გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ვყიდულობთ მაღალი წნევის კომპრესორს, 330 Bar და 380 ვოლტი :)
ja_ja
პოსტი Mar 29 2013, 09:13 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ ბევრი ვიფიქრე სად გამეხსნა ეს თემა და რადგანაც მაინც PCP-ს ეხება, გავხსენი PCP თემაში, როდესაც ყოლიფერი მორჩება გადავიტან სხვაგან.

ესეიგი სათაურიდან გამომდინარე გასაგებია რაზეცაა საუბარი. სანამ დეტალეზე გადავალ პაწა გაფრთხილება:

1) ვისაც PCP იარაღი არ გაქვთ და არ აპირებთ უახლოეს მომავალში გადასვლას აღნიშნულ სისტემაზე, გთხოვთ თავი შეიკავოთ დაპოსტვისგან ამ თემაში

2) თემა არის ფინანსურ საკითხზე, ამიტომაც დიდი თხოვნაა ყურადღება იყოს 10-მაგად გამახვილებული

3) საუბარი იქნება საერთო ნივთზე, რომელიც საბოლოოდ ამა თუ იმ ფორმით გადაეცემა ჩვენს კლუბს (მადლობა ღმერს უკვე დარეგისტრირებულია, მაგრამ რას შვება პრეზიდენტი არ ვიცი, მალჩიტ კაკ რიბა აბ ლიოდ ბლიაზ smile.gif ან ხანდახან რაცხას ისეთს დააბერტყებს რომ ყველა იფანტება smile.gif)

4) მჯერავს რომ მსურველი ბევრი იქნება, და მერწმუნეთ მოხარული ვიქნებით ყველა ვიხილოთ რიგებში, მაგრამ იმის გამო რომ ფინანსურად ცოტა არ იყოს მძიმე საკითხია და ყველას არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა... მოკლედ ბევრი ჭკუის დამრიგებლური სიტყვები რომ არ ვწერო - ძვირიანი საკითხია, და თუ ვერ წვდებით ფინანსურად ამ იდეას, არანაირი პრობლემა არაა ხალხნო, იგრძენით თავი თავისუფლად, არავინ არავის არ ავალდებულებს, სუფთა ინიციატივა, სურვილი და შესაძლებლობის თემაა. შეიძლება გქონდეს PCP, მაგრამ ვერ ახერხებდე მონაწილეობას, ამ საკითხში, ნუ დაიგრუზებით ყველაფერი წესრიგშია. ყველას ყველაფერი გვესმის.

ნუ ეს უხეში მონახაზები რომ ვინმემ თავი რაღაცნაირად შეზღუდულად არ იგრძნოს, ტიპა დავალებული, ან უხერხულად ან რაიმე მაგდაგვარი.

ახლა თვითონ საკითხთან დაკავშირებით:

1) ნუ აქტიურად გამოყენებადი და მოქმედი ბალონი ჯერჯერობით ერთია, რომელსაც ლამის მთელი ფორუმი ვხედნავთ smile.gif მიუხედავად იმისა რომ 3-მა ადამიანმა იყიდა ვითომ და თავისთვის.

2) ვიცი რომ ალაგ-ალაგ ხალხი ჩნდება ხოლმე რომლებიც ასევე თურმე იყენებენ ბალონებს, მარა მერე ქრებიან ხოლმე..

3) ამ ბოლო დროს ფორუმზე ამოტივტივდა რამდენიმე ბალონი (ძირითადად ახალ ჩამოტანილი), მაგრამ რამდენიმე კიდევ უტრიალებს ბალონებს და სავარაუდოდ ბალონ მფლობელთა რიგები კიდევ გაიზრდება

