გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე
Gaiska
პოსტი Aug 1 2012, 02:44 AM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 1-August 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,608
ქალაქი:თბილისი



მოგესალმებით ყველას! დღეს დავრეგისტრირდი ამ საიტზე და მოველი ბევრი რამის გაგებას პნევმატური იარაღის შესახებ, სულ რაღაც სამი კვირის წინ მოვიწამლე, მიუხედავად ჩიმი ფინანსების სწრაფი გაფრენისა მაინც ბედნიერი ვარ ჩემი შენაძენით, ალბათ მიხვდით თუ რომელ თოფზე მაქვს საუბარი 6.gif weihrauch hw100s და მაინტერესებს თქვენი როგორც ამ საქმეში გამოცდილი ხალხის რჩევა. მინდა ლულაზე დასამაგრებელი Bipod-ის შეძენა რადგან იქ სადაც სხვანაირები მაგრდება (ბოლტით) მინდა რემნის სამაგრის დამაგრება, ალბათ ხვდებით რაზე მაქვს საუბარი. ნორმალური აზრია თუ მოიკოჭლებს? აი ასეთის მაგალითად

http://www.amazon.com/UTG-Tactical-Low-pro...ef=pd_sbs_sg_21

გთხოვთ დამეხმაროთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Aug 1 2012, 09:09 AM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Gaiska HW100s
კეთილი იყოს შენი შემოსვლა, დაგეხმარებით რითაც შევძლებთ, ახლა კი მაპატიე ცოტა ცივი წყალი უნდა გადაგასხა რომ ოცნებების სამყაროდან რეალურ სამყაროში გადმოგიყვანო smile.gif

1) დაივიწყე ეგ შტუკა როგორც ღამის კოშმარი.... რაის ლულა რას ამბობ, ლულა არის ხელშეუხებელი რამ თუ გიონდა სიზუსტე. მარტივ მაგალითს შემოგთავაზებ, ნახე ბუნებაში ვთქვქთ მორი, ჰორიზონტალურად წაქცეული. დადე მაგ მორზე შნი თოფი და ესროლე რაიმე სამიზნეს (ნუ წინასწარ დადე წინ რაიმე), როდესაც გაისვრი 5 ტყვიას, ნუ ჩვეულებრივი ჯგუფის პონტს როდესაც გააკეთებ 5 ტყვიით, მერე გადავიდეთ მეორე ექსპერიმენტზე. აქამდე დარწმუნებული ვარ სხვადახვა მიზეზების გამო თოფი მორზე გედო ისე რომ კონდახი ან რეზერვუარის ძირა ნაწილი ეხებოდა მორს, ახლა კი თოფიანად უკან დაიწიე ისე რომ მხოლოდ ლულა ეყრდნობოდეს მორს, და ეგრე ისროლე... ნახავ რომ ოპტიკაში სამიზნე წერტილმაც გადაინაცვლა და გასროლიდან გასროლამდე სულ სხვადასხვ ადგილებში ხვდება ტყვია.

ეგ გამოწვეულია იმით რომ ლულაზე დაწყრნობისას თოფის წონაც და შენი დაწოლაც კორექტივებისთვის გადადის ლულაზე, ლულა უკანა მხარით ჩამაგრებულია კოლოფში, შენ კი წინა ნაწილით აწვები მორს, ან ვთქვათ და შენი რჩეული ბიპოდი დააყენე და ის არის, საყრდენი წერტილი.... ნებისმიერ ვარიანტში იღებ ბერკეტს, და გინდა თუ არ გინდა, ლულას ექნება მინი მოძრაობები, ზემოთ ქვემოთ (არაა გამორიცხული ჰორიზონტალური მოძრაობებიც), შედეგად არასტაბილური პოზიცია გასროლიდან გასრომალდე და სხვადასხვა პოზიციიდან სროლისას (ბიპოდზე დაწყრნობისას სხვა ადგილზე ხვდება ტყვია, ხელიდან სროლისას სხვა ადგილზე).

2) დაივიწყე ეგ ბიპოდი იმიტომ რომ 23$-ად ხეირიანი არაფერი მოდის, და კონკრეტულად UTG-ს მოდელები არის, სუფთა დეტსკი სადი, ჯერესერთი ყანყალებს, მეორეცესერთი სამაგრი ადგილი კარგად არ ეჭირება, მესამეც ფეხებს გადახრები აქვთ, მოკელდ ეგ იგივეა რომ მანქანის ანტენა აიღო ერთად გადაგრიხო და იოცნებო რომ მყარი იქნება smile.gif

3) მაგარი მცდარი აზრი გაქვს რომ ბიპოდი ცალკე უნდა დაამაგრო და ღვედი ცალკე... აი სუპერ მცდარი აზრი გაქვს. ნორმალური ბიპოდებს, ამაგრებ კონდახზე არსებულ ვინტზე და ღვედს კი თვითონ ბიპოდზე არსებულ რგოლზე, მორჩა პრობლემა!


