გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ვყიდულობთ მაღალი წნევის კომპრესორს, 330 Bar და 380 ვოლტი :)
ja_ja
პოსტი Mar 29 2013, 09:13 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



მოკლედ ბევრი ვიფიქრე სად გამეხსნა ეს თემა და რადგანაც მაინც PCP-ს ეხება, გავხსენი PCP თემაში, როდესაც ყოლიფერი მორჩება გადავიტან სხვაგან.

ესეიგი სათაურიდან გამომდინარე გასაგებია რაზეცაა საუბარი. სანამ დეტალეზე გადავალ პაწა გაფრთხილება:

1) ვისაც PCP იარაღი არ გაქვთ და არ აპირებთ უახლოეს მომავალში გადასვლას აღნიშნულ სისტემაზე, გთხოვთ თავი შეიკავოთ დაპოსტვისგან ამ თემაში

2) თემა არის ფინანსურ საკითხზე, ამიტომაც დიდი თხოვნაა ყურადღება იყოს 10-მაგად გამახვილებული

3) საუბარი იქნება საერთო ნივთზე, რომელიც საბოლოოდ ამა თუ იმ ფორმით გადაეცემა ჩვენს კლუბს (მადლობა ღმერს უკვე დარეგისტრირებულია, მაგრამ რას შვება პრეზიდენტი არ ვიცი, მალჩიტ კაკ რიბა აბ ლიოდ ბლიაზ smile.gif ან ხანდახან რაცხას ისეთს დააბერტყებს რომ ყველა იფანტება smile.gif)

4) მჯერავს რომ მსურველი ბევრი იქნება, და მერწმუნეთ მოხარული ვიქნებით ყველა ვიხილოთ რიგებში, მაგრამ იმის გამო რომ ფინანსურად ცოტა არ იყოს მძიმე საკითხია და ყველას არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა... მოკლედ ბევრი ჭკუის დამრიგებლური სიტყვები რომ არ ვწერო - ძვირიანი საკითხია, და თუ ვერ წვდებით ფინანსურად ამ იდეას, არანაირი პრობლემა არაა ხალხნო, იგრძენით თავი თავისუფლად, არავინ არავის არ ავალდებულებს, სუფთა ინიციატივა, სურვილი და შესაძლებლობის თემაა. შეიძლება გქონდეს PCP, მაგრამ ვერ ახერხებდე მონაწილეობას, ამ საკითხში, ნუ დაიგრუზებით ყველაფერი წესრიგშია. ყველას ყველაფერი გვესმის.

ნუ ეს უხეში მონახაზები რომ ვინმემ თავი რაღაცნაირად შეზღუდულად არ იგრძნოს, ტიპა დავალებული, ან უხერხულად ან რაიმე მაგდაგვარი.

ახლა თვითონ საკითხთან დაკავშირებით:

1) ნუ აქტიურად გამოყენებადი და მოქმედი ბალონი ჯერჯერობით ერთია, რომელსაც ლამის მთელი ფორუმი ვხედნავთ smile.gif მიუხედავად იმისა რომ 3-მა ადამიანმა იყიდა ვითომ და თავისთვის.

2) ვიცი რომ ალაგ-ალაგ ხალხი ჩნდება ხოლმე რომლებიც ასევე თურმე იყენებენ ბალონებს, მარა მერე ქრებიან ხოლმე..

3) ამ ბოლო დროს ფორუმზე ამოტივტივდა რამდენიმე ბალონი (ძირითადად ახალ ჩამოტანილი), მაგრამ რამდენიმე კიდევ უტრიალებს ბალონებს და სავარაუდოდ ბალონ მფლობელთა რიგები კიდევ გაიზრდება

