გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ვყიდულობთ მაღალი წნევის კომპრესორს, 330 Bar და 380 ვოლტი :)
ja_ja
პოსტი Mar 29 2013, 09:13 PM
პოსტი #101


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ ბევრი ვიფიქრე სად გამეხსნა ეს თემა და რადგანაც მაინც PCP-ს ეხება, გავხსენი PCP თემაში, როდესაც ყოლიფერი მორჩება გადავიტან სხვაგან.

ესეიგი სათაურიდან გამომდინარე გასაგებია რაზეცაა საუბარი. სანამ დეტალეზე გადავალ პაწა გაფრთხილება:

1) ვისაც PCP იარაღი არ გაქვთ და არ აპირებთ უახლოეს მომავალში გადასვლას აღნიშნულ სისტემაზე, გთხოვთ თავი შეიკავოთ დაპოსტვისგან ამ თემაში

2) თემა არის ფინანსურ საკითხზე, ამიტომაც დიდი თხოვნაა ყურადღება იყოს 10-მაგად გამახვილებული

3) საუბარი იქნება საერთო ნივთზე, რომელიც საბოლოოდ ამა თუ იმ ფორმით გადაეცემა ჩვენს კლუბს (მადლობა ღმერს უკვე დარეგისტრირებულია, მაგრამ რას შვება პრეზიდენტი არ ვიცი, მალჩიტ კაკ რიბა აბ ლიოდ ბლიაზ smile.gif ან ხანდახან რაცხას ისეთს დააბერტყებს რომ ყველა იფანტება smile.gif)

4) მჯერავს რომ მსურველი ბევრი იქნება, და მერწმუნეთ მოხარული ვიქნებით ყველა ვიხილოთ რიგებში, მაგრამ იმის გამო რომ ფინანსურად ცოტა არ იყოს მძიმე საკითხია და ყველას არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა... მოკლედ ბევრი ჭკუის დამრიგებლური სიტყვები რომ არ ვწერო - ძვირიანი საკითხია, და თუ ვერ წვდებით ფინანსურად ამ იდეას, არანაირი პრობლემა არაა ხალხნო, იგრძენით თავი თავისუფლად, არავინ არავის არ ავალდებულებს, სუფთა ინიციატივა, სურვილი და შესაძლებლობის თემაა. შეიძლება გქონდეს PCP, მაგრამ ვერ ახერხებდე მონაწილეობას, ამ საკითხში, ნუ დაიგრუზებით ყველაფერი წესრიგშია. ყველას ყველაფერი გვესმის.

ნუ ეს უხეში მონახაზები რომ ვინმემ თავი რაღაცნაირად შეზღუდულად არ იგრძნოს, ტიპა დავალებული, ან უხერხულად ან რაიმე მაგდაგვარი.

ახლა თვითონ საკითხთან დაკავშირებით:

1) ნუ აქტიურად გამოყენებადი და მოქმედი ბალონი ჯერჯერობით ერთია, რომელსაც ლამის მთელი ფორუმი ვხედნავთ smile.gif მიუხედავად იმისა რომ 3-მა ადამიანმა იყიდა ვითომ და თავისთვის.

2) ვიცი რომ ალაგ-ალაგ ხალხი ჩნდება ხოლმე რომლებიც ასევე თურმე იყენებენ ბალონებს, მარა მერე ქრებიან ხოლმე..

3) ამ ბოლო დროს ფორუმზე ამოტივტივდა რამდენიმე ბალონი (ძირითადად ახალ ჩამოტანილი), მაგრამ რამდენიმე კიდევ უტრიალებს ბალონებს და სავარაუდოდ ბალონ მფლობელთა რიგები კიდევ გაიზრდება

