გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Benjamin Discoveri-ს რეზინები, ანუ ჩინური სანთებელა და o-ring-ები
ja_ja
პოსტი Jul 17 2009, 05:13 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ბევრი ლეგენდა დადიოდა ჩინური სანთებლის რეზინებზე და მის უნივერსალურობაზე, კერძოდ Discoveri-სთან მიმართებაში.

სულ იყო საუბარი რომ დისკოს ჩახმახის რეზინის გასამყარებლად და საკეტის ჰერმეტიული დახურვისთვის საჭირო იყო ჩინური სანთებელის რეზინები, მაგრამ ზუსტად და როგორ რა ხდებოდა არ ვიცოდი. სანამ ექსპერიმენტების დავიწყებდი რამდენიმე სანთებელა დავიადე, პრაქტიკულად ყველა ჩინურია, მაგრამ გაამართლა ყველაზე იაფიანმა მოდელმა. თან პირველადი დაშლისას ვერ გავიგე რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო, სად რომელი რეზინა უნდა წამოცმულიყო, მოკლედ ექსპერიმენტებისა და ინტერში ძრომიალის შემდეგ მივაგენი ჩემის აზრით საჭირო კომბინაციას, ასე რომ ვცდილობ გაცნობოთ.

საქმისთვის დაგვჭირდება ჩინური 20 თეთრიანი სანთებელა, შეგიძლიათ არც კი შეიძინოთ, ნახეთ სადმე დაცლილი და გადაყრილი თუ არის, მაგ შემთხვევაშიც კი გამოგვადგება.



რა თქმა უნდა უნდა დავშალოთ, დამტვრევა საჭირო არ არის, მიუხედავად იმისა რომ თავიდან რეზენების მოპოვება შეიძლება რთულ საქმედ მოგეჩვემოთ.



ჩვენ გვჭირდება კლაპანი რომლიდანაც გაზი გამოდის და რომელზეც ცეცხლი ეკიდება კვესაბედის გამოკვრისას.



შეგვიძლია ეს კლაპანი მარტივად ამოვხრახნოთ, თითებიც კი გამოდგება, მაგრამ თუ ინსტრუმენტები არ გაქვთ ჯობია, ალის მოსამატებელ დასაწევი გამოიყენოთ, გინდა ჩამოცმულ ვარიანტში, გინდა მოხსენით და კბილანებიანი მხარი გამოიყენეთ კლაპნის კბილანებში ჩასასმელად და მოსაშვებად.



მოკლედ კლაპანი მარტივად ამოდის სანთებლიდან. ამოსვლის შედმეგ, ვხედავთ პირველივე რეზინის რგოლს, მაგრამ ჩვენ მეორეც გვჭირდება. ამისათვის კლაპანი ლითონის წვერით მოატრიალეთ მაგიდისკენ და ძალით დააწექით, კლაპანი შემადგენელ ნაწილებად დაიშლება.





მორჩა ხელთ გვაქვს ორივე რეზინის რგოლი biggrin.gif ახლა სად რომელი უნდა გავუკეთოთ დისკოს.

დისკოდან უნდა ამოვიღოთ ჩახმახი და წვრილი რეზინის რგოლი უნდა წამოვაცვათ ჩახმახზე.



პატარა მიწოლა და წეზინის რგოლი ძირითადი რგოლის წინიდან ჩაჯდება. მართალია ასეთი მეთოდიც მისაღებია, მაგრამ მე არ მომეწონა ის ვარიანტი რომ სანთებლის რეზინის რგოლი რაღაც ამოწეულ ამოჩანჩურებულად ჩანდა. იდეაში ასეც წავა ამოვარდნით არ ამოვარდება, ჩაკეტვისას საკმაოდ კარგად კეტავს ლულას, იგრძნობა ჩაკეტვის ძალა და ჩახმახის უკან გამოწევისას გრძნობ რომ ჰერმეტიულად ჩაკეტილი ლულია.



შეიძლებოდა ასე დატოვებაც, მაგრამ არც თუ ისე დიდი ფიქრის მერე მოვაძრე ჩახმახს ორივე რგოლი, ჯერ ჩამოვაცვი სანთებელას რეზინის რგოლი და შემდეგ ძირითადი რეზინის რგოლი. ანუ სანთებელას რგოლი უკნიდან მოვაქციე. შედეგად ჩახმახის ჩაკეტვა საკმაოდ სასიამოვნო გახდა, იგრძნობა რომ კეტავ და თავისუფლად აღარ მოძრაობს ჩახმახი, ხოლო უკან გამოწევისას გრძნობ რეზინა ლულიდან როგორ გამოდის. მოკლედ მე ეს ვარიანტი ვამჯობინე, თუმცა შეიძლება ამან ძირითადი რეზინის აქტიური ცვეთა გამოიწვიოს.

