დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ვყიდი ჰაერის ზამბარებს
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > გავყიდი
გვერდი: 1, 2
minchanin
გამარჯობათ მეგობრებო.

მინდა შემოგთავაზოთ ჩემს მიერ დამზადებულ ჰაერის ზამბარები, მათს ასევე ეძახიან ნიტრო პისტონს, გაზის ზამბარას, აირის ზამბარას. მე ვეძახი ჰაერს ზამბარას, რადგან მასში ჩატუმბულია ჩვეულებრივი მშრალი ჰაერი.

თუ რა არს ჰაერის ზამბარა ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მხოლოდ ყურადღებას გავამახვილებ რამოდენიმე ასპექტზე:
1. ჰაერის ზამბარა შეიძლება გამოყენებული იქნას ზამბარა დგუშიან პნევმატიურ თოფებში, სადაც დგუშის დაჭერა „შეპტალოთი“ ხდება (დგუშის გვერდითი ნაწილით)

2. ჰაერის ზამბარის დატუმბვა ხდება ოპტიმალური წნევით, ან იმ წნევით რომელსაც მოითხოვს მომხმარებელი.

3. ჰაერს ზამბარის ეფექტურობა ჩვეულებრივ ზამბარასთან შედარებით
შეიძლება დავიანგარიშოთ დგუშის გადაადგილების მანძილისა და მისი (დგუშის) დიამეტრის შეფარდებით -

23მმ - მდე - არა აფექტურია
24 – 32მმ - ნაკლებად ეფექტურია
33 – 36მმ - ეფექტურია
37მმ და ზემოთ - მაქსიმალურად ეფექტურია.
ჰაერის ზამბარის ძირზე, იმყოფება კლაპნის ვინტი, რომლის ამოხრახვნა, ან მასზე მექანიკური ზემოქმედება აკრძალულია.

კორპუსზე ძირის მიმაგრება ხდება თითფერის (ლატუნის) შელღობით (პაიკით), ან ელექტრო შესადუღი აპარატით. ორივე შემთხვევაში მისი ექსპლუატაცია საშიშროებას არ წარმოადგენს. ჩემს მიერ ჩატარებული ტესტის დროს ჰაერის ზამბარამ შელღობილი ძირით გაუძლო 500 ატმოსფეროს და არ გასკდა.

ზამბარები ძირითადად გვანან ერთმანეთს, მაგრამ მაინც არის მათ შორის განსხვავება - ღერძის (ეგრეთწოდებული "შტოკის") დიამეტრში, კორპუსის დიამეტრში, ძირის დიამეტრში, სიგრძით, და რა თქმა უნდა მასში ჩატუმბული ჰაერის წნევით.

ზამბარა შეიძლება იყოს თოფში ჩაყენებული როგორც ღერძით დგუშში, ასევე პირიქით კორპუსით დგუშში. ეს დამოკიდებულია კომპრესორის და დგუშის კონსტრუკციებზე.

ეს იყო მინიმალური განმარტებები, ახლა კი საფასური, ვადები, მოწოდება, გადახდა:

ჰაერის ზამბარებს (ღერძის დიამეტრით 8მმ) ვამზადებ შეკვეთით სამი დღის განმავლობაში, წინასწარი გადახდის მერე. ფასი 35 ამერიკული დოლარი. რა თქმა უნდა ლარებშიც შესაბამისი კურსით. სხვა დიამეტრის მქონე ღერძიან (შტოკიან) ჰაერის ზამბარებს ჯერ არ ვამზადებ.

გაგზავნა ხდება დამკვეთის ხარჯებით (ჰაერის დამზადების საფასურში 35$-ში არ შედის ტრანსპორტირების ღირებულება). პროდუქცია იგზავნება - ფოსტით, კურიერით, მარშრუტკით. გადახდისა და გამოგზავნის ვარიანტები ინდივიდუალურად განიხილება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.

საგარანტიო მომსახურება:

გარანტია 6 თვე, მომხმარებლის სახელზე გაგზავნის მომენტიდან. ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დატუმბვა უფასოა, გაგზავნის ხარჯების გარეშე.

გარანტია არ ვრცელდება თუ ზამბარაზე მოხდენილი იქნა მექანიკური, ან მაღალი ტემპერატურის (50 გრადუსის ზემოთ) ზემოქმედება. ყოვლად დაუშვებელია ღერძზე ნაკაწრები, ან ჩაჭ*ლეტილობები, თუნდაც ძალიან მცირე.

კატეგორიულად აკრძალულია ზამბარაზე დაწოლა მისი სიმძლავრის შესამოწმებლად.

ჰაერის ზამბარა ნორმალურად მუშაობს 0 გრადუსიდან +45 გრადუსამდე.

