26.06.2010 გასვლა ინ თჰე ქესალო!, ანუ El Ninio Del Gato |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
26.06.2010 გასვლა ინ თჰე ქესალო!, ანუ El Ninio Del Gato |
Jun 27 2010, 11:16 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ჰოო თემებს სათაურებს ვაძლევ ნუ იტყვი რომ, მოგინდეს ვეღარ იპოვი მოკლედ ასე იყო თუ ისე, მოიდა შაბათი, შესაბამის თემაში დაიწყო აბა რა ვქნათ სად გავიდეთ რა გავაკეთოთ... დამასწრო ატეხვა CZ-მ, თუმცა მაგას ვინ რას დაასწრებს მერე მივყევი მე, დავტყუეთ დავითუსს გასვლა და ჯორჯიკაც შემოგვიერთდა. აბა სად გავიდეთ სად და... გადავწყვიტეთ სადმე ქალაქ გარეთ გავსულიყავით. შეიარაღებაში 2 დისკო 2 მარადიორი, პლიუს პატარა ტექნიკური პრიბამბასები, ნუ იდეაში მანძილმზომი (თუმცა ელ-კვება დაცლილი იყო და ბატარეა გზად ვიყიდეთ). აქვე დავძენ, რომ გზად ვიყიდეთ პაწა საჭმელი და ცოტა წყალი, ეს უკანასკნელი საკმაოდ მწვავედ ვიგრძენით იმიტომ, რომ დავარღვიეთ პრინციპი, მინიმუმ კაცზე 1 ლიტრი წყალი. კი ვიყიდეთ 8 ლიტრიანი ბახმაროს წყალი, მაგრამ სიცხეში უბრალო წყლის დალევა რაღაც ისე არ მიდის როგორც საჭიროა, აი მინერალური წყალი კი.... მოკლედ ცოტა წავიღეთ და ვინანეთ მოკლედ ასე იყო თუ ისე გავედით აღმოსავლეთისკენ, გავცდით რუსთავს, გავცდით მარნეულს და... და ჩვენს ნავიგატორ და მამოძრავებელ ძლას ბატონ დავითუსს გზა აერია იქ არ შევუხვიეთ სადაც გეგმავდა, იძულებული გახდა უკან მობრუნებულიყო და ძირითად გზაზე დაბრუნებულიყო, მაგრამ ამ დროს ჩვენ გზის პირას არსებულ ხეებზე რაღაც დავინახეთ.... ასეთი რამ საკმაოდ იშვიათად მინახია მწვანე ხეების კენწეროზე მოზრდილი შავი ნაყოფი ესხა ნუ ჩვენ მანიაკებს სხვა რა გვინდოდა. მორიდება და ხალხის დაფრთხობა ვის გაახსენდა... ვეცით კამერას, ვაჩერებთ ჩეზეს, ერთი იძახის ესროლე, მეორე არ ესროლო, მესამე იღებს, მეოთხე მანქანიდან ვერ გადმოდის, მოკლედ ჩვენ იქ საცოდაობაში ვიყავით მარა შავ კარდინალებს ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდათ. ჩეზემ ვერ მოითბინა და გავარდა პირველი ტყვია, აიშალა ხე და გაშავდა ცა ისე გამოსული ქალაქელი რუხი კარდინალებისგან განსხვავებით (ერთი დღეს დილით აივნიდან ავაყირავე ვესტერნის სტილში, ნათელი დაადგეს მის მჩხავანა ფრთებს ) ეს შავები ჯერ არ იცნობენ ადამიანს, მიჩვეული არიან, ძირს ხალხი რაცხას თოხნის ესენი კი ზემოდან ატრაკებენ და ვერავინ ვერაფერს ვერ ეუბნება. ამიტომაც ჩეზეს პირველ გამაზულ გასროლაზე კი აიშალენ, მაგრამ იმავე ხეზე დაიწყეს დაჯდომა ჰაერში 80% ტრიალებდა მარა დანარჩენი 20% იქეთ აქედან ისევ ხეებზე ჯდებოდა, როგორც გაირკვა ბინათმშენებლობა ჰქონიათ იმ ხეზე, ალბათ უკანონოდ აივნების გაფართოებაზე ჩალიჩობდნენ და ჩაყრილი ფულის მიტოვეა არ უნდოდათ. ასე იყო თუ ისე, წავიდა მეორე გასროლა მესამე და... სხვათაშორის ჩავიწერეთ სადღაც 5 ვიდეო ფაილი მარა რათ გინდა შედეგი ნოლია, ოპერატორი სხვა ყვავს უყურებს, მსროლელი სხვას, მეორე მსროლელი მანქანას წრეებს ურტყავს, ცვივა ხეებიდან საახალწლო სათამაშოები მარა კამერაში მგონი ერთი მოხვდა შემთხვევით მოკლედ აგერაა ეს გაუგებრობა, გთავაზობთ მხოლოდ ერთ ვიდეოს, რომ გაიგოთ რამდენად უაზრო იქნებოდა დანარჩენი ვიდეოები დამედო ან მათ დაჭრა გაკერვაზე მეჩალიჩა, ცარიელი ნერვების დაწყვეტაა ბოლოს ყვალა გადმოვლაგდით