![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
წინასწარ ვიცი რომ ჩვენთან ამ პროექტს ასე ვთქვათ კომერციული რენტაბელობა არ ექნება, ასევე წინასწარ ვიცი რომ დიდად თავს ხალხი ამ ბალონებზე არ მოიკლავს, მარა.... რა მიდის ჩვენგან განვიხილოთ ტექნოლოგია და..... ასე იყო თუ ისე რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა ფორუმელმა Gregory-მ რამდენიმე Co2 თოფი დამაჭერინა ხელში... ნუ ასევე დიდად კი ვუარყოფდი და ფეხებს ვაბაკუნებდი არ მივიღებ მეთქი, მაგრამ ბოლოს ერთი co2 პისტოლეტი საჩუქრად დამიტოვა... ნუ მეც მეტი რა მინდოდა ![]() რუსები ადრე ჩალიჩობდნენ მრავალჯერად ბალონებზე, მაგრამ მართალი გითხრათ ტექნოლოგია დიდად არ მომწონს, იყენებდნენ მანქანის საბურაფების ნიპელებს, ცუდი ისაა რომ ეს ნიპელები პრაქტიკულად ერთჯერადია, დაიტენა ბალონი დაიხარჯა და გამოსაცვლელია, ვერ უძლებს საბურავის 2 ატმოსფეროსთვის გათვლილი ლაითი კონსტრუქცია 70 ატმოსფეროს, რომელსაც თხევად მდგომარეობაში მყოფი Co2 წარმოქმნის. პლიუს დიდი ხნით დატოვებისას გაპარებას იწყებს და 1 თვის მერე იმის მაგივრად დატენილი ბალონი გქონდეთ, ხელში დაცლილი ბალონი გიჭირავთ. მოკლედ ისე მოვიფხანე თავი, თუ ასე გადავწყვიტე ცოტა სხვა გზით წავსულიყავი, თუმცა ჯერ ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია და არაა გამორიცხული რომ ჩემმა კონსტრუქციამაც მთლად არ გაამართლოს ![]() დავიწყეთ.... თავიდან რამდენიმე დაცლილი ბალონი ავიღე და თავი მოვაჭერი ![]() ![]() მთლიანი და მოჭრილ თავიანი ბალონები ![]() მოკლედ მაგარი ტვინ საბურღია ამ ბალონებზე თავის მოჭრა... ცუდი ისაა რომ პრესის შემდეგ ცენტრი ყველას არეული აქვს და იმისათვის რომ ბალონს თავის კორექტულად მოაჭრა საჭიროა მისი ცენტრირება, რომელიც დაზგაში და ბაბთაში ინდიკატორით გასწორებას გულისხმობს და თითო ბალონზე 15-29 წუთი მიმდინარეობს. თავიდან ერთ ბალონზე ვსინჯე ცენტრირების გარეშე თავის მოჭრა... საჭრელმა როგორც კი დაარტყა ბალონს, ეგრევე ამოაგდო ბაბთიდან (თავი ისე მოიღუნა რომ ეს ბალონი ნაგვის ურნაში წავიდა). მეორე ბალონი ბაბთაში ღრმად ჩავსვი და ნელ-ნელა მივეპარე საჭრელით... ნუ ამჯერად ვერ ამოხტა ბაბთიდან, მაგრამ იმის გამო რომ ბალონს კედლები თხელი აქვს, თავი კი სქელია, დანა მოჭრას ეჩალიჩება, თავი ეწინააღმდეგება, მთელი დატვითვა გადადის ბალონის წელზე, და იმ ადგილებზე სადაც ბაბთის კბილებს უჭირავს ბალონი... შედეგად, ერთი წამოკვრა და ბალონი ისე დაიჭეჭყა ბაბთის კბილებში რომ... მოკლედ რაცხა დაღეჭილ მასას დაემსგავსა ![]() ![]() შემდეგი ოპერაცია, რეზბების მოჭრა და თავში ჩასახრახნი დეტალი, რომელიც ახალი თავის როლს შეასრულებს ![]() ![]() ვსინჯე პაწაწკუნა რეზინით აბტურაცია, მაგრამ არ გაამართლა მაგ საქმემ... ბალონის თავაკში ადგილი აღარ არის, რომ რეზინისთვის ბუდე ამოიჭრას, ისე კი რეზინა გარეთ მოძვრება და აზრი არ აქვს, მის ჩაყოლებას... ![]() ბალონების სხვადასხვა ეტაპები ![]() ![]() მერე შიგნეულობის გამზადება, კლაპნის მოფიქრება და ყველაფერის მორგება, მოკლედ 3 დღიანი ჩალიჩის შემდეგ გამოვიდა რაღაც ამდაგვარი შიგნეულობა.... დიდად