4) ყველაფერი ეს კაი, მაგრამ პარალელურად თავს იჩენს ერთი მამაძაღლური პუნქტი, ბალონის დატენვა 300 ატმოსფეროზე. სამწუხაროდ თბილისში ამ მომენტისთვის შესაძლებელია ბალონის მხოლოდ პეინტბოლისტებთან დატენვა. კაი ხალხი არიან, გულიანი, მაგრამ იმის გამო რომ არ უნდათ თავიანთი კომპრესორის კონფიგურაციაში ჩარევა, შეუძლიათ ბალონების მხოლოდ 275 ატმოსფეროზე დატენვა. დატენვისას ბალონი თბება და კი ჩანს რომ 275 ატმოსფეროა, მაგრამ რეალში 30-60 წუთში ბალონი გრილდება და წნევა თურმე სულაც არაა ხოლმე 275 ატმოსფერო. ვცადეთ დალოდება ადგილზე გაციება, მაგრამ ფაქტი ერთია, წამოსვლის მერე, ბალონში ყველაზე კაი შემთხვევაში 255-260 ატმოსფეროა ხოლმე. ანუ ბალონს სრული დატვირთვით ვერ ვიყენებთ (ეს ნახევრად დატენილი ბალონი კიდო ლამის 10 კაცს ატენინებს თოფებს და ლამის მართლა 50-60-ჯერ ახერხებს სხვადასხვა თოფის დატენვას).

5) პეინტბოლისტები საკმაოდ შორს არიან, წყნეთში 34 ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე. პრაქტიკულად წყნეთს გაცილებული ვართ და სულ ყველაზე მაღალ წერიტლში ვართ. შესაბამისად ასვლა ყოველთვის ვერ ხერხდება (დრო საწვევი, მანქანის არ ქონა), არადა ვინც ბალონის გემო ერთხელ მაინც გასინჯა, ნასოსისკენ მიბრუნება აღარავის აღარ უნდა smile.gif



ამ ყველაფრიდან გამომდინარე გამოიკვეთა 1 დიდი საკითხი, საჭიროა ჩვენი ლოკალური კომპრესორი, რომელსაც ბალონს დავატენინებთ სრულად 300 ატმოსფეროზე, იქნება შედარებით ახლო ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ერთერთ წევრთან. პლიუს მისასვლელიც გვექნება ამ წევრთან, პლიუს საჭიროების შემთხევაში შესაძლებელი იქნება დროებით თამამად ამ ადამიანთან ბალონის დატოვება, შესაძლებელი იქნება პირველადი დატენვა, მერე გაციება და საბოლოო დატენვა რომ გარანტირებული 300 ატმოსფერო იყოს შიგნით.

ეს საერთო კონცეფცია გასაგებია, იდეაც ამ კომპრესორის შესახებ ფორუმზე რომ რამდენიმე წელია ტრიალებს ეგეც ყველამ ვიცით, გადახედული იყო ყველანაირი ვარიაცია, იქ მხოლოდ თავაკის შეძენა და აქ აწყობა, ამერიკიდან ჩამოტანა, ჩინეთიდან გამოგზავნა და სხვა, ჯერჯერობით შედეგი არცერთმა არ მოგვცა, იმიტომ რომ ყველა თავისკენ ექაჩება და რაღაც ერთიანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს.

რაღაც 2 თვის წინ მე ილარიონა და ნორიკა ვიყავით ერთერთ დეჟურნი დატენვაზე ასული წყნეთში, დავკარგეთ აურაცხელი დრო, რის გამოც ბოლოს სასროლად აღარ გვეყო დრო და იმ დღეს ილარიონასგან წამოვიდა კვნესა - აუ გეფიცები ოღონდ დასატენად აღარ ვიყო წასასვლელი და თანახმა ვარ კომპრესორისთვის 500$-ი დავდოო.


სწორედ იმ დღიდან ცოტაოდენ უფრო აქტიურად დავიწყეთ რამდენიმე კაცმა ფიქრი კომპრესორზე, სამწუხაროდ, ჩემმა პირადმა მცდელობამ გავსულიყავი კავშირზე, ამერიკულ, იტალიურ, და ბერძნულ კომპანიებთან კავშირზე უშედეგოდ დამთავრდა, ზოგი მიშვებდა რუსეთში იქ გვაქვს წარმომადგენლობაო, ზოგი ვაბშე ამბობდა თქვენ ქვეყანა არ ხართ და ვერ გამოგიგზავნითო, ზოგმა კი უბრალოდ ფეხებზე დაიკიდა მათთან მიმართვა.