4) ყველაფერი ეს კაი, მაგრამ პარალელურად თავს იჩენს ერთი მამაძაღლური პუნქტი, ბალონის დატენვა 300 ატმოსფეროზე. სამწუხაროდ თბილისში ამ მომენტისთვის შესაძლებელია ბალონის მხოლოდ პეინტბოლისტებთან დატენვა. კაი ხალხი არიან, გულიანი, მაგრამ იმის გამო რომ არ უნდათ თავიანთი კომპრესორის კონფიგურაციაში ჩარევა, შეუძლიათ ბალონების მხოლოდ 275 ატმოსფეროზე დატენვა. დატენვისას ბალონი თბება და კი ჩანს რომ 275 ატმოსფეროა, მაგრამ რეალში 30-60 წუთში ბალონი გრილდება და წნევა თურმე სულაც არაა ხოლმე 275 ატმოსფერო. ვცადეთ დალოდება ადგილზე გაციება, მაგრამ ფაქტი ერთია, წამოსვლის მერე, ბალონში ყველაზე კაი შემთხვევაში 255-260 ატმოსფეროა ხოლმე. ანუ ბალონს სრული დატვირთვით ვერ ვიყენებთ (ეს ნახევრად დატენილი ბალონი კიდო ლამის 10 კაცს ატენინებს თოფებს და ლამის მართლა 50-60-ჯერ ახერხებს სხვადასხვა თოფის დატენვას).

5) პეინტბოლისტები საკმაოდ შორს არიან, წყნეთში 34 ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე. პრაქტიკულად წყნეთს გაცილებული ვართ და სულ ყველაზე მაღალ წერიტლში ვართ. შესაბამისად ასვლა ყოველთვის ვერ ხერხდება (დრო საწვევი, მანქანის არ ქონა), არადა ვინც ბალონის გემო ერთხელ მაინც გასინჯა, ნასოსისკენ მიბრუნება აღარავის აღარ უნდა smile.gif



ამ ყველაფრიდან გამომდინარე გამოიკვეთა 1 დიდი საკითხი, საჭიროა ჩვენი ლოკალური კომპრესორი, რომელსაც ბალონს დავატენინებთ სრულად 300 ატმოსფეროზე, იქნება შედარებით ახლო ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ერთერთ წევრთან. პლიუს მისასვლელიც გვექნება ამ წევრთან, პლიუს საჭიროების შემთხევაში შესაძლებელი იქნება დროებით თამამად ამ ადამიანთან ბალონის დატოვება, შესაძლებელი იქნება პირველადი დატენვა, მერე გაციება და საბოლოო დატენვა რომ გარანტირებული 300 ატმოსფერო იყოს შიგნით.

ეს საერთო კონცეფცია გასაგებია, იდეაც ამ კომპრესორის შესახებ ფორუმზე რომ რამდენიმე წელია ტრიალებს ეგეც ყველამ ვიცით, გადახედული იყო ყველანაირი ვარიაცია, იქ მხოლოდ თავაკის შეძენა და აქ აწყობა, ამერიკიდან ჩამოტანა, ჩინეთიდან გამოგზავნა და სხვა, ჯერჯერობით შედეგი არცერთმა არ მოგვცა, იმიტომ რომ ყველა თავისკენ ექაჩება და რაღაც ერთიანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს.

რაღაც 2 თვის წინ მე ილარიონა და ნორიკა ვიყავით ერთერთ დეჟურნი დატენვაზე ასული წყნეთში, დავკარგეთ აურაცხელი დრო, რის გამოც ბოლოს სასროლად აღარ გვეყო დრო და იმ დღეს ილარიონასგან წამოვიდა კვნესა - აუ გეფიცები ოღონდ დასატენად აღარ ვიყო წასასვლელი და თანახმა ვარ კომპრესორისთვის 500$-ი დავდოო.


სწორედ იმ დღიდან ცოტაოდენ უფრო აქტიურად დავიწყეთ რამდენიმე კაცმა ფიქრი კომპრესორზე, სამწუხაროდ, ჩემმა პირადმა მცდელობამ გავსულიყავი კავშირზე, ამერიკულ, იტალიურ, და ბერძნულ კომპანიებთან კავშირზე უშედეგოდ დამთავრდა, ზოგი მიშვებდა რუსეთში იქ გვაქვს წარმომადგენლობაო, ზოგი ვაბშე ამბობდა თქვენ ქვეყანა არ ხართ და ვერ გამოგიგზავნითო, ზოგმა კი უბრალოდ ფეხებზე დაიკიდა მათთან მიმართვა.

