დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Benjamin Discoveri-ს რეზინები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
ja_ja
ბევრი ლეგენდა დადიოდა ჩინური სანთებლის რეზინებზე და მის უნივერსალურობაზე, კერძოდ Discoveri-სთან მიმართებაში.

სულ იყო საუბარი რომ დისკოს ჩახმახის რეზინის გასამყარებლად და საკეტის ჰერმეტიული დახურვისთვის საჭირო იყო ჩინური სანთებელის რეზინები, მაგრამ ზუსტად და როგორ რა ხდებოდა არ ვიცოდი. სანამ ექსპერიმენტების დავიწყებდი რამდენიმე სანთებელა დავიადე, პრაქტიკულად ყველა ჩინურია, მაგრამ გაამართლა ყველაზე იაფიანმა მოდელმა. თან პირველადი დაშლისას ვერ გავიგე რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო, სად რომელი რეზინა უნდა წამოცმულიყო, მოკლედ ექსპერიმენტებისა და ინტერში ძრომიალის შემდეგ მივაგენი ჩემის აზრით საჭირო კომბინაციას, ასე რომ ვცდილობ გაცნობოთ.

საქმისთვის დაგვჭირდება ჩინური 20 თეთრიანი სანთებელა, შეგიძლიათ არც კი შეიძინოთ, ნახეთ სადმე დაცლილი და გადაყრილი თუ არის, მაგ შემთხვევაშიც კი გამოგვადგება.



რა თქმა უნდა უნდა დავშალოთ, დამტვრევა საჭირო არ არის, მიუხედავად იმისა რომ თავიდან რეზენების მოპოვება შეიძლება რთულ საქმედ მოგეჩვემოთ.



ჩვენ გვჭირდება კლაპანი რომლიდანაც გაზი გამოდის და რომელზეც ცეცხლი ეკიდება კვესაბედის გამოკვრისას.



შეგვიძლია ეს კლაპანი მარტივად ამოვხრახნოთ, თითებიც კი გამოდგება, მაგრამ თუ ინსტრუმენტები არ გაქვთ ჯობია, ალის მოსამატებელ დასაწევი გამოიყენოთ, გინდა ჩამოცმულ ვარიანტში, გინდა მოხსენით და კბილანებიანი მხარი გამოიყენეთ კლაპნის კბილანებში ჩასასმელად და მოსაშვებად.



მოკლედ კლაპანი მარტივად ამოდის სანთებლიდან. ამოსვლის შედმეგ, ვხედავთ პირველივე რეზინის რგოლს, მაგრამ ჩვენ მეორეც გვჭირდება. ამისათვის კლაპანი ლითონის წვერით მოატრიალეთ მაგიდისკენ და ძალით დააწექით, კლაპანი შემადგენელ ნაწილებად დაიშლება.





მორჩა ხელთ გვაქვს ორივე რეზინის რგოლი biggrin.gif ახლა სად რომელი უნდა გავუკეთოთ დისკოს.

დისკოდან უნდა ამოვიღოთ ჩახმახი და წვრილი რეზინის რგოლი უნდა წამოვაცვათ ჩახმახზე.



პატარა მიწოლა და წეზინის რგოლი ძირითადი რგოლის წინიდან ჩაჯდება. მართალია ასეთი მეთოდიც მისაღებია, მაგრამ მე არ მომეწონა ის ვარიანტი რომ სანთებლის რეზინის რგოლი რაღაც ამოწეულ ამოჩანჩურებულად ჩანდა. იდეაში ასეც წავა ამოვარდნით არ ამოვარდება, ჩაკეტვისას საკმაოდ კარგად კეტავს ლულას, იგრძნობა ჩაკეტვის ძალა და ჩახმახის უკან გამოწევისას გრძნობ რომ ჰერმეტიულად ჩაკეტილი ლულია.



შეიძლებოდა ასე დატოვებაც, მაგრამ არც თუ ისე დიდი ფიქრის მერე მოვაძრე ჩახმახს ორივე რგოლი, ჯერ ჩამოვაცვი სანთებელას რეზინის რგოლი და შემდეგ ძირითადი რეზინის რგოლი. ანუ სანთებელას რგოლი უკნიდან მოვაქციე. შედეგად ჩახმახის ჩაკეტვა საკმაოდ სასიამოვნო გახდა, იგრძნობა რომ კეტავ და თავისუფლად აღარ მოძრაობს ჩახმახი, ხოლო უკან გამოწევისას გრძნობ რეზინა ლულიდან როგორ გამოდის. მოკლედ მე ეს ვარიანტი ვამჯობინე, თუმცა შეიძლება ამან ძირითადი რეზინის აქტიური ცვეთა გამოიწვიოს.

