გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ვყიდულობთ მაღალი წნევის კომპრესორს, 330 Bar და 380 ვოლტი :)
ja_ja
პოსტი Mar 29 2013, 09:13 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ ბევრი ვიფიქრე სად გამეხსნა ეს თემა და რადგანაც მაინც PCP-ს ეხება, გავხსენი PCP თემაში, როდესაც ყოლიფერი მორჩება გადავიტან სხვაგან.

ესეიგი სათაურიდან გამომდინარე გასაგებია რაზეცაა საუბარი. სანამ დეტალეზე გადავალ პაწა გაფრთხილება:

1) ვისაც PCP იარაღი არ გაქვთ და არ აპირებთ უახლოეს მომავალში გადასვლას აღნიშნულ სისტემაზე, გთხოვთ თავი შეიკავოთ დაპოსტვისგან ამ თემაში

2) თემა არის ფინანსურ საკითხზე, ამიტომაც დიდი თხოვნაა ყურადღება იყოს 10-მაგად გამახვილებული

3) საუბარი იქნება საერთო ნივთზე, რომელიც საბოლოოდ ამა თუ იმ ფორმით გადაეცემა ჩვენს კლუბს (მადლობა ღმერს უკვე დარეგისტრირებულია, მაგრამ რას შვება პრეზიდენტი არ ვიცი, მალჩიტ კაკ რიბა აბ ლიოდ ბლიაზ smile.gif ან ხანდახან რაცხას ისეთს დააბერტყებს რომ ყველა იფანტება smile.gif)

4) მჯერავს რომ მსურველი ბევრი იქნება, და მერწმუნეთ მოხარული ვიქნებით ყველა ვიხილოთ რიგებში, მაგრამ იმის გამო რომ ფინანსურად ცოტა არ იყოს მძიმე საკითხია და ყველას არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა... მოკლედ ბევრი ჭკუის დამრიგებლური სიტყვები რომ არ ვწერო - ძვირიანი საკითხია, და თუ ვერ წვდებით ფინანსურად ამ იდეას, არანაირი პრობლემა არაა ხალხნო, იგრძენით თავი თავისუფლად, არავინ არავის არ ავალდებულებს, სუფთა ინიციატივა, სურვილი და შესაძლებლობის თემაა. შეიძლება გქონდეს PCP, მაგრამ ვერ ახერხებდე მონაწილეობას, ამ საკითხში, ნუ დაიგრუზებით ყველაფერი წესრიგშია. ყველას ყველაფერი გვესმის.

ნუ ეს უხეში მონახაზები რომ ვინმემ თავი რაღაცნაირად შეზღუდულად არ იგრძნოს, ტიპა დავალებული, ან უხერხულად ან რაიმე მაგდაგვარი.

ახლა თვითონ საკითხთან დაკავშირებით:

1) ნუ აქტიურად გამოყენებადი და მოქმედი ბალონი ჯერჯერობით ერთია, რომელსაც ლამის მთელი ფორუმი ვხედნავთ smile.gif მიუხედავად იმისა რომ 3-მა ადამიანმა იყიდა ვითომ და თავისთვის.

2) ვიცი რომ ალაგ-ალაგ ხალხი ჩნდება ხოლმე რომლებიც ასევე თურმე იყენებენ ბალონებს, მარა მერე ქრებიან ხოლმე..