მაგალითად ნორალურ ბიპოდს რამდენიმე დამაგრების წერტილი აქვს, აგერ მაგალიტად ჩემს ბიპოდს აქვს 3 წერტილი, რომელიც მოსახერხებელი იქნება იმას იყენებ, დააკვირდი სურათებს:


ამ სურათზე ჩანს რომ შეგიძლია ან იმ ტუჩებზე მიამაგრო ღვედი რომლის ზედა მხარითაც კონდახზე მაგრდება, ან წინიდან აქვს, რგოლი და იმაზე შეგიძლია დაამაგრო


ამ სურათზე ჩანს რომ უკანა მხარესაც აქვს ღვედის დასამაგრებელი ადგილი

ასე რომ შეეშვი უაზრო წარმოდგენებს და კიდევ კარგი რომ იკითხე, რაც ვიცით იმას აუცილებლად გეტყვით და შევეცდებით უაზრო ნაბიჯები არ გადაგადგმევინოთ

4) ბოლო-ბოლო, ზოგიერთი ტინგიცა ჰოლივუდური ფილმის გარდა, მაჩვენე რაიმე ვიდეო ფოტო მასალა სადაც სერიოზული მხროლელი, იქნება სნაიპერი თუ მოყვარული იყენებს ბიპოდს რომელიც ლულაზეა დამაგრებული.... ხომ არ ღირს დაფიქრება რატომ არავინ სერიუზულად არ განიხილავს ლულის ბიპოდს? სასტავი აი ასეთ სენკლერის ბიპოდებზე ფიქრობს რომ ზუსტი ცეცხლი გახსნას



შენ კიდევ რაცხა ვაი დედას უყურებ smile.gif

5) როგრო წარმოგიდგებია ბიპოდის ტარება? შენ რასაც ირჩევ ისეთი კონსტრუქციაა რომ გამოყენებისას კი დევსზედ თოფი, მაგრამ გადაადგილებისას რას უშვები? ამოდენა გამოშვერულ ფეხებს ეგრე ჰაერშI ტოვებ? ეგ ბიპოდი უნდა მოხსნა ყოველთვის, მერე ისევ დაამაგრო... კაროჩე დაჩხაპნი ლულასაც და მოარყევ ბიპოდსაც. ნორმალურ კონდახზე დასამაგრებელ ბიპოდს კი ყოველთვის აქვს, აკეცვის საშუალება რომ გადაადგილებისას და ტრასნპორტირებისას ხელი არ შეგიშალოს.

6) მოდი რა ჯერ აი ამ სტატის გადახედე და მერე უფრო ჩამოგიყალიბდება რა გინდა და რა არა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- Gaiska HW100s   გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე   Aug 1 2012, 02:44 AM
- - nihontoman   Gaiska HW100s დარწმუნებულ...   Aug 1 2012, 03:33 AM
- - ja_ja   Gaiska HW100s კეთილი იყოს შ...   Aug 1 2012, 09:09 AM
|- - Gaiska HW100s   ციტატა(ja_ja @ Aug 1 2012, 10...   Aug 1 2012, 11:29 AM
- - ilariona   Gaiska HW100s სალამი და კე...   Aug 1 2012, 09:16 AM
|- - Gaiska HW100s   ციტატა(ilariona @ Aug 1 2012, 10...   Aug 1 2012, 11:44 AM
- - Gaiska HW100s   არადა ვნიშნავ მერე...   Aug 1 2012, 11:55 AM
- - ja_ja   Gaiska HW100s პასუხს აღარ უ...   Aug 1 2012, 12:14 PM
- - ilariona   ციტატა(Gaiska @ 1st August 2012 ...   Aug 1 2012, 12:21 PM
- - Gaiska HW100s   ok   Aug 1 2012, 02:26 PM
- - Gaiska   გაიხარე მაგრამ ცი...   Aug 1 2012, 02:43 PM
- - Gaiska   ილარიონ მგონი დავა...   Aug 1 2012, 02:56 PM
- - ja_ja   Gaiska ციტატააუუუ მივ...   Aug 1 2012, 03:45 PM
- - Gaiska   ციტატა(ja_ja @ 1st August 2012 ...   Aug 1 2012, 06:28 PM
- - ja_ja   ნასოსი კაია პროსტა...   Aug 1 2012, 06:58 PM
- - geojorjika   Gaiska კეთილი იყოს შენ...   Aug 1 2012, 09:53 PM
- - ilariona   ციტატა(giorgi @ 1st August 2012 ...   Aug 2 2012, 09:56 PM
- - Gaiska   ციტატა(ja_ja @ 1st August 2012 ...   Aug 3 2012, 12:50 AM
- - geojorjika   ilariona გადი მიდი მოდი ...   Aug 3 2012, 07:57 PM
- - ja_ja   Gaiska ციტატა(Gaiska @ 3rd Augus...   Aug 3 2012, 10:18 PM
- - Gaiska   ja_ja ჯა_ჯ ამ ბი-პოდზე ...   Aug 8 2012, 11:57 AM
- - ilariona   Gaiska ნასოსი გააქვს?   Aug 8 2012, 01:10 PM
- - ja_ja   Gaiska დევიწყოთ დეტალ...   Aug 8 2012, 01:12 PM
- - Gaiska   ilariona ციტატა(ilariona @ 8th A...   Aug 8 2012, 06:49 PM
- - ja_ja   Gaiska ციტატა(Gaiska @ 8th Augus...   Aug 8 2012, 10:05 PM
- - Gaiska   ja_ja ჯა_ჯ აბა ეს ნახე ...   Aug 10 2012, 03:41 AM
- - ja_ja   ნუ საქანელა აქვს, ფ...   Aug 10 2012, 08:14 AM
- - Gaiska   ja_ja ციტატა(ja_ja @ 10th August...   Aug 10 2012, 05:59 PM
- - ilariona   Gaiska რავი დაწოლილი მ...   Aug 10 2012, 06:38 PM
- - Gaiska   ilariona ციტატა(ilariona @ 10th ...   Aug 12 2012, 08:44 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 08:19 AM
Hosted by Pro-Service