4) ყველაფერი ეს კაი, მაგრამ პარალელურად თავს იჩენს ერთი მამაძაღლური პუნქტი, ბალონის დატენვა 300 ატმოსფეროზე. სამწუხაროდ თბილისში ამ მომენტისთვის შესაძლებელია ბალონის მხოლოდ პეინტბოლისტებთან დატენვა. კაი ხალხი არიან, გულიანი, მაგრამ იმის გამო რომ არ უნდათ თავიანთი კომპრესორის კონფიგურაციაში ჩარევა, შეუძლიათ ბალონების მხოლოდ 275 ატმოსფეროზე დატენვა. დატენვისას ბალონი თბება და კი ჩანს რომ 275 ატმოსფეროა, მაგრამ რეალში 30-60 წუთში ბალონი გრილდება და წნევა თურმე სულაც არაა ხოლმე 275 ატმოსფერო. ვცადეთ დალოდება ადგილზე გაციება, მაგრამ ფაქტი ერთია, წამოსვლის მერე, ბალონში ყველაზე კაი შემთხვევაში 255-260 ატმოსფეროა ხოლმე. ანუ ბალონს სრული დატვირთვით ვერ ვიყენებთ (ეს ნახევრად დატენილი ბალონი კიდო ლამის 10 კაცს ატენინებს თოფებს და ლამის მართლა 50-60-ჯერ ახერხებს სხვადასხვა თოფის დატენვას).

5) პეინტბოლისტები საკმაოდ შორს არიან, წყნეთში 34 ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე. პრაქტიკულად წყნეთს გაცილებული ვართ და სულ ყველაზე მაღალ წერიტლში ვართ. შესაბამისად ასვლა ყოველთვის ვერ ხერხდება (დრო საწვევი, მანქანის არ ქონა), არადა ვინც ბალონის გემო ერთხელ მაინც გასინჯა, ნასოსისკენ მიბრუნება აღარავის აღარ უნდა smile.gif



ამ ყველაფრიდან გამომდინარე გამოიკვეთა 1 დიდი საკითხი, საჭიროა ჩვენი ლოკალური კომპრესორი, რომელსაც ბალონს დავატენინებთ სრულად 300 ატმოსფეროზე, იქნება შედარებით ახლო ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ერთერთ წევრთან. პლიუს მისასვლელიც გვექნება ამ წევრთან, პლიუს საჭიროების შემთხევაში შესაძლებელი იქნება დროებით თამამად ამ ადამიანთან ბალონის დატოვება, შესაძლებელი იქნება პირველადი დატენვა, მერე გაციება და საბოლოო დატენვა რომ გარანტირებული 300 ატმოსფერო იყოს შიგნით.

ეს საერთო კონცეფცია გასაგებია, იდეაც ამ კომპრესორის შესახებ ფორუმზე რომ რამდენიმე წელია ტრიალებს ეგეც ყველამ ვიცით, გადახედული იყო ყველანაირი ვარიაცია, იქ მხოლოდ თავაკის შეძენა და აქ აწყობა, ამერიკიდან ჩამოტანა, ჩინეთიდან გამოგზავნა და სხვა, ჯერჯერობით შედეგი არცერთმა არ მოგვცა, იმიტომ რომ ყველა თავისკენ ექაჩება და რაღაც ერთიანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს.

რაღაც 2 თვის წინ მე ილარიონა და ნორიკა ვიყავით ერთერთ დეჟურნი დატენვაზე ასული წყნეთში, დავკარგეთ აურაცხელი დრო, რის გამოც ბოლოს სასროლად აღარ გვეყო დრო და იმ დღეს ილარიონასგან წამოვიდა კვნესა - აუ გეფიცები ოღონდ დასატენად აღარ ვიყო წასასვლელი და თანახმა ვარ კომპრესორისთვის 500$-ი დავდოო.


სწორედ იმ დღიდან ცოტაოდენ უფრო აქტიურად დავიწყეთ რამდენიმე კაცმა ფიქრი კომპრესორზე, სამწუხაროდ, ჩემმა პირადმა მცდელობამ გავსულიყავი კავშირზე, ამერიკულ, იტალიურ, და ბერძნულ კომპანიებთან კავშირზე უშედეგოდ დამთავრდა, ზოგი მიშვებდა რუსეთში იქ გვაქვს წარმომადგენლობაო, ზოგი ვაბშე ამბობდა თქვენ ქვეყანა არ ხართ და ვერ გამოგიგზავნითო, ზოგმა კი უბრალოდ ფეხებზე დაიკიდა მათთან მიმართვა.

