დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Plano S300 soft case
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
Quick
ამ თემისთვის შესაფერისი განყოფილება ვერ ვნახე, თუ გინდათ გადაიტანეთ სადაც საჭიროდ ჩათვლით იქ.

დღეს ჩამომივიდა ჩემი ჩანთა/ჩიხოლი ფანტომისთვის და ეგრევე ვეცი ფოტოაპარატს:


ხარისხი დამაკმაყოფილებელია, რამე წუნი ვერ ვუნახე. კარგი ნაჭრისგანაა შეკერილი, ჩანს რო არ დაიშლება, შიგნიდან სქელი და რბილი გუბკასავით მატერია აქვს, რომელიც საკმაოდ ეფექტურად იცავს შაშხანას დარტყმებისგან. tag-ს რო დავხედე გამიკვირდა კიდევაც რომ made in china ეწერა, საკმაოდ კარგი ხარისხია. ჩანთას აქვს გამძლე სახელურები და შეიძლება იარაღის მხარზე გადაკიდებაც. ბალანსი ისეა გაკეთებული რომ ამ დროს იარაღი ლულით ქვემოთ უნდა გეჭიროს, ანუ როგორც უნდა იყოს ისეა.
ეს ჩემი ფანტომი ახალ კეისში:


ორმაგი "ზმეიკა" მოხერხებულია, ორი ხელით უცებ გაშლით ჩანთას. გვერდზე აქვს დიდი ჯიბე, ასევე "ზმეიკით".
ჩემი ფანტომი მშვენივრად ჩაეტია თავისი არც თუ ისე პატარა ოპტიკით. სიგრძეც ზუსტად ეყო და სიგანეც.

კეისი ჩამომივიდა საკმაოდ დიდ ყუთში, რომელშიც ორმაგად დაკეცილი იყო. კიდევ ბლომად ცარიელი ადგილი რჩებოდა და რისთვის იყო ამხელა ყუთი საჭირო არ ვიცი.

ერთი სიტყვით კარგი რაღაცაა და თუ მაინც და მაინც მყარი კეისი არ გინდათ და ვეებერთელა ჰაცანი ან ბენჯამინ ნიტრო-პისტონი არ გაქვთ, მაშინ გირჩევთ ამ ჩანთას.
CIYVI
გილოცავ, გილოცავ და რა დაგიჯდა ეგ ბედნიერება?
Quick
CIYVI
მადლობა.
დამიჯდა $20.12 ამერიკაში თავის შიპინგით და 16 ლარი usa2georgia-ს მომსახურეობა
Power_VANO
Quick
გილოცავ!

საინტერესო რაა ახლა, რა ფორმის ყუთში ჩამოგივიდა? ანუ გადაფუთული იყო?
ja_ja
კაი ჩანთაა ეგ შობელძაღლი, მაგრამ ზომა აქვს დიდი, ცალს კიდევ კეცავენ და 2-ცალს ეგრევე გაშლილს უშვებენ, დრეს გულზე შემომეყარა ბარამში რომ ვნახე ეგ 2 ჩანთა და რარაც ნაწილი მე-5 დაკვეთიდან 73 დოლარი ჯდება, მეთქი ხომ არ გარეკეთ!!! გახსენით ყუთი და გადაკეცეთ მეთქი, კიდევ კაი არ გამოუშვიათ ეგ ჩანთები თორემ გავრეკავდი ბლინ.

ვნახთ ხვალ რას მეტყვიან ბარამში.
Quick
ჩვეულებრივ მუყაოს ყუთში ჩამოვიდა ზომებით 93x16x16 სმ
cz80
Quick
მშვიდობაში wink.gif

name
ციტატა(Quick @ May 10 2010, 07:30 PM) *


პანტომი რა დაგიჯდა ოპტიკიანათ?
Quick
cz80
გაიხარე smile.gif
name
აი ამ თემაში ნახავ შენს კითხვაზე პასუხს http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=875
foxi
Quick

გილოცავ ლამაზი და მოხერხებული ჩანს.
bazuka
Quick
კაი რამე ჩანს მომილოცავს.
Power_VANO
Quick
ციტატა(Quick @ 10th May 2010 - 10:20 PM) *
ჩვეულებრივ მუყაოს ყუთში ჩამოვიდა ზომებით 93x16x16 სმ

ვააა მოიცა... მოცულობითი წონით ეგ გამოდის 3.96 კილო, 4 კილო ანუ.
უსა2ჯეო-მ კი როგორც ამბობ გადაგახდევინა 16 ლარი, ანუ 1 კილოს საფასური. როგორ მოხდა?
Quick
Power_VANO
ჰმმ.. არ ვიცი. ფაქტია რო ეგეთი ინვოისი მომივიდა და ყუთიც ზუსტად გავზომე.
ja_ja
Quick
მდაა 16 ლარი მაგარი პონტია... მე აგერ შევამცირებინე დავაკუჭინე და 2 კილო მაინც გამოდის ტრანსპორტირება ცალი ჩანთის.... ანუ სადღაც როგორც ვგეგმავდით 15-18 ოღონდ დოალრი და არა ლარი. ასე რომ 16 ლარი მაგარი საინტერესო ფასია.
bazuka
ციტატა
მოგესალმებით თემურ,

USA2GEORGIA განაგრძობს მომსახურების პირობების დახვეწას. მოგეხსენებათ, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ამერიკიდან ჩამოდის საფოსტო ყუთებით. მიუხედავად იმისა, რომ გადაფუთვის და ზომაში შემცირების სერვისი დავიწყეთ რამოდენიმე თვის წინ, ტრანსპორტირება გარკვეულ შემთხვევებში მაინც ძვირი ჯდება მოცულობითი წონის დაანგარიშების გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 11 მაისიდან ამერიკაში მიღებული ტანსაცმლის ამანათები, რომლებიც ყუთით შევა ჩვენს საწყობში, გადალაგდება პოლიეთილენის პარკებში და ისე გამოიგზავნება. შესაბამისად მათზე ტრანსპორტირების წონის დაანგარიშება მოხდება მხოლოდ რეალური წონით. ცვლილება ეხება ნებისმიერი სახის ტანსაცმელს.

ასევე, თუ თქვენ შეუკვეთავთ ფეხსაცმელებს, ისინი გამოიგზავნება საფოსტო ყუთის გარეშე. მათი წონის დაანგარიშება ფიზიკური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით მოხდება. ჩვენი დაკვირვებით ამგვარი მეთოდით მიღებული ფეხსაცმლის წონა საშუალოდ 1კგ გამოვა.

USA2GEORGIA - GLS Group
მიცკევიჩის ქ. 14
საინფორმაციო სამსახური: 42-18-18
sales@usa2georgia.com
www.USA2GEORGIA.com
ja_ja
ვააა, ერთიმხრივ კაია სოკოებივით რომ არიან ამდენი კომპანია, რაცხა კონკურენცია გაიჩითა რაღაც ახალ ახალ პონტებს ჩიტავენ, იქ 1 თვე მოცულობითი წონის გარეშაო, აქ პარკებში გადაწყობაო...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.