![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
გუშინ დავდე პატარა მიმოხილვა იმის შესახებ თუ შაბათს როგორ მოვახერხეთ მე ჯორჯიკამ და დავითმა გასვლა და გარკვეული ტესტირებების ჩატარება. შეგპირდით რომ კროსმანის 1377-ის სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებდით შესაბამისი აირგან რეპორტერის ვიდეოებით. ვაღიაროთ დრო დადგა დავწეროთ ამ ფიშტოს მიმოხილვა. თავიდანვე უნდა ვთქვათ ამ დატუნინგებული იარაღის მფლობელი არის JAH-ი ანუ ჩვენი ფორუმის ადმინისტრატორი, ფიშტო სადღაც ღირს 50$ - 60$, მაგრამ აურაცხელი ფულის დახარჯვის შედმეგ ვიღებთ ფანტასტიურ იარაღს, რომელიც თავისი ვიზუალური ფორმებით ნებისმიერ აირგანერს დორბლებს გადმოაყრევინებს. ![]() ცოტა წინ გაუსწრებ მიმოხილვას და აქვე დავძენ, სილამაზესთან ერთად საკმაოდ მოსახერხებელი რაღაცაა, მშვენივრად ზის ხელში, არ დარბის სამიზნე ხელში ჭერის დროსაც კი, ასე რომ სიამოვნება გარანტირებული გაქვთ, მთავარია ყველაფერი სწორედ გათვალოთ და ... თუმცა მოდი დავუბრუნდეთ სათავეებს და ყველაფერი ნელნელა განვიხილოთ. მოკლედ თითონ , სურათებით რომ არ გადავტვირთოთ აქაურობა ლინკს დავდებ სადაც მისი ფასიც და სხვა პარამეტრებიც არის ნახსენები. როგორც ზემოთ მოყვანილი ლინკიდან ირკვევა იარაღი შედარიბით იაფი ღირს, ზოგიერთ ჩვენს იარაღთან შედარებით კაპიკები გამოდის, მაგრამ იმისათვის რომ პირველ სურათში მოყვანილი ფიშტო მივიღოთ საჭიროა საკმაოდ სერიოზული ფინანსური გადასხმები. თავდაპირველად იარაღი არის მულტი კომპრესიული, ანუ იმისათვის რომ ერთი გასროლა გააკეთოთ საჭიროა რამდენჯერმე გადატენოთ ლულის ქვეშ მოქცეული ხელის მოსაკიდი. ნორმალური გასროლისთვის მინიმუმ 5-6 გადატენვაა საჭირო, ხოლო მართლაც კარგი გასროლისთვის სადღაც 15-20 გადატენვაა საჭირო. იდეაში პომპა არის პატარა ნასოსი რომელიც თითო გადატენვაზე პატარა რეზერვუარში ჰაერს ჭირხნავს, შემდეგ გასროლისას ერთიანად ანთავისუფლებს რეზერვუარს და.... ![]() ჯორჯიკა საბრძოლოდ ემზადება რა თქმა უნდა ეს მეთოდი საკმაოდ მოუხერხებელია, მაგრამ იარაღი იძლევა გადაკეთების აურაცხელ ვარიანტს. ასე მაგალითად შეიძლება დაუყენო რეზერვუარი, რითაც მულტიკოპრესიული უცებ გადადის PCP კლასში, კიდევ ფულის დახარჯვა და შეიძლება უკეთესი ლულის კოლოფის შეძენა რომელსაც კლიპის ჩადგმის საშუალება აქვს (ანუ მჭიდზე ვსაუბროდ, თუ ტანკში ზიხართ, რკინის ჩაფხუტი გახურავთ და ვერ მოხვდით რაზეა საუბარი... აბოიმა იცით რა არის?? ჰოდა მაგას ვამბობ მეც ზუსტად), ასევე საჭიროა მოდერი, რადგან მოკლელულიანი ძლიერი PCP, საშინელ ხმას გამოსცემს, და ყველაფერ ამას სჭირდება ნორმალური ბეჭზე მისაბრჯენი კონდახი. ყველაფერი ეს სიამოვნება კი მგონი 500-600$-ს უკაკუნებს. ზუსტ ციფრებს ალბათ JAH -ი გვეტყვის თუ საჭიროს ჩათვლის. კონკრეტულად ამ მოდელს გადაკეთებული აქვს ბევრი საინტერესო დეტალი, შედეგად ერთდამტენიანი პისტოლეტი გახდა 16 ტყვიანი მრავალ დამტენიანი პისტოლეტი. ბევრს სწორედ ეს შესაძლებლობა მოსვენებას არ აძლევს, მაგალითად მე და ჯორჯიკას. ჩვენი დისკოს გადაკეთება გვინდა ისე, რომ ჩვენც გვქონდეს შესაძლებლობა კლიპი გამოვიყენოთ, მაგრამ მხოლოდ JAH-ის მიერ დადებული სურათებით ვერაფერს ვიგებდით. ![]() ![]() საქმე იმაშია რომ ჩახმახის უკან დაწევისას ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება ლულაში და ჩახმახის ჩაკეტვისას ხდება ლულაში ტყვიის მოთავსება, შედეგად მარტივი მოძრაობის ხარჯზე რომელსაც ჩახმახი აკეთებს (გაწიე უკან და