ილარიონამ მოშმონა გზები თურქეთში, იდეაში გამოჩნდა ერთი ვარიანტი, მგონი 3000$-ად, მაგრამ ზომით არის კოშმარული რამ, კომპრესორი არის ვეებერთელა ზომის, აი ადრე ასფალტის ასაყრელად რომ დაყავდათ ხოლმე რუსული ვეებერთელა მისაბმელი ვაგონი იმხელაა, ნუ შედეგად გასაგებია მაგხელა ოყნა არავის არ გვჭირდება, ვიცინეთ მე და ილომ გულიანად და ჩავიქნიეთ მაგ იდეაზე ხელი smile.gif



ამხელას ნაღდად ვერაფერში გამოვიყენებდით smile.gif


პარალელურად თენგო, ჩვენი ერთ-ერთი აქტიური წევრი ჩინელების ბაზარს თავდაყირა აყენებდა, მაგრამ ნუ მიწყენს თენგო და ჩინელების კომპრესორები ჩვენთვის არ გამოდგება, მაგალითად ის კომპრესორი რომელსაც ჩვენ ვუმიზნებთ 9 ლიტრიან ბალონს 0-დან 275 ატმოსფერომდე ტენის 15-20 წუთში. ბოლო ასვლაზე დავინიშნე დრო და 180 ატმოსფეროდან 275-მდე დასჭირდა 4 წუთი (ნუ ბოლო 100 ატმოსფერო დატენა რა 1/3), ხოლო ჩინურები იგივე საქმეს, ანდომებენ სულ მინიმუმ 1 საათი (რეალში კი 80-90 წუთი), აღარაფერს ვამბობ ცვეთაზე, ფორმაზე, ნდობაზე, ხმაზე და ასე შემდეგ.

ამიტომაც გავჩერდით იტალიურ შედარებით იაფიან კომპრესორზე, რომლის შეძენაში დახმარება შემოგვთავაზა იგივე პეინტბოლის სასტავმა (მოკლედ ჯიგარი ხალხია). საუბარია ელექტრო კომპრესორზე, რომელიც იმუშავებს ან 220-ზე ან სამ ფაზაზე (220-იანს ბოლო-ბოლო ჩემთან დავაგდებთ გარაჟში და Welcom ყველას, აი 3 ფაზის შემთხვევაში ადგილი შესარჩევი იქნება), მაქსიმალური სამუშაო წნევა ექნება 300-330 ატმოსფერო წარმადობა 100 ლიტრი ჰაერის შეკუმშვა ერთ წუთში.

საუბარია Coltry Sub-ის მოდელზე, ვიზუალურად გამოიყურება
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.




მოკლედ იმ დღეს როდესაც ილიამ გულის ტკივილით თქვა რომ თანახმაა 500$ გადაიხადოს, ოღონდ და ყოველკვირა წყნეთში არ იყოს ასასვლელი, მეც მივაყოლე რომ ბაზარი არაა მეც დავდებ 500$-ს მეთქი, შედეგად მინიმუმ 2კაცი და 1000$ უკვე არის, მაგრამ საჭიროა მეტი და აი აქ იქნება ჩასართავი ყველა მსურველი, ვინც რაფერაც შესძლებს დახმარებას, ნუ ახლა მთლად 20 ლარზე როგორც ხვდებით აქ საუბარი სამწუხაროდ არ იქნება, მაგრამ როგორც ზემოთხსენებულმა 2-მა კაცმა გავრეკეთ ეგეთი დიდი თანხებიც არაა საჭირო. მოდით ჩამოვწერ სრულად ფინანსების ხარჯებს და ....

ესე იგი პეინტბოლისტები გვაძლევენ შესაძლებლობას რომ კომპრესორი ვითრიოთ ფასდაკლებით 1950 ევროდ (პეინტბოლისტებისგან რაღაც წარმომადგენლობის პონტში ვთრეულობთ ფასდაკლებით, შეგახსენებთ საკმაოდ კაი ფასია, იმიტომ რომ პირდაპირ რომ გავდივართ იტალიელებთან კონტაქტზე ასახელებენ ფასად 2600-3000 ევროს). ამ თანხას დაემატება ჩამოტანის თანხა და თავისთავად გასაგებია განბაჟების თანხა.

ჩამოტანაზე ილარიონამ მშვენიერი აზრი შემოგვთავაზა, მისმა კომპანიამ რაღაც უნდა ჩამოიტანოს ევროპიდან და შეუძლია თავის კონტეინერში აკვრევინოს თავი ამ კომპრესორს, შედეგად ჩამოტანის საფასური არაფერი არ დაჯდება, ანუ დაემატება მხოლოდ განბაჟება, უხეშად ეს გამოდის შემდეგი თანხები:

1950 ევროს + განბაჟების 351 ევრო + მოსაკრებელი და სხვა ტუტუცობები, ალბათ 20-30 ევრო = სულ გამოდის მიახლოებით 2325 ევრო (ნუ საშუალოზე დავამრგვალე)

დღევანდელი კურსით ეს უხეშად არის, 4975-4985 ლარი, ესეც უხეშად დავამრგვალოთ და გამოვიდა 5000 ლარი, ნუ ჯერჯერობით თანხას დებს 2 კაცი, სულ გამოდის, 1000$ ანუ ლარებში ეს არის, უხეშად 1650 ლარი.