ილარიონამ მოშმონა გზები თურქეთში, იდეაში გამოჩნდა ერთი ვარიანტი, მგონი 3000$-ად, მაგრამ ზომით არის კოშმარული რამ, კომპრესორი არის ვეებერთელა ზომის, აი ადრე ასფალტის ასაყრელად რომ დაყავდათ ხოლმე რუსული ვეებერთელა მისაბმელი ვაგონი იმხელაა, ნუ შედეგად გასაგებია მაგხელა ოყნა არავის არ გვჭირდება, ვიცინეთ მე და ილომ გულიანად და ჩავიქნიეთ მაგ იდეაზე ხელი smile.gif



ამხელას ნაღდად ვერაფერში გამოვიყენებდით smile.gif


პარალელურად თენგო, ჩვენი ერთ-ერთი აქტიური წევრი ჩინელების ბაზარს თავდაყირა აყენებდა, მაგრამ ნუ მიწყენს თენგო და ჩინელების კომპრესორები ჩვენთვის არ გამოდგება, მაგალითად ის კომპრესორი რომელსაც ჩვენ ვუმიზნებთ 9 ლიტრიან ბალონს 0-დან 275 ატმოსფერომდე ტენის 15-20 წუთში. ბოლო ასვლაზე დავინიშნე დრო და 180 ატმოსფეროდან 275-მდე დასჭირდა 4 წუთი (ნუ ბოლო 100 ატმოსფერო დატენა რა 1/3), ხოლო ჩინურები იგივე საქმეს, ანდომებენ სულ მინიმუმ 1 საათი (რეალში კი 80-90 წუთი), აღარაფერს ვამბობ ცვეთაზე, ფორმაზე, ნდობაზე, ხმაზე და ასე შემდეგ.

ამიტომაც გავჩერდით იტალიურ შედარებით იაფიან კომპრესორზე, რომლის შეძენაში დახმარება შემოგვთავაზა იგივე პეინტბოლის სასტავმა (მოკლედ ჯიგარი ხალხია). საუბარია ელექტრო კომპრესორზე, რომელიც იმუშავებს ან 220-ზე ან სამ ფაზაზე (220-იანს ბოლო-ბოლო ჩემთან დავაგდებთ გარაჟში და Welcom ყველას, აი 3 ფაზის შემთხვევაში ადგილი შესარჩევი იქნება), მაქსიმალური სამუშაო წნევა ექნება 300-330 ატმოსფერო წარმადობა 100 ლიტრი ჰაერის შეკუმშვა ერთ წუთში.

საუბარია Coltry Sub-ის მოდელზე, ვიზუალურად გამოიყურება
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.




მოკლედ იმ დღეს როდესაც ილიამ გულის ტკივილით თქვა რომ თანახმაა 500$ გადაიხადოს, ოღონდ და ყოველკვირა წყნეთში არ იყოს ასასვლელი, მეც მივაყოლე რომ ბაზარი არაა მეც დავდებ 500$-ს მეთქი, შედეგად მინიმუმ 2კაცი და 1000$ უკვე არის, მაგრამ საჭიროა მეტი და აი აქ იქნება ჩასართავი ყველა მსურველი, ვინც რაფერაც შესძლებს დახმარებას, ნუ ახლა მთლად 20 ლარზე როგორც ხვდებით აქ საუბარი სამწუხაროდ არ იქნება, მაგრამ როგორც ზემოთხსენებულმა 2-მა კაცმა გავრეკეთ ეგეთი დიდი თანხებიც არაა საჭირო. მოდით ჩამოვწერ სრულად ფინანსების ხარჯებს და ....

ესე იგი პეინტბოლისტები გვაძლევენ შესაძლებლობას რომ კომპრესორი ვითრიოთ ფასდაკლებით 1950 ევროდ (პეინტბოლისტებისგან რაღაც წარმომადგენლობის პონტში ვთრეულობთ ფასდაკლებით, შეგახსენებთ საკმაოდ კაი ფასია, იმიტომ რომ პირდაპირ რომ გავდივართ იტალიელებთან კონტაქტზე ასახელებენ ფასად 2600-3000 ევროს). ამ თანხას დაემატება ჩამოტანის თანხა და თავისთავად გასაგებია განბაჟების თანხა.