ილარიონამ მოშმონა გზები თურქეთში, იდეაში გამოჩნდა ერთი ვარიანტი, მგონი 3000$-ად, მაგრამ ზომით არის კოშმარული რამ, კომპრესორი არის ვეებერთელა ზომის, აი ადრე ასფალტის ასაყრელად რომ დაყავდათ ხოლმე რუსული ვეებერთელა მისაბმელი ვაგონი იმხელაა, ნუ შედეგად გასაგებია მაგხელა ოყნა არავის არ გვჭირდება, ვიცინეთ მე და ილომ გულიანად და ჩავიქნიეთ მაგ იდეაზე ხელი smile.gif



ამხელას ნაღდად ვერაფერში გამოვიყენებდით smile.gif


პარალელურად თენგო, ჩვენი ერთ-ერთი აქტიური წევრი ჩინელების ბაზარს თავდაყირა აყენებდა, მაგრამ ნუ მიწყენს თენგო და ჩინელების კომპრესორები ჩვენთვის არ გამოდგება, მაგალითად ის კომპრესორი რომელსაც ჩვენ ვუმიზნებთ 9 ლიტრიან ბალონს 0-დან 275 ატმოსფერომდე ტენის 15-20 წუთში. ბოლო ასვლაზე დავინიშნე დრო და 180 ატმოსფეროდან 275-მდე დასჭირდა 4 წუთი (ნუ ბოლო 100 ატმოსფერო დატენა რა 1/3), ხოლო ჩინურები იგივე საქმეს, ანდომებენ სულ მინიმუმ 1 საათი (რეალში კი 80-90 წუთი), აღარაფერს ვამბობ ცვეთაზე, ფორმაზე, ნდობაზე, ხმაზე და ასე შემდეგ.

ამიტომაც გავჩერდით იტალიურ შედარებით იაფიან კომპრესორზე, რომლის შეძენაში დახმარება შემოგვთავაზა იგივე პეინტბოლის სასტავმა (მოკლედ ჯიგარი ხალხია). საუბარია ელექტრო კომპრესორზე, რომელიც იმუშავებს ან 220-ზე ან სამ ფაზაზე (220-იანს ბოლო-ბოლო ჩემთან დავაგდებთ გარაჟში და Welcom ყველას, აი 3 ფაზის შემთხვევაში ადგილი შესარჩევი იქნება), მაქსიმალური სამუშაო წნევა ექნება 300-330 ატმოსფერო წარმადობა 100 ლიტრი ჰაერის შეკუმშვა ერთ წუთში.

საუბარია Coltry Sub-ის მოდელზე, ვიზუალურად გამოიყურება მიახლოებით აი ასე



მოკლედ იმ დღეს როდესაც ილიამ გულის ტკივილით თქვა რომ თანახმაა 500$ გადაიხადოს, ოღონდ და ყოველკვირა წყნეთში არ იყოს ასასვლელი, მეც მივაყოლე რომ ბაზარი არაა მეც დავდებ 500$-ს მეთქი, შედეგად მინიმუმ 2კაცი და 1000$ უკვე არის, მაგრამ საჭიროა მეტი და აი აქ იქნება ჩასართავი ყველა მსურველი, ვინც რაფერაც შესძლებს დახმარებას, ნუ ახლა მთლად 20 ლარზე როგორც ხვდებით აქ საუბარი სამწუხაროდ არ იქნება, მაგრამ როგორც ზემოთხსენებულმა 2-მა კაცმა გავრეკეთ ეგეთი დიდი თანხებიც არაა საჭირო. მოდით ჩამოვწერ სრულად ფინანსების ხარჯებს და ....

