![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
გუშინ დავდე პატარა მიმოხილვა იმის შესახებ თუ შაბათს როგორ მოვახერხეთ მე ჯორჯიკამ და დავითმა გასვლა და გარკვეული ტესტირებების ჩატარება. შეგპირდით რომ კროსმანის 1377-ის სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებდით შესაბამისი აირგან რეპორტერის ვიდეოებით. ვაღიაროთ დრო დადგა დავწეროთ ამ ფიშტოს მიმოხილვა. თავიდანვე უნდა ვთქვათ ამ დატუნინგებული იარაღის მფლობელი არის JAH-ი ანუ ჩვენი ფორუმის ადმინისტრატორი, ფიშტო სადღაც ღირს 50$ - 60$, მაგრამ აურაცხელი ფულის დახარჯვის შედმეგ ვიღებთ ფანტასტიურ იარაღს, რომელიც თავისი ვიზუალური ფორმებით ნებისმიერ აირგანერს დორბლებს გადმოაყრევინებს. ![]() ცოტა წინ გაუსწრებ მიმოხილვას და აქვე დავძენ, სილამაზესთან ერთად საკმაოდ მოსახერხებელი რაღაცაა, მშვენივრად ზის ხელში, არ დარბის სამიზნე ხელში ჭერის დროსაც კი, ასე რომ სიამოვნება გარანტირებული გაქვთ, მთავარია ყველაფერი სწორედ გათვალოთ და ... თუმცა მოდი დავუბრუნდეთ სათავეებს და ყველაფერი ნელნელა განვიხილოთ. მოკლედ თითონ , სურათებით რომ არ გადავტვირთოთ აქაურობა ლინკს დავდებ სადაც მისი ფასიც და სხვა პარამეტრებიც არის ნახსენები. როგორც ზემოთ მოყვანილი ლინკიდან ირკვევა იარაღი შედარიბით იაფი ღირს, ზოგიერთ ჩვენს იარაღთან შედარებით კაპიკები გამოდის, მაგრამ იმისათვის რომ პირველ სურათში მოყვანილი ფიშტო მივიღოთ საჭიროა საკმაოდ სერიოზული ფინანსური გადასხმები. თავდაპირველად იარაღი არის მულტი კომპრესიული, ანუ იმისათვის რომ ერთი გასროლა გააკეთოთ საჭიროა რამდენჯერმე გადატენოთ ლულის ქვეშ მოქცეული ხელის მოსაკიდი. ნორმალური გასროლისთვის მინიმუმ 5-6 გადატენვაა საჭირო, ხოლო მართლაც კარგი გასროლისთვის სადღაც 15-20 გადატენვაა საჭირო. იდეაში პომპა არის პატარა ნასოსი რომელიც თითო გადატენვაზე პატარა რეზერვუარში ჰაერს ჭირხნავს, შემდეგ გასროლისას ერთიანად ანთავისუფლებს რეზერვუარს და.... ![]() ჯორჯიკა საბრძოლოდ ემზადება რა თქმა უნდა ეს მეთოდი საკმაოდ მოუხერხებელია, მაგრამ იარაღი იძლევა გადაკეთების აურაცხელ ვარიანტს. ასე მაგალითად შეიძლება დაუყენო რეზერვუარი, რითაც მულტიკოპრესიული უცებ გადადის PCP კლასში, კიდევ ფულის დახარჯვა და შეიძლება უკეთესი ლულის კოლოფის შეძენა რომელსაც კლიპის ჩადგმის საშუალება აქვს (ანუ მჭიდზე ვსაუბროდ, თუ ტანკში ზიხართ, რკინის ჩაფხუტი გახურავთ და ვერ მოხვდით რაზეა საუბარი... აბოიმა იცით რა არის?? ჰოდა მაგას ვამბობ მეც ზუსტად), ასევე საჭიროა მოდერი, რადგან მოკლელულიანი ძლიერი PCP, საშინელ ხმას გამოსცემს, და ყველაფერ ამას სჭირდება ნორმალური ბეჭზე მისაბრჯენი კონდახი. ყველაფერი ეს სიამოვნება კი მგონი 500-600$-ს უკაკუნებს. ზუსტ ციფრებს ალბათ JAH -ი გვეტყვის თუ საჭიროს ჩათვლის. კონკრეტულად ამ მოდელს გადაკეთებული აქვს ბევრი საინტერესო დეტალი, შედეგად ერთდამტენიანი პისტოლეტი გახდა 16 ტყვიანი მრავალ დამტენიანი პისტოლეტი. ბევრს სწორედ ეს შესაძლებლობა მოსვენებას არ აძლევს, მაგალითად მე და ჯორჯიკას. ჩვენი დისკოს გადაკეთება გვინდა ისე, რომ ჩვენც გვქონდეს შესაძლებლობა კლიპი გამოვიყენოთ, მაგრამ მხოლოდ JAH-ის მიერ დადებული სურათებით ვერაფერს ვიგებდით. ![]() ![]() საქმე იმაშია რომ ჩახმახის უკან დაწევისას ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება ლულაში და ჩახმახის ჩაკეტვისას ხდება ლულაში ტყვიის მოთავსება, შედეგად მარტივი მოძრაობის ხარჯზე რომელსაც ჩახმახი აკეთებს (გაწიე უკან და ისევ გაწიე წინ) შეგილძლია ახალი გასროლისთვის იყო მზად. უნდა ვაღიაროთ საკმაოდ მოსახერხებელია. მოდი ვნახოთ აირგან რეპორტერის