3) ამ ბოლო დროს ფორუმზე ამოტივტივდა რამდენიმე ბალონი (ძირითადად ახალ ჩამოტანილი), მაგრამ რამდენიმე კიდევ უტრიალებს ბალონებს და სავარაუდოდ ბალონ მფლობელთა რიგები კიდევ გაიზრდება

4) ყველაფერი ეს კაი, მაგრამ პარალელურად თავს იჩენს ერთი მამაძაღლური პუნქტი, ბალონის დატენვა 300 ატმოსფეროზე. სამწუხაროდ თბილისში ამ მომენტისთვის შესაძლებელია ბალონის მხოლოდ პეინტბოლისტებთან დატენვა. კაი ხალხი არიან, გულიანი, მაგრამ იმის გამო რომ არ უნდათ თავიანთი კომპრესორის კონფიგურაციაში ჩარევა, შეუძლიათ ბალონების მხოლოდ 275 ატმოსფეროზე დატენვა. დატენვისას ბალონი თბება და კი ჩანს რომ 275 ატმოსფეროა, მაგრამ რეალში 30-60 წუთში ბალონი გრილდება და წნევა თურმე სულაც არაა ხოლმე 275 ატმოსფერო. ვცადეთ დალოდება ადგილზე გაციება, მაგრამ ფაქტი ერთია, წამოსვლის მერე, ბალონში ყველაზე კაი შემთხვევაში 255-260 ატმოსფეროა ხოლმე. ანუ ბალონს სრული დატვირთვით ვერ ვიყენებთ (ეს ნახევრად დატენილი ბალონი კიდო ლამის 10 კაცს ატენინებს თოფებს და ლამის მართლა 50-60-ჯერ ახერხებს სხვადასხვა თოფის დატენვას).

5) პეინტბოლისტები საკმაოდ შორს არიან, წყნეთში 34 ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე. პრაქტიკულად წყნეთს გაცილებული ვართ და სულ ყველაზე მაღალ წერიტლში ვართ. შესაბამისად ასვლა ყოველთვის ვერ ხერხდება (დრო საწვევი, მანქანის არ ქონა), არადა ვინც ბალონის გემო ერთხელ მაინც გასინჯა, ნასოსისკენ მიბრუნება აღარავის აღარ უნდა smile.gif



ამ ყველაფრიდან გამომდინარე გამოიკვეთა 1 დიდი საკითხი, საჭიროა ჩვენი ლოკალური კომპრესორი, რომელსაც ბალონს დავატენინებთ სრულად 300 ატმოსფეროზე, იქნება შედარებით ახლო ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ერთერთ წევრთან. პლიუს მისასვლელიც გვექნება ამ წევრთან, პლიუს საჭიროების შემთხევაში შესაძლებელი იქნება დროებით თამამად ამ ადამიანთან ბალონის დატოვება, შესაძლებელი იქნება პირველადი დატენვა, მერე გაციება და საბოლოო დატენვა რომ გარანტირებული 300 ატმოსფერო იყოს შიგნით.

ეს საერთო კონცეფცია გასაგებია, იდეაც ამ კომპრესორის შესახებ ფორუმზე რომ რამდენიმე წელია ტრიალებს ეგეც ყველამ ვიცით, გადახედული იყო ყველანაირი ვარიაცია, იქ მხოლოდ თავაკის შეძენა და აქ აწყობა, ამერიკიდან ჩამოტანა, ჩინეთიდან გამოგზავნა და სხვა, ჯერჯერობით შედეგი არცერთმა არ მოგვცა, იმიტომ რომ ყველა თავისკენ ექაჩება და რაღაც ერთიანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს.

რაღაც 2 თვის წინ მე ილარიონა და ნორიკა ვიყავით ერთერთ დეჟურნი დატენვაზე ასული წყნეთში, დავკარგეთ აურაცხელი დრო, რის გამოც ბოლოს სასროლად აღარ გვეყო დრო და იმ დღეს ილარიონასგან წამოვიდა კვნესა - აუ გეფიცები ოღონდ დასატენად აღარ ვიყო წასასვლელი და თანახმა ვარ კომპრესორისთვის 500$-ი დავდოო.