ესე იგი პეინტბოლისტები გვაძლევენ შესაძლებლობას რომ კომპრესორი ვითრიოთ ფასდაკლებით 1950 ევროდ (პეინტბოლისტებისგან რაღაც წარმომადგენლობის პონტში ვთრეულობთ ფასდაკლებით, შეგახსენებთ საკმაოდ კაი ფასია, იმიტომ რომ პირდაპირ რომ გავდივართ იტალიელებთან კონტაქტზე ასახელებენ ფასად 2600-3000 ევროს). ამ თანხას დაემატება ჩამოტანის თანხა და თავისთავად გასაგებია განბაჟების თანხა.

ჩამოტანაზე ილარიონამ მშვენიერი აზრი შემოგვთავაზა, მისმა კომპანიამ რაღაც უნდა ჩამოიტანოს ევროპიდან და შეუძლია თავის კონტეინერში აკვრევინოს თავი ამ კომპრესორს, შედეგად ჩამოტანის საფასური არაფერი არ დაჯდება, ანუ დაემატება მხოლოდ განბაჟება, უხეშად ეს გამოდის შემდეგი თანხები:

1950 ევროს + განბაჟების 351 ევრო + მოსაკრებელი და სხვა ტუტუცობები, ალბათ 20-30 ევრო = სულ გამოდის მიახლოებით 2325 ევრო (ნუ საშუალოზე დავამრგვალე)

დღევანდელი კურსით ეს უხეშად არის, 4975-4985 ლარი, ესეც უხეშად დავამრგვალოთ და გამოვიდა 5000 ლარი, ნუ ჯერჯერობით თანხას დებს 2 კაცი, სულ გამოდის, 1000$ ანუ ლარებში ეს არის, უხეშად 1650 ლარი.

ახლა 5000-ს გამოვაკლოთ 1650 ლარი და გამოვიდა 3350 ლარი - რომელიც არ ყოფნის ამ ჩამოწერილი ვეფხისტყაოსნის რეალიზებას.

მგონი გავდივარ ფინიშისკენ smile.gif, მოკლედ თანხა სახუმარო არ გამოდის, მესმის რომ მონაწილეობის სურვილი ყველას ექნება, მაგრამ იმედია არ მიწყენთ რომ ვთქვა - 20-20 და 30-30 ლარით ეს თანხა 30000000000 წელი არ აგროვდება...

გვქონდა მცდელობა, აქტიური წევრებისთვის იგივე გვეთქვა, და პირდაპირი წესით სატელეფონო ზარებით გაგვერკვია ვინ რამდენს დადებდა რომ გაგვეგო ჰქონდა აზრი ამ საქმის რეალიზებას და საუბარს თუ არა, ნუ ნაწილობრივ პერსპექტივა ჩანდა, მაგრამ აქ უკვე ჩვენი საყვარელი კლუბის პრეზიდენტი და შეგნებით, სულით და ხორცით ევრეი ჩაერია smile.gif

დავდოთ ინფო ფორუმზეო და.... ესე იგი რა, არც ცოტას დადება არ უნდა, არც ჩამორჩენა, არც ის არც ეს და....

მოკლედ პრიმბულა გასაგებია, აზრიც იმედია გასაგებია, ამიტომაც, ვწერთ უკვე მიჩვეულ სიას და ყველა ვინც რამდენად თვლის რომ უღირს, ან არ უღირს ამ იდეის რეალიზება წერს რამდენის დადება შეუძლია, ან უღირს ამ საქმისთვის, შემდგომ გადავთვლით გადმოვთვლით და გავიგებთ ვხურავთ ერთხელ და სამუდამოთ ნებისმიერ თემას რომელშიც საუბარი იქნება კომპრესორზე (როგორც წინასწარ უკვე ცნობილ და განწირულ თემას), ან ერთხელ და საბოლოდ ვყიდულობთ ამ აგრეგატს და იმედია აღარ დაგვჭირდება ამ საკითხზე ახალი თემის გახსნა