ახლა 5000-ს გამოვაკლოთ 1650 ლარი და გამოვიდა 3350 ლარი - რომელიც არ ყოფნის ამ ჩამოწერილი ვეფხისტყაოსნის რეალიზებას.

მგონი გავდივარ ფინიშისკენ smile.gif, მოკლედ თანხა სახუმარო არ გამოდის, მესმის რომ მონაწილეობის სურვილი ყველას ექნება, მაგრამ იმედია არ მიწყენთ რომ ვთქვა - 20-20 და 30-30 ლარით ეს თანხა 30000000000 წელი არ აგროვდება...

გვქონდა მცდელობა, აქტიური წევრებისთვის იგივე გვეთქვა, და პირდაპირი წესით სატელეფონო ზარებით გაგვერკვია ვინ რამდენს დადებდა რომ გაგვეგო ჰქონდა აზრი ამ საქმის რეალიზებას და საუბარს თუ არა, ნუ ნაწილობრივ პერსპექტივა ჩანდა, მაგრამ აქ უკვე ჩვენი საყვარელი კლუბის პრეზიდენტი და შეგნებით, სულით და ხორცით ევრეი ჩაერია smile.gif

დავდოთ ინფო ფორუმზეო და.... ესე იგი რა, არც ცოტას დადება არ უნდა, არც ჩამორჩენა, არც ის არც ეს და....

მოკლედ პრიმბულა გასაგებია, აზრიც იმედია გასაგებია, ამიტომაც, ვწერთ უკვე მიჩვეულ სიას და ყველა ვინც რამდენად თვლის რომ უღირს, ან არ უღირს ამ იდეის რეალიზება წერს რამდენის დადება შეუძლია, ან უღირს ამ საქმისთვის, შემდგომ გადავთვლით გადმოვთვლით და გავიგებთ ვხურავთ ერთხელ და სამუდამოთ ნებისმიერ თემას რომელშიც საუბარი იქნება კომპრესორზე (როგორც წინასწარ უკვე ცნობილ და განწირულ თემას), ან ერთხელ და საბოლოდ ვყიდულობთ ამ აგრეგატს და იმედია აღარ დაგვჭირდება ამ საკითხზე ახალი თემის გახსნა


იმედია სიაში ჩამატება არ უნდა შეგახსენოთ როგორ ხდება smile.gif სურვილის შემთხვევაში წინა დამპოსტველისგან აკოპირებთ სიას, ამატებთ შემდეგ ნომრად საკუთარ ნიკს და აწერს თანხას და ვალუტას რომელსაც დებთ

მაშ ასე:

1) ilariona - 500.00 $
2) ja_ja - 500.00 $




P.S. ნუ პეინპოსისტები იგივე აგრეგატს 2 წელია ხმარობენ და ერთხელ ჰქონდათ გასარემონტებელი ბენზინის მატორი (ანუ კომპრესორს ვააბშე არაფერი მოსვლის 2 წელია), ჩვენ ელექტრ მატორიანს ვიღებთ და პეინტბოლისტებივით ვირივით მგონი არ გვექნება სამუშაო, ასე რომ იმედი გვაქვს რომ მინიმუმ იგივე 2 წელიწადს შეკეთების გარეშე იმუშავებს კომპრესორი, ან უფრო მეტსაც იმუშავებს შეკეთების გარეშე, ნუ ახლა ზეთის შეცვლა დიდ დანახარჯებთან არაა დაკავშირებული და მაგას არც კი ვახსენებ smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
15 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (120 - 139)
norica_dragon
პოსტი Apr 15 2013, 10:33 AM
პოსტი #121


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



ტრანსპორტირებაზე რაო რა თქვა?? რა გვიჯდება??? არის ინფო?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 15 2013, 10:34 AM
პოსტი #122


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ilariona
ციტატა(ilariona @ 15th April 2013 - 10:13 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
დღეს ინვოისი მექნება და გავუშვათ ფუკები.