დამატებითი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ თემიდან ჰაერის ზამბარა პნევმატიური თოფებისთვის
geojorjika
ძალიან კარგი წამოწყებაა, ხომ არ დავფიქრდეთ ზდპ-ზე ? smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
მომილოცავს ბატონო მინჩანინ. როგორც იქნა ჰაერის ზამბარების შეზEნა საქართველოში უკვე შესაძლებელია... მშვენიერია და წარმატებას გისურვებთ და წინსვლას ამ საქმეში. მინდა გითხრათ გარანტიები და შემოთავაზებებიც ძალიან მომეწონა. ერთმა ფაქტმა გამაოცა სიმართლე რო გითხრათ. თქვენ ახსენეთ რომ თქვენს მიერ დამზადებული ზამბარები ზემოქმედების შედეგად 500 ატმოსფეროს უძლებს, მოკლედ შესანიშნავია smile.gif
Archery
ლოგიკურად რომ ვისმჯელოთ რაც მეტია წნევა მით მეტია სიმძლავრე. დავუშვათ მპ512 იმ ზომის ჰაერის ზამბარაში რაც მიდის მასზე, რომ ჩავტუმბო 350 ატმოსფერო . სიმძლავრე ისე მოიმატებს რომ ფანტომს მიუახლოვდეს?
kaka8079
dzvelo
500 ატმოსფეროზე შეამოწმა კაცმა ეგ ზამბარა და არა დატენა სამუდამოდ მაგ წნევაზე,მეეჭვება 350 ატმოსფეროზე დატენილი გაზის ზამბარა 8 მილიმეტრიანი შტოკით შეძლოს ადამიანმა ხელით რომ გადატენოს.აუ რამდენი ვწერე და ამ ორი სიტყვის გარდა არ აისახა პოსტში(((((
nihontoman
კარგია, კარგი... ეშველათ ჰატსანისტებს biggrin.gif
sekurifa
კარგია კარგი. ახლა უკვე კიუნდა გამოცოცხლდეს ზედეპეშნიკები. მგონი აწი ფოლადის ზამბარას აღარავინ იყიდის. ჰაერის ზამბარიანი ზედეპეები სერიოზული კონკურენტები იქნებიან პეცეპეებისთვის ისეთ შეჯიბრში როგორიცაა მაგალითად FT. ეს ბიუჯეტური ზედეპეებისთვის საუკეთესო ვარიატია.
ja_ja
dzvelo
ციტატა(merabi1995 @ 19th July 2012 - 09:56 PM) *
დავუშვათ მპ512 იმ ზომის ჰაერის ზამბარაში რაც მიდის მასზე, რომ ჩავტუმბო 350 ატმოსფერო

შენ ჯერ 120 ატმოსფეროს მქონე ზამბარაზე გადატეხე თოფი და მერე, დაფიქრდი აბა რამდენია 350 ატმოსფერო smile.gif

1 ატმოსფერო არის 1 კილოგრამი 1 კვადრატულ სანტიმეტრზე!!!!

ანუ კუბიკი რომ აიღო 1სანტიმეტრი 1 სანტიემტრზე მაგ ფართოფს აწვება 1 კილოგრამი ძალა... 120 ატმოსფეროს დროს 120 კილოგრამი, ტექნიკურად შენ მაგ ძალას ძვრას ვერ უზამ, გშველის ის რომ ლულას აქვს მხარი, ანუ რიჩაგის პონტი გამოდის, და ჯანდაბას ერევი, აი 240 ატმოსფეროზე, უკვე გაიხევი და ვერც კი გადატეხავ და 350-ზე, კომენტარიც არ მინდა დავწერო biggrin.gif

350 კილოგრამი 1 კვადრატულ სანტიმეტრზე წარმოგიდგენია რამდენია! თუ კიდევ ცილინდრის ფართოფს გამოვიანგარიშებთ ავოიეეეე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif შენ გინდა თქვა რომ რკინას შეუყუდებ ჟიგულს ასე 1 მეტრიანს და მოახერხებ მის გადაყირავებას მარტო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gigi30
0 გრადუს ქვევით რა პრობლემები შეიძლება შეექმნეს, ვთქვათ მინუს 10 ცელციუსზე?
kaka8079
gigi30
ჰაერის ზამბარას ისეთი სიჩქარეების განმეორადობა აქვს რომ pcp-საც კი შეშურდება,ნუ მე კონკრეტული თოფი მაქ განაქრონი და იქედან ვიცი შეიძლება მინჩანინის ზამბარები ვერ იძლეოდეს იგივე შედეგს მაგაზე თავს ვერ დავდებ,აი მაგალითად ავირებ benjamin nitro1500 კროსმანის ცპ-ს 10.5-იანს ისვრის 290მეტრ წამით აი ზაფხულში ჩრდილში გვედო თოფი მერე გავქრონეთ და სწორედ აი ეგ შედეგი მოგვცა თუმცა როდესაც მზეზე გამოვედი და დავედევნე ყვანჩოებს მზეზე საკმაოდ გაცხელდა თოფი და გაქრონვისას 300 გადასცდა სიჩქარე ნუ ზუსტად არ მახსოვს რამდენი იყო,ნუ ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე რომ 0ქვემოტ ტემპერატურაზე შეიძლება დავარდეს სიჩქარე სხვა რა უნდა მოხდეს,მუ ეს ჩმა რა თქმა უნდა,ეს კაცი ვინც ამ ზამბარებს აკეტებს ბელორუსიიდან ჩამოვიდა იქა კიდევ არც თუ ისე თბილი ზამთარია და რა გამოდის არ იყენებს ხალხი ჰაერის ზამბარიან თოფებს?
gigi30
ბატონ სოსოს მითითებული აქვს, ნორმალურად მუშაობს 0-დან +45-მდეო და მიტომ ვიკითხე. ვგულისხმობდი, ხომ არ ზიანდება ან სხვა რაიმე ხარვეზს ხომ არ ავლენს მეთქი. ნადირობა ხომ ძირითადად ზამთარშია და...
foxi
გილოცავ საქმიანობის დაწყებას. ძალიან მაგარია,აღარ მოგვიწევს უკრაინიდან ზამბარების ზიდვა.იმედია ეს მხოლოდ დასაწყისია და ამ კუთხით განვითარებაც იქნება.
minchanin
შევეცდები ციტატების გარეშე მოკლე პასუხების გაცემას.
1.dzvelo
მპ 512 ვერ მიუახლოვდება ფანტომს, თუ მასში ჩავდებთ ჰაერის ზამბარას, დატუმბულს 350 ატმ. რა თქმა უნდა სიმძლავრე მოიმატებს, მაგრამ როგორც უკვე გითხრეს , მისი ფეხზე შეყენება იქნება პრობლემატური, 13 მმ-იანი ლულაც ყოვლად მოსალოდნელია რომ გაიღუნოს. გარდა ამისა თოფის სიმძლავრე დამოკიდებულია მისი კომპრესორის მოცულობაზე. და