იმედია სიაში ჩამატება არ უნდა შეგახსენოთ როგორ ხდება smile.gif სურვილის შემთხვევაში წინა დამპოსტველისგან აკოპირებთ სიას, ამატებთ შემდეგ ნომრად საკუთარ ნიკს და აწერს თანხას და ვალუტას რომელსაც დებთ

მაშ ასე:

1) ilariona - 500.00 $
2) ja_ja - 500.00 $




P.S. ნუ პეინპოსისტები იგივე აგრეგატს 2 წელია ხმარობენ და ერთხელ ჰქონდათ გასარემონტებელი ბენზინის მატორი (ანუ კომპრესორს ვააბშე არაფერი მოსვლის 2 წელია), ჩვენ ელექტრ მატორიანს ვიღებთ და პეინტბოლისტებივით ვირივით მგონი არ გვექნება სამუშაო, ასე რომ იმედი გვაქვს რომ მინიმუმ იგივე 2 წელიწადს შეკეთების გარეშე იმუშავებს კომპრესორი, ან უფრო მეტსაც იმუშავებს შეკეთების გარეშე, ნუ ახლა ზეთის შეცვლა დიდ დანახარჯებთან არაა დაკავშირებული და მაგას არც კი ვახსენებ smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   ვყიდულობთ მაღალი წნევის კომპრესორს   Mar 29 2013, 09:13 PM
- - tengo   ციტატა(ja_ja @ 8th April 2013 ...   Apr 8 2013, 10:07 AM
- - ja_ja   უი-უი მომიკვდეს თა...   Apr 10 2013, 09:24 AM
- - gregory   ციტატა(ja_ja @ 10th April 2013 ...   Apr 10 2013, 10:03 AM
- - foxi   უმუშევრად ვა ბიჭებ...   Apr 10 2013, 01:06 PM
- - ilariona   დღეს გვაღირსეს იტა...   Apr 11 2013, 09:15 PM
- - ReMiNgToN   ja_ja განბაჟების თანხ...   Apr 12 2013, 12:21 AM
- - ja_ja   ReMiNgToN რავი პირველ გვ...   Apr 12 2013, 08:43 AM
- - kaka8079   რუსეთში თუ რამე ფა...   Apr 12 2013, 08:55 AM
- - ja_ja   kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 12th ...   Apr 12 2013, 09:34 AM
- - ilariona   ციტატა(ja_ja @ 12th April 2013 ...   Apr 12 2013, 10:54 AM
- - norica_dragon   ჰა ეხლა იყიდით კომ...   Apr 12 2013, 08:47 PM
- - geojorjika   კომპრესორი არ ვიცი...   Apr 12 2013, 09:04 PM
- - ja_ja   geojorjika კაი თვენახევა...   Apr 12 2013, 11:22 PM
- - bazuka   2800 თემაა ბალონებზე ...   Apr 13 2013, 09:26 AM
- - ilariona   Илия, доброго времени суток...   Apr 14 2013, 09:33 AM
- - geojorjika   ძალიან კარგია, მემ...   Apr 14 2013, 11:07 AM
- - ilariona   ციტატა(giorgi @ 14th April 2013 ...   Apr 14 2013, 11:12 AM
- - ja_ja   ვააა მაგარი ფასია, ...   Apr 14 2013, 06:21 PM
- - ilariona   ja_ja დღეს ინვოისი მე...   Apr 15 2013, 09:13 AM
- - norica_dragon   ტრანსპორტირებაზე ...   Apr 15 2013, 10:33 AM
- - ja_ja   ilariona ციტატა(ilariona @ 15th ...   Apr 15 2013, 10:34 AM
- - ilariona   ციტატა(Avto @ 15th April 2013 ...   Apr 17 2013, 12:22 PM
|- - bazuka   ციტატა(ilariona @ Apr 17 2013, 01...   Apr 17 2013, 02:20 PM
|- - geojorjika   ციტატა(bazuka @ Apr 17 2013, 03...   Apr 17 2013, 02:33 PM
