Chiappa FAS 611 მოფერებით ჩაპა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Chiappa FAS 611 მოფერებით ჩაპა |
Oct 4 2019, 10:54 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 24-February 14 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,902 ქალაქი:გორი |
ჯიგრის ყაურმებს გაუმარჯოს. მოკლედ მინდა მოვყვე ჩაპას ისტორია. რაც ჩემი ჩეზე 200 გავყიდე, ძალიან მალე დამეწყო მონატრება. სულ მენატრებოდა მეთქი რატო გავყიდე თან ეგრე იაფადთქო. მერე თავს ვიწყნარებდი რო არაუშავს, რედუქტორი არა ქონდა მეთქი, სასხლეტს ისე ვერ ვარეგულირებდი როგორც მე მინდამეთქი და რავი ათასი უაზრობა. გავიდა რაღაც პერიოდი და ისევ ჩავძვერი პირამიდაზე, დეპოზე, კიდევ სხვა საიტებზე და ვეძებდი ჩეზეებს. მოკლედ ამ ძებნაში იუთუბსაც ვუყურებდი და წავაწყდი ჩაპას პრეზენტაციას. ვაკვირდები კაცო დეტალებს და ჩეზეა, კოლოფი ჩეზეა მარა ბოლტის მაგივრად ბიატლონკა, ძაან ლამაზი გრავირებული კონდახით, რედუქტორით, მაგარი სექსი, სპარწივნი, მეტალის სასხლეტი ძალიან რეგლურებადი, გრძელი ლულა და რაც მთავარია 16 ჯოული. მე მიყვარს ეს ენერგია ამ კალიბრში. აღარ ვიფიქრე ბევრი და მოვიწვიე საქართველოში. იტალიელი გოგოა მარა გენები ჩეხური აქვს არის სულ ახალი და ჯერ მოხეშვის პროცესშია. ოპტიკა მაქვს მხოლოდ ერთი, დისკოვერის და სხვა გზა არ მქონდა ეგ უნდა დამედგან. მოვხსენი გეკოდან და რინგები არ მქონია. ვიყიდე მაგარი ბანძი რინგები და ტანჯვა წვალებით მოვარგე. ჩავაცუნცულე დილით ეზოში და წავიდა სროლა. მქონდა მხოლოდ ჯსბ 10,34 გრეინი და ეიჩ&ენ 8,5 გრეინი ფიელდ ტარგეტები. ორივეზე 30 მეტრზე მომცა 15მმ ჯგუფები. ცოტა არ იყოს და დავიგრუზე. მეთქი კაცო ესე არ უნდა იყოს. მერე ჩვენმა ჯიგარმა ფორუმელმა კაცმა გიგამ მითხრა ჯსბ 8,44 უნდა სცადო მაგ თოფშიო და რაღაცნაირად უხალისოდ ვიყიდე მეთქი რა უნდა იყოსთქო ეგეთი. ლულა გამოვხეხე კარგად, რავი რა ნარეზია იმდენი ჭუჭყი გამოყვა ეგეთი არაფერი მინახავს. დავუჯექი და ის გააკეთა რაც ძალიან მინდოდა. ტყვია ტყვიაზე ჯდება. სიჩქარე დაახლოებით 240 მეტრი წამია და გასროლების რაოდენობა 90მდე. დიდ პლიუსს ახლავე ვიტყვი არის სასხლეტი. კაიფია რა, შეხებაზე ისვრის ფაქტიურად, ურბილესია, რედუქტორი 2-3 მეტრის კორიდორში მუშაობს. ლულა ფიქსირებული არ არის როგორც სხვა იარაღებზე. დატრიალება შეიძლება და მერე დაფიქსირება. მინუსებს რაც შეეხება არის რეზერვუარი უნდა მოხსნა და ეგრე დატენო. ნამდვილად არაა საისამოვნო პროცედურა და წონაც საკმაოდ დიდია. 3,4 კილომდეა როგორც საიტზე წერია. მე არ ამიწონავს ესეც ფოტოები ეს ვერცლისფერი დეტალი რეზერვუარსა და კოლოფს შორის არის რედუქტორი დისკოვერის თხელი ბადე ესეც ჯსბ 10,34 ის შედეგები ეს კი უკვე ჯსბ 8,44 მადლობა ყურადღებისთვის. მიხარია რომ რაღაც ექსკლუზივები შემომაქვს ამ ქვეყანაში. მიყვარს იარაღები, სიახლეები, ინოვაციები ამ სფეროში. შევეცდები გავაგრძელო ჩემ სტილში. თემა გაგრძელდება და მეტ ინფოებსაც დავდებ. ვისაც რაიმე კითხვა აქვს გამოუშვით! დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ თქვენი ერთგული ბაიკერა
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:01 PM |
Hosted by Pro-Service |