როგორც ვიცი მპ 512 -ის მოცულობა გაცილებით ნაკლებია ფანტომის კომპრესორის მოცულობაზე. და კიდევ ერთი, ძალიან ძლიერი ჰაერის ზამბარის გამოყენება იწვევს ოპტიკის მოშლას, მის დამტვრევასაც, და ასევე თვითონ თოფის მონჯღრევას, რის მერეც შეიძლება რემონტმაც ვერ უშველოს.

gigi30
მე ჩემი ზამბარებით მინადირია ბელორუსიაში ზამთარშიც მინუს 15 გრადუსში. ზამბარა მუშაობს ნირმალურად. მხოლოდ როგორც ყკვე აღნიშნეს, სიმძლავრე ეცემა. კერძოდ მინუს 15 გრადუსზე თოფის სიმძლავრე ეცემა 10 პროცენტით. თუმცა საჭიროა გავითვალისწინოთ , რომ ზამბარის მანჟეტი რეზინისაა და რაც უფრო დაბალია ტერმპერატურა მით ნაკლებია
რეზინის

ელასტიურობა, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს ჰაერის გაპარებას და ზამბარის რესურსის დაცემას. 0-დან 45 გრადუსამდე , ეს არის ზამბარის ნორნალურად მუშაობის ტემპერატურული რეჯიმი, და სრულიად არ ნიშნავს რომ მინუს 1 გრადუსზე ზამბარა აღარ იმუშავებს.
ხ.მ.ე.ლ.ო
ხო მართლა. ბატონო მინჩანინ, ჰაერის ზამბარის მხოლოდ დატენვა, ანუ რესურსის გასვლის შედეგად, მასზე ხელის შევლებაზე სადამდე ადის ხარჯები?
koknar
minchanin
ჰაერის გამოყენება ცოტა პრობლემატური მგონია, ჯერ ერთი ეგრე ვერ გამოაშრობ რო საერთოდ კონდენსატი არ გაიკეთოს და მერე კიდე მაგ წნევაზე ჰაერის შემადგენელი გაზები გათხევადებას არ დაიწყებს ?
Archery
ციტატა(ja_ja @ Jul 19 2012, 10:57 PM) *
dzvelo

შენ ჯერ 120 ატმოსფეროს მქონე ზამბარაზე გადატეხე თოფი და მერე, დაფიქრდი აბა რამდენია 350 ატმოსფერო smile.gif

1 ატმოსფერო არის 1 კილოგრამი 1 კვადრატულ სანტიმეტრზე!!!!

ანუ კუბიკი რომ აიღო 1სანტიმეტრი 1 სანტიემტრზე მაგ ფართოფს აწვება 1 კილოგრამი ძალა... 120 ატმოსფეროს დროს 120 კილოგრამი, ტექნიკურად შენ მაგ ძალას ძვრას ვერ უზამ, გშველის ის რომ ლულას აქვს მხარი, ანუ რიჩაგის პონტი გამოდის, და ჯანდაბას ერევი, აი 240 ატმოსფეროზე, უკვე გაიხევი და ვერც კი გადატეხავ და 350-ზე, კომენტარიც არ მინდა დავწერო biggrin.gif

350 კილოგრამი 1 კვადრატულ სანტიმეტრზე წარმოგიდგენია რამდენია! თუ კიდევ ცილინდრის ფართოფს გამოვიანგარიშებთ ავოიეეეე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif შენ გინდა თქვა რომ რკინას შეუყუდებ ჟიგულს ასე 1 მეტრიანს და მოახერხებ მის გადაყირავებას მარტო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