ჩამოტანაზე ილარიონამ მშვენიერი აზრი შემოგვთავაზა, მისმა კომპანიამ რაღაც უნდა ჩამოიტანოს ევროპიდან და შეუძლია თავის კონტეინერში აკვრევინოს თავი ამ კომპრესორს, შედეგად ჩამოტანის საფასური არაფერი არ დაჯდება, ანუ დაემატება მხოლოდ განბაჟება, უხეშად ეს გამოდის შემდეგი თანხები:

1950 ევროს + განბაჟების 351 ევრო + მოსაკრებელი და სხვა ტუტუცობები, ალბათ 20-30 ევრო = სულ გამოდის მიახლოებით 2325 ევრო (ნუ საშუალოზე დავამრგვალე)

დღევანდელი კურსით ეს უხეშად არის, 4975-4985 ლარი, ესეც უხეშად დავამრგვალოთ და გამოვიდა 5000 ლარი, ნუ ჯერჯერობით თანხას დებს 2 კაცი, სულ გამოდის, 1000$ ანუ ლარებში ეს არის, უხეშად 1650 ლარი.

ახლა 5000-ს გამოვაკლოთ 1650 ლარი და გამოვიდა 3350 ლარი - რომელიც არ ყოფნის ამ ჩამოწერილი ვეფხისტყაოსნის რეალიზებას.

მგონი გავდივარ ფინიშისკენ smile.gif, მოკლედ თანხა სახუმარო არ გამოდის, მესმის რომ მონაწილეობის სურვილი ყველას ექნება, მაგრამ იმედია არ მიწყენთ რომ ვთქვა - 20-20 და 30-30 ლარით ეს თანხა 30000000000 წელი არ აგროვდება...

გვქონდა მცდელობა, აქტიური წევრებისთვის იგივე გვეთქვა, და პირდაპირი წესით სატელეფონო ზარებით გაგვერკვია ვინ რამდენს დადებდა რომ გაგვეგო ჰქონდა აზრი ამ საქმის რეალიზებას და საუბარს თუ არა, ნუ ნაწილობრივ პერსპექტივა ჩანდა, მაგრამ აქ უკვე ჩვენი საყვარელი კლუბის პრეზიდენტი და შეგნებით, სულით და ხორცით ევრეი ჩაერია smile.gif

დავდოთ ინფო ფორუმზეო და.... ესე იგი რა, არც ცოტას დადება არ უნდა, არც ჩამორჩენა, არც ის არც ეს და....

მოკლედ პრიმბულა გასაგებია, აზრიც იმედია გასაგებია, ამიტომაც, ვწერთ უკვე მიჩვეულ სიას და ყველა ვინც რამდენად თვლის რომ უღირს, ან არ უღირს ამ იდეის რეალიზება წერს რამდენის დადება შეუძლია, ან უღირს ამ საქმისთვის, შემდგომ გადავთვლით გადმოვთვლით და გავიგებთ ვხურავთ ერთხელ და სამუდამოთ ნებისმიერ თემას რომელშიც საუბარი იქნება კომპრესორზე (როგორც წინასწარ უკვე ცნობილ და განწირულ თემას), ან ერთხელ და საბოლოდ ვყიდულობთ ამ აგრეგატს და იმედია აღარ დაგვჭირდება ამ საკითხზე ახალი თემის გახსნა


იმედია სიაში ჩამატება არ უნდა შეგახსენოთ როგორ ხდება smile.gif სურვილის შემთხვევაში წინა დამპოსტველისგან აკოპირებთ სიას, ამატებთ შემდეგ ნომრად საკუთარ ნიკს და აწერს თანხას და ვალუტას რომელსაც დებთ

მაშ ასე:

1) ilariona - 500.00 $
2) ja_ja - 500.00 $




P.S. ნუ პეინპოსისტები იგივე აგრეგატს 2 წელია ხმარობენ და ერთხელ ჰქონდათ გასარემონტებელი ბენზინის მატორი (ანუ კომპრესორს ვააბშე არაფერი მოსვლის 2 წელია), ჩვენ ელექტრ მატორიანს ვიღებთ და პეინტბოლისტებივით ვირივით მგონი არ გვექნება სამუშაო, ასე რომ იმედი გვაქვს რომ მინიმუმ იგივე 2 წელიწადს შეკეთების გარეშე იმუშავებს კომპრესორი, ან უფრო მეტსაც იმუშავებს შეკეთების გარეშე, ნუ ახლა ზეთის შეცვლა დიდ დანახარჯებთან არაა დაკავშირებული და მაგას არც კი ვახსენებ smile.gif