მეშვეობით როგორ მუშაობს ჩახმახი რომ ჩავწვდეთ მუშაობის პირველ პრინციპს. ჰო მართლა აირგანერს ალბათ იცნობთ ასე რომ მოვემზადეთ და.... იცანით ქართველი პოლ კაპელო ხომ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() კლიპში ალბათ დააფიქსირეთ თოფის ხმაც, მოდერი თავის საქმეს აკეთებს, გახსოვთ ალბათ პირველი გასვლისას როგორ ღმუოდა ეს თოფი, ყველას გვეგონა ზედმეტ გჰაერს უშვებდა ლულაში, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მთელს სიგრძეზე ჩამოცმულმა მოდერმა, ეგრეთწოდებულმა შრაუდერმა, თავისი საქმე ხუთიანზე გააკეთა. სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, მიუხედავად სიჩუმისა ამ მოდერის მუშაობა ახლოს ვერ მიდის ჩემი დისკოს მოდერთან, რომელიც ბაზუკამ ჩამოიტანა. რაც არ უნდა საოცარი იყოს უფრო დიდი თოფის პატარა მოდერი უფრო კარგად მუშოაბს, ვიდრე პატარა თოფის დიდი მოდერი. ![]() ![]() ![]() კაი დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, გავიგეთ როგორც მუშაობს ჩახმახი, ცოტა ძნელი დასანახი იყო მაგრამ ალბათ შესძელით დაგეფიქსირებინათ თუ როგორ ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება დასატენად, მართლა მაგარი იდეაა, მაგრამ მისი მუშაობის პრინციპი მაინც გაუგებარია, გარეგნულად არც კლიპს და არც თოფს არ აღენიშნებათ რაიმე მექანიზმი რომელიც კლიპში არსებული ბარაბნის მოტრიალებას უზრუნველყოფდა. იმისათვის რომ გავიგოთ როგორ ხდება ტყვიის მიწოდება ჩახმახის მოძრაობისას ჯობია კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს აირგან რეპორტერს ვიდეოს მეშვეობით გვიჩვენოს რა როგორ მუშაობს როგორც ვიდეომასალიდან ირკვევა ტყვიის მიწოდების მექანიზმი ძალიან მარტივად და ამასობაში გენიალურად არის მოფიქრებული. თვითონ კლიპში არის პატარა ზამბარა, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიის მიწოდებას. პირველი ტყვია რომელიც ლულაში მისაწოდებლადაა გამზადებული, ცალი კედლით ეჯახება კლიპის კედელს და აჩერებს მის უკან მდგომ ტყვიებს რიგში. ჩახმახს თუ დააკვირდით აქვს ორი საფეხური, პირველი წვრილი და მეორე ცოტა სქელი სადღაც 4.5 მილიმეტრი. პირველი წვრილი ნაწილი აწვება ტყვიას და მიათრევს ლულაში, შემდეგ მას მიყვება ცოტა სქელი ნაწილი რომელიც კლიპში გადის დაიკავებს ტყვიის ადგილს, ამით იგი არ აძლევს საშუალებას დანარჩენ ტყვიებს ჩამოვიდნენ ძირს. ამასობაში თუ დააკვირდით ჩახმახს არ გააჩნის რეზინის რგოლი რომლითაც მოხდებოდა ლულიდან ჰაერის გამოპარვის თავის არიდება. ეს იმიტომ არის ასე რომ რეზინის სქელი რგოლი კლიპში ვერ გაივლიდა და გზაში გაეჭედებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ლულის ჰერმეტიზაცია ხომ უნდა ხდებოდეს? ჰოო ჰერმეტიზაციაც მშვენივრადაა მოფიქრებული თვითონ ლულაშია ჩაშენებული რეზინის რგოლი, რომელიც გარეთ არ გამოდის და ჩახმახის სქელი ნაწილი ლულაში შესვლისას ზუსტად ამ რგოლს ედება შედეგად ჰერმეტიზაცია მიიღება და გასროლისას ჰაერი უკან არ იპარება. როგორც იტყვიან ხოლმე ყველაფერი გენიალური მარტივია. ![]() ახლა განვიხილოთ თუ როგორ შედეგებს გვაძლევს აღნიშნული თოფი. ამდენი ფული ჩაყარა მფლობელმა და საინტერესოა რისი მიღება შეიძლება. მიუხედავად იმისა რომ გასვლისას თან გვქონდა დისკოს ნასოსი, თან არ გვქონდა 1377-ის რეზერვუარის დასატენი პორტი, შედეგად JAH-ის მიერ წინასწარ დატენილი რეზერვუარით მოგვიწია სარგებლობა. JAH-ის თქმით ეს რეზერვუარი უნდა გვყოფნოდა 5-6 კლიპზე რაც საკმარისზე მეტია. რადგან თან გვქონდა რამდენიმე ტიპის ტყვია არ დავიზარეთ და ყველა შესაძლო ტყვია გავისროლეთ, ვნახოთ ეს ყველაფერი ვიდეო რეპორტში: ჰო პატარა შეცდომა