გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Crosman nitro venom
EnDeL
პოსტი Sep 23 2013, 04:19 PM
პოსტი #1


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 510
რეგისტრ.: 7-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 471
ქალაქი:თბილისი



სალამი აირგანელებო
დაგიბრუნდით თქვენი დაკარგული წევრი... ჩემი აღარ გამოჩენის ძირითადი მიზეზი არის ახალი სახლი (მშენებლობა არ არის დასრულებული, რის გამოც ინტერნეტი არ მქონდა)... ფანტომიც გავყიდე. მხოლოდ იმ პირობით შეველიე ჩემს პირველ თოფს, რომ ოდნავ უკეთესს მაინც ვიყიდდი უახლოეს მომავალში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გეტყვით რომ დაგიბრუნდით ახალი თოფით, რომლის მცირე მიმოხილვასაც ამ თემაში შემოგთავაზებთ.

დღევანდელი განხილვის საგანი გახლავთ ჩვენთვის (და არამხოლოდ) კარგად ცნობილი ფირმის Crosman-ის მიერ წარმოებული Nitro Venom. სანამ უშუალოდ ჩემი ახალი შენაძენის განხილვას დავიწყებდეთ, თვალი გადავავლოთ მწარმოებლის მონაცემებს:
• მწარმოებელი - Crosman
• მოდელის ნომერი - CVW1K77NP
• ტყვიის სიჩქარე - 335 მ/წ
• მსუბუქი (alloy) - 365 მ/წ (მწარმოებლის მონაცემებს ტყვიის სიჩქარის შესახებ რა თქმა უნდა ვატარებთ... )
• წონა - 3.56 კგ
• სიგრძე - 113 სმ
• დატენვის მექანიზმი - გადასატეხი ლულა
• ენერგიის წყარო - შეკუმშული აზოტი
• კალიბრი - 4.5მმ
• ოპტიკის სამაგრი რელსი - Picatinny Style
• ოპტიკა - ცენტრ პოინტი 3-9x32
• სასხლეტის ჩამკეტი - ბერკეტი
• კონდახი - ხე (წიფელი)

თოფი მწარმოებლის საიტზე:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

ინსტრუქცია მფლობელებისთვის შეგიძლიათ იხილოთ აქ:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

ხოლო დაშლილ მდგომარეობაში (exploded view) და ნაწილების ნომრები კი აქ:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.

თოფის შეძენა საქართველოში შესაძლებელია აქ:
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.


ახლა კი გადავიდეთ ჩემი ახალი შენაძენის განხილვაზე...

ყუთი რომელშიც თოფია მოთავსებული ასე გამოიყურება



გავხსნათ ყუთი და ჩავიხედოთ რა ხდება შიგნით...



ყუთში ასევე მოთავსებულია თოფის, ოპტიკის, ლულის გადატეხვისა და Artillery Hold-ის ინსტრუქციები

(მათთვის ვინც არ იცის რა არის artillery hold- მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის ზდპ-ს ხელში დაჭეროს მეთოდი, რა დროსაც თოფი თავისუფლად გიჭირავს ხელში და ყველა გასროლაზე შესაძლებლობა ეძლევა თავისუფლად იმოძრაოს.
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
)


პოინტის 3-9X32 ოპტიკური სამიზნე. ლინზის გასაწმენდი ნაჭერი ისეთი საშინელებაა რომ მგონი ლინზას რომ მოუსვა დაკაწრავს biggrin.gif გაცილებით რბილი და კარგი ხარისხის მოყვა ჩემი წინა თოფის ფანტომის 4x32 ოპტიკას, რამაც ცოტა არ იყოს გამაკვირვა...
კიდევ ერთხელ (როგორც ფანტომზე) გამიმართლა და ოპტიკის ბადე შემხვდა კვლავ მილდოტი


გავხსნათ ცელოფანი, ამოვაძვრინოთ თოფი და აი ისიც:


კონდახზე მონტეკარლო აქვს ორივე მხარეს, ხე საკმაოდ კარგად არის დამუშავებული, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა... ლულა სადაც მოძრაობს გადატენვის დროს ეგ ადგილები შიგნიდან ისეთი ხაოიანია, მგონი საერთოდ ხელუხლებელია biggrin.gif სასხლეტის დამცავი პლასმასია.
ლულაზე აქვს რეზინის მოდერი (?), რომელიც მოდერის გარდა მგონი ყველაფერია biggrin.gif რამდენად ასრულებს მის ფუნქციას ვერ გეტყვით, არ მომიხსნია, მაგრამ როგორც გარედან ჩანს რეზინის შიგნით მთელ სიგრძეზე ლულა უნდა იყოს მოთავსებული.



ესეც ჩემი ვაჟკაცი თავისივე ოპტიკით


პლიუს მინუსების ჩამოწერისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ ერთი-ორჯერ გავისროლე, მაგრამ დავწერ პირველ შთაბეჭდილებებს თოფის ხელში დაჭერის შემდეგ: საბოლოო ჯამში, თუ ფასს გავითვალისწინებთ, ნამდვილად ღირს... მშვენიერი შესრულებულია... ფანტომზე მძიმე არის, მაგრამ მისგან განსხვავებით ბალანსი შესანიშნავი აქვს. ვეღარ ვითმენ, მოდი ერთხელ ვისვრი... ჩავირბინე პადვალში, გავამზადე სქელი ფიცარი, ჩავკეტე სასხლეტი, გადავტეხე ლულა, ჩავდე შემორჩენილი მსუბუქი ჯსბ, დავუბრუნე საწყის პოზიციას ლულა, გავწიე ბერკეტი წინ, გამოვკარი სასხლეტს და.....
აი აქ განიცადა ფიასკო ჩემმა ოცნებებმა და იმედებმა თოფის სიჩუმისა და იმის შესახებ, რომ არცერთ ჰაერის ზამბარიან თოფს დეკონსერვაცია არ სჭირდება... ხმა იყო რაღაც გამაყრუებელი... დავხედე ფიცარს და სადაც ტყვია მოხვდა 1 სმ რადიუსში გაშავებული იყო. გადავტეხე ლულა, შევუბერე სული და რა თქმა უნდა კვამლიც გამოვიდა ლულიდან... ნუ ბევრი ამბობს იმას, რომ რამდენიმე გასროლის შემდეგ გაუვლის დიზელი, მაგრამ ასეთ პირობებში არამგონია მანჟეტმა დიდხანს გაძლოს. მოკლედ გარდაუვლად მიმაჩნია დეკონსერვაცია... ფანტომზე უკვე ისე ვიყავი მიჩვეული, აღარ წარმოადგენდა სირთულეს ჩემთვის მარტო მისი დაშლა-აწყობა და იმედია ვენომზეც არ გამიჭირდება...
მოგვიანებით როდესაც დავშლი თოფს, დავწერ დეკონსერვაციის ინსტრუქციას სურათებითურთ. ასევე შევეცდები სხვა საინტერესო რაღაცებიც შემოგთავაზოთ ახლო მომავალში... ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ ამ პატარა მიმოხილვით შემოვიფარგლები, რადგან რამდენიმე დღის წინ პატარა მარიამი შემეძინა და რა თქმა უნდა, მთლიანად დამისაკუთრა ამ პაწაწინა ანგელოზმა... smile.gif wub.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
4 გვერდი V  « < 2 3 4  
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (60 - 72)
ja_ja
პოსტი Oct 9 2013, 07:57 PM
პოსტი #61


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ისე შეიძლება სისულელეს ვამბობ მარა ლულის გაწმენდა არ ითვლება?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ikaaa
პოსტი Oct 9 2013, 07:59 PM
პოსტი #62


მაძიებელი
**

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 343
რეგისტრ.: 28-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 1,502