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
15 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > »   
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები (100 - 119)
tengo
პოსტი Apr 8 2013, 10:07 AM
პოსტი #101


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ციტატა(ja_ja @ 8th April 2013 - 10:59 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ნუ კაი გვიან კი გაგახსენდა მაგრამ ველქომ

სჯობს გვიან..........
საღამოს მოგაწვდი.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Apr 8 2013, 12:34 PM
პოსტი #102


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



ციტატა(ja_ja @ Apr 8 2013, 10:59 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
ქალაქამდე გამოტანა საბაჟოდან


ვენი მყავს, საკმაოდ დიდი, თუ რამე ბიუროკრატიული მოთხოვნა არაა მაგას მიეხედება (თუმცა მაისის 15-მდე მყავს ეგ მანქანა, მერე მთელი ზაფხული სად იქნება მამაჩემი ეგ უკვე აღარ ვიცი)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია bazuka: Apr 8 2013, 12:36 PM
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 10 2013, 09:24 AM
პოსტი #103


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



უი-უი მომიკვდეს თავი, შევრცხვი ბლიაძ, ინფორმაციის განახლება დამავიწყდა!!!

მოკლედ გუშინ ბექამ ნაწილი ტანხა მომაწოდა 200$-ის სახით, ანუ ამჯერად სია გამოიყურება ასე:

1) ja_ja - 500$ +
2) ilariona - 500$ +
3) norica - 300$ +
4) Geojorjika - 300$ +
5) Bazuka - 300$ +
6) monadire - 200$ +
7) soxa - 200$ +
8) shonia82 - 100$ +
9) nxs027- 100$ +
10) giga-76 - 100$ +
11) Power_VANO -100$ +
12) gregory - 100$ +
13)
14) Beqa - 200$ +

ანუ ამ ეტაპზე აკრეფილი და მობილიზებულია ზუსტად 3000$.

ახლა ხალხმა რომ არ ჩათვალოს რომ რაცხა ნამეტანი მივჩუმდით და არაფერი ახალი არ ხდება....

ესეიგი შეძენის თანხა უკვე არის, ნუ იქ განბაჟების თანხა ნელნელა დაგვეწევა, უკვე ვმუშაობთ შეძენის საკითხზე, გადარიცხვით ჯერ არ გადაგვირიცხია თანხა, მიზეზი მარტივია, ილარიონა არკვევს თავის ევროპელ მომწოდებლებთან რაღაც საკითხებს თუ როგორ მოხდება კომპრესორის მწარმოებლისგან მის კონტეინერამდე ნივთის მიტანა....

როგორც კი ეს საკითხები გაირკვევა თანხა მაშინვე ინება გადარიცხული....

უხეში პირველადი მონახაზით საორიენტაციო ჩამოსვლის ვადა გათვლილი არის ამ თვის ბოლოსკენ, მაგრამ გააჩნია რა როგორ აეწყობა, შესაბამისად ეს პროგნოზი რომ ამ თვის ბოლოს ჩამოვა შეიძლება ნამეტანი ოპტიმისტური იყოს და ... მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ამ თვის ბოლოს ეს არის ყველაზე ოპტიმისტური პონტი, რეალში კი შეიძლება მაისზე გადავიდეთ... მოკლედ ამ ინფოებს პერიოდულად მოგაწვდით რომ ინფოპრმაციული ვაკუომი არ შეიქმნას და რაღაც მოლოდინის დაძაბულობან უაზრო კითხვები რომ არ წარმოქმნას.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
gregory
პოსტი Apr 10 2013, 10:03 AM
პოსტი #104


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ციტატა(ja_ja @ 10th April 2013 - 10:24 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ამ თვის ბოლოს ეს არის ყველაზე ოპტიმისტური პონტი, რეალში კი შეიძლება მაისზე გადავიდეთ