მოგვივიდა, დაგვეზარა ქრონის ბოლომდე აწყობა და შედეგად ქრონმა ჩვენ დაგვიკიდა ![]() ჰოო ჩვენი აირგანერის ბოლო სიტყვები სახარბიელო არაა ![]() ბოლოს განვიხილოთ კონდახი. , მაგრამ ის კონდახი ისეთი ლამაზი არაა როგორიც ამ კონკრეტულ მოდელს აქვს. საქმე იმაშაი რომ ეს არის სპეციალურად ამ მოდელის იარაღისთვის ჩამოსხმული კონდახი, რეგულირებადი ლოყით. კონდახი ჩამოსხმულია რუსეთში, მაგრამ ჩამოსხმის ხარისხი შესაშური არ არის. მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად კარგად გამოიყურება (ვერანაირად ვერ მოედავები), ვინტის მოსაჭერ ადგილში ემჩნევა რომ ზემოდან კონდახი უბრალოდ გადაღებილია, შიგნით კი რაღაც საბჭოთა რადიო პლატების დამზადებისთვის რომ გამოიყენებოდა ისეთი მასალა ჩანს. ![]() ![]() დასკვნები იარაღი თავისებურობით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენმა აირგან რეპორტერმა თავისი დიაგნოზი დასვა, ვიტყოდი რომ იარაღი საოცრად ლამაზია. იმ დღეს კიდევ რამდენიმე მეგობართან გვქონდა შეხვედრა, მათშორის ისეთებთანაც ვისაც პნევმატიკა დღემდე \\\\\\\"კისტის\\\\\\\" თოფად მიაჩნიათ, მაგრამ ამ ვირთხმინატორის დანახვის და ხელში დაჭერის შემდეგ სადღაც 2-3 წუთში სერიოზულად ეცვლებოდათ წარმოდგენა პნევმატიკაზე. ასე რომ იარაღი ახალბედებზე მომენტალურ ეფექტს ახდენს. ეფექტი ეფექტად, ზოგოერთს უჩნდებოდა პრაქტიკული კითხვები, რამდენ გასროლაზე ყოფნის რეზერვუარი, შეიძლება თუ არა შოვნა, რა ტყვიებს ისვრის და ასე შემდეგ. რაც შეეხება მიზანში მორტყმას, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა მიზანში მორტყმა, ეს საუბარია სადღაც 15-20 მეტრიან დისტანციაზე. ტყვია ხან ზევით ხან ქვევით მიდიოდა, მაგრამ როდესაც რეპორტაჟის ჩაწერა მოვრჩით და ხელში იარაღი დავიჭირე, დავიწყე 40-60 მეტრზე სროლა. იცით საინტერესო რა იყო? ამ დისტანციაზე მაქსიმუმ 3-4 სანტიმეტრის რგოლში ჯდებოდა ტყვიები. აქედან დასკვნა, იარაღს დაბალი ტყვიის სიჩქარის გამო აქვს ძალიან მოხრილი ტყვიის ტრაექტორია (ეგრეთწოდებული ნაღმტყორცნის ”ნავესნოი” ტრაექტორია), რის გამოც 15-25 მეტრი ხვდება მკვდარ ზონაში, სასროლი ზონა კი გამოდის ორი 10 მეტრთან და 30 -50 მეტრთან ამას მოგვიანებით სქემატურად გამოვსახავ და უფრო იოლი აღსაქმელი იქნება. არის მინუსებიც. მაგალითად ფასი, ფასი ძალიან მაღალია ამ ტიპის იარაღისთვის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ აქ არ კეთდება არცერთი დეტალი, საზღვარგარეთ დაკვეთა და ტრანსპორტირება კი იაფი არ ჯდება. საეჭვოა გამოყენების სფერო. თავდაპირველად შექმნილია იარაღი ყვავებზე სანადიროდ, მაგრამ ჩვენთან ყვავები ისედაც იშვიათობაა, პლიუს საკმაოდ მფრთხალი ცხოველია, მაგალითად იმავე დღეს ლისზე ასვლისას დავაფიქსირეთ 5-6 ყვავი, მაგრამ სანამ ჯორჯიკა 50 მეტრზე მიუახლოვდა, ყვავებმა რაღაც არასასიამოვნო იგრძნეს და.... მოკლედ მოვრჩეთ დღევანდელ მიმოხილვას. მაგრამ რაღაც უნდა ვთქვათ ღირს თუ არ ღირს ამდენ წვალებად ეს იარაღი? როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და არა ბილ გეიცის შივილი, შემიძლია ვთქვა რომ არ ღირს, მთელი შიგნეულობა იძახის ძვირია, ძვირია, მაგრამ როგორც სუფთა აირგანერი, ალბათ მაინც ვიტყვი ღირს. კაი რაღაცაა ეს მამაძაღლი. თან თუ ხარჯებს დროში გაჭიმავ და დიდ დარტყმად არ მოგხვდება ხომ საერთოდ გადასარევი იქნება. მოკლედ მიუხედავად ჩემი აზრებისა დასკვნები იმის შესახებ გჭირდებათ თუ არა ასეთი ფიშტო მაინც თქვენ უნდა გააკეთოთ, მე პირადად მშურს JAh-ის შემართებისა რომ 56$-იანი ფინტიკლუშკა ამ დონის PCP იარაღამდე აიყვანა. მე ჩემი დისკოსთვის დღემდე ლულის კოლოფი ვერ შევარჩიე ვის და სად გავაკეთებინო JAH-მა კი გარისკა და.... P.S. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა JAH-ს რომ მოგვცა საშაულება ხელში დაგვეჭირა ეს იარაღი, ვისიამოვნეთ ინფორმაციაც მივიღეთ გამოცდილებაც და რაც მთავარია ეს სტატიაც დაიწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად იქნებოდა და ვერავინ ვერაფერს ვერ გავიგებდით კიდევ დიდიხნის მანძილზე. P.S. p.s. ჰო მართლა რეპორტმა დაიგვიანა ვიდეოების გამო, სადღაც 1,5 გიგა იყო ასატვირთი, არ დავიწყე კომპრესიები და უაზრობები, მინდოდა რომ HD ხარისხითაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მგონი გამოვიდა ჩანაფიქრი, დანარჩენ კომენატრებს კი თქვენგან ველი. ______________________________________________________________________________ ბონუსი ვანმატებ ბონუსსსახით ვიდეო ფაილს სადაც ჩანს თუ რა ძალა აქვს დისკოს და ვირთხმინატორს. რათქმაუნდა აქ საქმე სიჩქარეშაია და არა იარაღის ფორმაში, დისკოც დავირთხაც ისვრიან CUM 10.5 გრანიანს, ოღონდ დისკოს აქვს სიჩქარე 265 მეტრი წამში, ხოლო ვირთხას 150 მეტრი წამში.შედეგებს ვიდეოზე თქვენთვითონ ნახავთ. ამჯერად მართლა დამთავრდა ყველა მასალა ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#81
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ikaaa შენი კიდევ გრძელ ლულიანი იყო, ესა კიდე მოკლე ლულიანია...
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#82
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 343 რეგისტრ.: 28-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 1,502 ![]() |
ციტატა(ja_ja @ 29th September 2013 - 11:45 PM) შენი კიდევ გრძელ ლულიანი იყო, ესა კიდე მოკლე ლულიანია... ოოო ეგ აღარ მახსოვდა ლულის სიგრძე 50 სმ-ია ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#83
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 8-July 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბათუმი წევრი №: 1,762 ქალაქი:Batumi ![]() |
ikaa მზიმე რომელი 14 გრანიანი? ja_ja ციტატა მგონია რომ ზღაპარია მხოლოდ ზამბარის შეცვლით 50 მეტრ წამის მიღება.... არა მხოლოდ ზამბარით და დგუშით მიახლოებით 100 fps(30 მეტრი წამში) ემატებაო ამბობს ყველა network54 ზე და რავიცი. სამწუხაროდ ვერც ნავთლუღში და ვერც ელიავაზე ვერ გავალ ბათუმელი ვარ, პრუჟინის შოვნა არ გამიჭირდება მარტო ეგ თუ უშველის დღეს ერთი სული მქონდა სკოლიდან როდის გამოვიდოდი ამანათები გამომეტანა ![]() მოკლედ ჩემი ვირთხმინატორი ასე გამოიყურება, დღეს კამექსიდან გამოვიტანე ოპტიკა utg bug buster 3-9x32ao , რკინის კოლოფი , კონდახი, ტყვიების ჩასაყრელი ( არ მჭირდებოდა მარა შიფინგიანადაც უფრო იაფი გამოდიოდა ასე და მეთქი ეგდოს ) ) სამიზნის გასწორების შემდეგ რომ გავისროლე , ძაან დიდი ნახტომი იყო ღია სამიზნესა და ამას შორის. ჯერ მხოლოდ 20 მეტრში შევამოწმე და ძაან ზუსტია,, სიძლიერესაც არ ვერჩი. სოფელში რომ წავალ სხვადასხვა მანძილებზე მოვსინჯავ და თუ 40-50 მეტრისკენაც ზუსტია მაშინ მოდიფიკაციები არ აცდება ამას მაგ მანძილზე ძალა აღარ ეყოფა ![]() ხო კიდე რინგებს არ დავკვირებივარ გამომიწერია მაღალი რინგები მაგრამ ზუსტად ისაა რაც ექიმმა გამოუწერა ( რუსულად უკეთესად ჟღერს ![]() ყველაზე დიდი + არის ის რომ არის კომპაქტური , ჩანთაში ჩავდებ კონდახმოხსნილს და წავიღებ სოფელში შაბათ კვირას ))
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#84