ტყვიებს რაიმე დეფექტი ეტყობა? იქნებ ახალი პარტია სხვა ზომა ტყვიებია. smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
EnDeL
პოსტი Oct 9 2013, 10:09 PM
პოსტი #63


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 510
რეგისტრ.: 7-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 471
ქალაქი:თბილისი



gela

თავიდან გავიფიქრე დიზელის ეფექტი ხომ არ მოქმედებდა ტყვიის სიჩქარეზეთქო, მაგრამ თუკი ამდენი ისროლეთ, რაღა დროს დიზელია...
თუ წინა 500ცალიანი შეკვრით კმაყოფილი იყავით, ვფიქრობ ახალ პარტიაში უნდა ეძებოთ მიზეზი... ტყვიების გადახარისხება არ გიცდიათ?
სხვა ტყვია ხომ არ შეგირევიათ? მე ფანტომით სულ მსუბუქ ექზაკტებს ვისროდი, მაგრამ რამდენიმე დასახელების ტყვია მედო ჯიბეში... მივიდოდა ვიღაც, არც დახედავდა რომელს დებდა, გაისროდა და როგორც კი სხვა ტყვია გაივლიდა ლულაში, ჩემს საყვარელ ექზაკტებს რამდენიმე გასროლა საკმაოდ ფანტავდა... მჭირდებოდა 20-25 გასროლა მაინც რომ ჭკუაზე მოსულიყო ისევ...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gela
პოსტი Oct 9 2013, 10:23 PM
პოსტი #64


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,224
რეგისტრ.: 15-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 577
ქალაქი:რუსთავი



EnDeL
ციტატა(endel @ 9th October 2013 - 11:09 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
როგორც კი სხვა ტყვია გაივლიდა ლულაში, ჩემს საყვარელ ექზაკტებს რამდენიმე გასროლა საკმაოდ ფანტავდა... მჭირდებოდა 20-25 გასროლა მაინც რომ ჭკუაზე მოსულიყო ისევ...

კი სხვა ტყვიებიც მაქვს ნასროლი და მაგის გამოა ალბათ, თუმცა ჯაჯამ როგორც აღნიშნა ლულის გაწმენდაც არ იქნებოდა ურიგო, ურიგო კი არა და აუცილებელია, იმიტომ რომ თან ზედეპეა და თან თითქმის 700 ტყვია მაქვს უკვე ნასროლი....
ikaaa
ციტატა(ikaaa @ 9th October 2013 - 08:59 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ტყვიებს რაიმე დეფექტი ეტყობა? იქნებ ახალი პარტია სხვა ზომა ტყვიებია

არა იკა ტყვიები უხარისხო ნამდვილად არ არის, ყოველკშემთხვევაში თვალით ვერაფერს ვატყობ, იდეალურად არის ყვიები, თან სხვა ყუთში მიდევს ტყვიები, სადაც ეგრეთწოდებული ,,გუბკა" ორივე მხრიდან აქვს ჩაფენილი რომ ტყვიები არ დაიჭყლიტოს ყუთის კედლებში მოძრაობისას.
ja_ja
ჯაჯა მართალი ხარ, ლულის გაწმენდა არ გამხსენებია ნამდვილად, უნდა გავწმინდო დღეს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
EnDeL
პოსტი Oct 9 2013, 10:37 PM
პოსტი #65


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 510
რეგისტრ.: 7-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 471
ქალაქი:თბილისი



ციტატა(gela @ 9th October 2013 - 11:23 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
კი სხვა ტყვიებიც მაქვს ნასროლი და მაგის გამოა ალბათ, თუმცა ჯაჯამ როგორც აღნიშნა ლულის გაწმენდაც არ იქნებოდა ურიგო