- - gregory   ძალიან სასიხარულო ...   Apr 17 2013, 12:48 PM
- - leogeo   ja_ja მიუხედავათ ჩემ...   Apr 17 2013, 02:49 PM
- - geojorjika   გვიანი ალბათ არ არ...   Apr 17 2013, 03:10 PM
- - leogeo   geojorjika ილარიონას უნდ...   Apr 17 2013, 03:54 PM
- - ja_ja   მოკლედ ახლა მოვედი...   Apr 17 2013, 04:21 PM
- - leogeo   ja_ja ციტატა(ja_ja @ 17th April...   Apr 17 2013, 04:34 PM
- - ja_ja   leogeo ციტატა(leogeo @ 17th Apri...   Apr 17 2013, 04:45 PM
- - ilariona   ja_ja მდაა ხვალ დილიდ...   Apr 17 2013, 06:24 PM
- - gregory   ja_ja შენ და ბანკების ...   Apr 18 2013, 08:32 AM
- - norica_dragon   ჯაჯა ჩემი ისტორია ...   Apr 18 2013, 10:32 AM
- - ja_ja   norica_dragon ციტატა(Avto @ 18th...   Apr 18 2013, 10:59 AM
- - Dave   liberty - ზე საზიზღარი მ...   Apr 18 2013, 12:06 PM
- - ilariona   1) ja_ja - 500$ + 2) ilariona - 500$ + 3...   Apr 19 2013, 11:41 AM
- - ja_ja   მოკლედ ახლახანს მო...   Apr 20 2013, 01:27 PM
- - leogeo   ja_ja ციტატა(ja_ja @ 20th April ...   Apr 20 2013, 01:51 PM
- - geojorjika   leogeo ციტატა(leogeo @ 20th Apri...   Apr 20 2013, 03:44 PM
- - ja_ja   geojorjika რატო კაცო შენს...   Apr 20 2013, 06:18 PM
- - norica_dragon   ციტატა(ja_ja @ 20th April 2013 ...   Apr 20 2013, 07:39 PM
- - bazuka   2კრანი ვიყიდე, იბეი...   Apr 20 2013, 09:08 PM
- - Power_VANO   ნამდვილად დიდი საქ...   Apr 21 2013, 09:30 AM
- - ja_ja   მოკელდ მინი განახლ...   Apr 24 2013, 04:13 PM
- - ilariona   როგორც ჩანს ოფიცია...   Apr 30 2013, 02:55 PM
- - ja_ja   მდააა 210 ევროს ამბა...   Apr 30 2013, 03:09 PM
- - ilariona   ja_ja იტალიელებმა შორ...   Apr 30 2013, 03:52 PM
- - ja_ja   ilariona ციტატა(ilariona @ 30th ...   Apr 30 2013, 04:06 PM
- - geojorjika   ბარემ ხომ არ შევუკ...   Apr 30 2013, 07:02 PM
- - ilariona   geojorjika შენთვის კერა...   Apr 30 2013, 09:20 PM
- - geojorjika   ilariona ჩემთვის რაა ეხ...   Apr 30 2013, 09:23 PM
- - ja_ja   ilariona ილო ბიძიაააააა...   May 7 2013, 09:06 AM
- - ilariona   ხვალ აიღებენ კომპრ...   May 7 2013, 11:01 PM
- - bazuka   ვაიმე-ვაიმეე, მოვა...   May 8 2013, 10:31 AM
- - ja_ja   პაწია განახლება ამ...   May 17 2013, 11:55 PM
- - geojorjika   მოკლედ ადრეც დავწე...   May 18 2013, 12:44 AM
- - ja_ja   geojorjika ალბათ სადღაც 1 ...   May 18 2013, 07:59 AM
- - ilariona   ja_ja ნაშებში წავიდეთ...   May 18 2013, 09:46 AM
- - geojorjika   ჰოოო , არა იდეა ცუდი...   May 18 2013, 10:09 AM
- - ja_ja   ilariona ციტატა(ilariona @ 18th ...   May 18 2013, 02:18 PM
- - ilariona   ja_ja ჩვენც ნუ გავღორ...   May 18 2013, 05:21 PM