მანქანიდან და ვისაც რომელი ყვანჩო მოეწონებოდა იქეთ ისროდა. დისტანცია საშუალოდ 50 მეტრი, ყვანჩოებიც მიმართავდნენ თავდაცვის მეთოდებს, ანუ ტყვიაგაუმტარ ტოტებს ეფარებოდნენ, მაგრამ მათი ბრონირებული სისტემა კრიტიკას ვერ უძლებდა შედეგად ეს უბედურები ცვიოდნენ ვითარცა გადამწიფებული კარალიოკები... ან ლეღვები, რავიცი ვისაც რა უფრო მოგწონთ წარმოსადგენად პირველი აურზაურისა და მოსავლის ჩამოყრის შემდეგ დავითუსმა ყანებიდან პირველი მოსავალი გამოიტანა, აღმოჩნდა კაი 6 ცალი შავი ინდაური, კიდევ ჩამოვყარეთ და კიდევ დაემატე, ბოლოს მეც მომიწია ერთერთი მოსავლის ასაკრეფად გასვლა და ის ის იყო 5 ცალი ავაგროვე, უკან მობრუნებას ვაპირებდი, რომ საზიზღარმა დავითუსმა გადაწყვიტა წერტილი დაესვა გართობისთვის, აიღო და კიდევ ერთ მფრინავ ჯიხვს ჩაახუტა 10.5 გრანი, ამ დროს მწიფე კარალიოკი ძირს მოფრინავს, მე მოსავალს ვაგროვებ, ის ის იყო შევტრიალდი და ზურგს უკან.... კაიხანია დავიწყებული მქონდა რა ხმით ებერტყება ეს ლამაზი არსება, თან ვიცანი, თან გამიხარდა, თან გადავწყვიტე წამომეყვანა და ჩქარა გამოვცილებოდი ხეს, რომ შემდეგი ნაყოფი მე არ დამცემოდა ნისკარტ მომართულ მდგომარეობაში პირველი მონადირების შედეგის დროს გადავიღეთ აი ეს: მარა რა ვიცოდით რომ კიდევ გავაგრძელებდით, შედეგად გადავიღეთ აი ეს სურათები ვიდეო კოლაჟის გარეშე დავამატეთ თოფები დავამატეთ მსროლელი, რომელმაც მისივე თქმით ამ ყვავიდან ვერცერთს ვერ გაარტყა, ასე რომ ჩავთვალოთ მასშტაბისთვისაა ჯორჯიკა აქინე და ბოლოს დავემატე მე აქ ჩემს სახელზე სულ 2 ცალია, ნაწილი დავითუსის სახელზე და ძირითადი მასა სისხლისმხმელ CZ80-ზე იმედია გუშინ გული მოიოხრე და 1 კვირის მარაგი ადრენალინი დახარჯე. სულ გამოვიტანეთ 16 ყვანჩო, თუმცა მინდორში ბუჩქებზე და ხეებზე კიდო დარჩა ასაგროვებელი. სხვათაშორის ყველა გამვლელი მანქაა პირდაღებული გვიყურებდა, რას აკეთებენ აი აბდალა ქალაქელებიო სხვათაშორის ფოტო სესიების დამთავრების შემდეგ, გამოჩნდა ადგილობრივი მაცხოვრებელი, აუღწერელი ბედნიერი სახით (ამ დროს ჩვენ ნადავლს ცელოფნის პაკეტში ვალაგებდით), აშკარად ვერ ხვდებოდა თუ რისი მეშვეობით ჩამოიყარა ეს ფრინველები, მაგრამ აინტერესებდა, პატარა გამოკითხვის შემდეგ, ჩვენი მაცხოვრეელი გაემართა იმ ხის ძირს სადაც ძირითადი მასა იყო ჩამოყრილი, სავარაუდოდ იმ იმედად, რომ რამდენიმე თვითონ დაეთრია ერთი ორი ჩამოგდებული ნაყოფი. აი რათ უნდოდა ეგ უკვე მეორე საკითხია. ჩვენ კი ვხუმრობდით, რომ შაკიკის სამკურნალო მაზია გასაკეთებელი ამ ნადავლიდან, განსაკუთრებით კი ფასობს ყვავის ახლად მოხდილი ქონი. ეს შაყირი ბოლოს CZ-ს ისე მოეწონა, რომ უკან დაბრუნებისას სერიოზულად განიხილავდა ყვავის ქონის გაყიდვას Mymarket.ge-ზე, მაინც ყველანაირი ნაგავი დევს მაგ საიტზე და რაც მთავარია იყიდება და ყვავის ქონი რატომ არ უნდა გაიყიდოს , გამოჩნდება ვინმე შავი მაგი რომელსაც დიდი მოთხოვნა ექნება შავი ყვავის ქონზე ამ ნადირობის მერე გავაგრძელეთ ჩვენი შაბათის გასეირნება თუმცა ეს უკვე მეორე საკითხია და ამ თემის გაგრძელებას მხოლოდ დახურულ განყოფილებაში ვიხილავთ, მაგრამ დღეს სავარაუდოდ ვეღარ მოვასწრებ დადებას, ალბათ ხვალ დავდებ, ან დღის განმავლობაში ან საღამოს.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:16 AM |
Hosted by Pro-Service |