სწორედ იმ დღიდან ცოტაოდენ უფრო აქტიურად დავიწყეთ რამდენიმე კაცმა ფიქრი კომპრესორზე, სამწუხაროდ, ჩემმა პირადმა მცდელობამ გავსულიყავი კავშირზე, ამერიკულ, იტალიურ, და ბერძნულ კომპანიებთან კავშირზე უშედეგოდ დამთავრდა, ზოგი მიშვებდა რუსეთში იქ გვაქვს წარმომადგენლობაო, ზოგი ვაბშე ამბობდა თქვენ ქვეყანა არ ხართ და ვერ გამოგიგზავნითო, ზოგმა კი უბრალოდ ფეხებზე დაიკიდა მათთან მიმართვა.

ილარიონამ მოშმონა გზები თურქეთში, იდეაში გამოჩნდა ერთი ვარიანტი, მგონი 3000$-ად, მაგრამ ზომით არის კოშმარული რამ, კომპრესორი არის ვეებერთელა ზომის, აი ადრე ასფალტის ასაყრელად რომ დაყავდათ ხოლმე რუსული ვეებერთელა მისაბმელი ვაგონი იმხელაა, ნუ შედეგად გასაგებია მაგხელა ოყნა არავის არ გვჭირდება, ვიცინეთ მე და ილომ გულიანად და ჩავიქნიეთ მაგ იდეაზე ხელი smile.gif



ამხელას ნაღდად ვერაფერში გამოვიყენებდით smile.gif


პარალელურად თენგო, ჩვენი ერთ-ერთი აქტიური წევრი ჩინელების ბაზარს თავდაყირა აყენებდა, მაგრამ ნუ მიწყენს თენგო და ჩინელების კომპრესორები ჩვენთვის არ გამოდგება, მაგალითად ის კომპრესორი რომელსაც ჩვენ ვუმიზნებთ 9 ლიტრიან ბალონს 0-დან 275 ატმოსფერომდე ტენის 15-20 წუთში. ბოლო ასვლაზე დავინიშნე დრო და 180 ატმოსფეროდან 275-მდე დასჭირდა 4 წუთი (ნუ ბოლო 100 ატმოსფერო დატენა რა 1/3), ხოლო ჩინურები იგივე საქმეს, ანდომებენ სულ მინიმუმ 1 საათი (რეალში კი 80-90 წუთი), აღარაფერს ვამბობ ცვეთაზე, ფორმაზე, ნდობაზე, ხმაზე და ასე შემდეგ.

ამიტომაც გავჩერდით იტალიურ შედარებით იაფიან კომპრესორზე, რომლის შეძენაში დახმარება შემოგვთავაზა იგივე პეინტბოლის სასტავმა (მოკლედ ჯიგარი ხალხია). საუბარია ელექტრო კომპრესორზე, რომელიც იმუშავებს ან 220-ზე ან სამ ფაზაზე (220-იანს ბოლო-ბოლო ჩემთან დავაგდებთ გარაჟში და Welcom ყველას, აი 3 ფაზის შემთხვევაში ადგილი შესარჩევი იქნება), მაქსიმალური სამუშაო წნევა ექნება 300-330 ატმოსფერო წარმადობა 100 ლიტრი ჰაერის შეკუმშვა ერთ წუთში.

საუბარია Coltry Sub-ის მოდელზე, ვიზუალურად გამოიყურება
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.




მოკლედ იმ დღეს როდესაც ილიამ გულის ტკივილით თქვა რომ თანახმაა 500$ გადაიხადოს, ოღონდ და ყოველკვირა წყნეთში არ იყოს ასასვლელი, მეც მივაყოლე რომ ბაზარი არაა მეც დავდებ 500$-ს მეთქი, შედეგად მინიმუმ 2კაცი და 1000$ უკვე არის, მაგრამ საჭიროა მეტი და აი აქ იქნება ჩასართავი ყველა მსურველი, ვინც რაფერაც შესძლებს დახმარებას, ნუ ახლა მთლად 20 ლარზე როგორც ხვდებით აქ საუბარი სამწუხაროდ არ იქნება, მაგრამ როგორც ზემოთხსენებულმა 2-მა კაცმა გავრეკეთ ეგეთი დიდი თანხებიც არაა საჭირო. მოდით ჩამოვწერ სრულად ფინანსების ხარჯებს და ....

