დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Chiappa FAS 611 მოფერებით ჩაპა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
ბაიკერი
ჯიგრის ყაურმებს გაუმარჯოს. 27.gif

მოკლედ მინდა მოვყვე ჩაპას ისტორია. რაც ჩემი ჩეზე 200 გავყიდე, ძალიან მალე დამეწყო მონატრება. სულ მენატრებოდა მეთქი რატო გავყიდე თან ეგრე იაფადთქო. მერე თავს ვიწყნარებდი რო არაუშავს, რედუქტორი არა ქონდა მეთქი, სასხლეტს ისე ვერ ვარეგულირებდი როგორც მე მინდამეთქი და რავი ათასი უაზრობა.

გავიდა რაღაც პერიოდი და ისევ ჩავძვერი პირამიდაზე, დეპოზე, კიდევ სხვა საიტებზე და ვეძებდი ჩეზეებს.

მოკლედ ამ ძებნაში იუთუბსაც ვუყურებდი და წავაწყდი ჩაპას პრეზენტაციას. ვაკვირდები კაცო დეტალებს და ჩეზეა, კოლოფი ჩეზეა მარა ბოლტის მაგივრად ბიატლონკა, ძაან ლამაზი გრავირებული კონდახით, რედუქტორით, მაგარი სექსი, სპარწივნი, მეტალის სასხლეტი ძალიან რეგლურებადი, გრძელი ლულა და რაც მთავარია 16 ჯოული. მე მიყვარს ეს ენერგია ამ კალიბრში.




აღარ ვიფიქრე ბევრი და მოვიწვიე საქართველოში. იტალიელი გოგოა მარა გენები ჩეხური აქვს biggrin.gif

არის სულ ახალი და ჯერ მოხეშვის პროცესშია. ოპტიკა მაქვს მხოლოდ ერთი, დისკოვერის და სხვა გზა არ მქონდა ეგ უნდა დამედგან. მოვხსენი გეკოდან და რინგები არ მქონია. ვიყიდე მაგარი ბანძი რინგები და ტანჯვა წვალებით მოვარგე.

ჩავაცუნცულე დილით ეზოში და წავიდა სროლა. მქონდა მხოლოდ ჯსბ 10,34 გრეინი და ეიჩ&ენ 8,5 გრეინი ფიელდ ტარგეტები. ორივეზე 30 მეტრზე მომცა 15მმ ჯგუფები. ცოტა არ იყოს და დავიგრუზე. მეთქი კაცო ესე არ უნდა იყოს. მერე ჩვენმა ჯიგარმა ფორუმელმა კაცმა გიგამ მითხრა ჯსბ 8,44 უნდა სცადო მაგ თოფშიო და რაღაცნაირად უხალისოდ ვიყიდე მეთქი რა უნდა იყოსთქო ეგეთი. ლულა გამოვხეხე კარგად, რავი რა ნარეზია იმდენი ჭუჭყი გამოყვა ეგეთი არაფერი მინახავს. დავუჯექი და ის გააკეთა რაც ძალიან მინდოდა. ტყვია ტყვიაზე ჯდება. სიჩქარე დაახლოებით 240 მეტრი წამია და გასროლების რაოდენობა 90მდე.
დიდ პლიუსს ახლავე ვიტყვი არის სასხლეტი. კაიფია რა, შეხებაზე ისვრის ფაქტიურად, ურბილესია, რედუქტორი 2-3 მეტრის კორიდორში მუშაობს. ლულა ფიქსირებული არ არის როგორც სხვა იარაღებზე. დატრიალება შეიძლება და მერე დაფიქსირება.
მინუსებს რაც შეეხება არის რეზერვუარი უნდა მოხსნა და ეგრე დატენო. ნამდვილად არაა საისამოვნო პროცედურა smile.gif და წონაც საკმაოდ დიდია. 3,4 კილომდეა როგორც საიტზე წერია. მე არ ამიწონავს
ესეც ფოტოები