ვფიქრობ მაგიტომ არის საჭირო ლულის გაწმენდა და ერთ ტყვიაზე მიჩვევა მას შემდეგ, რაც ტესტს წარმატებით გაივლის ტყვია... მე როცა მსუბუქი ექზაკტები აღმოვაჩინე, ერთხელ გავწმინდე ლულა. მას შემდეგ დაახლოებით 2000 ტყვია მქონდა ნასროლი და სიზუსტეზე პრობლემა არ შემქმნია... unknw.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
EnDeL
პოსტი Oct 11 2013, 01:29 AM
პოსტი #66


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 510
რეგისტრ.: 7-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 471
ქალაქი:თბილისი



2 დღეა მთელი ვაგზალი მოვიარე თავისი საკანცელარიოებით და ბავშვთა სამყაროთი, მაგრამ დიდი პლასტელინები ვერსად ვიშოვე... საღამოს მოლში ვიყავი და ვიფიქრე იქნებ კარფურში ვიშოვოთქო, მაგრამ აქაც ანალოგიური სიტუაცია დამხვდა - პატარა ყუთები 12 ფერიანი.. დავიღალე უაზრო ძებნით და ავიღე 2 შეკვრა... მოვიტანე სახლში, ჩავუჯექი, დავჭერი, გავათბე და დავიწყე გადაზელვა... ისეთი მკვრივი გამოვიდა, რომ ორივე ხელით მთელი ძალით ძლივს მოვახერხე საბოლოო ფორმის მიცემა... ცოტა ეჭვი შემეპარა: ასეთ მყარ მასაზე არამგონია ტყვიამ ექსპანსიურობის გამოჩენა და დიდი ხვრელის დატოვება შეძლოს პოტენციური მსხვერპლისთვისთქო...

როგორც იქნა მივაღებინე სასურველი ფორმა პლასტელინს, ჩავდე ლულაში პირველი ტყვია (მსუბუქი ჯსბ ექზაკტი) და ვესროლე დაახლოებით 15 სანტიმეტრიდან (ასე ახლოდან იმიტომ ვესროლე, რომ ოპტიკა დაყენებული არ მაქვს თოფზე. გაყიდვა მინდა ამის, მეორე კი ქუთაისში ელოდება ვენომს )
აქვე ჩემთვის სასიამოვნო ფაქტი მინდა ავღნიშნო, ხმა ბევრად შეუმცირდა თოფს და აღარც დიზელის ეფექტი აწუხებს smile.gif
მოკლედ ჩაეხუტა ზემოაღნიშნული ჯსბ ჩვენს პლასტელინს და შედეგმა გაამართლა ზემოაღნიშნული ეჭვები... ცხელ გულზე სურათების გადაღება დამავიწყდა, თან ცუდად გავჭერი პლასტელინი. (ნუ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს) ხვრელის დიამეტრი ლამის კალიბრის ზომა იყო მაქსიმუმ 5-6მმ შეღწევა კი 7 სანტიმეტრზე მოახერხა...

ესეც დეფორმირებული ტყვია 8.4gr. ჯსბ ექზაკტი:


მარად გამიცრუვდა იმედები ჯსბ-ზე. sad.gif კი ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ტყვიები ძალიან რბილია, პლასტელინი კი საკმაოდ მაგარი იყო, მაგრამ გაცილებით უკეთეს დეფორმაციას ველოდი... მერე ვიფიქრე რამე შედარებით მძიმე ტყვიას ვცდითქო და გამახსენდა რომ უჯრაში რამდენიმე ცალი ბარაკუდა ჰანტერი მეგულებოდა... გადავზილე პლასტელინი, დავტენე ფიშტო, ვესროლე იმავე მანძილიდან და

ტყვია 3,5 სანტიმეტრში გაჩერდა... ოო, ეგ კარგია... როგორც ხედავთ კვლავ ვერ ახერხებს ტყვია ფართე კვალის დატოვებას, sad.gif მაგრამ ნახეთ რა ფორმას იღებს...