ნიხტ ბაზარენ ვი ტოლკო სკაჟიტე smile.gif პროსტა ფუკები სახლში მაქვს, 1-2 საათით ადრე თუ მეტყვი რომ მოვასწრო გავარდნა და წამოღება კაი იქნება.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Apr 17 2013, 12:22 PM
პოსტი #123


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ციტატა(Avto @ 15th April 2013 - 11:33 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ტრანსპორტირებაზე რაო რა თქვა??

ნუ ეს საკითხიც დავალაგე, აპრილის ბოლოს ჩემი კონტეინერი წამოვა იტალიიდან და მაგ მანქანაში ჩავდებთ ამ კომპრესორსაც.

დღეს ვრიცხავთ ფულს და ერთ კვირაში კომპრესორი მზად იქნება წამოსაღებად.


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Apr 17 2013, 12:48 PM
პოსტი #124


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ძალიან სასიხარულო ინფია smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Apr 17 2013, 02:20 PM
პოსტი #125


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ციტატა(ilariona @ Apr 17 2013, 01:22 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ნუ ეს საკითხიც დავალაგე, აპრილის ბოლოს ჩემი კონტეინერი წამოვა იტალიიდან და მაგ მანქანაში ჩავდებთ ამ კომპრესორსაც.

დღეს ვრიცხავთ ფულს და ერთ კვირაში კომპრესორი მზად იქნება წამოსაღებად.

რუსებს ვუხდით და იტალიიდან მოგვაქვს??
ეს მიღებული ნორმაა თუ რამე ახალია smile.gif ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Apr 17 2013, 02:33 PM
პოსტი #126


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ციტატა(bazuka @ Apr 17 2013, 03:20 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რუსებს ვუხდით და იტალიიდან მოგვაქვს??
ეს მიღებული ნორმაა თუ რამე ახალია smile.gif ?


ჰო ფულს ვათეთრებთ biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
leogeo
პოსტი Apr 17 2013, 02:49 PM
პოსტი #127


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 27-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,546
ქალაქი:tbilisi



ja_ja

მიუხედავათ ჩემი პასიურობისა (ამ ფორუმზე) და პცპ სისტემის შაშხანის ჯერ არქონისა, მეც დავდებ 100 $ ამ სამომავლოთ კარგი საქმისთვის.
თუ რათქმაუნდა სია არ დაიხურა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Apr 17 2013, 03:10 PM
პოსტი #128


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



გვიანი ალბათ არ არის , ბოლო ბოლო სხვა პროექტისთვის დაგვჭირდება თანხა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
leogeo
პოსტი Apr 17 2013, 03:54 PM
პოსტი #129


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 27-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,546
ქალაქი:tbilisi



geojorjika

ილარიონას უნდა შევხვდე და გამივატან.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 17 2013, 04:21 PM
პოსტი #130


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ ახლა მოვედი ბანკების შემოვლიდან რა... ბლიაძ ბოლი ბამდის ამათი ტუუუუუუუ

ესეიგი საქართველოს ბანკი

ვაჩვენებ რეკვიზირებს, ვეუბნები თანხას და მეთქი გარანტირებულად იმ კაცმა ეს თანხა უნდა მიიღოს მეთქი... დაიანგარიშა და ნუ არაგარანტირებულ შემთXვევაში 15$-იო და გარანტიით 25$ დაჯდება გადარიცხვაო, მაგრამ ამ რეკვიზიტებით ვერ გადავრიცხავთო, აუცილებელია ინვოისიო და იმ პიროვნებამ უნდა შემოიტანოს ტანხა ვის სახელზეცაა ინვოისიო....

მეთქი სად ვნახო ახლა ილო smile.gif კაცი სადღაც ბუჩქებშია პახმელიაზე გამოდის მეთქი smile.gif კაროჩე არაო, მაშინ თქვენზე გამოუშვან ინვოისიო... მეთქი დრო იკარგება იმის ინვოისი ამის ინვოისი... კაროჩე გამოვედი და წავები სხვა ბანკში

ესეიგი TBC ბანკი

ვეუბნები იგივეს და მეთქი ამანაც თუ მოითხოვა ინვოისი და ილო მეთქი და....