ძალიან კი არა ჩმა ძალიან, ძალიან, ძალიან.. ოპტიმისტური პროგნოზია smile.gif
მაისის ბოლოს რომ იყოს ეგეც იდეალური იქნება smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
foxi
პოსტი Apr 10 2013, 01:06 PM
პოსტი #105


ზეზუსტი მსროლელი
*****

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 2,912
რეგისტრ.: 22-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 226



უმუშევრად ვა ბიჭებო და ფინანსურად ძალიან გაჭედილი. ბანკის ვალი კი ჩემ მტერს. იმედია ეგ პროექტი გამოვა და ყველა მონაწილე იმდენჯერ გაბერავს თავის თოფს რამდენის სროლასაც მოახერხებს. მე კი ისევ ჩემი ნასოსით მომიწევს ბერვა. unknw.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Apr 11 2013, 09:15 PM
პოსტი #106


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



დღეს გვაღირსეს იტალიელებმა პასუხი, რუსეთში გვყვავს წარმომადგენლობაო და მათ დაუკავშირდითო.

ხვალ დილით რუსეთს დავუკავშირდები.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ReMiNgToN
პოსტი Apr 12 2013, 12:21 AM
პოსტი #107


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 945
რეგისტრ.: 24-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 464



ja_ja
განბაჟების თანხა რამდენია? ნელ-ნელა ვიქაჩები WINDOWS-ებს ვაყენებ biggrin.gif ხოდა მომიგროვდება რამე თანხა იმედია და მეც შემოვალ საქმეში სულ გარეთ რომ არ დავრჩე blush.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 12 2013, 08:43 AM
პოსტი #108


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ReMiNgToN
რავი პირველ გვერდზე ხომ მიწერია...

მარა მე იმის მეშინია თუ იტალიელებმა რუსეთში გაგვიშვეს და იქედან გვაყიდინეს ჩამოტანის ფული არ გაგვიხდეს ასაკრეფი sad.gif

მოკელდ ნებისმიერ შემთხვევაში შენ თუ სურვილი გაქვს ნავში ჩაჯდე არანაირი პრობლემა არაა, რამდენსაც ჩათვლი საჭიროს და გაქაჩავ, პროსტა გათვალე შენ რუსთავში ხარ და კომპრესორი ალბათ თბილისში დაიდგმება სადმე. შესაბამისად განსაზღვრე რაფერ აპირებ ბალონის დასატენად თბილისშI ჩამოსვლას ხოლმე? თუ გასვლებზე აკეთებ ორიენტირებას?

ნუ ასე თუ ისე თანხა ზედმეტი არ იქნება, თუ დაგვრცება და სხვა საერთო საქმეებზე მოვისვრით, საქმე ოხრადაა და გასაკეთებელიც ოხრადაა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
kaka8079
პოსტი Apr 12 2013, 08:55 AM
პოსტი #109


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 2,145
რეგისტრ.: 20-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 314




რუსეთში თუ რამე ფასდაკლებას გააკეტებენ არ ვიცი არა და ისე მანდ ცოტა ძვირია მაი საქმე, ja_ja არა და თუ გახსოვს რომ გკითხე თავიდანვე რუსეთშI ხომ არ ყიდულობთ თქო კომპრესორს მგონი ახდა ჩემი ნათქვამი biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 12 2013, 09:34 AM
პოსტი #110


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 12th April 2013 - 09:55 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
მგონი ახდა ჩემი ნათქვამი

სგინ სატანა smile.gif

რაღაც მეეჭვება რუსეთის ბაზრიდან ყიდვის ამბავი, მგონი ისევ იტალიას დავუბრუნდებით smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Apr 12 2013, 10:54 AM
პოსტი #111


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ციტატა(ja_ja @ 12th April 2013 - 10:34 AM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
რაღაც მეეჭვება რუსეთის ბაზრიდან ყიდვის ამბავი, მგონი ისევ იტალიას დავუბრუნდებით


ერთი სიტყვით სიტუაცია ასეთია.

ველაპარაკე რუსეთში ფაბრიკის წარმომადგენლობას, პრობლემა არ არის ჩვენთან თანხის გადმორიცხვაო და ფაბრიკიდან საქონლის წამოღებაო.

ვნახოთ ახლა რა ფასს გამოგვიგზავნიან და მაგის მიხედვით შევადაროთ პეინტბოლისტების ფასს.