მოკლედ ახლა დაგვრჩა დიდი რეზინის რგოლი, ამასაც მოეძებნა ადგილი დისკოში, ამისათვის ვიღებთ რეზერვუარიდან ლულაში ჰაერის მიმწოდებელ მილს (მითითებულ ბმულზე ნახეთ დეტალი ნომრად 23, სახელად SLEEVE).



პატარა მხარით ეს მილი ზის რეზერვუარში, სადაც მას აქვს თავისი რეზინა, ხოლო ზედა გრძელი ნაწილი ერჭობა ლულაში (რკინა რკინაში), ყველანაირი რეზინის და გამჭედის გარეშე, იდეაში მხოლოდ დაწოლის ეფექტის მეშვეობით ხდება ვითომ და ჰერმეტიზაცია, მართალია ბოლო დაშლისას ისე ავაწყვე რომ ჰაერი აღარ იპარებოდა (ქარხნულად ჩამოსული დისკო ამ მილაკის ადგილში ჰაერს აპარებდა, ეს ემჩნეოდა ზეთის ბლომად გამოყიფის გამო, ანუ სადაც ეგრეთწოდებული კოლოფი და რეზერვუარი ამ მილაკის მეშვეობით ერთნმანეთთან უერთდებიან, გასროლის დროს, ამ ადგილიდან ზეთი გამოდიოდა, ესეიგი ჰაერი აწვებოდა და იპარებოდა), მოკლედ თავიდან აქ ვფიქრობდი რაიმე რეზინის დაყენებას, ვცადე სამედიცინო რეზინის ხელთათმანებიდან რგოლის გამოჭრა, მაგრამ ძალიან თხელი გამოდგა, რამდენიმე რგოლის ერთმანეთზე ჩამოცმამ კუილის ეფექტი გამოიწვია, ანუ ჰაერი თუ იპარებოდა რეზინის ფირფიტებს შორის რაღაც პრუწუნის ხმა ისმოდა. მოკლედ ყველაზე უნივერსალური გამოდგა სანთებლის დიდი რეზინის რგოლის ჩამოცმა.



უნდა გამოგიტყდეთ საკმაოდ რთული საქმეა, რა არ ვაკეთე, წვრილი ატვიორკით ჩამოცმა, სტანოკში ჩამაგრება, ფრჩხილებით ჩალიჩი, ორი წვრილი ატვიორკით ჩალიჩი, არაფერი არ გამოდიორა, არ გაიჭიმა ეს რეზინა იმდენად რომ ამ მილაკს ჩამოცმოდა, მაგრამ რათ გინდა კაცს თავი თუ არ მოიფხანე და რაიმე ჭკვიანური არ მოიგონე biggrin.gif

მოკლედ ავიღე ოპტიკის რინგემის მოსაჭერი ექვსკუთხა გასაღები, რეზინის რგოლი წამოვაცვი მასზე (საკმაოდ იოლად), შემდეგ ეს ექვსკუთხა ჩავდე ამ მილაკში (თითქმის იდეალურად ჯდება), და წვრილი საათის ატვიორკით ნელნელა გადავაცურე მილაკზე რეზინის რგოლი. ესეც ასეეე biggrin.gif.

გემრიელათ ზეთით გავწმინდე დისკოს გარე ნაწილები (ასევთქვათ დამცავი შრე გავუკეთე რომ ჟანგი არ მოიკიდოს), გემრიელად გავამშრალე, შემდეგ ჩავდგი ჩახმახი, და ახლად მოვფიქრებული მილაკი, კარგად დავუჭირე ყველა ვინტს და ქრონშიც გავისროლე smile.gif

აქამდე თუ პლატო იწყებოდა 258 მეტრიდან, ახლა დაიწყო 264.8-დან. მემგონი რაცხა კაი გამოვიდა biggrin.gif დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ რამდენად გიღირთ და რამდენად არა.