გადაყირავებას ვერა მაგრამ უკანა მხარეს (საბარგულის) წამოვწევ. ბორბალს ჰაერში ავწევ biggrin.gif
ja_ja
dzvelo
ციტატა(merabi1995 @ 20th July 2012 - 05:04 PM) *
ბორბალს ჰაერში ავწევ

კაია რომ ოპტიმისტი ხარ smile.gif
Archery
ციტატა(ja_ja @ Jul 20 2012, 06:33 PM) *
dzvelo

კაია რომ ოპტიმისტი ხარ smile.gif

დამიჯერეთ რომ არც ისეთი პატარა ვარ ტანით და ჯანით რომ საბარგულს ვერ მოვერიო..ოპელ ვექტრას წინა ფრთით ზამბარას ვაშლევინებ smile.gif
minchanin
dzvelo

ყოჩაღ შენ, ღმერთმა ჯანი არ მოგაკლოს.

koknar

რაც შეეხება მშრალ ჰაერს. მას არ ვტუმბავ კომპრესოროდან. ჰაერს ვყიდულობ ბალონით, იქ სადაც ''სპასატელებს'' და დაივერებს უტუმბავენ ბალონებს. ამიტომ მათ მხოლოდ გამშრალი ჰაერი უნდა ჰქონდეთ (თეორიულად ასეთია წესი, სინამდვილეში კი ვიმედოვნებთ რომ წესს არ არღვევენ). ისე , არც მაგაა საშინელება თუ ჰაერი მშრალი არ იქნება. ჯერ

ერთი რომ საქართველოში არ არის ისეთი ტემპერატურები რომ ზამბარაში კონდენსატი გაიყინოს. და მერე მეორეც, ზამბარის შეკუმშვის დროს ტემპერატურა იზრდება , მართალია უმნიშვნელოდ, მაგრამ საკმარისად რომ კონდენსატი არ გაიყინოს, და ამას პლიუს ზეთი რომელიც მაღალი წნევის ზემოქმედებით ნისლის ტიპის მდგომარეობაშია , და რაც თავის

მხრივ (ჩემი აზრით) გარკვეულ წინაარმდეგობას გაუწევს ჰაერის ნესტიანობის დაკრისტალებას. ერთი სიტყვით ბელორუსიაში ასეთი პრობლემა არ მქონია. და ვიმედოვნებ არც აქ მექნება.

რაც შეეხება გაზების გათხევედებას, არა მგონია. ასე რომ იყოს ამ ჰაერს გამოყენება დაივერებისთვის არა სასურველი იქნებოდა.
minchanin
ხ.მ.ე.ლ.ო

ბოდიში რომ მაშინვე არ გიპასუხე. ჰაერის ზამბარის დატენვა მისი რესურსის დამთავრების მერე ეღირება 7 ლარი. მგონი ნორმალურია. ისე ასეთი შემთხვევები , როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ძალიან იშვიათია.

ბელორუსიაში 3 წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მქონდა ასეთი შემთხვევა. ჰაერს ზამბარების რესურსი საკმაოდ დიდია.
koknar
minchanin
მე გაყინვაზე არ მითქვია, კონდენსატზე გითხარი, ანუ როცა შეკუმშული ჰაერი უცბათ ფართოვდება თუ ჰაერში წყლის ორქლია გახსნილი მაშინ რაღაცა დროით წვეთოვან მდგომარეობაში გადადის მერე ისევ გაიხსნება ჰაერში. მარა არამგონია ამან რამე პრობლემა შექმნას მითუმეტეს განა რამდენი ხანი უნდა იმსახუროს პნევმო ზამბარამ, 2-3 წელში მაინც გადატენა უნდა ალბათ...
soso_k3
ვა გილოცაავ, კაი ნიუსიააა, მომეწონაა ეს ამბებიიი
mr.man
მპ512-ზე მინდა, ასე 250 მ/წმ-თი ან ცოტა მეტით რო ისროდეს, ხომ შესაძლებელია, ანუ გადატენვისას რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს ხომ არ წავაწყდები? და გადახდის მეთოდი? ბანკით შემიძლია, რომ გადმოგირიცხო? და თბილისში შენი ზამბარის მიღება რა დამიჯდება მთლიანად შეგიძლია, მითხრა?
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(mr.man @ Jul 21 2012, 10:36 PM) *
მპ512-ზე მინდა, ასე 250 მ/წმ-თი ან ცოტა მეტით რო ისროდეს, ხომ შესაძლებელია, ანუ გადატენვისას რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს ხომ არ წავაწყდები? და გადახდის მეთოდი? ბანკით შემიძლია, რომ გადმოგირიცხო? და თბილისში შენი ზამბარის მიღება რა დამიჯდება მთლიანად შეგიძლია, მითხრა?

