დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: იჯ-60 ( ოც ლარიან :) ) გაცოცხლება
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2
sekurifa
ესეიგი უკვე ერთი კვირაა ზუსტად რაც ამ თოფის აღდგენაზე ვმუშაობ (დღეში 2-3 საათს ვუთმობდი) და დღეს მოვრჩი საბოლოოდ ჯადოქრობას. არვიცი ყველამ ნახეთ თუ არა პოსტები იმის შესახებ თუ რა სიმბოლურ თანხად იქნა შეძენილი ეს იჟ-60 და რა მდგომარეობაში იყო ყიდვისას. მგონი ასეთ ფასად ჯერ არავის უყიდია პნევმატური თოფი თუნდაც დაზიანებული. ეს თოფი შეიძინა ჩემმა ძმაკაცმა და ჩვენმა თანაფორუმელმა მაკენამ 20 ლარად. თავიდან პატრონი აფასებდა 80 ლარს, მერე 60-ს და როცა ავუხსენით თუ რასთან გვგქონდა საბოლოოდ საქმე დათანხმდა 20 ლარად მოეყიდა ჩვენთვის.

თოფი იყო მთლიანად ჟანგმოდებული. ლულაში გახედვა შეგეზარებოდა კაცს იმდენი ნაგავი იყო შიგ.ფასკიდან ლულაში ერთი სანტიმეტრით ჟანგის ფუთქები იყო და ნარეზები აღარ არსებობდა საერთოდ.



ცილინდრის წინა ზაგლუშკა (რასაც დგუში ეტაკება) თავისი შტიფტით არ იყო გამაგრებული.ის შტიფტი დაკარგული იყო და ზაგლუშკა რომარ გამოვარდნილიყო ცილინდრი ჩაქუჩით იყო შემოჭეჭყილი წრეზე. (ამას ხომუნდა მოფიქრება  )ცილინდრის უკანა მხარეც კარგად იყო მიჩეჩქილი.



რაც მთავარია თოფი ტყვიას ვერ ისროდა. ოთხი გასროლის მერე ლულამ ტყვია გადმოაფურთხა და 20 სანტიმეტრში დავარდა ლულიდან .ჰაერს ყველა მხრიდან აპარებდა. წინა ზაგლუშკაც აპარებდა ჰაერს, მიმწოდებლის კანალიდანაც გასდიოდა ჰაერი და დგუშიდანაც. ერთადერთი ამ თოფის პლიუსი იყო ის რომ ქონდა რკინის კარობკა,რაც იძლევა იმის საშუალებას რომ მომავალში გადაკეთდეს წ.დ.პ. -ზე (პ.ც.პ. )ნუ მაკენა ჯერ ეგრევე ვერ ახერხებს ამ იდეის განხორციელებას და მანამდე გადავწყვიტეთ ამ თოფის მკვდრეთით აღდგენა. წამოვიღე თოფი სახლში და შევუდექი საქმეს.

პირველად უნდა გამენთავისუფლებინა ლითონი ჟანგიდან. ეს ყველაზე საწვალებელი პროცედურა იყო დანარჩენებთან შედარებით. ჟანგი საბოლოოდ გაცილდა მაგრამ ადგილ ადგილ რაკოვინები დატოვეს ზედაპირზე რადგან ზოგან ჟანდი ღრმად იჯდა.ასევე გავწმინდე ლულა შიგნიდან და ოი სასწაულო,ნარეზები ცოცხალი იყო. მარტო ფასკასთან იყო სავალალო მდგომარეობა.



ასევე ჟანგიანი იყო სასხლეტიც. გადავაშიფოვკე ისინიც და შეხების წერტილებს პოლირება გავუკეთე.