ნუ თუ ამათმა უფრო ძვირი მოგვიხიეს, მერე გადავალთ პლან A-ზე და დავუბრუნდებით პეინტბოლისტებს.



რაც მთავარია პეინტბოლისტების ფასი გვაქვს და ჩვენ გათვლები ყიდვაზე მაგაზე დავაფუძნეთ, ახლა უბრალოდ ვჩალიჩობთ, რომ უფრო იეფად გამოვძვრეთ და თუ არ გამოვიდა ვიყიდით ძველი გზით.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
norica_dragon
პოსტი Apr 12 2013, 08:47 PM
პოსტი #112


Search Pretty Womans from your town for night
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,876
რეგისტრ.: 18-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Usa
წევრი №: 312
ქალაქი:mgDandyGD



ჰა ეხლა იყიდით კომპრესორს თუ ვნახო ინგლისთI იაფად??? biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Apr 12 2013, 09:04 PM
პოსტი #113


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



კომპრესორი არ ვიცი და იმ ვირიშვილებს 9 ლიტრიანი ბალონები გაუთავდათ თუ რა ჯანდაბაა აღარ იყიდება ბესტფიტინგზე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 12 2013, 11:22 PM
პოსტი #114


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



geojorjika
კაი თვენახევარია აღარ აქვთ smile.gif უწერიათ საშინელი ფასი 999 ფუნტი რომ ვიღაცამ შემთხვევით არ დაუკვეთოს, მაგრამ აშკარად გაყიდვიდან არ აგდებენ რომ ინტერესი იყოს, ესეიგი ელოდებიან, მაგრამ როდის კაცმა არ იცის smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
bazuka
პოსტი Apr 13 2013, 09:26 AM
პოსტი #115


გურუ
*******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 5,577
რეგისტრ.: 19-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 22



2800 თემაა ბალონებზე და აქ გაოფება ???
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Apr 14 2013, 09:33 AM
პოსტი #116


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



Илия, доброго времени суток!
Компрессор МСН-6/ЕМ COMPACT с эл. двигателем 3 кВт и на 220 В - 1650 евро.


ხომ ვიძახდი სულ მცირე 300 ევროს გვიმატებს მეთქი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ვაშაააა. ნახეთ პატარა მოლოდინი, ცოტა შრომა და 300 ევრო ეკონომია.

ორშაბათს ფინანსურ საკითხებს დავალაგებთ.

ხო 300 ევრო როდესაც თვითღირებულებაში აკლდება, მერე დ.ღ.გ-შიც ეკონომია გამოდის.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
geojorjika
პოსტი Apr 14 2013, 11:07 AM
პოსტი #117


ვეტერანი
********

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 11,796
რეგისტრ.: 7-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 8
ქალაქი:Tbilisi



ძალიან კარგია, მემგონი ერთი 500$-ანი თემა წამოვწიოთ კიდევ კარგი იქნება biggrin.gif

და მაგის ტრანსპორტირება როგორ მოხდება?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Apr 14 2013, 11:12 AM
პოსტი #118


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ციტატა(giorgi @ 14th April 2013 - 12:07 PM)
PROTECTED LINKS CAUTION: REGISTER / LOGIN first, to view this links.
და მაგის ტრანსპორტირება როგორ მოხდება?

ხვალ დავურეკავ და გავარკვევ ზუსტად ყველაფერს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Apr 14 2013, 06:21 PM
პოსტი #119


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ვააა მაგარი ფასია, მე რუსეთიდან უფრო მაღალ ფასს მოველოდი... ვაააა, ვააა, ვაააა smile.gif

- ზახრუმააა!!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ნუ ეს ჩემს თავს მივმართავ არ გაგიკვირდეთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ilariona
პოსტი Apr 15 2013, 09:13 AM
პოსტი #120


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Administrators
პოსტები: 4,677
რეგისტრ.: 26-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia, Tbilisi
წევრი №: 587



ja_ja
დღეს ინვოისი მექნება და გავუშვათ ფუკები.


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

15 გვერდი V  « < 4 5 6 7 8 > » 
მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th June 2025 - 05:27 PM
Hosted by Pro-Service