ვფიქრობ, შედარებით რბილი მასა რომ ყოფილიყო, ასე დეფორმირებული ჰანტერი საკმაოდ ფართე კვალს დატოვებდა მსხვერპლში, მაგრამ მიიღებდა კი ასეთ დეფორმაციას?

კიდევ ვაპირებდი ქროუ მაგნუმების და პრედატორის გატესტვას, მაგრამ ხვალამდე გადამედო ეგ ამბავი...

ესეც ბოლოს ორივე ტყვია ერთი როგორი იყო თავიდან და რა გახდა... დღეს ჯერჯერობით ჰანტერმა მოიგო ჩემი გული smile.gif მეორე ტესტი სიზუსტეზე ელის ამ ტყვიას... ვნახოთ შემდეგში რა მოხდება...





P.s სურათების ზომისთვის ნუ დამჭიპავთ biggrin.gif მობილურითაა გადაღებული მაკრო რეჟიმში და ისედაც არ არის კარგი ხარისხის...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
EnDeL
პოსტი Oct 11 2013, 01:30 AM
პოსტი #67


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 510
რეგისტრ.: 7-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 471
ქალაქი:თბილისი



.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
smekosmeko
პოსტი Oct 11 2013, 09:00 AM
პოსტი #68


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 707
რეგისტრ.: 27-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 589



კარგი ტესტია, მარამ პლასტელინი როდის ვარგა სასროლად? როდესაც გადაზილავ და დააცდი კაერგად გაციებას? (გამაგრებას) ამას დიდი მნიშვნელობა ექნება. ჰუნტერებმა მგონი უნდა მიუიღოს მასეთუ დეფორმირება დაჯე უარესიც, ეგ ტყვია ხომ იშლება მოხვედრისას. მაგ ტყვიით მონადირებულ ობიექტებს ძაან განიერი ჭრილობა ედოთ ხოლმე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 11 2013, 09:14 AM
პოსტი #69


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



EnDeL
ციტატა(endel @ 11th October 2013 - 02:29 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სურათების ზომისთვის ნუ დამჭიპავთ

დაგჭიპავ კი არა დაგბრიდავ ეს რამოდენა პროსტინები დაგიდია ბლინ? სამსახურში ცოტა ლიმიტირებული ნეტი მაქვს და იმენნა თავზე გადაიკუკა სანამ გაიხსნა, ან რისთვისაა ამოდენა ზომა საჭირო, შემოჭერი შუა ძირითადი ნაწილი და მორჩა დანარცენი შავი ფონი არავის არ უნდა. კაროჩე სურათის ზომა არ უნდა იყოს სიგანეში 800 პიქსელზე მეტი, იშვიათ შემთXვევაში 1024, ეს კიდო....


რაც შეეხება ტესტს, ძალიან კაია რომ რაცხა იჩალიჩე, მაგრამ მაგდაგვარი უკვე
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
თუ რაიმე ახალს მიაყოლებდი უფრო საინტერესო იქნებოდა.

P.S. და ვაბშემც ტყვიების ტესტი შესაბამის განყოფილებაში უნდა იყოს და არა არა თოფის განყოფილებაში
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
EnDeL
პოსტი Oct 11 2013, 01:25 PM
პოსტი #70


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 510
რეგისტრ.: 7-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 471
ქალაქი:თბილისი



ციტატა(ja_ja @ 11th October 2013 - 10:14 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
დაგჭიპავ კი არა დაგბრიდავ ეს რამოდენა პროსტინები დაგიდია ბლინ?