შემდეგ დავამოკლე ლულა ერთი სანტიმეტრით. გადავჭერი ბალგარკით, მოვასწორე მერე სპეციალური ნასადკით დრელზე და შევუდექი ფასკის დამუშავებას. (სტანოკი არ მაქვს და დავამუშავე თვალით smile.gif


ასე მიმდინარეობდა დამუშავების პროცესი და მგონი ფასკაც მშვენიერუსი გამოვიდა




შემდეგი ნაბიჯი იყო ლითონის გამუქება. უცებ გამახსენდა რომ ჩვენ თანაფორუმელ ხმელოს ქონდა სახლში რაღაც გასაშავებელი სითხე დარჩენილი და მას გამოვართვი.
ინსტრუქცია ინგლისურად ეწერა, ამოვცერე გადავთარგმნე და ყველა წესის დაცვით დავიწყე ფერის დადება. მეოთხე დადებაზე უკვე მიიღო სასურველი ფერი მეტალმა.




შემდეგ მოდიოდა მიმწოდებელზე ჩალიჩი. ესეიგი ახლა რაში იყო საქმე. იჟ-60 ებს მიმწოდებელზე რეზინა არააქვთ და არც შიგნიდან აქვთ ლულაში. საოცრებაა პირდაპირ. მეტალი მეტალზე მუშაობს. თვით გერმანელებიც ვერ ახრხებენ თურმე ასეთი სიზუსტით დეტალების დამუშავებას რომ მეტელმა მეტალზე ჰაერი არ გააპაროსsmile.gif
აქ საქმე რეზინკის გარეშე არ გამოვიდოდა. მივყევი ნელნელა ბილიკს და მიმიყვანა ისევ ჯაჯას ავტოფარეხთან smile.gif სადაც ასეთი იდეები უპრობლემოდ ხორციელდება. ჯაჯამ ეგრევე სტანოკში უკრა მიმმართველს თავი და ქირურგიულად დაადო ორი ნარეზი .ორი რეზინკა ორმაგი იმედია smile.gif
სახლში რომ მოვედი მიმმართველის კანალი დავაშლიფოვკე კარგად რადგან უხარისხო იყო ფრეზით ნამუშევარი.როცა სასურველი შედეგი მივიღე მიმმართველიჩ ჩავსვი და კომპრესიაც გავუსინჯე. ერთი გრამ ჰაერს არ აპარებდა.


რაც შეეხება ცილინდრის წინა ზაგლუშკას მისი გასამაგრებელი შტიფტი ატვიორკის ყელიდან დავამზადე. ზუსტად დაემთხვა დიამეტრი.შემდეგ ზაგლუშკას ირგვლივ მომენტის წებო შემოვაყოლე და ისე ჩავსვი ცილინდრში. ჰერმეტულობა ახლა კარგი აქვს. წებოს გარეშე კი რკინა რკინაზე როცა იყო ცოტას აპარებდა ჰაერს. (ესეც რუსული სიბრძნეაsmile.gif )


თოფს ასევე ქონდა ქარხნული დგუშის დამამძიმებელი. ზამბარა არ გამოვჩვალე უფრო ძლიერით. ვერ აიტანს აგ თოფი მაგას. გადასატენი რიჩაგი მალე გამოვა მწყობრიდან და ისედაც თოფს ძან პატარა დგუშის სვლა აქვს და მაინც არ ექნებოდა კარგი შედეგი. ასევე მანჟეტიც ახალი დაყენდა.



საბოლოოდ კი როცა თოფი აიწყო მშვენიერი ვიდი მიეცა. სულ ახალივით გამოიყურება და ძალას არცისე პატარა აქვს  ახლა ჰაერს საერთოდ არ კარგავს არსაიდან. მუშკა და უკანა სამიზნე ჯერჯერობით არააქვს. ალბათ პირდაპირ ოპტიკას დააყენებს მაკენა რამე ისეთს მაგალითად 4X32 ს და იქნება მშვენიერუსი. ძალა რომ გავსინჯე სადღაც 20 დან 30 მეტრზე წაინადირებს კაცი გვრიტზე მაგალითად და მისნაირზე. ახლა ეს თოფი უკვე მზად არის შემდეგი საფეხურისთვის,რომ გადაკეთდეს პცპ-ზე.