არა მგონია მაგდენი ატომსფერითი დატენვა შეესაბამებოდეს მპ-ს. სეკურიფას იარაღიდან გამომდინარე მაქსიმუმ 138 ით დაგიტენონ, და მემგონი ეგ 250 მ/წ იძლევა მძიმე ტყვიებით, და როგორც ახსენეთ 250 ზე მეტით რო გაისროლოს თუ შეიძლებაო, მაშინ თურქული გაისროლე და შეიძლება 280-იც მოგცეს smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jul 23 2012, 05:15 PM) *
არა მგონია მაგდენი ატომსფერითი დატენვა შეესაბამებოდეს მპ-ს. სეკურიფას იარაღიდან გამომდინარე მაქსიმუმ 138 ით დაგიტენონ, და მემგონი ეგ 250 მ/წ იძლევა მძიმე ტყვიებით, და როგორც ახსენეთ 250 ზე მეტით რო გაისროლოს თუ შეიძლებაო, მაშინ თურქული გაისროლე და შეიძლება 280-იც მოგცეს smile.gif

თუ მაქსიმუმ 128-ით იყო დატენილი სეკურიფასი, აღარ მახსოვს ზუსტად, მემგონი უფრო 128-ით
sekurifa
ციტატა(x.m.e.l.o @ 23rd July 2012 - 08:14 PM) *
თუ მაქსიმუმ 128-ით იყო დატენილი სეკურიფასი, აღარ მახსოვს ზუსტად,

128 ატმოსფერო იყო ჩემი ზამბარა და 230 აჩვენებდა მჩატე ჯიესბეთი.მინუს გრადუსებში (ანუ სიცივეში ზამთარში)უფრო ნაკლებს. მეტი წნევა მაგ თოფისთვის აღარაა საჭირო, სიზუსტეს დაკარგავს. დაუჯერეთ თვითონ ზამბარების ოსტატს. რა ოპტიმალურ წნევასაც გირჩევთ ისე გააკეთებინეთ. ნუ გამოეკიდებით სიმძლავრეს.
ხ.მ.ე.ლ.ო
ბატონო მინჩანინ, რა მაინტერესებს smile.gif 500 ატმოსფეროს გაუძლოვო რომ ახსენეთ, ის არ გითქვამთ გადატენილ მდგომარეობაში თუ გაუძლებს. 500 ატმოსფეროთი დატენილი ზამბარა რო გადავტენოთ სიტყვაზე (ხალხო ეხლა არ თქვათ 500 ატმოსფეროს ვერანაირად ვერ გადატენიო, ამაზ მაგალიტად ვამბობ) გაუძლებს და არ გასკდება?
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
ე ბიჯო სკოლაში ფიზიკის მასწავლებელი რა ასაკის იყო smile.gif მაგარი მეღიმება ასეთ პოსტებს რომ ვხედავ....

ნუ კაი ჯერესერთი კაი ვთქვათ და გეთანხმები რომ თეორიულად განვიხილავთ და ამიტომაც არ ვკამათობთ შესძლებ თუ არა დატენვას, მარა სულ მინიმუმ, ასეთი კონტრ კითხვა მაქვს,
- გადატენვისას, დგუში ძიგნით შედის ხომ მგონი... მაშინ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს რომ მოცულობა მცირდება რომელშიც აირი არის, განთავსებული?
- თუ ნიშნავს რომ მოცულობა მცირდება, მაშინ კიდევ ერთი კითხვა, მაგ დროს არსებულ 500 ატმოსფეროს წნევას რა მოსდის, მცირდება თუ უფრო მატულობს?
- თუ მატულობს ესეიგი გამოდის, რომ 500-ს აჭარბებ ხომ? ახლა სიტყვაზე 2-ჯერ გაიზარდა წნევა, რა დაემართება თოფს, რომელიც ასეთი ძალის აკულირების გაშვებას გადააწტდება, ანუ დატენვას კი არ ვგულისხმობ რომელზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ რომ შეგიძლია, არამედ ამჯერად ვსაუბრობთ იმაზე რომ გადატენილი გაქვს, წნევა გაზრდილია და ისვრი... აკუმულირებული 1000 ატმოსფეროს მქონე ენერგეტიკის ზამბარა რომ გაიშვება და წინა კედელს დაეჯახება რა მოხდება?

ბარემ ბლიც გამოკითხვა მოვაწყოთ და დანარჩენი კითხვებიც
- გასროლისას უკუცემა რამდენად რეალურ პრობლემად მიგაჩნია
- ასეთი ენერგეტიკის გამონთავისუფლებისას, დგუშის წინა მხარე რა დღეში იქნება?
- იგივე ენერგეტიკის გამონთავისუფლებისას რა მოხდება დგუში ცილინდრის წინა კედელს რომ დაეჯახება?
- რა დაემართება ლულას, რომელიც ასეთ დარტყმას მიირებს, თვითონ ხომ არ მოახდენს თვითნებულ გახსნას
- შესაბამისი ენერგეტიკით გამოწვეული ცილინდრის ჰაერის შეკუმშვა დიზელს შექმნის ცილინდრში თუ არა
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ერთი ვიცი რომ ცილინდრში ჰაერის შეკუმშვის და აჩქარების ზღვარი არსებობს, რომლის იქეთაც რაც არ უნდა ძალა გამოიყენო მეტს ვერ ააჩქარებ ვერაფერს

მოკლედ სუფთა ინტერესისთვის მაგარი ფიზიკის ტესტი იქნება, ბევრი საინტერესოს გაგება იქნება შესაძლებელი, მაგრამ პრაქტიკული გამოყენება რა ექნება?