ესე იგი პეინტბოლისტები გვაძლევენ შესაძლებლობას რომ კომპრესორი ვითრიოთ ფასდაკლებით 1950 ევროდ (პეინტბოლისტებისგან რაღაც წარმომადგენლობის პონტში ვთრეულობთ ფასდაკლებით, შეგახსენებთ საკმაოდ კაი ფასია, იმიტომ რომ პირდაპირ რომ გავდივართ იტალიელებთან კონტაქტზე ასახელებენ ფასად 2600-3000 ევროს). ამ თანხას დაემატება ჩამოტანის თანხა და თავისთავად გასაგებია განბაჟების თანხა.

ჩამოტანაზე ილარიონამ მშვენიერი აზრი შემოგვთავაზა, მისმა კომპანიამ რაღაც უნდა ჩამოიტანოს ევროპიდან და შეუძლია თავის კონტეინერში აკვრევინოს თავი ამ კომპრესორს, შედეგად ჩამოტანის საფასური არაფერი არ დაჯდება, ანუ დაემატება მხოლოდ განბაჟება, უხეშად ეს გამოდის შემდეგი თანხები:

1950 ევროს + განბაჟების 351 ევრო + მოსაკრებელი და სხვა ტუტუცობები, ალბათ 20-30 ევრო = სულ გამოდის მიახლოებით 2325 ევრო (ნუ საშუალოზე დავამრგვალე)

დღევანდელი კურსით ეს უხეშად არის, 4975-4985 ლარი, ესეც უხეშად დავამრგვალოთ და გამოვიდა 5000 ლარი, ნუ ჯერჯერობით თანხას დებს 2 კაცი, სულ გამოდის, 1000$ ანუ ლარებში ეს არის, უხეშად 1650 ლარი.

ახლა 5000-ს გამოვაკლოთ 1650 ლარი და გამოვიდა 3350 ლარი - რომელიც არ ყოფნის ამ ჩამოწერილი ვეფხისტყაოსნის რეალიზებას.

მგონი გავდივარ ფინიშისკენ smile.gif, მოკლედ თანხა სახუმარო არ გამოდის, მესმის რომ მონაწილეობის სურვილი ყველას ექნება, მაგრამ იმედია არ მიწყენთ რომ ვთქვა - 20-20 და 30-30 ლარით ეს თანხა 30000000000 წელი არ აგროვდება...

გვქონდა მცდელობა, აქტიური წევრებისთვის იგივე გვეთქვა, და პირდაპირი წესით სატელეფონო ზარებით გაგვერკვია ვინ რამდენს დადებდა რომ გაგვეგო ჰქონდა აზრი ამ საქმის რეალიზებას და საუბარს თუ არა, ნუ ნაწილობრივ პერსპექტივა ჩანდა, მაგრამ აქ უკვე ჩვენი საყვარელი კლუბის პრეზიდენტი და შეგნებით, სულით და ხორცით ევრეი ჩაერია smile.gif

დავდოთ ინფო ფორუმზეო და.... ესე იგი რა, არც ცოტას დადება არ უნდა, არც ჩამორჩენა, არც ის არც ეს და....

მოკლედ პრიმბულა გასაგებია, აზრიც იმედია გასაგებია, ამიტომაც, ვწერთ უკვე მიჩვეულ სიას და ყველა ვინც რამდენად თვლის რომ უღირს, ან არ უღირს ამ იდეის რეალიზება წერს რამდენის დადება შეუძლია, ან უღირს ამ საქმისთვის, შემდგომ გადავთვლით გადმოვთვლით და გავიგებთ ვხურავთ ერთხელ და სამუდამოთ ნებისმიერ თემას რომელშიც საუბარი იქნება კომპრესორზე (როგორც წინასწარ უკვე ცნობილ და განწირულ თემას), ან ერთხელ და საბოლოდ ვყიდულობთ ამ აგრეგატს და იმედია აღარ დაგვჭირდება ამ საკითხზე ახალი თემის გახსნა