"to be continued" smile.gif
geojorjika
sekurifa
ყოჩაღ შენს შემართებას, ბევი გიწვალია და კარგადაც გაგიკეთებია

რაც შეეხება მაგ თოფის პატრონის ძრახვებს პსპ-ით გადაკეთებაზე , იავიცი იავიცი
ხ.მ.ე.ლ.ო
აჰა, საბოლოო შედეგები მშვენიერია smile.gif მართლა ახალივითაა smile.gif

კარგი პცპ დადგება მაგისგან, ძაან მაგარი smile.gif (პ.. ერთი სული მაქვს როდის გადააკეთებთ) biggrin.gif biggrin.gif



ციტატა(geojorjika @ Sep 17 2012, 02:12 AM) *
sekurifa
ყოჩაღ შენს შემართებას, ბევი გიწვალია და კარგადაც გაგიკეთებია

რაც შეეხება მაგ თოფის პატრონის ძრახვებს პსპ-ით გადაკეთებაზე , იავიცი იავიცი

არა არა, მართლა გადააკეთებენ დამიჯერე biggrin.gif მაგ იჟის პცპ-დ გადაკეთებული სურათი მაქვს ნანახი და მაგარი რამე იყო smile.gif

თან ეხლა ზურას ხელში რო ჩავარდება იარაღი biggrin.gif
koknar
sekurifa
რამე დაგერჭო მუშკის მაგივრათ და გესროლა. ყველაზე საინტერესო ეგაა
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 17th September 2012 - 02:12 AM) *
რაც შეეხება მაგ თოფის პატრონის ძრახვებს პსპ-ით გადაკეთებაზე , იავიცი იავიცი

რატო რა იცი... რა პრობლემაა მილიონჯერ გამოცდილი მეთოდია და მუშაობს... რა გინდა რას აკაკუნებთ ახალგაზრდავ რომ აკაკუნებთ smile.gif

sekurifa
ჩალიჩებში რესპექტები, აი რუსებს კი ინჟუნრული შედევრისთვის მინუს 75 ქულა... ბლიაძ მე მიკვირდა მიმწოდებელი ლულაშI რკინა-რკინაზე რამ მოაფიქრათ მეთქი და თურმე კიდევ სხვაგანაც იგივე სულელური მეთოდით ყოფილა რკინა რკინაზე მოფიქრებული ჰერმეტულობა!

სად ეგდო და რას სვავდა მაგ თოფის ინჟინერი ბლიაძ smile.gif thsmiley_deadhorse.gif russian.gif

ისე ჩალიჩით კი ბევრი გიძალიჩია, თოფი ნუ თავის ძველ ფორმას დაემსგავსა, მაგრამ მე მაინც არ მიმიწევს მაგ თოფისკენ გული.... აი რაღაცნაირი ნიტო ფორმა აქვს, რა, აი სტრანნი რაღაც ბულდოგის ყბასავით ქვემოდან რაცხა ამოკერილი... კაროჩე დიზაინში კიდევ ერთი -75 ქულა რუსებს smile.gif

არა და მაგიჟენებ, დემიანი, ედგანი, კრიკეტის ავტორები... კაცო რაცხას იდეები აწუხებთ აშკარად, ბოლო ბოლო პირველი ნაროდი არიან, მგონი პნევმოში ბულპაპის რეალიზების, მაგრამ ამ დედა არღნიან ქარხნულ მასიურ საწარმოებს საიდან მოყავთ ბლიაძ ეს სტრანნი აბსტრაქციული აზროვნების ინჟინერ დიზაინერები... ტფუი smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა
ja_ja

რატო რა იცი... რა პრობლემაა მილიონჯერ გამოცდილი მეთოდია და მუშაობს... რა გინდა რას აკაკუნებთ ახალგაზრდავ რომ აკაკუნებთ smile.gif


ციტატა
ისე ჩალიჩით კი ბევრი გიძალიჩია, თოფი ნუ თავის ძველ ფორმას დაემსგავსა, მაგრამ მე მაინც არ მიმიწევს მაგ თოფისკენ გული.... აი რაღაცნაირი ნიტო ფორმა აქვს, რა, აი სტრანნი რაღაც ბულდოგის ყბასავით ქვემოდან რაცხა ამოკერილი... კაროჩე დიზაინში კიდევ ერთი -75 ქულა რუსებს smile.gif