P.S. კაცოუ, კაცმა გატესტა მაქსიმალურ ვარიანტზე რომ მშვიდად იყო, ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ მაქსიმუმზე ამუშაო, მაგით რესურსს აკლებ პროდუქციას, და მალე გამოვა მწყობრიდან. 500-ზე რომ გატესტილია და 120-ზე დატენილია თოფის გადატენვისას წნევა ისედაც 120-დან 250-ზე ავა მაგიტომ აქვს მაგ კაცს 500-ზე გატესტილი რომ იცოდეს რომ 250-ზე არაფერი არ მოუვა დგუშს, არა შენ თუ 500-ს კიდევ შეკუმშავ.... biggrin.gif

ეგრე დისკოს რეზერვუარი იხევა 18000 PSI-ზე, მაგრამ კაციშვილი არ ტენის 2000PSI-ზე ზემოთ, აგერ მოგეცი პრაქტიკული რეალური შემთხვევა რომ შეგიძლია 9-ჯერ გაზარდო წნევა, მაგრამ გამოყენება ექნება მაგ 180000-ს? ვერანაირი ჩაქუჩი ვერ გახსნის კლაპანს, იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ მაგ წნევაზე კლაპანი უბრალოდ აღარ იარსებებს smile.gif და ასე შედმეგ და ასე შედმეგ.... იგივე არაპრაქტიკულობა არის შენს კითხვაში თორემ შეუძLებელი არაფერია, ბოლო ბოლო სპეც ვერსიას გაგიკეთებს კაცი, და არ გასკდება, მაგრამ მერე.....
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ja_ja @ Jul 24 2012, 05:54 PM) *

კარგი რა ჯაჯა, რატო იცი ხოლმე ესე? 500 ატმოსფეროს ვერც გადატენის კაცი და იარაღსაც დედა მოე....ება. მე მაგას არ ვამბობ. მე მაინტერესებს ზამბარა ტუ გაუძლებს 500 ატმოსფეროთი დატენილი ჰაერის შეკუმშვას. smile.gif მეტი არაფერი მაინტერესებს, თორე ეგრე მიმიქარავს მაშინ ცეცლსასროლი იარაღები, ყველამ პნევმატურები ავიღოთ და დავტენოთ 500 ატმოსფეროზე, და ვინადიროთ სპილოებზე biggrin.gif მე ეს მაგალითისთვის მაინტერესებს smile.gif შეუძლია გაუძლოს თუ არა 500 ატმოსფეროთი დატვირთულმა ზამბარამ ჰაერის შეკუმშვას და არ გასკდეს... smile.gif

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jul 24 2012, 06:04 PM) *

პ.ს. ფიზიკის მასწავლებელი ისეთი ბებერი მყავდა რო ბოლო ხანებში აქეთ ვასწავლიდით რაღაც რაღაცეებს დ ამერე ბრაზდებოდა biggrin.gif ამათ როგორ უნდა შემიწორონო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(x.m.e.l.o @ 24th July 2012 - 07:05 PM) *
კარგი რა ჯაჯა, რატო იცი ხოლმე ესე?

რავიცი ვიცი ხოლმე... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, ვაღიარებ ხანხადან ზედმეტად ვიცი ხოლმე, მაგრამ ნუ ვერ ვუვლი გვერს ასეთ კითხვებს smile.gif

იდეაში ამ კაცს მაგრა ავუწეეწთ თემა, მაგრამ თან მინდა ხალხი გამოვიწვიო რომ რეალური კითხვები წამოვიდეს, და მერე, არასაჭირო პოსტებს ამოვყრი და დარჩება რეალურად ფასეული კითხვები და ინფორმაცია, მაგრამ მანამდე მირჩევნია თემა ყოველდღიურად წინა ხაზზე იყოს (ასევთქვათ მოიკიდოს ფეხი თემამ, და მიეჩვიოს ყველა რომ არის, ასეთი თემა და არის საქართველოში ოსტატი) და ამიტომაც ჯერ არ ვშლი ზედმეტი სისულეებს smile.gif
minchanin
ხ.მ.ე.ლ.ო
არა, 500 ატმ. -თი დატუმბული ზამბარა არ შემიკუშია, მასეთი აზრი თავში არ მომსვლია. დანარჩენი კი ჯა-ჯამ ჩემზე უკეთესად გიპასუხა.
nihontoman
minchanin
ისე, ძალიან შორეული პერსპექტივის ვარიანტში მაინტერესებს - ახალი კროსმანის თოფი რომაა, ბენჯამინ მავ 77 თუ რაღაც, AA TX200-ს რომ გავს გრედან, მაგაზე დგება ჰაერის ზამბარა?
minchanin
nihontoman

სამწუხაროდ მაგ თოფთან შეხება არ მქონია, და ამიტომ არ ვიცი წავა თუ არა ჰაერის ზამბარა. დასაძებნია ინტერნეტში მაგ თოფი დაშლილ მდგომარეობაში. თუ "ზაცეპი" დგუშს გვერდიდან აქვს, როგორც უმრავლეს თოფებს ალბათ შესაძლებელი იქნება.
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 24th July 2012 - 11:55 PM) *
ისე, ძალიან შორეული პერსპექტივის ვარიანტში მაინტერესებს - ახალი კროსმანის თოფი რომაა, ბენჯამინ მავ 77 თუ რაღაც, AA TX200-ს რომ გავს გრედან, მაგაზე დგება ჰაერის ზამბარა?