P.S. ხვალე გასვლისას ერთ სანთებელას წამოვათრევ და ადგილზე გაჩვენებთ რა და როგორ გავაკეთე.
Power_VANO
ოოო, საინტერესოა smile.gif

გილოცავ ჯა_ჯ, ორი რეზინით 7 მეტრ/წამის მატება ცუდი არაა ნამდვილად, მშვენიერი ტუნინგი გამოგსვლია smile.gif
Davitus
ja_ja
საინტერესო რეპორტუს... მალადეც

...დაიწყო კი, მაგრამ, ხანგრძლივობა როგორი ექნება ისაა საკიტხავი, ხომ შეიძლება 264.8 შემთხვევით აჩვენოს, ხვალ ჩემს დისკოზე ჩავატაროთ ექსპერიმენტი თუ გინდა biggrin.gif
parna
აბა 7 მწ ოცთეთრაააააააააად
ja_ja
Davitus
ციტატა(Davitus @ 17th July 2009 - 07:55 PM) *
...დაიწყო კი, მაგრამ, ხანგრძლივობა როგორი ექნება ისაა საკიტხავი, ხომ შეიძლება 264.8 შემთხვევით აჩვენოს, ხვალ ჩემს დისკოზე ჩავატაროთ ექსპერიმენტი თუ გინდა

ხვალე გასვლისას გავქრონავ და ყველა ერთად ვნახავთ რა შედეგი იქნება, ერთეული გასროლის შემთხვევითი მონაცემი იყო თუ სტაბილური, პლიუს როგორ გააგრძელებს სროლას, კაროჩე ბალკონზე სროლას აზრი არ ჰქონდა ამიტომაც გავჩერდი და მეთვითონ ხვალინდელ გასვლას ველოდები.

რას შეეხება გასვლისას ჩალიჩს, კიბატონო მე მზად ვარ smile.gifparna
ციტატა(parna @ 17th July 2009 - 07:57 PM) *
აბა 7 მწ ოცთეთრაააააააააად

ფასს ნუ მიგდებ !!! 25 თეთრი ღირს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
parna
ციტატა(ja_ja @ Jul 17 2009, 04:15 PM) *
Davitus

ხვალე გასვლისას გავქრონავ და ყველა ერთად ვნახავთ რა შედეგი იქნება, ერთეული გასროლის შემთხვევითი მონაცემი იყო თუ სტაბილური, პლიუს როგორ გააგრძელებს სროლას, კაროჩე ბალკონზე სროლას აზრი არ ჰქონდა ამიტომაც გავჩერდი და მეთვითონ ხვალინდელ გასვლას ველოდები.

რას შეეხება გასვლისას ჩალიჩს, კიბატონო მე მზად ვარ smile.gifparna

ფასს ნუ მიგდებ !!! 25 თეთრი ღირს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

smile.gif მაინც ძაან მაგარი შედეგია გინდა 3 ლარი ღირდეს
geojorjika
ja_ja
ვა ძალიან მაგარია მაიცა ეხლა ვნახო ეგეთი სანთებელა და დავშალო smile.gif , კარგი რეპორტია როგორც ყოველთვის ხუთიანი პროსტინის წერაში biggrin.gif , დიდი მადლობა ბევრს გამოადგება ეს , გაიხარე smile.gif
parna
ციტატა(geojorjika @ Jul 17 2009, 06:02 PM) *
ja_ja
როგორც ყოველთვის ხუთიანი პროსტინის წერაში biggrin.gif , დიდი მადლობა ბევრს გამოადგება ეს , გაიხარე smile.gif



19.gif :lol:
Davitus
დღეს ჩემს დისკოს დავუტიუნინგე რეზინის რინგები, ჯა_ჯას მიერ ნახსენები რეპორტის მიხედვით.
პროცესის დროს, მოდიფიცირება გავუკეთე და უფრო სასიამოვნო გავხადე, დიდი რეზინის რგოლის წამოცმის პროცესი sleeve-ზე

ჯა_ჯას ნებართვით, დავდებ: რეზინის წამოცმის ტუტორიალს (რაც გაიფიქრე... ანუ პრეზერვატივისას არა!!! ) biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


მოკლედ:

ვიღებთ ფართოდ გავრცელებულ, ამ ტიპის პასტის გულს:



ვაძრობთ პლასტმასის ლურჯ ხუფს:



ვაცმევთ რეზინის რგოლს, გულის წვრილი ბოლოდან



აგვყავს ბოლომდე



მილის ბოლოს ვამაგრებთ "სლივს" (საკმაოდ ზუსტად ჯდება, იდეალურად)