ისევ გაწიე წინ) შეგილძლია ახალი გასროლისთვის იყო მზად. უნდა ვაღიაროთ საკმაოდ მოსახერხებელია. მოდი ვნახოთ აირგან რეპორტერის მეშვეობით როგორ მუშაობს ჩახმახი რომ ჩავწვდეთ მუშაობის პირველ პრინციპს. ჰო მართლა აირგანერს ალბათ იცნობთ ასე რომ მოვემზადეთ და.... იცანით ქართველი პოლ კაპელო ხომ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() კლიპში ალბათ დააფიქსირეთ თოფის ხმაც, მოდერი თავის საქმეს აკეთებს, გახსოვთ ალბათ პირველი გასვლისას როგორ ღმუოდა ეს თოფი, ყველას გვეგონა ზედმეტ გჰაერს უშვებდა ლულაში, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მთელს სიგრძეზე ჩამოცმულმა მოდერმა, ეგრეთწოდებულმა შრაუდერმა, თავისი საქმე ხუთიანზე გააკეთა. სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, მიუხედავად სიჩუმისა ამ მოდერის მუშაობა ახლოს ვერ მიდის ჩემი დისკოს მოდერთან, რომელიც ბაზუკამ ჩამოიტანა. რაც არ უნდა საოცარი იყოს უფრო დიდი თოფის პატარა მოდერი უფრო კარგად მუშოაბს, ვიდრე პატარა თოფის დიდი მოდერი. ![]() ![]() ![]() კაი დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, გავიგეთ როგორც მუშაობს ჩახმახი, ცოტა ძნელი დასანახი იყო მაგრამ ალბათ შესძელით დაგეფიქსირებინათ თუ როგორ ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება დასატენად, მართლა მაგარი იდეაა, მაგრამ მისი მუშაობის პრინციპი მაინც გაუგებარია, გარეგნულად არც კლიპს და არც თოფს არ აღენიშნებათ რაიმე მექანიზმი რომელიც კლიპში არსებული ბარაბნის მოტრიალებას უზრუნველყოფდა. იმისათვის რომ გავიგოთ როგორ ხდება ტყვიის მიწოდება ჩახმახის მოძრაობისას ჯობია კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს აირგან რეპორტერს ვიდეოს მეშვეობით გვიჩვენოს რა როგორ მუშაობს როგორც ვიდეომასალიდან ირკვევა ტყვიის მიწოდების მექანიზმი ძალიან მარტივად და ამასობაში გენიალურად არის მოფიქრებული. თვითონ კლიპში არის პატარა ზამბარა, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიის მიწოდებას. პირველი ტყვია რომელიც ლულაში მისაწოდებლადაა გამზადებული, ცალი კედლით ეჯახება კლიპის კედელს და აჩერებს მის უკან მდგომ ტყვიებს რიგში. ჩახმახს თუ დააკვირდით აქვს ორი საფეხური, პირველი წვრილი და მეორე ცოტა სქელი სადღაც 4.5 მილიმეტრი. პირველი წვრილი ნაწილი აწვება ტყვიას და მიათრევს ლულაში, შემდეგ მას მიყვება ცოტა სქელი ნაწილი რომელიც კლიპში გადის დაიკავებს ტყვიის ადგილს, ამით იგი არ აძლევს საშუალებას დანარჩენ ტყვიებს ჩამოვიდნენ ძირს. ამასობაში თუ დააკვირდით ჩახმახს არ გააჩნის რეზინის რგოლი რომლითაც მოხდებოდა ლულიდან ჰაერის გამოპარვის თავის არიდება. ეს იმიტომ არის ასე რომ რეზინის სქელი რგოლი კლიპში ვერ გაივლიდა და გზაში გაეჭედებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ლულის ჰერმეტიზაცია ხომ უნდა ხდებოდეს? ჰოო ჰერმეტიზაციაც მშვენივრადაა მოფიქრებული თვითონ ლულაშია ჩაშენებული რეზინის რგოლი, რომელიც გარეთ არ გამოდის და ჩახმახის სქელი ნაწილი ლულაში შესვლისას ზუსტად ამ რგოლს ედება შედეგად ჰერმეტიზაცია მიიღება და გასროლისას ჰაერი უკან არ იპარება. როგორც იტყვიან ხოლმე ყველაფერი გენიალური მარტივია. ![]() ახლა განვიხილოთ თუ როგორ შედეგებს გვაძლევს აღნიშნული თოფი. ამდენი ფული ჩაყარა მფლობელმა და საინტერესოა რისი მიღება შეიძლება. მიუხედავად იმისა რომ გასვლისას თან გვქონდა დისკოს ნასოსი, თან არ გვქონდა 1377-ის რეზერვუარის დასატენი პორტი, შედეგად JAH-ის მიერ წინასწარ დატენილი რეზერვუარით