მოვკაკვე თითი biggrin.gif

ციტატა(ja_ja @ 11th October 2013 - 10:14 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რაც შეეხება ტესტს, ძალიან კაია რომ რაცხა იჩალიჩე, მაგრამ მაგდაგვარი უკვე გვაქვს გაკეთებული თუ რაიმე ახალს მიაყოლებდი უფრო საინტერესო იქნებოდა


მქონდა ნანახი, კაკრას მაგ პერიოდში ახალი დარეგისტრირებული ვიყავი ფორუმზე, მაგრამ ეგ ტესტი ხომ დისკოთი და მარადათია, მე კი ვენომის შესაძლებლობები მაინტერესებდა და მაგიტომაც დავდე ამ განყოფილებაში smile.gif სიახლეებიც იქნება რა თქმა უნდა...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
EnDeL
პოსტი Oct 15 2013, 11:30 PM
პოსტი #71


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 510
რეგისტრ.: 7-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 471
ქალაქი:თბილისი



ნიტროს მფლობელების თემა ჩაძირულა...

ვაგრძელებ ტყვიების ტესტს ჩემი ნიტრო ვენომით. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ვეძებ ვენომისთვის შესაფერის ტყვიას სანადიროდ. წინა ტესტში შეცდომა მქონდა დაშვებული - პლასტელინი იმდენად მაგარი იყო, რომ ტყვია ვერ ახერხებდა ექსპანსიურობის გამოჩენას... დიდხანს ზელვა კიდე დამეზარა და შედეგად კი მივიღე ის რაც ზევით წერია...
მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დღეს ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩნდა და გადავწყვიტე ხელახლა ჩამეტარებინა ტესტი და წინა შეცდომაც გამეთვალისწინებინა...
ავიღე პლასტელინი გავჭერი ოთხად და მივუშვირე დენის გამათბობელს დაახლოებით 10 წუთი



შედეგად რა თქმა უნდა პლასტელინი ბევრად დარბილდა... გადავზილე, მივაღებინე სასურველი ფორმა და მსხვერპლს პირველი ჭრილობა მივაყენე ბარაკუდა ჰანტერით (0.67 g-10.34 gr )



როგორც ხედავთ ხვრელი წინა ტესტისგან ბევრად განსხვავდება smile.gif დავითრიე სახაზავი და დავიწყე ჭრილობის გაზომვა...



ტყვიამ შეაღწია 6სმ-ზე და აქედან დასაწყისში 3.5 სანტიმეტრზე საკმაო დარტყმის მიყენება შეძლო



რაც შეეხება დეფორმაციას... პლასტელინიდან ამოღებული ტყვია ასე გამოიყურებოდა



ჰანტერი ბევრად ფორმაშეცვლილი გვინახავს, მაგრამ ჩემი ფიშტო ამ წონის ტყვიებს დაახლოებით 255-260 მ/წმ სიჩქარით ისვრის. (მე ქრონოგრაფი არ მაქვს, იუტუბში ვნახე ვიღაც ტიპი ქრონში ატარებდა ქროსმანის 10.5 გრეინიან ტყვიას)
წინა ტესტისგან განსხვავებით ამ ტყვიით ბევრად კმაყოფილი ვარ smile.gif
შემდეგი იყო პრედატორი (8gr)



ამ ტყვიამ ჰანტერის მსგავსი კვალის დატოვება ვერ მოახერხა პლასტელინში, მაგრამ გაიყო სამ ნაწილად...



თავი (წითელი) სადღაც ჩაიკარგა, სამწუხაროდ ვერ ვიპოვე, (ბევრიც არ მიძებნია) მაგრამ ამოვიღე დარჩენილი ორი ნაწილი



ტესტის მესამე მონაწილე გახლდათ მსუბუქი ჯსბ ექზაკტი. ეს უკანასკნელი ჩემს ფანტომს ისე ძალიან მოსწონდა, რომ ლულაში სხვა ტყვიას არ იკარებდა smile.gif შესაძლოა ქროსმანის ტყვიებიც მოსწონებოდა მსუბუქები, მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი სასურველი ტყვიის შერჩევისგან, რომ როგორც კი სასურველი შედეგი მივიღე სხვა ტყვიებს აღარ გავკარებივარ...
მოკლედ ვესროლე ეს ტყვიაც პლასტელინს... პირველი შეხედვისთანავე ჩანს რომ იგივე დიამეტრის ხვრელი გააკეთა, როგორიც პრედატორმა