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Ex3 ციტატა(Ex3 @ 30th September 2013 - 05:44 PM) მოკლედ ჩემი ვირთხმინატორი ასე გამოიყურება, ნუ მიწყენ, მაგრამ ვირთხმინატორი ეგ არ არის, ვირთხმინატორი ამ თემის პირველ პოსტში განხილული აგრეგატია. შენი ვერსია კი ჯერჯერობით ჩვეულებრივი 1377-ია. ისე მოდი ამ თემაში ჩვეულებრივ 1377-ს ნუღა ავურევთ, იტყავი პირველი და გახსენი ცალკე ახალი თემა, სადაც საბაზისო 1377-ის განხილვა წავა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#85
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 8-July 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბათუმი წევრი №: 1,762 ქალაქი:Batumi ![]() |
ja_ja ოკ ) შაბათ კვირას დავტესტავ და დავდებ , ისე არ დავკვირებივარ cat ის თემა მეგონა ეს
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#86
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 798 რეგისტრ.: 6-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 2,057 ქალაქი:თბილისი ![]() |
სალამი ყველას,ალბათ იცით იარაღის გარეშე რომ ვარ (რა სისულელე გავაკეთე)ეხლა ზაფხულში აუცილებლად უნდა ვიყიდო 1377 გასართობად,ხო და მინდა გავუკეთო უპ,ანუ რა მინდა დავწერ, 1.კონდახი ჩვეულებრივი იარაღივით რომ ისროლო და არა ისე როგორ პისტოლეტი 2.ოპტიკა რომ დავამგრო რამე რელსი თუ უნდა მოკლედ ეგ 3.სტანდარტული მაგ.7 ჯოულიდან რომ გამოვიდეს 12 + და დარჩეს პუმპი 4.მოდერი აუცილებლად მიახლოებით რა დაჯდება ეს ყველაფერი,ნუ პირვერ ეტაპზე აუცილებელია მოდერი, ოპტიკა რომ დავაყენო და ძალა ცოტა მეტი სტანდარტულზე ნუ +5 ჯოული.რა მოდიფიკაციები დაჭირდება? ვინ გააკეთებ ამ ყველაფერს და მიახლოებით რა ფასი ექნება?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#87
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
1) გრიშასთან იკითხე ფასი სტანდარტული კონდახის თუ კგიშას არ აქვს და უპრობლემოდ ჩამოდის (ოღონდ Usa2Georgia არ დაანახო მაგ ტავარს, არ ჩამოგიტანენ და იქეთ მოგედავებიან) 2) ნუ მანდ გაქვს 3 გამოსავალი, ა) ან 1377-ის ოპტიკის დასამაგრებელი იყიდო და ლულაზე დაამაგრო (გრიშასთან იკითხე ან ), ბ) ან უნდა გამოუცვალო პლასტმასის კოლოფი და იყიდო ქარხნული რკინის გრძელი კოლოფი, რომელსაცვ აქვს ოპტიკის რელსი მოჭრილი და გამზადებული ( გზა ისევ გრიშასთან ან ) გ) და ბოლოს შეგიძლია მე ან ჟორას დაგვიკვეთო მაღალი კოლოფი კლიპზე გათვლით, რომელსაც აქვს მოჭრილი ოპტიკის სამაგრიც და კლიპის ჩადგმის შესაძლებლობაც, უბრალოდ მაგ შემთხვევაში ასევე ლულა იქნება პატარაზე შესაცვლელი - სადღაც 120-150 ლარია მაგი 3) შეიძლება ეგეთის გაკეთება, მაგრამ მოოითხოვს კლაპნის გადაკეთებას და ახალი დგუშის გაკეთებას ფასი ზუსტად არ ვიცი სადღაც 60-80 ლარის ფარგლბია, 4) ნუ მაგაზე პირდაპირ მოდერი არ დაჯდება, თორემ მარტო მოდერი სტანდარტულად 50 ლარია, მაგას უნდა თავის მოფხანა და გადაწყვეტის მიღება.... ანუ თუ წინა პლასტმასს მოხსნი და ლულას არ მოაბად რტუბაზე, მაშIნ გაქვს საშაულება პირდაპირ ჩამოაცვა მოდერი და იაფი გადაწყვეტილებაა, ხოლო თუ გინდა რომ ლულა და ტრუბაც ქარხნულივით ჩახუტებული იყოს და თან მოდერიც მაგრდებოდეს, მაშინ ცალკე გადამყვანია საჭირო (), ეგეც სადღაც 40-50 ლარი ფარგლებია დანარჩენი ფასების კალკულაცია შენთვითონ შეგიძლია ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#88
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი ![]() |
SVD ციტატა(ja_ja @ 19th May 2016 - 08:14 AM) ფასების კალკულაცია შენთვითონ შეგიძლია ერთი ძველი კარგი გამონათქვამია : ,, ძუნწი ადამიანი ყველაზე მეტს ხარჯავსო " ! ![]() ხოოდა ჩემი რჩევა იქნება გამზადებული შეიძინო ( არაა აუცილებელი ზუსტად ეგ მოდელი, თუმცა მაგ მოდელიდან მაგ მოდელის არაფერი აღარ დარჩება ![]() არჩევანი ძალიან ბევრია , თუნდაც გრიშასთან და არა მარტო გრიშასთან ... თუ მაინც და მაინც ნაკლებ ფასში ფიქრობ , მაშინ მაიმარკეტს მიაკითხე მეორადებში ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#89
