მრავალჯერაბი co2-ის ბალონები, დატენე ერთხელ, ორჯერ, 20-ჯერ და.... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
მრავალჯერაბი co2-ის ბალონები, დატენე ერთხელ, ორჯერ, 20-ჯერ და.... |
Jun 4 2012, 09:34 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
წინასწარ ვიცი რომ ჩვენთან ამ პროექტს ასე ვთქვათ კომერციული რენტაბელობა არ ექნება, ასევე წინასწარ ვიცი რომ დიდად თავს ხალხი ამ ბალონებზე არ მოიკლავს, მარა.... რა მიდის ჩვენგან განვიხილოთ ტექნოლოგია და..... ასე იყო თუ ისე რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა ფორუმელმა Gregory-მ რამდენიმე Co2 თოფი დამაჭერინა ხელში... ნუ ასევე დიდად კი ვუარყოფდი და ფეხებს ვაბაკუნებდი არ მივიღებ მეთქი, მაგრამ ბოლოს ერთი co2 პისტოლეტი საჩუქრად დამიტოვა... ნუ მეც მეტი რა მინდოდა 3 წელია სახლში მიყრია 2 შეკვრა BB-ები საერთო მოცულობით 3 ათასი ცალი... და დადგა მათი გამოყენების დრო... მაგრამ პირველი რასაც აწყდები ამ დროს კაცი ეს არის, ბალონები, რომლებიც რავიცი... რაფერ აღვწერო... მოკლედ კატასტროფული სიჩქარით იხარჯება და ძირითადი გასავლის წყარო ყველა Co2-ი პნევმატიკის მოყვარულისთვის სწორედ რომ ეს პუნქტი არის. რუსები ადრე ჩალიჩობდნენ მრავალჯერად ბალონებზე, მაგრამ მართალი გითხრათ ტექნოლოგია დიდად არ მომწონს, იყენებდნენ მანქანის საბურაფების ნიპელებს, ცუდი ისაა რომ ეს ნიპელები პრაქტიკულად ერთჯერადია, დაიტენა ბალონი დაიხარჯა და გამოსაცვლელია, ვერ უძლებს საბურავის 2 ატმოსფეროსთვის გათვლილი ლაითი კონსტრუქცია 70 ატმოსფეროს, რომელსაც თხევად მდგომარეობაში მყოფი Co2 წარმოქმნის. პლიუს დიდი ხნით დატოვებისას გაპარებას იწყებს და 1 თვის მერე იმის მაგივრად დატენილი ბალონი გქონდეთ, ხელში დაცლილი ბალონი გიჭირავთ. მოკლედ ისე მოვიფხანე თავი, თუ ასე გადავწყვიტე ცოტა სხვა გზით წავსულიყავი, თუმცა ჯერ ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია და არაა გამორიცხული რომ ჩემმა კონსტრუქციამაც მთლად არ გაამართლოს , მაშ ასე დრეს წარმოგიდგენთ პროტოტიპს, რომელსაც ჯერ სამუშაო დეტალები აქვს, და ბევრი მათგანი ისე არ გამოიყურება როგორც საჭიროა, მაგრამ პირველადი ექსპერიმენტებისთვის მისაღებია. დავიწყეთ.... თავიდან რამდენიმე დაცლილი ბალონი ავიღე და თავი მოვაჭერი მთლიანი და მოჭრილ თავიანი ბალონები მოკლედ მაგარი ტვინ საბურღია ამ ბალონებზე თავის მოჭრა... ცუდი ისაა რომ პრესის შემდეგ ცენტრი ყველას არეული აქვს და იმისათვის რომ ბალონს თავის კორექტულად მოაჭრა საჭიროა მისი ცენტრირება, რომელიც დაზგაში და ბაბთაში ინდიკატორით გასწორებას გულისხმობს და თითო ბალონზე 15-29 წუთი მიმდინარეობს. თავიდან ერთ ბალონზე ვსინჯე ცენტრირების გარეშე თავის