ესეც შეღწევის მანძილი



მსხვერპლის განსაკუთრებულ დაზიანებას როგორც ხედავთ ადგილი არ ქონია
ეს კი თავად დეფორმირებული ტყვია



სიმართლე გითხრათ ამ ტყვიისგან გაცილებით მეტს მოველოდი... sad.gif

დღევნდელი ტესტის ბოლო, მეოთხე მონაწილე იყო H&N-ის Crow Magnum .,57g 8.80 gr. მგონი ამ ტყვიის შესახებ ფორუმზე მხოლოდ ზედაპირული საუბარი გვქონდა, ან მე გამომრჩა...
დავტენე ფიშტო და ჩავახუტე პლასტელინს ზემოაღნიშნული ტყვია... არ დაგიმალავთ და ესეთ შედეგს არ ველოდი, არ ვიცი რატომ...



როგორც ხედავთ საკმაოდ განიერი ხვრელია smile.gif პლასტელინის მეორე მხარეს ხელი რაღაცაზე მომიხვდა... მმდა ტყვიის თავი...



გავჭრათ პლასტელინი და ჩავიხედოთ შიგნით...



მშვენიერია... ალბათ დაგაინტერესებთ რა მოუვიდა ტყვიას.



ტყვიის ფრთა ბოლო ნაწილში გაჩერდა, ხოლო თავი კი გამოვიდა გარეთ...
ეს კი ჩვენი დანაწევრებული ტყვია. ნახეთ ტყვიის თავმა როგორი ფორმა მიიღო...



ტყვიამ ექსპანსიურობაც გამოიჩინა და ამის შემდეგ თავმა ფორმა შეიცვალა და მთელი ენერგია გადავიდა მასზე (შედარებისთვის მაგალითად მოვიყვან პრედატორებს, იდენტური პრინციპია მოქმედების)...

დღევანდელი შედეგებიდან გამომდინარე H&N-ის ტყვიებმა ჰანტერმა და ქროუ მაგნუმმა მოიგო ჩემი გული... როცა თავისუფალ დროს გამოვნახავ აუცილებლად გავტესტავ ქროსმანის ტყვიებსაც. ვფიქრობ არანაკლებ საინტერესო იქნება... შემდეგ უკვე გადავინაცვლებ ღია სივრცეში და დავიწყებ შორ დისტანციებზე ქაღალდზე სროლას...
დღეს კი სულ ეს იყო. მომიტევეთ თუ თავი შეგაწყინეთ...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
smekosmeko
პოსტი Oct 16 2013, 10:18 AM
პოსტი #72


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 707
რეგისტრ.: 27-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 589



საღო კარგიო ტესტია, მე რატომღაც მიმაჩნია რომ ჰანტერები სანადიროდაც კარგია და სიზუსტეშიც, რამეთუ პრემიერებით ყველა ფრინველი მიფრინავდა მაინც. (რბილში მოხვედრის შემდეგ) ჰანტერებით კი ადგილზე რჩებოდა ყველა. ანუ მე გამოვიყენებ ჰანტერებს ყოველგვარი ტესტის გარეშე biggrin.gif საყიდლადაც უფრო კომფორტულია 200 ცალიანები.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
EnDeL
პოსტი Oct 16 2013, 07:28 PM
პოსტი #73


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 510
რეგისტრ.: 7-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 471
ქალაქი:თბილისი



smekosmeko
გაიხარე. ჰანტერის შედეგი მეც მომეწონა თან წონაც კარგი აქვს, მაგრამ გასატესტია ქაღალდზე... ფანტომი საშინლად ფანტავდა და თუ იგივე განმეორდება ვენომის შემთხვევაშიც, მაშინ აუცილებლად მომიწევს ახალი გზების ძიება...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

4 გვერდი V  « < 2 3 4
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th August 2025 - 07:41 AM
Hosted by Pro-Service