Gaiska HW100s კეთილი იყოს შენი შემოსვლა, დაგეხმარებით რითაც შევძლებთ, ახლა კი მაპატიე ცოტა ცივი წყალი უნდა გადაგასხა რომ ოცნებების სამყაროდან რეალურ სამყაროში გადმოგიყვანო

1) დაივიწყე ეგ შტუკა როგორც ღამის კოშმარი.... რაის ლულა რას ამბობ, ლულა არის ხელშეუხებელი რამ თუ გიონდა სიზუსტე. მარტივ მაგალითს შემოგთავაზებ, ნახე ბუნებაში ვთქვქთ მორი, ჰორიზონტალურად წაქცეული. დადე მაგ მორზე შნი თოფი და ესროლე რაიმე სამიზნეს (ნუ წინასწარ დადე წინ რაიმე), როდესაც გაისვრი 5 ტყვიას, ნუ ჩვეულებრივი ჯგუფის პონტს როდესაც გააკეთებ 5 ტყვიით, მერე გადავიდეთ მეორე ექსპერიმენტზე. აქამდე დარწმუნებული ვარ სხვადახვა მიზეზების გამო თოფი მორზე გედო ისე რომ კონდახი ან რეზერვუარის ძირა ნაწილი ეხებოდა მორს, ახლა კი თოფიანად უკან დაიწიე ისე რომ მხოლოდ ლულა ეყრდნობოდეს მორს, და ეგრე ისროლე... ნახავ რომ ოპტიკაში სამიზნე წერტილმაც გადაინაცვლა და გასროლიდან გასროლამდე სულ სხვადასხვ ადგილებში ხვდება ტყვია.
ეგ გამოწვეულია იმით რომ ლულაზე დაწყრნობისას თოფის წონაც და შენი დაწოლაც კორექტივებისთვის გადადის ლულაზე, ლულა უკანა მხარით ჩამაგრებულია კოლოფში, შენ კი წინა ნაწილით აწვები მორს, ან ვთქვათ და შენი რჩეული ბიპოდი დააყენე და ის არის, საყრდენი წერტილი.... ნებისმიერ ვარიანტში იღებ ბერკეტს, და გინდა თუ არ გინდა, ლულას ექნება მინი მოძრაობები, ზემოთ ქვემოთ (არაა გამორიცხული ჰორიზონტალური მოძრაობებიც), შედეგად არასტაბილური პოზიცია გასროლიდან გასრომალდე და სხვადასხვა პოზიციიდან სროლისას (ბიპოდზე დაწყრნობისას სხვა ადგილზე ხვდება ტყვია, ხელიდან სროლისას სხვა ადგილზე).
2) დაივიწყე ეგ ბიპოდი იმიტომ რომ 23$-ად ხეირიანი არაფერი მოდის, და კონკრეტულად UTG-ს მოდელები არის, სუფთა დეტსკი სადი, ჯერესერთი ყანყალებს, მეორეცესერთი სამაგრი ადგილი კარგად არ ეჭირება, მესამეც ფეხებს გადახრები აქვთ, მოკელდ ეგ იგივეა რომ მანქანის ანტენა აიღო ერთად გადაგრიხო და იოცნებო რომ მყარი იქნება

3) მაგარი მცდარი აზრი გაქვს რომ ბიპოდი ცალკე უნდა დაამაგრო და ღვედი ცალკე... აი სუპერ მცდარი აზრი გაქვს. ნორმალური ბიპოდებს, ამაგრებ კონდახზე არსებულ ვინტზე და ღვედს კი თვითონ ბიპოდზე არსებულ რგოლზე, მორჩა პრობლემა!
მაგალითად ნორალურ ბიპოდს რამდენიმე დამაგრების წერტილი აქვს, აგერ მაგალიტად ჩემს ბიპოდს აქვს 3 წერტილი, რომელიც მოსახერხებელი იქნება იმას იყენებ, დააკვირდი სურათებს:

ამ სურათზე ჩანს რომ შეგიძლია ან იმ ტუჩებზე მიამაგრო ღვედი რომლის ზედა მხარითაც კონდახზე მაგრდება, ან წინიდან აქვს, რგოლი და იმაზე შეგიძლია დაამაგრო

ამ სურათზე ჩანს რომ უკანა მხარესაც აქვს ღვედის დასამაგრებელი ადგილი
ასე რომ შეეშვი უაზრო წარმოდგენებს და კიდევ კარგი რომ იკითხე, რაც ვიცით იმას აუცილებლად გეტყვით და შევეცდებით უაზრო ნაბიჯები არ გადაგადგმევინოთ
4) ბოლო-ბოლო, ზოგიერთი ტინგიცა ჰოლივუდური ფილმის გარდა, მაჩვენე რაიმე ვიდეო ფოტო მასალა სადაც სერიოზული მხროლელი, იქნება სნაიპერი თუ მოყვარული იყენებს ბიპოდს რომელიც ლულაზეა დამაგრებული.... ხომ არ ღირს დაფიქრება რატომ არავინ სერიუზულად არ განიხილავს ლულის ბიპოდს? სასტავი აი ასეთ სენკლერის ბიპოდებზე ფიქრობს რომ ზუსტი ცეცხლი გახსნას

შენ კიდევ რაცხა ვაი დედას უყურებ

5) როგრო წარმოგიდგებია ბიპოდის ტარება? შენ რასაც ირჩევ ისეთი კონსტრუქციაა რომ გამოყენებისას კი დევსზედ თოფი, მაგრამ გადაადგილებისას რას უშვები? ამოდენა გამოშვერულ ფეხებს ეგრე ჰაერშI ტოვებ? ეგ ბიპოდი უნდა მოხსნა ყოველთვის, მერე ისევ დაამაგრო... კაროჩე დაჩხაპნი ლულასაც და მოარყევ ბიპოდსაც. ნორმალურ კონდახზე დასამაგრებელ ბიპოდს კი ყოველთვის აქვს, აკეცვის საშუალება რომ გადაადგილებისას და ტრასნპორტირებისას ხელი არ შეგიშალოს.
6) მოდი რა
ჯერ აი ამ სტატის გადახედე და მერე უფრო ჩამოგიყალიბდება რა გინდა და რა არა