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 206 რეგისტრ.: 26-January 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,885 ქალაქი:batumi ![]() |
ციტატა(SVD @ 19th May 2016 - 03:54 AM) სალამი ყველას,ალბათ იცით იარაღის გარეშე რომ ვარ (რა სისულელე გავაკეთე)ეხლა ზაფხულში აუცილებლად უნდა ვიყიდო 1377 გასართობად,ხო და მინდა გავუკეთო უპ,ანუ რა მინდა დავწერ, 1.კონდახი ჩვეულებრივი იარაღივით რომ ისროლო და არა ისე როგორ პისტოლეტი 2.ოპტიკა რომ დავამგრო რამე რელსი თუ უნდა მოკლედ ეგ 3.სტანდარტული მაგ.7 ჯოულიდან რომ გამოვიდეს 12 + და დარჩეს პუმპი 4.მოდერი აუცილებლად ამდენ რაღაცას თუ აპირებ ჩემი რჩევა იქნება პცპ-დ გადააკეთო პამპი ძაან ტეხავს. მქონდა და ვიცი რაც არის.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#90
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 798 რეგისტრ.: 6-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 2,057 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(bubusicha @ May 19 2016, 05:42 PM) ამდენ რაღაცას თუ აპირებ ჩემი რჩევა იქნება პცპ-დ გადააკეთო პამპი ძაან ტეხავს. მქონდა და ვიცი რაც არის. ამდენი რა სადღაც 300 ლარი უნდა დაჯდეს ეს უპ ი ჩემი აზრით და პცპ ვერ გამოვა ფიზიკურად ტორე კიმინდა სურათის ატვირთვას რომ ვიწყებ ინტერნეტი მეთიშება ამიტომ ლინკს დავდებ ასეთი მინდა რომ იყოს
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#91
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,315 რეგისტრ.: 4-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 321 ![]() |
SVD თვითონ ფიშტოც ხო საყიდელი გაქ, მეტი დაგიჯდება ეგეთი
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#92
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 798 რეგისტრ.: 6-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 2,057 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(koknar @ May 19 2016, 06:01 PM) SVD თვითონ ფიშტოც ხო საყიდელი გაქ, მეტი დაგიჯდება ეგეთი ფიშტოს გარდა ვიგულისხმე 300 ლარი,ოპტიკა რომ დავამგრო კონდახი მოდერი და ჯანზე რო იყოს რა,ტავი ბოლო 500 ლარი რომ დაჯდეს იარაღის ფასიანად
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#93
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 703 რეგისტრ.: 14-November 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,830 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(bubusicha @ 19th May 2016 - 05:42 PM) ამდენ რაღაცას თუ აპირებ ჩემი რჩევა იქნება პცპ-დ გადააკეთო პამპი ძაან ტეხავს. მქონდა და ვიცი რაც არის. რატო ტეხავს? და ამისთანა რა არის? უბრალოდ მაინტერესებს რატომ აითვალწუნე.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#94
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 798 რეგისტრ.: 6-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 2,057 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(Multi-Tool @ May 19 2016, 06:26 PM) რატო ტეხავს? და ამისთანა რა არის? უბრალოდ მაინტერესებს რატომ აითვალწუნე. მე პირადად მაგრად მომწონს ეგ იარაღი და რატომ დაგიწერ,არის მჩატე ძალიან თან არ თუ ისე სუსტი 30 მეტრზე გემრიელად ინადირებ და ისვრი ასე თუ ისე მიზანში.ყოველთვის მივანიჭებ უპირატესობას პატარა იარაღს,მაგალითად აი მარადას ფიშტო ან რამე ეგეთი რა,დიდი კაია მარა მოუხერხებელია მანქანიდან სწოლის დროს,მოკლედ მე მოკლე და მუშა მირჩევნია,1377 იმის გამო მინდა ვიყიდო რომ გავერთობი ხანდახან თან ცოტას წავინადირებ სოფელში სეზონზე,სულ არარის საჭირო 100 და 70 მეტრიდან სროლა,ჩავუჯდები საკაიფოდ და წავიდააა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#95