მოკლედ ახლა დაგვრჩა დიდი რეზინის რგოლი, ამასაც მოეძებნა ადგილი დისკოში, ამისათვის ვიღებთ რეზერვუარიდან ლულაში ჰაერის მიმწოდებელ მილს (მითითებულ ბმულზე ნახეთ დეტალი ნომრად 23, სახელად SLEEVE).



პატარა მხარით ეს მილი ზის რეზერვუარში, სადაც მას აქვს თავისი რეზინა, ხოლო ზედა გრძელი ნაწილი ერჭობა ლულაში (რკინა რკინაში), ყველანაირი რეზინის და გამჭედის გარეშე, იდეაში მხოლოდ დაწოლის ეფექტის მეშვეობით ხდება ვითომ და ჰერმეტიზაცია, მართალია ბოლო დაშლისას ისე ავაწყვე რომ ჰაერი აღარ იპარებოდა (ქარხნულად ჩამოსული დისკო ამ მილაკის ადგილში ჰაერს აპარებდა, ეს ემჩნეოდა ზეთის ბლომად გამოყიფის გამო, ანუ სადაც ეგრეთწოდებული კოლოფი და რეზერვუარი ამ მილაკის მეშვეობით ერთნმანეთთან უერთდებიან, გასროლის დროს, ამ ადგილიდან ზეთი გამოდიოდა, ესეიგი ჰაერი აწვებოდა და იპარებოდა), მოკლედ თავიდან აქ ვფიქრობდი რაიმე რეზინის დაყენებას, ვცადე სამედიცინო რეზინის ხელთათმანებიდან რგოლის გამოჭრა, მაგრამ ძალიან თხელი გამოდგა, რამდენიმე რგოლის ერთმანეთზე ჩამოცმამ კუილის ეფექტი გამოიწვია, ანუ ჰაერი თუ იპარებოდა რეზინის ფირფიტებს შორის რაღაც პრუწუნის ხმა ისმოდა. მოკლედ ყველაზე უნივერსალური გამოდგა სანთებლის დიდი რეზინის რგოლის ჩამოცმა.



უნდა გამოგიტყდეთ საკმაოდ რთული საქმეა, რა არ ვაკეთე, წვრილი ატვიორკით ჩამოცმა, სტანოკში ჩამაგრება, ფრჩხილებით ჩალიჩი, ორი წვრილი ატვიორკით ჩალიჩი, არაფერი არ გამოდიორა, არ გაიჭიმა ეს რეზინა იმდენად რომ ამ მილაკს ჩამოცმოდა, მაგრამ რათ გინდა კაცს თავი თუ არ მოიფხანე და რაიმე ჭკვიანური არ მოიგონე biggrin.gif

მოკლედ ავიღე ოპტიკის რინგემის მოსაჭერი ექვსკუთხა გასაღები, რეზინის რგოლი წამოვაცვი მასზე (საკმაოდ იოლად), შემდეგ ეს ექვსკუთხა ჩავდე ამ მილაკში (თითქმის იდეალურად ჯდება), და წვრილი საათის ატვიორკით ნელნელა გადავაცურე მილაკზე რეზინის რგოლი. ესეც ასეეე biggrin.gif.

გემრიელათ ზეთით გავწმინდე დისკოს გარე ნაწილები (ასევთქვათ დამცავი შრე გავუკეთე რომ ჟანგი არ მოიკიდოს), გემრიელად გავამშრალე, შემდეგ ჩავდგი ჩახმახი, და ახლად მოვფიქრებული მილაკი, კარგად დავუჭირე ყველა ვინტს და ქრონშიც გავისროლე smile.gif

აქამდე თუ პლატო იწყებოდა 258 მეტრიდან, ახლა დაიწყო 264.8-დან. მემგონი რაცხა კაი გამოვიდა biggrin.gif დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ რამდენად გიღირთ და რამდენად არა.

P.S. ხვალე გასვლისას ერთ სანთებელას წამოვათრევ და ადგილზე გაჩვენებთ რა და როგორ გავაკეთე.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2025 - 01:32 AM
Hosted by Pro-Service