იმედია სიაში ჩამატება არ უნდა შეგახსენოთ როგორ ხდება smile.gif სურვილის შემთხვევაში წინა დამპოსტველისგან აკოპირებთ სიას, ამატებთ შემდეგ ნომრად საკუთარ ნიკს და აწერს თანხას და ვალუტას რომელსაც დებთ

მაშ ასე:

1) ilariona - 500.00 $
2) ja_ja - 500.00 $




P.S. ნუ პეინპოსისტები იგივე აგრეგატს 2 წელია ხმარობენ და ერთხელ ჰქონდათ გასარემონტებელი ბენზინის მატორი (ანუ კომპრესორს ვააბშე არაფერი მოსვლის 2 წელია), ჩვენ ელექტრ მატორიანს ვიღებთ და პეინტბოლისტებივით ვირივით მგონი არ გვექნება სამუშაო, ასე რომ იმედი გვაქვს რომ მინიმუმ იგივე 2 წელიწადს შეკეთების გარეშე იმუშავებს კომპრესორი, ან უფრო მეტსაც იმუშავებს შეკეთების გარეშე, ნუ ახლა ზეთის შეცვლა დიდ დანახარჯებთან არაა დაკავშირებული და მაგას არც კი ვახსენებ smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
15 გვერდი V  « < 9 10 11 12 13 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (200 - 219)
geojorjika
პოსტი Jun 10 2013, 04:07 PM
პოსტი #201


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ციტატა(ilariona @ 10th June 2013 - 03:44 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ავტობუსს 20 $ მივცეთ და ჩამოგვიტანს, გავარკვევ მაგ ამბავს.


ჰოო აბა გავარკვიოთ მაგი ამბავი
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Jun 10 2013, 07:00 PM
პოსტი #202


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ilariona
ციტატა(ilariona @ 10th June 2013 - 03:44 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მე იდეაში უკვე შვებულებაში ვარ.

როდის არ ხარ რო ??? biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jun 10 2013, 07:16 PM
პოსტი #203


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



bazuka
იმენა იროდიონია რა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 11 2013, 01:05 PM
პოსტი #204


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ ბოლო ინფორმაცია. ცხელცხელი და სვეჟი, სვეჟი smile.gif

კომპრესორი საქართვლოშია და საბაჟოზეა. რავარც იქნა!!!!

2 თვიანი ეპოპეა დასასრულს უახლოვდება. სამწუხაროდ მე საბაჟოზე გასაქცევად არ მცალია (სამსახური და რამე), ილარიონა საქართვლოში არაა (ისევ სამსახური ა რამე), ასე რომ გრიშას აქვს გადაბარებული მინდობილობით საბაჟოდან კომპრესორის გამოტანა.

გრიშა უკვე მზადაა და მატორი დაქოქილი აქვს, პროსტა ეგაა რომ მატორი თაზოს ყავს (მონადირე) და ალბათ წუთი წუთზე მიირბენს გრიშასთან და გავარდებიან ერთად საბაჟოზე (როცა ამ სიტყვებს ვწერ და განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც ამ ტექსტს შენ კითხულობ შეიძლება გრიშა და თაზო უკვე საბაჟოზეც იყვნენ smile.gif ).

ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო - მოლოცვით ჯერ არ გილოცავთ (დასრულდეს ყოლიფერი ბოლომდე), მაგრამ დიდი შანსია იმისა რომ დღეს საღამოს კომპრესორი უკვე სამშვიდობოს იყოს. თუ მოხერხდება სურატებსაც გავჩითავთ და თუ ასევე მოხერხდება პირველ დატენვასც დღეს ვიჩალიჩებთ smile.gif თუმცა ეს ნამეტანი ამბიციური განცხადებებია და არაა გამორიცხული ნამეტნავად ზედმეტი მოლოდინები იყოს smile.gif მთავარია აქაა და დანარჩენს უკვე მოევლება smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 11 2013, 03:11 PM
პოსტი #205


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ეხლა დარეკეს ბიჭებმა საბაჟოზე არიან და განბაჟების პროცედურები თავდება, მოკლედ დღეს გამოყავთ ჩვენი კომპრესორი სამშვიდობოს....
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Jun 11 2013, 03:16 PM
პოსტი #206


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



და მეც დავბრუნდი smile.gif რა კაი დროს ჩამოვსულვარ biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Jun 11 2013, 03:22 PM
პოსტი #207


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ვაშაააააააააააააააა


ჯაჯ, დღეს საღამოს ამოგიტან იმ ბალაყანას biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Jun 11 2013, 04:03 PM
პოსტი #208


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



სად არის კომპრესორი??? შევეხო მინდა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 11 2013, 04:20 PM
პოსტი #209


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



norica_dragon
ციტატა(Avto @ 11th June 2013 - 05:03 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
სად არის კომპრესორი??? შევეხო მინდა

რას იკისრებ რომ პირველი იყო smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jun 11 2013, 04:22 PM
პოსტი #210


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ვააა, რა მაგარი ამბებიაზალიან გუთ გუთ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 11 2013, 04:24 PM
პოსტი #211


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



bazuka
ციტატა(bazuka @ 11th June 2013 - 04:22 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ჯაჯ, დღეს საღამოს ამოგიტან იმ ბალაყანას

ანუ სადღაც 2 ან 3 თვის მერე ხომ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Jun 11 2013, 04:35 PM
პოსტი #212


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ციტატა(ja_ja @ Jun 11 2013, 05:24 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
bazuka

ანუ სადღაც 2 ან 3 თვის მერე ხომ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნაააინ

დღეს .




biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Jun 11 2013, 05:54 PM
პოსტი #213


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



მოკლედ მე და თაზომ მაგარი იტალიანკა გავიცანით და დღეს საღამოს ჯაჯას ავუყვანთ wink.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
koknar
პოსტი Jun 11 2013, 06:07 PM
პოსტი #214


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,315
რეგისტრ.: 4-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 321



ციტატა(gregory @ 11th June 2013 - 06:54 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
საღამოს ჯაჯას ავუყვანთ

მაგას ბევრი საქმრო რო ყავს და არ იეჭვიანებენ ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Jun 11 2013, 06:11 PM
პოსტი #215


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ფოტო ცადეთ თორე იტალიურ მეხს დაგცემთ ყველას biggrin.gif

ვააა, კვირას ქესალო?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Jun 11 2013, 07:39 PM
პოსტი #216


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



მაქვს ინფორმაცია, რომ ამ მომენტში ჯაჯა და თაზო იტალიანკას ამუსავებენ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Jun 11 2013, 07:41 PM
პოსტი #217


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ციტატა(gregory @ Jun 11 2013, 08:39 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაქვს ინფორმაცია, რომ ამ მომენტში ჯაჯა და თაზო იტალიანკას ამუსავებენ smile.gif

არასწორი ინფო გაქვს, უკვე დაამუშავეს biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jun 11 2013, 07:52 PM
პოსტი #218


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



და სად არის აბა 330 ბარზე დაბერილი ძუძუები ჰა? smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Jun 11 2013, 07:57 PM
პოსტი #219


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



აბა ვინ მიხვდება ეს თოვლის ბაბუა რას აკეთებს ჩემს გარაჟთან biggrin.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Jun 11 2013, 08:09 PM
პოსტი #220


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ja_ja
ხურჯინით , იტალიური ფელამუშისგან გაკეთებული 4 ძაიფანი ჩურჩხპრესორი მოიტანა რა biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

15 გვერდი V  « < 9 10 11 12 13 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th November 2025 - 01:04 PM
Hosted by Pro-Service