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 453 რეგისტრ.: 23-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,563 ქალაქი:თბილისი ![]() |
გამარჯობათ ყველას. მე მაქ 1377-ი და 30-თი კიარა 40-ც მეტრშიც მშვენივრად ვნადირობ. 1) კონდახი მე თვითონ გავაკეთე,გამოვთალე. 2) კოლოფი შევცვალე რკინის დამაყენე 3) ოპტიკა დავაყენე 4) მოდერი დავაყენე. მარტო დგუში ვერ გავაკეთე ჯერ მომავალში ვპიქრობ გაკეთებას. ანუ 40-ც მეტრში შაშვისხელა და მტრედისხელა ფრინველზე პრობლემა არ მქონია ეგრევე ხსნიდა ხიდან. ერთი კითხვა მაქ დგუში რო გავაკეთო როგორც საჭიროა.რას მივიღებ?ღიირს გადაკეთება. რა იფნება შედეგი?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#96
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(SVD @ 19th May 2016 - 06:18 PM) რომ დაჯდეს იარაღის ფასიანად ციტატა(SVD @ 19th May 2016 - 05:56 PM) სურათის ატვირთვას რომ ვიწყებ ინტერნეტი მეთიშება ამიტომ ლინკს დავდებ ასეთი მინდა რომ იყოს მასეთი თუ გინდა მანდ იდეაშI ვხედავ მხოლოდ შემდეგ ხარჯებს: 1) კონდახი - ნუ ფასი უკვე ზედა პოსტში მიდევს 2) რკინის დაგრძელებული კოლოფი, ეგეც ზედა პოსტშია 3) დაგრძელებული ლულაა გამოყენებული მაგის ფასი არ ვიცი სავარაუდოდ დისკოს ან მარადიორის ლულა უნდა ითრიო და ეგ გრიშას კითხე რა დაგიჯდება 5) მოდერი მასეთ შემთხვევაში 50 ლარი ჯდება 6) ხელის მოსაკიდებელია ცევიოს ადგილია სხვანაირი და ალბათ ეგეც გაკეთებულია, ფასი არ ვიცი, მაგრამ შეგიძლია ეგ არც შეცვალო, რას გაძლევს რომ ეგეთს? 7) შიგნით მაგას კლაპან დგუში შეცვლილი აქვს თუ არა არ ვიცი არ ჩანს mamukaaa ციტატა(mamukaaa @ 19th May 2016 - 07:38 PM) ერთი კითხვა მაქ დგუში რო გავაკეთო როგორც საჭიროა.რას მივიღებ?ღიირს გადაკეთება.რა იფნება შედეგი? ნუ რაღაც მიკრო რაოდენობა პარაზიტული მოცულობა დაიკარგება რაც გულისხმობს კლაპანში მეტი ჰაერის ჩაჭირხვნას და შედეგად სიჩქარის გაზრდასაც... აქაურებს მე რა ინფოც მაქვს, 2-ს აქვს ეგეთი რაღაც გაკეთებული და ორივე ამბობს რომ სიჩქარე მოიმატა, რამდენით ეგ არ ვიცი არ ჩავძIებივარ, ალბათ თვითონ დაწერენ, ჩემი უხეში გადასახედიდან ვივარაუდებდი რომ 10- მეტრ წამიდან 30 მეტრ წამამდე იქნება სხვაობა მეტობისკენ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#97
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 798 რეგისტრ.: 6-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 2,057 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(mamukaaa @ May 19 2016, 07:38 PM) გამარჯობათ ყველას. მე მაქ 1377-ი და 30-თი კიარა 40-ც მეტრშიც მშვენივრად ვნადირობ. 1) კონდახი მე თვითონ გავაკეთე,გამოვთალე. 2) კოლოფი შევცვალე რკინის დამაყენე 3) ოპტიკა დავაყენე 4) მოდერი დავაყენე. მარტო დგუში ვერ გავაკეთე ჯერ მომავალში ვპიქრობ გაკეთებას. ანუ 40-ც მეტრში შაშვისხელა და მტრედისხელა ფრინველზე პრობლემა არ მქონია ეგრევე ხსნიდა ხიდან. ერთი კითხვა მაქ დგუში რო გავაკეთო როგორც საჭიროა.რას მივიღებ?ღიირს გადაკეთება. რა იფნება შედეგი? და დაგიჯდა მეგობარო ეგ ყველაფერი,ძალა სტანდარტული აქვს? 40 მეტრი არარის პატარა მანძილი სანადიროდ და აქ კი მაგხელა ძალა ? რამდენი ჯოული აქვს კიმარა
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#98
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 206 რეგისტრ.: 26-January 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,885 ქალაქი:batumi ![]() |
ციტატა(gabrichidzegocha @ 19th May 2016 - 06:26 PM) რატო ტეხავს? და ამისთანა რა არის? უბრალოდ მაინტერესებს რატომ აითვალწუნე. მინუსები ის აქვს რომ დატენილ მდგომარეობაში დიდი ხანი არ უნდა დატოვო, ანუ რომ დააპირებ სროლას მაშინ უნდა დატენო. (როცა ინახავ მაშინ უნდა დააკაჩავო 1-ჯერ ან 2-ჯერ და ისე შეინახო.) არც ისე ადვილი დასატენია, 8 - 10 დაკაჩავება უნდა და კი აგიჩქარდება სუნთქვა და სროლაც არაკომფორტულია ეგრე. ერთი და იგივე სიჩქარით არ ისვრის +- 3-დან 10 მწ-მდე. სასხლეტი ძაან უხეში აქვს. ჩემმა ბოლოს ჰაერის გაპარვა დაიწყო (თუმცა ამის გაკეთება შეიძლება.) პლიუსებიც აქვს რის გამოც ვიყიდე: პატარაა, კომპაქტური და მსუბუქი. 6 ცალი ყვავი მყავს მოკლული 10.34 გრეინიანი ჯსბ-ით და კროსმან ჰოლოუ პოინტით 7.9 გრეინი. 15-20 მეტრში.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#99
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,104 რეგისტრ.: 5-February 15 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 2,043 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(gabrichidzegocha @ 19th May 2016 - 06:26 PM) რატო ტეხავს? და ამისთანა რა არის? უბრალოდ მაინტერესებს რატომ აითვალწუნე. დავამატებდი იმას , რომ როცა პცპ - ა მოგონილი მანდ მულტიპომპის და ზდპ-ს საქმე წასულია ... ![]() რომც მაჩუქონ საუკეთესო ზდპ იქნება თუ მულტიპომპი , სადაც პცპ მაქვს მაგეებს საერთოდ არ დავიჭერ ხელში . ნუ ჩემი აზრია მარტო ასეთი თუ სხვისიც მაგას ვერ გეტყვით , თუმც მაინტერესებს ვისაც პცპ აქვს თუ გაუჩნდება სურვილი ზდპ-თი ან მულტიპომპით ინადიროს ?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#100
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სულებზე მონადირე პოსტები: 1,338 რეგისტრ.: 22-September 14 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,990 ქალაქი:თბილისი ![]() |
userman ციტატა(userman @ 19th May 2016 - 10:02 PM) დავამატებდი იმას , რომ როცა პცპ - ა მოგონილი მანდ მულტიპომპის და ზდპ-ს საქმე წასულია ... მაგათი არსებობა დამთავრებულია. რომც მაჩუქონ საუკეთესო ზდპ იქნება თუ მულტიპომპი , სადაც პცპ მაქვს მაგეებს საერთოდ არ დავიჭერ ხელში . ნუ ჩემი აზრია მარტო ასეთი თუ სხვისიც მაგას ვერ გეტყვით , თუმც მაინტერესებს ვისაც პცპ აქვს თუ გაუჩნდება სურვილი ზდპ-თი ან მულტიპომპით ინადიროს ? რა თქმა უნდა PCP გაცილებით სრულყოფილი იარაღია ვიდრე ზდპ ან მულტი-პამპი. მაგრამ აქ მეორე მომენტია, ჯერ ერთი ფასი, ყველაზე იაფი PCP (მეტ-ნაკლებად ხარისხიანი) ფასით თითქმის უტოლდება ტოპ ზდპ-ებს, აღარაფერს ვამბობ მულტი -პამპებზე, აქ საერთოდ შედარებაც არ შეიძლება, ანუ PCP იაფი სიამოვნება არ არის და ყველას არა აქვს მისი შეძენის შესაძლებლობა, მეორეც ზდპ-ს ავტონომიურობა და დამატებითი აქსესუარების (ნასოსი, ბალონი, რაც კიდევ უფრო აძვირებს PCP-ს ) ) შეძენის აუცილებლობის არქონა. გარკვეული გამოცდილების და ვარჯიშის მერე მაღალი კლასის ზდპ-თიც არანაკლები შედეგების დადება შეიძლება. რავი, არის გარკვეული კატეგორიის პნევმატიკის მოყვარულები, ვისაც ზდპ ურჩევნია ყველა დანარჩენს. მაგ. არ ისახავს კაცი მიზნად 10 მმ-ინი ჯგუფები აკეთოს 50 მეტრზე, უბრალოდ სჭირდება გასართობად სოფელში ან სანადიროდ 50-60 მეტრამდე, რათ უნდა ეხლა მაგას PCP-ეები, ნასოსები და ბალონები? ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2025 - 06:25 AM |
Hosted by Pro-Service |