ეს ვერცლისფერი დეტალი რეზერვუარსა და კოლოფს შორის არის რედუქტორი



დისკოვერის თხელი ბადე




ესეც ჯსბ 10,34 ის შედეგები






ეს კი უკვე ჯსბ 8,44






მადლობა ყურადღებისთვის. მიხარია რომ რაღაც ექსკლუზივები შემომაქვს ამ ქვეყანაში. მიყვარს იარაღები, სიახლეები, ინოვაციები ამ სფეროში. შევეცდები გავაგრძელო ჩემ სტილში. თემა გაგრძელდება და მეტ ინფოებსაც დავდებ. ვისაც რაიმე კითხვა აქვს გამოუშვით! smile.gif დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ


თქვენი ერთგული ბაიკერა
vexam
მომილოცავს ნიკა! smile.gif რომ მოგბეზრდება მერე იმ ჩეზეს ფასში მე ავიღებ მაგასაც biggrin.gif
ისე, რეზერვუარს 200-ზეც ხსნიდი დასატენად, ამიტომ თუ ჩზ მოგენატრა ამას ნუ საყვედურობ მოხსნა-დაყენებას. ლულაც ჩზ აქვს?
ბაიკერი
vexam

მადლობა
აღარ მოგყიდი biggrin.gif ეგეც არ უნდა გამეყიდა მივქარე

ამაზე მოხსნა დაყენება კიდე არა უშავს 90ჯერ ისვრის რედუქტორზე.
მგონი რომ ჩეზეა. ასეთი ჯგუფი ჩეზეთიც არ გამომდიოდა. შეიძლება თავისივე წარმოებაა
geojorjika
ბაიკერი
ძალიან საინტერესოა , მადლობა რეპორტისთვის

პ.ს. როდის გაყიდი? smile.gif როგორ გული მწყდება CZ00-ზე რომ არ ვიყიდე
ბაიკერი
geojorjika
გავყიდი რავი მალე biggrin.gif

ჩეზეს ეს ბევრად ჯობია. ცა და დედამიწაა
ja_ja
ბაიკერი
პირველ რიგშI გილოცავ საინტერესო შენაძენს, მეორე რიგში მადლობა რეპორტისთვის

რაც შეეხება რეზიკის მოხსნა დაყენებას, მისმინე და წინა მხარე როგორი აქვს, პროსტა ფოსტერის ქვიქ დისკონექტი რომ ჩაახრახნო არ წავა?, ნუ ყველაზე რთულ შემთXვევაში წინა პრობკის გამოთლა შეიძლება, მერე უკვე გინდა ქვიქით, გინდა, შტუცერით, და გინდა მანომეტრით, ყველაფ4რის დასმა შეიძლება

P.S. შედეგები დამაფიქრებელია, აბა თუ მოახერხებ 50-ზე რას შვება მაგი სცადე
Mamuka_k
სალამი ფორუმელებს.

მოკლედ, პატივი მერგო და ეს მოხდენილი იარაღი ჩემს ხელში გადმოვიდა.
მადლიბა ნიკას smile.gif

ეს ესაა ნიკკო სტირლინგი მოვარგე და ვფიქრობ მოუხდა smile.gif
მოდერისთვის რეზბა მოვჭერი და ხმაც აღარ აქვს.

ამ ეტაპზე, იარაღზე რაც შემიზლია ვთქვა ის არის, რომ ლამაზი და დახვეწილი ვიზუალი აქვს. რეგულირებადი კონდახი, სასხლეტი ხო საერთოდ
Mamuka_k
მალე ტელეფონის ოპტიკაზე სამაგრი ჩამომივა სროლები რომ გადავიღო და უკეთ შევარჩიო ტყვია და სიჩქარე.


დანარჩენიც სროლების შემდეგ იქნება

ესეც ფოტო

upload image
ბაიკერი
მშვიდობაში მამუკა.
Mamuka_k
მადლობა smile.gif
Mamuka_k
ჩიაპას გავაცოცხლებ smile.gif

დღეს მოვახერხე და გადადებული დიდი ხნის იარაღი ვისროლე. გასაწმენდი ლულით.

ვისროლე მაგიდიდან, ბიპოდზე დაყრდნობილი.