მოგვიწია სარგებლობა. JAH-ის თქმით ეს რეზერვუარი უნდა გვყოფნოდა 5-6 კლიპზე რაც საკმარისზე მეტია. რადგან თან გვქონდა რამდენიმე ტიპის ტყვია არ დავიზარეთ და ყველა შესაძლო ტყვია გავისროლეთ, ვნახოთ ეს ყველაფერი ვიდეო რეპორტში: ჰო პატარა შეცდომა მოგვივიდა, დაგვეზარა ქრონის ბოლომდე აწყობა და შედეგად ქრონმა ჩვენ დაგვიკიდა ![]() ჰოო ჩვენი აირგანერის ბოლო სიტყვები სახარბიელო არაა ![]() ბოლოს განვიხილოთ კონდახი. , მაგრამ ის კონდახი ისეთი ლამაზი არაა როგორიც ამ კონკრეტულ მოდელს აქვს. საქმე იმაშაი რომ ეს არის სპეციალურად ამ მოდელის იარაღისთვის ჩამოსხმული კონდახი, რეგულირებადი ლოყით. კონდახი ჩამოსხმულია რუსეთში, მაგრამ ჩამოსხმის ხარისხი შესაშური არ არის. მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად კარგად გამოიყურება (ვერანაირად ვერ მოედავები), ვინტის მოსაჭერ ადგილში ემჩნევა რომ ზემოდან კონდახი უბრალოდ გადაღებილია, შიგნით კი რაღაც საბჭოთა რადიო პლატების დამზადებისთვის რომ გამოიყენებოდა ისეთი მასალა ჩანს. ![]() ![]() დასკვნები იარაღი თავისებურობით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენმა აირგან რეპორტერმა თავისი დიაგნოზი დასვა, ვიტყოდი რომ იარაღი საოცრად ლამაზია. იმ დღეს კიდევ რამდენიმე მეგობართან გვქონდა შეხვედრა, მათშორის ისეთებთანაც ვისაც პნევმატიკა დღემდე \\\\\\\"კისტის\\\\\\\" თოფად მიაჩნიათ, მაგრამ ამ ვირთხმინატორის დანახვის და ხელში დაჭერის შემდეგ სადღაც 2-3 წუთში სერიოზულად ეცვლებოდათ წარმოდგენა პნევმატიკაზე. ასე რომ იარაღი ახალბედებზე მომენტალურ ეფექტს ახდენს. ეფექტი ეფექტად, ზოგოერთს უჩნდებოდა პრაქტიკული კითხვები, რამდენ გასროლაზე ყოფნის რეზერვუარი, შეიძლება თუ არა შოვნა, რა ტყვიებს ისვრის და ასე შემდეგ. რაც შეეხება მიზანში მორტყმას, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა მიზანში მორტყმა, ეს საუბარია სადღაც 15-20 მეტრიან დისტანციაზე. ტყვია ხან ზევით ხან ქვევით მიდიოდა, მაგრამ როდესაც რეპორტაჟის ჩაწერა მოვრჩით და ხელში იარაღი დავიჭირე, დავიწყე 40-60 მეტრზე სროლა. იცით საინტერესო რა იყო? ამ დისტანციაზე მაქსიმუმ 3-4 სანტიმეტრის რგოლში ჯდებოდა ტყვიები. აქედან დასკვნა, იარაღს დაბალი ტყვიის სიჩქარის გამო აქვს ძალიან მოხრილი ტყვიის ტრაექტორია (ეგრეთწოდებული ნაღმტყორცნის ”ნავესნოი” ტრაექტორია), რის გამოც 15-25 მეტრი ხვდება მკვდარ ზონაში, სასროლი ზონა კი გამოდის ორი 10 მეტრთან და 30 -50 მეტრთან ამას მოგვიანებით სქემატურად გამოვსახავ და უფრო იოლი აღსაქმელი იქნება. არის მინუსებიც. მაგალითად ფასი, ფასი ძალიან მაღალია ამ ტიპის იარაღისთვის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ აქ არ კეთდება არცერთი დეტალი, საზღვარგარეთ დაკვეთა და ტრანსპორტირება კი იაფი არ ჯდება. საეჭვოა გამოყენების სფერო. თავდაპირველად შექმნილია იარაღი ყვავებზე სანადიროდ, მაგრამ ჩვენთან ყვავები ისედაც იშვიათობაა, პლიუს საკმაოდ მფრთხალი ცხოველია, მაგალითად იმავე დღეს ლისზე ასვლისას დავაფიქსირეთ 5-6 ყვავი, მაგრამ სანამ ჯორჯიკა 50 მეტრზე მიუახლოვდა, ყვავებმა რაღაც არასასიამოვნო იგრძნეს და.... მოკლედ მოვრჩეთ დღევანდელ მიმოხილვას. მაგრამ რაღაც უნდა ვთქვათ ღირს თუ არ ღირს ამდენ წვალებად ეს იარაღი? როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და არა ბილ გეიცის შივილი, შემიძლია ვთქვა რომ არ ღირს, მთელი შიგნეულობა იძახის ძვირია, ძვირია, მაგრამ როგორც სუფთა აირგანერი, ალბათ მაინც ვიტყვი ღირს. კაი რაღაცაა ეს მამაძაღლი. თან თუ ხარჯებს დროში გაჭიმავ და დიდ დარტყმად არ მოგხვდება ხომ საერთოდ გადასარევი იქნება. მოკლედ მიუხედავად ჩემი აზრებისა დასკვნები იმის შესახებ გჭირდებათ თუ არა ასეთი ფიშტო მაინც თქვენ უნდა გააკეთოთ, მე პირადად მშურს JAh-ის შემართებისა რომ 56$-იანი ფინტიკლუშკა ამ დონის PCP იარაღამდე აიყვანა. მე ჩემი დისკოსთვის დღემდე ლულის კოლოფი ვერ შევარჩიე ვის და სად გავაკეთებინო JAH-მა კი გარისკა და.... P.S. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა JAH-ს რომ მოგვცა საშაულება ხელში დაგვეჭირა ეს იარაღი, ვისიამოვნეთ ინფორმაციაც მივიღეთ გამოცდილებაც და რაც მთავარია ეს სტატიაც დაიწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად იქნებოდა და ვერავინ ვერაფერს ვერ გავიგებდით კიდევ დიდიხნის მანძილზე. P.S. p.s. ჰო მართლა რეპორტმა დაიგვიანა ვიდეოების გამო, სადღაც 1,5 გიგა იყო ასატვირთი, არ დავიწყე კომპრესიები და უაზრობები, მინდოდა რომ HD ხარისხითაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მგონი გამოვიდა ჩანაფიქრი, დანარჩენ კომენატრებს კი თქვენგან ველი. ______________________________________________________________________________ ბონუსი ვანმატებ ბონუსსსახით ვიდეო ფაილს სადაც ჩანს თუ რა ძალა აქვს დისკოს და ვირთხმინატორს. რათქმაუნდა აქ საქმე სიჩქარეშაია და არა იარაღის ფორმაში, დისკოც დავირთხაც ისვრიან CUM 10.5 გრანიანს, ოღონდ დისკოს აქვს სიჩქარე 265 მეტრი წამში, ხოლო ვირთხას 150 მეტრი წამში.შედეგებს ვიდეოზე თქვენთვითონ ნახავთ. ამჯერად მართლა დამთავრდა ყველა მასალა ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#61
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
giorgi-RW1k77X2 კაია, მაშIნ დაველოდები ერთი ორ გამოხმაურებას და მერე გავწმინდავ თემას ოფებისგან
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#62
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 510 რეგისტრ.: 7-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 471 ქალაქი:თბილისი ![]() |
ჩემთანაც გამოჩნდა გასწორდაააა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#63
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 488 რეგისტრ.: 21-March 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 1,229 ![]() |
რა ღირს ეს თოფი?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#64
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 993 რეგისტრ.: 5-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 323 ![]() |
Crosman 1377 200 თუ 220 ლარი დაუჯათ გადაკეთება ძალიან ბევრი და გაყიდა 500$ ja-ja არ ვიცოდი შენ თუ იყიდე
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#65
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
ციტატა(jjjjkki @ 20th May 2011 - 05:31 PM) ja-jaარ ვიცოდი შენ თუ იყიდე არც მე ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#66
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ჰმმმმ, მეც არ ვიცოდი ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#67
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 26-July 13 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,774 ქალაქი:თბილისი ![]() |
რომელ ზეთს იყენებთ მგონი ეს წავა
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#68
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