არც შენ გინახია, არც ამ კაცს, smile.gif პასუხს რაფრა ელოდები? რაიმე მაინც აჩვენე ადამიანს რომ სრული პასუხი მოგაწოდოს smile.gif ნუ ვი ბლინ დაიოტე რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

P.S. მფრინავ თეფშზე ჟიგულის ძრავა დაყენდება?
TAMPLIER
ციტატა
P.S. მფრინავ თეფშზე ჟიგულის ძრავა დაყენდება?

კი პროსტო პერეხადნიკი დასჭირდება კარობკაზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა
ja_ja

P.S. მფრინავ თეფშზე ჟიგულის ძრავა დაყენდება?

rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif
nihontoman
ja_ja
რავი აბა, იქნება სურათები აქვს ინტერნეტსი ნანახი? biggrin.gif თან იმას თუ გავითვალისწინებთ რომ არის tx200-ის კლონის ბამ 40-ის კროსმანისეული რეინკარნაცია, დიდი შანსი იყო იმისა, რომ minchanin-ს რამე შეხება მაინც ქონოდა მასთან და სავარაუდო პასუხს მაინც იტყოდა...
nihontoman

პ.ს. აი ესაა სურათი:

როგორც ვხვდები ეს "ზაცეპი დგუშის უკნიდან გამოშვერილი შტირია და მგონი ცენტრშიდაცაა თუ თვალები არ მატყუებს. ე.ი. არ დაყენდება ამაზე ჰაერის ზამბარა?
sekurifa
ციტატა(nihontoman @ 25th July 2012 - 01:21 PM) *
ე.ი. არ დაყენდება ამაზე ჰაერის ზამბარა?

არა მაგაზე არ დაყენდება. დგუშში რომ ღერძია გამოშვერილი ისაა მაგის ზაცეპი. ზაცეპი თუ დგუშშია გაზის ზამბარა როგორ ჩაყენდება. მაგას ქვია ცენტრალური ზაცეპკა.
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 25th July 2012 - 01:21 PM) *
ე.ი. არ დაყენდება ამაზე ჰაერის ზამბარა?

სეკურიფას სიტყვების მერე დავრწმუნდი რომ მფრინავ თეფშიც არ დაყენდება ჟიგულის მატორი smile.gif

შეკაცო თავიდანვე უნდა დაგეგდო მაი სურათი smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა
ja_ja

სეკურიფას სიტყვების მერე დავრწმუნდი რომ მფრინავ თეფშიც არ დაყენდება ჟიგულის მატორი smile.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif იმედი გაგიცრუვდა ხო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
ჰოოო ნამეტანი ვფლუდაობთ ახლა ჩვენ, არადა ღირებული პოსტებიც არ იჩითება რომ ჩვენი სისულელე წავშალო და თემამ მართებულად გააგრძელოს ცხოვრება...

ვინმეს არ გინდათ ეს აირის ზამბარა? ეგებ ვინმემ უკვე დაუკვეთეთ PM-ის მეშვეობით, მაშინ თუ მიიღეთ და გამოსცადეთ არ დაიზაროთ და ფიდბექი, ანუ გამოხმაურება და პასუხი დაწერეთ, როგრო ჩამოვიდა, რას ელოდით როგორია... პლიუს მადლობა ხელოსანს და ასე შედმეგ....

მაიტათ რა იმფო რომ სამუშაო გარემო შეიქმნას და მივაშლი ამ სისულელებს
Dave
ჯაჯა გახსოვს ნიტროზე რომ ვიყავი ჩაციკლული, მეუბნებოდი მაგას რომ ჰაერის ზამბარა გაუფუჭდეს ერთი იარაღის ფასი დაგიჯდება ჩამოტანაო smile.gif საბედნიეროდ ქართველებს გვყავს ნიჭიერი ხალხი და ა ბატონო ჰაერის ზამბარებიც აღარ არის პრობლემა smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ja_ja

ვინმეს არ გინდათ ეს აირის ზამბარა?

აუ მე მინდა მარა რაღამდენი ვიყიდო, რა გაუმაძღრობა იქნება biggrin.gif biggrin.gif არადა ერთი სული მაქვს ამას რესურსი გაუვიდეს რო ბატონ მინჩანინს უნდა გავუგზავნო და ახლიდან დავატენინო უფრო მეტი ატმოსფეროთი, უეჭველი ვიცი გაუძლებს.

ja_ja

ჰოოო ნამეტანი ვფლუდაობთ ახლა ჩვენ, არადა ღირებული პოსტებიც არ იჩითება რომ ჩვენი სისულელე წავშალო და თემამ მართებულად გააგრძელოს ცხოვრება...

