![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 250 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 136 ![]() |
ამ თემისთვის შესაფერისი განყოფილება ვერ ვნახე, თუ გინდათ გადაიტანეთ სადაც საჭიროდ ჩათვლით იქ. დღეს ჩამომივიდა ჩემი ჩანთა/ჩიხოლი ფანტომისთვის და ეგრევე ვეცი ფოტოაპარატს: ![]() ხარისხი დამაკმაყოფილებელია, რამე წუნი ვერ ვუნახე. კარგი ნაჭრისგანაა შეკერილი, ჩანს რო არ დაიშლება, შიგნიდან სქელი და რბილი გუბკასავით მატერია აქვს, რომელიც საკმაოდ ეფექტურად იცავს შაშხანას დარტყმებისგან. tag-ს რო დავხედე გამიკვირდა კიდევაც რომ made in china ეწერა, საკმაოდ კარგი ხარისხია. ჩანთას აქვს გამძლე სახელურები და შეიძლება იარაღის მხარზე გადაკიდებაც. ბალანსი ისეა გაკეთებული რომ ამ დროს იარაღი ლულით ქვემოთ უნდა გეჭიროს, ანუ როგორც უნდა იყოს ისეა. ეს ჩემი ფანტომი ახალ კეისში: ![]() ორმაგი "ზმეიკა" მოხერხებულია, ორი ხელით უცებ გაშლით ჩანთას. გვერდზე აქვს დიდი ჯიბე, ასევე "ზმეიკით". ჩემი ფანტომი მშვენივრად ჩაეტია თავისი არც თუ ისე პატარა ოპტიკით. სიგრძეც ზუსტად ეყო და სიგანეც. კეისი ჩამომივიდა საკმაოდ დიდ ყუთში, რომელშიც ორმაგად დაკეცილი იყო. კიდევ ბლომად ცარიელი ადგილი რჩებოდა და რისთვის იყო ამხელა ყუთი საჭირო არ ვიცი. ერთი სიტყვით კარგი რაღაცაა და თუ მაინც და მაინც მყარი კეისი არ გინდათ და ვეებერთელა ჰაცანი ან ბენჯამინ ნიტრო-პისტონი არ გაქვთ, მაშინ გირჩევთ ამ ჩანთას.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 10:50 AM |
Hosted by Pro-Service |