HASTAN AT-44 მოდერნიზაცია და სხვა იდეები, (კლიპიანი და უკლიპო ვერსიები ერთად) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
HASTAN AT-44 მოდერნიზაცია და სხვა იდეები, (კლიპიანი და უკლიპო ვერსიები ერთად) |
Sep 3 2012, 06:39 PM
პოსტი
#1
|
||
ზუსტი მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,736 რეგისტრ.: 10-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 628 |
რახან ატ-44 ის თემა არარის გახსნილი ამ განყოფილებაში გადავწყვიტე გადამედგა ეს ნაბიჯი. ის ვინც შეიძენს ამ თოფს და მერე გაუჩნდება ინტერესი თუ რა უნდა უქნას და რა სად მოუშვას თუ დაუჭიროს ნახავს აქ. ანუ აქ დავდებ იმ ელემენტარულ ინფორმაციას რაც უნდა გაითვალისწინოს ატ-44 ის მფლობელმა.პირველ რიგში თოფის დაშლა-აწყობა. მერე კი იმ პროცედურების ჩატარება რაც აუცილებელია თაროდან ჩამოღებული სტანდარტული ატ-44 ისთვის. 1)- თოფის დაშლა 2)- თოფის აწყობა შემდეგ სასხლეტის დარბილება. ითვალისწინებს ნაწიბურების (თუ ასეთები ექნება) მოხვეწას ანუ დაშლიფოვკებას და ასევე სასხლეტი მექანიზმის დეტალების პოლირებას მხოლოდ მხოლოდ ერთმანეთთან შეხების წერტილებში. სურათებზე ნაჩვენებია გასაგებად ეგ ადგილები. ასევე შეიძლება იმ ზამბარის საერთოდ გაუქმება რაც სურათზეა გადახაზული, რომ სასხლეტი უფრო სასიამოვნო იყოს (აუცილებელი არაა) მე პირადად გაუქმებული მაქვს. ასევე სასურველი იქნება თუ სასხლეტის ქარხნულ მარეგულირებელ ვინტს რეზინით გაჭედავთ როგორც სურათზეა. ასევე შეიძლება მცირე ზომის ზამბარაც მოარგოთ მერე უნდა მიხედვა ლულას, ტყვიის ვსტავკას,დამრტყმელს და რეზერვუარის კლაპნის საცობს. ლულას რაც შეეხება საჭიროა ტყვიის შესაცურებელი მხრიდან შიდა კედლის პოლირება რათა მიმწოდებლის რეზინამ უკეთ ისრიალოს მის ზედაპირზე. სურათებზე არის ნაჩვენები ეს მარტივი პროცედურაც. ჯერ მცირედი შლიფოვკა და მერე მქვანე ქვით (ზელიონკით) პოლირება. შემდეგი ნაბიჯია ლულის ფასკა. აქ კი უკვე სახლის პირობებში ხელის ხლება არ ღირს. ეს სტანოკზე კეთდება და მცოდნე ხელია საჭირო. მე ფასკა ჯაჯამ გამიკეთა. ხედავთ სურათებზე რომ იდეალური ნამუშევარია. ასეთი ფასკა აუცილებელია ყველა ლულაზე. ასევე მიმწოდებელს, ტყვიის ვსტავკას და დამრტყმელს უნდა მოხვეწა ცოტათი. ტყვიის ვსტავკის ღარს განსაკუთრებით,რადგან წრილებზე ნაწიბურები აქვს. ასევე დამრტყმელის წინა მხარეს რითაც კლაპანს ეჯახება,იქ უნდა გადაშლიფოვკება. ჩემსას იქ მუწუკივით ქონდა ცოტა. ბოლოს კლაპანი, მისი ზამბარა და საცობი. ქარხნულ ზამბარას შეცვლა უნდა უფრო ძლიერით რომ კლაპანზე თითის დაჭერით ადვილად არ ჩადიოდეს ნემსა. ასევე ქარხნულ პლასმასის საცობსაც უნდა შეცვლა ლატუნით ან ალუმინით. (ეს რატომ დატოვეს ეგრე მიკვირს რა) ეგ ლატუნის საცობიც რეზბაზე რომ არის ჯაჯას დამსახურებაა. (ზალატიე რუკი მოკლეთ ) მე კმაყოფილი ვარ,ადვილად იხსნება და არუნდა ჯაჯგური და დანის ჩხიკინი პლასმასისას რომ ჭირდებოდა ეგრე და ყოველ ამოღებაზე რომ უფროდაუფრო სლაბდებოდა. აი ესარის და ეს. ესარის ის შესამზადებელი პროცედურები რაც ჭირდება ჰასტან ატ-44 ს. ამის იქეთ უკვე მოდის რედუქტორის დაყენება და ბულკა კონდახის დამზადება. მე ჯერ არც ერთი მაქვს და არც მეორე რაც მაქვს და რაც გავუკეთე ჩემს თოფს ყველაფერი დაწვრილებით დავდე. თუ ვინმეს რამე სხვა ფოტო მასალები გაქვთ თქვენც დადეთ.
| |
> |
|
|
Sep 26 2012, 09:48 PM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
name მოკელდ სურათზე ჩანს რომ ცოტათი წინაა წამოსული ლულა და დალშე არ მოდის... ჩემი კითხვა და რჩევა ასეთია... თუ ლულას უკან აწვები და ბუდეში ბოლომდე შედის, მერე წინ წევ და ისევ მაგ დონეზე გამოდის, ნუ მაშინ გინდა დაიჯერე გინდა ნუ დაგვიჯერებ და სურათზე ნაჩვენები 2 ხვრელიდან, ან ვინტები არ გაქვს ამოხრახნილი, ან უბრალოდ ნაწიბურია რაღაც ჩაწეული მაგ ვინტისი ბუდეებში და მაგ არ გაძლევს გამოღების საშუალებას... ამის მტკიცების უფლებას მაძლებს არაერთი ნანახი ჰაჩიკას ლულა, ბოლოს 1 კვირის წინ ვნახე იმენნა ღარები რომელბშიც ჯდება ვინტები, აგერ სქემატური სურათი რეზინის ღარები უკანაა და რავი ეგეთი ძლიერი რეზინა მე არ მინახია რომ ადამიანის ზეწონას გაუძლოს და არ გადაიჭრას. . ნუ შეიძLება ვინტები ორივე მოხსნილი და ამოღებულია მაგ ბუდეებიდან, მაგრამ რაიმე ნაწიბურია ჩარჩენილი... გარდა მაგისა მოხსენი კოლოფი მთლიანად ლულიანად და ამოატრიალე, ძირიდან დაინახავ გადამშვების ბუდეს, დააკვირდი, მანდ რეზინა ჩაანს ლულაზე რაც არის, ჩემოხვეული თუ არა, და თუ ჩანს, საერთოდ მოდის, თუ არა იმ ადგილამდე რომ გადამშვების საწინააღმდეგო კედელს შეეხოს და წინააღმდეგობა გაგიწიოს, თუ მიდის, მაგ ხვრელის კედლამდე, უბრალოდ წვრილი მესაათის ატვიორკა აიღე და წაეხმარე რეზინას რომ გადალახოს ეგ ადგილი... ნუ იდეაში სულ ეგაა... აი თუ მოყვანილ ღარებში რეზვის ნაწიბურია ჩაწეული ან რაიმე შტუკაა ჩარჩენილი და ის ჭედავს ეგ უკვე აღარ ვიცი, რავი ჯერ არ მინახია ლულის გამოღებაზე ვინმეს პრობლემა ჰქონოდა, აქამდე ინტერნეტი აჭრელდებოდა....
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 06:22 PM |
Hosted by Pro-Service |