BlackBaron ციტატა(BlackBaron @ 27th August 2013 - 07:50 PM) რომელ ზეთს იყენებთ მგონი ეს წავა საკუთარ კითხვას პასუხს სცემ თუ ... რანცხა ვერაეფრი გავიგე ![]() თან კითხვა მაქვს რასთან მიმართებაში წავა? რომელ იარაღს გულისხმობ? 1377-ის მიმართებაში არ წავა, ეგ co2 პისტალეტებისთვისაა
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#69
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 26-July 13 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,774 ქალაქი:თბილისი ![]() |
ja_ja საკუთარ კითხვას კიარ ვცემ პასუხს ვკითხულობ 1377-ის თემაში რომელ ზეთს იყენებთ ამ იარაღზე. რადგან ამას არ იყენებთ აბა რომელს იყენებთ 1377ისთვის?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#70
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
დაძებნე Crosman Silicone Chamber Oil
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#71
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 26-July 13 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,774 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(ja_ja @ Aug 28 2013, 12:00 AM) დაძებნე Crosman Silicone Chamber Oil ეხლა ვიპოვე მოვლის ინსტრუქცია რაც მოყვა და ეს წერია: თუ გინდა პრობლემები დიდხანს არ შეექმნეს შენს იარაღს დაზეთ 250 გასროლაზეო 3 ადგილია მითითებული. ეს ზეთი წერია Crosman 0241 Pellgunoil®. რომელსაც ვიშოვი იმით შევზეთავ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#72
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 26-July 13 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,774 ქალაქი:თბილისი ![]() |
ამ ზამბარის შეცვლით რა შედეგიაქვს ხომარ იცით?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#73
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
BlackBaron ის ნავთლუღში გაიარო და შენით აარჩიო ეგეთი ზამბარები გირჩევნია 50 თეთრი ღირს ცალი
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#74
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 24-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 424 ![]() |
დგუშისა და ჰაერის დამაგროვებლის გადაკეთების შემდეგ შესაძლებელი ხდება დამაგროვებელში მეტი წნევის დაგროვება. ამ შემთხვევაში დამრტყმელი ვეღარ ხსნის საბრძოლო სარქველს საკმარისი დროით,ამიტომაც არის საჭირო უფრო ძლიერი ზამბარა,რათა დამრტყმელი უფრო მეტი ენერგიით დაეჯახოს სარქველს და გახსნას დამაგროვებლის დასაცლელად სამყოფი დროით.სხვანაირათ რომ ვთქვათ ერთი ძლიერი გასროლის მაგივრად გამოვა ორი სუსტი,თუ ზამბარა არ შეუცვალეთ უფრო ძლიერით.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#75
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
სადღაც ასეთი ბაასი უკვე მაქვს წაკითხული, შედეგი მიდის მერე თოვლის გორგალივით: 1) ირდება წნევა, ვეღარ იხსნება კლაპანი 2) იცვლება ზამბარა რომელიც ბოლომდე ხსნის კლაპანს 3) უფრო იზრდება წნევა 4) უფრო ძლიერი ზამბარა ყენდება 5) ..... 6).... 7) ბოლოს იმ დონეზე მივდივართ რომ გადატენვა ნი ტო შტო არაკომფორტული, ლამის შეუძლებელი ხდება ![]() რას ერთით ამ საცოდავ 1377-ს? :0 რა უნდა გახადოთ? ![]() თუ რაიმე გლობალური გადაკეთება გინდა ეგრევე PCP-ხაზის მიხედვით უნდა წახვიდე, თუ მულტიპამპი გინდა, მაშინ ჯობია რაც არის ის დატოვო და ტყუილა ზედმეტი ტანხები არ დახარჯო, 10 და მაქსიმუმ 20 მეტრ წამი მაინც არაფერ განსაკუთრებულ ვლილებას არ მოგცემს....