არც მე არ მომწონს ამ იარაღის ფორმა, რაღაც მახინჯურია, მარა პცპ-ს მოუხდება, თუ არადა ზურა ადგება და სხვა კონდახს გამოუთლის biggrin.gif
makena
ციტატა(giorgi @ 17th September 2012 - 02:12 AM) *
რაც შეეხება მაგ თოფის პატრონის ძრახვებს პსპ-ით გადაკეთებაზე , იავიცი იავიცი

გაუმარჯოს ,ძალინა მაგარი გამოვიდა ,რაც შეეხება პცპ გადაკეთებას მაგარი რამ იქნება და ვისაც გაინტრესებთ შედით ნახეთ http://www.youtube.com/watch?v=l-yB7cghnmg

ციტატა(x.m.e.l.o @ 17th September 2012 - 12:01 PM) *
არც მე არ მომწონს ამ იარაღის ფორმა, რაღაც მახინჯურია,

რაც შეეხება ფორმას მე ძალიან მომწონს და იმიტო ვიყიდე რაც მთავარია განსხვავებული ფორმა აქვს და პცპ მაგრად უხთება,მალადეც სეკურიფას. ნამდვილი გმირი ხარ )))
sekurifa
ციტატა(koka @ 17th September 2012 - 11:29 AM) *
რამე დაგერჭო მუშკის მაგივრათ და გესროლა. ყველაზე საინტერესო ეგაა

კი ესეც ვქენი თავისთავად ოღონდ სახლში 10 მეტრზე ვისროლე. ჩემი ატ-44 ის მუშკა მოერგო კარგად და უკან რუსული ღია სამიზნე დავაყენე. თურქული მუშკა მსხვილია ძან და ზუსტი დამიზნების საშუალებას არ იძლეოდა.თანაც ისე ახლოსაა სამიზნეები თვალთან რომ მოუხერხებელი დასამიზნებელია. ზავაცკოი მაგას დიოპტრი ეყენა მარა უკანა სამიზნე იყო დაკარგული.

რომ ვისროლე ჯგუფი ასეთუისე შეკრა. თან თურქულები მქონდა მარტო მჩატეებიდან. უკუცემა არააქვს.რბილად ისვრის და სასხლეტიც ძან რბილი აქვს. ოპტიკა უნდა მაგას ან დიოპტრი ისევ.
name
makena
ხო რაღაც დონეზე უხდება პცპ ვარიანტა, მაგრამ მთლად ისე ვერ მაინც, რაგაც სულ ჩანს ამხელა რეზერვუარი ნაწილობრივ დაფარული რო იყოს უფო უკეთესი იქნებოდა
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(name @ Sep 17 2012, 03:05 PM) *
makena
ხო რაღაც დონეზე უხდება პცპ ვარიანტა, მაგრამ მთლად ისე ვერ მაინც, რაგაც სულ ჩანს ამხელა რეზერვუარი ნაწილობრივ დაფარული რო იყოს უფო უკეთესი იქნებოდა

ეგრეც შესაძლებელია მაგის გაკეთება smile.gif ზურა ატვირთე ის სურათი მაშინ ადრე რო მანახე smile.gif
Davitus
მალადეც, კარგად გიშრომია, კარგი ტექნიკური ხელსაწყოები მისწრება იქნებოდა შენნაირი ენთუზიასტისთვის
Dave
გარიგების მომენტიდან მჯეროდა მე შენი ზურა smile.gif მშვენიერი ნამუშევარია, მომილოცავს makena
sekurifa
ციტატა(x.m.e.l.o @ 17th September 2012 - 03:31 PM) *
ზურა ატვირთე ის სურათი მაშინ ადრე რო მანახე




ციტატა(Davitus @ 17th September 2012 - 04:03 PM) *
კარგი ტექნიკური ხელსაწყოები მისწრება იქნებოდა შენნაირი ენთუზიასტისთვის