თითების მარტივი მოძრაობით მიგვყავს რგოლი ბოლომდე



ასევე მარტივი მოძრაობით ვაცალკევებთ მილაკს "სლივისგან" შედეგად, რგოლი რჩება "სლივზე"



ასე ვიზოგავთ ჩვენს ფაქიზ ნერვებს და დროს, ამ ძნელი პროცედურის განხორციელებისას wink.gif
ja_ja
Davitus
ვააა, საკაიფო გამოსავალია biggrin.gif
geojorjika
Davitus
მშვენიერი ნახოდკაა საღოლ smile.gif
bazuka
ja_ja
ვაა ეგ რაკაი რეზინი გიპოვნია.
მე პაკლი დეავახვიე საუკუნის წინ, ჯერ ცოტა მომივიდა და გვერდებიდან გამომიყარა, მერე მოშნად დავახვიე და ჯერჯერობით ადგილზეა. შემდეგ დაშლაზე ალბათ მეც იგივე რეზინით შევცვლი,
აი ჩახმახზე კი გავუკეთე და უკანვე მოვაძრე, ქარხნული რეზინი ყვებოდა რკონებსშორის და შემეშინდა მალევე არ დააზიანოს ამ მოაკვნიტოსმეთქი.
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 21st July 2009 - 07:36 PM) *
აი ჩახმახზე კი გავუკეთე და უკანვე მოვაძრე, ქარხნული რეზინი ყვებოდა რკონებსშორის და შემეშინდა მალევე არ დააზიანოს ამ მოაკვნიტოსმეთქი.

კი ჩემთანაც საკმაოდ პლოტნად ჯდება ლულაში, მარა არანაირ რკინებში არ ყვება, პროსტა ალბათ მოცვიტავს გარკვეულ დომენდე და გაჩერდება. რავი იმედი მაქვს თუარადა ახლა ამაზონზე მთელს ო-რინგების კომპლექტს ვუკვეთავ იმ იმედად რომ ეგეთი ო-რინგიც იქნება შიგნით biggrin.gif

P.S. ისე რა უჯიშო ხალხია, დაწერონ რა მილიმეტრებში რამდენია, დავიჯერო დუიმებში აი ეს ესმით რამდენია? 1/8x1/4, 3/16x5/16, 1/4x3/8, 5/16x7/16, 3/8x1/2, 1/2x5/8; 13 each (3/32 section) 3/8x9/16, 7/16x5/8, 1/2x11/16, 9/16x3/4, 5/8x13/16, 11/16x7/8, 3/4x15/16, 13/16x1, 7/8x1-1/16; 10 each (1/8 section) 3/4x1, 13/16x1-1/16, 7/8x1-1/8, 15/16x1-3/16, 1x1-1/4, 1-1/16x1-5/16, 1 1/8x1-3/8, 1-3/16x1-7/16, 1-1/4x1-1/2, 1-5/16x1-9/16, 1-3/8x1-5/8, 1-7/16x1-11/16, 1-1/2x1-3/4, 1-5/8x1-7/8, 1-3/4x2, 1-7/8x2-1/8, 2x2-1/4.

ტვინი გაგეკვანძება სანამ გაიგებ 3/8x9/16 რა ზომაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ესეიგი სამი მერვედი დუიმი - ცხრა მეთექვსმეტედ დუიმზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ამაზე ხომ მემგონი უმაღლეს მათემატიკას უნდა ფრცქვნიდე და იფურთხებოდე 1-3/8x1-5/8 რამ მოაფიქრათ ასეთი უკუღმართი ფორმატი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
ja_ja
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Power_VANO
ja_ja
ისე, ადვილი კია დუიმებში ეგეთი რამეების ანგარიში და დამახსოვრება, ერთხელ უნდა ვარჯიში. თან სფეროს სფეციფიკურად ამუღამებ. აი მე რაც წყლის გაგრილებაზე გადავედი, დავამუღემე ეგრე დუიმებში ანგარიში biggrin.gif

1/2" ID / 3/4" OD
1/4 BSPP, 7/16" ID
1/4" ID / 5/8" OD და ა.შ. ამათ უკვე ბუნებრივად აღვიქვამ. biggrin.gif
nihontoman
ja_ja
Davitus
მაგრები ხართ, სერიოზულად, განსაკუთრებით დავითუსის მოწყობილობა მევასა-ორიგინალურია ძაან და რაც მთავარია ეფექტური!

ეხლა პლატო მაინტერესებს რამდენი იქნება...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.