- - monadire.   თქვენ ხინკალზე არ ...   May 18 2013, 05:28 PM
- - bazuka   ებიჭო, ემანდ ვინმე...   May 18 2013, 05:55 PM
- - ilariona   bazuka 300 ატმოსფეროზე რ...   May 18 2013, 10:07 PM
- - bazuka   ilariona ჰარდქორი ქვია ...   May 19 2013, 12:25 AM
- - ilariona   bazuka ეგ ჯაჯამ უკეთეს...   May 19 2013, 12:33 AM
- - ilariona   ძალიან ცუდი ინფორმ...   May 23 2013, 10:30 AM
- - geojorjika   გამისკდა გული სანა...   May 23 2013, 10:32 AM
- - gregory   ციტატა(ilariona @ 23rd May 2013 ...   May 23 2013, 10:43 AM
- - ja_ja   ilariona ზარაზა, არიქა ც...   May 23 2013, 10:52 AM
- - Dave   რა მარტივად მომხდა...   May 23 2013, 11:27 AM
- - ilariona   ვააა, აბა მე რომ მან...   May 23 2013, 02:14 PM
- - ja_ja   ესეიგი 23-ის მერე ინ...   May 29 2013, 11:17 AM
- - geojorjika   ჰო სადღაც სართიჭალ...   May 29 2013, 11:27 AM
- - ilariona   ja_ja ისეთი გადარბენა...   May 29 2013, 07:42 PM
- - ilariona   ერთი სიტყვით, ამ გა...   Jun 4 2013, 09:51 PM
- - ja_ja   ნუ შაბათი კვირა თუ ...   Jun 4 2013, 11:56 PM
- - geojorjika   მე ნამეტანი გაჭედი...   Jun 5 2013, 12:45 AM
- - gregory   ilariona სად უნდა ჩამოვ...   Jun 5 2013, 06:55 AM
- - ilariona   gregory მანქანა პრობლე...   Jun 5 2013, 08:51 AM
- - bazuka   ვაა, კაი ამბავია პა...   Jun 5 2013, 08:56 AM
- - gregory   ilariona ოკ ინვოისი დამ...   Jun 5 2013, 09:28 AM
- - ilariona   gregory მაილი მომწერე პ...   Jun 5 2013, 12:33 PM
- - gregory   ilariona გამოგიგზავნე   Jun 5 2013, 06:46 PM
- - geojorjika   რაფერაა აქანე საქმ...   Jun 10 2013, 09:34 AM
- - ja_ja   ვაა რკინის ბალონი ...   Jun 10 2013, 10:01 AM
- - geojorjika   ja_ja საჭღვართან ახლო...   Jun 10 2013, 10:02 AM
- - ja_ja   აუფ კი ყოფილა კაი 2000...   Jun 10 2013, 11:10 AM
- - gregory   ციტატა(ja_ja @ 10th June 2013 ...   Jun 10 2013, 11:48 AM
- - ja_ja   ვაა სარფში რომ არი...   Jun 10 2013, 11:59 AM
- - geojorjika   ძალიან გუთ , არაფერ...   Jun 10 2013, 12:03 PM
- - ilariona   კიდევ სარფშია, მაგ ...   Jun 10 2013, 01:27 PM
- - ja_ja   ilariona შევეცი მანქანა...   Jun 10 2013, 01:39 PM
- - geojorjika   რამე ეფიანი ფოსტა ...   Jun 10 2013, 02:06 PM
- - ja_ja   ნუ მაშინ დავაი მიწ...   Jun 10 2013, 02:18 PM
- - geojorjika   ja_ja მაგათ მე ფულის გ...   Jun 10 2013, 02:34 PM
- - ilariona   ja_ja geojorjika ავტობუსს 20 ...   Jun 10 2013, 02:44 PM
- - koknar   ციტატა(ja_ja @ 10th June 2013 ...   Jun 10 2013, 02:45 PM
3 გვერდი V  < 1 2 3 >


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th June 2025 - 03:48 PM
Hosted by Pro-Service