აუ არ წაშალო რააა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კარგად ვერთობი biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(Saint Dave @ Jul 25 2012, 04:02 PM) *
ჯაჯა გახსოვს ნიტროზე რომ ვიყავი ჩაციკლული, მეუბნებოდი მაგას რომ ჰაერის ზამბარა გაუფუჭდეს ერთი იარაღის ფასი დაგიჯდება ჩამოტანაო smile.gif საბედნიეროდ ქართველებს გვყავს ნიჭიერი ხალხი და ა ბატონო ჰაერის ზამბარებიც აღარ არის პრობლემა smile.gif

გეშველა, გეშველა biggrin.gif ნუ დაგენანებათ ჰაერის ზამბარის გაფუჭება, რადგან მისი ხელოსანი უკვე საქართველოშია biggrin.gif biggrin.gif ასე რომ დააზიანეთ ზამბარები....... biggrin.gif
Dave
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jul 25 2012, 05:14 PM) *
ja_ja

ვინმეს არ გინდათ ეს აირის ზამბარა?

აუ მე მინდა მარა რაღამდენი ვიყიდო, რა გაუმაძღრობა იქნება biggrin.gif biggrin.gif არადა ერთი სული მაქვს ამას რესურსი გაუვიდეს რო ბატონ მინჩანინს უნდა გავუგზავნო და ახლიდან დავატენინო უფრო მეტი ატმოსფეროთი, უეჭველი ვიცი გაუძლებს.

ja_ja

ჰოოო ნამეტანი ვფლუდაობთ ახლა ჩვენ, არადა ღირებული პოსტებიც არ იჩითება რომ ჩვენი სისულელე წავშალო და თემამ მართებულად გააგრძელოს ცხოვრება...

აუ არ წაშალო რააა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კარგად ვერთობი biggrin.gif biggrin.gif

გეშველა, გეშველა biggrin.gif

არა მე უკვე პსპ ფანი ვარ მარა გული მიგრზნობს ზდპ საც დავითრევ, რაგაც ძაან გამიტაცა იარაგის დანავაროტკებამ smile.gif
r-O-m-A
minchanin
მომილოცავს წარმოებაში ჩაშვება smile.gif რა უნდა ვიკითხო, თუ შეგიძლია ნეიტრალური აირით დატუმბვა, მაგალითად აზოტით?
minchanin
r-O-m-A

მადლობა მოლოცვისთვის. დატუმბვა შემიძლია, მხოლოდ მაღალი წნევის აზოტია ჩემთვის ხელმიუწვდომელი.
r-O-m-A
minchanin
მე მგონი არ უნდა იყოს პრობლემა მაღალი წნევის აზოტის შოვნა, გაკითხვა უნდა, და ბევრად უკეთესი უნდა იყოს აზოტით დამუხტული, რესურს გაუხანგძლივებს და შედარებით ადვილად არც გახურდება მე მგონი და ტემპერატურული ცვლილებაც ნაკლებად იმოქმედებს მგონი, რავი შენ კიდე მოიძიე ინფორმაცია და უფრო დახვეწავ შენს პროდუქტს smile.gif საერთო ჯამში კი მაგარი ადამიანი ხარ შენით რაღაცა რო შექმენი და წარმოება რო დაიწყე, good.gif good.gif good.gif good.gif good.gif good.gif
guidanacho
minchanin გამარჯობათ მაინტერესებს სტოგერ იქს 20ზე სუპრესორზე რომ წავიდეს ისეთი ჰაერის ზამბარა თუ გაქვთ მე ვერ ვერკვევი და კიდე მაინტერესებს ჰაერი იცლება ბევრი გასროლის შემდეგ ერთგვარი ბალონივითა და უნდა ტენო თუ როგორია?

minchanin და გამოგზავნა როგორ ხდება ან ფული სად შეიძლება რომ ჩავრიცხო ჯერ არ ვაპირებ ოღონდ ყიდვას ფულს ველოდები და მერე მოგმართავთ თუ ვინმემ იყიდა ეს ჰაერის ზამბარა იქნებ დამეხმაროთ და ამიხსნათ როგორ მოახერხეთ ფულის გადახდა მიღება და რა დროში და საბაჟოზე ან ეგეთ რამეზე პრობლემა ხომ არაა?
sekurifa
ციტატა(guidanacho @ 3rd August 2012 - 03:37 PM) *
იქნებ დამეხმაროთ და ამიხსნათ როგორ მოახერხეთ ფულის გადახდა მიღება და რა დროში და საბაჟოზე ან ეგეთ რამეზე პრობლემა ხომ არაა?

ცოტა გაუგებარი შეკითხვაა. რას გულისხმობ? ზესტაფონიდან ზამბარის გამოგზავნას თუ საზღვარგარეთიდან? minchanin-ს ხომ უწერია ან ფოსტით გამოგიგზავნით ან მარშუტკის მძღოლს გამოვატანო. თავიდან გადახედე თემას.

რაც შეეხება შენს სტოგერს აუცილებლად დაგჭირდება მისი დაშლა და დგუშის სვლის გაზომვა. ეს მონაცემი ჭირდება ოსტატს რომ დაგიმზადოს ჰაერის ზამბარა.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.