მოკლედ გარანტირებულ გადარიცხავს უნდა 15$-იო, მეთქი კარგად გადაამოწმე თქვა!... გადაიანგარიშა ისევ... ჰო ეგრეაო! ვააა მეთქი ეგეც 10$-ის ეკონომია კაი მეთქი მოდი ამ კაცს გადავურიცხოთ მეთქი... გადაამოწმა ყოლიფერი და
- აუფ ვერ გადავრიცხავთო...
- მეთქი ინვოისი უნდა თუ რა
- არა ინვოისი არ გვინდა, მაგრამ ამ ანგარიშზე ვერ გადავრიცხავთ IBAN ანგარიში უნდა მოგწეროსო...

ტფუი მეთქი smile.gif

გამოვედი მაქედანაც გავიხედ გამოვიხედე, და მეთქი ლიბერტი ბლინ... მარა მერე გავიფიქრე ეს ალბათ IBAN-საც მომთხოვს, ილოსაც, ინვოისსაც და მთელი ფორუმის კოლექტიურ სურათს ჯერ არ ჩამოსულ კომპრესორთან ერთად მეთქი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მოკლედ სამსახურიდან 1 საათით გავენთავისუფლე და 2 საათია ამ დურაკობებზე დავრბივარ... მომიწია სამსახურში დაბრუნება, რანცხა საქმეებზე და დღეს გადარიცხვა გადაიდო sad.gif

ხვალ ინვოისსაც გავაძრობინებთ იმ რუსს, IBAN- ანგარიშსაც, ილოსაც გამოვიძახებ ბუჩქებიდან და იმედია მერე არანაირი პრობლემა აღარ იქნება smile.gif აი კოლექტიური სურათი თუ მოგვთხოვეს კომპრესორთან ერთად... მერე ვავა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


leogeo
ციტატა(leogeo @ 17th April 2013 - 03:49 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მიუხედავათ ჩემი პასიურობისა (ამ ფორუმზე) და პცპ სისტემის შაშხანის ჯერ არქონისა, მეც დავდებ 100 $

ნუ პრობლემა არაა თახის დადება კი შეგიძლია და ბოლო ბოლო სხვა ოხრად საქმეებია გასაკეთებელი და იმაში გამოვიყენებთ შენი სახელით (თუ ნებას დაგვრთავ), მაგრამ თუ არც PCP გაქვს და არც ბალონი... რიავიცი, რიავიცი, შენი საქმეა, ჩვენ წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნებით... ბოლო ბოლო ერთ საერთო ბალონს დავიადებთ ზედმეტი ფულით, მარა აღარ იყიდება ის 9 ლიტრიანი კომპოზიტური კაი ბალონები sad.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
leogeo
პოსტი Apr 17 2013, 04:34 PM
პოსტი #131


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 27-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,546
ქალაქი:tbilisi



ja_ja

ციტატა(ja_ja @ 17th April 2013 - 05:21 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მაგრამ თუ არც PCP გაქვს და არც ბალონი... რიავიცი, რიავიცი, შენი საქმეა


მალე მექნება და ერთობლივ გასვლებშიც შემოგიერთდებით smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 17 2013, 04:45 PM
პოსტი #132


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



leogeo
ციტატა(leogeo @ 17th April 2013 - 05:34 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მალე მექნება

ნუუ მაშინ Welcome smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Apr 17 2013, 06:24 PM
პოსტი #133


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ja_ja
მდაა

ხვალ დილიდან შეგეხმიანები და ალბათ პერერივისთვის მზად მექნება ყველაფერი.

ინვოისიო

მაშინ ხოოო
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Apr 18 2013, 08:32 AM
პოსტი #134


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ja_ja
შენ და ბანკების უვიცობა გიკვირს?!
აშშ-ს ინვოისით რომ თანხა გადამერიცხა 3 დღე მოვუნდი biggrin.gif
სვიფტი თუ არაა ინვიოისში მითითებული ვერ გადავრიცხავთო biggrin.gif
სანამ მთელი აშშს ბანკების დოკუმენტაცია არ წარვუდგინე და დავუმტკიცე რომ იქ სვიფტი არავის აქვს და საკუთარი ABA კოდები აქვტ არ გადარიცხეს თანხა.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Apr 18 2013, 10:32 AM
პოსტი #135