უხეშ ნამუშევარს ნუ ჩაეძიებით, ეს ჯერ ყველაფერი პროტოტიპია, თუ ამუშავდა ყველაფერი და გაამართლა, შემდეგ, ჩემი საყვარელი იდეალისტური ვარიანტი გამოვა, ყველაფრის წკრიალ ბზინვარებით ![]() ქვედა სურათზე ჩანს თუ აწყობილ მდგომარეობაში ბალონში რა დევს ![]() ქვედა სურათზე კი დაშლილად ჩანს თუ რა რის მერეა განთავსებული ![]() მომდევნო სურათებზე დეტალები ახლოდან ![]() ![]() ![]() ნუ როგროც ვთქვი დაღეჭილ და დაღუნულ დეტალებს არ ვუყურებთ, საჭირო ზომების ძიებისას, ზოგი დეტალი ზედმეტად გაიბურღა, ზოგი დეტალი შეიცვალა, და საბოლოოდ ყველაზე მორგებული ეს ფორმები გამოვიდა, რომელიც ბოლოს დამუშავებული იქნება... ნუ რკინის ღერძი რომელიც ახლა ჩანს კადრში, როგორც მთავარი ღერძი, ... გასაგებია რომ შეიცვლება, თორემ ჯერ ისეა დაჟანგული და Co2-ში რომ იბანავებს რა დღეში იქნება ხომ გასაგები ხდება ![]() ესეც ბოლოს პატარა სახალისო ვიდეო ასე ბატონო საქართველოშიც გვაქვს ასე თუ ისე გამზადებული მრავალჯერადი ბალონები ![]() მომდევნო შაბათ კვირას დრო თუ მექნება უკვე მუშა ვერსიას გავაკეთებ და დასატენ სადგურზეც წავიმუშავებ, შემდეგ კი გავა ალბათ კიდევ ერთი კვირა და შეიძლება ტესტირების ჩატარებაც ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
gregory საინტერესოა ამ 2მა გრამმა რამდენი გასროლა გააკეთა? სრული სადღაც 8-9 მერე დაიწყო გაჭედვები, ანუ ყობელ გასწოლაზე რომ გადატენვა უნდა ისე ქარხნულად დატენილ ბალონში რეალურად 12 გრამია რო? აი ეგ არ ვიცი... არც გამახსენდა როდესაც მთელი ბალონები მქონდა ჯერ ამეწონა როცა სავსე იყო და მერე როცა დაიცლებოდა მერე შემემოწმებინა... gigi30 რეზინაზე უფრო კაპროლონი ამართლებს თურმე(ანტენის სადენის შიგნითა საიზოლაციო ფენა, მაგალითად) სუფთა ჯანკიარდის ტექნოლოგიაა ![]() ჰო, მაინც, დატენვის წინ ასე 20-30 წუთით ბალონის და სატენის საყინულეში გაცივება არ დაგავიწყდეს. ეს ჯერ ჰაერში კიდია, მაცივარში გააცივე, მერე გამოიღე სანამ გარაჟში ჩახვალ მიაერთებ... სისყულელეა ![]() როდესაც პრაკლადკას გასდიოდა, ბალონი ისე გაცივდა რომ... ბალონი კი არა მთლიანად სადგურიც კი გაცივდა, ასე რომ მე თო მკითხავ მამენტ შეიძლება თავიდან ბალონს ბოლომდე არ უნდა მოუჭირო, ერთი ორი რეზკად უნდა გახსნა დიდი ბალონის ონკანი და დახურო, ამ დროს, გამოსული და აორთქლებული co2 გააციებს ბალონს და ეგეც შენი მაცივრის ეფექტი, თუმცა როგორც ვთქვი ბალონი საერთოდ არ გამთბარა იმ 2.5 გრამის დატენვისას, ასე რომ ეგ თეორია ჯერ კიდევ კითხვის ქვეშაა სანამ პრაქტიკაზე არ შევამოწმებ ![]() ჰო თუ იქნება აზრები ტიპა - ჯერ 12 გრამამდე არ იყო დატენილი და იმიტომ არ იყო გამთბარიო... კაცოუ იმ 2.5 გრამის დატენვისას დროს ბალონშI წნევა უნკე ავიდოდა შესაბამის 70 ატმოსფეროზე, შემდეგ უკვე ბალონში თხევადი co2-ის გადადინება მიმდინარეობს, წბნევის ზრდა აღარ ხდება, შესაბამისად 2.5 გრამი იქნება თუ 12 გრამი, დიდი ტემპერატურული ცვლილება მანდ არ იქნება. ეგეც 9 ლიტრიანი ბალონი ხომ არაა 300 ატმოსფეროზე რომ გაცხელდეს ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 01:36 AM |
Hosted by Pro-Service |