აბა აბა რა იდეები მეკარგება smile.gif smile.gif smile.gif
nikola_migina
გული მიკვდება ამ ფოტოს რო ვხედავ... ძალიან მაგარიიაა... smile.gif კონდახის გაკეთებასაც ხომ არ აპირებთ ??? smile.gif
WARNer brother
nikola_migina
რაის კონდახი ამ იარაღის კონსტრუქციის გამო საკმაოდ რთულია კონდახის მორგება?
makena
ბულპაპად რო გადააკეთოთ?

ჩემის გაპცპ-ბაზე უნდა ვიფიქრო! აბა პცპ ვერ ვიშოვნე!
sekurifa
WARNer brother შენსას ხომ პლასმასის კარობკა აქვს. არ ღირს მაგაზე ჩალიჩი. არასტაბილური მასალაა. სიცხეში რბილდება და ყინვაში მაგრდება და ხისტი ხდება. ლულას სუსტი ფიქსაცია აქვს ბუდეში. ყოფილა შემთხვევა რომ პლასმასის კარობკიან იჯ-61 ის პცპ-ეს ჰაერის წნევამ კარობდა გაუხეთქა და მიმმართველიც უკან ისროლა. პატრონი თვალის დაფსებას ბეწვზე გადაურჩა.
WARNer brother
sekurifa
ვაა sad.gif
ისე ყოჩაღ მაგარი ნაშრომია! გაფასებ შენ სერიოზულიპნევმოშნკი ხარ!
sekurifa
ციტატა(jjjjkki @ 17th September 2012 - 05:51 PM) *
ისე ყოჩაღ მაგარი ნაშრომია!

მთავარია ნებისყოფა და ყველაფერი გამოვა. (ნუ ჩხირკედელაობაც უნდა გეხერხებოდეს ცოტა smile.gif )
Dave
მეც ძალიან მომეწონა იჟიკოს პცპ და არც თუ ისე ხელწამოსაკრავი ვინმეა smile.gif
Dave
sekurifa
ზურა მაგ ორი იარაღიდან ქვემოთა იჯ 61 ია და რკინის ვერსიები აქვს 61 ს ???? არ ვიცოდი ნამდვილად
sekurifa
ციტატა(Saint Dave @ 28th September 2012 - 04:02 AM) *
ზურა მაგ ორი იარაღიდან ქვემოთა იჯ 61 ია და რკინის ვერსიები აქვს 61 ს

კი იჟ-61 არის რკინის ვერსიებიც. სურათებზე ორივე პლასმასის ვერსიაა,მაგრამ არ ღირს პლასმასზე წვალება. ძან რეაგირებს ყინვაზე და სიცხეზე.
Dave
ja_ja
აი ჯაჯა ესეთი რაგაც არის საჭირო

და აი ესეც ნახე
http://www.krugergun.ru/cherteji/89-sxema-...-60-izh-61.html
Dave
აი კიდევ ჯაჯა
ja_ja
Dave
მოგწერე PM-ი, არაა ეგ ეგეთი იოლი დეტალი შენ რომ გგონია..
ექსცენტრიკია, პლიუს გრადუსით დახრილი, პლიუს კლაპანი.... ყიდის კრუგერი თავის კომპლლექტს გამზადებულს ყველაფრით, იყიდე და დაისვენებ, გარწმუნებ მე რომ ახალ მაგას ხელი მოვკიდო და ექსპერიმენტები დავიწყო იმდენ მასალას და დროს დავხარჯავ რომ ბოლოს საკმაოდ სერიოზულ თანხას დაგიანგარიშებ... პირველი ეგზემპლატი ყოველტვის ეგრეა, მთელი ტექნოპროცესი შედეგების გაანგარიშება აი-უი....

