ნადირობა მტრედსა და გულიოზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ნადირობა მტრედსა და გულიოზე |
Nov 24 2012, 07:15 PM
პოსტი
#1
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 707 რეგისტრ.: 27-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 589 |
მეღირსა სანადიროდ გასვლა ჩავედი დასავლეთში რამოდენიმე დღით და ეგ ამბავი არ ჩაივლიდა ნადირობის გარეშე. ხან ვფიქრობდი ქედანზე გავალთქო ხან იხვზე ხან ა.შ და საბოლოოდ გადავწყვიტე სადმე ახლო მანძილზე გავსულიყავი. ხელში ავათამაშე ჩემი at44w-10-ი და მიზანიც გავუსწორე 40 მეტრში. ხო მართლა ხელში ჩამივარდა ახალი ოპტიკა ბუშნელის 4x32eg ამაზე ცოტა მოგვიანებით. მოკლედ დავაყენე ეგ ოპტიკა, მაინტერესებდა როგორი პრაკტიკულობა ექნებადა. სანამ უშუალოდ ნადირობაზე გადავიდოდე უცებ ვიტყვი რომ ვიზუალურად საშინლად არ მოუხდა ეგ ოპტიკა არ იარარს, საქმეში კი ოდნავ მოგვიანებით. დღეს დაახლოებით 3 საათზე გავედი ერთ ადგილას სადაც არის შენობის ნანგრევები. დიდი შენობა რომელიც ქვევით ფოტოზე ჩანს არის 40 მეტრის სიმაღლის, მარცხნივ დაბალი მოგრძო შენობაში ინახება სიმინდი (საშრობად) კარგად თუ დააკვირდებით ფოტოს მარჯვნივ ქვემოთ კუთხეში არის აგრეთვე პატარა ოთახივით ნანგრევი, აი სწორედ მანდ ვიყავი ჩასაფრებული ქვევით კი ძირითადი შენობა (40მ) რომელზედაც სხდებოდნენ მრტერდა და გულიოთა გუნდები (გადაღებულია ჩემი საფარიდან) ეს მოგრძო შენობა რომელშიდაც სიმინდი ინახება გამოსაშრობლად (გადაღებულია ჩემი საფარიდან) შემოჯდა შენობაზე მტრედი, გადავტენე იარაღი დავუმიზნება ეგ რა ჯანდაბაა? სადაა მტრდეი? სადღაც წერტილივით მოჩანს რაღაც... (ჩემი საფარიდან ძირითადი შენობის სახურავამდე 50-დან 70 მეტრომდე იქნებოდა, ანუ ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე) ვიN თქვა 4x ოპტიკა სანადიროდ იდეალურიაო? რას ამბობთ ხალხნო ამით როგორ უნდა ესროლო? ლიჟბი სადღაც შუა კურპუსში დაუმიზნო და ვსიო? მე ჩასაფრებით ვნადირობ და მუდამ მაქვს იარაღის ფიქსაცია რაიმე საყრდენით, ჩემთვის 2კგ-აინი ოპტიკაც არაა დისკომფორტი ამ შემთხვევაში მაგრამ ეგ 4x საშინელებაა. კაი 40x ოპტიკას რა სჯობს სანადიროდ იფფ იფფ. დავუბრუნდეთ ნადირობას... დავუმიზნე და რამოდენიმე ხნის მერე გავისროლე უშედეგოდ (არც აფრენილა) მივაყოლე მეორე უშედეგოდ (არც აფრენილა) კიდევ მივაყოლე მესამე და ჩამოვარდა რა ძალიან დიდი დისკომფორტი ვიგრძენი მე პირადად 4x-ით. ველოდე ამის შემდეგ ფრინველებს ესე 15 წუთი და მოფრინდნენ ძალიან მრავალრიცხოვანი გუნდები, მოკლედ შეიქმნა ფრონტი.. ემატება ჩემი ლანძღვა-გინება რადგან წესივრად ვერ ვიხედები 50-60 მეტრში, წერტილებს ვესროდი რა. ამასობაში დაიცალა რეზერვუარიც (პირველი შემთხვევა როდესაც ნადირობისას რეზერვუარი დამეცალა) გავისროლე 50 ტყვია (jsb) სულ მოვინადირე 7 ფრინველი აქედან 4 მტრედი, 2 გულიო და ერთი ყვავი (რავიცი მე დაჯდა უცებ ეს უკანასკნელი სახურავზე და ვესროლე თან თითქმის 70 მეტრში) 50 ტყვიაში 7-ი ფრინველი ძალიან ცუდი შედეგია, მაგრამ არვიცი ალბათ მე ვერ დავუმუღამე 4x-ს. კარგად გავერთე, კმაყოფილი ვარ ნადირობით თან დიდი ხანია არ მინადირია და გამისწორდა მაგრად. მივიტანე ნანადირევი სახლში, გავპუტე და ფოტოც გადავუღე. კერძი არ მომიმზადებია ჯერ, მაცივარში ნებივრობენ დასასრული.... ?
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 12:16 AM |
Hosted by Pro-Service |