![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,736 რეგისტრ.: 10-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 628 ![]() |
ესეიგი უკვე ერთი კვირაა ზუსტად რაც ამ თოფის აღდგენაზე ვმუშაობ (დღეში 2-3 საათს ვუთმობდი) და დღეს მოვრჩი საბოლოოდ ჯადოქრობას. არვიცი ყველამ ნახეთ თუ არა პოსტები იმის შესახებ თუ რა სიმბოლურ თანხად იქნა შეძენილი ეს იჟ-60 და რა მდგომარეობაში იყო ყიდვისას. მგონი ასეთ ფასად ჯერ არავის უყიდია პნევმატური თოფი თუნდაც დაზიანებული. ეს თოფი შეიძინა ჩემმა ძმაკაცმა და ჩვენმა თანაფორუმელმა მაკენამ 20 ლარად. თავიდან პატრონი აფასებდა 80 ლარს, მერე 60-ს და როცა ავუხსენით თუ რასთან გვგქონდა საბოლოოდ საქმე დათანხმდა 20 ლარად მოეყიდა ჩვენთვის. თოფი იყო მთლიანად ჟანგმოდებული. ლულაში გახედვა შეგეზარებოდა კაცს იმდენი ნაგავი იყო შიგ.ფასკიდან ლულაში ერთი სანტიმეტრით ჟანგის ფუთქები იყო და ნარეზები აღარ არსებობდა საერთოდ. ![]() ![]() ცილინდრის წინა ზაგლუშკა (რასაც დგუში ეტაკება) თავისი შტიფტით არ იყო გამაგრებული.ის შტიფტი დაკარგული იყო და ზაგლუშკა რომარ გამოვარდნილიყო ცილინდრი ჩაქუჩით იყო შემოჭეჭყილი წრეზე. (ამას ხომუნდა მოფიქრება )ცილინდრის უკანა მხარეც კარგად იყო მიჩეჩქილი. ![]() ![]() რაც მთავარია თოფი ტყვიას ვერ ისროდა. ოთხი გასროლის მერე ლულამ ტყვია გადმოაფურთხა და 20 სანტიმეტრში დავარდა ლულიდან .ჰაერს ყველა მხრიდან აპარებდა. წინა ზაგლუშკაც აპარებდა ჰაერს, მიმწოდებლის კანალიდანაც გასდიოდა ჰაერი და დგუშიდანაც. ერთადერთი ამ თოფის პლიუსი იყო ის რომ ქონდა რკინის კარობკა,რაც იძლევა იმის საშუალებას რომ მომავალში გადაკეთდეს წ.დ.პ. -ზე (პ.ც.პ. )ნუ მაკენა ჯერ ეგრევე ვერ ახერხებს ამ იდეის განხორციელებას და მანამდე გადავწყვიტეთ ამ თოფის მკვდრეთით აღდგენა. წამოვიღე თოფი სახლში და შევუდექი საქმეს. პირველად უნდა გამენთავისუფლებინა ლითონი ჟანგიდან. ეს ყველაზე საწვალებელი პროცედურა იყო დანარჩენებთან შედარებით. ჟანგი საბოლოოდ გაცილდა მაგრამ ადგილ ადგილ რაკოვინები დატოვეს ზედაპირზე რადგან ზოგან ჟანდი ღრმად იჯდა.ასევე გავწმინდე ლულა შიგნიდან და ოი სასწაულო,ნარეზები ცოცხალი იყო. მარტო ფასკასთან იყო სავალალო მდგომარეობა. ![]() ![]() ასევე ჟანგიანი იყო სასხლეტიც. გადავაშიფოვკე ისინიც და შეხების წერტილებს პოლირება გავუკეთე. ![]() შემდეგ დავამოკლე ლულა ერთი სანტიმეტრით. გადავჭერი ბალგარკით, მოვასწორე მერე სპეციალური ნასადკით დრელზე და შევუდექი ფასკის დამუშავებას. (სტანოკი არ მაქვს და დავამუშავე თვალით ![]() ![]() ასე მიმდინარეობდა დამუშავების პროცესი და მგონი ფასკაც მშვენიერუსი გამოვიდა ![]() ![]() ![]() შემდეგი ნაბიჯი იყო ლითონის გამუქება. უცებ გამახსენდა რომ ჩვენ თანაფორუმელ ხმელოს ქონდა სახლში რაღაც გასაშავებელი სითხე დარჩენილი და მას გამოვართვი. ინსტრუქცია ინგლისურად ეწერა, ამოვცერე გადავთარგმნე და ყველა წესის დაცვით დავიწყე ფერის დადება. მეოთხე დადებაზე უკვე მიიღო სასურველი ფერი მეტალმა. ![]() ![]() ![]() შემდეგ მოდიოდა მიმწოდებელზე ჩალიჩი. ესეიგი ახლა რაში იყო საქმე. იჟ-60 ებს მიმწოდებელზე რეზინა არააქვთ და არც შიგნიდან აქვთ ლულაში. საოცრებაა პირდაპირ. მეტალი მეტალზე მუშაობს. თვით გერმანელებიც ვერ ახრხებენ თურმე ასეთი სიზუსტით დეტალების დამუშავებას რომ მეტელმა მეტალზე ჰაერი არ გააპაროს ![]() აქ საქმე რეზინკის გარეშე არ გამოვიდოდა. მივყევი ნელნელა ბილიკს და მიმიყვანა ისევ ჯაჯას ავტოფარეხთან ![]() ![]() სახლში რომ მოვედი მიმმართველის კანალი დავაშლიფოვკე კარგად რადგან უხარისხო იყო ფრეზით ნამუშევარი.როცა სასურველი შედეგი მივიღე მიმმართველიჩ ჩავსვი და კომპრესიაც გავუსინჯე. ერთი გრამ ჰაერს არ აპარებდა. ![]() რაც შეეხება ცილინდრის წინა ზაგლუშკას მისი გასამაგრებელი შტიფტი ატვიორკის ყელიდან დავამზადე. ზუსტად დაემთხვა დიამეტრი.შემდეგ ზაგლუშკას ირგვლივ მომენტის წებო შემოვაყოლე და ისე ჩავსვი ცილინდრში. ჰერმეტულობა ახლა კარგი აქვს. წებოს გარეშე კი რკინა რკინაზე როცა იყო ცოტას აპარებდა ჰაერს. (ესეც რუსული სიბრძნეა ![]() ![]() თოფს ასევე ქონდა ქარხნული დგუშის დამამძიმებელი. ზამბარა არ გამოვჩვალე უფრო ძლიერით. ვერ აიტანს აგ თოფი მაგას. გადასატენი რიჩაგი მალე გამოვა მწყობრიდან და ისედაც თოფს ძან პატარა დგუშის სვლა აქვს და მაინც არ ექნებოდა კარგი შედეგი. ასევე მანჟეტიც ახალი დაყენდა. ![]() საბოლოოდ კი როცა თოფი აიწყო მშვენიერი ვიდი მიეცა. სულ ახალივით გამოიყურება და ძალას არცისე პატარა აქვს ახლა ჰაერს საერთოდ არ კარგავს არსაიდან. მუშკა და უკანა სამიზნე ჯერჯერობით არააქვს. ალბათ პირდაპირ ოპტიკას დააყენებს მაკენა რამე ისეთს მაგალითად 4X32 ს და იქნება მშვენიერუსი. ძალა რომ გავსინჯე სადღაც 20 დან 30 მეტრზე წაინადირებს კაცი გვრიტზე მაგალითად და მისნაირზე. ახლა ეს თოფი უკვე მზად არის შემდეგი საფეხურისთვის,რომ გადაკეთდეს პცპ-ზე. ![]() ![]() "to be continued" ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 562 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,523 ქალაქი:თბილისი ![]() |
ja_ja აი ჯაჯა ესეთი რაგაც არის საჭირო ![]() და აი ესეც ნახე http://www.krugergun.ru/cherteji/89-sxema-...-60-izh-61.html
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 05:56 PM |
Hosted by Pro-Service |