თუ ვინმე უკვე რაიმეს აწარმოებს ჯობია მისგან იყიდო, ვიდრე ახალი მე ან სხვამ ვაკეთოთ. ჯერესერთი ისეთ სტაბულურს ვერ მიიღებ როგორც მასიური წარმოებისას, პლიუს ნუ ტიპს უკვე დაანგარიშებული და გამოთვლილი აქვს, ყველაფერი, რა აზრი აქვს, არსებული ველოსიპედი ტავიდან გამოიგონო? smile.gif

რეზიკს ხომ მაინც ვიღაცისგან ყიდულობ, ბარემ მარილი მოაყარე და დანარჩენი რაცხაებიც იყიდე და ამოისუნთქებ.
Dave
ja_ja
ხო მაგრამ მე იმას ვფიქრობ იქიდან გამოწერა და ჩამოტანა მაგ ყველაფრის უფრო ძვირი არ დამიჯდეს ვიდრე შენ მიერ დასმული თანხა... ანუ მაინც ჯობია რო გამოვიწერო ???
ja_ja
Dave
ციტატა(Saint Dave @ 29th September 2012 - 02:43 AM) *
ანუ მაინც ჯობია რო გამოვიწერო ???

100%-იანი ჯობია უკვე გატესტილი და დროით შემოწმებული გამოიწერო, ვიდრე აქ მე ან სხვამ ვიჩალიჩოთ აურაცხელი თანხა გადაიხადო და ბოლოს, მაინც რაცხა ნიტო მიიღო და ნიტო რომ იქნება პირველ ეტაპებზე მაგის გარანტიას გაძლევ smile.gif

რაც იმ კაცს უკვე გამოცდილება აქვს, აქვს მაგ საქმეში, მე აქ არც ორიგინალი დეტალი მაქვს, რომ შევადარო და ასლი გადმოვიღო, მომიწევს ნოლიდან ყველაფრის, ჩემით გამოთვლა გამოანგარიშება, მაგ დროს, კი იდეალს სანამ მივაღწევ ვავა smile.gif
Dave
ციტატა(ja_ja @ 29th September 2012 - 02:46 AM) *
100%-იანი ჯობია

გასაგებია ჯაჯა. დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის გულით და სულით რო მიუდექი ჩემ წინადადებას smile.gif
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 29th September 2012 - 02:46 AM) *
100%-იანი ჯობია უკვე გატესტილი და დროით შემოწმებული გამოიწერო,

მე მივწერე კრუგერს რუსეთში და მითხრა ამანათით ვერ გამოვაგზავნიო. თუ ვინმე გყავს რუსეთში ნაცნობი იმას მიუტანს კურიერი და მერე იმან გამოგიგზავნოსო. რავი მგონი რუსეთიდან იგზხავნება ამანათები და რატო მითხრა უარი არვიცი. არც ნახაზები არარის მაგ გადამყვანის არსად. ერთი კი ვნახე მარა შიდა კლაპნის სისტემა არაა ნაჩვენები
ja_ja
sekurifa
ვაბშე რა მაგ იჟ-ის კონსტრუქტორი დასაჭერი და ჩამოსაკიდია ერთი ადგილით biggrin.gif

რა კუკუ კონსტრუქცია მოიგონა და რა აღუნულ დაღუნული რაღაცეები გააკეთა. იდეაში ორიგინალს ესეთი მოღუნული შტუკები არ აქვს, პირდაპიდ პრობკა აქვს, მაგრამ ნუ... smile.gif არ ვიცი რა smile.gif

მარტო ექსცენტრიკი მაინც იყოს ბლინ, ეს დახრა რაღა ჭირია....
Dave
ციტატა(sekurifa @ 29th September 2012 - 11:58 AM) *
მე მივწერე კრუგერს რუსეთში და მითხრა ამანათით ვერ გამოვაგზავნიო.

ციტატა(ja_ja @ 29th September 2012 - 12:19 PM) *
მარტო ექსცენტრიკი მაინც იყოს ბლინ, ეს დახრა რაღა ჭირია....