მოჭრა... საჭრელმა როგორც კი დაარტყა ბალონს, ეგრევე ამოაგდო ბაბთიდან (თავი ისე მოიღუნა რომ ეს ბალონი ნაგვის ურნაში წავიდა). მეორე ბალონი ბაბთაში ღრმად ჩავსვი და ნელ-ნელა მივეპარე საჭრელით... ნუ ამჯერად ვერ ამოხტა ბაბთიდან, მაგრამ იმის გამო რომ ბალონს კედლები თხელი აქვს, თავი კი სქელია, დანა მოჭრას ეჩალიჩება, თავი ეწინააღმდეგება, მთელი დატვითვა გადადის ბალონის წელზე, და იმ ადგილებზე სადაც ბაბთის კბილებს უჭირავს ბალონი... შედეგად, ერთი წამოკვრა და ბალონი ისე დაიჭეჭყა ბაბთის კბილებში რომ... მოკლედ რაცხა დაღეჭილ მასას დაემსგავსა , ამიტომაც მომიწია თითო ბალონის ცენტრირება და ნელ-ნელა თავის მოჭრა. ზემოთ რომ 5 ბალონს ხედავთ მათ გამზადებაზე სადღაც 4 საათი წავიდა შემდეგი ოპერაცია, რეზბების მოჭრა და თავში ჩასახრახნი დეტალი, რომელიც ახალი თავის როლს შეასრულებს ვსინჯე პაწაწკუნა რეზინით აბტურაცია, მაგრამ არ გაამართლა მაგ საქმემ... ბალონის თავაკში ადგილი აღარ არის, რომ რეზინისთვის ბუდე ამოიჭრას, ისე კი რეზინა გარეთ მოძვრება და აზრი არ აქვს, მის ჩაყოლებას... ბალონების სხვადასხვა ეტაპები მერე შიგნეულობის გამზადება, კლაპნის მოფიქრება და ყველაფერის მორგება, მოკლედ 3 დღიანი ჩალიჩის შემდეგ გამოვიდა რაღაც ამდაგვარი შიგნეულობა.... დიდად უხეშ ნამუშევარს ნუ ჩაეძიებით, ეს ჯერ ყველაფერი პროტოტიპია, თუ ამუშავდა ყველაფერი და გაამართლა, შემდეგ, ჩემი საყვარელი იდეალისტური ვარიანტი გამოვა, ყველაფრის წკრიალ ბზინვარებით ქვედა სურათზე ჩანს თუ აწყობილ მდგომარეობაში ბალონში რა დევს ქვედა სურათზე კი დაშლილად ჩანს თუ რა რის მერეა განთავსებული მომდევნო სურათებზე დეტალები ახლოდან ნუ როგროც ვთქვი დაღეჭილ და დაღუნულ დეტალებს არ ვუყურებთ, საჭირო ზომების ძიებისას, ზოგი დეტალი ზედმეტად გაიბურღა, ზოგი დეტალი შეიცვალა, და საბოლოოდ ყველაზე მორგებული ეს ფორმები გამოვიდა, რომელიც ბოლოს დამუშავებული იქნება... ნუ რკინის ღერძი რომელიც ახლა ჩანს კადრში, როგორც მთავარი ღერძი, ... გასაგებია რომ შეიცვლება, თორემ ჯერ ისეა დაჟანგული და Co2-ში რომ იბანავებს რა დღეში იქნება ხომ გასაგები ხდება , თუმცა შეიძლება არც არაფერი დაემართოს, დიდი ბალონები ხომ რკინისაა, თითქოს არ წყენს co2 რკინის ბალონებს, ასე რომ შეიძება რკინაც დავტოვო, არ ვიცი მოკლედ ამას ექსპერიმენტები გვიჩვენებს. ესეც ბოლოს პატარა სახალისო ვიდეო ასე ბატონო საქართველოშიც გვაქვს ასე თუ ისე გამზადებული მრავალჯერადი ბალონები . მომდევნო შაბათ კვირას დრო თუ მექნება უკვე მუშა ვერსიას გავაკეთებ და დასატენ სადგურზეც წავიმუშავებ, შემდეგ კი გავა ალბათ კიდევ ერთი კვირა და შეიძლება ტესტირების ჩატარებაც რომლის დროსაც რა თქმა უნდა კიდევ პატარა ხარვეზები ამოხტება.
