![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: საჯარიმო და წასულები პოსტები: 222 რეგისტრ.: 7-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zestafoni წევრი №: 1,335 ![]() |
გამარჯობათ მეგობრებო. მინდა შემოგთავაზოთ ჩემს მიერ დამზადებულ ჰაერის ზამბარები, მათს ასევე ეძახიან ნიტრო პისტონს, გაზის ზამბარას, აირის ზამბარას. მე ვეძახი ჰაერს ზამბარას, რადგან მასში ჩატუმბულია ჩვეულებრივი მშრალი ჰაერი. ![]() თუ რა არს ჰაერის ზამბარა ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მხოლოდ ყურადღებას გავამახვილებ რამოდენიმე ასპექტზე: 1. ჰაერის ზამბარა შეიძლება გამოყენებული იქნას ზამბარა დგუშიან პნევმატიურ თოფებში, სადაც დგუშის დაჭერა „შეპტალოთი“ ხდება (დგუშის გვერდითი ნაწილით) ![]() 2. ჰაერის ზამბარის დატუმბვა ხდება ოპტიმალური წნევით, ან იმ წნევით რომელსაც მოითხოვს მომხმარებელი. 3. ჰაერს ზამბარის ეფექტურობა ჩვეულებრივ ზამბარასთან შედარებით შეიძლება დავიანგარიშოთ დგუშის გადაადგილების მანძილისა და მისი (დგუშის) დიამეტრის შეფარდებით - 23მმ - მდე - არა აფექტურია 24 – 32მმ - ნაკლებად ეფექტურია 33 – 36მმ - ეფექტურია 37მმ და ზემოთ - მაქსიმალურად ეფექტურია. ჰაერის ზამბარის ძირზე, იმყოფება კლაპნის ვინტი, რომლის ამოხრახვნა, ან მასზე მექანიკური ზემოქმედება აკრძალულია. ![]() ![]() ![]() კორპუსზე ძირის მიმაგრება ხდება თითფერის (ლატუნის) შელღობით (პაიკით), ან ელექტრო შესადუღი აპარატით. ორივე შემთხვევაში მისი ექსპლუატაცია საშიშროებას არ წარმოადგენს. ჩემს მიერ ჩატარებული ტესტის დროს ჰაერის ზამბარამ შელღობილი ძირით გაუძლო 500 ატმოსფეროს და არ გასკდა. ![]() ![]() ![]() ზამბარები ძირითადად გვანან ერთმანეთს, მაგრამ მაინც არის მათ შორის განსხვავება - ღერძის (ეგრეთწოდებული "შტოკის") დიამეტრში, კორპუსის დიამეტრში, ძირის დიამეტრში, სიგრძით, და რა თქმა უნდა მასში ჩატუმბული ჰაერის წნევით. ![]() ზამბარა შეიძლება იყოს თოფში ჩაყენებული როგორც ღერძით დგუშში, ასევე პირიქით კორპუსით დგუშში. ეს დამოკიდებულია კომპრესორის და დგუშის კონსტრუკციებზე. ეს იყო მინიმალური განმარტებები, ახლა კი საფასური, ვადები, მოწოდება, გადახდა: ჰაერის ზამბარებს (ღერძის დიამეტრით 8მმ) ვამზადებ შეკვეთით სამი დღის განმავლობაში, წინასწარი გადახდის მერე. ფასი 35 ამერიკული დოლარი. რა თქმა უნდა ლარებშიც შესაბამისი კურსით. სხვა დიამეტრის მქონე ღერძიან (შტოკიან) ჰაერის ზამბარებს ჯერ არ ვამზადებ. გაგზავნა ხდება დამკვეთის ხარჯებით (ჰაერის დამზადების საფასურში 35$-ში არ შედის ტრანსპორტირების ღირებულება). პროდუქცია იგზავნება - ფოსტით, კურიერით, მარშრუტკით. გადახდისა და გამოგზავნის ვარიანტები ინდივიდუალურად განიხილება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. საგარანტიო მომსახურება: გარანტია 6 თვე, მომხმარებლის სახელზე გაგზავნის მომენტიდან. ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დატუმბვა უფასოა, გაგზავნის ხარჯების გარეშე. გარანტია არ ვრცელდება თუ ზამბარაზე მოხდენილი იქნა მექანიკური, ან მაღალი ტემპერატურის (50 გრადუსის ზემოთ) ზემოქმედება. ყოვლად დაუშვებელია ღერძზე ნაკაწრები, ან ჩაჭ*ლეტილობები, თუნდაც ძალიან მცირე. კატეგორიულად აკრძალულია ზამბარაზე დაწოლა მისი სიმძლავრის შესამოწმებლად. ჰაერის ზამბარა ნორმალურად მუშაობს 0 გრადუსიდან +45 გრადუსამდე. დამატებითი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ თემიდან ჰაერის ზამბარა პნევმატიური თოფებისთვის
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,145 რეგისტრ.: 20-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 314 ![]() |
gigi30 ჰაერის ზამბარას ისეთი სიჩქარეების განმეორადობა აქვს რომ pcp-საც კი შეშურდება,ნუ მე კონკრეტული თოფი მაქ განაქრონი და იქედან ვიცი შეიძლება მინჩანინის ზამბარები ვერ იძლეოდეს იგივე შედეგს მაგაზე თავს ვერ დავდებ,აი მაგალითად ავირებ benjamin nitro1500 კროსმანის ცპ-ს 10.5-იანს ისვრის 290მეტრ წამით აი ზაფხულში ჩრდილში გვედო თოფი მერე გავქრონეთ და სწორედ აი ეგ შედეგი მოგვცა თუმცა როდესაც მზეზე გამოვედი და დავედევნე ყვანჩოებს მზეზე საკმაოდ გაცხელდა თოფი და გაქრონვისას 300 გადასცდა სიჩქარე ნუ ზუსტად არ მახსოვს რამდენი იყო,ნუ ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე რომ 0ქვემოტ ტემპერატურაზე შეიძლება დავარდეს სიჩქარე სხვა რა უნდა მოხდეს,მუ ეს ჩმა რა თქმა უნდა,ეს კაცი ვინც ამ ზამბარებს აკეტებს ბელორუსიიდან ჩამოვიდა იქა კიდევ არც თუ ისე თბილი ზამთარია და რა გამოდის არ იყენებს ხალხი ჰაერის ზამბარიან თოფებს?
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th August 2025 - 09:55 AM |
Hosted by Pro-Service |