ეეჰ, თქვენ იქითკენ მიგყავთ საუბარი მგონი ჯობია დავანებო მაგ იდეაზე ფიქრს თავი biggrin.gif
sekurifa
ციტატა(Saint Dave @ 29th September 2012 - 01:14 PM) *
ეეჰ, თქვენ იქითკენ მიგყავთ საუბარი მგონი ჯობია დავანებო მაგ იდეაზე ფიქრს თავი

რატო ფიქრობ ეგრე? თენგომ აქ ფორუმზე ხომ გააკეთა თავისი იჟი ჰაცანის რეზიკით? ვკითხოთ როგორი გადამყვანი გაუკეთა რეზიკს. იქნებ ნახაზიც აქვს.
Dave
ციტატა(sekurifa @ 29th September 2012 - 01:34 PM) *
ვკითხოთ როგორი გადამყვანი გაუკეთა რეზიკს. იქნებ ნახაზიც აქვს.

მე მეგონა რომ გამოაგზავნინა მაგან დეტალები რუსეთიდან თუ უკრაინიდან და მერე უბრალოდ თვითონ ააწყო აქ. გასაგებია. მივწერ მაშინ პირადში მაგრამ რაგაც არ ჩანს ხოლმე მგონი აქ ხშირად
Dave
აი ბულპაპიც ამას ჰქვია smile.gif


იჟ 60 ეძახე შენ smile.gif
ja_ja
ცოტას მოგწამლავთ და რაცხა იდეებს შემოგთავაზებთ, იდეაში ამის გაკეთება რთული არ უნდა იყოს, ლულის უკანა მხარე იქნება ოდნავ შესაცვლელი, კოლოფზე ამოსაჩარხი ადგილი და მიმწოდებელი იქნება გადასაკეთებელი, ანუ სეკურიფას მოტანილ მიმწოდებელზე დავსვით რეზინები და ეგეთი კონსტრუქცია ქვემოთ მოყვანილ იდეის დროს არ გაამართლებს, რეზინები ხშირად იქნება გამოსაცვლელი... მოკელდ აგერ იდეა smile.gif

Dave
ja_ja

ეტო უჟე დრუგოე დელოო smile.gif ჯაჯა თან მწამლავ და თან მეუბნები მე მაგის გამკეთებელი არ ვარო, ეტო ჟე ნე გუმანნო biggrin.gif
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 12th October 2012 - 04:46 PM) *
ცოტას მოგწამლავთ და რაცხა იდეებს შემოგთავაზებთ, იდეაში ამის გაკეთება რთული არ უნდა იყოს, ლულის უკანა მხარე იქნება ოდნავ შესაცვლელი

მე რომელიღაც უკრაინულ ფორუმზე ვნახე 25 ტყვიანი კლიპი იჟ-60 ისთვის. ბრტყლად ედგმება ზემოდან. გამჭვირვალე პლასმასიდან იყო დამზადებული. მგონი თოფი გადაკეთებას არ საჭიროებდა.პირდაპირ ქარხნულ ვარიანტზე იდგმებოდა. დავძებნი ერთი და სურათსაც დავდებ.
Dave
ციტატა(sekurifa @ 12th October 2012 - 07:55 PM) *
მე რომელიღაც უკრაინულ ფორუმზე ვნახე 25 ტყვიანი კლიპი იჟ-60 ისთვის

მგონი რომ ძალიან უშნო იქნება მაგხელა და მაგ ფორმის კლიპი ....
sekurifa
აგერ ვნახე. http://forum.guns.ru/forum_light_message/25/600862.html
20 ტყვიანი ყოფილა არ მახსოვდა. თოფს გადაკეთება არ ჭირდება პირდაპირ ედგმება.
Dave
sekurifa

ვა ეს რა სერიოზული რაღაც არის, შეიძლება ამ იდეაზე ფიქრი smile.gif
ja_ja
Dave
ციტატა(Saint Dave @ 12th October 2012 - 07:43 PM) *
ჯაჯა თან მწამლავ და თან მეუბნები მე მაგის გამკეთებელი არ ვარო, ეტო ჟე ნე გუმანნო