Jsb exact 8.44 gr
260 m/s
ოპტიკა nikko stirling 16 x გადიდებით
მანძილი 79.5 მეტრი
სამიზნე ბოთლის თავსახური

ქარი არასტაბილური მიმართულებით მაქს 1.3 მ/წ


https://youtu.be/_0cq6trEkeY

ესეც 88 მეტრზე ქარის გათვალისწინებით

https://youtu.be/SO0gxi0O6qY
giga2010
Mamuka_k
კარგიაა smile.gif
Mamuka_k
მადლობა გიგა smile.gif
NRG
Mamuka_k
ციტატა(Mamuka_kuprashvili @ 28th June 2020 - 11:34 PM) *

ქარი რომელი ხელსაწყოთი გაზომე? სტრელოკში სადაც დასვა წერტილი ზუსტად იქ კი მოხვდა ტყვია,
ბოთლის თავსახური მგონი 30 მმ არის თუ ყველ ნასროლს უბრახუნებ მაგ დისტანციაზე ძალიანაც კარგია და ალბათ საშეჯიბრო კონკურენტიც იქნება
Mamuka_k
ციტატა(NRG @ Jul 2 2020, 11:36 PM) *
Mamuka_k

ქარი რომელი ხელსაწყოთი გაზომე? სტრელოკში სადაც დასვა წერტილი ზუსტად იქ კი მოხვდა ტყვია,
ბოთლის თავსახური მგონი 30 მმ არის თუ ყველ ნასროლს უბრახუნებ მაგ დისტანციაზე ძალიანაც კარგია და ალბათ საშეჯიბრო კონკურენტიც იქნება



იაფფასიანი ანომომეტრი მაქვს, ალიექსპრესიდან.

კალიბრისა და ტყვიის სიმსუბუქის მიუხედავად, კმაყოფილი ვარ ამ მანძილზე მიღებული შედეგით.

კარგი ამინდი მინდა და 100+ მეტრსაც მოვსინჯავ.





ja_ja
ეგ თოფები გამოდგომაზეა და როგორც ჩანს ეს კაი კი არა ძალიან კაი ეგზემპლარია...

თუ შენს სასურველ 100+ დისტანციაზეც გაივლის ტესტირებას წარმატებით, შემდგომში სანამ გაყიდი კარგად დაფიქრდი... თორემ აქ ფორუმზე არაერთი შემთხვევა გვაქვს რომ ჰქონდათ იდეალური ეგზემპლარი, ვეხვერწეთ არაფერი გაუკეთოო, მაგრამ გაუკეთეს და უარესი მიიღეს, ან ვეხვერწეთ არ გაყიდოო გაყიდეს და მერე ეგეთივე აგრეგატი ვეღარ იყიდეს...

ასე რომ ფაქტია კაი ვერსია გამოდგა და გაუფრთხილდი
ბაიკერი
ჩემი გაყიდული ცუდი არ იქნება biggrin.gif

ძალიან ზუსტი იყო რომ ვწერდი და რეკლამა ეგონა ზოგს
Mamuka_k
ამ წონა ტყვიისა და ენერგიისთვის ეს მაძილიც მშვენიერია. რა თქმა უნდა, 100 + მეტად სასიამოვნო იქნება...

მხოლოდ მოდერი მოვარგე, დანარჩენი აბგრეიდები არ ჭირდება jaja, ქარხნულადვე დახვეწილი აქვს ყველაფერი.
გაყიდვასაც არ ვაპირებ. იარაღში სწორედ ზუსტი სროლა მომწონს და ამით ვიღებ სიამოვნებას
aleqsa
Mamuka_k

მშვენიერია, რაც მეტი კარგი თოფი მოგვიქუჩდება ფორუმის ხალხს მით უკეთესი!!!

წარმატებები მამუკა და კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს შენი გული smile.gif
Mamuka_k
ციტატა(aleqsa @ Jul 4 2020, 09:41 AM) *
Mamuka_k

მშვენიერია, რაც მეტი კარგი თოფი მოგვიქუჩდება ფორუმის ხალხს მით უკეთესი!!!

წარმატებები მამუკა და კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს შენი გული smile.gif



მადლობა smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.