზე ჯერ სტატისტიკა არც არის ბევრი, თუმცა რატომრაც მგონია, რომ ასევე როგორც სხვა ევანიქსის მოდელები, ამასაც მხოლოდ უაზროდ დიდი ენერგია ექნება და სხვა არაფერი... მაგათი არც ლულები ვარგა, ნუ მოკლედ... რატო ვერ იტან ევანიქსს? ![]() მე რომ ამ მოდელს ვუყურებ, ვხედავ ლამაზ, დახვეწილ (გარეგნულად მაინც) "ბოლტოვიკს". საიტზე კორეელებს უწერიათ ჩოკიანი ლულა აქვსო და მგონი თუ ისეთივე მძლავრი იქნება, როგორც ძველი მოდელები და ისეთი სტაბილური, როგორიც თუნდაც იგივე დისკოა, მე მაგალითად ვიყიდი. მოკლედ, ერთ-ერთს მოუწევს გარისკვა და ამის ყიდვა ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
nihontoman ციტატა(nihontoman @ 13th August 2009 - 11:17 AM) მოკლედ, ერთ-ერთს მოუწევს გარისკვა და ამის ყიდვა მგონი ეგ ერთერთი შენ იქნები ![]() იმედია საბაჟო ისევე არ გაახურებს როგორც დისკოს მოუწია (ტფუი, ტფუი, ტფუი), და იმედია ეს ჟოპოზიცია ისევ ქუჩაში არ გამოვა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
||
![]() Rastafari ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,795 რეგისტრ.: 3-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1 ![]() |
ციტატა(nihontoman @ 13th August 2009 - 11:17 AM) რატო ვერ იტან ევანიქსს? იმიტომ რომ არსებობს აირგანერების 2 კატეგორია. 1. როგორც შენ ამბობ, ან*რევენ (ისე სასურველია ასეთ სიტყვებში ვარსკვლავის ჩასმა) გახვრეტილ ვედროებზე, და ფიცრებზე. (მონადირეები) 2. ვისაც არ ჭირდება ზედმეტი ენერგია, და ან*რევენ © იარაღის სიზუსტეზე, და მის ტაქტილურ სრულყოფილებაზე. (სპორტსმენ-პლინკერ-მოყვარულები ![]() აი მე სწორად ამ მეორე კატეგორიას ვეკუთვნი. და რომ მქონდეს "დუროსტრელი" ევანიქსი, ყველაფერს ვიზამდი რომ ჩამოუხრჩო ცოტა და ნორმალურ ენერგიაზე დავაყენო ![]() ანუ მარტივად რომ ვთქვათ ვერ ვიტან სუბარუ-ს, მერს - ფორევერ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
Jah მერს-ი არანალებ დაკუთულია ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა როგორც შენ ამბობ, ან*რევენ (ისე სასურველია ასეთ სიტყვებში ვარსკვლავის ჩასმა) გახვრეტილ ვედროებზე, და ფიცრებზე. (მონადირეები) მერე ერთი კია არა, სამი ვარსკვლავი ჩავსვი! ციტატა ანუ მარტივად რომ ვთქვათ ვერ ვიტან სუბარუ-ს, მერს - ფორევერ ცნობისათვის, გუშინ თუ გუშინწინ, სვეტაფორიდან სვეტაფორამდე ჩავხადეთ ახალ bmw 745-s და რაღაც მერსედეს სლკ-ს. ფორესტერით 2.0 xt. ორივეს ეცინებოდა ფორესტერმა როგორ უნდა გვაჯობოსო, მარა საქმე საქმეზე რო მიდგა, 80000 დოლარიან სპორტულ bmw-ს 5000 დოლარიანმა ფორესტერმა აჯობა. ასე რომ გამოიტანე დასკვნა. p.s. არ გეგონოს რომ იმათმა შეგვიცოდეს, პროსტო არცერთ მანქანას ტრაკი არ ეყო ფორესტერისთვის ეჯობა, ასე რომ სუბარუ არაა ხელწამოსაკრავი მანქანა. მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მარა მე ფაქტი მოვიყვანე, თავიდან მეც არ მჯეროდა რო გადავასწარით, მარა ბმვ-ს გამწარებული მძღოლის სახე რო ვნახე, დავიჯერე.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st May 2025 - 02:02 AM |
Hosted by Pro-Service |