ვაბშეტო ფილმის ციტატას თუ ავირებთ ჯობია თქვე - ეტო ჟე ნე ნაშ მეტოდ biggrin.gif

და მეორეც ამისთანას გაკეთებაზე პრობლემა მგონი არ იქნება, ჩალიჩი კი უნდა მაგრამ ძირითადად კოლოფს, ლულები მაგაზე უფრო ჩახლართულები მიკეთებიოა ასე რომ ....smile.gif მე იმ რაცხა იასამნისფერიან ნახაზზე მოყვანილ პრობკაზე ვამბობ ფრეზის და საკმაოდ ჩახუჭუჭებული ინვენტარის გარეშე მაგას ვერ გავაკეთებ მეთქი smile.gif

ციტატა(sekurifa @ 12th October 2012 - 08:25 PM) *
აგერ ვნახე. http://forum.guns.ru/forum_light_message/25/600862.html
20 ტყვიანი ყოფილა არ მახსოვდა. თოფს გადაკეთება არ ჭირდება პირდაპირ ედგმება.

ვიცი ეგ კლიპი, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი პუნქტი> კლიპი ადგილზე დგება მაგნიტების ხარჯზე, ტყვიები ვარდება გრავიტაციის ძალით, ანუ ზევით დამიზნებისას ან ქვევით დამიზნებისას გადატენვამ შეიძლება ვავა გამოიწვიოს smile.gif
Dave
ციტატა(ja_ja @ 13th October 2012 - 11:01 PM) *
ვიცი ეგ კლიპი, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი პუნქტი> კლიპი ადგილზე დგება მაგნიტების ხარჯზე, ტყვიები ვარდება გრავიტაციის ძალით, ანუ ზევით დამიზნებისას ან ქვევით დამიზნებისას გადატენვამ შეიძლება ვავა გამოიწვიოს


მეც არ ვთქვი რა მარტივად და ლამაზად არის ყველაფერი მეთქი smile.gif ხო ალბათ ეგ კლიპი ტირისთვის არის მარტო შექმნილი ....
ja_ja
Dave
ციტატა(Saint Dave @ 14th October 2012 - 03:38 AM) *
ხო ალბათ ეგ კლიპი ტირისთვის არის მარტო შექმნილი ....

არა რატო კაცო...

პროსტა ჩვევა უნდა გამოიმუშავო, გადატენვისას თოფი ჰორიზონტანურად უნდა გაასწორო შეძლებისდაგვარად (ნუ ახლა თარაზო და რამე საჭირო არაა), პროსტა უხეშად გაასწორე, მოატრიალე კლიპი ხელით ახალ ტყვიაზე რომ ახალი ტყვია გადმოვარდეს და მიმწოდებლის წინ ჩახტეს, გადატენე და ვუალია...

იგივე პრონციპი აქვს დისკოსთვის შექმნილ აბოიმასაც

Dave
ja_ja

ისე რო დავფიქრდეთ უკლიპო ვერსიები ( მაგ. Hatsan At-44 ) იგივე პრინციპით იტენება, ზემოთ მიმართულს ვერ გადატენი და იგივე პოზიცია ჭირდება დასატენად smile.gif
o.cho
ააწვეს ბოლობოლო ეს იჟი? smile.gif ძალიან საინტრესოა თუ აეწყო და რა დაუჯდა პატრონს smile.gif
geojorjika
o.cho
მე მაქვს ეხლა ეგ wink.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(geojorjika @ Mar 1 2014, 07:26 PM) *
o.cho
მე მაქვს ეხლა ეგ wink.gif

ჟორჟიკ თუ შენ გაქვს, რა მაინტერესებს, ფერი არ გადაუვიდა ხო? ანუ კარგად გადაღება იმ სითხემ? smile.gif
geojorjika
ხ.მ.ე.ლ.ო
არ გადასვლია
o.cho
ვაა ძალიან კაია სიმძლავრე როგორი არვს? რა დაჯდა გაკეთება
geojorjika
o.cho
არ ვიცი , რაცი ვიყიდე ისე მიდევს არ მისვრია biggrin.gif
o.cho
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.