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



ჯაჯა ჩემი ისტორია არ გახსოვს სტანოკებითვის რომ ვრიცხავდი??? საქართველოს ბანკიდან ზოგადა ფულის გადარიცხვა უნდა დაივიწყო ხოლმე biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 18 2013, 10:59 AM
პოსტი #136


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



norica_dragon
ციტატა(Avto @ 18th April 2013 - 11:32 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
საქართველოს ბანკიდან ზოგადა ფულის გადარიცხვა უნდა დაივიწყო ხოლმე

ნუ კი გასაგებია, მარა ანგარიშებიც მანდ მაქვს და რავიცი მთელი ამბავი და მოხერხებულია რა... მარა მგონი იყენებენ მაგ მოხერხებულობას თავის სასარგებლოდ, აი ეგ კი უკვე ნე ინტერესტნო smile.gif

ნუ კაროჩე TBC გადაწყვეტილია, შუადღეზე ილო გადმორეკავს და უცებ მოვაყომარებთ მაგ საქმეს
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
Dave
პოსტი Apr 18 2013, 12:06 PM
პოსტი #137


მსროლელი
***

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 562
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,523
ქალაქი:თბილისი



liberty - ზე საზიზღარი მომსახურება მაინც არცერთს არ აქვს smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Apr 19 2013, 11:41 AM
პოსტი #138


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



1) ja_ja - 500$ +
2) ilariona - 500$ +
3) norica - 300$ +
4) Geojorjika - 300$ +
5) Bazuka - 300$ +
6) monadire - 200$ +
7) soxa - 200$ +
8) shonia82 - 100$ +
9) nxs027- 100$ +
10) giga-76 - 100$ +
11) Power_VANO -100$ +
12) gregory - 100$ +
13)
14) Beqa - 200$ +
15) leogeo 100$ +

გუშინ ჩემთან იყო ეს კაცი და მე გადმომცა 100 მწვანე.

ასე რომ ახლა ხელთ გვაქვს 3100 მწვანე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 20 2013, 01:27 PM
პოსტი #139


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ ახლახანს მოპვედი ბანკიდან თანხა გადარიცხულია.

ახლა მინი ინფორმაცია, რადგანაც საერთო თანხაა ყველა ნაბიჯზე ინფორმირებულები უნდა ვიყოთ. ესეიგი პირველი ის რომ აგერ რამდენიმე წამის წინ თენგო იყო ჩემთან ამოსული და თავისი ნათქვამი 100$ დადო. შედეგად სია ახლა გამოიყურება შემდეგნაირად:

1) ja_ja - 500$ +
2) ilariona - 500$ +
3) norica - 300$ +
4) Geojorjika - 300$ +
5) Bazuka - 300$ +
6) monadire - 200$ +
7) soxa - 200$ +
8) shonia82 - 100$ +
9) nxs027- 100$ +
10) giga-76 - 100$ +
11) Power_VANO -100$ +
12) gregory - 100$ +
13)
14) Beqa - 200$ +
15) leogeo - 100$ +
16) Tengo - 100$+

ანუ ამ სიიდან გამომდინარე სულ არის აგროვებული 3200$ (ნუ 100$ ილარიონასთან არის, მაგრამ აქაა რა smile.gif ), გადარიცხვის შემდეგ ხელზე დარჩენილია ... ჰოო ნუ აქ იმდენი კონვერტაციები და რაცხაები წავიდა რომ ... ანუ იმ რუსებს დოლარის ანგარიში არ აღმოაჩნდათ, ბანკის კურსით კონვერტაცია არ მინდოდა თორემ რაღაც არაადეკვატურ თანხას დავკარგავდით (დიდი არაფერი მარა 50-დან 100 ლარამდე იქნებოდა სხვაობა), შედეგად გადავახურდავე გარეთ, პლიუს ბანკის მომსახურება, ხურდა ლარებში, მერე იმ რუსებმა ხან თქვეს ტრანსპორტირების 25 ევროც დასამატებელიაო, მეც ზედმეტობით გადავახურდავე, მერე აღარაა საჭიროო... კაროჩე დომფხალია სრული... მოკლედ მთელი თავგადასავლების შედეგად ახლა ხელთ მაქვს:

1) 850 დოლარი
2) 48 ლარი
3) 5 ევრო
4) ნუ პლიუს ილოსთან 100$-ია ესეიგი სულ ხელზე გამოდის 950 USD + 50 GEL + 5 EUR.