| |
> |
|
|
Jul 8 2012, 10:49 PM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
მოკლედ ხომ არ მოიწყინეთ ჩემო კარგებო და ბედნიერებო? რავარც იქნა არც ნორიკა მაწუხებს, არც, სამსახური, არც ალიაქოთი, ჰოდა მეც ავდექი და დღეს 3-4 საათი ჩავუჯექი ჩვენს საქმეს... მისაყვანი იყო საქმე ბოლომდე, თან რამდენი ხანია ხალხი საბოლოო შედეგს ველოდებით.... მოკლედ მოდით ნელ-ნელა მივყვეთ.... მართალი გითხრათ თავიდან რაღაც არ მინდოდა იმოდენა ბალონზე მიკარება... რავიცი უფრო მეტზე დატენილი თოფი მიდევს სახლში და იმ დიდ ნაკლებ წნევიან ბალონთან მიკარების... ნუ მოკლედ.... ასე იყო თუ ისე საბოლოოდ დავამთავრე დასატენი სადგური, ბლომად ვეჩალიჩე რომ რეზბებს სუფთა სვლა ჰქონოდათ ყანყალის გარეშე, ბოლოს კი პაწა წავიდიზაინერე სტანოკსადა შიდა ადგილი სადაც ბალონი ჯდება ასე ვთქვათ დაშლილი რომ ყველაფერი გასაგები იყოს ყველაფრის მოჭერის მერე რა ფორმას იღებს... ჩავიგდე ხელთ ერთერთი ბალონი, და ავწონე საწყისი წონა რა ჰქონდა როგორც ჩანს ცარიელი ბალონი იწონის 35.64 გრამს, ახლა დარჩა დატენვა, კანკალი და.... მოკლედ წამოვაცვი დიდ ბალონს ჩემს სადგურზე გადამყვანი მივახრახნე სადგურიც და ბოლოს მოვუჭირე წნევის დამგდებიც.... სხვათა შორის ძირითად ცილინდრზე ხვრელები რატომაა ხომ მიხვდით მოკლედ აგერ გამზადებნული ყოლიფერი, დარჩა მხოლოდ დიდ ბალონზე ონკანის მოხსნა და ვაი დედა რაფრა არ მინდა ნუ მოკლედ დევიწყეთ ოპერაცია... მერე კამერა ერთი ხელიდან მეორეში გადავიტანე და ეტყობა სტოპზე მომიხვდა ხელი ასე რომ ვაგრძელებთ მეორე ვიდეოში.... ეს უკვე გამოსწორებული ბალონის ადაპტერი სადაც ჰაერი არ გასდის... ვნახოთ რაიმე სხვაობას თუ მოგვცემს... აგერ ბალონის სურათი პირველი ჩქარი დატენვის მერე ეს მეორე დატენვა, ანუ ხელახლა შევაერთე და ვსინჯე მეტი ხომ არ შეივსებოდა.... ესეც დატენვის მერე როგორ ამოიწია კლაპნის თავმა ნუ იდეაში რეზინა მიიჭყლიტა და რაც ჩვეულებრივ რეჟიმში მეგონა რომ გასწორებული მქონდა, დატენილ 70 ატმოსფეროს შემთხვევაში კლაპანმა ცოტა თავი ამოყო... ნუ პირველი ტესტისთვის და გასროლისთვის წავა, იმიტომ რომ მე ჩემი პისტოლეტის კლაპანი გაფუჭებული მქონდა და ცოტა ღრმა რეზინა ჩავსვი, ახლა კი ეს ზემოთ ამოწეული კლაპანი პირიქით გამომადგება მთავარია, სწორმა სიბრტყემ არ გაახუროს და არ გადაუკეტოს, co2-ს გზა კლაპნისკენ ასეა თუ ისე დატენილი ბალონი გვაქვს 2.5 გრამით, ვნახოთ რას იძლევა ეს 2.5 გრამი, ანუ როდესაც ბალონში მხოლოდ 2.5 გრამია დარჩენილი ისვრის კიდევ თოფი თუ არა.... როგორც ხვდებით მრავალჯერადი ბალონი გადასარევად მუშაობს, ახლა დარჩა ერთი საქმე ბალონის ბოლომდე დატენვა, ამისთვის როგორც ვხვდები ჩემი დიდი ბალონი თავდაყირა თუ არა ნუ რაღაც დონეზე დასაყირავებელი მექნება რომ ონკანთან თხევადი co2 გაიჩითოს და ბალონში ბლომად შეაშხაპუნოს... რამდენხანს იმუშავებს ასეთი ბალონი, ამას დრო გვიჩვენებს და ბოლოს... ვიდეოშიც კი ვთქვი, მაგრამ აქაც დავწერ... მოკლედ მე სახლში მაქვს, co2 რომელსაც სადღაც 6-7 წლის წინ ერთი ტიპი კაფეში იყენებდა გაზიანი წყლების გასაკეთებლად (ნუ მერე ქირის ფული არ გადაიხადა და რამე და ეს ბალონი დამრჩა). არ ვიცი ამ დროის განმავლობაში ამჟავდა ეს აირი თუ თავიდანვე ასეთი იყო, მოკლედ ვერ ვიტყვი რომ მყრალი სუნი აქვს, მაგრამ სუსტი მჟავე სუნი აშკარად აქვს, განსაკუთრებით მაშინ იგრძნობოდა როდესაც პირველი დატენვისას აპარებდა სადგური... დიდად ვერ ვერკვევი co2-ის მახასიათებლებში და ამიტომაც ვთვლი (შეიძლება შეცდომით) რომ საკვები წარმოებისთვის გამოყენებული co2 ცოტა არ იყოს მჟავე სუნისაა... მგონი ჯობია ცეცხლმაქრობების და ტექნიკური co2-ისკენ გვეჭიროს თვალი, ისე წავალ ახლა ვიკიპედიაში გადავიკითხავ შეილება ეს მჟავე სუნი ამ აირის საერთო დამახასიათებელი თვისებაა...
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:44 AM |
Hosted by Pro-Service |