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#76
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 8-July 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბათუმი წევრი №: 1,762 ქალაქი:Batumi ![]() |
ციტატა 10 და მაქსიმუმ 20 მეტრ წამი რატომ 10 და მაქსიმუმ 20 50 მეტრ წამი მიცა ამას ცვლილება 10 პამპზე 7.9 გრანიანებს ისვრის მარა სიჩქარეებმა რომ არ დაგვაბნიოს ენერგია გამოვთვალოთ: 4.38 fpe გამოდის 7.9 გრანიანები stock 500 fps ზე და 7.87 fpe გამოდის 7.9 გრანიანები 670 fps ზე , ეს ორივე 10 პამპზეა თან ამას უპირატესობა იმით აქვს რომ მეტ ფამპზე განსხვავებაც არის გაცილებით მეტი stock თან შედარებით ანუ 15 პამპზე უკვე 9.60 fpe აქვს 740 fps ით და stock იარაღი ამხელა განსხავებას არ მოგცემს 10 და 15 პამპს შორის . რავიცი ჩემთვის ეს დიდი განსხვავებაა , პცპ რომ მქონდეს ამდენ ჩალიჩს არ დავუწყებდი რათქმაუნდა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#77
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 26-July 13 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,774 ქალაქი:თბილისი ![]() |
ასეთი გადაკეთება მართლა არ მქონდა ნანახი.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#78
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
ძალიან კუსტარული რამეა
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#79
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Ex3 ციტატა(Ex3 @ 29th September 2013 - 09:38 AM) რატომ 10 და მაქსიმუმ 20 ტერზაიუტ მენია სმუტნიე სომნენია ![]() კსტატი, სანამ მაგ ზამბარაში ფულს გადაიხდი მაგარი შემოთავაზება მაქვს თან უფასო ![]() ბოლოს კი ჯორჯიკამ მშვენიერი რამ გირჩია - გადი ელიავას ბაზრობაზე ან ნავთლუღშI და 50-50 თეთრად ნაირ ნაირ ზამბარებს ამოარჩევ, წაიყოლიე ის რაც ორიგინალს მოყვება და მთავარია სისქეში შეარჩიო, ხოლო ნუ ძალა რომ მეტი სჭირდებოდეს ეგეთს უპრობლემოდ აარჩევ.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#80
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 343 რეგისტრ.: 28-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 1,502 ![]() |
მე მაქვს ჩატარებული ჩემ მულტიპამპზე მთლიანი ტუნინგი, თუ რამე კეთდება ყველაფერი, იქ სიგრძეში რეგულირებადი ბრინჯაოს დგუშიო, იქ უკუმშვადი ჰაერის რაოდენობის შემცირებაო ე.წ.( მიორტვი ზონა ) იქ მიმწოდებლის სიგრძის შერჩევა თავისი ჰერმეტიზაციით, იქ ზამბარების შეცვლაო, ჰაერის დამგროვებელში უფრო სუსტი ზამბარა ჩავაყენე, ხოლო დამრტყმელის ზამბარა უფრო ძლიერი დგას, მარა შედეგი 185 მ-წმ jsb მძიმეებით 10 დამუხტვაზე, ხოლო 20 დამუხტვაზე 210 მ-წმ იგივე ტყვიებით. მორჩა ამისგან მეტს არ უნდა ელოდე.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 07:39 AM |
Hosted by Pro-Service |