ახლა მთავარია განბაჟებისას ევროს კურსი რაც შეიძლება დაბალი იყოს რომ შესაბამისად განბაჟების თანხამ ნაკლებმა მოუწიოს smile.gif მამენტ ნებისმიერ ვარიანტში ვქაჩავთ განბაჟებას

მომკალით და კიდევ არ მჯერავს რომ ჩვენ ყველამ ეს შევძელით!!!! აუ ძალიან მაგარი რაღაცაა მოვაგვარეთ და გავქაჩეთ, აი ასეთი რამე თუ რომელიმე ფორუმის წევრებს მოეგვარებინოთ და თავი მოებათ, ნუ არ ვიცი რა... საერთო ძალების გარეშე ეს ოცნება ოცნებად დარჩებოდა... ძალიან ტრივიალური გამომივა ტიპა იქ ისრების კონა, ძალა ერთობაშია და ასე შემდეგ, მაგრამ მართლა მაგარ რაღაცას მოვაბით ერთად თავი. dance2.gif heat.gif i-m_so_happy.gif friends.gif

P.S. გადარიცხვის მომენტები... გახსოვთ ალბათ რომ ვამბობდი 2 დღის წინ საქ ბანკმა 25$ მოითხოვა და TBC-მ 15$ მეთქი... ესეიგი ეგ მხოლოდ თურმე დოლარებს ეხეა, ევროებზე თურმე სადა ბანაობ smile.gif ესეიგი TBC-მ მომთხოვა 15 ევრო გადარიცხვის და 30 ევრო კიდევ იმის რომ შუამავალ ბანკს არაფერი ჩამოეჭრა და მიმღებს გარანტირებული თანხა მიეღო. პლიუს ასევე გამახარეს რომ მიმდინარე ანგარიშI არ გაქვს ჩვენთან ევროშიო, მულტისავალუტო კი გაქვს მარა ეგ არ გამოდგებაო, მაგის გახსნა 10 ლარიო და თვეში 1 ლარიო, მაპატიეთ მაგრამ პროსტა ნაპრინციპ არ დავთანხმდი არც 10 ლარია ჩემთვის ამ მოემნტშI დიდი არაფერი და არც 1 ლარი თვეში, მაგრამ ერთჯერადი გადარიცხვისთვის იქეთ ამდენს ვუხდი ბანკს და ამ მინი სერვისის გაწევა მაინც არ შეუძლია?!

გადავედი საქ ბანკში იმ იმედათ რომ ვიცოდი 25$ ჯდებოდა გადარიცხვა... აქაც გაირკვა რომ თურმე ეგ მხოლოდ დოლარის გადარიცხვისას არის 25 დოლარი, ევროებშI გადარიცხვისას 45 დოლარია გადასახდელი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ერთი გამაგებინა რატომ!???? რა იცვლება ასეთი????? ჯანდაბას, უცებ დავთვალე, - ასეთივე ოპერაციაში TBC მთხოვს 15+30 ევრო სულ 45 ევრო პლიუს 10 ლარი ანგარიშის გახსნა. საქ ბანკი ითხოვს 45$ მოჭრილად და ჩემი ანგარიშები აკმაყოფილებს არაფრის დამატებით გახსნას აღარ ჩალიჩობენ...

ნუ იასნია რომ იაფი საქ ბანკში ჯდებოდა და ამიტომაც საქ ბანკიდან გავუშვი 1650 ევრო +45 დოლარი საკომისიო. ახლა ველოდებით მინიმუმ 3 სამუშაო დღე რომ მიმღებმა თანხა მიიღოს. ნუ საბუთს გადავუგზავნით რომ გადახდილია.

მოკელდ სულ ესაა ამ მომენტისთვის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
leogeo
პოსტი Apr 20 2013, 01:51 PM
პოსტი #140


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 27-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 1,546
ქალაქი:tbilisi



ja_ja
ციტატა(ja_ja @ 20th April 2013 - 02:27 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
აუ ძალიან მაგარი რაღაცაა მოვაგვარეთ და გავქაჩეთ


მართლაც მაგრები ხართ ბიჭებო, სახუმარო არაა ესეთი თანხის ამ დროში შეგროვება !
გილოცავთ ყველას .

კომპრესორი სად დაიდგმება უკვე გადაწყვიტეთ ?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

15 გვერდი V  « < 5 6 7 8 9 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th November 2025 - 08:09 AM
Hosted by Pro-Service